ბედნიერების რეცეპტი (თავი ორმოცდაოთხი)
არც გაოცება, არც სიბრაზე, არც კითხვა, როგორ? არც კითხვა, რატომ? თითქოს ელოდა კიდეც. ამჯერად ტაძარში მდგომნი ისევ უსიტყვოდ აკვირდებოდნენ ერთმანეთს. დახურულ სივრცეში გატარებულ წლებისგან გაცრეცილ, გათეთრებულ სახეზე კაპილარებიც კი ემჩნეოდა გიგას. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, მის სახეს ავადმყოფურს მაინც ვერ უწოდებდი. რაღაც ნამდვილად შეცვლილიყო გიგაურში. თვალებში უცნაური სხივი, სიცოცხლის სურვილი დაჰბრუნებოდა. - ხედავ, დავმარცხდი?! სუსტი ვყოფილვარ, ნიკოლოზ. - დუმილი დაარღვია სტუმარმა - ჩემივე ფეხით მოვედი შენთან! - საინტერესოა, ვისთან იბრძოდი გიგაურო?! - შენთან, ღმერთთან და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს საკუთარ თავთანაც კი... - ჩემთან ბრძოლა დიდი ხნის დასრულებული გქონდა. სამწუხაროდ იგივეს დანარჩენებზე ვერ გეტყვი. უდაოდ ძლიერი მტრები გყოლია. - ირონიულად გაეცინა მოძღვარს - შეიძლება გავიგო, როგორ გამოხვედი ან აქ რამ მოგიყვანა?!. - უხერხულ კითხვას სვამ. ჩემთვის გამოსვლა პრობლემა რომ არ იყო შენც კარგად იცი. უბრალოდ, დღემდე ამის საჭიროება არ ყოფილა... - ახლა რა შეიცვალა? - დროა, ნიკოლოზ. - რისი დროა? - ინტერესით ჩაეკითხა მამაო. - სვავები გვიტრიალებენ, არც ირაკლია უმოქმედოდ. - სვავები?! იმედია შენ არწივობაზე არ დებ თავს! - ირონიულად გაეცინა მოძღვარს. - ქიშპობის დრო აღარ გვაქვს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთმანეთს ვჭირდებით. - დაიძაბა გიგაური. - ასე მგონია მიტინგზე გამოდიხარ, თუმცა ზოგჯერ მართალიც ხარ. - მშვიდად უპასუხა მოძღვარმა. - უკვე ხეობაში არიან! - ნიკოლოზის გულგრილ ტონს ყურადღება არ მიაქცია გიგაურმა. - ეგეც ვიცი. - მერე?! - აშკარად გააღიზიანა მოძღვრის სიმშვიდემ სტუმარი. - ვერ გავიგე, რა გინდა გიგა?! - ვერა?! ამას სერიოზულად მეკითხები?! შურისძიების, სამართლიანობის აღდგენის დროა, ნიკა... - ხმას აუწია საბოლოოდ გაბრაზებულმა გიგაურმა. - იმედია მოსამართლის როლი შენ არ იკისრე?... - ირონიულად ჩაეკითხა მამაო. - არა, მოსამართლეობას შენ გარგუნებ, მე კი ჯალათის როლიც დამაკმაყოფილებს... - ჯალათის?! - გაოცებულმა შეხედა მოძღვარმა - გამოდის შეცდომებზე ვერაფერი გისწავლია. - ცხოვრებაში ერთხელ მეც ხომ უნდა მოვიქცე სწორად? - შორისძიებაზე ფიქრი სწორია?! - დაიმსახურეს... - კბილებში გამოსცრა გიგაურმა. - დაიმსახურეს?! ამას ვინ წყვეტს, შენ?! - ამას როგორ ახერხებ? მართლა მშვიდად ხარ, თუ მეჩვენება?! მათ ხომ მინდიაც... - არაბულების ხსენება არც კი გაბედო... - ზიზღით გახედა მოძღვარმაც. - გგონია მსიამოვნებს რაც ხდება?! უფლება რომ მქონდეს, საერთოდ დავივიწყებდი არაბულებსაც და თქვენც, შენ წარმოიდგინე საკუთარ ძმასაც კი ამოვრეცხავდი ჩემი მეხსიერებიდან, მაგრამ... - რა მაგრამ? - ელენეს რა ვუყო?! როგორ დავიკიდო ერთად-ერთი ძმისშვილი?! - ელენე რა შუაშია არაბულებთან? - ხუმრობ თუ მე მიმოწმებ ნერვებს?! იმის შემდეგ რაც ერთმანეთისთვის გააკეთეს გინდა დამაჯერო, რომ ის ბიჭი ჰკიდია? - ნუ გავიწყდება, ტაძარში დგახარ! - შეუღრინა მოძღვარმა. - მახსოვს. - არ ჩამორჩა გიგაც. - მართლა? რაღაც არ გეტყობა... - სიტყვებზე ნუ მეკიდები. გეუბნები ის შენი სანაქებო თორნიკე საფრთხეშია, როგორც არაბულების მემკვიდრე, მასთან ერთად ელენეც და შენ მხოლოდ სიტყვებს მისწორებ?! - ყველაფერს მისი დრო აქვს. მათთვის დადგენილი ღვთის სასჯელს ვერსად გაექცევიან... - შეიძლება ყველაფერში სხვას ელოდებოდე? ისევ ღმერთმა თქვა, ხელი გაანძრიე და გეშველებაო!... დროა ნიკოლოზ, დრო! - ჯიქურ უმზერდა მოძღვარს თვალებში. - საკმარისია! ვინ მოგცა უფლება, ღვთის სამართალში ეჭვი შეიტანო?! ვინ მოგცა უფლება გადაწყვიტო, ვის რა სასჯელი ეკუთვნის? შეიგნე, შენ არ ხარ ის ადამიანი, ვინ სამართლიანობაზე უნდა ილაპარაკოს. თვითნებურად ვერ იმოქმედებ გიგაურო, უფლებას არ მოგცემ!... - დაიგრგვინა ნიკოლოზმა. - გამოდის, სულ ტყუილად მოვსულვარ შენთან, ან რისი იმედი მქონდა?!...- ტაძრიდან თითქმის გამოვარდა გიგა. - შენ ჩემთან კი არა, უფლის სახლში ხარ მოსული დაყველაზე კარგად შენვე იცი რისთვისაც! - უკან გამოჰყვა მოძღვარიც. - გგონია, ამ შენს ციხე სიმაგრეში უსაფრთხოდ ხარ?! გგონია, ვერ მოგწვდებიან?! - მისკენ შებრუნდა გიგა. - გინდა დამაჯერო, რომ ჩემზე ღელავ?! - ირონიულად გაეცინა მოძღარს. - მათთვის მღვდელი კი არა, მოწმე ხარ, მოწმე რომელიც უნდა მოიშორონ!... - ისე შეანჯღრია წინ მდგომი, თითქოს ნიკოლოზის აზრზე მოყვანას ცდილობდა. - ცუდად მიცნობ, გიგაურო. - ხელი უხეშად გაინთავისუფლა მოძღვარმა. - გიგა?! - აშკარად გაუკვირდა თორნიკეს ტაძრის ეზოში მოძღვართან მოკამათე მამაკაცის დანახვა - რა ხდება? - არაფერი. გიგაურმა შეიტყო ჩვენი სტუმრების აქ ყოფნის შესახებ და პანიკაში ჩავარდა! -ეგ ქედმაღლობა დაგღუპავს ნიკა! - კბილებში გამოსცრა გიგამ. - იქნებ დამღუპოს კიდევ, არაფერის გამორიცხული. შენი ლგოკით ჩემი აგნადგურება თუ უნდათ, ახლა ცოცხალი არც უნდა ვიყო. თუმცა ერთ რამეს მაინც გეტყვი, ისინი უკვე ბრძანდებოდნენ ტაძარში. იმდენად მხდალები არიან, რომ ახლოს მოსვლაც ვერ გაბედეს. ქურდულად, აი იმ კუთხეში იდგნენ.... - თავით მონასტრის ეზოს შესასვლელისკენ ანიშნა - იქიდან აცეცებდნენ საზიზღარ თვალებს. - ხვდები მაინც რაზე ლაპარაკობ?! - მათთან მისულ თორნიკეს აღარ მოერიდა გიაური და ისევ ხმას აუწია - მათთვის მოწმე ხარ, მოწმე, რომელიც უნდა მოიშორონ! - და რა გინდა გიგა, შიშისგან კანკალი დავიწყო?! - ზიზღით გახედა მამაკაცმა. - კანკალს არა, თავდაცვას გთხოვ! - სასაცილოდ არ გეჩვენება, გიგა გიგაური თავდაცვისკენ მომიწოდებდეს?! - ირონიულად ჩაეკითხა თორნიკეს, რომელიც სერიზული სახით ისმენდა მათ დიალოგს და ჩარევა აზრადაც არ მოსდიოდა. - ჩემი აქ ყოფნის შესახებ არ იციან. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ისევ ციხეში ვარ, შესაბამისად არც სიფრხილის ნორმებზე ფიქრობენ, ჯერ - ჯერობით თავისუფლად მოქმედებენ. შემიძლია მოულოდნელობი ეფექტით ვისარგებლო და... - დარწმუნებული ხარ, რომ არ იციან?! - ისევ ირონიულად ჩაეკითხა მოძღვარი. - რა თქმა უნდა! - გიგა, ვინმე გახლავთ?! - მოულოდნელად შეაწყვეტინა თორნიკემ. - არა. - უცნაურად არ გეჩვენებათ, ფარებ გამორთული მანქანით სიარული? თავით გზისკენ ანიშნა თირნიკემ. ყურადღებით დააკვირდნენ ვაჟის მიერ ნაჩვენებ მიმართულებას. მონასტრის ეზოდან სულ ოდნავ ჩანდა ფარებგამორთული, მუქი ფერის ავტომობილი როგორ მიიკვლევდა გზას ტყის მასივისკენ. - გვითვალთვალებენ! - მღელვარება წამითაც არ შესტყობია ნიკოლოზს. - ასე ახლოს მოსვლის საშუალებას როგორ აძლევთ?! - აღშფოთდა გიგა. - ნუ ღელავ, როგორც მოვიდნენ, ისევე წავლენ, ორი კვირაა ასე სეირნობენ. შენც გილოცავ, გიგაურო! თუ აქამდე შენი სტუმრობის შესახებ არ იცოდნენ, დღეს ნამდვილად შეიტყობენ! - ხელი მეგობრულად დაუტყაპუნა მხარზე. - ძალით შვრები? ჩემი გაგიჟება გინდათ?! - მომისმინე, გიგაურო. მხოლოდ შენ არ ღელავ და ნერვიულობ. წლებია ველოდებით მაგათ გამოჩენას. წლებია, მახეს ვუგებთ დასაკავებლად, უფლებას არ მოგცემთ შენი სუპერმენობით ამდენი ნაწვალები წყალში ჩაგვიყარო... - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარებოდან მოძღვარი. - წინ ყოფილხართ წასული, გეგმა გქონიათ, ისეთი დებილები გგონიათ, რომ თქვენს მიერ შედგენილი სცენარით იმოქმედებენ?! -ხმას აუწია გიგამ. - საკმარისია. მათი დაკავება შენი პრობლემა არაა და შეიგნე ეგ. - თქვენი უბედურება იცით რაა?! ზედმეტად თვითდაჯერებულები ხართ. სათანადოდ ვერ აფასებთ მათ უნარებს. - დიდი მადლობა, ჩვენზე ზრუნვისთვის! - ცინიზმი არ დაიშურა ნიკამ. - გესლიანი ენა გაქვს. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არც გამოვიხედავდი თქვენსკენ, მაგრამ... - რა მაგრამ? - ამჯერად თორნიკე ჩაეკითხა გიგაურს. - ელენეს რა ვუყო?! თქვენი წყალობით ეგ ჯიუტი გოგოც საფრთხეშია. - ჩვენი წყალობით? იმედია შექმნილ სიტუაციაში ჩვენ არ გავადანაშაულებ... - ნელ-ნელა სიბრაზე თორნიკესაც ერეოდა. - აბა ვისი ბრალია? რას ელოდებით? ვის ელოდებით? მათ განადგურებაზე იოლი რაა? ერთი „აბოიმა“ სულ ეყოფათ მთელ მათ გვარსა და ჯილაგს. - შენც კარგად იცი, გიგა, რომ თითქმის ოცდაათი წლის წინ ჩადენილი დანაშაულის გამო არავის დააკავებენ. გვინდა ისეთი შეცდომა დაუშვან, რომ თავის დაძვრენა იოლად ვერ შესძლონ... - ისევ თორნიკეს შეეცოდა განერვიულებული მამაკაცი და გადაწყვიტა მათი გეგმები გაეზიარებინა. -იმას რასაც შენ შეცდომას ეძახი, ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს. შემდეგ გვიანი რომ იყოს?! იქნებ სჯობდა პირველი დარტყმა ჩვენვე მიგვეყენებინა? - მორჩი გიგა. კარგად იცოდი, რომ შურისძიებაზე არ დაგეთანხმებოდი, მაგრამ მაინც მოხვედი. შენი გადაწყვეტილების სისწორეში თავადვე გეპარებოდა ეჭვი. - ერთი რამ იცოდე, შენც და შენმა ღმერთმაც, სულ რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიხრუკო, ელენეს უბატონოდ ხმაც რომ გასცენ, მის სიცოცხლეს ვფიცავ, ხელი არ ამიკანკალდება, სიკვდილს სანატრელს გავუხდი. თოთოეულს მათგანს ყველაზე სადისტური ფორმით ამოვხდი სულს... - ისე ემუქრებოდა ნიკოლოზს, თითქოს მისი ბრალი იყო დამნაშავეების დღემდე დაუსჯელობა. - ამ ორი დღის გამომცხვარ ბიძას შეხედე ერთი რა დღეშია. მხოლოდ შენ გიყვარს ეგ ბავშვი?! - თქვენზე ნაკლებად არც მე არ მინდა ჩემი მშობლების მკვლელებზე შურისძიება. თუმცა მაინც მინდა, სამართლიანობის მჯეროდეს. ახლა ნებისმიერი ზედმეტი მოქმედებით შეიძლება დავაფრთხოთ და ქვეყნიდან გაგვექცნენ. მოდით დავაცადოთ სამართალდამცავებს მათი საქმე გააკეთონ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. თუ არაფერი გამოგვივა, ყველაზე იოლი მათი ლიკვიდაციაა... - ცივად, საქმიანად ისე მსჯელობდა თორნიკე, თითქოს საქმე ადამიანების სიცოცხლეს არც ეხებოდა. - თორნიკე, ამ ომში შენ არ ერევი! - თვალების ბრიალით გააჩუმა მოძღვარმა - ყველაზე წმინდა, რაც შენ ახლა გევალება, ელენეს პატრონობაა. დანარჩენს კი მე და გიგა მივხედავთ. - როგორც იქნა მოხვედი აზრზე?! - კმაყოფილმა ჩაიცინა გიგაურმა. - გიგა! - ღრენით გახედა მოძღვარმა. - კარგი ნუ ცხარობ. ისე მღვდლისთვის ასეთი ხასიათი შეიძლება?! მაგარი უცნაური კაცი ხარ. გული რომ არ დაგწყდეს, ჯერ შენს გეგმას მივყვეთ, - ისე გააგრძელა თითქოს ვერ შენიშნა ნიკოლოზის გაბრაზება - თუ არ გაამართლებს, ჩემს გეგმას რაღა უდგას წინ?! - კმაყოფილმა თვალი ჩაუკრა თორნიკეს. - შედეგი მაინც ერთი გვექნება, ის ნაბოზვრები ერთხელ და სამუდამოდ გაქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან! - გიგას აჰყვა თორნიკეც. - ეკლესიაში ხართ! - ამჯერად ღრენით თორნიკეს გახედა მამაომ - სათქმელი უკვე გითხარით. მსგავსი მეთოდებით ბრძოლა არ დაგვჭირდება... - ჩვენც ეგ გვინდა, ნიკოლოზ... არც ჩვენ ვართ სისხლს მოწყურებული გიჟები. - კმაყოფილი იცინოდა გიგაური. - თორნიკე, არ შეგაცდინოს იცოდე, შეუთანხმებლად არაფერი გააკეთო! - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ვაჟს. - ნუ ღელავთ, მამაო. ყველაფერი კარგად იქნება, თქვენს ბიჭს არ დავაზიანებ, არც ვაცდუნებ... - სიცილი ვეღარ შეიკავა გიგაურმა. გაღიზიანებული მოძღვარი ვაჟს დაემშვიდობა, გიგას აღარც შეხედა ისე შევიდა საკუთარ კელიაში. - სულ ასეთი ფხუკიანი იყო, თუ მე ვმოქმედებ ასე დადებითად?! - ისევ იცინოდა მამაკაცი, თუმცა თორნიკეს დაძაბული სახის დანახვაზე მყისვე გაჩუმდა - როგორ ფიქრობ ახლა წასვლა სწორი იქნება? -აშკარად ვაჟის აზრები ამოიკითხა. - არ ვიცი, აქამდეც გვითვალთვალებდნენ, თუმცა ასე ახლოს არ მოსულან. მგონი ჯობს დავრჩე და... - თქენი მართლა გამკვირვებია, სამიზნე კურდღლებივით სხედხართ და ელით?! - ხომ გესმოდათ მოძღვრის?! - იქნებ ცდება ნიკოლოზი?! - შეიძლება ცდება კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით ასე სჯობს. - კეთილი იყოს თქვენებურად. დაიცადეთ და ელოდეთ. მე კი ჩემ გეგმას მივყვები. - თქვენს გეგმას?! - ეჭვით ახედა ვაჟმა. - ნუ გეშინია, ღმერთმა ქნას თქვენი სტრატეგია მართებული გამოდგეს, მე ჩემი მოქმედებით ნამდვილად არ დაგაზარალებთ, უბრალოდ ერთი ნაბიჯით წინ ვიქნები!... - თვალი ჩაუკრა გიგაურმა და მონასტრის ეზოდან გავიდა. - მომავალ სიმამრს შენ რატომ არ გაჰყევი?! - მოძღვრის კელიის კიბეზე მჯდომ თორნიკეს თავზე ნიკოლოზი წამოადგა. - აქ ყოფნა მირჩევნია. - გიგაურმა შენც შეგაშინა?! - ღიმილი გაეპარა ვაჟის სერიოზული სახის შემხედვარე მამაოს. - რომ დაგჭირდეთ? - ჩემზე ნუ ფიქრობ. ახლა აქ კი არა, ბავშვებთან და ელენესთან უნდა იყო. მათი უსაფრთხოება ბევრად მნიშვნელოვანია. მონასტერზე ასე აშკარად თავდასხმას ვერ გაბედავენ და რომც გაბედონ, თავდაცვას ჩვენითაც შევძლებთ. სოფელში წადი, მე იქ უფრო მჭირდები. - კი, მაგრამ ელენე დილით ვნახე... - ნუ მაიძულებ ძალით გაგადო!.. დაჯექი ავტომობილზე და წადი! - უჩვეულოდ მკაცრად ჟღერდა მოძღვრის სიტყვები. კიდევ აპირებდა შეწინააღმდეგებას ვაჟი, თუმცა ნიკოლოზის გაკერპებული სახის დანახვაზე შეწინააღმდეგება ვეღარ გაბედა. მორჩილად დახარა თავი და მიუხედავად იმისა, რომ ფეხები უკან რჩებოდა, მაინც გაემართა ავტომობილისკენ. - ამაღამ აქ შენი ადგილი არაა. - ალაყაფიდან გავიდა თუ არა წითელი ნივა, შვებით ამოისუნთქა - ვნახოთ ერთი რისი მაქნისები ხართ! - მოთვალთვალეებს ღრენით გახედა და კელიაში ბერებთან შევიდა მოძღვარი. - თვითდაჯერებული, ქედმაღალი იდიოტი! როგორ გაბედავენ, როგორ აკადრებენ. მაგ წვერით თხასავით რომ დაგკიდებენ, მერე ისწავლი ჭკუას! - ფეხით მოუყვებოდა გზას ნიკოლოზზე გაბრაზებული გიგაური. თუმცა, როგორც კი მოთვალთვალეთა ავტომობილს გასცდა, აქეთ-იქით მიმოიხედა, დარწმუნდა რომ ვერავინ დაინახავდა, გადაუხვია, და სირბილით ვიწრო ბილიკს დაადგა. ამ ადგილებს ბავშვობიდანვე კარგად იცნობდა გიგა, ხშირად წამოსულა უმცროს ძმასთან ერთად სანადიროდ, კვირაობით მჯდარან ნადირის მოლოდინში. წლების შემდეგ დაბრუნებული ისევ ნადირობდა გიგაური, თუმცა ამჯერად ბევრად უფრო სახიფათო მტერზე ნადირობდა. ფრთხილობდა გიგა, მერე და როგორ ფრთხილობდა. პანტერისებული ნაბიჯით მიიწევდა წინ, ჩაბნელებულ ავტომობილს უკანა მხრიდან მოუარა და ისე დაიმალა, რომ ავტომობილისთვისაც ეთვალთვალა და მონასტრის ეზოც დაენახა. - ეს სულელი ბიჭიც წამოვიდა?! - უკმაყოფილოდ გახედა მონასტრის ეზოდან გამოსულ არაბულების წითელ ნივას. უცნაური შეგრძნება დაუფლებოდა მამაკაცს, ადერენალინის მოზღვავებას გრძნობდა, თითქოს ისევ თხუთმეტი წლის ბიჭი იყო. გაფაციცებული, სუნთქვა შეკრული აკვირდებოდა სიბნელეში მოძრავ ლანდებს. მამაკაცისდა გასაკვირად, სულაც არ ისხდნენ მოთვალთვალეები უძრავად. ნათლად დაინახა, რამდენიმე შეიარაღებულმა მამაკაცმა, როგორ გადმოიღეს ავტომობილის საბარგულიდან რკინის ჭურჭელი, „კანისტრები“. - რა ჯანდაბას აპირებენ?! - სუნთქვა შეკრული ფრთხილი ნაბიჯით აედევნა მონასტრისკენ წასულ ლანდებს. სწრაფად მოძრაობდნენ მამაკაცები. სხარტი მოძრაობით მონასტრის გალავანს მთელ სიგრძეზე მოასხეს სითხე. ნავთისა და ბენზინის სუნი ტყეშივე იგრძნო გიგაურმა, ერთ-ერთმა ლანდმა ანთებული სანთებელა ხელში შეათამაშა და მონასტრისკენ მოისროლა. მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშებულ გიგაურს სროლა დავიწყებოდა, თვალებ გაფართოებული უმზერდა როგორ აბრიალდა ცეცხლის ალი, შესაშური სისწრაფით წამებში მოედო გალავანს ცეცხლი, სულ რამდენიმე წამი და მთელი მონასტერი წითლად აალდა. ერთხელ კიდევ ახედა რამდენიმე წუთის წინ გამოვლილ შარას თორნიკემ, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი ეკლესიის გუმბათს და სოფლისკენაც გადაუხვია. ის - ის იყო არაგვზე გადებულ ხიდზეც გადავიდა და ტყიდან ავარდნილმა კვამლმაც მიიქცია მისი ყურადღება. მონასტერი იწვოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.