შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტას ბრალია(თავი მეექვსე)


23-07-2017, 05:14
ავტორი blue witch
ნანახია 1 756

-არა! არა! არა!!-ფრჩხილებს იკვნეტდა ნინე.-დაუჯერებელია! წარმოგიდგენია?! დედაშენიც და დეაჩემიც, ორივე ერთნაირად გაგიჟდა!-დიმიტრის სახლში იყვნენ. ბიჭი დივანზე გართხმულიყო, თავად ნინე კი ფეთიანივით სცემდა ბოლთას და გაურკვეველი სიტყვების კაკანით იყო გატაცებული.
-ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოაფიქრდათ!-დაოცებას ვერ მალავდა დიტოც.
-კიდევ კარგი არ დავთანხმდი! ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! მსგავსი სისულელე როგორ წარმოიდგინეს?! მე და შენ ცოლ-ქმარი? ჯერ მე ცოლი და შენ ქმარი, მერე მე შენი ცოლი და შენ ჩემი ქმარი, ახლა ჩვენ ერთმანეთის ცოლ-ქმარი!-ციებცხელებიანივით შეჰყვირა და ხელები ერთმანეთს შემოკრა გოგონამ. დიტოს ცოტა არ იყო შეეშინდა, ჭკუიდან არ გადავიდეს და ყელი არ გამომღადროსო.
-დამშვიდდი ნინე.-შეშფოთებით თქვა დიმიტრიმ.
-ეს ხომ ერთმანეთისაგან ძალიან შორს მყოფი ცნებებია?!-თავისას არ იშლიდა ნინე, არც უსმენდა დიტოს ისე მიერეკებოდა სათქმელს.
-რაც მთავარია არაფერი მომხდარა! დაწყნარდი ახლა!-მხრებში ხელი ჩაავლო ბიჭმა.
-ჯერ-ჯერობით არაფერი მომხდარა, მაგრამ მერე?!-არ ჩუმდებოდა გოგო.
-რაც არ ყოფილა იმაზე ნერვიულობით თავს ნუ მოიკლავ.
-ეს რას ნიშნავს?!
-თუ არ გაჩერდებიან საერთოდ გადაგმალავ, ქვეყნიდან გაგიყვან.-დაუფიქებლად წამოაყრანტალა დიტომ.
-ჰააჰ! ბრავო! ყოჩაღ! ზევს გტყორცნა ეს იდეა?! პირდაპირ თავში გთქვიფა ხო?!-სარკასტულად დასცინა ნინემ.
-რა იყო?! თუ სხვა გზას არ დაგვიტოვებენ უკან არაფერზე დავიხევ!
-ექვთვიანი ქორწინების სანაცვლოდ ფულის აღება უნამუსობა მგონია და შენს მიერ უცხოეთში გადამალვაზე დაგთანხმდები?! რა ჭკვიანი ხარ დიმიტრი! მაოცებ პირდაპირ!-მთელი მიმიკათა კალეიდოსკოპი გადაეშალა სახეზე გოგონას.
-აბა რა ვქნათ?! არ მინდა შენი ცოლად მოყვანა!-წამებულივით შესძახა ბიჭმა.
ნინემ გამანადგურებელი მზერა მიაპყრო. დაახლოებით:“ეხლა კედელზე შემოგალეწებ“ ქვეტექსტს, რომ შეიცავდა აი ისეთი.
-რას მელაპარაკები?! ცხელი რძე არ გინდა?! მე ხომ რას ამბობ, თვალი მიფრიალებს დიმიტრის ცოლი გავხდე, რაღა მომკლავს-მეთქი!
-არა, შენ არაფერ შუაში ხარ ნინე, უბრალოდ მინდა ოჯახი ქორწინებით შევქმნა და არა კონტრაქტებით! თანაც მაშინ, როცა ამითვის მორალურად მზად ვიქნები!-საწყლად თქვა მან.
-მეც ასევე, თუმცა ხომ ხედავ, რამდენი სისულელე ხდება ამ ქვეყნად, თავი „გარიგებაში“ მგონია.
წამში სახლის კარი გაიღო და იატაკის ფილებზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის რაკუნი გაისმა. დიტომ დაუფიქრებლად სტაცა ნინეს ხელი, წინ „წაიგდო“ და უბოდიშოდ შეტენა საკუჭნაოში.
-რას აკეთებ არანორმალურო, ტვინი საერთოდ აღარ გაქვს?!-აწიკვინდა ნინე.
-დამაცადე, სავარაუდოდ დედაჩემი მოვიდა თავის კრუელათა საბჭოთი და მოდი ნუღარ დავენახვებით ერთად, ისედაც საფრთხეში ვართ.
-დიმიტრიიი!-ხმამაღლა დაუძახა ანასტასიამ.
-დიმიტრიი!
-ეეე, -ჩაიდუდღუნა ნინემ.-მოიცა, ეს ხომ...
-ვიცი, დედაშენი ხმაა მოკეტე!-აღარ დაამთავრებინა დიმიტრიმ.
-აქ მოგვაკითხეს, გამიშვი და ქეთოს მოვკლავ, უეჭველად მოვკლავ!-ასხმარტალდა გოგო.
-მოკეტე და ნუ ფართხალებ წყლიდან ამოგდებული ქორჭილასავით!-პირზე ხელი ააფარა ბიჭმა.-დაიცადე მოვუსმინოთ!
-ჰოო, კარგი, ოღონდ ეგ ძუნძგლიანი თითი გაწიე!-შეუღრინა ნინემ.
-ანუ მარტო ვართ?!-მზაკვრულად ჩაილაპარაკა ანასტასიამ.
-მგონი კი.-დაეთანხმა ქეთევანი.
-რანაირად ლაპარაკობენ, საყვარლები ხომ არ არიან ესენი?!-გაოცდა ნინე.
-სულ გააფრინე ხო?! გაჩუმდი ერთი წამით!
-დაუჯერებელია, რა ადვილად მოტყუვდა ორივე!-ჩაიქირქილა ანასტასიამ.
-აბა, თან ნინე ლამის ისტერიკებში ჩამივარდა!-თავის კანტურით მიუგო ქეთომ.
-არადა, რა ქორწილი, რის ქორწილი! როგორ დაიჯერეს, რომ მსგავს სისულელეს რეალობად ვაქცევდი! დებილურ სერიალში ხომ არ ვართ! უბრალოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ ნუგზრთან საუბრისას დიტო მისმენდა და ამიტომ მაქსიმალურად დამაჯერებელი ვიყავი, ჩემ ქმარს კი რომ არ მოგატყუო დიდად არ აინტერესებ მაგისი ყეყეჩი შვილი რას იზმას, დაოჯახდება თუ ჩამოახრჩობენ! ისეთებს აკეთებდა, რომ უკვე ხელი ჰქონდა აღებული მაგის საქმეებზე.-სხაპასხუპით არაკრაკებდა ქალი.
ნინეს და დიმიტრის ლამი თვალები გადმოსვივდათ. ვიწრო, ჩაბნელებულ საკუჭნაოში, ერთმანეთზე „გადაფსკვნილები“, მიჯრით იდგნენ, თითქოს ვიღაცას მისხალ-მისხალ ჩაუყებნებიაო მწკრივში. ყურების ნახევარი გარეთ დაეტოვებინათ და ყბაჩამოვარდნილები იცქირებოდნენ ღრიჭოდან.
სნამა ნინე სულისშემძვრელად დაიკივლებდა, მანამდე მოასწრო დიტო მისთვისისევ პირზე ხელიშ დაფარება და საშინელი, „მდუმარე“ ისტერიკის ჩახშობა.
-აა.... ვა... და..მ,მმ..-მოგუდულ ბგერებს გამოსცემდა გოგონა.
-მაგრამ ნინე რატომთა შემიშინე! სახლმდე რისთვის გამოჰყევი ადამიანო?!-კვლავ გაეცინა ქეთევანს.
-ლიპარტელიანიო, გვარი, რომ გავიგე შენ და ოთარი გამახსენდით, სახელიც მეცნო, მაგრამ თმის ფერმა დამაეჭვა და მეთქი წავალ, იქნებ სტუდენტობის დაქალს შვეხვდე-მეთქი!-მხრებზე ხელი ჩამოადო ანასტასიამ.
-ეს, რომ გაგვიგონ მოგვკლავენ! პირადად მე ნინე გამატყავებს და სანდლებს შეიკერავს!
-თამაშიდან ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ, ისე, რომ ვერ მიხვდნენ.
-ნუ გეშინია, ვიზამთ რამეს!-თავი დაუქნია ქეთომ.
-გამიშვი! უნდა მოვკლა!-დაიღრიალა განთავისუფლებულმა ნინემ. დიმიტრის თავი დააღწია, კარში გასხლტა და შურდულივით გაიჭრა მისაღებში.
-დედაა!-ატომური, მასობრივი გამანადგურებელი იარაღის ხმა ქონდა გოგოს.
-ნინე!-ჭიქა ხელიდან გაუცურდა ქალს.
-რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკოთ! კერძოდ კი იმაზე, რომ...
-დაქორწინება ხვალვე გვინდა!-დაასრულა აქოშინებულმა დიმიტრიმ.
-რას...-წამოიწყო ნინემ, თუმცა ბიჭმა აღარ აცადა, მხრებში დასწვდა მკლავები დაუჭირა და აკოცა.
ამჯერად ანასტასიასაც გაუვარდა ჭიქა.
-ძალიან გვიყვარს ერთმანეთი ვერ მოვიცდით!
-შენ ხომ არ გააფრინე?!-დასჭყივლა გოგომ.
-აი ხო ხედავთ! დედა, ხვალვე მხოლოდ ოჯახები დასწრონ ცერემონიას!
-რაა?!-ერთდროულად შესძახეს დედებმა.
სწორედ ამ დროს მოასწრო დიმიტრიმ ნინესათვის თვალი ჩაკვრა.
-რაც გაიგონეთ. ჩვენც ვიცით რა ცუდად ხუმრობთ! არადა გვეგონა სიმართლეს ამბობდით! ნინე მართლა მიყვარს.-მკაცრად მოუჭრათ ბიჭმა. გოგოსაც ენა ჩაუვარდა. დიმიტრის აღარ უყოყმანია, სულ თრევით გაიყვანა გოგო დერეფანში.
-დამაცადე! არ იწივლო, რაღაც უნდა გითხრა!
რა ილაპარაკეს დერეფანში უცნობია, მაგრამ ნინე დამშვიდებული გამოვიდა სახლიდნ. სახეზე კი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.
****************************************************************************************************************************
პ.ს მაპატიეთ თავის სიმცირისათვის, მაგრამ აქ სოპეციალურად გავწყვიტე. შემდეგ თავში საოცრება გელოდებათ!ეს იმისთვისაა, რომ მეხუთე თავის გაუგებრობა და ბანალურობა აღმოვფხვრათ. მიყვარხართ. იმედია მკითხველს არ ვკარგავ და კომენტაებში საკუთარ აზრს გამიზიარებთ, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია! თუ ვინმეს უნდა, რომ გავაგრძელო მითხრას, რადგან დროის სიმცირის მიუხედავად მაინც ვცდილობ დიდი ინტერვალების გარეშე დავდო ახალი თავები. წერა მიყვარს და იმედია ამდენი ბანალობით თავს არ გაბეზრებთ.



№1 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№2  offline წევრი Kalina

კარგი გოგო ხარ, მე რომ დამიჯერე :)
აღარ ხდება ეს სულელური ქორწინებები.
მაგრამ, ფული მაინც რომ სჭირდებათ ამათ?
წარმატებები^_^
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline წევრი blue witch

მარიკუნაა♥️
კარგი გოგო ხარ, მე რომ დამიჯერე :)
აღარ ხდება ეს სულელური ქორწინებები.
მაგრამ, ფული მაინც რომ სჭირდებათ ამათ?
წარმატებები^_^

ოო დიდი მადლობა. მე თავიდანვე არ ვაპირებდი ამათ დაქორწინებას და თქვენი კომენტარების შემდგომ საერთოდ შავ სიაშ შევიტანე ეგ გეგმა. უფრო საინტერესო შურისძიება გვექნება, მაგრამ ნინე ამაზე არასოდეს დათანხმდებოდა. ფულის ამბავიც გაირკვევა თანდათან. heart_eyes

 


№4  offline წევრი Hot Chocolate

ნინემ რომ თქვა რანაირად ლაპარაკობენ საყვარლები ხო არ არიანო იატაკზე გავწექი და სიცილი დავიწყე. ღმერთო რა მაგარი იყო მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. ისე კარგად განოძვერი სიტუაციიდან ხო იცი :D აარმატებები და აღარ დააგვიანო

 


№5 სტუმარი manana

მომწონს, ნენეზე ვხალისობ ხოლმე, კარგი გოგო ხარ, ველოდები ახალ თავს, რა ჩაიფიქრე?

 


№6  offline წევრი M-morieli

ვაიმე ცუდად ვარ გეფიცები ესენი ვინ არიან რა მოუხაზეს მშობლებსს:დ აი ძაან ძაან მაგარია პროსტა გავგიჟდი. ეს დედებიც მაგრები არიან რაა :დ ვაიმრ ცუდად ვარ რას ვწერ ეგეც არ ვიცი ძაან მაგარია და ველოდები მომდევნო თავს :დ

 


№7  offline წევრი blue witch

Hot Chocolate
ნინემ რომ თქვა რანაირად ლაპარაკობენ საყვარლები ხო არ არიანო იატაკზე გავწექი და სიცილი დავიწყე. ღმერთო რა მაგარი იყო მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. ისე კარგად განოძვერი სიტუაციიდან ხო იცი :D აარმატებები და აღარ დააგვიანო

ვაიმე, მე თქვენ თბილ კომენტარებზე ვიკნუტები კატასავით. მადლობებიი <3

manana
მომწონს, ნენეზე ვხალისობ ხოლმე, კარგი გოგო ხარ, ველოდები ახალ თავს, რა ჩაიფიქრე?

ჰო ნინე მოსიარულე კატასტროფა გვყავს. უღრმესი მადლობა <3
sa-mira
ვაიმე ცუდად ვარ გეფიცები ესენი ვინ არიან რა მოუხაზეს მშობლებსს:დ აი ძაან ძაან მაგარია პროსტა გავგიჟდი. ეს დედებიც მაგრები არიან რაა :დ ვაიმრ ცუდად ვარ რას ვწერ ეგეც არ ვიცი ძაან მაგარია და ველოდები მომდევნო თავს :დ

manana
მომწონს, ნენეზე ვხალისობ ხოლმე, კარგი გოგო ხარ, ველოდები ახალ თავს, რა ჩაიფიქრე?

დედაა, გამაგიჟებ მე შენ. მადლობები სიყვარულებოო.

 


№8 სტუმარი მოცინარი

ჰიჰიჰი, ვაი, მუცელი მტკივა სიცილისგან, საყვარლები ხომ არ არიანო :დდდ, მოუთმენლათ ველოდები შემდწგ თავს!
პ.ს. ვიცოდი რომ ძილისგუდა ვიყავი რაგრამ ასეთი - არა! , უკვე 7 კომენტარი დაიწერა?! ო მაი გად! ზაფხული და კვირაა ბოლობოლო!
პ.ს.ს ორ პ.პ.ს. (მერე მითხარი სწორი რომელია) შენ ის მითხარი დილის 5ზე როგორ დადე/გაიღვიძე????!!!

 


№9  offline წევრი blue witch

მოცინარი
ჰიჰიჰი, ვაი, მუცელი მტკივა სიცილისგან, საყვარლები ხომ არ არიანო :დდდ, მოუთმენლათ ველოდები შემდწგ თავს!
პ.ს. ვიცოდი რომ ძილისგუდა ვიყავი რაგრამ ასეთი - არა! , უკვე 7 კომენტარი დაიწერა?! ო მაი გად! ზაფხული და კვირაა ბოლობოლო!
პ.ს.ს ორ პ.პ.ს. (მერე მითხარი სწორი რომელია) შენ ის მითხარი დილის 5ზე როგორ დადე/გაიღვიძე????!!!

უძილობა მჭირს, ერთო სერიალის გადამკიდე კიდევ უფრო, გზაჯვარედინი, არ ვიცი თუ გაგიგონიათ მაგან შემიკლა, თან ისე ვნერვიულობდი ახალი თავი უნდა დამედო. დიდი მადლობა ამისათვის. (ჩემი აზრით პ.ს.ს სწორი ფორმა, მნიშვნელობა არააქვს, რაც გინდა ის დაწერე ხოლმე. მიყვარს შენნაირი მკითხველები <3 )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent