შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ორმოცდახუთი თავი)

23-07-2017, 17:07
ავტორი murachashvili
ნანახია 3 851

ფიქრი არ დასჭირვებია ვაჟს, ავტომობილი მყისვე მოაბრუნა და ისევ მონასტრისკენ მიმავალ გზას დაადგა. სიბნელეში მოძრაობა უჭირდა, თუმცა მაინც ახერხებდა ავტომობილის პარალელურ რეჟიმში მართვასაც და მობილურზე რეკვას. რესპოდენტი ჯიუტად დუმდა.
- ჯანდაბა, მოლოდინაშვილო, რომ გკითხონ ყველაფერს აკონტროლებ, არადა ტელეფონს არასოდეს იღებ!... - ზიზღით გამოსცრა კბილებში და მობილური გვერდზე მოისროლა.

სამრეკლოზე განგაშის ზარებს რეკდნენ. ხანძრის შესახებ მალევე შეიტყვეს ბერებმა. სულ რამდენიმე წუთში გამოიშალნენ კელიებიდან. ნაწილი ჭიდან იღებდა წყალს, ვიღაც რკინის სათლებს ავსებდა ცეცხლის ჩასაქრობად, ვიღაც ჭურჭელს მოარბენინებდა, ვიღაცას რეზინის შლანგები მოემარჯვებინა, თუმცა უშედეგოდ. ცეცხლი უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
- გალავანთან ქვიშა ყარეთ, ცეცხლი ტყეს რომ მოედოს დავიღუპებით! - ნიკოლოზის ბუბუნა ხმა სიბნელეშიც გამოარჩია გიგაურმა.
თითქოს წინამძღოლს ელოდნენო, ბერებმა სათლებს თავი ანებეს, ამჯერად მონასტრის ეზოში დაყრილ სამშენებლო მასალას მიადგნენ. ქვიშას და ქვა-ღორღს ურიკებითა და ნიჩბებით წრიულად აყრიდნენ მონასტრის გალავანს.
- ეს რა ჰქნეს ამ ძაღლის შვილებმა?! - ნერვებისგან ცახცახებდა წინამძღოლი.
- გამორიცხულია, ცეცხლს ვერ შევაჩერებთ! - გვერდით მდგომი ერთ-ერთი ბერი ეჭვით უმზერდა ალაპლაპებულ ცეცხლს.
- ხატები და ძვირფასი ნივთები უნდა გამოვაბრძანოთ ტაძრებიდან! - ისევ გაისმა ნიკოლოზის ბრძანება.
გიგაური არ ჩქარობდა გამოჩენას. მამაოებს მისი დახმარება აშკარად არ სჭირდებოდათ. გიგას ყურადღება მთლიანად ისევ ტყეში ჩასაფრებულ თავდამსხმელებისკენ იყო მიპყრობილი.
მონასტრის მთავარი ტაძრისკენ რამდენიმე ბერის თანხლებით გარბოდა ნიკოლოზი. თუმცა მხოლოდ ნიკოლოზი არა. ნათლად დაინახა გიგაურმა, ტყის ჩაბნელებული მასვიდან როგორ გამოცოცდა ორი ლანდი, სხარტი მოძღაობით აუარეს გვერდი მთავარ შესასვლელს და უკვე ჩამორღვეული გალავნიდან მონასტრის ეზოში შეუმჩნევლად შეაღწიეს. არც გიგაურს უფიქრია დიდხანს. თავადაც უკან გაჰყვა ლანდებს.
გარემოს აშკარად კარგად იცნობდნენ. მიზანმიმართულად თავადაც მთავარი ტაძრისკენ აიღეს გეზი. უცნობებს ყურადღებას არავინ აქცევდა. მამაოები და ბერები ტაძრებიდან და კელიებიდან ხატებსა და ძვირფას ნივთებს მოაბრძანებდნენ.
- ზედმეტად ახლოსაა! მცირე ტაძარში შესვლას ვერ მოვახერხებთ! - დანანებით შეხედა გალავნიდან გადმოსულ ალს ერთ-ერთმა ბერმა.
- მაცხოვრის ხატი?! - უკვე გამობრძანებულ ხატებში მცირე ტაძარში დაბრძანებული ხატო არ ჩანდა.
პატრიარქისგან მონასტრისთვის საგანგებოდ დაწერილ ხატს ასე მარტივად ნამდვილად არ დასთმობდა. თუმცა ტაძრის ცენტრალურ შესასვლთან უკვე მიეღწია ცეცხლს. თვალი მარცხენა კედელთან მდგომ რკინის ხარაჩოებისკენ გაექცა. ამდენი წლის შემდეგ, ანაფორა ერთი ხელის მოსმით გადაიძრო და ხარაჩოებისკენ გაქანდე. მასვე მიჰყვა გიგაურიც.
- აქ რას აკეთებ? - ღრენით გამოხედა ნიკოლოზმა ხარაჩოზე მაიმუნივით შემხტარ გიგას.
- ცხოვრებაში ერთხელ მოვინდომე გულწრფელად ლოცვა და მაშინაც ქურდივით მიწევს ტაძარში ძრომა! - ირონიულად გაეცინა მამაკაცს - თან არა მგონია ამ სარკმელში შეძრომა დახმარების გარეშ მოახერხო! - ტაძრის ვიწრო სარკმელს ეჭვით გახედა გიგამ.
- ტაძარში შეხვალ?!
- უფლებას მომცემ?! - ანცი ბავშვივით უელავდა თვალები გიგაურს.
- რა თქმა უნდა! - უნებურად გაეღიმა ნიკოლოზს - აქედან შედი, ყველაზე მოკლე გზა ახლა ხატამდე მისასვლელად ეს კიბეა, უკანა გზაზე ისევ აქეთ დაბრუნება აღარ გარისკო, სავარაუდოდ ცეცხლი მოგწვდება. ტაძრის გუმბათისკენ აიღე გეზი. ხატი იმ სარკმლიდან მომაწოდე, მეც იქ დაგხვდები! - ხელით გვერდით, გუმბათისკენ ამსვლელი ხარაჩოსკენ მიუთითა, უკვე ტაძარში მყოფს.
მოხერხებულად შეძვრა სარკმელში, მიუხედავად შენობაში შეღწეული ცეცხლისა საკურთხევლამდე მისვლა მაინც არ გასჭირვებია. დასვენებული ხატი მკერდზე სათუთად მიიკრა და კმაყოფილმა ზემოთ აიხედა. თუმცა მოძღვრის ნაცვლად სარკლმელში ცეცხლის ალი იკლაკნებოდა.
- აქეთ ვარ, იჩქარე, ცეცხლი მატულობს! - მეორე მხრიდან გაიგონა მოძღვრის ხმა - გუმბათისკენ ამოდი კიბეებით, იქიდან გადმოხვალ ხარაჩოზე!...
სირბილით აუყვა გუმბათზე ამსვლელ კიბეებს გიგაური. რამდენიმე წამში სარკლემში ნიკოლოზიც გამოჩნდა. მკერდზე მიხუტებული ხატი მოძვარს მიაწოდა და თავადაც ხვლიკივით გაძვრა ფანჯარაში.
- როგორ ფიქრობ, ჩასვლას მოვახეხებთ?! - თითქმის სამ მეტრამდე სიმაღლეზე მდგომმა გიგამ ეჭვით ჩახედა ცეცხლ მოდებულ ხარაჩოებს.
- რა თქმა უნდა მოახერხებ, აუცილებლად მოახერხებ! - მეგობრულად გაუღიმა მოძღვარმა.
სხვა დროს ალბათ შეეშინდებოდა, იქნებ საკუთარი ასაკიც გაჰხსენებოდა, იქნებ ეყოყმანა კიდეც გიგაურს, მაგრამ ახლა იმდენად დიდი იყო გადარჩენის სურვილი, იმდენად დიდი იყო ადრენალინი, რომ თავადაც ვერ ხვდებოდა როგორ ახერხებდა. ადგილს არჩევდნენ, ერთმანეთს ხელიდან-ხელში აწვდიდნენ ხატს. ხელები ეწვოდა გახურებული ხარაჩოებისგან. ალაგ-ალაგ გრძნობდა როგორ წვდებოდა ალიც, თუმცა ახლა ამაზე საფიქრად არ ეცალათ.
- ორ მეტრზე მეტი არ იქნება, გადახტომის დროა, გიგა! - ნიკოლოზის ხმა მოსწვდა სმენას.
- ხატი?! - ყოყმანით გახედა კაცმა.
- ქურთუკი მომეცი და გადახტი! - დუტის თბილი ჟილეტი მყისვე გაიხადა გიგაურმა.
- შეძლებ?!
- შევძლებთ! - იმედიანად შესცინა მოძღვარმა.
იმხელა რწმენა და იმედი ჩანდა მის ნათელ თვალებში, წამით აღარ დაფიქრებულა გიგაური. თვალები დახუჭა და გადახტა. ფეხქვეშ სიმყარე იგრძნო, თუ არა გაოცებულმა თვალები გაახილა. გარშემო ყველგან ცეცხლი იყო მოდებული. ის კი ბალახზე უვნებლად იდგა. ამჯერად ნიკოლოზს ახედა. ხატით ხელში მდგომი წინამძღოლი ცრემლებ მორეული თვალებით ზემოდან დაჰყურებდა მონასტრის ეზოს. ჩვეულზე ბევრად დიდი მოეჩვენა გიგაურს. იქნებ იყო კიდეც?! წვერი გასჩეჩოდა, თმები გასწეწოდა, ცეცხლის ალი კი ჯიუტად მიიწევდა მისკენ.
- ნიკა, გადმოხტი! - საკუთარი ხმა ვეღარ იცნო გიგამ.
ქვემოთ მდგომს ჩამოხედა მამაომ. არ მოსჩვენებია, აშკარად გაუღიმა. თუმცა არც მოძღვრის გვერდზე მიმართული მზერა გამორჩენია გიგას. ახლაღა გაიხედა, ახლაღა შენიშნა იარაღ შემართული ერთ-ერთი მოთვალთვალე. ხელი უკან წაიღო, ახლაღა გაახსენდა, რომ იარაღი ქურთუკის შიდა ჯიბეში ედო.
- ამის დედაც! - ვეფხვისებური ნახტომით ისკუპა თავდამსხმელისკენ.
თითქოს მას ელოდაო, ფრაგმენტულად დაინახა როგორ გადმოხტა ნიკოლოზიც. იარაღის მჭახე ხმამ რამდენიმეჯერ გაკვეთა ჰაერი.
- არა! - დაჭრილი ნადირივით ღრიალებდა გიგაური.
ზემოდან მოჰქცეოდა თავდამსხმელს და გამეტებით ურტყამდა სახეში.
- საკმარისია, გაჩერდი! - ვიღაცის ძლიერმა ხელმა როგორც იქნა მოახერხა და ნახევრად უსულო მძორი ხელიდან გააგდებინა გააფთრებულ გიგას.
- ჰა, რა ქენით, მოასწარით დაკავება?! - ერთ-ერთი, საშუალო ასაკის ბერი უჩვეულოდ საქმიანად ჩაეკითხა გვერდით მდგომ ანაფორიანს.
- რა თქმა უნდა, ოთხივე ავიყვანეთ! - ღიმილით შესცინა მეორემ.
- აწი ამ მასკარადის დასრულებაც შეგვიძლია! - ანაფორა გაიხადა პირველმა.
გაოცებული უმზერდა გიგაური ჯინსებში გამოწყობილ, შეიარაღებულ მამაკაცს.
- ნიკა?! - შეშლილი აცეცებდა თვალებს გიგა - ნიკა სადაა?!...
- უკვე მოგენატრა ნიკოლოზი?! - ირონიულად შესცინა ანაფორიანმა.
- შენც იმათთან ხარ?! შენს დედას.... - ქეჩოში სწვდა გაცოფებული გიგა უაზროდ გაკრეჭილს.
- საკმარისია! ახლა ჩემს თანამშრომლებს არ დაერიო, - ხმა რომ არ ამოეღო, დანარჩენების მსგავსად, ანაფორით შემოსილ, გამურული ბერში მოლოდინაშვილს ნამდვილად ვერ მოიცნობდა - ყოჩაღ ბიჭებო, კარგად იმუშავეთ! - მისი გაოცებული მზერისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, სამოქალაქო ფორმიან აბულაძეს მხარზე მეგობრულად დაუტყაპუნა ხელი.
- მაგარი ნამუშევარია, ვერაფერს იტყვი, მთელი მონასტერი გადაწვეს! - ირონიულად გაეცინა გიგაურს.
- სამწუხაროდ, ყველაფერი ვერ გავთვალეთ, თუმცა რაც მთავარია მსხვერპლი არ გვაქვს....
- აღარ იტყვით, სადაა ნიკა?! - მათი უდარდელი ტონი აშკარად აღიზიანებდა გიგაურს.
- ასეთი მგრძნობიარე თუ იყავი, რას წარმოვიდგენდი! - ირონიულად დასცინოდა ყოფილი პროკურორი.
- ფარნა! -ღრენით ახედა გიგაურმა.
- სულ როგორ უნდა გიჟდებოდე?! ასე თუ გააგრძელებ, შენი და ნიკას უცნაურ სიყვარულის ამბავსაც დავიჯერებ!
- წინამძღვარი გარეთ გავიყვანეთ, სავარაუდოდ დამტვრეულია, თუმცა ცოცხალია. სასწრაფოს მოსვლამდე, თორნიკეა მასთან...- ისევ აბულაძეს შეეცოდა განერვიულებული გიგა.

ნივის სავარძელზე გადაეწვინათ მოძღვარი. მხარი ერთ დროს ალბათ თეთრი ფერის ბინდით ჯვარედინად გადაეხვიათ, თუმცა სისხლს ჭრილობიდან მაინც გამოეჟონა და წითლად შეეღება. სახე გაფითრებოდა, ტუჩებს იმდენად ძლიერად აჭერდა, რომ სილურჯე შეჰპარვოდა, თუმცა მაინც ახერხებდა დაგუბებული გმინვის შეკავებას. განერვიულებული, სახე ალეწილი უმზერდა თორნიკე აღმზრდელს.
- დაჭრილია?! - გიგაურის შეშფოთებული ხმის გაგონებაზე გაჭირვებით გაეღიმა ნიკოლოზს.
- სროლა არ სცოდნიათ, ტყვიამ მხარში გაიარა! - მიუხედავად ტკივილისა, მაინც ხუმრობდა მოძღვარი - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, შენი ვალიც თუ მექნებოდა გიგაურო!
- ვალი?! - გაოცებული ჩაეკითხა ნიკოლოზს.
- ვერ გათვალეს, ერთი ტყვია ქურთუკსაც მოხვდა...
- ქურთუკს, - აღიდგინა მკერდზე როგორ მიიკრა ქურთუკში გამოკრული ხატი ნიკოლოზმა - მკერდშიც დაჭრილი ხარ? ხატი?!
- ასე მარტივად ვერ მომიშორებ, მხოლოდ ერთი ტყვია მაქვს მოხვედრილი! - ისევ გაეღიმა ნიკას.
- ბედი მაქვსო შენ უნდა თქვა, ტყვია ხატის ჩარჩოშია გაჭედილი!... - გაოცება ვერ დამალა გიგაურმა, როცა იქვე დასვენებულ მაცხოვრის ხატს შეავლო თვალი.
- მაგას ბედი კი არა, ღმერთის წყალობა ჰქვია! - ირონოიულად გაეცინა თავზე წამომდგარ ფარნავაზს.
- გვეშველა როგორც იქნა! - კმაყოფილებმა ახედეს რეანიმობილის ნაცვლად გამოგზავნილ ვერტმფრენს.
- ზოგჯერ დროულადაც მოდიან! - ტკივილმა გასერა მკერდში. ნიკოლოზის გარდა ალბათ ვერც ვერავინ მიუხვდა რა იგულისხმა გიგაურმა.
- ყველაფერი კარგად იქნება! - სულ რამდენიმე წამით გამოხედა საკაცეზე მწოლიარე მოძღვარმა. სულ რამდენიმე წამით, თუმცა აღარ იყო სიძულვილი, აღარც მტრობა. საკუთარ თავზე მეტად ახლა მამაოს მისი ტკივილი აწუხებდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო მთელი გულით ეცოდებოდა მხრებში მოხრილი გიგა.

№1 სტუმარი Guest Nita

Ici rogor cer? Kinos kadrebivit vxedav am kvelafers.umagresi da unichieresi gogo xar shen. Miuxedavad dazabulobisa,gamatbo am tavma :-*

№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest Nita
Ici rogor cer? Kinos kadrebivit vxedav am kvelafers.umagresi da unichieresi gogo xar shen. Miuxedavad dazabulobisa,gamatbo am tavma :-*

დიდი მადლობა kissing_heart ძალიან მიხარია, თუ მოგეწონა kissing_heart

№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

იცი რამდენი ვიტირე ანა? ძალიან მაგარი იყო... თითქოს ამას ველოდი კიდეც მაგრამ მაინც ძალიან ემოციური იყო...
გიგა უბრალოდ იყო ყველაზე მაგარი მომნანიებელი და ყველაზე გულწრფელი მშველელი...
საოცარი ტანდემი იყო გიგა და ნიკოლოზი წარსულში მტრები აწმყოში ერთმანეთის მშველელები ხატის გადასარჩენად მხარდამხარ ცეცხლთან მებრძოლნი... თითქოს მათი ურთიერთობა გაიფილტრა და სუფთა ფურცლიდან დაიწყო...
უბრალოდ მოუთმენლად ველოდები 10 აგვისტოს მოსვლას...

№4  offline წევრი ucnobi_18

ვაუუ ეს რაიყოო ველოდიი და მჯეროდა რომ ნიკოლოზისა და გიგას ურთიერთობა გამოსწორდებოდა მაგრამ აი არვიცი რავთქვა უბრალოდ საუკეთესო ვაიანტი იყო იმათ შორის რაც კი წარმოვიდგინე...შემდეგს ველოდებიი მალევეე

№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ucnobi_18
ვაუუ ეს რაიყოო ველოდიი და მჯეროდა რომ ნიკოლოზისა და გიგას ურთიერთობა გამოსწორდებოდა მაგრამ აი არვიცი რავთქვა უბრალოდ საუკეთესო ვაიანტი იყო იმათ შორის რაც კი წარმოვიდგინე...შემდეგს ველოდებიი მალევეე

მეც ეგ მინოდოდა, სულ ოდნავ მაინც მომეხერხებინა თქვენი გაოცება, დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის kissing_heart

უცნობი ქ
იცი რამდენი ვიტირე ანა? ძალიან მაგარი იყო... თითქოს ამას ველოდი კიდეც მაგრამ მაინც ძალიან ემოციური იყო...
გიგა უბრალოდ იყო ყველაზე მაგარი მომნანიებელი და ყველაზე გულწრფელი მშველელი...
საოცარი ტანდემი იყო გიგა და ნიკოლოზი წარსულში მტრები აწმყოში ერთმანეთის მშველელები ხატის გადასარჩენად მხარდამხარ ცეცხლთან მებრძოლნი... თითქოს მათი ურთიერთობა გაიფილტრა და სუფთა ფურცლიდან დაიწყო...
უბრალოდ მოუთმენლად ველოდები 10 აგვისტოს მოსვლას...

შენი კომენტარი ვნახე და გავიბადრე. ეს ემოციები თუ მე გამოვიწვიე, რაღაც გამომსვლია. heart_eyes უზომოდ მეშინოდა არ გადამემლაშებინა. მინდოდა გიგას მოქმედება ბუნებრივი ყოფილიყო. დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის. უზომოდ გამახარე kissing_heart

№6  offline წევრი Mariamch

ჩემი ანაააა♥ საოცრადწერრ❤❤

№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariamch
ჩემი ანაააა♥ საოცრადწერრ❤❤

დიდი, დიდი მადლობა heart_eyes

№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

შენ ხარ სასწაულითქო არ ვიცი უკვე რამდენჯერ მითქვამს და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი.გიგა და ნიკა ერთად რწმენის და ხატის გამო გაერთიანდნენ, თითქოს წარსულში არაფერი მომხდარა,ვაიმე როგორი ემოციური თავი იყო.როგორ ნერვიულობდა ნიკაზე, თითქოს დიდი ხნის მეგობრები იყვნენ.არ ვიცი რა ვთქვა,ისევ ემოციებში ვარ.
--------------------
ლანა

№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
შენ ხარ სასწაულითქო არ ვიცი უკვე რამდენჯერ მითქვამს და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი.გიგა და ნიკა ერთად რწმენის და ხატის გამო გაერთიანდნენ, თითქოს წარსულში არაფერი მომხდარა,ვაიმე როგორი ემოციური თავი იყო.როგორ ნერვიულობდა ნიკაზე, თითქოს დიდი ხნის მეგობრები იყვნენ.არ ვიცი რა ვთქვა,ისევ ემოციებში ვარ.

ძალიან მიხარია, თუ მოგეწონა. გიგაში დადებითი კუთხის წარმოჩენა ძალიან მინდოდა, თუმცა ვაღიარებ საკმაოდ დიდხანს დამაჭირდა იმაზე ფიქრი ეს როგორ გამეკეთებინა. შესაბამისად ორმაგად მიხარია სულ ოდნავ მაინც თუ მოვახერხე

№10  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ორივე თავი ერთად წავიკითხეე დაძაბულმაა და ემოციებიით სავსეეემ...რაღაც სასწაული თავი იყოო..თავი რომელმააც ემოციებით ამავსოო იმდენად დეტალურად და რეალურად გქონდა აღწერილი ყველა დეტალიი გულაჩქარებული კარგიის მოლოდინით ამავე დროს მაინც მეშინოდა რამე ცუდი არ მომხდარიყოო ჩავიკითხე ბოლომდეე. ისე განვიცადეე ისე შეაღწიაა გულშიი ნიკას და გიგას ერთად დგომამ ამ ცუდ პერიოდშიი რომ ნამდვილად ვიწამეე როგორი ცოდვილიც არ უნდა იყო მთავარიაა როგორი გულით მოინანიენ და როგორი ძლიერი იქნება სურვილი მონანიებიის.შენი ისტორიიდან ბევრი რამიის სწავლა შეიძლებაა და მააგალითის აღებაც.ყველა შენი დადებითი პერსონაჟი მიყვარს .შენ კი საოცრება ხარ სიტყვები არ მყოფნის შენს შესაფასებლად.

№11  offline წევრი ნინუცი

არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის.
ვერასდროს წარმოვიდგენდი გიგაური და ნიკა თუ შერიგდებოდნენ. რა შეუძლია მიტევების უნარს აი ყველაზე ძლიერი გრძნობაა... ნიკა ამ ისტორიის მთავარი გმირია... ყველაზე მნიშვნელოვანი და მისაბაძი პერსონაჟი

№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
ორივე თავი ერთად წავიკითხეე დაძაბულმაა და ემოციებიით სავსეეემ...რაღაც სასწაული თავი იყოო..თავი რომელმააც ემოციებით ამავსოო იმდენად დეტალურად და რეალურად გქონდა აღწერილი ყველა დეტალიი გულაჩქარებული კარგიის მოლოდინით ამავე დროს მაინც მეშინოდა რამე ცუდი არ მომხდარიყოო ჩავიკითხე ბოლომდეე. ისე განვიცადეე ისე შეაღწიაა გულშიი ნიკას და გიგას ერთად დგომამ ამ ცუდ პერიოდშიი რომ ნამდვილად ვიწამეე როგორი ცოდვილიც არ უნდა იყო მთავარიაა როგორი გულით მოინანიენ და როგორი ძლიერი იქნება სურვილი მონანიებიის.შენი ისტორიიდან ბევრი რამიის სწავლა შეიძლებაა და მააგალითის აღებაც.ყველა შენი დადებითი პერსონაჟი მიყვარს .შენ კი საოცრება ხარ სიტყვები არ მყოფნის შენს შესაფასებლად.

როგორ ძალიან მახარებთ. დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის. უზომოდ მიხარია თქვენი განწყობა.

ნინუცი
არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის.
ვერასდროს წარმოვიდგენდი გიგაური და ნიკა თუ შერიგდებოდნენ. რა შეუძლია მიტევების უნარს აი ყველაზე ძლიერი გრძნობაა... ნიკა ამ ისტორიის მთავარი გმირია... ყველაზე მნიშვნელოვანი და მისაბაძი პერსონაჟი

მგონი მართლა დაიმსახურა გიგაურმა თქვენი სიმპატია. დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო

№13  offline წევრი ნინუცი

murachashvili

დამელლიააა სულიი აან ახალი თავი მინდააა

№14  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მეც დღეს იმდენჯერ შევამოწმე ხომ არ დაიდო ახალი თავი მეპქი, სათვალავიც ამერია, ძალიან მაგარი თავი იყო, ემოციებით სავსე, ყველა სიტყვას დაძავული ვკითხულობდიიი, ერთი სული მაქ გაგრძელებას როდის წავიკითხავ

№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ablabudaa
მეც დღეს იმდენჯერ შევამოწმე ხომ არ დაიდო ახალი თავი მეპქი, სათვალავიც ამერია, ძალიან მაგარი თავი იყო, ემოციებით სავსე, ყველა სიტყვას დაძავული ვკითხულობდიიი, ერთი სული მაქ გაგრძელებას როდის წავიკითხავ

მეგონა ნახავდით პოსტს. შვებულებაში ვარ. ფშავში და ინტერნეტის პრობლემა მაქვს. ახალი თავი 7 აგვისტოს დაიდება.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent