ბავშვობის სიყვარული -4-
ახალი წლის დღეებმა და მომდევნო დღესასწაულებმაც უცებ ჩაიარა და იანვრის ბოლოს დაიწყო მეორე სემესტრი. სკოლის მოსწავლეებმა არასდროს იფიქროთ, რომ სტუდენტობის წლები რამით მაინც ჯობია სკოლის წლებს..სკოლა სულ სხვაა - კლასელები, მეგობრები, შატალოები, ორიანებიც..სტუდენტობისას ყველა დღე ერთნაირია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. ჩემს ჯგუფში კარგი ბავშვები არიან, მაგრამ ვერცერთს ვერასდროს შევადარებ ჩემს სკოლის მეგობრებს. ალბათ რადგან ბავშვობიდან ერთად ვართ ეს ამიტომ მგონია ასე. ყველაზე ბედნიერი იმით ვარ, რომ ლიზა, ელენე და ნიტა ჩემთან არიან და ყველა ლექცია ერთად გვიტარდება. ჯგუფიდან ერთ ბიჭს უკვე დიდი ხანია მოვწონვარ, ბექა ჰქვია. ძააააააააააალიან სიმპატიურია, ძალიან გემოვნებიანიც, მაგრამ არ არის ისეთი ბიჭი, რომელიც შეიძლება მომეწონოს, თან ბაბნიკია. მითუმეტეს, თუ თავიდნავე არ მომეწონა ბიჭი, მერე რაც არ უნდა ეცადოს არაფერი გამოუვა. ➖➖➖➖➖➖ ერთხელ, ლექციების მერე ბექამ სახლში წაყვანა შემომთავაზა, რაზეც უარი ვუთხარი იმიტომ, რომ უნივერსიტეტიდან ჩემს სახლამდე პატარა მანძილი იყო და ამ მანძილს ყოველთვის ფეხით გავდიოდი -მაშინ გაგაცილებ -მანქანა? -იყოს დავტოვებ აქ და მერე ისევ გამოვალ - ჩემი გაცილების ისეთი სურვილი ჰქონდა, რომ უარი ვერ ვუთხარი და დავთანხმდი. მთელი გზა ჩვენს ერთ ლექტორზე ვილაპარაკეთ, მერე კი ჩემს კორპუსთან რომ მივედით დამშვიდობებისას არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩამეხუტა.ქანდაკებასავით ხომ არ დავდგებოდი, ამიტომ მეც ჩავეხუტე. მერე ლოყაზე მაკოცა და დამემშვიდობა. ➖➖➖➖➖➖➖ ნიკუშა აღარ იყო ისეთი სევდიანი და დაძაბული. ისეთი კი არა, საერთოდ აღარ იყო. ბიჭები თუ მონაცვლეობით მაკითხავდნენ და მერე მაცილებდნენ ახლა ყოველთვის მარტო ნიკას დავყავდი აქეთ-იქით. ხდებოდა ჩვენ შორის რაღაც, მაგრამ არცერთი ვდგამდით ზედმეტ ნაბიჯს და ეს ორივეს მოგვწონდა. უკვე მარტი იყო, ჩემი მშობლები ერთი კვირით მილანში მიდიოდნენ, უფროსწორად დედაჩემს ჰქონდა მოდების ჩვენება 4ში და მამაჩემმა გადაუწყვიტა რომ კიდევ ერთი კვირა დარჩენილიყვნენ იქ თუ სამსახურიდან შვებულებას აიღებდა. უკვე აეროპორტში გავიგე, რომ მათ ჩამოსვლამდე ჩემთან დეიდაჩემი მაკა დარჩებოდა და საოცრად გამიხარდა. დეიდაჩემი ჩემზე მხოლოდ 5 წლით არის უფროსი და ერთმანეთის ყველაზე კარგად გვესმის. თან ისიც გამიხარდა რომ ჩემი პატარა დის - ანამარიას და ტყუპების მოვლა მარტო ჩემზე არ იქნებოდა დამოკიდებული. 3 მარტი 19:56 -ჰო ნიკუშ -ჩამოდი შენს სახლთან ვარ -რა ხდება? -ლუკასთან ავიდეთ დავლიოთ იქ არიან ყველა -კაი ჩავიცმევ -5 წუთი გაქვს მაკა გავაფრთხილე და 10 წუთში ჩავედი -ყველა ციფრს ორზე ამრავლებ თუ მარტო მე რასაც გეუბნები? - ძალიან გაბრაზებული იყო, არადა 5 წუთს ესე როგორ უნდა გაებრაზებინა ვერ მივხვდი, არც გადამკოცნა. -თამუნა და ზურა წავიდნენ -რაა? - ეს ისე გაუხარდა, ყველაფერი დაავიწყდა -ჰო 1 კვირით -ძაან კარგი მეტი დრო გვექნება - კმაყოფილი იდიოტის ღიმილმა გადაურბინა სახეზე -ძაან ნუ გათამამდები -ეგ მე ვიცი - ლოყაზე მაკოცა და მანქანა დაძრა. ➖➖➖➖➖ ”მეტი დრო გვექნება”-ს ჭეშმარიტებაში მაშინ უფრო დავრწმუნდი 2 საათი რომ ხდებოდა და მე ისევ ლუკას აივანზე ვიყავი ბავშვებთან ერთად. ბიჭები სვამდნენ, ნიკუშამაც დალია ორი ჭიქა. ორი იმიტომ, რომ მე ვყავდი გასაცილებელი და მესიამოვნა რომ არ დაავიწყდა. სულ რომ არ მივსულიყავი სახლში ეს ერთი კვირა მაკა მაინც არაფერს მეტყოდა, მაგრამ რაღაცნაირად მეთვითონ მინდოდა სახლში და ნიკუშას ვთხოვე წავეყვანე -ესე ადრე რატო? -სამის ნახევარია -მერე რა ვიყოთ ცოტა ხანი -თავი მტკივა ძაან - ეს რომ ვუთხარი შუბლზე მაკოცა და მივხვდი რომ დამთანხმდა. ბავშვებს დავემშვიდობე და წამოვედით -ჩემთანაც არ იქნები ცოტა ხანი? -10 წუთი -ანუ შენი ლოგიკით 20 - შემომხედა და გავუღიმე -კარგი 20 მანქანაში ვისხედით, ნიკას ჩემს კისერში ჰქონდა თავი ჩარგული და მისი ყოველ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას ვგრძნობდი. უცებ, ძალიან, ძალიან და კიდევ უფრო ძაააალიან მოულოდნელად იმ თემაზე დაიწყო ლაპარაკი, რომელზეც ჯერ არ გვილაპარაკია -რა მაგარია როცა გიყვარს(ნიკა) -ვინ? - ინსტიქტურად ვიკითხე და მერე მივხვდი რა იდიოტური შეკითხვა იყო იმ მომენტისთვის -ვინმე. მინდა რომ შემიყვარდეს, უგონოდ შემიყვარდეს და მასაც თავდავიწყებით ვუყვარდე. სავსე გული მინდა და როგორ ამბობენ?? ჰო, პეპლებით სავსე მუცელი..ეხლა ცოტა ნასვამი ვარ თორე ხოიცი არ მიყვარს შექსპირობა - დაბალი და ბოხი ხმით ლაპარაკობდა და ჩემს თმას მის თითებში ხლართავდა - ნინისთან გატარებულ ყველა წამს რაღაც წარმოუდგენლად ვნანობ. თითქოს რაღაც მიუტევებელი ცოდვა ჩავიდინე. არავის არ დავუჯერე, ვაბშე არავის არ დავუჯერე მარიშ..დაჟე შენც რა გიქენი, ცხოვრება შეგაძულე. მარტო ერთხელ შეიმჩნიე რო გიყვარდი და ისიც განანე. ხო ვიცი არა, ხო ვხვდებოდი რა დღეში გაგდებდი და მაინც რა ცივად გექცეოდი. მერე რო დავეგობრდით. ისე გიყვარდი, ისეთი წრფელი გული გქონდა რომ მზად იყავი გემეგობრა ჩემთან ოღონდ არ დაგეკარგე. ბავშვებთან რო მოვედი, ჩემი წასვლის ამბავი რო გითხარით, შენი რეაქცია მარი..სანდრო რო რაღაცას გეუბნებოდა და საერთოდ რომ აღარ გაინტერესებდა აღარაფერი ჩემი წასვლის გაგების მერე. ეგ გარეგნულად და შინაგანად რა გიქენი..რა გავაკეთე..ჩემ ბიჭებთან ერთად სკოლა ვერ დავამთავრე, ცეკვა.. ცეკვა საერთოდ დავივიწყე, ხო იცი ჩემთვის ეგ რასაც ნიშნავდა. დედაჩემი ატირებული დავტოვე, ალბათ ხვდებოდა ყველაფერს..ნინიში ვეძებდი ბედნიერებას და შენ გვერდით მყავდი. შენ ვერ დაგაფასე გოგო შენ, ანგელოზი, მართლა რო შეგეძლო სიყვარული.. - ჩემი მხრიდან თავი რომ აიღო და საჭეს მიაყრდნო დავინახე როგორ ებერებოდა ძარღვები და მინდოდა რამით დამემშვიდებინა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში იყო მეშინოდა რამე არ შემშლოდა და უფრო არ გაგიჟებულიყო -კარგი რა ნიკუშ, რამდენი დრო გავიდა მაგის მერე -რამდენი? რა, ბევრი დრო გავიდა? 5 წელი შენ რამე გგონია ჩემნაირი იდიოტის გამოსწორებისთვის? ეხლა იცი როგორ მინდა ყველაფერი გითხრა, რომ უშენოდ ვერ ვძლებ, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ, რომ მინდა სულ გაღიმებული იყო, რომ მინდა სულ ერთად ვიყოთ, მაგრამ ისე, რომ გული აღარასდროს გატკინო, იცი როგორ მინდა? - წინადადება დაამთავრა თუ არა არც დავფიქრებულვარ, ისე ვაკოცე. ეს არ ყოფილა პირველი კოცნა, არც ჩემი და არც მისი, მაგრამ პირველ კოცნაზე ბევრად უკეთესი იყო, და საერთოდ ყველა კოცნაზე და ყველაფერზე უკეთესი იყო. თითქოს მისი ტუჩებით ვსუნთქავდი, ვგრძნობდი, რომ არც მას უნდოდა თავის დანებება. მხურვალე ტუჩებისგან განსხვავებით ხელები გაყინული ჰქონდა, მაგრამ ნაზად შემიცურა კისერში. -არ ვარ მე ამის ღირსი(ნიკუშა) -ხარ ბედნიერების ღირსი, შენი ბედნიერება კიდე მე ვარ - გაეღიმა ჩემს ბავშვურობაზე და საფეთქელთან ნაზად მაკოცა. მერე ცოტა ხანში დავემშვიდობე და სახლში ავედი, ემოციებისგან დაღლილს მალევე ჩამეძინა. ---------------- ჰმ, ესეც მე-4 თავი. უმორჩილესად გთხოვთ, რომ ვისაც ჩემს ნაწერში მხოლოდ უარყოფითის ძებნის სურვილი გაქვთ, შეწყვიტოთ მოთხრობის კითხვა(ან საერთოდ არსებობაც <3 ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.