შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილები წარსულიდან(სრულად)


23-07-2017, 01:23
ავტორი choco
ნანახია 3 502

ყველაფერი ქრება...დრო თანდათან ანადგურებს აქრობს და აუფერულებს ყველაფერს.რაც დღეს ახალია ხვალ უკვე ძველი იქნება.იმ ახალს კი რაც გუშინ იყო თანდათან მტვერი ედება,მტვრის სქელი ფენა დღითიდღე ფარავს მას და არ აძლევს საშუალებს გამოჩნდეს,გამოცოცხლდეს და აწმყოს დაუბრუნდეს.ძნელია აღიარო რომ შენც უკვე წარსული ხარ,წარსული რომელსაც მთლიანად დაფარვს მტვრის ფენა.ნელ-ნელა ყველას გადაავიწყდები და დღითიდღე მოიკლებს იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც შეძლებენ გაგიხსენო და მათ გონებაში შენი სახელი მტვრის ფენით არ დაფარონ.დრო...ის მართლაც რომ ყველაფერს კლავს და ანადგურებს.ყველაზე გვიან ალბათ მწერლების სახელები კვდებიან,მათი სახელი გაცოცხლდება იმდენჯერ რამდენჯერაც მათ წიგნებს გადფურცლავენ,რამდენჯერაც გადაშლიან უკვე გახუნებულ ფურცლებს.რამდენჯერაც მოახდენე ციტირებას წიგნის საყვარელი ადგილად.მაგრამ დრო, მათაც კლავს...სამუდამოდ არავის ტოვებ არავის მეხსიერებაში.
ჩაბნელებულ ოთახში იჯდა,რომელსაც მხოლოდ ბუხარში დანთებული ცეცხლის ალი ანათებდა.დანაოჭებული ხელები მაგრად ჩაეჭიდა დასტად დალაგებული ყავისფერი ძველი კანაფის თოკით შეკრული წერილებისთვის.გაყვითლებული და გადახუნებული კონვერტები იყო.თითოეული კონვერტის შიგნით კი ჯერ კიდევ გაუხუნებელი და დროს გადარჩენილი სიტყვები იყო ლამაზად დაწყობილი.სიტყვები რომელიც ძველ ისტორიას ყვებოდა. ფრთხილად გადაუსვა ხელი წერილებს და ღრმად შეიგრძნო მათი სურნელი.გულმა ისევ ისე დაუწყო ფეთქვა როდესაც მას პირველად შეხვდა.თვალები დახუჭა და გაიხსენა დღე რომელმაც მისი ცხოვრება გაალამაზა და გადაასხვაფერა.თითოეული დეტალი ახსოვს.
მაქმანებიანი კრემისფერი კაბა ეცვა.თმა მაღლა ჰქონდა აწეული და კრემისფერი შლიაპა ეხურა.ფეხზე ოდნავ შემაღლებული კრემისფერი იმ დროისთვის დამახასიათებელი ფეხსაცმელი იდეალურად ერწყმოდა მის ჩაცმულობას. ნელი ამაყი და დახვეწილი ნაბიჯებით მიიწევდა წინ.გული დღეს სხვანაირად უცემდა.გარემოც განსხვავებული ეჩვენებოდა.მაგრამ რეალურად ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც გუშინ ან გუშინ წინ.ზღვის ნაპირთან განმარტოებით მდგარ სკამზე ჩამოჯდა,შლიაპა მოიხადა და გვერდით დადო.თვალები დახუჭა ზღვის ხმას დაუწყო მოსმენა,რომელსაც იდეალურად ერწყმოდა,დროდადრო შორიდან შესამჩნევად გასაგონი გემის ხმა,რასაც შემდეგ თოლიების კივილი მოჰყვებოდა თან.თვალები გაახილა და დაინახა მის გვერდით მჯდომი მამაკაცი.გაუღიმა და იგივე მდგომარეობას დაუბრუნდა.
_ახლა რომ მითხრან შენი ახსასრულის დრო დგება ჯონათანო,ბედნიერი ვიქნები რადგან თქვენნაირი მანდილოსნის სახეს დავინახავ უკანასკნელად.ბედნიერი ვიქნები იმიტომ რომ ყველაზე ლამაზ სანახაობას ვხედავ ახლა.რომ იცოდეთ როგორი სასიამოვნო სანახავია ზღვის გემის და თოლიების ხმასთან ერთად ნანახი თქვენი ხავერდივით ნაზი თმა,როგორ ეთამაშება თქვენს ღაწვებს. გთხოვთ მომიტევოთ ჩემი თავხედობა,ურცხვად რომ ვაშტერდები თქვენს სახის ნაკვთებს.მომიტევეთ ჩემი დაუკითხავი შემოჭრა თქვენს ცხოვრებაში.მაგრამ თქვენ...იმდენად იდეალური ხართ ჩემთვის,ვფიქრობ საჭიროა ერთი ფინჯანი ჩაით გაგიმასპინძლდეთ.ჩემი სახელია ჯონათან ლივინგსტონი.
_როგორც თოლია? საოცარია სწორედ აქ რომ შევხვდით ერთმანეთს ამბობენ რიჩარდ ბახმა სწორედ აქ დაიწყო"თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონის"დაწერაო.ახლა მესმის რატომ გამოუვიდა ასეთი შესანიშნავი ნაწარმოები.საინტერესოა მასაც თუ ესმოდა გემის ხმა?თოლიები..აი რამ მოაჯადოვა იგი.ალბათ იყო მათ შორის ერთერთი რომელიც გავდა ჯონათანს,შესაძლებელია სწორედ ის გახდა მიმზეზი ასეთი გენიალური ნაწარმოების აღმოცნებისა.ერთ ჭიქა ჩაიზე კი უარს არ ვიტოდი თუკი თქვენთან ერთად მომიწევს დროის გატარება.მე ელისაბედ მიულერი ვარ.
მამაკაცი ადგა და ქალს ხელკავი გაუკეთა.მიდიოდნენ ნელი ნაბიჯებით და თითქოს ხვდებოდნენ რომ მათთვის ყველაფერი ახლა იწყებოდა.ბედნიერება და დიდი სიყავრული ელოდათ წინ.

ყველაზე გახუნებული და ყველაზე ძველი,პირველი წერილი აიღო და ფრთხილად გახსნა.ღრმად ჩაისუნთქ,ლამაზად გამოყვანილ ასოებს თვალი გადაავლო და კითხვა დაიწყო.
საყვარელ ელისაბედს!
დღეს მზე განსაკუთრებულად ამოვიდა.სწორედ ისე როგორც მაშინ ჩვენი პირველი შეხვედრისას.გამახსენდა თითოეული დეტალი.გამახსენდა ჩემი ფიქრებიც რომლებიც მხოლოდ შენ გეკუთნოდა და ახლაც შენ გეკითვნის ჩემო ძვირფასო!როგორი ლაღი და ნაზი იყავი.როგორც კი დაგინახე გავიფიქრე სიცოცხლე იმდენად მშვენიერია რომ თუნდაც წამისთვის შეიძლება ვთქვათ,ამისთვის ღირდა მოსვლაც და ბრძოლაცო.თუნდაც წუთი იყოს,განა არავის შემოუფეთებია თვალები ისე რომ გითქვამთ,მთელს სამყაროს გადავატრიალებ ამ თვალებისთვის და პატრონს ფეხვ ქვეშ დავუფენო.დაუფენ კიდეც როცა გიყვარს. დამეფიცება შენი ღიმილი რომ შემომეგებე მაშინ მომეწონე.შენი ხმა რომ გავიგე მაშინ შემიყვრადი.ჩაის რომ ვსვამდით და ვსაუბრობდით მაშინ გაგიჟებით შემიყვრადი.იმ დღიდან იმ წამიდან დღითიდღე უფროდაუფრო მიყვარდებოდი და შენს გარეშე ყოველი წამი გაუსაძლისად მეჩვენებოდა.აღარ მესმოდა აღარც გემის აღარც თოლიების და ზღვის ხმა.თითქოს შენამდე არც მიცხოვრია,ელისაბედ.ისე მენატრება ხოლმე შენი ღიმილი,საშინლად მომინდება ხოლმე შენს ნატიფ ხელებს შევეხო და როგორც მაშინ წვიმის დროს ვსეირნობდით ხელ ჩაკიდებული,ახლაც ისე ვისეირნოდ.შემომიტევს ხოლმე შენზე ფიქრები და მინდება შენი სურნელი შევიგრძნო.მეშინია ხოლმე იცი?უკან დაბრუნებულს რომ აღარ დამხვდე ისეთი როგორიც დაგტოვე,ის სურნელი რომ აღარ გქონდეს.ხომ დამელოდები ჩემო ძვირფასო?
ვაგზავნი წერილს და არავინ იცის როდის მოვა იგი შენამდე,მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ აუცილებლად მოახწევს .თუკი არ მოვა იქნებ ზღვას გამოვატანო შენთან წერილი რომელიც,ბოთლში იქნება.ისე როგორც ფილმებშია ხოლმე.ვიცი ბოთლი ჩვენს ადგილას მოიტანს მას და დაგელოდება,მანამ სანამ არ მიხვალ და გულში არ ჩაიკრავ ჩემს სიტყვებს.
სიყვარულით ჯონათან ლივინგსტონი!
წვიმა,ქარი,შემოდგომა,ხეებიდან ჩამოცვენილი ფოთლები.ჩიტების დაუსრულბელი ფრენა თავშისაფრის საპოვნელად.ზღვის ტალღების მომძლავრებული ძალით შეჯახება ნაპირთა.გაახსენდა დღე როდესაც ერთად დადიოდნენ გაუსაძლისად აუტანელ სიცივეში გარეთ.ერთმანეთისთვის ხელები მაგრად ჩაეკიდათ.გრძელი პალტოები ტანზე მაგრად შემოეკრად და გალურჯებული ტუჩების თრთოლვის შეკავებს ცდილობდნენ.სციოდათ მაგრამ გზას მაინც აგრძელებდნენ,ქოლგები შორს მოისროლეს და თავისუფლება მისცეს გაფრენილიყვნენ,იქ სადაც მათ სურდათ.საკითხავია რატომ არ ბრუნდებოდნენ შინ?ერთმანეთის სიყვარული იმდენად ძლიერი იყო რომ ფარავდა სიცივეს.გაყინულ ხელებს ერთმანეთის თვალებიდან მომზიმარი სითბო უთბობდა.სწორედ აქ ზღვის ტალღებთან,მაშინ როცა ცა და მიწა ლამის იყო გათანაბრებულიყო და ერთმანეთს შერწყომდა,მაშინ როცა ყველა და ყველაფერი თავშესაფარს ეძებდა.სწორედ მაშინ აკოცა ელისაბედს ჯონათანმა.
ფერმკრთალ ტუჩებზე ბებერი მაგრამ მაინც ნაზი თითები გადაისვა და ნათლად გაიხსენა მისი პირველი კოცნა,საყვარელ მამაკაცთან რომელიც მისთვის პირველი და უკანასკნელი იყო.ახალი კონვერტი აიღო და ფრთხილად გახსნა,ნაწერს ისევ დახედა და გაეღიმა,სევდიანი მაგრამ ბედნიერი ღიმილით დაიწყო კითხვა.
ძვირფასო ელისაბედ!
დღეს დილით ფანჯარაში გავიხედე და თვალებს არ დავუჯერე,თოვდა.ისე ლამაზად აწყდებოდა ფანჯრის რაფებსა და მინებს პაწაწინა ფიფქები,შემეძლო დაუსრულებლად მეყურებინა და დავმტკბარიყავი ამ სილამაზით.დღეს 13 ნოემბერია,ზამთრის პირველი თვის მეცამეტე დღე.და დღეს ნოემბრის ცა"მეტია.გაგახსენდა არა?ხელი სწორედ ამ დღეს გთხოვე ელისაბედ!ისევ ზღვა და თოლიების ხმა,გემის ხმა ისევ ისმოდა.მაგრამ ამ გემზე მხოლოდ მე და შენ ვიყავით.გახსოვს მზე რა ლამაზად ჩადიოდა?თითქოს ღრუბელი თანდათან ყლაპავს და ესაკუთრებაო.შენი ოცნებაც ხომ ავასრულე ძვირფასო.გემი თოლია მზის ჩასვლა და ჩვენ.ყურში სასიამოვნოდ ჩაგვესმოდა ბეთჰოვენის მთვარის სონატა. შენს სახეზე ღიმილები მახსოვს ჩემს მიერ გამოწვდილი ბეჭედი რომ დაინახე.გული?იცი როგორი ძალით მიცემდა?წამით მუშაობა შეწყვიტა შემდეგ კი,ასე უცებ ჩემს ვენებში დაგროვილმა სისხლმა უფრო სწრაფად დაიწყო მოძრაობა,გულმაც უამრავი დარტყმა განავითარა შენი პასუხის მოლოდინში.განა არ ვიცოდი თანხმობას რომ მომცემდი?შენმა თვალებმა გამიმხილა საიდუმლო.ჩუმად მითხრა მიყვარხარო.შენმა გულმა გაგცა ელისაბედ გულმა! გულს ხომ ვერაფერს უბრძანებ არა?ვერც შენს მონატრებას ვუხერხებ ვეღარაფერს ძვირფასო და ვერც ჩვენი გოგონასი.როგორ მომენატრეთ ნეტავ იცოდეთ.აქ ცივა,ოღონდ მხოლოდ ჩემს სულში.თქვენს გარეშე სიცარიელე ნოსტალგია და უიმედობა.განა სადამდე შეუძლია ადამიანს მონატრებას გაუძლოს სადამდე?ჩვენი ფოტო თან მაქვს,ყოველ ღამით მთვარის სინათლეზე ვუყურებ და შენით ვტკბები.გავაწვალე და დავასევდიანე მთვარე,რომელიც დაუღალავად მისმენს ჩვენზე რომ ვუყვები.ცრმლებს ვეღარ მალავს,აი გუშინ ფიფქებს გამოატანა თავისი ცრემლები.ნეტავ ჩემი წერილების გამოტანებაც შეიძლებოდეს მათთვის.იქნებ საერთოდ არ მოგსვლია.იმედი ჩემო ელისაბედ იმედი ხომ ბოლოს კვდება...იქნებ ერთ დღეს მეც მეღირსო შენი გამოგზავნილი წერილის წაკითხვა,თუნდაც ერთი მხოლოდ ერთი.
სიყვარულით უიმედობითი შეპყრობილი ჯონათანი!
თვალებზე მომდგარი ცრემლი უხმოდ მოიწმინდა და შემდეგი წერილი მოამზადა წასაკითხად.აღარ გაიხსენა ის დღე რაზეც ჯონათანი სიყვარულით ლაპარაკობდა.
საყვარელო ელისაბედ!
მერამდენე წერილია ალბათ ვერც კი ვითვლი,შენამდე ყველა არ მოახწევს,მითხრეს რაც უფრო მეტს დაწერ,შანსები იმის რომ დანიშნულების ადგილზე მივიდეს უფრო დიდიაო.ხოდა მეც ვწერ.მთვარის სინათლე ჩემი სანთელი გახდა,რომელიც განთიადამდე ამაყად მიდგას გვერდით და არ იწვის წერილის დასრულებამდე.დღეს მითხრეს რომ შესაძლებელია სახლში დავბრუნდეთ ცოტახნით მაგრამ მაინც.არ ვიცი ეს შესაძლებელია თუ არა,იქნებ ჩვენს გასამხნევებლად თქვეს?არ ვიცი ელისაბედ არა!მაგრამ ამან ისე გამამხნევა,რომ წარმოვიდგენ ისევ გნახავ და გულში ისევ ჩაგიკრავ.ჩვენს წითურ გოგონასაც მოვეხვევი და არ გაგიშვებთ ხელს არცერთს.იცი ახლა გამახსენდა დღე როდესაც ლიზელი დაიბადა.ბედნიერება რაშია?ბედნიერება მასშია, მახსოვს მისი პირველი წამოტირება,პირველად რომ შეიგრძნო ჟანგბადის გემო,გაფართოებული თვალებით რომ უყურებდა მისთვის უცხო გარემოს.შენ ისეთი სიყვარულით გიყურებდა ელისაბედ!ვგრძნობდი ერთი სული ჰქონდა დედა დაეძახა,მოუთმენლად ელოდა როდის ჩაიხუტებდი და მიუალერსებდი.გახსოვს ჩვენს ადგილას რომ წავიყვანეთ?იქ დავსვით სადაც შენ იჯექი მაშინ როდესაც,პირველად დაგინახე.ისიც ისეთივე მშვენიერი იყო როგორც შენ.ალბათ გავა დრო და მასაც მოუჯდება გვერდით,ვინმე ჩემნაირი თავხედი და მოიპარავს მის გულს.მაგრამ გაუფრთხილდება საკუთარზე მეტად.ის ისეთი სათუთია.მამაო პირველად დამიძახა,ვიფიქრე ახლიდან დავიბადე მეთქი.გახსოვს ელისაბედ გითხარი,შენამდე არ მიცხოვრია ჩემი ცხოვრება იმ დღიდან დაიწყო როდესაც შენ გაგიცანი მეთქი?ჰო ლიზელმა რომ დამიძახა მამიკო მიყვრხრაო მაშინ მეორედ დავიბადე.მომენტრეთ ძვირფასებო!ჩემი ორი სულის ნაწილი ხართ.ხედავ?არ ვარ მოწყენილი.თქვენი გახსნენბისას ღიმილი მიფარავს ხოლმე სახეს,ჩემს მუცელში კი პეპლები დაფრინავენ.დღეს გამოიდარა ელისაბედ! ჩემმა გრძნობებმა თოვლი გაალღო და აატირა.ცრემლებად დაიღვარა და მდინერს შეუერთდა.ელისაბედ მემინგერ მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად!
ღმერთო როგო მინდა ეს წერილი თქვენთან მოვიდე,გთხოვ აკოცე ჩემს წითურს და უთხარი რომ მამიკოს ენატრება.
ჯონათანი!რომელსაც იმედი აცოცოხლებს.
შეწყვიტა წერილების კითხვა,თვალები დახუჭა და რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ გაახილა.ღუმელში ცეცხლი ნელ-ნელა ქრებოდა.წვიმისგან დასველებული შეშა სათითაოდ შეაწყო ღუმელში გასაშრობად და დასაწვავად.ეს არის მათი ხვედრი,უნდა გაათბოს ადამიანი,მაგრამ ელისაბედისთვის ღუმელი სინათლეა რომელც წერილების კითხვაში ეხმარება.ორი დღე იჯდა ბუხართან და კითხულობდა წერილებს რომლებსაც ბოლო არ უჩანდა.რაც უფრო უახლოვდებოდა დასასრულს,მით უფრო ანელებდა კითხვას,იცოდა იქ ის ერთადერთი უკანასკნელი წერილი ელოდებოდა.გამოსამშვიდობებელი წერილი.უკანასკნელი კოვერტი გახსნა...ფრთხილად გადაშალა და სუნთქვა შეკრულმა დაიწყო კითხვა.
ჩემს ელისაბედს!
იმედი მქონდა ეს წერილები შენამდე მოვიდოდა,მაგრამ ამაოდ.როგორც ვხვდები არცერთი წერილი არ მოსულა შენთან ძვირფასო!ვიცი არ ვცდები,შენ აუცლებლად მომწერდი.იქნებ მომწერე და შენი წერილები გზაში დაიკარგა?იმედებს ვებღაუჭები ელისაბედ იმედებს.აი ახლა უკანასკნელად გწერ.განა იმიტომ რომ ფურცელი გამითავდა,ან სათქმელი აღარ მაქვს.არც მელანი შემომკლებია.ჩემი აღსასრულის დღე მოვიდა ძვირფასო!იმედი მაქვს ეს წერილი მაინც მოვა შენამდე.წერილი რომელშიც უკანასკნელად მოისმენ ჩემს სიტყვებს.
არ მინდა აქ მოვკვდე!ზღვასთან მინდა სიკვდილი.უკანასკნელად გამაგონა რა იქნება თოლიების კივილი და ზღვის ტალღების ხმა.გემის კივილი,რომლის დასრულების შემდეგაც სანატრელი იქნებოდა ჩემი სიკვდილი.მინდა იმ მოგონებებზე ფიქრით მოვკვდე რაც დამიტოვე. ღიმილიანი სახით მინდა წასვლა.იცი?ვაპირებ იქ ყველას მოვუყვე შენს შესახებ.თუ როგორ მომაჯადოვე და დაიპყარა ჩემი გული.როგორ დამბადე ახლიდან და გამომცვალე.ვაპირებ მოვყვე შენი თვალების შესახებ.რომლისთვისაც მზად ვიყავი მთელი სამყარო შენთვის ფეხქვეშ დამეფინა.ვაპირებ შენი ხელების და თითების შესახებ მოვყვე,რომლებიც უამრავჯერ შემიკარი პერანგის ღილები.რომლებითაც გამისწორე უკანასკენელი ნახვიასა სამხედროს ქუდი.ვაპირებ შენი ღიმილის შესახებ მოვყვე,ღიმილის რომელმაც შენი თავი შემაყვარა.ჰო ძვირფასო მე იქ შენზე მოვყვები!ლიზელზე მოვყვები,რომელიც შენსავით ლამაზია.როგორ მინდოდა შენ დაგმსგავსებოდა.შენი თვალები და თმის ფერი ჰქონოდა.იცი?მე შენი თმების სინაზეზე მოვყვები,აბრეშუმივით ნაზი რომ იყო.ჩვენი სიყავრული შესახებ მოვყვები საიქიოში.იქნებ შევებრალო და უკან დამაბრუნონ.ახლა ისე მინდა მაგრად მოგეხვიო.უკანასკნელად შევიგრძნო შენი სურნელი.შენს ხელს ჩემი ჩავკიდო და ერთად გავიქცეთ ამ უკიდეგანო სამყაროსგან შორს! ზღვა თოლიები და გემის ხმა მინდა მესმოდეს შენთან ერთად ელისაბედ.მინდა გითხრა რომ ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ.მე ვერ წარმომედგინა შენს გარეშე ჩემი თავი.არ გეგონოს რო მე ახლა ვკვდები.არა ძვირფასო!მე მაშინ მოვკვდი როდესაც ჩვენი სიყვარულით ნაშენებ სახლის ზღურბლს გადმოვაბიჯე.როცა შენს სევდიან თვალებს წავაწყდი.როცა ლიზელის ცრემლები გამომყვა.ახლა მე მეორედ ვკვდები.ბედიის ირონია.ორჯერ დავიბადე და ორჯერ ვკვდები.
ღმერთო როგორ მინდა ეს წერილი შენამდე მოვიდეს.დღეს ხვალ ზეგ თუ არა იქნებ ორი ან სამი წლის მერე მოვიდეს.შეიძლება ღრმად მოხუცებულობის ჟამს მოვიდეს,კარზე მოგიკაკუნოს და ჩემი თავი გაგახსენოს.მნიშვნელობა არ აქვს როდის მოვა.მთავარია მოვიდეს.ოღონდ შენამდე და ლიზელამდე მოვიდეს.გთხოვ მოუყევი მას ჩვენს შესახებ.იქნებ მან თავის შვილებს და შვილიშვილებს მოუყვეს.
ნელ-ნელა ვგრძნობ რომ ძალა აღარ მყოფნის კალამის ასაღებად,სიტყვების დასაწერად.ელისაბედ მემინგერ მიყვარხარ ცამდე და ცის იქით.იქ კი მე შენს შესახებ მოვყვები.ჩვენი სიყვარულის შესახებ მოვყვები.იქნებ შემიბრალონ და უკან შენს გვერდით დამაბრუნონ...
საიქიოს გზაზე შემდგარი ჯონათან ლივინგსტონი!
უკანასკნელი წერლი,გულში მაგრად ჩაიკრა,შეიგრძნო მისი სურნელი,ბოლო სიტყვები კიდევ ერთხელ გადაიკითხა.ფანჯარა გამოაღო და თოლიების კივილს ყური დაუგდო.ზღვის ტალღების ხმაც ჩაესმოდა ყურში.გემის ხმამ კი ყველაფერი დააასრულა.დასრულდა ელისაბედის სიცოცოხლე.უკანასკენლი წერილი გულში მაგრად ჩაეკრა.ხელები საგულდაგულოდ ჩაეჭიდა მისთვის.
დრო...მან ის წერილებიც დაფარა მტვერით.ყოველი ახალი წერილის ხელში აღებისას,ძველს მტვერი თანდათან ედებოდა.რაც უფრო მეტ წერილს კითხულობდა.მტვრის ფენა მით უფრო მატულობდა.დრო..მან ეს სიყვარულიც დაფარა მტვრით.მაგრამ მაან მანამდე ერთხელ კიდევ გააცოცხლა ჯონათან ლივინგსტონი.კაცი რომელსაც სურდა ყოფილიყო საყვარელი ადამიანის გვერდით სამუდამოდ...
აქამდე მეგონა რომ დროს სიყვარულს მაინც დაინდობა მაგრამ არა! დრო არც სიყვარულს დაინდობს.ადრე თუ გვიან მასაც უღებს ბოლოს და ჭამს...



№1 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№2  offline მოდერი bla.ell

ამეტირა...უმაგრესი ხარ,ძალიან მომეწონა საოცარი იყო...დახვეწილი...რამდენი ხნის შემდეგ მივიდა ნეტავ წერილი...ეს კიყხვა მაქვს მაგრამ არ მაინტერესებს პასუხი იმიტომ რომ ეს არ უნდა იცოდეს არავინ...არვიცი რა ვთქვა შრუდარებელო ხარ,ბრავოheart_eyes

საკმაოდ ემოციური და კარგი იყო...ელისაბედი...ამ სახელზე ჩამეღიმა..."აქამდე მეგონა რომ დროს სიყვარულს მაინც დაინდობა მაგრამ არა! დრო არც სიყვარულს დაინდობს."სრულებით მართალია.❤

 


№3  offline წევრი choco

bla.ell
ამეტირა...უმაგრესი ხარ,ძალიან მომეწონა საოცარი იყო...დახვეწილი...რამდენი ხნის შემდეგ მივიდა ნეტავ წერილი...ეს კიყხვა მაქვს მაგრამ არ მაინტერესებს პასუხი იმიტომ რომ ეს არ უნდა იცოდეს არავინ...არვიცი რა ვთქვა შრუდარებელო ხარ,ბრავოheart_eyes

საკმაოდ ემოციური და კარგი იყო...ელისაბედი...ამ სახელზე ჩამეღიმა..."აქამდე მეგონა რომ დროს სიყვარულს მაინც დაინდობა მაგრამ არა! დრო არც სიყვარულს დაინდობს."სრულებით მართალია.❤

მადლობა რომ წაიკითხე მიახარია რომ მოგეწონა.წერილების დრო საიდუმლო იყოს ჯობია...

 


№4  offline მოდერი bla.ell

choco
bla.ell
ამეტირა...უმაგრესი ხარ,ძალიან მომეწონა საოცარი იყო...დახვეწილი...რამდენი ხნის შემდეგ მივიდა ნეტავ წერილი...ეს კიყხვა მაქვს მაგრამ არ მაინტერესებს პასუხი იმიტომ რომ ეს არ უნდა იცოდეს არავინ...არვიცი რა ვთქვა შრუდარებელო ხარ,ბრავოheart_eyes

საკმაოდ ემოციური და კარგი იყო...ელისაბედი...ამ სახელზე ჩამეღიმა..."აქამდე მეგონა რომ დროს სიყვარულს მაინც დაინდობა მაგრამ არა! დრო არც სიყვარულს დაინდობს."სრულებით მართალია.❤

მადლობა რომ წაიკითხე მიახარია რომ მოგეწონა.წერილების დრო საიდუმლო იყოს ჯობია...

ჰო მეც ასე ვფიქრობ და ამიტიმ ვთქვი ეს ყველაფერი...heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ცრემლებიც კი მომგვარა

 


№6  offline წევრი choco

terooo
ცრემლებიც კი მომგვარა


kissing_heart kissing_heart

 


№7 სტუმარი BaLuLanasDzma

Saswaulia Pirdapir

 


№8  offline წევრი choco

BaLuLanasDzma
Saswaulia Pirdapir

მადლობა დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent