დაქირავებული მკვლელი (მედლის ორ მხარე) I თავი
ქუჩის კუთხეში გაჩერებულიყო ორი ჩაბურულშუშებიანი მანქანა. საიდანღაც გამხდარი მაღალი სილუეტი გამოჩნდა. გადაპარსული ქერა თმა და არისტოკარატიული, დახვეწილი ნაკვთები ქონდა. მანქანაში ჩაჯდა თუარა მაშინვე დაიძრნენ. მანქანაში მჯდომმა თვალი შეავლო ახალ მოსულს... -იცოდე ამ საქმის ჩავარდა არ მარწობს. თქვა ასე 27-28წლის მამაკაცმა. -არცმე. მოკლედ მოუჭრა ახალმოსულმა. ქალის ხმა იყო. შეკრთა მამაკაცი, არ ელოდა ქალის ხმის გაგებას. ამ ჟესტზე გოგონას ირონია აღებეჭდა სახეზე, როგორცჩანს ეს შემთხვევა მისთვის პირველი არ ყოფილა. -რა? კითხა უხეშად ქალმა. -არაფერი მინდა ხვალ დილით უკვე მკვდარი იყოს. დღეს საღამოს წვეულებაზე წავალთ დილამდე იქ ვიქნებით შემდეგ შენდა ჩემი ორი ბიჭი... -ეი ეი მე მარტო ვმუშაობ. -დღეს არ იმუშავებ!მემგონი იმდენს გიხდი რომ შენი მუშაობის სტილი შეცვალო. დამცინავად მიუგო ვაჟმა. მისთვის ხომ ასეთი მდაბიო იყო ეს ქალი, რომელიც ფულის სანაცვლოდ კაცს კლავდა. ქალებს პატივს არცარასდროს სცემდა, ამ ქალის დანახვამ ხო საერთოდ შეუცვალა წარმოდგენა. -რა გქვია. კითხა ვაჟმა. -სარა. თქვა ისერომ ვაჟისთვის არცკიშეუხედავს. -შენ? -ლუკა. წვეულებაზე ამ ტანსაცმლის ვერ წამოხვალ. უთხრა და თვალი შეავლო მის გახუნებულ კაპიშონს,რომელიც თავზე წამოეფარა და სახე არცკი უჩანდა, დახეულ შარვალს და ბატინკებს. სარამ მაღაზიაში და სალონში გაიარა და დათქმულ ადგილას დროულად მივიდა. ქუჩაში მიდიოდა და არაფერს გრძნობდა, არაფერს ფიქრობდა და არაფერს ხედავდა. დახოცილი მშობლები, გაქცეული უფროსი ძმა და წართმეული ქონება, ეს არის სარას ცხოვრება. თვითონკირად ჩამოყალიბდა? რაშიც ცხოვრებამ შეუწყო ხელი. აპრეხილი ცხვირი ქონდა,ტუჩები კი დიდი, მაგრამ არავულარული.შავი თვალები,რომელიც უსაზღვროდ ღრმა იყო, თითქოს არსად ქონდა დასასრული. ყურის უკან ტატუს შეამჩნევდით.გრძელი და ძალიან ჩახსნილ კაბა ეცვა, ოდნავ დაკუნთული ზურგი კი მთლიანად მოეშიშვლევიბინა. მის დანახვაზე ლუკა თავიდან დაიბნა. სმართლე გითხრათ არ ელოდა, რომ ეს ქალი ასეთი დახვეწილი და ლამაზი აღმოჩნდებოდა. -იარაღი სად გაქ? კაბა აიწია და ბარძაყზე მიმაგრებული რევოლვერი დაანახა.მის ფეხებს მზერა ძლივს მოაშორა ლუკამ. ლუკა და სარა მანქანაში ჩასხდნენ. სიჩუმე ლუკამ დაარღვია: -შენ დიტოს კარგად იცნობ არა? კითხა ლუკამ. -ხო, იმდენად კარგად რომ ყველაფერში მენდობა. -მეგობარია? -მეგობარია. თითქოს ნაღვლიანად მიუგო სარამ -ანუ შენი ნდობა არ შეიძლება არა? თუ მეგობარს ასე იმეტებ ფულის გამო. -შენთვის რა მნიშვნელობააქვს? დაძაბულმა კითხა ლუკას. -არაფერი, უბრალოდ ვიფიქრე თუ ამ საქმეს კარგად შეასრულებ სამუშაოდ ხომარ აგიყვანოთქო მაგრამ... -ჩემი ნდობა არ შეიძლება არა? კითხა ახლა უკვე ისევ ირონიულმა სარამ. -მოვედით. ლუკა მანქანიდან გადავიდა და სარას კარები გაუღო. -ქალბატონო სარა გთხოვთ გადმობრძანდეთ. უთხრა იმ ტონით რომ სარა მიხვდა თამაში სწორედ ამ წუთიდან დაიწყო. -სხვათაშორის "სარა" ქალბატონს ნიშნავს. თამაშში აყვა სარაც. დიდ დარბაზში შევიდნენ, სადაც მაშინვე მიიპყრეს სტუმრების ყურადღება. ერთ-ორ ადამიანს გააცნო ლუკამ სარა და მას შემდეგ ერთმანეთი აღარც უნახავთ. სარა დიტოს მიუხლოვდა, ვინც ამაღამ უნდა მოეკლა. გადაეხვივნენ და ერთმანეთი გულთბილად მოიკითხეს. -რას შვები სარა შენი ძმისგან რა ისმის? -არვიცი დიტო ვერაფერი გავიგე. ხან მითხრეს გერმანიაშიაო, ხან მითხრეს ტაილანდშიო. ცოტა ახლოსმყოფი ქვეყნები მაინც მითხრან დავიღალე ძებნით. იქამდე ლაპარაკობდნენ სანამ ,სარას არ ანიშნეს, რომ დრო იყო. დიტოს გარეთ გაყოლასთხოვა, შმდეგ იქვე ახლოს ტბისკენ წავიდნენ დაზუსტამ 10წუთში გასროლის ხმა გაისმა. მალე სარაც გამოჩნდა კაბაზე სისხლის პატარა წვეთები აჩნდა. მანქანაში ჩაჯდა და ლუკას შეხედა. ლუკამ ვისკის ბოთლი და კონვერტი გაუწოდა,რომელაიც სარას გასამსრჯელო იდო. სარამ დაუფიქრებლად მოსვა და ისევ ლუკას დაუბრუნა. უხმოდ ჩაცალეს მთელი ბოთლი, ისე რომ მზერა არ მოუშორებიათ ერმანეთისთვის. ცდილობდა ლუკა, მაგრამ სარას მიმზიდველ გარეგნობასთან ვერაფერს ხდებოდა. ხელი კაბისქვეშ შეუცურა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. სარამ თვალები რომ გაახილა ლუკას გვერზე იწვა. თავი საშინლად ტკიოდა, არახსივდა აქ საიდან აღმოჩნდა მაგრამ მიხვედრით კი ყველაფერს მიხვდა. არიცის რატომ დასთანხმდა , ასეთი არაპროფესიონალიზმი რატომ გამოიჩინა.ადგა და ჩაცმა დააპირა ამ დროს კი ლუკამ გაიღვიძა.უკვე შუადღის სამი საათი იყო. -მიდიხარ? იკითხა დაბნეულმა. -ხო, აქ რაღადამრჩენია. -იცი შემიძლია ფული,რომელსაც ხალხის კვლაში იღებ ჩემთან დროის გატარებაში შემოგთავაზო. არჯეროდა რომ ამას ამბობდა, რომ ვიღაცის გაშვება არ უნდოდა. რატომ? სარა ხომ ასეთი საზიზღარი არსება იყო, რომელიც მასში მხოლოდ ზიზღს იწვევდა, მაგრამ არ უნდოდა მისი გაშვება.თითქოს მისი შესწავლა სურდა, ის ხომ ასეთი იდუმალი და ამოუცნობი იყო. რას გრძნობდა სარა? სარა დიდიხანია არაფერს გრძნობს, მაგრამ ეს სიტყვები პირველად გაიგო. "ხალხის კვლაში" ის მკვლელი იყო და ამ ფაქტს მხოლოდ ამ წამს გაუსწორა თვალი.არადა 3 წელია ამას აკეთებს. ორივე სასწრაფოდ გამოერკვა ფიქრებიდან, მაგრამ არცერთს არუნდოდა რამის თქმა. -დიმიტრი ბოლო იყო. ეს სიტყვები უფრო თავისთის თქვა ვიდრე ლუკასთვის. -ბოლო? -ბოლო ადამიანი ჩემი ნაცნობებიდან, ძველი მეგობრებიდან და ბოლო ჩემი ხელით მოკლულებიდან. ლუკამ არიცოდა რა ეთქვა, მარტო ის იცოდა, რომ... არაფერი არიცოდა. ნუთუ მართლა ასეთი გულქვა იყო ეს გოგო... ვიმ იყო? რას გრძნობდა? და ეს ყველაფერი ლუკას რაში აინტერესებდა? ეს კითხვები არასვენებდა ლუკას. -მითხარი რამდენი წლისხარ? დასვა ამ მომენტისთვის ყველაზე შეუსაბამო კითხვა. -19 დაუფუქრებლად უპასუხა სარამ. და აიკიდევ ერთი ფაქტი, რომელმაც ლუკა გააოცა. და ისევ არიცოდო რა ეთქვა, რა ექნა ან საერთოდ როგორ იქცევიან ხოლმე ასეთ დროს? -უნდა წავიდე. სცადა უხერხული სიჩუმე დაერღვია სარას, თუმცა ლუკა ისევ დუმდა. -ნახვამდის. წაიჩურჩულა და გავიდა. ტკიოდა... წართმეული ბავშვობა... მოკლული ხალხის ხმა... დაკარგული მშობლები... და ვერნაპოვნი ძმა... თავისი გრძნობების მოკვლა დიდი ხნისწინ ისწავლა, მაგრამ ახლა იტანჯებოდა, ნელნელა ყველაფერი ზემოთ ტივდივდებოდა,რაც მოკლა და დამარხა. არა ამაზე ფიქრი არ უნდოდა... არ... უნდოდა. ხოდა არ იფიქრებდა! თავს უფლებას ვერ მისცემდა, გრძნობებს გაენადგურებინა, ამდენ რამეს გაუძლო და ახლა ეს უაზრო ტკივილის გრძნობა ვერაფერს უზამდა. იქვე ბარში შევიდა და სასმელი შეუკვეთა... ბევრი დალია... შემდეგ კლუბში წავიდა, იქაც ბევრი დალია დაა... დილით კი მისდა უნებურად ლუკას გვერდით გაიღვიძა. არმოეწონა ეს ამბავი, კარგს არაფერს ნიშნავდა. ისევ დააპირა ადგომა და წასვლა და ისევ გამოეღვიძა ლუკას. -არმაინტერესებს წუხანდელი ამბები მივდივარ, არ შემაჩერო. (გაახსენდა გუშინ დილით რა საუბარიც მოყვა ასეთ გაღვიძებას)სწრაფად თქვა სათქმელი სარამ და საწოლიდან წამოფრინდა. -ჯერ ვისაუზმოთ. თხოვა ლუკამ, მაგრამ ბრძანებას უფრო გავდა. დათანხმდა სარა იმ იმედით, რომ ვეღარასდროს ნახავდა. თვითონაც არ იცოდა რატომ უნდოდა ამ ბიჭისგან გაქცევა. ხმა არ ამოუღია არცერთს. სარა ჭამდა,მაგრამ მხოლოდ მიტომ რომ არ მომკვდარიყო, საჭმლის გემოს ვერასოდეს გრძნობდა, ან იქნებ ეს გრძნობაც მანვე ჩაკლა. მას ხომ არუნდოდა სიყვარული ეგრძნო ან ბედნიერება, რადგან მისიაზრით ამას მხოლოდ უბედურება მოყვებოდა. ზუსტად ასე არიყო სანამ მის მშობლებს დახოცავდნენ? მაშინ ხომ ორივეს გრძნობდა და რა მოყვა ამას? უბედურება. ბოლოს ლუკამ თქვა: -ჩემი შემოთავაზება ისევ ძალაშია! -რას მთავაზობ შენი ნაშა ვიყო? დამცინავად კითხა სარამ. -ხორავი მკვლელობას არ ჯობია? არანაკლები ცინიზმით უპასუხა ლუკამ, მაგრამ ისე აუვარდა ტვინში სისხლი სარას ამ სიტყვების გაგონებაზე, რომ ჩანგალი ხელიდან გაუვარდა. -გეყოფაა!! შეუღრინა ლუკას. -არმითხრა, რომ ეს სიტყვები შენ ნერვებზე თამაშობს, მეგონა მტკიცე ფსიქიკა გქონდა... სარას გაღიზიანებას აგრძელებდა ლუკა, მაგრამ სარაზე ეს აღარ მოქმედებდა, საკუთარი თავი ისევ დაიმორჩილა და შეძლო დაწყნარებულიყო. ახლა შემოთავაზებაზე დაფიქრებაც შეიძლებოდა. -დავფიქრდები. უპასუხა სრულიად სერიოზულად ლუკას. -მიდი რამე მომიყევი შენზე? -ჩემზე? გაიკვირვა სარამ. -ხო შენზე. -ახლა უნდა წავიდე...მაშინვე ამ საკითხის თავიდან აცილება სცადა სარამ, ფეხზე წამოდგა და კარისკენ გაემართა. -მისმინე დღეს საღამოს რესტორან: ,,crazy lady" დაგელოდები, საუბარი იქ გავაგძელოთ. ქალბატონო... შენი სახელი ხომ ამას ნიშნავს არა?! უკან მოუხედავად გავიდა გარეთ სარა. შემოთავაზება? რა თქმა უნდა, უარს იტყოდა. რესტორანში არ მისულა... იწვა ერთ გაუბედურებულ,ბნელ ბინაში და კოკაინს ყნოსავდა. არადარდებდა არაფერი,ვერ გრძნობდა ვერაფერს... ერთი თვე რომ გავიდა რობოტივით წამოდგა ფეხზე, რაც ეცვა იმითვე გავიდა გარეთ და კლუბში წავიდა. ბევრი დალია... ბევრიც შეიყნოსა და მერე ახსოვს ნაცნობი სახე... მერე... გაახილა თვალები და ნაცნობი ადგილი... ლუკას სახლი?! არაა? იხსენებს... იხსენებს და... გაახსენდა... სარას კივილმა გამოაღვიძა ლუკაც... -რა გჭირს? ცდილობდა სიტუაციაში გარკვეულიყო ლუკა, მაგრამ სარა კივილს არ წყვეტდა.ფეხზე წამოხტა და პირველ სართულზე კივილით ჩავიდა. გარეთ გავარდა, ეზოდან გავარდნასაც აპირებდა ლუკას რომ არ დაეჭირა. მერე მიხვდა სარა, რომ სრულიად შიშველი აპირებდა ქუჩაში გასვლას, მაგრამ არ ადარდებდა აქ გაჩერება არ შეეძლო. -დამშვიდდი... დამშვიდდი... ცდილობდა დაეწყნაებინა. -ტანსაცმელო გამომიტანე აქ გაჩერება არ შემიძლია... -რატომ ეს ხომ შენი სახლია? -აქ მას მერე არ მოვსულვარ რაც... -რაც? -რაც 7წლის ვიყავი ბოლოს აქ, რომ ვიყავი და კარგი მოგონება ნამდვილად არ მაკავშირებს. ხუთ წუთში მანქანაში ისხდნენ და სადღაც მიდიოდნენ. სარამ ქურთუკის ჯიბიდან კოკაინი ამოიღო და შეყნოსვა დააპირა ლუკამ, რომ გამოსტაცა და გარეთ მოისროლა. სიტვებით ძნელია აღწერო რა მრისხანებამ შეიპყრო სარა. მაგრამ მაინც დაბალი ოღონდ მკაცრი ხმით იკითხა: -გაგიჟდიი? -არვიცი სარა რა გჭირს, რაგადაიტანე ან ვინ ხარ, მაგრამ ვიცი, რომ თავს ინადგურებ. -მერე და რა შენი საქმეა. ირონიულად უპასუხა სარამ. -არ გაინტერესებს სად მივდივართ? კითხა ისეთი ტონით ლუკამ თითქოს არაფერი მომხდარიყო. -არ მადარდებს. -ჩემი აზრითშენ გჭირდება ადამიანი ვისაც დაელაპააკები შენ პრობლემებზე. -ჩემ პრობლემებზე? ისევ აგრძელენდა ცინიკურ საუბარს სარა. -გეყოფა... -რა მეყოფა? გაოცებულმა კითხა სარამ. -უაზრო ნიღბის ტარება. -რა გინდა ლუკა? მართლა არ მესმის.რა მნიშვნელობა აქ რა მჭირს? რას ვაკეთებ? ჩემგან რაგინდა? არეულად ლაპარაკობდა სარა და სიიტყვებს თავს ვერ აბამდა. პირველ რიგში იმიტომ რომ ლომკა კლავდა მეორე კი, მართლა ვერ ხვდებოდა ამ კაცს მისგან რა უნდოდა. საქმე ის იყო რომ ვერც ლუკა ხვდებოდა ამას რატო აკეთებდა, მაგრა უნდოდა ამ გოგოზე ყველაფერი შეეტყო. დახმარების სურვილზე მეტად ინტერესი გააჩნდა და თავს ვერ დაანებებდა სანამ ყველაფერს არ გაარკვევდა.ხმა არცერთს აღარ ამოუღიათ,არცსათქმელი იყო რამე. სარამ აფთიაქთან გაჩერება სთხოვა,გადავიდა რაღაც იყიდა და შემდეგ ისევ სიჩუმეში გააგრძელეს მგზავრობა.ხის პატარა სახლს მიადგნენ. ერთი საძინებელი, სასტუმრო ოთახი და სამზარეულო სულ ეს იყო მთელი სახლი. გარეთ ციოდა,ლუკამ ბუხარი აანთო და ვისკი დაასხა ორივესთვის. უკვე სამი საათი გავიდა რაც ხმა არ ამოეღოთ. ისხდნენ ბუხრის წინ და ვისკს მიირთმევდნენ. ოთხი საათი რომ გავიდა დუმილი სარამ დაარღვია. -იმ სახლში ჩემი მშობლები დახოცეს... ერთ წუთიანი დუმილის შემდეგ კი დაამატა-ჩემ თვალწინ. ცდილობდა არც ახლა ეგრძნო რამე. სახე ყინულივით გაქვავებოდა, ისევე როგორც გული. მერე ლუკას შეხედა, შოკირებული იჯდა და სარას მიშტერებოდა. -ხომ არ გცივა? ამ კითხვაზე სარას ისევ კარგად ნაცნობი ირონია აღებეჭდა სახეზე. -თემას ცვლი? შენი აზრით ამ თემაზე საუბარი ტკივილს მაყენებს? ხო დახოცეს მერე რაა? ცხოვრება ამით არდასრულებულა... -საკმარისია გაჩუმდი... დაუყვირა ლუკამ -ცდილობ ძლიერი ადამიანის როლი ითამაშო. ქალის რომელმაც ცხივრება გააგრძელა და არ დანებებულა? გინდა დამანახო, რომ არაფერს გრძნობ რომ ნორმალურად ცხოვრობ? მაშინ გეტყვირომ ნორმალური არ ხარ. ლუკას ნერვები ეშლებოდა ამ ქალის ყურებაზე. სძულდა მისი საქციელი და ახლა თითქოს რაღაც მისი გამამართლებელი გამოჩნდა. რაიცის იქნებ უფრო დიდხანს, რომ ესაუბროს კიდევ უფრო ბევრი რამ გაიგოს და სიძულვილის მიზეზი აღარდარჩეს. ლუკას ხომ არასდროს უყვარდა ადამიანის მეორე მხარის დანახვა. მას განაჩენი ადამინის გაცნობისთანავვე გამოქონდა და არსურდა ენახა რამ აიძჰლა ასეთი გამხდარიყო. ისიც კიაღიზიანებდა რომ,დუმდა სარა და არ აძლევდა იმას რაც ასე სურდა , რისი მოსმენაც ასეუნდოდა. თითქოს უნდოდა სარას ტანჯვა ენახა, მაგრამ რატომ? რადაუშავა ამ გოგომ რომელიც უმისამართოდ იყურებოდა სივრცეში და ირვლივ ვერაფერს ამჩნევდა. იქნე მისი გამოსწორებაც კი უნდოდა... იქნებ რამეს გრძნობდა და სწორედ ამ გრძნობის გამო ძულდა.პასუხი არ გაუცია სარას ისე ამოიღო კოკაინის უკანასკნელი პაკეტი და ლუკას შეუღრინა. -არ გაბედო წართმევა. -არც ვაპირებ. უხეშად მიუგო ლუკამ და ოახიდან გავიდა. ნახევარი საათი იდგა აივანზე და ეწეოდა,ყველაფერზე ფიქრი მოასწრო. იმაზე რომ ეს გოგო ისეთი საშინელიც არ იყო როგორადაც თვითონ აღიქვამდა,რომ იყო სარაში რაღაც კარგი და ნათელი,რომ არ შეიძლებოდა შეეძულებინა გოგო რომელის წარსულზეც არაფერი იცოდა, რომ არსებობდნენ ადამიანები ვინც ასეთად აქციეს... ბოლოს შეცივდა და შევიდა. სარა გაქვავებულიყო, კოკაინი იქვე დაეყარა და ერთ ადგილს მიშტერებოდა. -ლუკა... შეშინებული თვალები მიაპყრო სარამ. -რა? ცივად კითხა ლუკამ. -ლუკა...ლუკა მიშველე გთხოვ. მუდარით სავსე თვალები მიაპყრო ლუკას და გულისშემძვრელად თხოვა შველა... -რაგჭირს? შეშინდა ლუკა. -გთხოვ შემპირდი, შემპირდი რომ... ვერაფრისთქმა ვერ მოასწრო რომ გული წაუვიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.