გულწრფელობის საღამო (1,2,3,4 თავები)
ყველაფერი დაიწყო ერთი წლის წინ. მაშინ არც ციოდა და არც ცხელოდა. ამინდი სტაბილური და უფრო მეტად დამაფიქრებელი იყო, ყველა იმ მინიმალურ დეტალზეც კი,რომელსაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდით. სიცივე საფეთქლებზე გვცემდა სითბო კი ხელის მტევნის ვენაზე გადადიოდა როგორც წარუშლელი შთაბეჭდილება. გაზაფხულისა და მარტის სუნი იდგა მაშინ, კოკრები ჯერ ისევ არ გადაშლილიყვნენ და საღამოებიც ისევ მეტად სევდიანი იყო. ცვლილებებისთვის კი ზოგჯერ, ესეც კი კმარა. გადავწყვიტეთ შეგვეცვალა რამე რადგან ყოველდღიური რუტინისგან ისე ვიყავით გასავათებულები, ისე გვინდოდა ფიქრების განდევნა ჩვენი ყოვლისმომცველი სხეულიდან რომ წამიერად დავივიწყეთ რას ემსახურებოდა ჩვენი იმქვეყნად არსებობა. მე ფერწერით ვიყავი გატაცებული და ჩემი ოთახი სავსე იყო მოხატული ქოთნებითა და მათზე წამოზრდილი მცენარეებით. ყოველ კუთხეში რაღაც ხარობდა, იზრდებოდა და ვითარდებოდა. მათი თავისებური სუნი და სიმწვანე ყველასთვის შესამჩნევი და საყვარელი იყო და მეც მთელი ენთუზიაზმით ვუვლიდი. როცა წელიწადის დროების მიხედვით,მისი ცვალებადობა შევნიშნე, მაშინ როცა საკუთარ არსებობაში- არაფერი არ ხდებოდა გარდა დროის გასვლისა გამიჩნდა შეგრძნება რომ ყველაფერს ჰქონდა გარკვეული განვითარება,საკუთარი თავის გარდა. ფული არასოდეს მქონია და უფრო მეტად იმას ვცდილობდი რამენაირად მეარსება. ოცი წლიდან საკუთარი თავის მარჩენალი,მრჩეველი და მესაიდუმლე ვიყავი და ეს ალბათ ყველაზე სასარგებლოა რაც შეიძლება შენი პიროვნებისთვის მოიმოქმედო. ღამის ცვლაში მუშაობა და კაპიკებად შენი შემოქმედების გაყიდვა, არ აღმოჩნდა საკმარისი. საჭმლისა და სახლის ხარჯებისთვის ფული ძლივს მყოფნიდა მაგრამ არასოდეს დამიწუწუნია რადგან ვიაზრებდი იმას რომ ჩემი გარემოცვა უამრავი კარგი ადამიანით იყო სავსე და ამ მხრივ მე ნამდვილად უბედნიერესი ვიყავი,რომელიც ყოველთვის გამონახავდა გზას საქმის გვერდით გადასადებლად და იმ დროის საკუთარ თავთან დასათმობად. ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული ადამიანები ვიყავით. უკვე ასაკში შესულები და გარკვეული გზაც გვქონდა არჩეული და არავინ არ აღნიშნავდა უიღბლობასა და გაჭირვებას. რადგან ჩვენ გვყავდა ერთმანეთი. მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ჯვარედინად ვკონტაქტობდით. ხშირად არ შეგვეძლო ერთად შეკრება თუმცა ერთმანეთის შესახებ თითქმის ყველაფერი იყო ცნობილი. ვინტერესდებოდი მათი წარმატებითა და დაცემით, სიყვარულის ისტორიებითა და იმედგაცრუებებით, ბედნიერებითა და უბედობით. სასიხარულო ამბებს მათთან ერთად ლუდით ავღნიშნავდი და უსიამოვნო გასახსენებელს მეც თვალცრემლიანი ვიხსენებდი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იყო საკმარისი. როცა გაგვიჩნდა გრძნობა რომ უფრო მეტი რამ უნდა ყოფილიყო ჩვენ შორის. ვერ ვიტყვი რომ ეს იდეა, ყველასთვის სასარგებლო გამოდგა თუმცა ვგრძნობ რომ დამეხმარა. დამეხმარა გამეგო უფრო მეტი და თვალი გამეხილა იმ ყველა დაბურულ სიმართლეზე,რომელიც არსებობდა. ეს მარტივი არ ყოფილა, სამალავების აღმოჩენა ყველა კუნჭულში იყო შესაძლებელი და ვინც ამბობს რომ მათი ყველა ურთიერთობა ჩრდილ-გარეშეა, მათ წარმოდგენა არ აქვთ ურთიერთობების შესახებ. ყველაზე წმინდა და სუფთა სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი,ყველა იმ დეტალს,რაც რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველი გაზაფხულის დასაწყისს გამჟღავნდებოდა ხოლმე და ჩვენ ყოველდღიურობაში ჩაიღვრებოდა ბონუსად. ერთი შეხედვით იდეალური კავშირისგან, ნელნელა მხოლოდ ფერფლი და იმედგაცრუება დაგვრჩა, მაგრამ ეს სიყვარულის გარეშე არ არსებობდა. მისი გაქრობა ასე მარტივად ვერ ხერხდება. თუ იმ დღეს მე ზიზღის გარდა არაფერი დამრჩენოდა, ერთი კვირის შემდეგ-როცა უშუალოდ იმ სიცოცხლეზე დავფიქრდებოდი რომელშიც უნებურად ყველა ვმონაწილეობთ, ჩემი წყენა,წამსვე უფასურდებოდა და ქრებოდა ხოლმე. აღდგებოდა ის რაც დავიწყეთ, თუმცა სხვა ბევრი რამ შეცვლილი იყო. სამაგიეროდ ნდობა დაგვრჩა. ვიცოდით რომ დღის იმ პერიოდში,როცა საათი თორმეტს ჩამოკრავს და ჩვენი შეკრება გვირგვინდება, ჩვენ ყველა, ჩვენი ცოდვებითა და სიკეთით ერთ მოჩუქურთმებულ ადგილას ვგროვდებოდით და ირგვლივ ნოსტალგიურ და სასოწარკვეთილ სუნს ვქმნიდით,რომელიც ყველაზე გულწრფელი და აუხსნელი ტკივილით იყო სავსე. ხოდა ვამბობდი რომ უნდა შეგვეცვალა რამე. და ეს რაც მოხდა... იყო ცვლილებათა მწვერვალი და მწველი სიგარეტის ნამწვავი,რომელიც ჩვენივე სურვილით დავიდეთ კანზე. ეს იყო ყველაზე დიდი გადაწყვეტილება და ალბათ აუხსნელად საშიში ექპერიმენტი. ამის გახსენება, ჩვენთვის-ყველასთვის, ძალიან რთული იყო. თუმცა მისი შეჩერება... << - გასულ საუკუნეებში ჯერ ისევ არ არსებობდა სოციალური ქსელები, მაგრამ ხალხი მაინც ბედნიერი იყო. ამის მიხედვით, იმის თქმა მინდა რომ სისულელეა რასაც შენ იძახი. ეს პრაქტიკულობა არ არის, ზომბირებაა. - იმაზე არ გედავები რომ მიჩვევა ყველაფრის მიმართ არსებობს. მაგრამ ხომ უნდა აყვე იმ რითმს,რაშიც ცხოვრობ? - უკვე თავი ამატკივე. მე არ მჭირდება არაფერი, ინფორმაციის მისაღებად. - მაინც ცოტა უფრო მარტივად უნდა შეხედო-არ ვნებდებოდი-რით ხარ უკეთესი, მაგალითად ჩემზე,რომელიც იყენებს სოციალურ სივრცეს? - გარემოცვით. - გინდა თქვა რომ შენი გარემოცვა, მხოლოდ იმიტომ არის ჩემსაზე უკეთესი რომ მე ინსტაგრამზე ზოგჯერ ფოტოებს ვტვირთავ? - საერთოდ მეგონა ერთ გარემოცვაში მოვიაზრებოდით-მიპასუხა წყენით-უკვე ყველაფერს ერთმანეთში ურევ. ესეც უარყოფითი თვისებები. - ბოდავ... - დღის რეჟიმში, რომელი სიმღერაა გასაზიარებლად მზად? სამწუხაროა რომ შენი მუსიკალური გემოვნება ფეისბუქის გარეშეც ვიცი. ამას ვეძახი სიახლოვეს. შენი პოსტოლოგია არ მჭირდება საიმისოდ,რომ გიცნობდე. - რატომ გიყვარს ესე გართულება? - ეს დასასრულია. მალე ყველაფერი, ყველა ადამიანი, დეტალები ადამიანში, ხასიათები, შტრიხები, ემოციები, ყველაფერი დეკორაციულ ყვავილებს დაემსგავსება. რაღა დარჩა საიმისოდ რომ ამაზე არ ვიდარდო. შეგიძლია მითხრა ბოლოს როდის შევიკრიბეთ? მე გეტყვი... ღრმა ბავშვობაში,მაშინ როდესაც ჯერ ისევ ქსელების გარეშე ვიყავით ერთად. აბა ახლა რა ხდება? მჟავე პასუხები ამ ყველაფერზე, მერე (თუ გაგვიმართლა) და გაგრძელდა საუბარი რას ვიტყვით გარდა უაზრობისა? სად ახლა მე და შენ რომ ვუზივართ ამ პატარა მაგიდას და სად … - რაღაც ერქვა ამ შიშს,რაღაცის ფობია... ზუსტად აღარ მახსოვს. ზედმეტად ბევრს ფიქრობ. - მე სხვა რაღაცას ვხედავ-თქვა გიორგიმ- მე ვხედავ სიშორეს, მე ვგრძნობ სიშორეს... და ეს მწყინს. აღარ მინდა ასე შორს ვიყო. - მარტივია. ფეისბუქი გააკეთე. - დაახვიე აქედან ! - ისინი არ არიან შორს, შენ უფრო მეტად ხარ დაცილებული. - ეგეც ჩემი ბრალია ხო? ის სულელი გოგო რომ გათხოვდა და სანამ მაგას იზამდა ერთი თვით ადრე რომ წამაკითხინა ლექცია, ოჯახსა და სირთულეთა ყველა შესაძლო ვარიანტზე? რომ იცინოდა,არაფერს ვაპირებო და მეც რომ დამაჯერა. ვიფიქრე გონს მოეგო. ვინღა თხოვდება ოცდაერთი წლის? ყველა და ყველაფერი შეიშალა. - სხვათაშორის ლელას გათხოვებასა და განქორწინებას ხელი არ შეუშლია ახლა შუშებიან შენობაში იჯდეს და ორი ათასამდე ჰქონდეს შემოსავალი... - მისი ჭკუით,გაცილებით მეტი შეეძლო ვიდრე უბრალოდ... - სულ ვფიქრობდი რომ მოგწონდა. - ნუ დებილობ. - კარგი რა იყო. მართლა მასე მეგონა... რომ დაინახავდი,რაღაც სხვანაირი ხდებოდი... უფრო მეტად კარგი,ვიდრე ხარ. გიორგიმ გადაიხარხარა და ლუდი მოსვა. - წამოდი ...-ვუთხარი მუდარით - ერთი თვის წინ გავაჟღერე, მეთქი კარგი ივენთი კეთდება, ან რომც არ გაკეთდეს მე მაქვს საკმარისად სახლში ყველაფერი რომ ერთხელ, როგორც ადრე ხდებოდა,ისე მოხდეს -ავდგეთ და მეგობრულად ჩავუსხდეთ და ყველა ის *ირობა განვიხილოთ,რაც აქამდე გამოგვრჩათქო. ყველაფრის ორგანიზებას მე ვაპირებდი, ბავშვებს ჩამოვურეკე და თუ მიხვდები რა პასუხი მივიღე მათგან? - ,,არ მცალია?“ - მეხვეწონ...-თქვა მკაფიოდ. - ხომ იცი რომ გვიყვარხარ. - არ ვიცი. - ის ხომ იცი რომ მე მიყვარხარ... მასთან ახლოს მივწექი და თავი მხარზე ჩამოვდე. - ნუ მეპირფერები. - არასოდეს!-ვუთხარი მტკიცედ. ნაწყენი ფეხზე წამოვდექი და ტანსაცმელი ჩამოვიბერტყე. - ჯიუტი ვირი-შვილი ხარ. - მეხვეწეთ... სახლიდან გავედი. ზუსტად ვიცოდი, დათქმულ დროს და სივრცეში, ეს ერთი შეხედვით მტკიცე და მორწმუნე ადამიანი,პირველი მოკალათდებოდა იმ ადგილას,რომელიც სულ მისი იყო... და ჩვენ ყველას გვქონდა ჩვენი კუთვნილი ადგილი. სამაზროვანი ფიქრებიდან მარშუტის ხმამ გამომაფხიზლა და ნახევრად გათიშულმა გზა განვაგრძე. <<< - კარგად ხარ?-ჩემმა თანამშრომელმა როგორც ჩანს შენიშნა აკანკალებული და თოვლივით გათეთრებული თითები და ყავის ლამბაქები ხელიდან გამომგლიჯა. - ექიმთან ისევ არ მისულხარ?- - ყველაფერი კარგად არის. - არაფერიც არ არის კარგად. ვინმემ იცის რომ ავადმყოფობ? ამ კვირაში მესამედ გემართება უკვე. - გითხარი რომ...- ღრმად ჩავისუნთქე და თბილად მოვეფერე მხარზე- ყველაფერი კარგად არის. ვიყავი ექიმთან... ანალიზებს ველოდები. საგანგაშო არაფერია. დრამაში ხომ არ ვთამაშობთ ბოლოს და ბოლოს. - ვნერვიულობ... - ეს კინო არ არის, არც სიმსივნე აღმომაჩნდება,არც ლიმფომა და არც თმა გამცვივდება. ყველაფერს უფრო ნათელი კუთხით უნდა შევხედოთ.... ეს ყველაფერი რომც მოხდეს, ესეიგი საჭიროა ასე განვითარება. მარტივია... - შეშლილი ხარ-მითხრა ღიმილით და მომშორდა. ათრთოლებული ხელები როგორღაც დავიმორჩილე და უკანასკნელი ყავის ჭიქაც, ზედმეტი უზუსტობების გარეშე მივიტანე ადრესატთან... (2) ფიქრები მიდიოდნენ,გაივლიდნენ ჰორიზონტალურ წრიულ დიაგრამას, თავში გაივლიდნენ და მერე უსიცოცხლოდ ჩნდებოდნენ გარშემოწერილობაში. ვფიქრობდი და მტკიოდა... ჩემი ექიმთან ვიზიტები, წარმატებული არასოდეს ყოფილა. ხომ არსებობს ფაქტი, დადებითი და ჯანმრთელი იყო. არ გეშინოდეს არც ერთი სეანსის, არ გეშინოდეს ანალიზებისა და მკურნალობის. არ გეშინოდეს ნემსების,თეთრი პალატების...მკურნალობის უშედეგობა დიდად არ მადარდებდა.ის მკვეთდა სამყაროს რომ ოდესმე, ჩემ არასახარბიელო მდგომარეობაზე საუბარი მომიწევდა. ერთხელაც მკითხავდნენ, ნესი, რატომ გიკანკალებს ხელები გამუდმებით? რატომ გტკივა მუდმივად რაღაც? სისუსტეს რატომ გრძნობ? რატომ და რატომ? ამაზე ფიქრი მღლიდა. აღარ მინდოდა გამუდმებით შემემზადებინა საკუთარი თავი. რამდენჯერაც ამაზე საუბარი დავაპირე,მაშინვე უფრო ალტერნატიული საუბრის მიზეზი გამომიჩნდა. არ ვკვდებოდი,მაგრამ არც სიცოცხლე ერქვა ამ ყველაფერს. ოდესმე აუცილებლად შეამჩნევდნენ. არ ვცდილობდი ეს დოგმა შემეცვალა, ვეწეოდი, სასმლისგან არ ვიზღუდებოდი და უფრო მოკლედ, ძალიან დარხეული მქონდა. ახლაც,როცა შესაძლო შეკრების შესახებ გამაგებინეს, გამუდმებით ეს აზრები მიტრიალებდა. ერთი რამ კი უეჭველად გადაწყვეტილი იყო. აუცილებლად მომიწევდა ამაზე საუბარი და ეს იყო უსიამოვნო განაჩენის მსგავსი... მობილური ამოვიღე და ლელას გადავურეკე. - ანუ როდის?-ვკითხე მაშინვე - ხვალ პატარავ, ოღონდ საღამოსკენ, მანამდე ოფისში უნდა ვიყო. - სულ რატომ ცდილობ ყველაფერი დაბინდებამდე გადაიტანო? - იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს. - იცი, პატარა უფრო კარგი ტიპი იყავი და თავისუფალი დროც ბევრი გქონდა... - ახლა ნესი, თავისუფალი დრო,არც ერთ ჩვენგანს არ აქვს. - ანუ ხვალ... - არაფერი არ იყიდო, გიორგის ველაპარაკე და ისე იაზვურად მომიშორა,მემგონი არც მოვა. გავეხუმრე, ფეიქ ექაუნთი ხომ არ შეგიქმნათქო და ისე გამითიშა, ხმა მობილურის აქეთ ვიგრძენი. - მეც ვნახე დღეს ჰო- სიცილი ძლივს შევწყვიტე- ისევ მეწუწუნა. მაგრამ მოვა, ხომ იცი? პირველი ეგ მოვა. - ვინმე რომ არ მოვიდეს...-თქვა შიშით. - ყველა მოვალთ. - იმდენი ხანია. - ვიცი, მაგრამ მაინც ყველა მოვალთ. - ძალიან მომენატრე... აქამდე როგორ მივედით? - გათხოვილი შენ იყავი და მე მესაუბრები ,,აქამდე მისვლაზე?“ - ოდესმე შემარჩენთ?-გადაიკისკისა - ხვალ ვნახათ ერთმანეთს. - ყველა?...-მის ხმაში შიშის ნაწილაკები იყო - ყველა,რა თქმა უნდა. სხვანაირად არც გამოვა. ყურებამდე გაღიმებულმა მობილური გავუთიშე და ჩანთიდან სიგარეტი ამოვაძვრინე. ნახევრამდე მისულს საშინელი ხველება ამიტყდა, ერთი შევუკურთხე და სანაგვეში მოვისროლე. ძალიან დაღლილი ვიყავი და სახლამდე მისასვლელი გზა გრძელი მომეჩვენა. როგორც კი საწოლში ჩავწექი, საბანი მჭიდროდ შემოვიხვიე და ხვალინდელ შეკრებაზე დავიწყე ფიქრი... ,,როგორ დავიწყო?“ თვალებიდან ცრემლის ორი კურცხალი მოვიშორე და წიგნის კითხვა დავიწყე. << საერთოდ ყოველთვის არსებობდა ასეთი ტრადიცია რომ, ყველა ჩვენგანს განსაკუთრებული მანევრით ვხვდებოდით. შეხვედრისას არასოდეს გადაგვიკოცნია ერთმანეთი, მაქსიმუმ ზურგზე შემოვჯდომოდი ვინმეს ან ცხვირზე ხელი ამერტყა. გიორგის მაგალითად, ყოველთვის ,,ლინკზე გადახვედი“-თ ვესალმებოდით იმიტომ რომ ყოველთვის გაღიზიანებით იხსენებდა როგორ მისწერა ვიღაც დაფოტოშოპებულმა არსებამ, რაღაც გვერდზე მისი ფოტო მოეწონებინა.ძალიან გაგვიკვირდა რა იყო ამაში,ასეთი აღსაშფოთებელი, ყველას ერთხელ მაინც მოსვლია მსგავსი შინაარსის შეტყობინება, თუმცა ამაზე არ საუბრობდა. ფეისბუქი გააუქმა და სამი წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ერიდებოდა კომპიუტერულ ტექნიკასთან კავშირს. ყოველთვის გვაინტერესებდა რა გახდა ამ სიძულვილის მიზეზი,მაგრამ არასოდეს უთქვამს. თავიდან ძალიან სწყინდა ჩვენი სასაცილო ტონი, ზომბებსა და ჩანერგილებს გვეძახდა, მერე და მერე შეეჩვია და უკვე თავადაც ეცინებოდა. ,,გადავწყვიტე სუფთა ჰაერი ვისუნთქო“-ეს იყო პასუხი ყველა აუცილებლად დასმულ შეკითხვაზე...არ არსებობდა მისთვის სამყარო, იმ სამყაროს იქეთ,სადაც შეგეძლო მიწაზე ფეხი დაგებიჯებინა და შეხების შესაძლებლობა გქონოდა. სოციალურად არასოდეს უფილტრავია, მუდამ ერჩივნა მთელი დღე გარეთ გაეტარებინა სეირნობაში, ან ახალი ბიბლიოთეკები აღმოეჩინა. მოსწონდა როცა იზოლირებულად და მშვიდად შეეძლო წიგნის წაკითხვა ან თუნდაც პატარა ჩანახატის მოხაზვა, მის გაცრეცილ ბლოკნოტში,რომელიც სულ ჩანთაში ეგდო და თან დაატარებდა. ჩვენ ვეხუმრებოდით რომ მასში, სასიცოცხლოდ აუცილებელი ძალები იყო შენახული, ან თუნდაც შეყვარებულის -ძველ, პოლაროიდით გადაღებულ ფოტოს მალავდა, უკანა გვერდზე მიკრულს... სულ გვაინტერესებდა რას წერდა, თუმცა ერთადერთი დეტალი, სულ ერთადერთი,რაც ზუსტად ვიცი მის აუხსნელ ბრაზს გამოიწვევდა, ამ ბლოკნოტის წაკითხვა იყო. ამიტომ როგორც ღირსეულ მეგობრებს შეეფერებათ-მის სურვილს ბოლომდე პატივს ვცემდით. გიორგი არასოდეს გვიყვებოდა მის ურთიერთობებზე. შესანიშნავი აღნაგობა, ლამაზი ნაკვთები და აუღწერად მეტყველი თვალები ჰქონდა. მისი ჩაცმის სტილი ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებული იყო. ვიცოდით რომ რაღაცებს გვიმალავდა და აუცილებლად ექნებოდა თუნდაც ,,ერთი დღის პაემნები“, მაგრამ ზედმეტად არ ვეძიებოდით. რადგან თავად არ სურდა ამაზე საუბარი,ალბათ ასეც იყო საჭირო. ერჩივნა ჩვენი წუწუნისთვის მოესმინა და გაუთავებლად გაბრაზებული ტონით ჭკუა დაერიგებინა, ეთქვა როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა ისე, რომ იმდენად არ გასულელდე,როგორი სულელებიც ჩვენ ვიყავით... ჩვენს სასიყვარულო ისტორიებს, დივანზე თავჩარგული და თვალებზე ხელაფარებული ისმენდა, ბევრ ლუდს სვამდა და განუწყვეტლივ ცდილობდა სიცილის შეკავებას. ჩვენ ვეუბნებოდით რომ ლუზერი იყო და ვერასოდეს გაგვიგებდა, მაგრამ რეალურად წარმოდგენაც კი არ გვქონდა მის ,,იმიერ“ ცხოვრებაზე,რომელსაც ასე სათუთად ინახავდა საკუთარ დაფარულ ზარდახშაში. მაგრამ მე სულ მჯეროდა,რომ რომანტიკოსი იყო. მჯეროდა მისი სიყვარულის შესაძლებლობების და იმ ადამიანის ბედნიერების,ვინც მის ხასიათსა და ნირს მხარს აუბამდა. ვიცოდი რომ გიორგის ,,არააფიშირებული“ გრძნობები, გაცილებით დიდი და მრავლისმომცველი იყო და მჯეროდა იმის რომ ვინც ამ პანდორას ყუთს გახსნიდა, მხოლოდ საუკეთესოს ამოჩხრეკდა იქიდან. იმდენად მჯეროდა ამ ყველაფრის, მისი უთქმელი სენსიტიურობისა და ერთგულების, რამდენადაც ვერასოდეს ვირწმუნებდი საკუთარ თავს... ეს ვიცოდი აუხსნელად და დასაბუთებით.მხოლოდ ეს. როცა გიორგიზე ვსაუბრობ, მრავლისმომცველ სიყვარულს ვგრძნობ. მაშინვე მისი სიმპათიური და ჭკვიანი სახე მიდგება თვალწინ და მსურს ვაჩვენო მსოფლიოს,ვაჩვენო ყველას და ყველაფერს... რომ მოუსმინონ და იგრძნონ ის,რასაც მე ვგრძნობდი მისი საუბრებისა და ,,სამშვიდობო სეანსების“ შემდგომ. ყოველთვის მეხმარებოდა. ძირითადად ვილანძღებოდი, მაგრამ ყველაზე მეტი რასაც საუბრებიდან ვიღებდი, დადებითი მუხტი და ენერგია იყო. გიორგი სულ ამბობდა რომ რჩევები, ერთ დიდ ნაგავს წარმოადგენდა,უაზრობასა და სილენჩეს. უმჯობესი იყო იმაზე გვეფიქრა, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო რეალურად ჩვენივე შესაძლებლობების ფარგლებში... ის მაძლევდა წიგნებს, მივყავდი სხვადასხვა ღონისძიებაზე, მესაუბრებოდა მობილურით შუაღამისას და ყოველთვის ვიცოდი რომ ყოველი ,,ბილწ სამყაროსთან კავშირის“ შემდეგ გიორგის მესიჯი დამხვდებოდა შუაღამეს ,, რა იდებილე?“... ვინმე იტყვის რომ ეს ქალ-ვაჟურ სიყვარულს გავს,მაგრამ ჩემთვის ყველაფერი იყო ამის გარდა. ის იყო მარგალიტი, ყველაზე ძვირფასი და საექსპონანტო. წამიერადაც არ შემპარვია ეჭვი რომ შეიძლებოდა სხვანაირად შემოეხედა, უცებ ეკოცნა ან ტანსაცმელი შემოეხია ჩემთვის. ალბათ ვისურვებდი მისნაირ ადამიანს ვყვარებოდი, მაგრამ ამაზე ფიქრიც კი სისულელე იყო,რადგან გარდა იმისა რომ ყველაფერი მაკმაყოფილებდა რაც იყო, ვიცოდი,გულში რაღაც სხვას იმალავდა. და ეს ,,სხვა“ აუცილებლად ვინმე ფარფატა და ლამაზი გოგონა იქნებოდა,რომლის წარდგენაც ჩვენთვის არ სურდა. ეს იმას ნიშნავს რომ თემის ამ ნაწილს, თითქმის არასოდეს განვიხილავდი... ჩვენ კი... სხვა დანარჩენები, მუდმივად შარსა და გაურკვევლობის ლაბადაში ვიყავით გამოხვეულები და იშვიათად იყო ნაბიჯი,რომელიც სწორად გადაიდგმებოდა, საბოლოოდ ყველა ერთ მარყუჟში მოვექცეოდით, ოხვრითა და სიგარეტის ბოლით ვიხსენებდით ყველა იმ მიქარვას, რაც ჩვენი არსებობის განმავლობაში, არც ისე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. ნიცა კი ამას მუდამ ასე ხსნიდა ხოლმე ,,მოსაწყენიც კია, წყნარად იცხოვრო მაშინ როცა,ნებისმიერ წამს შეიძლება ციდან ატომური ბომბი დაეშვას და ყველა და ყველაფერი,რასაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებით,რაც მოგვწონს და ვთვლით რომ ჩვენ მფარველობას იმსახურებს, თავის ბოლში გაახვიოს. და საერთოდ, ყოველთვის შენი სურვილის გათვალისწინებით ადამიანები წამიერ ბედნიერებას მაინც ისრუტავენ,რასაც ვერ ვიტყვით მუდმივად რაღაცაზე მოწუწუნე ადამიანზე,რომელსაც რადგან არ ჰყოფნის გამბედაობა გარკვეული,ალოგიკური ქმედება ჩაიდინოს, ამ ყველაფერს იმით ფარავს რომ ეს აზროვნებას მოკლებულია.აი მაგალითად გიორგი, დარწმუნებული ვარ, მისი მშვიდი ცხოვრება იმით აიხსნება,რომ სხვანაირად ცხოვრების წარმოდგენაზეც კი, შიშისგან გულისრევის შეგრძნება უჩნდება“. მე ამას არასოდეს ვეთანხმებოდი, გოგოები კი მუდამ მხარს უბავდნენ ხოლმე. მათ გიორგის ,,ცალკე განშტოება“,რაღაც ფსიქოდელიურ და აუხსნელ მდგომარეობად ეჩვენებოდათ. მე კი ამის არ მესმოდა. - სოციოპათი არის ადამიანი,რომელიც საზოგადოების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი და მათთან ყოფნის დროს დისკომფორტს გრძნობს. დივანზე ვიყავი მოკალათებული,ფეხები ერთმანეთის ქვეშ მომექცია და გუგლის საძიებო სისტემიდან, სხვადასხვა ტიპის ადამიანზე, განმარტებებს ვკითხულობდი. გოგოები ისხდნენ, ფორთოხლის წვენს მიირთმევდნენ და ჩემ ყოველ სიტყვაზე ეცინებოდათ. - ნესი,რას აკეთებ?... - ინტროვერტი-ვიმეორებ, არის პიროვნება რომელიც კომფორტს საკუთარ თავთან იზოლირებულად ყოფნაში პოულობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მას არ აქვს კომუნიკაციის უნარი. პირიქით, ის საკმაოდ კარგად შედის პოლემიკაში თუმცა მუდამ განმარტოებით ყოფნას ამჯობინებს. არ ჰყავს ბევრი მეგობარი და საუბრის აქტიურობითაც არ გამოირჩევა... - რაც იმას ნიშნავს რომ..-გააგრძელა ნიცამ სიცილით მე ლეპტოპი დავხურე - რაც იმას ნიშნავს რომ, გიორგი არც სოციოფობია,არც სოციოპათი,არც ინტროვერტი და არც უცხოპლანეტელი. ჩვეულებრივი ადამიანია,თავისი განსაკუთრებული თავისებურებებით. - გასაგებია რომ მაგ ტერმინებში არ მოიაზრება-მითხრა ლელამ მშვიდად და სიგარეტის ბოლო ნაფაზი დაარტყა-მაგრამ იმაზე მემგონი ყველა ვთანხმდებით,რომ ცოტა ვერ არის,არა?! გოგოებმა სიცილი დაიწყეს მე კი დივანზე უფრო მეტად მოვიბუზე - ახლა რომ მაგას ისმენდეს,ძალიან ეწყინებოდა-ვთქვი ტუჩის აბზეკით- - პროგრამირებული ხარ-თქვა ნიცამ-რა გელაპარაკა ეგეთი? უეჭველი ექსტაზი რატომ მიიღეო, ალბათ განგიმარტა როგორ თიშავს ანალიზის უნარს. ისიც ხომ არ გითქვამს... თავი დავხარე - ღმერთო, შენი ,,ერთი ღამის ისტორია“ მაგასაც მოუყევი? გიორგის?! რამხელა სირცხვილია. ხომ შეგვპირდი რომ ჩვენც რომ მოგვიყევი,ეგეც დიდი შეცდომა იყო და აღარ გაიმეორებდი...აუ რა სულელი გოგო ხარ. შენ საცვლებშიც გინდა იძრომიალოს? - ვაიმე, ისე ლაპარაკობთ თითქოს თქვენი მეგობარი არ იყოს და ბევრჯერ არ დაგხმარებოდეთ. მაგარი დაუნახავი ტიპები ხართ, იცი?! - იმაზე არავინ არ დაობს რომ გიორგი, სამივეს ძალიან გვიყვარს... უბრალოდ ინტიმური დეტალები, ისეთ უცნაურ ადამიანთან როგორიც ისაა, და მითუმეტეს ბიჭთან არ უნდა განიხილო. მითუმეტეს ბოლომდე ჩვენთვისაც არ მოგიყოლია... - მაგრამ მას მოუყვა. - ნიცამ გადაიკისკისა და როცა ჩემ სახეზე ღიმილი შენიშნა ფეხზე წამოხტა - შე *ოზო!-დაიყვირა ბოლო ხმაზე როცა მივხვდი რომ იქიდან თუ არ გავიქცეოდი, უეჭველად ჩემ ყველაზე დიდ შეცდომაზე საუბარი მომიწევდა,რომელიც აუცილებლად ქილიკითა და ვინ იცის რით დამთავრდებოდა... გადაწყვიტე,როგორც ნამდვილ, მამაც, ადამიანს შეეფერება-გავქცეულიყავი. - მაინც დაფქვავ !-მომაძახა ნიცამ და როცა ღიმილით კარი მაგრად გამოვიხურე, გოგოების კისკისი სადარბაზოშიც მომესმა. გიორგიზე საუბარი სულ,დაუსრულებლად შემეძლო მაგრამ ეს არასოდეს გამიკეთებია. არა იმის გამო,რომ არ მინდოდა ან საჭიროდ არ ვთვლიდი... პირიქით, ის საოცრად მიჩენდა საუბრის სურვილს. უბრალოდ ვიცოდი ამ ნაბიჯებით, იმ ეჭვებს გავაჩენდი რომ მიყვარდა,რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა... რა თქმა უნდა მე ის მიყვარდა და მიყვარს... სულ ვთვლიდი რომ ადამიანებს,ის ერთადერთი რამ რის გამოც შეიძლება თავი ვინმეზე მაგარ ტიპებად წარმოვაჩინოთ, ის უხილავი მიზეზი ჩვენი განსაკუთრებული სიყვარულის უნარია,რომელიც ყველა ადამიანს თავისებურად ერგება... შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ ერთნაირი სიყვარულით,არასოდეს არავინ მყვარებია. ჯერ ისევ შუადღე იყო როცა სამსახურში მივედი და ჩემი ფორმა მოვირგე. ისევ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი. თან მაციებდა და თან სასიამოვნოდ მეღიმებოდა. მართლა ყველა რომ არ მოვიდეს?-ამაზე გაფიქრებამაც შემძრა და სკამი მოვნახე დასაჯდომად. ათრთოლებული ხელები ერთმუჭად მოვიქციე და მხოლოდ დადებითისკენ წავედი... შეიძლებოდა ვინმესთვის ეს ,,მოუცლელობა“ ან რამე უფრო სხვა მიზეზი ყოფილიყო... ვიცი რომ მეგობრობას არ აქვს განსაზღვრება და ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება,ვინმე შეკრებას დააკლდეს... ვინმემ უბრალოდ მიგივიწყოს ან გადაწყვიტოს რომ იმ გარემოში მოხვედრა არ სურს,სადაც პატიჟებენ... მე კი ზუსტად იმას ვგულისხმობდი რომ ჩვენ ჩვეულებრივები არ ვიყავით. << - დედა არ ვკვდები...- გაზქურიდან მადუღარა გადმოვდგი და ყავის ჭიქისკენ წავიღე. - ეგ აღარ ახსენო შე სულელო გოგო !- დედაჩემის ყვირილის ხმამ ჩაიდანი ხელიდან გამაშვებინა და უნდა ვაღიარო რომ ამ მარცხში ჩემი ავადმყოფური სისუსტის ხელიც ერია. - ჯანდაბა !- ამოვიკვნესე - რა ხდება დედი? ნესტან?!- რამდენიმე წამი ყურმილი მოვიშორე რომ ხელზე ყინული დამედო, მანამ სანამ არაამქვეყნიური ხმა არ მომესმა- ვაიმე შვილო ! - დედა დედა,დამშვიდდი, ყველაფერი კარგად არის, ხელი დამეწვა. - ჭკუიდან შემშლი. - თქვა და ღრმა ამოსუნთქვის ხმამ ყურებში გამცრა- ჩამოვალ მე ამ დღეებში. - რატომ?-ვუთხარი სერიოზულად - რანაირად მელაპარაკები, გავიწყდება ვინ ვარ? - ხო ვინ ხარ, შენ ვაფშე?- ყურმილის იქეთ გადავიკისკისე და მანაც უკვე მეორედ აიჩქარა გული - შვილო რეებს მეუბნები ! - ვიხუმრე დედი... გელოდები... ბლინებს გაგიკეთებ. სხვათაშორის შენ წარმოიდგინე და ჩემი პატარა სიმსივნური წარმონაქმნი ჯერ კიდევ არ მიშლის ხელს იმაში, ამ სამყაროში ყველაზე გემრიელი რაღაცები ვაკეთო...შოკოლადიანი ბლინები მაგალითად. - მენატრები-მითხრა სლუკუნით და უცებ მომინდა თმაზე ხელი გადამესვა, ისე როგორც ის მეფერებოდა ხოლმე, ,,სიპატარავის“ ჟამს. - მე უფრო...- ვუთხარი და ყურმილი გავუთიშე. ხელი ისევ მეწვოდა, ჩანთა რომ ავიღე უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა და შევუკურთხე. ეს იყო ჩემი მრავალფეროვნების მაქსიმუმი-სახლი სადაც შემეძლო ყავა დამელია და სამსახური სადაც რა თქმა უნდა, ვმუშაობდი... << ჩემი ყოველდღიურობის აღწერა, უნდა გავითვალისწინოთ რომ შარშან (თქვენც შეამჩნევდით) საკმაოდ სტაბილური და არაფრისმთქმელი არ იყო. აი ვერ დაჯდებოდი და ვერ იტყოდი, როგორ საკაიფოდ ცხოვრობ. ამაში ჩემი ავადმყოფობის ხელიც ერია და ბუნებრივია იმ მონური სამსახურისაც სადაც ნახევარ განაკვეთში (სადაც თითქმის ყველაფერი მე მევალებოდა,უნიტაზის გახეხვის გარდა) ოთხას ლარამდეც არ მიხდიდნენ... რომ შეეგუები, ტვინში გაატარებ,დაასკანერებ და შენ ოთახში გააკრავ, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას, ყოველ დილით რომ შეხედო ამ დედა ნატირებ განაჩენს და თქვა რომ ეს მართლაც მშვენიერი რამეა,რადგან შეგიძლია საცოდავად მოიმარაგო მწვანე ვაშლი,არაჟანი და ყველაფერი ის რაც შენი იდეალურად ჯანსაღი ჯამრთელობისთვისაა აუცილებელი, გქონდეს გაზი, შუქი და არ იწვოდე როცა ცხელა, არ იყინებოდე როცა გარეთ ყველაფერი თრთის და შენ ამის გამო, მადლიერებითა და ცრემლებით აღსავსე ცრემლის კურცხალით ეგებები იმ დღეების გათენებას რომელიც მუდმივ რეჟიმში გხმარობს... რა სჯობია არა?! კი რამდენიმე წლის წინ ნამდვილად ამის მეტი დასაწერი არ მექნებოდა, მაგრამ ახლა მაქვს... და სანამ იმ საბედისწერო და (ცენზურას დავიცავ) დღემდე მივალ, მინდა ჩემი რამდენიმე მეგობარი, თავისი შინაარსითურთ,დახლზე შემოვდო... << ნიცას ზარებმა ყურები ამიწვა. გავიაზრე რომ კაფის დახლზე თავი ჩამომედო და მიმეძინა. რამდენიმე კლიენტი მდუმარედ მაკვირდებოდა და ამოვისუნთქე არც ერთ მათგანს რომ არ გასჩენია სურვილი მენეჯერთან ჩავეშვი... ნიცა ცოტა ხნით დავაიგნორე და მაგიდებისკენ წავედი. - კაპუჩინო და შოკოლადის ნაყინი მინდა- მითხრა ერთმა სიმპათიურმა (უფრო მეტად ეშხიანმა) კაცმა და ამათვალიერა. - აღარ გვაქვს ნაყინი, შემიძლია ნამცხვარი შემოგთავაზოთ- ვუთხარი მშვიდად მან კი უკმაყოფილოდ თავი გააქნია - მე შოკოლადის ნაყინი მინდოდა მაგრამ ახლა სულერთია რას შევჭამ... რაც მოგინდება ის მოიტანე. ცოტა დავიბენი და ვეცადე სიტუაციაში გამერკვია - არ მაქვს უფლება, გადახედეთ მენიუს და შეარჩიეთ რამე, რას ნიშნავს მე რაც მინდა?-ვუთხარი და გამეცინა - ეს გაკლია ზუსტად- მითხრა ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის. - ჰაჰ- დოინჯი შემოვირტყი- და რა მაკლია? - ის რაც გინდა- ღიმილი დამიბრუნა და ისევ მობილურში ჩაძვრა. წამიერად გიორგი გამახსენდა,რომელიც მუდამ მართვევინებდა მობილურს როცა მასთან მივდიოდი. ინსტიქტურად წავართვი და მეორე ხელი ჩემი სექსუალური თეძოსთვის არ გამიშვია - იმის უფლებას არ გაქვს რაღაცები რაც დაიწყე,არ დაამთავრო... მითხარი რას ნიშნავს რომ ის მაკლია,რაც მინდა? შენ რა იცი მე რა მინდა? - თვალები- ფეხზე წამოდგა და ახლოს გამოიწია ჩემკენ- ეს ისაა რაც გინდა? მაშინ სად მიგაქვს სინათლე შენი გუგებისთვის? შენ იქეთ გამჭოლი,შავი სიბეცეა. ეს ის არის,რაც გინდა? ასე არ ვფიქრობ... - სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვირჩევთ, ის გვქონდეს რაც გვსურს... -თვალები ამიცრემლიანდა და თითები მობილურს მაგრად მოვუჭირე - არ ვიცი რა გჭირს მაგრამ ახლა რომ გიყურებ, იმის სურვილიც დავკარგე ყავა დავლიო.- მობილური ხელიდან გამომგლიჯა და წავიდა. მაჯით ცრემლები მოვიწმინდე და რამდენიმე ბინძურმა სიტყვამ გამკრთა გონებაში. სამი წამის მერე მივხვდი რომ ამ სცენას უყურადღებოდ არავინ დაეტოვებინა. და მართლაც, რა იყო ის,რაც მინდოდა? რა შემეძლო მქონოდა და რას ვერ შევძლებდი? ასე რატომ დამამცირა სრულიად უცხომ? ჩემივე სისუსტის გამო? თვალების?! კითხვებმა ტვინში მომისაქმეს და ვეცადე დღე რამენაირად მიმეყვანა რვა საათამდე,როცა სამუშაოს დავასრულებდი და როცა... ამდენი ხნის მერე ყველანი ერთად... ნიცას იგნორირებული ზარები, სამზე გაჩერებულიყო და წინასწარ შევემზადე შემოტევისთვის. როცა ხმამ ყურებში დამიარა, სახე მომეღრიცა - შენ მე ვიღაც სირ*ქალა ხომ არ გგონივარ გოგო, ჰა?!- - ვმუშაობდი, მაპატიე- - მე კიდევ აგაფეთქე, მეთქი რა დაემართა, აი სულ რომ სატვირთომ გადაგიაროს მე მოვკვდე გული თუ დამწყდეს... - აუ ნუ ისტერიკობ რა...- მასავით გავწელე სიტყვები - შენ დღეს ნახე რა უნდა გიყო, აი არც დამენახო, არავის უკადრებია ასეთი იგნორი, შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ?! - გოგო რა ჯანდაბა დაგემართა, ბოლო ბოლო?- ჩვეულზე საშინელი ხასიათით იყო და გამიკვირდა. - ყველაფერი რიგზეა-უცებ დამშვიდდა- უბრალოდ მომწერე ხოლმე, თუ ვერ მპასუხობ... - გკოცნი. გნახავ დღეს- - ნეს..- მითხრა და გათიშვის ღილაკზე მიტანილი თითი წამიერად შევაჩერე - ჰო - შენი დედაც ნეს...- გადაიკისკისა, გამწარებულმა საბოლოოდ გავთიშე და სკამზე ჩემი უნიფორმით დავეხეთქე. ,, რა ყველა ერთიანად შეიშალა დღეს“- გამეფიქრა უკმაყოფილოს- ,, ყველაზე მეტი მიზეზი გაგიჟების მე მაქვს და ამათ შორის მაინც მე ვარ პირმოკუმული“ ამოვიოხრე და უკანასკნელი თეფში ავიღე დახლიდან,რომელსაც მორჩენილი ალუბლის ღვეზელი და ალაგ-ალაგ მოსხმული შოკოლადის მუსი ამშვენებდა. << ნიცა ტყუილად არ გამიხსენებია, მასზე მინდოდა მომეყოლა და ასე ვთქვათ- დიალოგის სახით შეგაპარეთ, მინიმალური წარმოდგენის შესაქმნელად... რას იტყვიან მასზე?- როცა ამაზე ვფიქრობ, თვალებს დაბლა ვხრი და ვკანკალებ რადგან, ერთადერთი რაც პირველი თვალების ფახუნისგან რჩება, უარყოფითია. სულ, მთელი ეს წლები, ყველასთან და ყველაფერთან ამის საპირისპიროს ვამტკიცებდი. ვამბობდი, იცით ნიცა არ არის მსუბუქი ყოფაქცევის, დიდი ბოდიში თუ შარვლის ქვეშ შეგიძვრათ ბატონო ლექტორო, ის ხომ მუდამ პატივს გცემდათ და ...არა პატივისცემას ისე არ ვგულისხმობ,როგორც აღიქვით,არანაირი ინტიმური დატვირთვა არ აქვს ამ ამბავს, უბრალოდ მას დეპრესია ჰქონდა და ამ დროს ექსპერიმენტებს ატარებს ხოლმე, ისეთებს ეფლირტავება, ვინც ასე თუ ისე კენწეროზე ზის... არა ბატონო ლექტორო, იმას არ ვამბობ რომ თქვენ კენწეროზე ზიხართ, ვგულისხმობ თქვენ მიუწვდომელ ბუნებას... როგორ გეკადრებათ, ის არ ეცდება ეს გაიმეოროს, ნიცა არასოდეს იმეორებს იმას რაც არ გამოსდის... მოიცადეთ... ეს თქვენი მზერა... გამოუვიდა?! ღმერთო... მოკლედ, ეს ჩემი საქმე არ არის, თქვენი სიამოვნება... უკაცრავად არაკორექტულად ვსაუბრობ, მინდოდა მეთქვა რომ აღარ განმეორდება, აუცილებლად დაველაპარაკები და ვეტყვი თავი შეიკავოს თქვენი აღზნებისგან, მაგრამ ამის გამო საგანს ნუ ჩაუტოვებთ... არა , არა ! არც მიფიქრია თქვენი დადანაშაულება, ნიცა ისეთი ტიპის გოგო არ არის რომელსაც ხმარობენ, უფრო პირიქით... მაპატიეთ, მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ, უბრალოდ იმის თხოვნა მინდოდა რასაც უკვე მესამედ ვიმეორებ... მისი არაორდინალურობის გამო ნუ მისცემთ მიზეზს, ვეღარ ისწავლოს. დიახ, ზუსტად მაგას ვგულისხმობ რომ ცუდად მოიქცა, მაგრამ ცუდი საქციელი თუ ჩვენი ცხოვრების მომავლის წინაპირობაა მაშინ გამოდის, დასაღუპად გვქონია საქმე,ამიტომ გთხოვთ,ბატონო ლექტორო, სავარაუდოდ მეოთხედაც მომიწევს აქ მოსვლა მაგრამ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და... რას ამბობთ! შესანიშნავი ადამიანია, როგორ უნდა მრცხვენოდეს მისი, პირიქით, ვამაყობ... იცით რომ სტატიებს წერს? შესანიშნავი მწერალია, მართალია უცენზურო ლექსიკა და ყველაზე ბინძური ფანტაზიები აქვს... ერთხელ თქვენზეც დაწერა რაღაც... ვაიმე ! არა, ამერია, თქვენ არ იყავით, ფსიქოლოგიის ლექტორი იყო... არა, მასთან... მასთან არაფერი ჰქონია... თავადაც არ ვიცი რეებს ვამბობ... დამეხმარებით?! მან გამიღიმა და თავი დახარა, ეს ნიშნავდა-კის. მე მისი ფარი ვიყავი ყოველთვის, ერთ უმნიშვნელო ირონიასაც არავის შევარჩენდი, თუმცა ნაკლებად ,,თახ“,არც თვითონ იყო. სიტყვას არ შეგარჩენდა, მისი უცენზურობის თანმიმდევრობა, ყველა ჩვენგანმა ზეპირად ვიცოდით. ერთადერთი ვისგანაც ბო*ზს, *ირქალას და *ლეს ვიტანდი, ნიცა იყო. ჩვენ ის ისეთივე ბინძური შევიყვარეთ,როგორიც თავად ვიყავით (ოღონდ სხვა განხრით). თუ ბილწსიტყვაობა ადამიანის შეფასებაში გეხმარება, მაშინ ნიცასნაირ ტიპებს უნდა შევეშვათ. ამ არაკორექტული გზებით, აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრებით, მუდამ შარში ყოფნით და ყველგან და ყველაფრისგან პრობლემის ამოთხრის უდიდესი უნარი გააჩნდა. ვერ წარმომედგინა სამყარო ნიცას გარეშე, პატარა,ყვითელი წერტილივით იყო დედამიწაზე, მუდამ ყურადღებისა და ადრენალინის მატარებელი... მე და ნიცა ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა ბოლო ხუთი წელი იყო რაც დავმეგობრდით. მანამდე სულ სხვა ტიპი იყო,რადიკალურად სხვა. ამაზე დაკვირვება შევწყვიტე, მომწყინდა,თან უკვე სუსტად ვიყავი სიმსივნის პატარა ნაწილაკები ჩემ ღვიძლს ნელნელა უვლიდნენ, წინიდან და უკნიდან და ფიქრობდნენ იმაზე როდის იქნებოდა შესაძლებელი ,,შედება...“. როცა ისინი გავიცანი,ჩემი ავადმყოფობა ჯერ კიდევ შორს იყო. როგორც თვითონ ამბობდა ქალწულობა თექვსმეტი წლისამ დაკარგა. ყოველთვის ტკბილად იხსენებდა ხოლმე. აბა გეთქვა თავმოყვარეობაზე რამე, მაგიდას ამოგიყირავებდა ცხვირწინ. ჩემი აზრით,მართალიც იყო. ბოლო ბოლო თავად ორი წლის შემდეგ მივეცი ნეტარებას, თვრამეტი წლის ასაკში, ასე ორი წლის გამო ადამიანს რანაირად გავკიცხავდი? სულ ვამბობდი-ბავშვობა მალე დავამთავრეთთქო, ნიცასაც გადავხედავდი ხოლმე. ცოტა მოიღუშებოდა, ჩაიბუზღუნდება ,,ბავშვობა ეგეც არ იყოს დიდი რამეო“,მაგრამ ვიცოდი რომ სწყინდა და ბევრ რამეს არევ-დარევდა წარსულში. რაღაც ნარკოტიკს რომ მიიღებ, იმ ნებისყოფაზე ფიქრობ, მანამდე რომ გქონდა-სანამ არ იღებდი. დაახლოებით ესეთ ემოციას მიქმნიდა ნიცა, ძალიან წმინდა და ამავდროულად გაჭუჭყიანებული სულის ნათელი გამოხატულება იყო. სულ მეგონა რომ მასში ორი ადამიანი ცხოვრობდა. მეგონა ასეთს ვიცნობდი, მეგონა ნიცას ვიცნობდი... ვერ წარმომედგინა. სანამ იმ დედა ნატირებ საღამოზე გადავალ, კიდევ რამდენიმე ოვალს შემოვხაზავ ჩემი სამეგობროს გასწვრივ და მათ დეტალურად გაგაცნობთ. ამ დროს გონების ხვეულებში იბადება კითხვა, თუ რაში უნდა გაინტერესებდეთ მათი დეტალიზირება, აი მე კი, დიდი სითამამით გამოვაცხადებ რომ ეს ყველაზე სასიამოვნოდ საწერი ნაწილია სადაც არც გულია მიმწვარი ტაფის მსგავსი, არც ხელები მიკანკალებს იმდენად და ვგრძნობ თავისუფლებას როცა სიტყვებს თავს ვუყრი. ამიტომ მკაცრად განსჯა, ის რაც საზოგადოების აუცილებელი მახასიათებელია, შეგიძლიათ ბალიშის ქვეშ ამოიდოთ, რადგან ავტორი თავად ვარ და იმას დავწერ რასაც საჭიროდ ჩავთვლი... როცა ასეთი სერიოზული ვარ, ასმაგად საყვარელი ვხდები. ეს ისე. << ალექსანდრე ძალიან ექსცენტრიულ სიტუაციაში გავიცანით. ვიტყოდი ალბათ იმასაც რომ ყველა ჩვენგანი რაღაც დონეზე ახალი ადამიანის გამოჩენის შესაძლებლობას უშვებს, ბუნებრივია, ხალხი პროდუქტს გავს,რომელიც ხშირად იცვლება-იზრდება ფასები, კლებულობს, ხარისხი ეცემა, ანდა პირიქით უფრო მეტად რეკლამირდება, პოპულიზირდება, ,,ხალხში გადის“, მის გემოს ყველა იგებს, მის შეფუთვას მილიონობით ხელი ეთომარება, თუმცაღა ძალიან იშვიათად ამ ფაქტმა დიდხანს გაქაჩოს. სულ მომწონს ხოლმე პროდუქტს რომ ვადარებ ჩემ თავს, აი ხშირად წარმოვიდგენ რომ ძროხის ხორცის კონსერვი ვარ, გემრიელი, იაფი და დაკეპილი. სახლში ძალიან დაღლილი მივედი, ლუდის დალევა მინდოდა მაგრამ ისევ ვაღებინე. ბევრი კლიენტი გვყავდა, მოქანცული ვიყავი, ვფიქრობდი მიმეტოვებინა სამსახური, მიმეტოვებინა საკუთარი თავი და ცხოვრება ახალი ფრთებით დამეწყო მაგრამ სამწუხაროდ პეპელა არასოდეს ვყოფილვარ (თუმცა სიცოცხლის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, დიდი შანსია რომ დავემსგავსო). ასევე, მომენტალურად, სუნთქვის მიტოვებაზეც ვფიქრობდი. ვისაც ინსტიქტების სჯეროდა ყველას დავცინოდი ხოლმე მაგრამ ამ ბოლო დროს დავაფიქსირე რომ როცა თვითმკვლელობაზე ვფიქრობ, ზუსტად მაშინ მირეკავს დედაჩემი. ჰოდა სწორედ იმ ღამეს, საწოლს ახალი თეთრეული გადავაკარი და საღამურის გარეშე ბალიშს ჩავეხუტე. უკვე ღრმა ბურანში ვიყავი წასული მობილურის ხმამ რომ გამაღვიძა. ბრმად გამოვაძვრინე და დახედვის გარეშე ვუპასუხე - ბატონო... - ნესი !- გიორგის ხმამ გამომაფხიზლა, თვალები მოვიფშვნიტე და საწოლზე წამოვჯექი. - რა მოხდა? მშვიდობაა? რა ხმა გაქვს? რანაირად სუნთქავ... - კითხვები მივაყარე და გავოფლიანდი. - სიზმარი ვნახე. მობილურის მიკროფონი შორს გავწიე და მწარედ ამოვიოხრე. - ეს რა მითხარი... - სიზმარი ვნახე-თქო- თავდაჯერებული ტონით,თითქოს ჩემი მომავალს წინასწარმეტყველებდა. - მეც ვნახულობ ხოლმე- დავამთქნარე- მაგრამ ყოველ შუაღამეს მაგის გამო არ გაღვიძებ. - ადამიანო მისმინე, უბრალო სიზმარი არ ყოფილა- - რა ნახე კი მაგრამ?- ხმაზე შევატყვე რომ ნასვამი იყო. - ვიცი რომ ძმა მყავს. დედაჩემს არასოდეს უთქვამს მაგრამ მის ძველ ჩანთაში ვიღაც ბავშვის ფოტო სულ იდო. ვერ მოვისაზრე მეკითხა, არ მაინტერესებდა. ახლა კიდევ ზუსტად ვიცი რომ ძმა მყავს, ალბათ ის თავის მამასთან ცხოვრობს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ არსებობს. ამ სიზმარშიც ის ვნახე და ვიგრძენი რომ ბედნიერი ვიყავი. გეუბნებოდი ხოლმე დედისერთობა ასწორებს იმიტომ რომ ყველა ფინანსური მხარე შენზე მოდისთქო...ასევე ემოციური... მაგრამ! ნესი, ისე ცხადად ვიგრძენი რომ ბედნიერი ვიყავი. ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს,ორივეს ბაიერნი მოგვწონდა და რატომღაც ოცი წლისები რომ გავხდით შევიძულეთ. ბევრს რომ ვსვამდი იმას მოვყავდი გინებით, ყველა არასწორ გოგოს მიშიფრავდა, ლუდი ამოჰქონდა სახლში.. ვაიმე ნესი... - ეს ყველაფერი სიზმარში ნახე კაცო?!- ვეცადე ხმამაღლა არ გამეცინა - უფრო მეტიც, ჩემ ქორწილში იყო. - წარმოუდგენელია, შენ ვერასოდეს იქორწინებ. - შენც იმ ორ ქათამს ემსგავსები თუ მეჩვენება?- მკითხა ნაწყენი ტონით - აბა რეებს მებოდიალები შუაღამის სამზე?- მეძინება გიორგი,ძალიან მეძინება. - კარგი, მაპატიე. მობილური გამითიშა. მერე საწოლზე დავეცი და აღარაფერი აღარ მახსოვს. << დილის ცხრაზე მაღვიძარა ლოგინიდან ჩამოვაგდე და ვეცადე თავი წამომეწია. ცოტა აზრზე რომ მოვედი, შუაღამის ამბები გამახსენდა და ისტერიული სიცილი ავტეხე. ,,სიზმარი უნახავს“- ვთქვი თვალების ფშვნეტით ,,ძმაც ჰყოლია“, ,,რამდენი დალია ნეტავ?“. ამის გახსენებაზე გადავურეკე. - როგორ ხარ?- - არ ვარ საერთოდ- ძლივს გავიგე სიტყვები - ბევრი დალიე? - აუ საკაიფოდ. - რეები მელაპარაკე გახსოვს?- - გელაპარაკე?!- დადარდიანდა- ვაიმე,რეები გელაპარაკე? - არა, არა, არაფერი. - დავამშვიდე - რაც არ უნდა ყოფილიყო... - ეს ის არ არის,რაც არის, - მახსოვს- ღრმა ამოსუნთქვის ხმა ყურმილის იქეთ გავიგე და რატომღაც გიორგის სურნელიც გადმომწვდა. - აწი მობილურს გავთიშავ ხოლმე. ხომ არ გაგაღვიძე? - არა,ვკითხულობდი. - დღეს რომ წამოხვალ თავის ტკივილის წამალი წამომიღე გთხოვ. - კარგი.- სანამ გათიშავდა ყურმილებს ვაკოცეთ და მეც გრძელი მაისური გადავიცვი,რომელიც საღამურის ფუნქციას ითავსებდა. სამზარეულოში გავედი, მაცივარი გამოვაღე და ლუდის დანახვაზე სახე დამემანჭა. ,,დამპალი სასმელი“-გავიფიქრე და რძეს დავავლე ხელი. ვგრძნობდი რომ უარესად ვხდებოდი. ყოველდღიურად თითო სუნთქვით ნაკლები იყო... << იმ დღეს კინოში უნდა წავსულიყავით სამნი. ლელას ჩვენთვის არ ეცალა, სწავლაში იყო ჩაფლული ხანდახან მემგონი საკუთარი თავიც ავიწყდებოდა. ვიცოდით მისი ამბები,ამიტომაც არ გვწყინდა. მაშინ კარიბის ზღვის მეკობრეების ბოლო ნაწილს აჩვენებდნენ. ინგლისური ენის სეანსზე ჩავეწერეთ და კინო ,,რუსთაველის:“ წინ გავჩერდით,რამდენიმე წამით. ნიცას მოწევა უნდოდა და მისი აზრით, არაეთიკური იყო,ამის შიგნით გაკეთება. მეც მხარი ავუბი, გიორგი კი უბრალოდ ბოლს იშორებდა, ხელებს იქნევდა, საუბარსაც ცდილობდა და ამავდროულად სახეს გვაშორებდა. როგორც იქნა ჩავაქრეთ,ჩავწვით და ჩვენმა ფაქიზმა ბიჭმაც ამოისუნთქა. როცა იქვე, გრძელ სკამზე ჩამოვჯექით ადამიანების თვალიერება დავიწყეთ. ყველა სისქის, სიგანის, წარმომავლობისა და ,,ზედ რომ აწერია“-ხალხი ირეოდა, რთული არ იყო მათი შესაბამის კონტეინერებში მოთავსება. ჩვენ კი რატომღაც მეტი გასართობი ვერ ვიპოვეთ, ერთმანეთის გვერდიგვერდ მუხლებშეერთებულები, ჩვეულებრივ პოზაში ვიჯექით და წამწამებს სამი წამის შუალედში ვაფახუნებდით, მასა ირეოდა, იცვლებოდა, ლამაზდებოდა, ზოგჯერ იცრიცებოდა კიდეც მაგრამ ჩვენ ჯიუტად არ ვყვებოდით, რითმას არ ვეკვროდით. რამდენიმე წუთი გადაცდა სიანსი, ყველა აწყდებოდა ერთმანეთს. ამ დროს ერთი წითური, პატარა გოგო გამოვიდა და გვახარა რომ რამდენიმე საათი, ტექნიკური ხარვეზების გამო,ჩვენება არ იქნებოდა. შეგვეძლო ბილეთები გადაგვეცვალა,მაგრამ რიგში ჩადგომა ათმაგად დაგვეზარა. - დალევა მინდა- გიორგიმ ამოიხვნეშა - შანსი არაა-ვუთხარი - მინდათქო-ძალიან.. - ჩემი სიკვდილის მერე მხოლოდ- ეს რომ ვახსენე რატომღაც ირონიულად ჩავიცინე გულში. - ფუ იმენა, ალკოჰოლიკი ხარ?- ნიცამ უსიამოვნოდ აათვალიერა ჩვენი მეგობარი და ცხვირი აიბზუა- ამყრალებული ალკოჰოლიკი. - შენადა ბიჭების რაოდენობა შემოგაკლდა? აშკარად დაუკმაყოფილებელი მეჩვენები. ნიცამ ხელის დასარტყმელად გაიწია მაგრამ მე დავაკავე. გიორგი ამ ფაქტმა რამდენიმე წამით გაამხიარულა. - ერთ ბოთლს ვიყიდი მარტო რა ნესი, გთხოვ, ჩემ ორგანიზმს შველა სჭირდება, ასე მგონია დაცარიალებულ ბოთლს დავათრევ... - მხოლოდ ერთი ბოთლი. - მეტის ფული არც მაქვს ! იქვე მაღაზიაში ლუდი იყიდა, სახელი აღარ მახსოვს, როგორც თვითონ თქვა საკმაოდ კარგი გემო ჰქონდა, მოტკბო და ზომიერად მწარე. ბარდიულზე ჩამოვჯექით რამდნიმე წუთით როცა ჩემი ნაცნობი დავინახე და მისკენ წავედი მოსაკითხად. მანამდე ნიცას დავავალე გიორგისთვის მიეხედა. ჩემი სკოლელი აღმოჩნდა, ადრე მოვწონდი და ახლა ისეთი დინჯი და ახოვანი იყო ცოტა მეხამუშა კიდეც მასთან დიალოგი. ფლირტში ვიყავით გადასულები,საკმაო დრო გავიყვანე... როდესაც რაღაც საშინელი, მაღალი ბგერები და გინება გავიგე. ცოტა მერე გავარჩიე რომ შესაძლოა ნაცნობი ხმა იყო, საბოლოოდ კი სახეში შემომასხეს ის სასირცხვილო რამ, რასაც არასტაბილური მეგობარი ჰქვია. გიორგი ბოლო ხმაზე იწეოდა ვიღაც პატარა ბიჭზე რომელიც ალბათ,როგორც ჩვენ ქვეყანას შეეფერება, თავს აბეზრებდა მისი უუნარობით და წინ ატუზვით. - რა ჯანდაბა დაგემართა?-გიორგის ხელები დავუჭირე და უკან გავწიე.- მერამდენე ბოთლი დალიე? ერთიო ხო მითხარი? ის დებილი გოგო სად არის? ნიცა იმ წამს გამოვიდა რუსთაველიდან, ცოტა გაბრუებული. შევხედე და გავშრი. - შენ რა, მოსაწევი გქონდა? - აბა რა მეკეთებინა?- მიპასუხა ჩვეულებრივ. - გიორგისთვის უნდა მიგეხედა ! - ორი ჩემხელაა,რამენაირად ამ მასითა და სხეულით, თავს გაიქაჩავს. - ორივე დარტყმული იდიოტები ხართ! ყველა ჩვენ გვიყურებდა, ვგრძნობდი სისინსა და ქილიკს, ზიზღს და ცინიზმს, იმას რაც ნორმალურ ადამიანებს ახასიათებთ. ხელები ყურებზე ავიფარე რომ არაფერი გამეგო, რაღაცას მივეყრდენი და ავტირდი. ვინ იცის რა დამემართება ორი წლის მერე, ან სამი წლის, ან იქნებ თვეებიღა დარჩა, ისინი კი მაინც აქ რჩებიან, ასეთები რჩებიან, არასტაბილურები და არეული ფსიქიკით. როგორ აპირებენ ცხოვრებას ჩემ გარეშე?! ამაზე ვფიქრობდი და უფრო მემატებოდა ცრემლები. ისინი ამას ვერ ხვდებოდნენ, ვიცოდი რაც ირეკლებოდა სარკეში, სირცხვილი, სირცხვილი ადამიანების მიმართ, სირცხვილი საკუთარი მეგობრების გამო. ეწყინათ ჩემი რეაქცია მაგრამ გიორგიმ მაინც შემომხვია ხელები წელზე და მიმიხუტა. - მაპატიე რომ გარცხვენ- არაფერი მიპასუხია. - რა უნდა გავაკეთო რომ მაპატიო? - რა უნდა გავაკეთოთ რომ გვაპატიო- ნიცამ თავისი თმის კულულები ჩემ მხარს მიადო და მეც მოვლბი. - ისე მოიქეცით როგორც ნორმალური ხალხი, შევიდეთ კინოში და ფილმს ვუყუროთ. სეანსი განახლებული იყო, რამდენიმე საათი კი გავიდა ამასობაში. გიორგი ერთ კონსულტანტს ეტორღიალებოდა. პრინციპში არც ის გოგო აკლებდა დიდად. ნორმალურად ვთხოვე მოქცევა მაგრამ ვიცოდი ეს შეუძლებელი იყო. რამდენიმე წუთი გაქაჩეს შემდეგ კი გიორგიმ ვეღარ დამალა მისი არაფხიზელი მდგომარეობა და შუა ჩვენების დროს სკამიდან წამოდგა, ზრდილობიანად გადახედა ხალხს და ჩვეული მონოლოგი დაიწყო, კინოების სტრუქტურის ცვლილებიდან დაწყებული ეფექტების ტრაგიზმით დამთავრებული. სეანსიდან გამოგვყარეს. თმა ზემოთ ავიწიე და გიორგის წყალი გადავასხი თავზე. თავად ვერაფერი მიქნა რადგან ჩემი ეს ჟესტი, დამსახურებული იყო. გამოგდებულები ისევ კინოს წინ მოვკალათდით, მე და ნიცამ ისევ გავაბოლეთ,აი გიორგი კი იმ წითურ კონსულტანტს გამოელაპარაკა. - მეგონა ასეთი ძროხები არ მოსწონდა- ნიცას უნდოდა თითებით დაესტვინა- - რა გინდა ლამაზია. - შენზე ლამაზი არ არის. ეს რომ მითხრა ინსტიქტურად შევხედე, ის ეწეოდა და არ მიყურებდა, მე კი ვცდილობდი მასში დაგროვილი ფიქრების ამოკითხვას, ისე თითქოს დღიურის ბოლო ფურცელი მქონოდა დარჩენილი. რადგან ჩემ გარეგნობას შევეხეთ, ნიცას თქმის არ იყოს, ცუდი ტიპი არ ვიყავი. საშუალო სიმაღლე მქონდა ,,გძე ტა“- ას სამოცდახუთი სანტიმეტრი, ქერაში გარდამავალი ხვეული თმა, სწორი ცხვირი და ბურუსივით შავი თვალები. საბოლოოდ მე ჩემი აგებულება მომწონდა, თუმცა ავადმყოფობა უპეებსა და სხეულის რაღაც ნაწილებს ყოველდღიურად მიცვლიდა ხოლმე. ერთადერთი რაშიც ეს პარაზიტი უჯრედები გამომადგნენ, წონაში დაკლება იყო. იდეალურ ორმოცდაათ კილოგრამს ვურტყამდი. - ნომერი- ცხვირწინ მობილური ამიფრიალა- - ნიცამ თქვა როდის აქეთ იყო ასეთი ძროხები მოსწონდაო. - ნიცა დებილია-მითხრა მშვიდად - ნიცა, შენზე თქვეს რომ დებილი ხარ- ვუთხარი და მას მივუბრუნდი - მე კი ვამბობ რომ ამის თქმის გამო ვიღაცას მაგრამ მირეხვავენ. - ნიცას სულ წყინდა ხოლმე როდესაც სულელად მოიხსენიებდნენ. - მე ვფიქრობ რომ ის ნელნელა ბოროტდება,რადგან სერიოზულ ურთიერთობას არავის სთავაზობს. - მე შენ...- ნიცა გაეკიდა მე კი ღიმილით ვაკვირდებოდი მათ ოინბაზობას, ისე როგორც ბებიები ქსოვენ წინდას როცა შვილიშვილები ლურჯად აბიბინებულ მინდორში, ბურთის თამაშით ერთობიან. ალბათ ყველას გაუჩნდება კითხვა, კარგი ეს ამბები კარგი, მაგრამ სად ჯანდაბაშია ალექსანდრე?! << წვიმა მომელამუნა ცხვირზე და მერე საკაიფოდ დაიწყო. ყველაფერი წამში სტიქიურ მოვლენად იქცა, ულმობელი და აგრესიული წყლის წვეთების მსხვერპლად. იმ ქაოსში რაღაც სილუეტი გამოეკვეთა, ჩვენ ჯიუტად არ ვაფარებდით თავს არაფერს, ვსველდებოდით და ამას განაჩენადაც კი ვთვლიდით. ეს სილუეტი გაიზარდა, გაიწუწა, წამიერად შთაინთქა და მერე ისევ გამოჩნდა. საბოლოოდ ვიღაც ბიჭი დამადგა თავზე და ზრდილობიანად მთხოვა სანთებელა. გიორგიმ ურეაქციოდ შეხედა და ხელი ისე მაგრად მომიჭირა მკლავზე, მეგონა ვიღაც ძალიან ცუდ ნაცნობს შეეჩეხა,რომლის ნახვაც მხოლოდ ცუდ სიზმარში წარმოედგინა. აი სიზმარზე გავარტყი. - ის არის - მითხრა ჩურჩულით. - ვინ ? - ჩემი ძმა- ღრმად სუნთქავდა-სიზმარში ვინც ვნახე. - ეს ცანცარი არ გეყო? გაღიზიანებული ფეხზე წამოვდექი და ბიჭს ბოდიში მოვუხადე რომ ასეთ სიტუაციაში გაერია. ის ღიმილით უსმენდა, დიდად არაფერი გატოკებია სახეზე. - გეუბნები ის არისთქო !- ხმას აუწია- ვიცი რომ ჩემი ძმა ხარ, ზუსტად ვიცი ! გნახე ! იქ იყავი, ჩემთან ერთად. - სად ვიყავი?- ახლა უკვე მან უპასუხა. - ჩემ ქორწილში. - არა მეგობარო, გეშლება რაღაც, მე შენ ქორწილში არ ვყოფილვარ.- უნდა გაბრუნებულიყო როცა გიორგიმ ხელი წაავლო და მისკენ შემოაბრუნა. - ამას ქორწილი ჰქონდა?- ნიცამ თავი დახარა-მემგონი ძალიან ბევრი მოვწიე. - არა არა, ჯერ არ მქონია- გიორგი უცნობს უყურებდა- ეს მომავლის სიზმარი იყო, ვიცი რომ შენ ჩემ გვერდით იდექი, ჩვენ თითქმის ერთნაირად გვეცვა და მე რაღაცნაირად მეამაყებოდა შენი ძმობა. მერე რა რომ სხვადასხვა მამა გვყავდა, ამას აქცევენ კი ყურადღებას ამ გამოიმასქნებულ სამყაროში?! ბიჭი ძალიან შეფიქრიანდა, ჯერ მე შემომხედავდა, მერე ჩემ თანხლებს, ნიცასაც აკვირდებოდა- მემგონი ეს უფრო გარეგნობის გამო. წამიერი პაუზის შემდეგ ხელკავი ამოუდო და წყნარად გაუბა ლაპარაკი. - ძმაო ...- აქ გაეცინა და ჩაასწორა- მეგობარო, ბევრი გაქვს დალეული და გოგოებსაც ანერვიულებ...შენი ძმა რომ ვიყო, მეც ხომ გიცნობდი ან ამდენი ხანი რას ელოდებოდი ადამიანო,გეპოვე აქამდე. - ყველაფერი სიზმარში გავიგე, მანამდე არაფერი ვიცოდი. - მაინცდამაინც სიზმრის იმედზეც ნუ იქნები. შეგვიძლია ანალიზი გავიკეთოთ, თუ ეს დაგამშვიდებს, მანამდე კიდევ ჯობია წყალი გადაივლო თორემ საშინლად ყარხარ. - მასულელებ ხო?- ხელი კრა-გინდა დაგიმტკიცო? ახლავე წამოდით სამივე, ახლავე,უკან გამომყევით. სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბამდა. უცნობი არაფერს იმჩნევდა, ცდილობდა სიმშვიდეს მაგრამ მაინც ახურებოდა ლოყები. ერთადერთი ადეკვატური რაც იმ წამებში მოხდა, მისი თავის წარდგენა იყო. მე,ალექსანდრე და ნიცა ტაქსიში ვიჯექით და გიორგის მიერ განსაზღვრულ გზას, დაღლილი მდუმარებით მივუყვებოდით, რა აზრი ჰქონდა კამათსა და ხელების შლას? ის ყოველთვის გვარწმუნებდა რაღაცებში, მუდამ ჰქონდა ჩვენზე გავლენა. ქავთარაძეს გავცდით და ერთ ძველ კორპუსთან შეაჩერა. მესამე სართულზე ძლივს ავედით, სამივე ვქოშინებდით გიორგი კი კმაყოფილი აზარინებდა. - გიორგი, დე !- დედამისი ჯერ სიხარულით გამოწვეულ ეიფორიაში იყო და მერე ჩვენ ყველა რომ შეგვნიშნა და პლიუს მისი შვილის ლოთობა, რადიკალურად წაეშალა სახე. - ისევ დალიე ? ხომ დამპირდი დედა ვივლი იმ რაღაც სეანსებზეო? იქნებ და დაგხმარებოდა შვილო, ფსიქოლოგი ტყუილად კი არ მომიძებნია. - მაგ ფსიქოლოგებს მაგრად ადევთ რა- წარმოიდგინე- ალექსანდრეს მიუბრუნდა- ორას ლარამდე დამიჯდა სამი სეანსი და მთელი სარგებელი ის იყო რომ რბილი დივანი ჰქონდა და ფეხების გაშლა თავისუფლად შემეძლო. ალკოჰოლს კი არა, თავის ძაღლს ვერ მიხედა ტიპმა, ლაიკა ჰყავდა თითქმის ჩემი ზომის და ქუჩაში დაკარგა. აზრზე ხარ?! ზრდი,ზრდი და მერე ქუჩაში კარგავ... დებილი კაცი. იჯდა და მეუბნებოდა, შენ თავში უნდა იპოვო ძალაო, შე განდონო მაგას რომ ვერ ვპოულობ მაგიტომ ვარ აქ თორემ შენი შენ*რეული სახის დანახვა,რა ჩემ ფეხებად მინდა? დედამისს ჩაეხუტა, ალექსანდრე კი გულიანად იღიმოდა. - ისე ასეთი ძმა გამისწორდებოდა- მე მომიბრუნდა- არ მოგაწყენს. - წაიყვანე, შენი იყოს. სახელური გამოაბი ყელზე და ასეირნე, , ოღონდ მომშორდეს.ძმა მყავსო... იპოვა დაჟე ! ვაიმე...- ნიცა ჯერ ალექსს ესაუბრებოდა და მერე ჩემზე გადმოერთო. - ვნახოთ აბა რას აპირებს- ვუთხარი სიცილით და სამივე დედამისის შემოთავაზებულ ჩაის, დაუფიქრებლად დავთანხმდით. << |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.