CRUEL მეექვსე თავი +18 ( BDSM / WORLD / LGBT )
თრილერი---> თავი 6 ლუი აეროპორტში შესვლასაც ძლივს ასწრებს, რომ გრძნობს როგორ ეტაკება ვიღაც და ძლიერად იხუტებს. ისე ძლიერ, რომ ჰგონია სუნთქვასაც ვერ შეძლებს… მაგრამ წამებშივე აცნობიერებს, რომ ეს ვიღაც ნაილია და ისიც ხელებს ხვევს ძმას. -ნაილ, რანაირად იქცევი? - ლუი ლიამს აშტერდება, ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვერ იტანს, რადგან ნაილი წაართვა. კარგად ახსოვს, როგორ იჭერდნენ მას და მის ოჯახის წევრებს პოლიციები, როდესაც ის ნაილს მიათრევდა მანქანისკენ. ნაილი მისი დომინანტის ხმის გაგონებისთანავე სწრაფად იხევს უკან და ჩავჩაქინდრული მის ზურგსუკან, მარჯვნივ იკავებს ადგილს, რის შემდეგაც ჩუმად ჩურჩულებს : -ბოდიში, უბრალოდ მისი დანახვა მიხარია. თქვენ ხომ მითხარით, რომ მას ვეღარ ვნახავდი. უკაცრავად. ლუი ნაილს აკვირდება, ისე თითქოს პირველად ხედავდეს, ხელებს მუშტავს ბრაზისგან და მზერა ლიამზე გადააქვს, როდესაც ხვდება რომ ლიამმა ნაილის დამორჩილება მოახერხა. იმ ნაილის, რომელიც ყოველთვის მეამბოხე იყო და იმ ნაილის, რომლისთვისაც მისი საბმისივობა რომ გეხსენებინათ პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით ცხვირპირს დაგინგრევდათ, ამასთანავე მას ფეხებზე ეკიდა დომიანტი იყავი თუ არა. სკოლაში მას ბევრჯერ უჩხუბია დომინანტებთან და მათ მორევია კიდეც. ახლა კი ეს ბიჭი, ლიამის ზურგსუკან დავდახრილი იდგა და ბოდიშს იხდიდა, იმის გამო რომ მის ძმას უნებართვოდ ჩაეხუტა. -მიხარია შენი ნახვა,ლუის…-ჩაიცინა ლიამმა, როდესაც ლუი ათვალიერა- როგორც ჩანს, დომიანტი ხარ. -იგივეს თქმა არ შემიძლია შენზე, ლიამ-ცივად შეხედა მის წინ მდგომს ლუიმ- ნამდვილად არ მიხარია, იმ ადამიანის ნახვა, რომელიც… -რომელმაც ნაილის დამორჩილება შეძლო, არა?-ჩაიღიმა და ზურგსუკან მდგარ ნაილს გახედა. ლუიმ დაინახა, როგორ აუკანკალდა ნაილს ხელები ამ სიტყვების გაგონებისთანავე და მის გვერდით მდგარ ჩემოდანს ჩაეჭიდა, რომ ეს დაემალა.- შემიძლია უკან დავაბრუნო, თუ მისი ნახვა არ გსურს. -შენ თქვი რომ ჩემთან 4 თვე დარჩებოდა!-კბილებში ცრავს ლუი, როდესაც ნაილი თავს წევს და ისეთი გამოხედვით შეჰყურებს ლუის, რომ ლუის მისი მზერის ახსნა არ შეუძლია. -საკუთარი მანქანით ხარ?-ისე ეკითხება ლიამი, რომ ნაილს მზერას არ აშორებს. ნაილი კი თავს წევს და ლიამს შეჰყურებს, თითქოს მისგან ბრძანებას ელის. ლიამი ჩემოდანს იღებს, მეორე ჩემოდანს კი ლუი იღებს, სწორედ ამ დროს ნაილის ხმაც ისმის. -გასაგებია. ლიამს ხმა არ ამოუღია და ეს ლუიმ იცის, ამიტომაც შოკირებული ერთ ადგილას ჩერდება და პირდაღებული შეჰყურებს მის წინ მდგარ წყვილს. -შენ.. შენ.. თქვენ.. რა.. შეუძლებელია, ნაილი ამას თავისი ნებით არ გააკეთებდა!-ლუღლუღებს და ნაილს შეჰყურებს, ნაილი იბნევა და უკან ერთ ნაბიჯს დგამს შემდეგ კი, ისევ ლიამს შეჰყურებს. ლიამი რამდენიმე წამი ნაილს აკვირდება, შემდეგ კი თვალებს ატრიალებს და ლუის შეჰყურებს. -ნაილმა მთხოვა გადმომეცა, რომ შენთან ერთად წამოვა თუ არ ეჩხუბები იმის გამო რომ მე ნამდვილ დომინანტად მაღიარა -ლიამი ისევ ნაილს აშტერდება- კმაყოფილი ხარ? ნაილი უღიმის და თავს უქნევს, ლუი ცალ წარბს წევს და ნაილს შეჰყურებს. მისი ღიმილი დიდი ხანია არ უნახია, ამან თითქოს დროში უკან დააბრუნა, თითქოს ისევ ის ძველი ნაილი დაბრუნდა. -ნაილ, სიტყვებით გამოხატე სათქმელი!-მკაცრად წარმოთქვამს ლიამი-ნუ გავიწყდება რომ მხოლოდ ჩემთან მარტო დალაპარაკება როცა გინდა მაშინ უნდა გააკეთო ეს, სხვა ადამიანებს უხერხულში ნუ აყენებ. -ბოდიში-იღიმის ნაილი, შემდეგ კი ლუის შეჰყურებს- ჰარი სადაა? მეგონა ისიც მოვიდოდა ჩემს დასახვედრად. -სკოლაში, მას გაკვეთილის გაცდენა არ შეუძლია. -ვერ მივხვდი, რატომ? ის ხომ დომინანტია? -ნაილ, ჰარი საბმისივია და მან უკვე იპოვა მისი ნამდვილი დომინანტი, წესით დღეს საღამოს უნდა წაიყვანონ. -ოჰ-ჩურჩულებს ლიამი-და მას ეს სურს? -რათქმაუნდა არა, ისევე როგორც ნაილს არ სურდა შენთან ერთად წამოსვლა. ლიამი და ლუი ერთმანეთს თვალებში შეჰყურებენ და ნაილს ისეთი გრძნობა უჩნდება, თითქოს მალე ისინი ერთმანეთს დაეტაკებიან და იჩხუბებენ. “ნაილ,რამე გააკეთე, თორემ უკან სახლში წაგიყვან”-ლიამის ხმა გონებაში ესმის და თვალებს ატრიალებს. ზოგჯერ ვერც კი ხვდება რატომაა საბმისივი და რატომაა ლიამი დომინანტი, ასეთ შემთხვევებში ხომ მან უნდა იცოდეს როგორ მოიქცეს და არა ნაილმა. -ასე ჩემოდნებით ვიდგებით ახლა? ლუი მანქანა მიიღე როცა დომიანტი გახდი?-სწრაფად კითხულობს და ლიამს გვერდით უდგება, ლუი თავს უქნევს, ჩემოდანს იღებს და წინ მიდის. კიდევ ერთი ბედნიერება დომინანტებისთვის. როცა ბრიტანეთში გაყოფის შემდეგ დომინანტი ხდებიან, სახელმწიფო მას მანქანს და სახლს ჩუქნის. თუმცა ლუიმ მშობლების სახლიდან არ წასულა, მერე ჰარიზე და მის მშობლებზე ვინ იზრუნებდა? “ლუის ასე ნუ ელაპარაკები, კარგი ბიჭია!”-გაბრაზებული ნაილის ხმა ლიამის გონებაში ისმის, ლიამი თვალებს ატრიალებს მეორე ჩემოდანს იღებს და ნაილს წინ უბიძგებს. “მაგას იმიტომ ამბობ, რომ შენი ძმაა. ზუსტად ვიცი რომ ჩემი მოკვლა უნდა!” “და შენ არ გინდა იმ დომიანანტის მოკვლა, რომელმაც შენი და წაიყვანა?!” -ჰეი,ხალხო! მეც აქ ვარ, შეგიძლიათ უბრალოდ ილაპარაკოთ?-ლუის ხმაზე ორივე კრთება და აცნობიერებენ, რომ უკვე მანქანასთან დგანან. ლუი საბარგულში დებს ჩემოდანს, ლიამიც იგივეს იმეორებს. -დიდი სიამოვნებით მოვკლავდი, მაგრამ ეგ რომ გავაკეთო ჩემი და მომკლავს! -რაზე ლაპარაკობთ?-ლუი იბნევა და ხან ერთს უყურებს ხან მეორეს. ნაილი რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ გონებაში ლიამის სიტყვები ესმის, ამჯერად ბრძანება რომელსაც უნდა დაემორჩილოს. “ჩემი აკრძალვა არ დაგავიწყდეს. არ ამბობ სიმართლეს, როგორ მაღიარე ნამდვილ დომინანტად! გასაგებია?” -გასაგებია-კბილებში ცრავს ნაილი- შეგეძლო ბრძანება არ გაგეცა, ამის მოყოლას მაინც ვერ შევძლებდი! -საკმარისია-გაბრაზებული ლუი ნაილს წინ ეფარება, როგორც კი ნაილის ტკივილნარევი ხმა ესმის- გასაგებია, რომ მისი დომინანტი ხარ, პატივს თუ მას არ სცემ, მაშინ მე მეცი როგორც დომინანტი დომინანტს! ლიამი არაფერს ამბობს, მხოლოდ ზურგჩანთას იხსნის და ჩანთიდან ბლოკნოტს იღებს, რომელსაც შემდეგ ლუის აწვდის. -ეს რა უბედურებაა?-ლუი შოკშია და გაოცებული ათვალიერებს ბლოკნოტის ფურცლებს. -საკვების ჩამონათვალი რომელიც მისთვის შეიძლება, ასევე შეზღუდული რაოდენობით რომელი შეიძლება და რომელიც ექიმმა აუკრძალა. ბოლოში არის პროდუქტები, რომლებზეც ალერგია აქვს. ასევე წერია წამლები, რომელიც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მიიღოს. -მა..მაგრამ აქ ფსიქტოტროპულებიცაა! -დაძინება უჭირს-თვალებს ატრიალებს ლიამი-პრობლემები აქვს ასევე შიშთან და შფოთვასთვან, თავს ვერ აკონტროლებს.. ყველაფერი ექიმმა გამოწერა! შემიძლია ჩაგაბარო ჩემი საბმისივი? შეძლებ წამლების მიღების დრო არ გამოგეპაროს? ლუი თავს უქნევს, შემდეგ ნაილს შეჰყურებს რომელიც უკვე მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა. -არ დამემშვიდობები?-ჩაიცინა ლიამმა, როდესაც მისი სიტყვების შემდეგ მანქანის კარზე ჩაბღაუჭეული ნაილი გაშეშდა. “არ ხარ ღირსი” “ოჰ, მართლა? იქნებ შენი უკან დაბრუნება ცუდი იდეა იყო?” “ნაგავი ხარ, მე რომ მჭირდებოდა მაშინ არ გამომიშვი და ახლა როცა შენს შვილს შეექმნა პროლემები….” “ჩვენს შვილს, ნაილ! ნორმალურად მელაპარაკე, არ დაგავიწყდეს ვინ ხარ!” ლუიმ გაოცებულმა გახედა, როგორ შეეცვალა ნაილს სახე, როგორ გაუშვა კარების სახელურს ხელი , მანქანას მიეყრდნო და ტკივილისგან ჩაიკეცა. ეს პირველად არ ხდებოდა და ნაილიც თითქოს შეჩვეული იყო, მაგრამ ტკივილი ამჯერად უფრო ძლიერი იყო. თავი ხელებში ჩარგო და თვალები ძლერად დახუჭა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს რამდენიმე წამში თავი ტკივილისგან აუფეთქდებოდა. -ამას როგორ აკეთებ?-ლუის ყვირილი შორიდან ესმოდა, ტკივილი უფრო ძლიერდებოდა, ნაილმა ამოიკვნესა და იგრძნო როგორ იხუტებდა ვიღაც… ლუი! აი ვინ აკლდა მთელი ამ დროის განმავლობაში, ადამიანი რომელიც მას დაიცავდა. :-შეწყვიტე!-ისევ ლუის ყვირილი და ტკივილი მართლაც წყდება, ნაილი აცრემლებულ თვალებს წევს და ხვდება რომ მის გვერდით ლუია ჩამუხლული, ხოლო ლიამი როგორც ყოველთვის ზევიდან უყურებს. -არასდროს დამავიწყდება ვინ ვარ-ჩურჩულებს ნაილი. -მშვენიერია-თითქოს სევდიანად უღიმის ლიამი, შემდეგ კი ლუის შეჰყურებს- ოთხი თვის შემდეგ წავიყვან, მაგრამ თუ ყოველ კვირაში არ დამირეკავ და მისი მდგომარეობის შესახებ არ შემატყობინებ მაშინვე ჩამოვალ და სამუდამოდ წავიყვან, ისე რომ ვეღარასდროს ნახოთ. გასაგებია? ლუი თავს უქნევს და ნაილს აყენებს, შემდეგ კი ისე რომ ზედაც არ უყურებს ლიამს, მანქანაში სვამს, თვითონ მძღოლის ადგილას ჯდება. თუმცა ნაილის და ლიამის საუბარი მათ გონებაში ისევ ყურადღება მიუქცეველი რჩება. “კარგად მოიქეცი, ხომ იცი ვიგრძნობ ისეც ცუდად რომ გახდე.” “როგორც იტყვით, ბატონო”-ლიამს ეღიმება როცა მისი დაუმორჩილებელი საბმისვის ხმა გონებაში ესმის, იმიტომ რომ ხვდება ამ სიტყვებს ნაილი გაბრაზებით ამბობს. “კარგი ბიჭი ხარ”-ეღიმება და თვალს აყოლებს ლუის მანქანას, რომელიც აეროპორტის ავტოსადგომს ტოვებს. *** გზა სიჩუმეში ილევა, ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგაც არცერთი ხმას არ იღებს. ნაილს ფანჯარაში გაუყვია თავი და მონატრებულ ადგილებს ათვალიერებს. რათქმაუნდა უხარია, რომ ამდენი ხნის შემდეგ როგორც იქნა სამშობლოში დაბრუნდა და მის ოჯახს ნახავს… თუმცა ეშინია, რომ ოჯახი მას სხვანაირად შეხედავს. ის ხომ მაინც საბმისივია, უკვე დაკავებული საბმისივი. მის მაჯაზე შავ სამაჯურს დაჰყურებს, შემდეგ კი როგორც იქნა სიჩუმეს არღვევს და ლუის ეუბნება : - მიხარია, რომ დომინანტი ხარ. -მეც - ლუის ცივი ხმის გაგონებისას დაბნეული აქეთ იქით აცეცებს თვალებს. -ჰარი მართლა საბმისივია?-ამჯერად ჩურჩულებს. -კი, რამდენიმე დღის წინ გახდა. -მეგონა ჩემი ნახვა გაგიხარდებოდა- ნაილს ლამის ცრემლები წამოსცვივდეს, ამდენი ხნის შემდეგ როგორც იქნა დაბრუნდა, ლუი კი ისე უხეშად პასუხობს. ლუი ოხრავს და მანქანას გზისპირა პატარა საბურგერესთან აჩერებს. -მე ძველი ნაილის ნახვა გამიხარდებოდა და არა იმის რადაც იქეცი-ისევ ცივი ტონი და სიტყვები, რომლებიც ნაილს გულს ტკენს. ლუი მანქანიდან გადადის და მანქანას უვლის, შემდეგ კი ნაილს კარებს უღებს - მანქანაში აპირებ დარჩენას თუ გადმოხვალ? -თუ ჩემთან ასე მოქცევის გაგრძელებას აპირებ ახლავე დაურეკე ლიამს, ჯობია აქედან წავყვანოს- ლუღლუღებს ნაილი და მანქანიდან გადმოდის- მემგონი ლიამი მართალი იყო, როცა მეუბნებოდა რომ აქ არავინ მელოდა და ჩემი თუნდაც ცოტა ხნით დაბრუნება შეცდომა იქნებოდა. ლუი რამდენიმე წამი აშტერდება აცრემლებულ ნაილს, რომელიც საცაა მართლა დაიწყებს ტირილს, თვალებს ატრიალებს, მაჯაში ხელს ავლებს და საბურგერეკენ მიათრევს. -რას შეჭამ?-ისე ეკითხება, ვითომც არაფერი და მხრებზე აწვება რომ როგორმე სკამზე დასვას. -სწრაფი კვების საჭმელები აკრძალული მაქვს. -ექიმმა აგიკრძალა თუ ლიამმა? -რა მნიშვნელობა აქვს?-ღიზიანდება და ქვევიდან შეჰყურებს- მაინც ვერ შევჭამ, ბრძანების დარღვევა შეუძლებელია! -სამაგიეროდ მისი პერიფრაზია შესაძლებელი -უღიმის და გვერდით უჯდება- როგორ გიბრძანა? -ლუი, რაღაც უაზრობებს ამბობ. -არაფერი დაშავდება თუ მეტყვი. -რავიცი, ჩოვლებრივარად, რომ მავნებელია ჩემი ჯამრთელობისთვის და აღარ უნდა შევჭამო. -ანუ არ დააკონკრეტა როდემდე არ უნდა შეჭამო ან რა არ უნდა შეჭამო? -უზარო კითხვაა, რათ უნდა მაგას ახლა დაკონკრეტება? -რომ ეთქვა აღარასდროს აღარ შეჭამოო, ვერც შეჭამდი მაგრამ გითხრა არ უნდა შეჭამოო. დრო არ მიუთითებია, ესეიგი შეგიძლია შეჭამო. -ჰა, ეგ როგორ?- ლუის ეცინება როცა თვალებგაფართოებულ ნაილს შეჰყურებს. შემდეგ უღიმის, ნაილს თმებს უჩეჩს და საჭმელის შესაკვეთად მიდის. რამდენიმე წუთში ნაილის წინ ფრის და ბურგერების უშველებელი პორცია “იდება” და ლუის ნაილის პირდაღებულ სახეზე ეღიმება, რომელიც ცდილობს არ ეცეს და ნერწყვს ხმაურიანად ჭამს. ლუი რამდენიმე წუთი კვლავაც ცდილობს აუხსნას ნაილს როგორ შეიძლება მისი დომინანტის ბრძანების გააზრება და პერიფრაზირება მისდა სასიკეთოდ და ბოლოს ნაილი ყველაფერს რასაც ხელში ხვდება, პირში იტენის. -ქაღალდიც არ მიაჭამო-იცინის ლუი და მის ფრის შეექცევა, როდესაც მისი ტელეფონი რეკავს. -ლუი, საყვარელო. ნაილი უკვე ნახე?- დედამისის ანერვიულებული ხმის გაგონებაზე ლუის ეღიმება, არც მას სჯეროდა ბოლო წუთამდე რომ ნაილს ნახავდა. -კი დედა, ჩემ წინ ზის და როგორც ყოველთვის საჭმელს ასკდება. -ჰეი!-ბუზღუნებს პირგამოტენილი ნაილი- ‘თ’ულაც ა’ფ’ა . - შეძლებ რომ 2 საათში სახლში დაბრუნდეთ? - ვერანაირად, სამ საათზე მეტი დაგვჭირდება რომ მოვიდეთ. -ლუი, ეცადე მალე მოხვიდე, კარგი?-დედის ხმამ ლუი აანერვიულა. -დედა, რა ხდება?- ლუის დაძაბული ხმის გაგონებისთანავე ნაილი ჭამას წყვეტს და ლუის აშტერდება. ლუის ესმის როგორ სთხოვს დედას მამამისი რომ ტელეფონი მისცეს და რამდენიმე წამში მამის ხმა ესმის- ლუი, რაც შეიძლება მალე მოდი. -რა ხდება მეტყვით რომელიმე?-ხმას უწევს ლუი და კრთება, როდესაც მის წინ მჯდარი ნაილი იბუზება და თავს ხრის. ლუი ყველაზე მეტად ამას ვერ იტანს, როდესაც თავს უფლებას აძლევს დომინანტის ხმა გამოიყენოს. ნაილიც ვერ იტანს, როდესაც დომინანტის მაღალ ხმაზე ინსტიქტიურად ხრის თავს. ის გადაწვეტილებას არ იღებს, ამას მის მაგიერ მისი ორგანიზმი... მისი სხეული, ინსტიქტები აკეთებს. -ჰარი სკოლიდან წამოვიყვანეთ, მისმა დომინანტმა დასაჯა.-ოხრავს მამა- მისმა დომიანტმა დარეკა, 2 საათში მის წასაყვანად მოვა. -რა? რა სასჯელი?-ყვირის- იმედია ის იდიოტი სასჯელის გასვლის შემდეგ მასთან .... -ლუი, ჰარიმ გონება დაკარგა... ჩვენ წამოვიყვანეთ. მისი დომიანტი არ უნახია. -რა ხდება?- ნაილის ჩურჩული ესმის, მაგრამ მას ყურადღებას არ აქცევს. -მაგრამ საბმისივისთვის აუცილებელია მისი პირველი სასჯელის შემდეგ დომინანტი მასთან იყოს და გაამხნევოს! ამის დედაც, ბოლოსდაბოლოს ფიზიკური კონტაქტი და მისი შექებაა საჭირო რომ საბმისიივი საბსფეისში არ ჩავრდეს, რაზე ფიქრობს მისი დომიანტი საერთოდ?! -არ ვიცი, ლუი. დედაშენი ვერ ახერხებს ჰარის დამშვიდებას.... -დამალაპარაკე!- კატეგორიული ხმით წარმოთქვამს და სანამ მამა ტელეფონს ჰარის მეორე სართულზე აუტანს, ლუი ნაილს ანიშნებს რომ უნდა წავიდნენ და სწორედ მაშინ როცა ისინი უკვე მანქანაში ჯდებიან ლუის ჰარის ჩურჩული ესმის : -ლუ... -ჰარი , კარგად ხარ?-ანერვიულებული ეკითხება ძმას. -არა... არ ვიცი... მგონი. -ჰარი ეგ როგორ გავიგო?! -მართლა არ ვიცი-ლუღლუღებს და ლუის მისი სრუტუნი ესმის. -ჰარი, შენ რა ტირიხარ? -ლუი, მემგონი ცუდად ვარ... მინდა რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს- ლუი ხვდება რომ ჰარი ტირის და წარმოიდგენს, ბალიშზე მიხუტებულ ძმას. მის გონებაში სიბრაზე ისადგურებს იმ დომინანტისადმი, ვინც მისი ძმა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. -ჰარი, ნორმალურად ამიხსენი რა გჭირს. -არ ვიცი, ყველაფერი მტკივა... ასე მგონია სადღაც დავფრინავ, გარემოს კარად ვერ აღვიქვამ... ლუ.... -ჰარი, მისმინეე. ეს ნორმალურია, შენ დომიანტს არ შეუქიხარ სასჯელის შემდეგ და არ უთქვია რომ კარგად გაუძელი ამ ყველაფერს. შენი ორგანიზმი ამას ბრძანების დარღვევად აღიქვამს, ამიტომ ხარ ასე ცუდად... ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა სამივემ იცის რომ არაფერი იქნება კარგად, არცერთს არ სჯერა რომ ყველაფერი დალაგდება. არც ლუის გვერდით მჯდარ ნაილს, რომელსაც მისი პირველი სასჯელი ახსენდება და თვალები უცრემლიანდება ტკივილის გასენებისას, არც ლუისს რომელმაც იცის რომ თუ სასჯელის გასვლიდან 5 საათის განმავლობაში დომინანტი საბმისივს სასჯელის გადატანისთვის არ შეაქებს, საბმისივი მოკვდება.... და არც ჰარის, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი სურვილი აქვს. მოკვდეს და ეს ტკივილი და ცხოვრებისადმი იმედგაცრუება შეჩერდეს...თუმცა სიკვდილის უფლებაც კი ალექსანდრამ უნდა მისცეს. *** ჰარი საბანშია გახვეული და ემბრიონის პოზაში წევს. საწოლის გვერდით, ჩემოდანი დევს , რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩაალაგა. თვითონაც არ იცის, როგორ შეძლო ფეხზე ადგომა და ამის გაკეთება, თუმცა ეს ხომ ბრძანება იყო. ახლა კი საბანში გახვეული, ბალიშში თავჩარგული, თვალებდახუჭული წევს და ცრემლებისგან დანამულ ბალიშის სისველეს გრძნობს. ცრემლები ლოყებზე უფრო მეტად ამძაფრებენ მის უცნაურ გრძნობას, რომელიც ვერაფრით აუხსნია. თითქოს მთელს სხეულში გამჯდარი ტკივილი ფიზიკური კი არ არის, არამედ სულიერი. დედამ აუხსნა რომ ასე ხდება ხოლმე, ლუიმ უთხრა რომ ეს ნორმალურია. მასში ძველი ჰარი ჯერ არ მომკვდარა, მას ახსოვს თავისუფლება, მასში თითქოს 2 ადამიანი ცოცხლობს. ძველი ჰარი და ახალი, საბმისივი.... საბმისივი, რომელიც ელის სასჯელის “წარმატებით დასრულების” გამო შექებას და ძველი ჰარი რომელსაც ეს ყველაფერი ეზიზღება. რომელსაც ამ ყველაფერს სიკვილი ურჩევნია, სწორედ ის სიკვდილი რომელიც ასე შორსაა მისგან. მან იცის რომ მასში საბოლოოდ საბმისივი გაიმარჯვებს, რადგან ის ჰარიზე ძლიერია. ეს ინტიქტებია, ათასწლიანი, რომელსაც ვერ შეეწინაღმდეგება. ეს დაუწეელი კანონებია,რომლებსაც ვერ შეცვლის. ჰარიმ იცის რომ მთელს მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა არსებობს, სადაც მისნარები თავისუფლები არიან... ჰარი წამოჯდა და ფანჯარას გახედა. ნუთუ გაქცევას შეძელბს? -ჰარი დაიმალე!-დედის ხმაზე უემოციოდ იხედება კარისკენ, დედა ოთახში შემორბის, ხელს კიდებს და კარადისკენ მიათრევს.- ის გოგო ქვევითაა, ვუთხარი რომ დაგიძახებდი, ლუი მალე მოვა.... დედამისი კიდე რაღაცეებს ეუბნება, მაგრამ აღარაფერი ესმის. მხოლოდ ის იცის რომ ახლა რომც დაიმალოს, მას მაინც წაიყვანენ... რა მნიშვნელობა აქვს როდის? -გამიშვი-ჩურჩულებს ჰარი და დედას აჩერებს, შედეგ კი ნელა აშვებინებს მის ხელს და დედას ჩაცრემლებულ თვალებს შეჰყურებს. -დე... აზრი არ აქვს, მნიშვნელობა არ აქვს, როდის წამიყვანენ... რაც მალე, მით უკეთესი..... თუ დაგვიანდება, იმედი გამიჩნდება... იმედი, რომელიც მალევე გაქრება და მეც საბოლოოდ გავტყდები. დედა მის სახელს რამდენჯერმე ჩურჩულებს, როდესაც ბიჭი მას შუბლზე კოცნის და ოთახიდან გადის. -ჰმ, მეგონა გაქცევას გადაწყვეტდი- დამცინავად ათვალიერებს გოგონა, კიბეებზე ჩამოსულ ჰარის, მაგრამ დამცინავი ღიმილი სახეზე ახმება, როდესაც ჰარის სახეს ხედავს. უემოციო, თვალები გაშტერებული, თითქოს უკვე აღარაფერი აინტერესებს. -ნუთუ ასეთი ადვილი იყო შენი გატეხვა, ჰარი?-ჩურჩულებს გოგონა და მზერას აყოლებს, როგორ ჩამოაქვს ჰარის მამას ჩემოდანი და როგორ ატანს მსახურს, რომ ის მანქანაში ჩადოს. მისი ჩურჩული არავის ესმის, არც ჰარის , არც მამამის და არც მსახურებს... ალექსანდრა სახლს ათვალიერებს, ზედმეტად მდიდრული.... მან ხომ ყოველთვის იცოდა რომ ჰარის ოჯახი მდიდარი იყო, თუმცა არ ეგონა რომ იმდენად მდიდარი იქნებოდა რომ ჰარი 4სართულიან სახლში იცხოვრებდა. მისი სახლი ახსენდება , სადაც მშობლებთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს და ჰარის აქ დატოვება უნდება.... ის ხომ მას ვერასდოს მისცემს სიმდიდრეს. ალექსანდრას ჰგონია რომ მდიდარ ოჯახში დაბადებული ჰარი მასთან ვერ გაძლებს და ოდნავ იღიმის, დროა სიმდიდრეში მცურავი ჰარი უკან, მიწაზე დააბრუნოს. გოგონა იბნევა, როდესაც უეცრად ხედავს როგორ ჩამორბის ჰარის დედა კიბეებზე და მის წინ მუხლებზე ეცემა. ჰარი კრთება და წამებში მის სახეზე დაბნეულობა და ალექსანდრასადმი ზიზღი ისახება. -გემუდარებით ..... არ წაიყვოთ, კიდევ ცოტა ხანი დატოვეთ...კიდევ ერთ შვილს ნუ წამართმევთ, ამდენს ვერ გადავიტან... და სანამ მამამისი დედას მუხლებიდან აყენებს და მის დამშვიდებას ცდილობს, ალექსანდრა თავჩახილ ჰარის შეჰყურებს, რომელსაც ხელები დაუმუშტია და გონებაში ჰარის დედის სიტყვები ჩანაწერივით მეორდება “კიდევ ერთ შვილს ნუ წამართმევთ”. -მშობლებს დაემშვიდობე და წავიდეთ- ბრძანებას გასცემს ალექსანდრა და მხოლოდ ჰარი დომინანტი მამა ამჩნევს, რომ გოგონას ხმა უკანკალებს და ეს უბრალო სიტყვებია, რომელებიც მბრძანებლური ხმითაა დაფარული. -ჯერ მაჯა მანახეთ, იქნებ და ჩემი შვილის სახელი და გვარი არ გაწერიათ. ჰარი მამას შეჰყურებს და თავს აქნევს უარის ნიშნად , შემდეგ კი სახლიდან სწრაფი ნაბიჯებით გადის. არ სურს დაინახოს ალექსანდრას მაჯაზე მისი სახელი, რადგან მაშინ აღიარება მოუწევს იმის რომ ამ გოგონას ეკუთვნის... არც მშობლებს ემშვიდობება, იმიტომ რომ ჯერ კიდევ იმედი აქვს რომ უკან დაბრუნდება.... იმედი აქვს რომ მისი უფროსი ძმა დაეხმარება, დიდები ხომ ყოველთვის ეხმარებიან პატარებს. *ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ : ლიამი, ლუისი, ნაილი, ჰარი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.