შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გთხოვ მუცელში არ დამარტყა! (სრულად)


23-07-2017, 01:13
ავტორი Nanaga
ნანახია 6 887

''გთხოვ მუცელში არ დამარტყა''

დღევანდელ გოგოებს რომ ვუყურებ როგორ აფანატებენ თავიანთ მეორე ნახევრებზე, სიცილით ვკვდები.
განა ირონიას ან რამეს ვგრძნობ, უბრალოდ მეცინება კიდევ რომ სჯერათ ამ სიყვარულობანას თამაშების.
განა მე არ შემიძლია სიყვარული ან ვინმე არ მყვარებია, პირიქით ძალიან რომ მიყვარდა მაგიტომ მეცინება. ისტერიულად მეცინება უკვე როცა ვიგებ ვინმეს ვინმე შეუყვარდაო და ერთად არიანო.
სიყვარულმა დამასუსტა, დამამახინჯა და სამუდამოდ ჩაიწერა შავ სიაში.

___________________________

თეკო (26) და ზაზა. (27)

მე და საბა ერთმანეთს დაბადებიდან ვიცნობთ.
ოჯახები წლები მეგობრობდნენ, ერთ უბანში ცხოვრობდნენ.
ისე მოხდა, რომ ბაღში ერთ დროულად შეგვიყვანეს, მაშინ ასაკობრივი შეზღუდვა არ იყო და ამიტომაც უპრობლემოდ ვისხედით ერთ ჯგუფში.
ვიზრდებოდით და-ძმასავით. ისე უხაროდათ ჩვენს ოჯახებსაც ჩვენი ეს დამოკიდებულება, სამწუხაროდ არც ზაზას და არც მე დედ მამიშვილი არ გვყავდა, ამიტომ როგორც მშობლები იტყოდნენ ერთმანეთს ავსებთო.
ბაღი რომ დავამთავრეთ, ერთ სკოლაში შეგვიყვანეს, რა თქმა უნდა მაშინ სკოლაშიც ძირითადად უბნელი ბავშვები მოვხვდით და კიდევ უფრო ჭკუაზე არ ვიყავით, მე და ზაზა ერთ მერხზე ვისხედით. ისე მაგრად ვმეგობრობდით, ყველას უკვირდათ. ჩვენ შორის არც ჩხუბი ყოფილა, არც კამათი და პირიქით ისე გავიზარდეთ ერთმანეთს არ დავშორებივართ. დასასვენებლად ხან ჩემთან მივდიოდით ხან ზაზასთან, მის მშობლებთანაც ისე ვიყავი როგორც საკუთართან. ერთი ზაფხული იყო მხოლოდ, ზაზა მამამისმა რუსეთში წაიყვანა არდადეგების პერიოდში, ისე გამიჭირდა უზაზობა, მეგონა ჰაერი არ მყოფნიდა. დღე და ღამ მელაპარაკებოდა ტელეფონში. მენატრებოდა უზომოდ და ვნატრობდი ნეტა მალე გავიდეს ეს ზაფხული თქო. იქ ზაზას ვიღაც გოგო შეყვარებია და ლამის მოვკვდი ტირილით, ზაზას მხიარული ზაფხული ჩემი უხასიათობის და უმადობის საფუძველი იყო. ძალიან მიჭირდა საკუთარ თავთან აღიარება რომ ზაზა სიგიჟემდე მიყვარდა და რომ ვიგებდი იმ გოგოსთან რა კარგად იყო, უფრო ნერვები მეშლებოდა, მაშინ 17 წლის ვიყავი ან 16 ს ზუსტად არ მახსოვს.
რომ ჩამოვიდა სიხარულით ცას ვეწიე, ისე მიხაროდა თავაწეული დავდიოდი ყველგან, ზაზას ის გოგო არ უხსენებია საერთოდ. რა თქმა უნდა ჩვეულებრივ პონტად აღვიქვი და არც მე მიდარდია დიდად.
ნელ-ნელა ჩვენი გრძნობები და-ძმურს სცდებოდა და ქალ-ვაჟურისკენ იხრებოდა.
ვგრძნობდი ზაზაც როგორ განიცდიდა ამ ყველაფერს, არ ვიცი ალბათ ორივეს გვეუხერხულებოდა აღიარება რომ შეყვარებულები ვიყავით ყურებამდე.
რამოდენიმე კვირა საერთოდ გავწყვიტე ზაზასთან ურთიერთობა, რომ ვხვდებოდი ვტანჯებოდი. ვფიქრობდი ასე უფრო მარტივად გადავიტან თქო.
არაფრის არც სურვილი მქონდა და არც ხალისი. მეგობრებთან ერთად დავდიოდი სულ, ვცდილობდი ზაზაზე არ მეფიქრა.
როცა მირეკავდა ან მაკითხავდა უარს ვამბობდი მასთან კონტაქტზე.
ჩემები დიდად არ დაინტერესებულან ამ ამბით, იფიქრეს ალბათ რამეზე იჩხუბეს და შერიგდებიანო.
ეტყობა ზაზაც გრძნობდა უჩემობას.
ზაფხულში სამი დაქალი წავედით ელენესთან სოფელში.
თან ის პერიოდი იყო ეროვნული გამოცდები რომ დავწერეთ და პასუხებს ველოდებოდით.
მათთან გამოვტყდი რომ ზაზა მენატრებოდა და მიყვარდა, რა თქმა უნდა მანუგეშებდნენ და განიცდიდნენ ჩემს ამბავს მაგრამ არ ამართლებდნენ ფაქტს რომ ზაზას აღარ ვნახულობდი.
დედას გეფიცებით, დღემდე არ ვიცი მაშინ რომელიმემ შეატყობინა თუ არა ზაზას ეს ამბავი და საერთოდ სად ვიყავით, ან საიდან გაიგო არაფერი არ ვიცი რადგან იმ საღამოს ისეთ ემოციებში ვიყავი აღარ მაინტერესებდა არაფერი.
ერთ საღამოს საერთოდ რომ არ ველოდებოდი, თამუნა (ჩემი დაქალი)
მორბის დაქასქასებული და ზაზა გკითხულობსო მეუბნება, გავგიჟდი რას ქვია მკითხულობს თქო, მემეგონა ტელეფონზე თუ რეკავს მეთქი, ან საიდან გაიგო ნეტა ჩემები გავაფრთხილე თქო. არა აქ არისო ამაყად გამომიცხადა.
ვერ აღგიწერთ რა დამემართა, მთლიანად ბიოდენებმა დამიარეს, ისტერიული ტირილი ამიტყდა და თან გიჟივით ვიცინოდი.
გარეთ ისე გავედი არაფერი შემიმჩნევია.
- რატომ არ მნახულობ ამდენი ხანი? - ძალიან კარგად მახსოვს ზაზასთან მაშინდელი დიალოგი და მისი რეაქციები, მთელი სახე დაჭიმული ჰქონდა მაგრამ მაინც შევამჩნიე ის სიხარული, რაც ჩემი ნახვისგან იყო გამოწვეული.
- იმიტომ რომ არ მინდა - მეც ამაყად გამოვუცხადე და ხელები გადავიჯვარედინე.
- რას ქვია არ გინდა? ეს დედამო%ნული გირეკავ არ მპასუხობ, გკითხულობ არ მინდა შენი მოკითხვაო, გეძებ და საერთოდ არც ვიცი რა დავაშავე - მეგონა დამარტყამდა ისეთი გაბრაზებული იყო - თეკო მითხარი რამე გეწყინა ჩემგან? თუ რა გჭირს? - ისეთი თბილი ხმით მელაპარაკებოდა ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მინდოდა მივსულიყავი ჩავხუტებოდი და საერთოდაც მინდოდა რომ თვითონ ეთქვა ყველაფერი მაგრამ ასე არ გამოვიდა.
- მე არ შემიძლია ზაზა შენთან ურთიერთობა, არც შენთან მეგობრობა და საერთოდ სჯობს ერთმანეთს თუ დავივიწყებთ - ვეუბნებოდი და თან ვსლუკუნებდი, ისეთ ემოციაში ვიყავი, რამე ბასრი რომ მქონოდა თავს მოვიკლავდი.
ვიცოდი ას პროცენტიანი ზაზასაც რომ ვუყვარდი მაგრამ მაინც თავს იკავებდა.
- რატომ ამიხსენი და თუ ჩავთვლი მიზეზად ისე წავალ რომ ჩემზე დეცსაც ვერ გაიგებ - ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს და თან სახეზე ხელებს ისვამდა
- იმიტომ რომ უბრალოდ არ შემიძლია შენთან მეგობრობა. ვერ ხედავ რომ მიყვარხარ? - ისე გამიჭირდა მაშინ ამ სიტყვების თქმა თან ისე მცხვენოდა, მეგონა ზაზას დავკარგავდი, თან ისე მღლიდა ეს ურთიერთობა. მითუმეტეს ზაზასგანაც ვგრძნობდი ინტერესს.
- მერე სულელო რომ შეგიყვარდი მაგის გამო აღარ გინდივარ ახლა? - იცინოდა და თან თმებზე მეფერებოდა.
- რას მეკაიფები? ხო არ მინდა და მორჩა, შემეშვი რა საერთოდ, ხომ ხედავ რომ ვიტანჯები ამ ურთიერთობით და რას გადამეკიდე? მაცადე რომ მოვიწყო ცხოვრება, რა გინდა ზაზა ჩემგან ჰა? ჩვენ ისევ მეგობრები ვეღარ გავხდებით ხომ იცი შენ ეს? - ბავშვვით ვსლუკუნებდი, პრინციპში მაშინ ბავშვიც ვიყავი.
ზაზა კიდე დამცინოდა და ისე თბილად მეფერებოდა, თმაზე მეთამაშებოდა და ცრემლებს თითებით მწმენდდა. მისი ქცევებით მე უარესად ვხდებოდი, ვერ ვიგებდი როგორ შეიძლებოდა ასე მშვიდად ყოფილიყო როცა მე წუთების წინ სიყვარულში გამოვუტყდი.
არაფერი არ უთქვამს ზაზას, ნერვები უფრო და უფრო მისუსტდებოდა, ალბათ შეამჩნია ჩემი მდგომარეობა და ისე ნელა მაკოცა ტუჩებზე, მუხლებში მოვწყდი ნერვიულობისგან და ტირილს კიდევ უფრო ვუმატე.
- მეც რომ მიყვარხარ სიგიჟემდე თავი როგორ დაგანებო? - საერთოდ სხვანაირი ხმით მელაპარაკებოდა, თბილი და სიყვარულით სავსე.
მე კიდევ ვუმატებდი ამ ტირილს და ვუმატებდი.
იმ დღეს ერთმანეთს გამოვუტყდით სიყვარულში, 12 აგვისტო იყო. დიდგორობა. ეს რიცხვი რატომღაც უფრო კარგად დამამახსოვრდა.
იმდენად ბედნიერი ვიყავი განვითარებული მოვლენებით, საერთოდ აღარ ვფიქრობდი აღარაფერზე. ჭკუაზე არ ვიყავი, მეცხრე კი არა მეცხრაასე ცაზე დავფრინავდი.
ზაზასთან ისეთი ურთიერთობა მქონდა ყოველთვის, შეუძლებელი იყო ასეთი გრძნობა ვინმეს განეცადა.
სანამ ეროვნულის პასუხები არ გავიგე, ჩემი მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, არც ზაზასებისთვის.
ჩემი სიხარული ჩემმა გრანტმა კიდეც უფრო გაამყარა და ამაყად დავდიოდი დედამიწაზე. ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად. ჰაერში ვიყავი ბედნიერებისგან.
ზაზამ შეკრიბა ორივეს მშობლები და გამოვაცხადეთ რომ ერთმანეთი გვიყვარდა.
ჩვენებს ისე უხაროდათ, გიჟდებოდნენ.
თან ამბობდნენ ჩვენ კი გვინდოდა მაგრამ თქვენს ურთიერთობაში როგორ ჩავერეოდითო.
უნივერსიტეტს და სიყვარულს ისე ვუთანხმებდი ერთმანეთს, პრობლემა არ მექმნებოდა.
ვიცოდი რომ ზაზას ვუყვარდი და მეც სიგიჟემდე მიყვარდა, ყველაფერს ვგეგმავდით. ვფიქრობდით მომავალზე და ერთმანეთს ვაღმერთებდით.
ერთი წლის თავზე ხელი მთხოვა და ძალიან მალე შევუღლდით.
ისეთი ქორწილი გადავიხადეთ, რომ იტყვიან ჩიტის რძე არ აკლდა. ყველაფერი ისეთი არაჩვეულებრივი იყო არც კი მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვარ და მალე გამეღვიძება თქო.
ზაზა საერთოდ იდეალური ადამიანი იყო ჩემთვის, რომ ეთხოვა სიცოცხლეს დავუთმობდი. ყველაფერს ვერც დავწერ და არც დავწერ, რაღაც მინდა რომ პირადი პირადად დარჩეს, მაგრამ ის ზღაპრული სიყვარული რაც მე და ზაზას გვქონდა, გინდაც ურთიერთობა, არ მეორდება, ისეთი ბედნიერი ვიყავი, მალე ჩემი ბედნიერება მესამე წევრის არსებობამ უფრო გაამყარა.
ჭკუაზე არ ვიყავი, სულ ვიკრიჭებოდი, თვალები მიციმციმებდა, ისე მიხაროდა ბავშვი, ისე მიხაროდა რომ არ ვიცი, ალბათ სანამ არ გამოცდით ვერ მიხვდებით. ვგიჟდებოდი იმ წუთიდან ჩემს პაწაწინაზე, როგორც კი მისი არსებობის შესახებ გავიგე. ის იყო ჩვენი დიდი სიყვარულის ნაყოფი, ზღაპრული სამოთხის ნაყოფი.
დროთა განმავლობაში ვგრზნობდი რომ ზაზასთან ურთიერთობა მიფუჭდებოდა, უხაროდა შვილის ამბავი მაგრამ მალე ისე მოხდა სამსახური დაკარგა, უნივერსიტეტში ვეღარ დადიოდა და საერთოდ აუშვა. მეც დავანებე თავი მიუხედავად იმისა, რომ ჩემები დაჟინებით მთხოვდნენ არ გააკეთოვო. ნუ აკადემიური ავიღე და ისინიც დავამშვიდე რომ თავს არ დავანებებ მეთქი. რა თქმა უნდა მათაც გამიგეს რადგან ოჯახი ასე მოითხოვდა.
ზაზას ცვლილება ძალიან მაბნევდა, თითქოს ისეთი თბილი აღარ იყო ჩემს მიმართ. აღარ მელაპარაკებოდა, სულ სადღაც გადიოდა, თავს მარიდებდა, საღამოობით კი ან მთვრალი მოდიოდა ან კაიფში მყოფი. ვეხვეწებოდი და ვემუდარებოდი ძველი ზაზა დამიბრუნე მეთქი, შვილი მაინც შეიცოდე როგორ იქცევი მთელი დღე სადღაც დადიხარ ღამე კიდე არაფხიზელი ხარ თქო, იმასაც ვთხოვდი ეთქვა რა სჭირდა, მითხარი ჩემზე ახლობელი ვინ გყავს, ხომ იცი რომ შენს გამო ქვეყნიერებას გადავდგამ მეთქი. მშობლებს თავს ვაჩვენებდი, რომ არაფერი არ ხდებოდა ცუდი, პირიქით ვარწმუნებდი რომ ბედნიერი ვიყავი, ჩემებსაც და ზაზასიანებსაც. ისინიც კმაყოფილები იყვნენ ჩემი პასუხებით.
ერთ საღამოს ზაზა დალურჯებული ვენით მოვიდა, სისხლის კვალი მაიკაზე ეტყობოდა, ტვინში სისხლი ჩამექცა და ტირილი დავიწყე.
ისევ ვეხვეწებოდი მორჩი ამ ყველაფერს და ძველებურად ვიყოთ თქო.
პირველად ცხოვრებაში დამიღრიალა და დამარტყა.
შოკირებული ვიყავი მაგრამ ვფიქრობდი ალბათ რამე აწუხებს და მე კიდევ უფრო შევაწუხე ჩემი ეჭვიანობით, ტირილებით და ისტერიკებით თქო.
მერე ცემამ და ღრიალმა სისტემატიური სახე მიიღო.
ვეხვეწებოდი ოღონდ მუცელში არ დამარტყა მეთქი, ვთხოვდი ვემუდარებოდი.
5 თვის ორსული წიხლის ქვეშ ვყავდი გაგდებული, კლანჭებით ვცდილობდი ოჯახის დაცვას. მეშინოდა და თან მაინც მაზოხისტურად მიყვარდა.
სამწუხაროდ მეექვსე თვეზე ნაყოფი მომშორდა, იყო საავადმყოფო წამლები ნაყოფის დაშლა და მთელი პროცედურები რაც ჩემთვის მეტად მტკივნეული აღმოჩნდა. მშობლებისთვის არაფერი არ მითქვამს, ზაზას მამა რუსეთში იყო, დედა კი გადმოდიოდა ხშირად ჩვენთან მაგრამ ამ ამბებზე ხმას არ ვიღებდი.
ნაყოფის მოშლა რომ გაიგო, მაშინვე ბოდიშები იხადა, თავი იმართლა მეხვეწა მემუდარა დაბრუნდი ისევ ჩემთანო.
მეც თან მიყვარდა და თან მეცოდებოდა. ახლა ვხვდები რომ ზაზა კი არ მიყვარდა, არამედ ის მოგონებები რომელიც ასე ჩემი იყო, მე მიყვარდა ძველი ზაზა. ჩემი მეგობარი, ქმარი, ძმაკაცი და ყველაზე საყვარელი ადამიანი, მე მიყვარდა ის ადამიანი, რომელიც ღამით მადგებოდა სახლში, ზამთარში ყვავილები მოჰქონდა, პრობლემას მიგვარებდა და ყველანაირად ვუყვარდი და ამხელა სითბოს მაძლევდა. დიახ მე ძველი ზაზა მიყვარდა და მენატრებოდა.
ისევ დავბრუნდი იმ სახლში, ზაზა ისევ კალაპოტში ჩადგა, წიკები ჰქონდა მაგრამ მაინც არ აძლევდა უფლებას საკუთარ თავს ცუდად მომქცეოდა.
მალევე გავიგე, რომ კიდევ ორსულად ვიყავი, ეს იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც ბოლო პერიოდში აკაშკაშკდა. ისევ დაიწყო ზაზას ცვლილებები, საკუთარ თავს ვეკითხებოდი ნუთუ შვილი არ უნდა თქო, ისევ ცემა, ყვირილი, ჩხუბი, ისევ ყველაფერი ძველებურად. რამდენჯერაც წამოვედი იმდენჯერ უკან დამაბრუნა.
ბავშვი გართულებით გავაჩინე, საკმაოდ მძიმე სიტუაცია მქონდა და მადლობა იმ ექიმს რომელმაც მეც და ჩემი შვილიც გადაგვარჩინა.
4 თვის თავზე მოვკიდე ბავშვს ხელი და სახლში დავბრუნდი.
ჩემებს ყველაფერი ვუთხარი, აღარ შემეძლო ამდენი რამის მოთმენა. აღარც მეგობარს ვიკარებდი და აღარც არავის, უნივერსიტეტზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.
ჩემებს ვთხოვდი მიშველეთ ან დაელაპარაკეთ ან რამე ზომები მიიღეთ თქო..
ზაზას არ ვიცი გამბედაობა საიდან ჰქონდა, ტირილით მოვიდა ჩემს მშობლებთან, მუხლის ჩოქებზე დამდგარი მემუდარებოდა შერიგებას, ვეუბნებოდი რომ თავი დაენებებინა მაგრამ მაინც ყოველ დღე ამ ფარსს თამაშობდა, იფიცებოდა ყველაფერს ვხვდები და დაბრუნდიო, მიყვარხარ და უთქვენოდ თავს მოვიკლავო. ჩემების წინააღმდეგობების მიუხედავად მე მაინც დავბრუნდი ზაზასთან. ექვს თვეში ისევ უკან წამოვედი, ისევ იგივე ხდებოდა, ამჟმად უკვე მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად. საბოლოოდ წამოვედი, ჩემმა შვილებმა მომცეს ძალა რომ მათთვის ეს ტრამვა არ მიმეყენებინა. ერთი თვე ისე გავიდა ზაზა არ შემხმიანებია, მაინც მიყვარდა და მთელი ღამეები ვტიროდი, მეორე ბავშვზე საერთოდ ვეღარ ვფიქრობდი, საჭმელს ვჭამდი იმ იმედით, რომ პატარა მოძლიერდებოდა, მეშინოდა და ჩემი თავი მძულდა, რომ ზაზა კიდევ მიყვარდა,
აღარ ვპასუხობდი ზაზას შემდგომში წამოსულ ინიციატივას, ზარებს, ტელეფონსაც ვთიშავდი საერთოდ არაფერი აღარ მინდოდა. შემდეგ რომ დამეკონტაქტა მეც ვუპასუხე, ისევ იფიცებოდა დამიბრუნდიო, სამსახური ვიშოვე და ყველაფერს დავალაგებო. მთხოვდა ბავშვი მაინც მეჩვენებინა, ვეუბნებოდი რომ მისი მე არაფერი მჭირდებოდა, ბავშვებისთვის გაეწია მამობა, ისევ აგრძელებდა რომ თავს მოიკლავდა ჩემი და ბავშების გარეშე. დარწმუნებული იყო, რომ ისევ მასთან დავბრუნდებოდი.
მე კი რატომღაც გავცივდი მის მიმართ. ღამ-ღამობით ვასველებდი ბალიშს ცრემლებით თუმცა ზააზას მიმართ გრძნობა აღარ მქონდა, არ მსიამოვნებდა მისი მოკარება, ნახვა და საერთოდ მისი არსებობა არ მსიამოვნებდა. ვერ ვიტანდი რომ იგივე ჰაერს ვსუნთქავდით. მე მიყვარდა ის ზაზა, რომელსაც ადრე ვიცნობდი. ახალი კი სიკვდილამდე მეზიზღებოდა.
მართლაც ყველაფერი კალაპოტს უბრუნდებოდა, ცალ-ცალკე ვცხოვეობდით მაგრამ ბავშვს ნახულობდა, პატარაც მის სიახლოვეს გრძნობდა და მუცელში მისი ხმის გაგონებისას ფართხალებდა. გაგიჟებული ვიყავი, ვიცოდი უეჭველი გავგიჟებოდი.
მალე ჩემი იმედები ისევ დაიმსხვრა.
ზაზა დაიჭირეს ყაჩაღობაზე და 8 დან 12 წელი ემუქრებოდა, ამხელა მუცლით დავდიოდი სასამართლოებზე, ბავშვს ვეღარსად ვტოვებდი, ხან საბუთებზე დავრბოდი ხან ადვოკატის ფულზე.
ზაზა კიდევ ადამიანს აღარ ჰგავდა, არ ვიცი რა ცვლილება მოხდა მის თავში მაგრამ ისეთი სევდიანი და სხვანაირი იყო.
მხოლოდ იმას მეუბნებოდა, ამდენი ხანი როგორ გამიძელიო, შენი ვალიდან ვერასდროს ამოვალ და ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც უნდა ავიყუდო და ვილოცოვო.
ხვდებოდა, რამხელა დანაშაული ჰქონდა ჩემს წინაშე.
მის მერე აღარც სასამართლოზე მივსულვარ, ჩემი თავი ისე მეზიზღებოდა ერთხელ ვენებიც კი გადავიჭერი, მიყვარდა მაგრამ არ მინდოდა მასთან ყოფნა. ბავშვების მიმართ აგრესიას ვავლენდი. ზაზა აგრძელებდა დარეკვას და მთხოვდა ვიცი შენ არ მაპატიებ მაგრამ ბავშვები მაიცნ მაჩვენეო, პატარას ვერ შევიყვანდი, უფროსი კი მივიყვანე ციხის პაემანზე. იცოდა რომ აღარ შევურიგდებოდი. ბავშვს ეთამაშებოდა და კოცნიდა. მე კი ჩემთვის ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი. საკანს ვუყურებდი და აქა იქა ამოკაწრულ სიტყვებს გონებაში კი სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი.
- როგორ დაგტანჯე და შენ კიდევ მაინც აქ ხარ, ჩემთან, ამდენი ხნის შემდეგ - მეუბნებოდა და ბავშს ეფერებოდა, ხმაში იგრძნობოდა სევდა და ის ტკივილი, რასაც განიცდიდა.
- ზაზა აზრი აღარ აქვს სინანულს, დამტანჯე თუ გამახარე რაღაც კარგი მაინც მაქვს მაგ ურთიერთობიდან, ორი შვილი მყავს რომელიც მაბედნიერებს, ორივე ბიჭი. ნეტავ რომ გაიზრდებიან და შენ ამბებს გაიგებენ, მოუნდებათ შენი ნახვა? ხომ ეჭვი არ გეპარება რომ ორივეს კარგად გავუშლი ამ თემას - ბრაზმორეული ვიგესლებოდი და ზაზას ნაღვლიან თვალებს ჩემს ანთებულს ვუხვედრებდი - ღმერთს ათასჯერ მადლობა გადაუხადე რომ ასე ლაითად გაიწირე. რომ მოგკლა არ შემებრალები მაგრამ შენისთანებისთვის ეგეც კი სამოთხეა - ვუთხარი ის რასაც ვფიქრობდი და საერთოდ არ მადარდებდა რას იზამდა, აღარც შიში მქონდა და აღარც სიყვარული, მიხაროდა რომ ასე გაუბედურებულს ვხედავდი, როგორც მე მთელი ცხოვრება გამიწამა და ბედნიერება არ შემარგო.
მართლაც, ისე მოკვდა პატარა თორნიკე არ უნახავს.
ციხიდან ტუბერკულიოზი აიკიდა, არ ვიცი შეგნებულად არ იმკურნალა თუ რა მოხდა, მაგრამ ორ წელიწადში ფილტვის გახვრეტაც დართო და ციხის საავადმყოფოში დალია სული.
ისე მიჭირდა ამ ყველაფრის გადატანა მარტოს.
გიჟი არ გეგონოთ, უბრალოდ ხანდახან ძველ ზაზას ველაპარაკები, ვუყვები ყველაფერს, საფლავზეც ხშირად ავდივარ ხოლმე. ვუყვები შვილის ისტორიებს, რას მეტიტინება პატარა ბაღიდან დაბრუნებული და ასე შემდეგ. ახალზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს. მახსენდება ყველა ბედნიერი წუთი და ასე მგონია თავს უფრო ვიტანჯავ. ჩემს მეხსიერებაში დარჩა ძველი ზაზა. ახალზე ყველაფერი გავფილტრე და ყველაფერი წავშალე.
ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ თავს, იციან მამა რომ არ ჰყავთ. ვუთხარი რომ დაიღუპა. არ მომიგონებია ტყუილი შორსაა წასული და მოვა. საკმაოდ ჭკვიანები არიან. ვეუბნები რომ როცა გაიზრდებიან აუცილებლად ვეტყვი სიმართლეს, ყველაფერს მოვუყვები მათ. თვითონ განსაჯონ ყველაფერი. რა თქმა უნდა ისტორიაში ვერ მოგიყევით იმდენად ბევრი რამ, რასაც მათ ვეტყვი მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემი შვილები, ჩემი ცხოვრებები და ჩემი სუნთქვის მიზეზები მიხვდებიან რომ მე ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფფერი გავაკეთე.
ორივე ბებია ბაბუასთან კარგი ურთიერთობა აქვთ, გიჟებიან ისე უყვართ.
ხანდახან ასე მგონია ზაზა მოდის და მელაპარაკება, ძველი ოღონდ და არა ახალი.
ორივე ისე ჰგავს ვიზუალურად, ასე მგონია პატარა ასლები დამიტოვა.
არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო ასე, როგორ უნდა გავუმკლავდე ამ ტკივილს და როგორ მოვიკლა გულში ის სიყვარული, რომელიც ზაზასადმი გამაჩნდა, ნეტავ მეტხანს მელაპარაკა მასთან...
წელს ჩემი ბიჭი პირველად მიდის სკოლაში, ცოტა ნერვიულობს და მეკითხება ხოლმე რაღაცებს.
აუ თუ არ მომეწონება ხო წამომიყვან?
თავის ჭკუაში მითანხმებს.
ძალიან მინდა ბედნიერები იყვნენ და სასახელო ვაჟკაცები გაიზარდონ. მინდა მამამისის შეცდომები არ გაიმეორონ. მინდა იცოდნენ ზაზას პლიუსები და მინუსები, მინდა იცნობდნენ მამას.
დიდს უკვე აღარც ახსოვს როგორი იყო მამა...
უბრალოდ ცნობისმოყვარეობის მიზნით აინტერესებს ხოლმე, ხანდაახან მეუბნება მამა რომ ცოცხალი იყოს რას მეტყოდა, როგორ მოიქცეოდაო? მე კიდევ მაქსიმალურად ვცდილობ ძველი ზაზა გავუცოცხლო და მისი აზრიც გავუზიარო.
წელს ჩემი ბიჭი პირველად წავა სკოლაში...
წელს ჩემი ბიჭი პირველად ნახავს დამოუკიდებელ ცხოვრებას...
წელს ჩემი პატარა ბიჭი აუცილებლად გახდება დიდი.

_______________________________

ისტორია მთლიანად არის რეალურ ფაქტებზე.
მხოლოდ სახელებია შეცვლილი, დანარჩენი ყველაფერი რასაც წაიკითხავთ არის ნამდვილი.
ყველაფერი როგორც წერია და რაც წერია, მოხდა რეალურად და სამწუხაროდ არ არის ეს შემთხვევა პირველი და უკანასკნელი.
ძალიან ბევრი ქალია ძალადობის მსხვერპლი, სამწუხაროდ ყოველ დღიურად ხდება ეს ჩვენს ირგვლივ, რომ ვერ წარმოვიდგენთ მაგრამ მართლა რომ ხდება.
''თეკოს'' კი მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ამ ისტორიის მოყოლისთვის. ძალიან მძიმეა ეს პერიოდი თუმცა სურს, ქალები აღარ დაიჩაგრონ და იპოვონ მათ ნამდვილი ბედნიერება...



№1 სტუმარი Lann

ra sisulelea!!!kvela ertnairi araa;) da shen amit imis tkma ginda rom ar unda vendot bolomde aravis))mec mkavs shekvarebuli dzalian mesikvaruleba da sheni tkmit gamodis rom namdvili sikvaruli araa)))dzalian uazrobaa))))

 


№2  offline აქტიური მკითხველი Yagami

Lann
ra sisulelea!!!kvela ertnairi araa;) da shen amit imis tkma ginda rom ar unda vendot bolomde aravis))mec mkavs shekvarebuli dzalian mesikvaruleba da sheni tkmit gamodis rom namdvili sikvaruli araa)))dzalian uazrobaa))))

ჩემი აზრით ის ამას ამბობს რომ ბოლომდე ვერ გაიცნობ ადამიანს და შენ ის როგორც არ უნდა გიყვარდეს მაინც უნდა შეგეძლეს შენი თავის დაფასება... ან მაშინ მოგიწევს ითმინო გეგონოს რომ გაიცნებ მაგრამ ბოლოს მაინც არაფერი შეიცვლება.... და სიყვარულზე კი იმას ამბობს რომ მისთვის ამ სიტყვას უკვე ცინიკური მნიშვნელობა აქ...

 


№3  offline მოდერი Nanaga

Lann
ra sisulelea!!!kvela ertnairi araa;) da shen amit imis tkma ginda rom ar unda vendot bolomde aravis))mec mkavs shekvarebuli dzalian mesikvaruleba da sheni tkmit gamodis rom namdvili sikvaruli araa)))dzalian uazrobaa))))

ვერ გაგიგია ჩემო კარგო აზრი. ამ გოგოსთვის, ვისზეც არის ისტორია (მემგონი მთავარი ისტორია იყო და არა ის თუ რას ფიქრობს სიყვარულზე) აღარც სიყვარული არსებობს და აღარც არაფერი.. შენით და ჩემით რატომ განსჯი?! ეს ამ გოგოს ისტორიაა და ეგეც ამის აზრია.. შენ რომ შეყვარებული გყავს, მე ქმარი მყავს და მაბოდებს მაგრამ ამ გოგონას არავინ ჰყავს და ვინც ჰყავდა მთელი ცხოვრება იმან გაამწარა...
ალბათ დაფიქრებულად ვერ წაიკითხე ან მარტო წინასიტყვაობას მოჰკარი თვალი...
ან საერთოდ რატომ უნდა შეადარო ან შეედარო ისტორიას, ღმერთმა გვაშოროს ყველას ასეთი ამბები... წაიკითხე და დააფასე რაც გაქვს.

 


№4 სტუმარი ანე

ამეტირა... :( როგორ იცვლება ადამიანი ღმერთო (( ძალიან მძიმე წასაკითხი იყო

 


№5 სტუმარი ნატაშკა დარასელია

საკუთარ გამოცდილებას რატო გვახვევთ ან შენ და ან ის გოგო თავზე?
ჯერ ერთი ამ ისტორიის არ მჯერა:)))))
შენი მონაგონი მგონია და გაფანატაბული რაღაც დებილობა, ალბათ ბიჭმა მიგატოვა გაბოროტდი.
მერე მეორე მე მამა მყავს და დედაჩემისთვის ცზოვრებაძი თითი არ დაუდია აგერ 25 წლის ვარ.
და ისევ ისე უყვარს როფორც უყვარდა.
ძმა მყავს და 3 წელია ცოლი ყავს და ხელის გულზე ატარებს, მეორე ძმას შეყვარებული ყავს და მისაბაძი კაცია.
ბიძები მყავს და შეყვარებული მყავს, რომელთანაც 10 წელია ვარ და ცოტა ხანში დავინიშნებით.
რახამც ვიღაც თეკოს არ გაუმართლა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებში უნდა დათესო ეჭვი და გვირჩიო არ ვენდოთ საყვარელ კაცებს :))))
აბა ლეზბოსელები უბდა გავხდეთ თუ რა ჯანდაბა უნდა ვქნათ.
ზოგი რა უცნაური ხართ რა

 


№6  offline მოდერი Nanaga

ნატაშკა დარასელია
საკუთარ გამოცდილებას რატო გვახვევთ ან შენ და ან ის გოგო თავზე?
ჯერ ერთი ამ ისტორიის არ მჯერა:)))))
შენი მონაგონი მგონია და გაფანატაბული რაღაც დებილობა, ალბათ ბიჭმა მიგატოვა გაბოროტდი.
მერე მეორე მე მამა მყავს და დედაჩემისთვის ცზოვრებაძი თითი არ დაუდია აგერ 25 წლის ვარ.
და ისევ ისე უყვარს როფორც უყვარდა.
ძმა მყავს და 3 წელია ცოლი ყავს და ხელის გულზე ატარებს, მეორე ძმას შეყვარებული ყავს და მისაბაძი კაცია.
ბიძები მყავს და შეყვარებული მყავს, რომელთანაც 10 წელია ვარ და ცოტა ხანში დავინიშნებით.
რახამც ვიღაც თეკოს არ გაუმართლა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებში უნდა დათესო ეჭვი და გვირჩიო არ ვენდოთ საყვარელ კაცებს :))))
აბა ლეზბოსელები უბდა გავხდეთ თუ რა ჯანდაბა უნდა ვქნათ.
ზოგი რა უცნაური ხართ რა


მე როგორც ვთქვი ჩემო კარგო ეს ჩემი ისტორია არ არის, არც გაბოროტებული არ ვარ არანაირად. ძნელი დასაჯერებელია მაგრამ სამწუხაროდ რეალობაა და ძალიან ბევრი ადამიანია ასე, ძალიან ბევრი ითმენს ამ დამცირებას და ტკივილს. ძალიან კარგია შენს გარშემო თუ ასეთი კარგი ადამიანები არიან, ღმერთს მადლობა ჩემს გარშემოც ბევრი ასეთია და შენი კომენტარი კი მეჩვენება რომ ძალიან ცუდი ტონით არის დაწერილი. თუ არ გჯერა არც არავინ გეუბნება დაიჯერეო, ისტორიის ავთენტურობაც შეგიძლია გადაამოწმო.

 


№7  offline წევრი Timea25

ამ გოგომ საერთოდ თითი არ გაანძრია საყვარელი ადამიანის გადასარჩენად.
მარტო შეკითხვა და ყვირილი არაა გამოსავალი.
მინახავს მსგავსი პრობლემებიდან ამომძვრალი წყვილები.))))
რაც შეეხება " მუცელში არ დამარტყას"
და კიდევ მასთან დაბრუნებას გულისამრევია ((((

 


№8 სტუმარი Ani

Gavgijdi ra komentarebi weria .imis magivrad rom dainaxot rogor daitanja adamiani ert rames xedavt marto rom vitom chkuas gaswavlit da rogor gekadrebat tqven.da am dros xval zeg sheizleba tviton agmochndet am gogos adgilze gamoricxuli araferia

 


№9 სტუმარი Guest Annastasia

Ra uazro komentarebia gana arsheidzleba dainaxot adaminis gachirveba, vinmem gitxra yvela kaci asetiaoo.. ki imas vetanxmebi tu ertxel aswia xeli da wamoxvedi ukan ar unda dabrunde magram yvela ertnairi xom ar aris... saertog asea adamiani tu tviton ar naxa gachirveba, is sxvisas gultan axlos ver miitans.. ar mesmis ratom aris aseti gcivebuli grdznobebis adamianebi, an ra aborotebt..

 


№10  offline ახალბედა მწერალი MariamG

პირველად წავიკითხე მსგავსი შინაარსის "ისტორია" და ახლა მე ვკვდები სიცილით.
ადამიანებო, როდის ვისწავლით, რომ ყველა მდაბიო საქციელის უკან სიყვარული არ დგას? ან, როდის დავიწყეთ ამ გრძნობის ტალახში ამოსვრა?
არა, მეგობრებო, სიყვარული არ არის ძალადობის, ანდაც ფიზიკური ტკივილის მიზეზი. და თუ ეს ნამდვილი ისტორიაა, ამ ქალბატონს სჯერა რომ "ზაზას" უყვარდა და ჰოპლა, "შეიცვალა?". მოდით, ნუ ვიქნებით ასეთი გულუბრყვილოები.
დღევანდელობამ ისედაც საკმარისად დაამდაბლა სიყვარული. ადამიანებს რაც შეეხებათ, არავინ იცვლება. ცვალებადია მხოლოდ ის გზები, რომლებსაც გავდივართ და ბარიერები,რომლებსაც ვეჯახებით. ადამიანი ყოველთვის იმად დარჩება რაც იყო, თუმცა გამოაჩენს სადღაც მიმალულ თვისებებს და ამაზე დარდი უადგილოა, რაც ხარ მეტად ვეღარ გახდები სხვა.
ამბობენ, სხვისი ცხოვრებით სანამ არ იცხოვრებ, ნუ გააკეთებ დასკვნასო თუ რაღაც ასეთი. მსხვერპლს ყოველთვის აბრმავებს რაღაც, ხოლო ადამიანი, რომელიც ამ ყოველივეს ცივი თვალით უყურებს მეტად მარტივ დასკვნას გამოიტანს - თუ შეგიძლია ერთელ, ოცჯერ და ასჯერ აიტანო ძალადობა, მაშინ ათასმეერთედ ნუ გამოხვალ და ნუ იტირებ. ითმენ - მოითმინე, არ ითმენ - ხმა ამოიღე. ნუ გამაცინებთ, დღეს ქალებს კიდევ გვაქვს კაცების შიში? კიდევ ვინმე ფიქრობს რომ მამაკაცი ქალზე მაღლა დგას? მაშინ საუბარიც დასრულებულია. არა ადამიანებო, სიყვარული არ ამართლებს ძალადობას! სიყვარული მოთმენის მიზეზად არ აქციოთ, ეს გრძნობა აბუჩად ასაგდები არაა. და თუ მართლა გყვარებიათ, ისიც გეცოდინებათ რომ უარის თქმა აუცილებელია.
ეს აქ დასადები არ იყო, ეს არ არის ცრემლებამდე მისაყვანი ისტორია. ეს უბრალოდ უსამართლობის აფიშირებაა და ასეთი ქალები თავს არ უნდა გვაცოდებდნენ, საკუთარი უფლებებისთვის უნდა იბრძოდნენ.
დეგრადირდა სამყარო.

 


№11 სტუმარი ლანნ

იცი რატოა სისულელე?რადგან ამ მოთხრობით ზუსტად იმის თქმა გინდა რომ ბოლომდე არასდროს არ უნდა ვენდოთ ანუ საყვარელ ადამიანს.სიყვარული რაა თუ ნდობა არ არის ურთიერთობაში?არ არსებობს ადამიანი ასე უცებ რო შეიცვალოს, უბრალოდ მან შენიღბული ნამდვილი სახე გამოაჩინა დროთა განმავლობაში. ეს თუ "ნამდვილი" ისტორიაა ის გოგო უარესი სულელი ყოფინა ერთი "შეცდომის" მერე რომ კვლავ დაბრუნდა, კარგი, უშეცდომო არავინაა მართალია მაგრამ მეორედ და მესამედაც რომ მოხდა?ქალი როცა გიყვარს შეუძლებელია ასე უბრალოდ ადგე და ცემა დაუწყო მით უმეტეს ორსულს!მე მაპატიე მაგრამ საშინელი ისტორიაა. ამ ისტორიაში შეიძლება სხვაც იყო სათქმელი (რომელიც როგორც ჩანს ვერ დავინახე ალბათ იმდენაც სისულელე იყო.) მაგრამ "თუმცა სურს იპოვონ მათ ნამდვილი ბედნიერება" ამ სიტყვებით საერთოდ დააგვირგვინე ისტორია))

 


№12  offline აქტიური მკითხველი uchveulo

racarunda realobaao idzaxo aruli idiotizmia ... aseti shteri qalebi ubralod katastropaa

 


№13 სტუმარი Ani

uchveulo
racarunda realobaao idzaxo aruli idiotizmia ... aseti shteri qalebi ubralod katastropaa

Roca giyvars erti dartymit ver shegzuldeba.am gogom tqvacrom wamalis gaketeba daiwyo da wamali adamians afsoliturad cvlis da agresiuls xdis.da am dros ase cudad myofi adamianis mitoveba ar aris advili .ar aris advili karebi gamoixuro da waxvide rodesac imedi gaqvs rom shegizlia ragac shecvalo da gamoasworo..ara samjel dabruneba ukve martla zedmetia magram me amasac zedmet siyvaruls vabraleb ...

 


№14  offline მოდერი Nanaga

კომენტარის დაწერა არ მინდოდა მაგრამ ისე ვარ გაბრაზებული თავს ვერ ვიკავებ. თქვენ ხართ ერთი სულელი ბრბო, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერა რომ ჰოპლააა და ცხოვრევა მაგრადაა მოწყობილი, ზოგმა საერთოდ დამშოკა საიდან ასეთი წვეტიანი აზრები ალბათ შეყვარებულმა მიგატოვაო და დაიბოღმეო, რას გვრუბნები სიყვარული არ არსებობსო? ბოდიში და ასეთი ჩლუნგი როგორ უნდა იყო რომ ისტორია ავტორთან გააიგივო, ახალგაზრდა დედების ჯგუფში მოყვა ისტორია ამ გოგომ, ყველაფერი ზედმიწევნით გამოვკითხე და ნებართვაც ავიღე თუ შეიძლება დავწერო მეთქი, შეგიძლიათ ეგ ჯგუფიც გადაამოწმოთ. რა არის ამ ისტორიაში დაუჯერებელი უკაცრავად? კაცი რომ წამალზე შეჯდება და წამალზე შემჯდარი რომ რადიკალურად იცვლება? გეხვეწებით სიბრძნეც არ დამიწეროთ არავინ იცვლებაო, გარკვევით წერია რომ სამსახური დაკარგაო და ბევრი გაგვიჭირდაო, მერე წამალზე შეჯდა და საერთოდ მოეკიდა ის გრუზი, ეს გოგო კიდე ითმენდა როგორც 70 პროცენტი კაცების ნარკომანია პლანაქეშია ტაბლეტჩიკია და ასევე 70 პროცებტი ქალებიც იტანენ ყველა პრობლემქა!!
თუ აზრი ვერ გამოგაქვს არასწორად არც უნდქ გამოიტანო მოთუმეტეს ავტორს არ უნდა დააბრალო შენ ხარ დაბოღმილი მე ბედნიერი ცხოვრება მაქვსო! არადა ას პროცენტიანი ვიცი ერთი მაინც თქვენი სოციუმიდან ასეთი კაცი და ასეთი ქალია, თუ არც გსმენიათ ასეთი ისტორია მაშინ ვარანცოვზე გაიარეთ, იქ კაცების 100 დან 99 ასეთია, ყოველ საღამოს ასეთი გნიასია და ამიტომაც არ გამკვირვებია ეს ამბავი, რაც შეეხება მის თავგანწირულ სიყვარულს ვთვლი რომ ძალიან სულელურად მოიქცა მაგრამ ეგ სიყვარული კი არა უკვე შეცოდებაა! ასე რომ ლაწირაკებივით ნუ დგახართ და მარტო რომანწიკა მოქონილები ნუ აკომენტარებთ ასეთ ბოღმებს! მე ხელებს ნუ მაწმენდავთ, არც დაბოღმილი ვარ, არც ესაა ჩემი ისტორია, არც მე მომიგონია, არც არავის მივუტოვებივარ და ძალიან კარგად ვარ.

ამ ისტორიით კიდე მე არაფრის თქმა არ მინდა, ჩემსას დავწერ და იქ ვიტყვი რისი თქმაც მინდა. განა ადამიანს არ უნდა ვენდოთ, აქ საუბარი იმაზეა როგორ შეიძლება წამალმა აგრიოს, როგრ შეიძლება სიუვარულის გამო ამდენი რაღაც ჩაყლაპო და როგორ შეიძლება ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს

 


№15  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Ani
uchveulo
racarunda realobaao idzaxo aruli idiotizmia ... aseti shteri qalebi ubralod katastropaa

Roca giyvars erti dartymit ver shegzuldeba.am gogom tqvacrom wamalis gaketeba daiwyo da wamali adamians afsoliturad cvlis da agresiuls xdis.da am dros ase cudad myofi adamianis mitoveba ar aris advili .ar aris advili karebi gamoixuro da waxvide rodesac imedi gaqvs rom shegizlia ragac shecvalo da gamoasworo..ara samjel dabruneba ukve martla zedmetia magram me amasac zedmet siyvaruls vabraleb ...
siyvaruli xalxs arunda ashtetebdes.... sisulelea imis tqma ro axla me es miyvara da yvelapers arvitaan , rato unda avitanot cema gineba da magavsi damcireba vergavige :/ me tu miyvars da vcem pqtivs igives movitxov misganac tuarada kargad iyos .... jer tavmoyvqreoba sadaa kacs samjer miubrunda tan rogor kacs sisulele da sidebilea abaa raaris

 


№16  offline მოდერი Nanaga

uchveulo
Ani
uchveulo
racarunda realobaao idzaxo aruli idiotizmia ... aseti shteri qalebi ubralod katastropaa

Roca giyvars erti dartymit ver shegzuldeba.am gogom tqvacrom wamalis gaketeba daiwyo da wamali adamians afsoliturad cvlis da agresiuls xdis.da am dros ase cudad myofi adamianis mitoveba ar aris advili .ar aris advili karebi gamoixuro da waxvide rodesac imedi gaqvs rom shegizlia ragac shecvalo da gamoasworo..ara samjel dabruneba ukve martla zedmetia magram me amasac zedmet siyvaruls vabraleb ...
siyvaruli xalxs arunda ashtetebdes.... sisulelea imis tqma ro axla me es miyvara da yvelapers arvitaan , rato unda avitanot cema gineba da magavsi damcireba vergavige :/ me tu miyvars da vcem pqtivs igives movitxov misganac tuarada kargad iyos .... jer tavmoyvqreoba sadaa kacs samjer miubrunda tan rogor kacs sisulele da sidebilea abaa raaris

შენ, მე, ლამარა თიკო და სხვები რომ არ ავიტანთ, მაინც ბევრი იტანს, სუსტი ფსიქიკის, მერყევი ქალები. დამოკიდებულები

 


№17  offline წევრი Barbare ❤

წასაკითხად იყო საშინლად მძიმე ისტორია და რეალობაში ამ ყველაფრის განცდა ალბათ ვერც წარმომიდგენია რა საშინელება იქნება. ვერ წარმომედგინა ასე თუ შეეძლო წამალს ადამიანის შეცვლა. რაღაცმხრივ თეკოსიც მესმის... უფრო იმ ხალხის არ მესმის აქ კომენტარებში ასე უგულოდ რო წერენ რაღაცეებს.
არავის არ ვუსურვებ ასეთ საშინელ, ტანჯულ ცხოვრებსა.

 


№18 სტუმარი სტუმარი ანაჩკა

რა ორიგინალური სათაურია.

 


№19 სტუმარი სტუმარი ნელი

Hermann
ნატაშკა დარასელია
საკუთარ გამოცდილებას რატო გვახვევთ ან შენ და ან ის გოგო თავზე?
ჯერ ერთი ამ ისტორიის არ მჯერა:)))))
შენი მონაგონი მგონია და გაფანატაბული რაღაც დებილობა, ალბათ ბიჭმა მიგატოვა გაბოროტდი.
მერე მეორე მე მამა მყავს და დედაჩემისთვის ცზოვრებაძი თითი არ დაუდია აგერ 25 წლის ვარ.
და ისევ ისე უყვარს როფორც უყვარდა.
ძმა მყავს და 3 წელია ცოლი ყავს და ხელის გულზე ატარებს, მეორე ძმას შეყვარებული ყავს და მისაბაძი კაცია.
ბიძები მყავს და შეყვარებული მყავს, რომელთანაც 10 წელია ვარ და ცოტა ხანში დავინიშნებით.
რახამც ვიღაც თეკოს არ გაუმართლა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებში უნდა დათესო ეჭვი და გვირჩიო არ ვენდოთ საყვარელ კაცებს :))))
აბა ლეზბოსელები უბდა გავხდეთ თუ რა ჯანდაბა უნდა ვქნათ.
ზოგი რა უცნაური ხართ რა


მე როგორც ვთქვი ჩემო კარგო ეს ჩემი ისტორია არ არის, არც გაბოროტებული არ ვარ არანაირად. ძნელი დასაჯერებელია მაგრამ სამწუხაროდ რეალობაა და ძალიან ბევრი ადამიანია ასე, ძალიან ბევრი ითმენს ამ დამცირებას და ტკივილს. ძალიან კარგია შენს გარშემო თუ ასეთი კარგი ადამიანები არიან, ღმერთს მადლობა ჩემს გარშემოც ბევრი ასეთია და შენი კომენტარი კი მეჩვენება რომ ძალიან ცუდი ტონით არის დაწერილი. თუ არ გჯერა არც არავინ გეუბნება დაიჯერეო, ისტორიის ავთენტურობაც შეგიძლია გადაამოწმო.


ჩემი მეგობრის ისტორიას მაგონებს, მან ყველაფერი გააკეთა ოჯახის შენარჩუნებისთვის, მაგრამ ნარკომანის გამოსწორება შეუძლებელი აღმოჩნდა, ბოლოს სიკვდილის მიზეზიც გახდა, ყველაზე ცუდი ისაა, რომ წვალებით გაზრდილმა ორმა შვილმა (ვაჟებმა) დაქორწინების მერე დედა დაივიწყეს, რადგან რძლებმა არ ისურვეს დედამთილთან ცხოვრება, მარტო დატოვეს, თანაც უბინაოდ. დედა, რომელმაც პატიოსნებით და თავადებით გაზარდა შვილები, არა და ულამაზესი ქალი იყო, შეეძლო ხელახლა ოჯახის შექმნა, მაგრამ ახლოს არავინ არ გაიკარა, ჩემს ბიჭებს მამინაცვალს არ დავაჩაგრინებო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent