შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის სიყვარული -3-


22-07-2017, 07:48
ავტორი eleneegelovani
ნანახია 1 689

18 დეკემბერი
-მარიამ - დილით მამაჩემმა გამაღვიძა. საათს დავხედე და.......კარგი, სიტყვები უკან მიმაქვს. საერთოდ არ ყოფილა დილა.
-უკვე 4ის ნახევარია, ხომ კარგად ხარ?
-კი მა, გუშინ გვიან მოვედი და
-ზუსტად მაგაზე მინდოდა ლაპარაკი
-კარგი რა მამა მესმის რომ ნერვიულობ მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე ბოლოსდაბოლოს 18 წლის ვარ
-მესმის მარიამ. იშვიათად შეიძლება მაგრამ ხშირად არა, კარგი?
-კარგი
-წამოდი ეხლა ჭამე რამე და მერე დედაშენმა სადღაც წამყვესო
-აუ მა შენ რომ წაყვე?
-ერთი დასვენების დღე მაქვს კვირაში და ისიც თამუნასთან ერთად ნაჭრების არჩევაში გავატარო? - თავის შეცოდება სცადა მამაჩემმა
-ჰო კარგი კარგი.
მაშინვე ავდექი, მოვწესრიგდი და დედაჩემს თავის საქმეებზე გავყევი. უკვე საღამო იყო, როცა თორნიკემ დამირეკა
-გოგო სადხარ
-პეკინზე თოკო რაიყო?
-ოოოო მე კიდე შენს სახლთან ვდგავარ მანქანით მე მეგონა აქ იყავი
-დებილო დაგერეკა ჯერ
-რავი რაა
-და ხდება რამე?
-არა ბავშვები ვართ და მითხრეს მარიამს გაუარე წამოათრიეო
-სად იქნებით დედაჩემს ვეტყვი და მომიყვანს
-ლუკასთან
-კაი 15-20 წუთში მოვალ
-კაი მიდი გკოცნი გეხვევი
ტელეფონი გავუთიშე და დედაჩემს დიღომში გაყვანა ვთხოვე. უკვე 2 ან 3 წელი იყო, რაც თითქმის ყოველდღე ყველა ლუკასთან ვეგდეთ. ლუკა მარტო ცხოვრობს და რათქმაუნდა პრობლემა არ აქვს, სულ სიხარულით გვიღებს. ნუ ხანდახან კი ამბობს რაღაცეებს მაგრამ ეგეც სიყვარულით.
რომ მივედი ყველა ისე წყნარად იჯდა და ისე შეთანხმებულად ჟღურტულებდნენ, რომ გამიკვირდა. ნიკაც იქ იყო.
-რა იყო რა წყნარად ხართ მშვიდობაა?
-ომის გეშინოდეს შვილო ჩემო - ბოლო ხმაზე იღრიალა თორნიკემ.
-იდიოტი ხარ რააა გამისკდა გული(ლიზა)
-რა დროს შენი გულის გასკდომაა ძლივს ამან ჩვენამდე მოაღწია - შემოსასვლელში ქურთუკს ვკიდებდი სანდრომ რომ ეს თქვა და ყველამ მე შემომხედა
-აუ რა ვქნა სანდრიიკ თქვენთან ერთად ყოფნაზე მეტად არაფერი მიყვარს მარა დედაჩემს ველოდებოდი რო გამოვეყვანე
-აუ ერთი კაი მანქანა უნდა. გიყიდო რო აღარ იარო ესე სხვების იმედად
-ვინც არ მიყიდოს?
-ვნახოთ
-სანამ მოხვიდოდი ჩვენს მოგონებებს ვიხსენებდით(ელენე)
-ვაიმე მართლა ძაან ოფიციალურად ლაპარაკობთ უკვე მაშინებთ
-პახმელიაზე ვართ ყველა ნიკას გარდა და სიგიჟის თავი ნაღდად არ გვაქ(გიგა)
-კაი აბა რას იხსენებდით
-ზაფხულებს, ერთად დასვენებებს(ლიზა)
-აუუ ზაფხულზე სულ მარიამი მახსენდება(ლუკა)
-რატო? - ინტერესით იკითხა სამზარეულოდან მომავალმა ნიკოლოზმა
-რატო და ბიჭო აი ვაბშე ყველაფრის ეშინია რაც რამე არსებობს აი მწერები და ეგეთი რამეები და ეგენი ხო ზაფხულში უფრო არიან
-აუ რაჭაში გახსოვთ??(ლიზა)
-ვაიმეეე ეგ არ გაიხსენო!!(მე)
-აუ არა უნდა მოვყვე. ესეიგი ვსხედვართ ბავშვები ეზოში აი ძაან სიცხე იყო მთისთვის ხო იშვიათია სიცხე მითუმეტეს საღამოს მარა აი მაგ დღეს რაღაც უსაშველოდ ცხელოდა და რავი ადამიანებს აღარ ვგავდით ბიჭებმა მაიკები გაიხადეს ისე იჯდნენ ჩვენ კიდე ბრეტელიანებით და რავიი ვინიავებთ რაც ხელში მოგვხვდება თან.ეს ”ვინტილიატორი” გაფუჭებული იყო და ჭკუაზე არვართ ხოდა.. მარტო მარიამს ეცვა სქელი ჟაკეტი მთლიანად შეკრული და კაპიშონი ჰქონდა წამოფარებული ბოლომდე და რატო? იმიტორო პეპელა დაფრინავს და მეშინია არ დამაჯდესო. პეპლებისაც ეშინია ხალხო პატარა ჩრჩილის პეპლების - ყველაზე მეტად ნიკა იგუდებოდა სიცილით ლიზას მონაყოლზე
-ეგ რაარი შარშან თუ იმის წინ ბაკურიანში რო ვისვენებდით გახსოვთ? მოკლედ ისე მოხდა რო ყველამ დაიკავა თავ-თავისი ნომერი სასტუმროში და მე და მარიამი ნომერში ერთად უნდა ვყოფილიყავით თან ერთი საწოლი იყო და ნუ პრობლემა არ გვქონია ან რატო უნდა გვქონოდა და მოკლედ დავწექით. ცოტა ხანში ჩამეძინა და მარიამი მაღვიძებს ნუ თავიდდან გული გამისკდა ყველაფერი ვიფიქრე ცუდად ხო არ არის ან მე ხო არ ვუქმნი დისკომფორტს ან რამე მსგავსითქო და თურმე..ასე მითხრა ჯერ მე დავიძინებ და მერე შენო, თორე სხვასთან რო ვწევარ იმას თუ ძინავს მე მეშინია და ვეღარ ვიძინებო..კაითქო სხვა რა გზა მქონდა და ვუყურებდი როდის დაეძინებოდა და ამასობაში თვალები მეხუჭებოდა დაღლილი რო ვიყავი და ეს ყოველ ორ წამში: ”გძინავს?” ”თოკო გძინავს?” ”თოკო ხო არ ჩაგეძინა?” და ისე გათენდა რო ამის ხელში ვერ დავიძინე. ეს დეგენერატი ეს - თორნიკემ მოყოლა დაამთავრა და ყველა სიცილით კვდებოდა. არადა დღემდე თუ რამე უცნაური შიში მაქვს ერთი ეგ არის და მეორე ლიფტში დარჩენის შიში. ჰო, ანუ ლიფტის გაჭედვის კი არა, ლიფტის კარი რომ გაიღება მაგ დროს გარეთ გასვლა რომ ვერ მოვასწრო და იქ დავრჩე ან კარებს შუა გავიჭედო აი მაგის შიში მაქვს სერიოზული.
-აუ კაი მორჩით ჩემზე სიცილს - მეთვითონვე სიცილით ვთქვი და შემოვათვალიერე, რომ ყველა სიცილით იგუდებოდა, მათ შორის ნიკაც. კიდევ დიდი ხანი ვილაპარაკეთ და ასე 11 საათისკენ ვიშლებოდით, როცა ნიკა მოვიდა ჩემთან
-მე წაგიყვან
-სანდრომ და ლიზამ მითხრეს ჩვენთან ჩაჯექიო
-მერე მე ისედაც ვაკეში მოვდივარ დედაჩემთან და მამაჩემთან და ეგენი სხვაგან
-კაი ვეტყვი მაშინ.
ლუკას დავემშვიდობეთ და სადარბაზოდან გამოსულები ჩვენ-ჩვენ მანქანებში ჩავსხედით. ისე მართლა თითქმის ყველას ჰყავდა მანქანა ჩემს გარდა.
ნიკამ როგორც მითხრა დედ-მამის სახლში მიდიოდა, რომელსაც ორი კორპუსი აშორებს ჩემი სახლიდან. მახსოვს ბავშვობაში სულ მაგ კორპუსის წინ რომ ვიჯექით ყველა და თუ ნიკაც მოვიდოდა და ჩვენთან დაჯდებოდა იმ წამსვე ყველა გახარებულ მზერას მე რომ მომაპყრობდა. ან კიდევ მის ცეკვის სტუდიასთან რომ დავდგებოდი და ჩუმად რომ ვუყურებდი როგორ ცეკვავდა..რამდენი სისულელე შეიძლება გააკეთოს ადამიანმა თუნდაც წუთიერი ბედნიერებისთვის.
-მოყევი რამე, რა მოხდა შენთან ჩემს არყოფნაში
-რავიცი იმდენი რამე..
-ყველაზე დასამახსოვრებელი?
-ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი ის რო სკოლა დავამთავრე, გამოცდები მაღალი ნიშნებით ჩავაბარე და ეხლა ილიაში ვსწავლობ - შეიძლება ყველამ იფიქროთ, რომ დაძაბული ვლაპარაკობდი, ან რამე მსგავსი. ეს ასე არანაირად არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის მერე ველაპარაკებოდი ჩემს ერთადერთ სიყვარულს. არა, მთლად ასეთი ერთგულიც არ ვყოფილვარ. ნიკას წასვლის მერე ”პაკლონიკებიც” ბევრი მყავდა და ბევრიც მომწონებია, მაგრამ რასაც წრფელი, ნამდვილი სიყვარული ჰქვია ის გრძნობა მხოლოდ ნიკასთან მაკავშირენდა. მერე რა, რომ ყველაფერს მერჩივნა. მერე რა, რომ ასე მიყვარდა. ჩემი სიყვარული ცალმხრივი იყო და ყოველთვის ვცდილობდი ყველაფერი მეგობრობის მიღმა ამომეფარა, რადგან მხოლოდ მეგობრობა იყო ის, რაც ნიკასთან მაკავშირებდა. უკვე ვიცოდი რომ სხვა გრძნობას ნიკა არ მიიღებდა.
-აუ მაგ უნივერსიტეტში რამდენი ნაცნობი მყავს იცი? პირველ კურსზე ხარ ჰო?
-კი
-ხოდა რავი თუ რამე დაგჭირდება მითხარი. ლექტორებსაც ძაან ბევრს ვიცნობ და სტუდენტებსაც.
-შენი ძველი კლასელებიდანაც ბევრი მანდ სწავლობს
-ჰო ვიცი, მეც მანდ უნდა ჩამებარებინა
-რატო გადაიფიქრე? - ნიკასთან ლაპარაკში ისეთ თავისუფლებას ვგრძნობდი, უცებ ყველაფერი დამავიწყდა და ესეც გაუაზრებლად ვკითხე, რასაც მისგან დაბნეული გამოხედვა მოჰყვა.
-ვაიმე..მაპატიე, არ მინდოდა, მართლა არ მინდოდა
-საპატიებელი სხვას აქვს, შენ არაფერი დაგიშავებია - თქვა და გამიღიმა. ძალიან სევდიანი იყო, ბავშვებთანაც თითქმის ხმას არ იღებდა. ამის მერე მთელი გზა ხმა აღარ ამოგვიღია, ისედაც მალე მივედით ჩემს კორპუსთან. გადმოსვლისას დავემშვიდობე და სახლში ავედი.



№1 სტუმარი Guest ნუცა

კარგია ძალიან ოღონდ ცოტა ბევრი წერე პატარებია ძალიან და მალე დადე ჰოლემ
heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი isterichka123

უფრო დიდი თავსბი დაიდის

 


შემდეგ თავს ველოდებიიიიი ეცადე თავები გაზარდოოო heart_eyes

 


№4  offline წევრი dzadzamia25

წერტილ–მძიმე ძალიან.

 


№5  offline წევრი eleneegelovani

dzadzamia25
წერტილ–მძიმე ძალიან.

dzadzamia25
წერტილ–მძიმე ძალიან.


<3 <3 <3

 


№6 სტუმარი მარი ბესო

ეს ნამდვილად სიყვარულზეა და ძან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent