შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისს სიყვარული და შიში მართავს ! (2 თავი)


22-07-2017, 18:23
ავტორი დუდა
ნანახია 1 727

-მაგ პატარა გოგოზეა დამოკიდებული შენი ბედი. თავდაჯერებულად ვუპასუხე და პირისპირ დავუჯექი.
-პატარა გოგო ამპარტავანიც ყოფილა,ისე გაიცინა ალბათ ნებისმიერ გოგოს შეაყვარებდა თავს
-მოდი ჩემი ხასიათის თვისებების ჩამოთვლას ბატონო ჯანხოთელო იმაზე ვიფიქროთ აქედან როგორ გამოხვალ . მის რეპლიკას ყურადღება აღარ მივაქციე ისე ვუპასუხე
-პირველ რიგში არ არის საჭირო გვარით მომმართოთ, აჩიც საკმარისია და მეორე მე აქაც კარგად ვგრძნობ თავს
-ახალგაზრდა ბიჭი დაჭერი და მაინც ასეთ დიდ გულზე როგორ ხარ ვერ ვხვდები .ბრაზით შევხედე
-მომისმინე პატარა ადვოკატო ის მოკვლის ღირსიც იყო უბრალოდ იმ შემთხვევაში გაუმართლა.თვალები საშინელი ზიზღით აევსო და ხელები მომუშტა
-ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი !
-ანუ მაინც აპირებ ჩემს დახმარებას? გამომცდელად შემომხედა
-აქ სწორედ მაგისთვის ვარ.მტკიცედ ვუთხარი და შევეცადე კოცენტრაცია საქმეზე მომეხდინა და არა იმაზე რომ აჩი საოცრად სიმპათიური იყო და მისი თითოეული შემოხედვა მაბნევდა.
-ხომარ მოგეწონე პატარა ქალბატონო?თითქოს ჩემი ფიქრები ესმოდაო ეშმაკურად ამიციმციმა თვალები .არშევიმჩნიე
-არჩილ ძალიან დავიღალე შენი ასეთი დამოკიდებულებით.საქმე სერიოზულადაა მინიმუმ ხუთ და მაქსიმუმ თხუთმეტ წელზეა საუბარი,ხვდები მაინც ეს რას ნიშნავს?მოგიწევს შენი ცხოვრების საუკეთესო წლები ოთხ კედელშუა გაატარო და რის გამო? ვიღაც პატარა გოგოს გამო
-ის ვიღაც გოგო როგორც შენ უწოდებ ჩემი საუკეთესო მეგობრის დაა ჩემს ხელშია გაზრდილი და ვიღაც ახვარმა აწყენინა. და თუგაინტერესებს დაჭრას არც ვაპირებდი უბრალოდ თავის დაცვა მომიწია.
–და რატომღაც შენმა საუკეთესო ძმაკაცმა დაგტოვა და დაჭრილ კაცთან ერთად მარტო აღმოჩნდი.
რაც არიცი ნუ ლაპარაკობ!!
-მე ყველაფერი ვიცი მაგრამ მინდა შენ მომიყვე გისმენ!
-კაცი დავჭერი და მე ამას ვაღიარებ, მოტივიც მქონდა რათქმაუნდა . აქ მხოლოდ ნიას (და) გამო არ მომხდარა ყველაფერი.ის მე და დემნას წლებია გვემტერება, რას არ აკეთებს ჩვენს გასამწარებლად ,როგორ არ ცდილობს მოგვწვდეს ბოლოს უცოდველ ბავშვზე გადავიდა და ამას ვეღარ მოვითმენდით. რაც შეეხება დემნას ის ჩემთვის მეგობარზე მეტია ჩემი ძმაა. რათქმაუნდა თავისი ნებით არ წასულა მე გავაგდე, ორივე თუ აქ ამოვყოფდით თავს გარეთ უარესი ამბები მოხდებოდა.
როდესაც ამას მიყვებოდა სახეზე უამრავმა ემოციამ გადაურბინა,ვერც გაარჩევდით რას ფიქრობდა,გაგიჟებულ ავაზას მიაგავდა რომელსაც ერთი სული აქვს მსხვერპლი კბილებში მოიქციოს და ათას ნაწილად დაგლიჯოს. მონოლოგს მორჩა თუარა ისევ ჩვეული ირონიული გამომეტყველება დაუბრუნდა. თითქოს ორი პიროვნება ცხოვრობდა მასში. აჩისთან შეხვედრამდე დიდიხანია მის საქმეს ვიკვლევ ამიტომ გაუგებარი არაფერი იყო ჩემთვის.
-კარგი გასაგებია,ახლა მთავარია დაზარალებული გადარჩეს.
-ნეტა ჩაძაღლდეს ეგ ახვარი და თუგინდა მთელი ცხოვრება ამ აყროლებულ ციხეშივიქნები ტო.
მე რა ვუთხარი და ეს რას მეუბნება გამაგიჟებს
-ასე ვერ შევძლებ შენს დახმარებას.დამრიგებლური ტონით მივმართე
-დახმარება არც მინდა თავს ნუ შეიწუხებ პატარავ.
-პირველ რიგში მე შენი პატარა არ ვარ, თათია მქვია და მეორეც შენი გულისთვის არ ვწუხდები,მე ვცდილობ ჩემი მოვალეობა შევასრულო კლიენტის წინაშე,ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი შენ ხარ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი.
-რას იტყვი შენი მოვალეობა ცოტა სხვანაირად რომ შეასრულო?თვალებში ჭინკებ ათამაშებულმა შემომხედა. როცა გავიაზრე რაც მითხრა მინდოდა მივვარდნოდი და ის თვითკმაყოფილი ღიმილიანი საზე გვარიანად შემელამაზებინა
-უსირცხვილო, თავხედი და უზრდელი ბიჭი ხარ,არ იცი გოგოსთან როგორ უნდა ილაპარაკო და ნამდვილად ღირსი ხარ აქ დაგტოვო
.აჭარხლებულმა ვუთხარი და თვალი თვალში გავუყარე
-რა ბრაზიანი ყოფილხარ. ვითომც აქ არაფერიო ისე გაიცინა ჩემს ნათქვამზე. ამაზე სულ გავგიჟდი უნამუსო,თავხედი
-შენი იმედი ისედაც არ მქონდა.....განაგრძო ლაპარაკი..
მოიცა მოიცა რაო?ამან ეხლა ჩემში ეჭვი შეიტანა?როგორ ბედავს?! თავი ხომარ მიარტყა რამეს აქ მოყვანამდე? არა ნამდვილად იმის ღირსია აქ დავტოვო და არაფრითაც არ დავეხმარო
-ნეტავ საერთოდ საიდან გიპოვა დემნამ ეს ბაღის ბავშვი....ვითომდა ჩაფიქრებული სახით აგრძელებდა ლაპარაკს და ჩემს გამწვანებულ,გაწითლებულ,გადაყვითლებულ სახეს ყურადღბას არ აქცევდა
-შენთან საუბარს აზრი არ აქვს, ჯობდა დანის ქნების ნაცვლად ზრდილობა გესწავლა, შეიძლება დღეს არ ყოფილიყავი აქ და მეც არმომიწევდა შენი გულისამრევი სახის ყურება.
გამწარებულმა დავუყვავე და ოთახიდან გასასვლელად მოვემზადე
-გინდოდა გეთქვა სიმპათიური არა ? იმედია შემდეგში სხვაგან, უფრო კომფორტულ ადგილას შევხვდებით. სიცილით მომაძახა გამოსვლისას გაცოფებული გამოვვარდი ტელეფონში დემნას ნომერი მოვძებნედა დავრეკე
-გისმენთ .სერიოზული ტონით მიპასუხა
-შენს ძმაკაცთან საუბარიც კი არ შეიძლება ადამიანურად,უზრდელი და თავხედია და საერთოდ მგონი თავს ძალიან კარგად გრძნობს აქ .მივაყარე აფორიაქებულმ
- ასეც ვიცოდი .მაგას ხომ ვერაფერს შეაგნებინებ, შეძლებ 15 წუთში კაფეში შემხვდე და წყნარად ვისაუბროთ?
-მგონი კი მისამართი მომწერე
-კარგი.
სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი არხეინად მჯდომ ანას რომელმაც ჩემი დანახვისას კაი ბიჭივით დაუშტვინა
-ხმა არ ამოიღო! წავედით გზაში მოგიყვები
-დედააა ასეთი ვინიყო,ან რა გითხრა.თუ შენი აწითლებული სახით მისჯელებთ ბანჯგვლიანი სულაც არ უნდა ყფილიყო
-ანაა!დავუბღვირე
-ჩუმადვარ. დანებების ნიშნად აწია ხელები.
შენობიდან გამოვედით და მანქანაში ჩავსხედი. დემნას მესიჯიც მომივიდა ანას ვუკარნახე და ვთხოვე იქ წავსულიყავით .
-ამოღერღავ თუ ენა გამოგაყოფინო და ისე წავიკითხო?მოუთმენლად მკითხა როგორც კი მანქანა დაძრა. აი რა ეტყობა ეხა ამას რო 20 წლის გოგოა 2 წლის ბავშვის ტვინი აქ. ერთი ამოვიოხრე და ყველაფერი დაწვრილებითმოვუყევი იმის ჩათვლით სად და რატომ მივდიოდით ახლა.და მისი რეაქცია?! დარწმუნებული ვარ გაინტერესებთ
-აი მესმის ბიჭი აი მესმის ირონია ,აუცილებლად უნდა გავიცნო. თქვა და კმაყოფილმა შემომცინა
-ღმერთო მომეცი გაძლება!სასოწარკვეთილმა ამოვილაპარაკე




ესეც მეორე თავი ჩემო საყვარლებო ^-^ ვიცი პატარაა და ამისთვის დიიიიიდ ბოდიშს გიხდით :(((( ძალიან ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით. მესმის თქვენი, ხანდახან სულაც არგვინდა ან გვეზარება ისტორიაზე კომენტარის გაკეთება :დ თუმცა რომიცოდეთ ამას ჩვენთვის რამხელა მნიშვნელობააქვს დარწმუნებულივარ არ დაიზარებდით. გაგვიზიარეთ თქვნეი აზრი, მოგვეცით რჩევები და შენიშვნები. გამოთქვით აზრი როგორ გსურთ ამ ისტორიის გაგრძელება....
ხვალ ახალი თავით დაგიბრუნდებით.
სიყვარულით დადუ.



№1  offline წევრი Kalina

არჩილი ეტყობა, გისოსების ყურებამ გამოალენჩა.
ანა გაჩუმდეს, რა.
დადუ, შენ(თქვენ) ნიჭიერი გოგო(ები) ხარ(თ).
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline აქტიური მკითხველი Yagami

ანა უკვე მიყვარს^^ აჩის ესეთი ცინიზმი შეუნარჩუნე სულ და ანა არ გამიჩუმო რაც მთავარია:D

 


აჩი რო მიყვაარსსსს heart_eyes (რატო შემიყვარდა ესე უცებ არვიცი)ძაან მაგარი გოგოები ხართ თქვენც შემიყვარდით heart_eyes heart_eyes და გააგრძელე დიდი თავებით თუარადა კიდე იმედია როგორმე პატარა თავებითაც დავიკმაყოფილებ თავს ჯერჯერობით blush heart_eyes

 


№4 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№5 სტუმარი Guest taki

როდის იქნება ახალი თავი?
neutral_face neutral_face

 


№6  offline წევრი დუდა

მარიკუნაა♥️
არჩილი ეტყობა, გისოსების ყურებამ გამოალენჩა.
ანა გაჩუმდეს, რა.
დადუ, შენ(თქვენ) ნიჭიერი გოგო(ები) ხარ(თ).

დიდი მადლობა heart_eyes

Yagami
ანა უკვე მიყვარს^^ აჩის ესეთი ცინიზმი შეუნარჩუნე სულ და ანა არ გამიჩუმო რაც მთავარია:D

ანას რაგააჩუმებს smile მიხარია რომ კითხულობ heart_eyes

უბრალო ადამიანი
აჩი რო მიყვაარსსსს heart_eyes (რატო შემიყვარდა ესე უცებ არვიცი)ძაან მაგარი გოგოები ხართ თქვენც შემიყვარდით heart_eyes heart_eyes და გააგრძელე დიდი თავებით თუარადა კიდე იმედია როგორმე პატარა თავებითაც დავიკმაყოფილებ თავს ჯერჯერობით blush heart_eyes

მადლობა საყავრელოოო heart_eyes

Guest taki
როდის იქნება ახალი თავი?
neutral_face neutral_face

ხვალ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent