შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(XII თავი)


24-07-2017, 12:03
ავტორი Lily Morgan
ნანახია 1 946

-ლიფტი რატომ გაჩერდა?−ვიკითხე შეშინებულმა.
-რა იყო? ხომ არ შეგეშინდა?
-...
-თუ ჩემთან ერთად მარტო ყოფნა არ გინდა?−გაეღიმა, მაგრამ ჩემკენ არ გამოუხედავს.
-არაფერიც. არ მეშინია!−არადა მეშინია−და არც შენთან მარტო დარჩენაზე ვღელავ. გასაგებია?
-კარგია თუ არ გეშინია.−ნელ-ნელა მიახლოვდებოდა−მაგას რა ჯობია!
ისე მომიახლოვდა, მის სუნთქვას შუბლზე ვგრძნობდი. თავიდან ადგილიდან არ ვიძროდი,მაგრამ ძალიან ახლოს რომ მოვიდა უკან-უკან დავიხიე. მინდოდა რამე მეთქვა, ან ჩხუბი დამეწყო მისთვის, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე.ვიგრძენი როგორ ავხურდი მთლიანად. ლიფტის კედელს ავეკარი. ისიც მომიახლოვდა. იმდენად ახლოს იყო რომ ტუჩი რომ დაეპრუწა მაკოცებდა.ის იყო მართლა დააპირა ჩემი კოცნა, რომ ლიფტი უცბად დაიძრა.
-როგორც იქნა!−ვთქვი და თან გამოვძვერი იმ ადგილიდან.
გაიღო ლიფტი თუ არა, ელდანაცემივით გამოვვარდი იქიდან. ამ დროს მაქსიმემ ხელით დამიჭირა.
-ჯერ არ დაგვიმთავრებია!−მითხრა და თვალი ჩამიკრა.
სასწრაფოდ გამოვგლიჯე ხელი. თან ეს წყეული ფეხიც მტკიოდა.მაგრამ მაინც სწრაფად მოვშორდი იმ ადგილს. მივედი...მივედი კი არა მივვარდი გასაღების გამოსართმევად.გული ისე მქონდა აჩქარებული,რომ ჩვენი ბინის ნომერი ძლივს ვთქვი. მიხვდნენ და მომცეს გასაღები,მაგრამ ისეთი გაკვირვებულები მიყურებდნენ,რომ შემრცხვა. იმ ადგილსაც მოვშორდი, ლიფტში შევვარდი. ამჯერად აღარავინ შემომყოლია. ლიფტში ცოტათი დავმშიდდი,მაგრამ იმ წამებს თავიდან ვერ ვიგდებდი. გაიღო ლიფტი, მივედი ოთახამდე და კარი შევაღე. შუქის ასანთები ძლივს მოვნახე. მივედი ლოგინთან და ჩემს ლოგინზე რაღაც ყუთი დავინახე. გავხსენი და... ღმერთო ეს ის კაბაა, რომელიც ასე ძალიან მინდოდა. ეს ის კაბაა, ვიტრინიდან მაცდურად რომ მიყურებდა. ეს ის კაბაა, რომლის ყიდვაც ვიღაცამ დამასწრო...
მოიცა, ვინ მიყიდა ეს კაბა?! ამ კაბის შესახებ ლიზას მოვუყევი. ალბათ რომ ვიჩხუბეთ ჩემი შემორიგება გადაწყვიტა.
უი სულ დამავიწყდა თქვენთვის ამეხსნა როგორია ეს კაბა: მთლიანად შავი,იდაყვებამდე მკლავებით,მუხლებამდე კაბა. სადაა და თანაც ლამაზი.
ხვალ უეჭველი ჩავიცმევ კონცერტზე.
-აეგდე!
-მოიცა რაა!−ცალი თვალი გავახილე და ისე ვუთხარი ლიზას.
-მოკლედ, მე გენერალური რეპეტიცია მაქვს და წავედი. შენ 2ისთვის იქ იყავი. მისამართი დაგიმესიჯე და ნახე მერე.
-ახლა რომელი საათია?
-11
-კაი. აბა დროებით და წარმატებები. მე კულისებში თუ არ შემომიშვეს, მაშინ დარბაზში აუცილებლად ვიქნები.
-კაი!
-წარმატებები!−მივაძახე,სანამ წავიდოდა.
უი გუშინ მათ მოსვლამდე დავწექი და დღეს სულ დამავიწყდა რომ მადლობა მეთქვა კაბისთვის...
დაახლოებით ასე 12-სთვის ავდექი.წყალი გადავივლე,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, კაბა ჩავიცვი, თმა გაშლილი დავიტოვე,მაღალქუსლიანებზე შევდექი(არადა ვერ ვიტან მაღალქუსლიანებს).დაახლოებით ორის ნახევრისთვის ტაქსი გამოვიძახე და წავედი, მაგრამ დიდ საცობში მოვყევი.ზუსტად 3ის 4წუთი იყო რომ მივედი,მაგრამ დაცვამ არ შემიშვა.
-აუ შემიშვით რა−ვეუბნები რუსულად, მაგრამ ის უბრალოდ უარის ნიშნად თავს აქნევს.
-გთხოვთ რაა! შემიშვით!
კიბეზე გაბუსხული ჩამოვჯექი. წამყვანი ისე გაჰკიოდა, აქ თავისუფლად მოდიოდა ხმა.უკვე ჟიურის აცხადებს.ჰაჰ...თურმე ერთ-ერთი ჟიურის წევრი ვერ ახერხებს მოსვლას.თან ეს ამ წამს გაიგეს! და მალე მოვა შემცვლელიოო?! კაი რაა...ეტყობა ისიც არ შეუშვეს(ეს ხუმრობით).
-გამარჯობა!−მესმის ნაცნობი ხმა!
-შენ აქ რა გინდა?−სასწრაფოდ წამოვდექი და მაქსიმეს შევეფეთე.
მან კი ფეხის ფრჩხილიდან თმის ბოლო ღერამდე კარგად შემათვალიერა. შემდეგ ხელი ჩემკენ გამოიწია და ხელკავი გამიკეთა.
-რა გინდა? შემეშვი!
-ორი წუთი! უბრალოდ მენდე!
-მაინც რატომ?
-ჩუმად იყავი და გამომყევი!
თავიდან გავუძალიანდი,მაგრამ შემდეგ გავჩერდი. იმ დაცვას რაღაც ჩასჩურჩულა ყურში.
-თქვენ მიბრძანდით, მაგრამ გოგონა ვერ შევა.
-ეს გოგო ჩემი შეყვარებულია!
-კარგით. მიბრძანდით და ბოდიშს გიხდით რომ დაგაყოვნეთ!
კარებში შესვლისას გადავუჩურჩულე:
-ასეთს რას წარმოადგენ მაშინვე რომ შეგიშვეს?
-მოითმინე და გაიგებ!
შემდეგ თვითონ ჩამჩურჩულა:
-ისე რომ იცოდე გიხდება ჩემი ნაჩუქარი კაბა!−გამომხედა და თვალი ჩამიკრა.
-რა თქვ...
-და აი შემცვლელი ჟიურის წევრი!−იყვირა წამყვანმა.
მანაც ხელი დაუქნია ხალხს.
-ახლა კი უნდა გამომყვე. ხალხმა უკვე გნახა ჩემთან ერთად!
-ისე რომ იცოდე, ეს გადაცემა ტელევიზიით გადის და შენმა შეყვარებულმა რომ გნახოს ჩემთან ერთად?
-არაუშავს აიტანს!
-ჩემი შეყვარებული ვერ აიტანს!
-ჩემი თუ აიტანს, შენიც აიტანს!
-გამიშვი ხელი!
-გაიცინე და ჩემთან ერთად იარე!
მაინც მიმიყვანა სულ წინა რიგში და გვერდით მომისვა.დაიწყეს ჯგუფებმა გამოსვლა. ამ დროს დავინახე ლიზა და ნიკუშა კულისებში. ლიზას ოდნავ შესამჩნევად დავუქნიე ხელი. თავიდან თვითონაც დამიქნია, შემდეგ თვალები გააფართოვა, ნიკუშას ხელით რაღაც ანიშნა და ორივემ გამოგვხედეს. სადღაც ასე 10წამში მირეკავს ტელეფონი:
-დარბაზში ხარ?
-კი ხელი ხომ დაგიქნიე. ვერ დამინახე?
-მოიცა ანუ ის მართლა შენ ხარ?
-ჰო რა იყო?
-მაქსიმეს გვერდით რა ჯანდაბას აკეთებ? ან მაქსიმე რა ჯანდაბას აკეთებეს ჟიურიში?
-მერე აგიხსნი ყველაფერს, ჯერ მე თვითონაც არ ვიცი წესიერად რა ხდება!
-კაი, კაი!
-მიდი და წარმატებები! არ შემარცხვინოთ!
ჩურჩულით ველაპარაკე ლიზას და გავუთიშე.
-ხო მშვიდობაა?−გადმომიჩურჩულა მაქსიმემ
-არა, მშვიდობა ნამდვილად არ არის. მე ახლა აქ არ უნდა ვიჯდე წესით.
-შენ რომ ყველაფრისთვის თავი მოგება და არ დაგეგვიანებინა, ახლა აქ არ იჯდებოდი.მგონი მადლობაც მეკუთვნის აქ რომ შემოგიყვანე და ეს ყველაფერი ჩემი ბრალი კი არა შენი ბრალია. ახლა კი თქვენის ნებართვით ჟიური ვარ და ცეკვებს უნდა ვუყურო!−ირონიულად გამიღიმა და განაგრძო ცეკვების ყურება.
ტვინში სისხლი ჩამექცა, ისე გავბრაზდი. ყველაზე მეტად იმან გამაბრაზა,რომ მართალი იყო! ყველაზე მეტად ამაზე მეშლება ნერვები...
მოკლედ სხვადასხვა ქვეყნები თავიანთ ნაციონალურ ცეკვებს ასრულებდნენ და აი დადგა ჩვენების გამოსვლის ჯერიც. ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულეს და ხალხიც აღფრთოვანებული იყო.ისე მინდოდა მეც მეცეკვა. კინაღამ შევვარდი სცენაზე, მაგრამ უნდა მოვითმინო. ვიცი უეჭველი ვიცეკვებ, ოღონდ უნდა მოვითმინო...
და აიიი.... თადადადამმმ!.. პირველი ტური გადალახეს!
დიდი ხანი ფიქრობდა ჟიური რომელი ორი გუნდი გაეგდო და საბოლოოდ საბერძნეთი და უკრაინა გააგდეს.დარჩნენ: ინდოეთი, ესპანეთი,არაბები და რა თქმა უნდა საქართველო. როდესაც დარბაზი იშლებოდა, კულისებში შევვარდი და ბავშვებს მივულოცე პირველი ტურის გადალახვა. ლიზა კინაღამ დავახრჩე ისე ჩავეხუტე.
-გილოცავთთ! გილოცავთთ! გილოცავთთ!−გავყვიროდი ბოლო ხმაზე.
-წამოდი სადმე წავიდეთ და ავღნიშნოთ.−დაიყვირა მასწავლებელმა.
-აუ შენც ხომ წამოხვალ?−მომიბრუნდა ლიზა გაბრწყინებული სახით.
-არ ვიციი... მგონი ჯობია რომ სახლში დავრჩე.
-აუ გთხოვ რაა! ჩვენთან ერთად აღნიშნე! გეფლიზები რაა! (ბავშვობაში ერთმანეთს ასე ვთხოვდით ხოლმე ყველაფერს და დღემდე შემოგვრჩა...სხვათაშორის ყოველთვის ჭრიდა და არც ახლა დააყოვნა).გეფლიზები რაა!
-კაი, კაი ხოო! მოვდივარ!
-იეს! წავედით!−იყვირა და შენობიდან გავედით.
რაღაც ბარი ნახეს და იქ შევედით. თავიდან მათთან ერთად ვზეიმობდი, მაგრამ მერე მომბეზრდა ასეთ ყაყანში და ბართან გადმოვინაცვლე. ერთი ჭიქა ორმაგი ვისკი შევუკვეთე და წამში გადავკარი. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ისე დავთვერი ვერც გავიაზრე.
-ჰეი ბიჭიკო რა გქვია?−ვკითხე რუსულად ბარმენს
-კოსწია
-აუ კიდევ ერთი დამისხი რა კოსწიი...−მანაც დამისხა.
ამ დროს უკან მივბრუნდი და დავინახე მაქსიმე როგორი დაჟინებით მიყურებდა. უცბად ერთი გოგო მივიდა მაქსიმესთან და მასთან ცეკვა სთხოვა. მაქსიმეს ზედაც არ შეუხედავს იმ გოგოსთვის, ისევ მე მიყურებდა, მაგრამ მაინც ადგა და გავიდა საცეკვაოდ. საშინლად გავბრაზდი, ერთი ჭიქა გადავკარი და ერეკლეს(ჩვენს ერთ-ერთ მოცეკვავეს) ვთხოვე ჩემთან ერთად საცეკვაოდ გასვლა...


P.S. ვიცი პატარა თავია, მაგრამ შემდეგი დიდი თავი იქნება <3 გპირდებით <3 მადლობა ყველას ვინც ჩემს მოთხრობას კითხულობს <3 <3 <3 მიყვარხართთ! <3 <3 <3



თავიდანვე ვიცოდი რო მაქსიმემიყიდა კაბა bowtie ხო ძაან მაგარი იყო და ველოდები შემდეგს

 


№2 სტუმარი stumari :D

Wow! Magari iyo.

 


№3 სტუმარი Guest Bea

dzalian kargia! shemdegs rodis dadeb?

 


№4  offline წევრი Lily Morgan

Guest Bea
dzalian kargia! shemdegs rodis dadeb?

დაიდება მალე ^_^ უკვე ავტვირთე! <3

 


№5 სტუმარი ..

Auu, male dade ra...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent