ცხელი სუნთქვა -3-
როგორც კი სარკე მომაშორა, თითქოს დავუბრუნდი რეალობას. - რა ჯანდაბა გამიკეთე? - ნამდვილი შენ გაგიცანი. - ვინ მოქცა მაგის უბლება? - სარკემ. - სარკემ კი არა ჯანდაბამ კიდე, დამანებე რა თავი... ბალიშს მივეყუდე და ხელები თ საბან პირამდე ავიტანე... - შენი მეორე მე მირჩევნია... დამცინავად შემომხედა და სკამზე დაბრუნდა... - მეორე მე არარსებობს, მემგონი ხედავ რომ ერთი ვარ, ასეთი ძნელი დასაჯერებელი რატოა რომ ერთი ვარ, ასე ვარ, და არ გამოვკეთდები... გაბრაზებულმა საბანი მოვიშორე, საწოლიდან წამოვხტი და გაქცევა ვცადე, მაგრამ ფეხი ამიცურდა, ჩემდა საბედნიერო ქოჩორა იქვე აღმოჩნდა და დამიჭირა... - ოჰჰ საიდან ამდენი სიბრაზე შენში? მკლავებში ხელი მაგრად წამავლო და ნახევრად დაცემული ფეხზე წამომაყენა. - ხდება ხოლმე. მეც დაცინვით ნაგლი გამომეტყველებით მივუბრუნდი და ენა გამოვუყე, ხელები გავაშვებინე და სააბაზანოსკენ წავედი. დიდი ხნით ჩავიკეტე, ცხელი წყალი სასიამოვნო მეჩვენა, თან ჯერ-ჯერობით მხოლოდ სააბაზანო იყო ის ადგილი სადაც ყველაფერი დაკეტილი იყო და არავის ვხედავდი ჩემ გარშემო. - ჯანდაბა, ყველაფერი მე რატომ მემართეება? დაბნეული გამოვდივარ სააბაზანოდან, უკან-უკან ვიხედები და ნერვულად ვიჭამ ფრჩხილებს.. - ხომ ყველაფერი რიგზეა? - ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა... შენღა მმაკლდი ახლა მართლა გული წამივა, აქ რაღა ჯანდაბას აკეთებ? - გელოდებოდი... - რატომ? ისევ უნდა სცადო ჩემი (მეორე მეს გაცნობა)? სააბაზანოდან გამოსულს ისევეს ქოჩორა მხვდება, იმდენად დიდ ხმაზე მეძახის, რომ ლამის გული გამისკდეს და კიდევ ურცხვად მეკითხება, ხომ ყველაფერი კარგადააო. ქათამივით ვხტები მის (ხომ ყველაფერი რიგაზე )და საშინელი კანკალი მეწყება... - მაპატიე შენი შეშინება ნამდვილად არ მინდოდა. დაბნეული იყურება აქეთ-იქით. - გინდა რომ გაპატიო შემეშვი. გავექანე და ლოგინში ჩავხტი. - დამიჯერე შეგიძლია მენდო. ქოჩორაც ისევ თავის სკამს დაუბრუნდა და საბანი გადამხადა თავიდან. - დამიჯერე შეგიძლია მენდო. ამ სიტყვებზე გულიანად გადავიხარხარე და ზურგი შევაქციე. - კარგი როგორც გინდა, ეს ნაცრისფერობა შეინარჩუნე, ეს სიცივეც, შენ რომ გფარავს და იცხოვრე ასე კუბიკში გამომწყვდეულმა, მაგრამ თუ ასე აპირებ ცხოვრებას, ჩემთვის გაუგებარია რა მიზეზით შეიძლება ამბობდე უარს ფსიქიატრიულზე, იქაც მარტო გამოგკეტავენ და მზის შუქი შემოვა დილაობით მხოლოდ შენთან, ასე ცხოვრება გინდა? კარგი ხელს აღარ შეგიშლი დატკბე იმედგაცრუებუთ, მაგრამ ცოტა კიდევ მომისმინე, რატომ გგონია რომ შენს დახმარებას ვერ შევძლებ? გასაგებია რომ სამასოთხმოც ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან იყავი, მაგრამ ალბათ არცერთს უთქვამს შენთვის რომ თავადაც იგივე სჭირდა, მე ვარ სწორედ ასეთი ადამიანი, მე ვიცი რას ნიშნავს დაკეტილ ფანჯარასთან ჯდომა, და იმის ყურება გარეთ რა ლამაზად ერთობიან შენი თანატოლები, მე ვიცი რა ძნელია იჯდე და აცნობიერებდე, რომ ამდენი წელი ოთახში ჯდომით გალიე და მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი ადამიანი ხარ, მე ვიცი რა ძნელია იმაზე ფიქრი, რომ ჩვეულებრივ ადამიანად ქცევამდე ჯერ კიდევ ბევრი გიკლია, ან კიდევ შეიძლება საერთოდ ასე დარჩე, მე ვიცი როგორი გრძნობაა გარეთ გასულს თავი ჯოჯოხეთში რომ გგონია... - უკან არ მივბრუნებულვარ, ისევ ზურგშექცეული ვუსმენდი და ვხვდებოდი, რომ ზუსტად იცოდა რა მჭირდა, მაგრამ მეშინოდა ამასაც იმედი არ გაეცრუებინა, ცოტახანში კარის ხმამ გამომაფხიზლა ჩემი უაზრო ანალიტიკური ფიქრებისგან, ქოჩორა უკვე აღარ იჯჯდა სკამზე. ორი წუთის შემდეგ ამ მართლა უჰაერო და ნაცრისფერ ოთახში ექთანი შემოვიდა. - დასვენება გჭირდებათ. - უკაცრავად თქვენ საოდან იცით? - ექიმმა მითხრა. - ვაა ხედავ ჩემზე მეტი, ჩემზე ამათმა იციან. - კარგით.. სისტემასთან მიდის და დამამშვიდებელს ურევს გადასხმის სითხეში, ისე მეძინება, თვალის დახახამებასაც ვერ ვასწრებ.. არა გთხოვ, არა, ოღონდ მე არა, გთხოვ დამანებე თავი, მე არ ვარ ის ვისაც ეძებ, გევედრები ხელი გამიშვი არაფერი დამიშავებია, საავადმყოფო თუ არა აბა რა მიშველის? შევხტი და გამეღვიძა, ინსტიქტურად ვიღაციის ხელს ჩავეხუტე, ნელ-ნელა თვალი ავაყოლე ტატუებით გავსებულ მკლავებს და ცისფერი თვალები შემრჩა ხელში. - ალექს.. - ჰო, ცუდი სიზმარი ნახე? ნელ-ნელა ხელს ვუშვებ და ბალიშს ვეყუდები.. - ჯანდაბა, ჰო, ძალან დამამშვიდა ამ დამპალმა ექთანმა, უკვე ძალიან მიშლის ნერვებს, აღარ ვიცი რა უნდა ვქნა რომ ნორმალურად დამეძინოს.. - მე ვიცი. - მაინც? - გადი, და მთვარეს შეხედე... - რაა? შენც მეღადავები ხო? - სულაც არა.. - აბა რა ჯანდაბას აკეთებ? - უბრალოდ გადი გარეთ. აივანთან მივიდა და კარები გამოაღო. ნელა წამოვდექი, არ ვიცი რატომ დაავემორჩილე, მაგას ნაღდად ვერ აგიხსნით, მაგრამ თავიდან არ შემშინებია, თუმცა როგორც კი გარეთ გავიხედე, მაშინვე საშინელი კანკალი დამეწყო, ხმამაც კი, სასწრაფოდ მოვბრუნდი პალატაში შემოვვარდი და ძირს მოწყვეტით დავეცი, გონება არ დამიკარგავს, უბრალოდ ძალიან ცუდად გავხდი შიშისგან... - ყველაფერი კარგადაა ნუ გეშინია, ახლავე ექიმს დავუძახებ. ალექსი პალატიდან გავარდა, საკუთარ თავზე ნერვებ მოშლილი, მთელი ძალით ვცდილობდი საკუთარი სხეულის მაღლა ატანა, მაგრამ თითქოს ყველა მცდელობა უფრო და უფრო დაბლა მითრევდა და სხეულს მიმძიმებდა, მახოვდა მხოლოდ ის, თუ რა ბედნიერება განვიცადე, როცა მთვარეს შევხედე, დიდ სავსე მთვარეს, რომელიც ჩემი კლინიკის ფანჯრიდან უსასრულობას შთანთქავდა.. ღამის ცივი სუსხიანი სიო, ახლაც ვგრძნობ მის ნაკვალევს საკუთარ სახეზე, და მივათრევ ჩემს უსიცოცხლო სხეულს, ეს სიტუაცია ჩემს ცხოვრებას მაგონებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ ყოველი დაცემისას ძალას ვპოულობ ხოლო ცხოვრებაში არა, ვერა... ჯერ კიდევ ბევრია საწოლამდე, ძალა აღარ მაქვს, ძალაგამოცლილს იატაკზე უსულოდ წოლაღა დამრჩა. ნისლი, ისევ ის გაშლილი მინდორი, ისევ ფეხშიშველი და ისევ ბუნდოვანი გამოსახულება, ისევ მკლავში ძლიერი მოჭერა და სიტყვები, შენ ვერავინ გიშველის, ვერავინ დაგეხმარება ვერც საავადმყოფო და ვერც ფსიქოლოგი, მაგრამ განთებული ადგილიდან გამოდის ვღაც კაპიშონიანი, ხელის მოჭერას ვეღარ ვგრძნობ და აღარც ხმა მესმის... მეღვიძება.. - აქ ვარ, ნუ გეშინია. მეგებება დედაჩემი და ხელებს მიკოცნის. - არ ვიცი დედა, თითქოს აღარც მეშინია, გაურკვევლობაში ყოფნას თითქოს უკვე შევეჩვიე, შიში ჩემი ნაწილია... პალატას თალი მოავლე, ალექსი იქვე სკამზე იჯდა და ეძინა.. - ამას აქ რა უნდა? - მთელი ღამე შენთან ერთად იყო, ის კი არა, რომ კანკალებდი შენი ხელები ეჭირა და ისე ჩაეძინა, ძლივს მოგაშორეთ, ამბობდა შინაგანად კანკალებსო. - ხო მაგრამ ეს შინაგანი კანკალი საიდან მოიტანა ამ უბედურმა? გადავიხარხარე და კიდევ შევხედე ალექსს, მაგრამ იქ უკვე აღარ იჯდა. - რაო მისის ლიზა? როგორ ოგეწონა მთვარე? - ძალიან, მისი სიცივე, სუსხი, განათება, უსასრულობა, სიდიდე, სინათლე, ყველაფერი, ადრეც მინახავს მთვარე, მაგრამ მარტო ფანჯრიდან. - რატომ კანკალებ? - მე, მე, მე უბრალოდ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.