შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(XI თავი)


22-07-2017, 11:49
ავტორი Lily Morgan
ნანახია 1 821

-აქ რისთვის ჩამოხვედი?−მოულოდნელად მკითხა მაქსიმემ,ტელევიზორის ყურებისას და გვერდით მომიჯდა,თან ხელში რაღაც მწვანე... ნარწყევისფერი ოდნავ სქელი, რაღაც ეჭირა.
-აუუ... ფეხი ამტკივდა,თანაც ძალიან! ვაიმეე,რა საშინლად მტკივა!
-თემა ნუ გადაგაქვს!
-არა,მართლა ძალიან მტკივა.
ეშმაკურად ჩაიღიმა,მაგრამ მაშინვე ტუჩზე იკბინა და ეს რაღაცა გამომიწოდა.
-კარგი,მაშინ ექიმს ველაპარაკე და ეს მომამზადებინა,კარგად აუყუჩებს ტკივილსო.
-ეს ფეხზე უნდა წავისვა?
-არა,უნდა დალიო.ისე ცნობისთვის ცოტა გავსინჯე და საზიზღარი გემო აქვს−დაიმანჭა−მიდი ახლა დალიე! მე ვიფქრე არ ასტკივდება ეგრე ძაანთქო,მაგრამ შევცდი!
-ფუუ...არა!.. ამ რაღაცას არ დავლევ! თან თუ შენი მომზადებულია,მითუმეტეს არ დავლევ. რატომღაც არ გენდობი!
-ნუ ნერვიულობ, სამზარეულოში ჩავედი და იქ ერთ-ერთ მზარეულს ვთხოვე მოემზადებინა...მართალია 20ლარი ,,ამახია’’,მაგრამ...არაუშავს!
-ხოდა,ტყულა ,,აგახიეს’’. მე ამ რაღაცას არ დავლევ შანსი არაა!
-აბა ფეხი მტკივაო!..მოდი ახლა და დალიე!
მომადგა და პირთან ახლოს მომიტანა ჭიქა. პირი არაფრით არ გავუღე.ვიცი, პატარა ბავშვივით ვიქცევი,მაგრამ ამ საზიზღრობას მაინც არ დავლევ. მაგრამ მაქსიმემ სუსტი წერტილი მიპოვა. ღ უ ტ უ ნ ი ! ასეთ წამებას ვერასდროს ვუძლებ! დამიწყო ღუტუნი და მეც დავაღე პირი და დავიწყე ბოლო ხმაზე სიცილი.მანაც დრო იხელთა და ჭიქა მომიტანა გაღებულ პირთან...
-არა...1 წუთ...1 წუთით...გთხოვ!..მოიცადე...სულს მოვითქვამ!..გთხოვ!− სიცილისგან ძლივს ვლაპარაკობდი.
-კაი, ოღონდ დალიე!−და ხელი გამიშვა.
-გთხოვ რა. არ დამალევინო ეგ რაღაცა!
-კი გაბი. თუ გტკივა უნდა დალიო!
-არ მტკ...უფფ... არ მტკივა,არა!
-აბა წეღან...
-მოვიგონე!
-ასეც ვიცოდი!
-უკაცრავად?
-სინამდვილეში ეს ფეიხოს წვენია! უბრალოდ გემრიელია და თანაც სასარგებლო! შენთვის ამოვიტანე!
-მოიცა შენ რა მომატყუე?
-შენც მომატყუე!
-...
-რატომ ჩამოხვედი აქ?
-ჩემს შეყვარებულს უნდა შევხვდე. გერმანიაშია უკვე 2 კვირაა.მომენატრა და გადავწყვიტე ამათ გამოვყოლოდი,თან ვუგულშემატკივრებ ამათ.
-კაი...ახლა ნამდვილი მიზეზი მითხარი!
-ამაზე ნამდვილს ვერაფერს გეტყვი!
-რა ქვია?−დასერიოზულდა.
-რა შენი საქმეა!
-რა ქვია?−აშკარად ბრაზდებოდა.
-შენ რაში გაინტერესებს?!
-მითხარი!
-წავედი მე გავისეირნებ!−და წამოვდექი.
-ხომ იცი რომ დაგეწევი?
-იცოდე ხელს დამადებ და...
-და რა? შენს შეყვარებულს ეტყვი?
-დიახაც.ვეტყვი! და საერთოდ შენ რატომ ხარ აქ?
-ჩემს გოგოს ხელი უნდა ვთხოვო...
-...
-სხვათაშორის,ისიც გერმანიაშია.
-მაშინ წარმატებები!
ღმერთო რატომ ვარ ასეთი ემოციური?! მაშინვე ცრემლი მომადგა თვალებზე,სასწრაფოდ გავიტრიალდი და ასკინკილით და თან სხვადასხვა ნივთებზე დაყრდნობით მივედი კარებამდე. ცრემლები შევიკავე და არ მივეცი ჩემს ლოყაზე გზის გაკვლევის საშუალება.
ჩემს კარებს მივადექი,მაგრამ ისევ დაკეტილია. ჯერ კიდევ არ მოსულან. იქვე დავჯექი,კარებთან.მეტი სიარული აღარ შემეძლო. ახლა უკვე მართლა მტკიოდა ფეხი.
-ჩემზე დღემდე გარაზებული ხარ,ხომ მაშინდელის გამო?−ისევ მაქსიმე. ისიც ჩემს გვერდით დაჯდა კარებთან.
-რის გამო?! არ მახსოვს...−ისეთი სახე დავიჭირე თითქოს ვიხსენებდი,არადა ზუსტად ვიცი რაზეც ლაპარაკობდა.
-არ გახსოვს?
-არა,სამწუხაროდ.
-ანუ მეგობრები ვართ?
ეს ფრაზა, მისი დევიზია?! ადრეც ხომ ასე დაიწყო ყველაფერი!
-კი მეგობრები ვართ!
ვუთხარი ცოტახნიანი ფიქრის შემდეგ და ხელი გავუწოდე.მან კი ხელზე დამქაჩა და ჩამიხუტა. ცოტახანი ასე ვიყავით,ბოლოს კი გამოვფხიზლდი და სასწრაფოდ გავსწორდი. ცოტახანი ასე ჩუმად ვიჯექით.
-რა ქვია?−უკვე მერამდენედ დამირღვია სიწყნარე.
-გიორგი...მას?
-სალომე.
-და ნატუკა?
-აუ ნატუკა არ მიხსენო. მაგაზე ისეთი ვიდეო გამომიგზავნეს...
მაშინვე ჩემი ვიდეო გამახსენდა და თვალები გამიფართოვდა.
-რა ვიდეო?
-როგორ სეირნობდნენ აჩი და ნატუკა სკოლის ეზოში,როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს...და კიდევ ათასი სხვა რამ.
ღმერთო ეგ ვიდეო ჩემი გადაღებულია. მაგ ვიდეოში ჩემზეც იყო ლაპარაკი. მაგრამ ჩემი გადაღებული ვიდეო, მაქსიმესთან როგორ მოხვდებოდა?! ერთადერთი ვისაც ეს ვიდეო ვანახე... ლიზა იყო!.. აუ მაგ ბავშვს მოვკლავ... თუ ლიზამ გამოუგზავნა,მაშინ არ ვაცოცხლებ ლიზას.
-ლიზამ გამოგიგზავნა?
-ხო, შენ საიდან იცი? გაჩვენა?
ახლა რომ ლიზა აქ იყოს გავპუტავდი.
-აქ რას აკეთებთ? გაიყინებით...ვა მაქსიმე! აქ რას აკეთებ?
მივიდა და გადაკოცნა.მეც ვდგებოდი.ამ დროს მაქსიმე მომვარდა და წამომაყენა.
-პატარა ბავშვივით ნუ მექცევი!
-გეხმარები!
-არ მინდა. მოვახერხებ ჩემითაც რამეს.
-მართლა პატარა ბავშვივით იქცევი და სხვანაირად როგორ უნდა გექცეოდეს ადამიანი!
-კაი ნუ ჩხუბობთ! დაწყნარდით! მაქსიმე მადლობა ყველაფრისთვის,მაგრამ ან ფეხი საიდან იტკინა? ან შენ რატომ უვლი? ან აქ საერთოდ საიდან გაჩნდი? ან გარეთ რატომ იჯექით?
-მოგიყვება ყველაფერს შენი ბრაზიანი მეგობარი.−და ტუჩის ცალი კუთხე ჩატეხა.
-ერთხელაც იქნება მაგ ჩაცინებების გამო დაგახრჩობ.
-გოგო ნორმალური ხარ? დაწყნარდი და შემოდი ოთახში.
-არაუშავს ლიზა. მძიმე ღამე იყო−ეს უკვე მეტისმეტია. ფეხი მტკიოდა,მაგრამ ფეხებზე მეკიდა, მივვარდი და ვეცი.მე ნიკუშა მომვარდა და ძლივს მომაშორა მაქსიმეს. კარგად არც მახსოვს სახე დავუპორჭყნე თუ ყელში ვეცი,მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავი. ნიკუშას რომ არ გავეშველებინეთ, მართლა რამეს ვუზამდი. ნიკამ ოთახში შემათრია და მხოლოდ კარი დახურვის შემდეგ გამიშვა ხელი.
კაი, შეიძლება მთლად ასეც არ გავბრაზებულვარ, მაგრამ ყველაფერზე ერთად ვიყარე ჯავრი. როდესაც დავწყნარდი, ნიკუშა წავიდა... აი ახლა აქ გაიმართება რინგი:
-შენ გოგო ნორმალური ხარ?−მეუბნება,მაგრამ ჯერ არ იცის,რომ მე ვიცი, ის რაც მას გონია რომ არ ვიცი,მაგრამ ვიცი! (დაგაბნიეთ ხო? :დ)
-მე კი არა, შენ თუ ხარ ნორმალური?
-მე რაღას მერჩი? მე კი არ ვეცი მაქსიმეს!
-სამაგიეროდ შენ ვიდეო გაუგზავნე მაქსიმეს.
-...
პასუხი აღარ არის. ცოტახანი ხმა ვერ ამოიღო.
-რატომ გაუგზავნე?
-მინდოდა მეთქვა...
-რატომ მეთქი?
-იმიტომ რომ,გაეგო როგორ ადამიანთან აქვს საქმე.
-კი მაგრამ იქ ჩემზეც იყო ლაპარაკი!
-ის ამოვჭერი...
-აუ ლიზა მოგკლავ რა! იმედია არ ეგონა რომ მე გამოგაგზავნინე!
-ვაფშე ეგონა რომ არაფერი არ იცოდი! და არ უთხრაო, თუ რამე მერე მე თვითონ ვეტყვიო!
-აუ რააა...კაი ხო! წავედი მე. გავისეირნებ ცოტას.
-ფეხი?
-ფეხებზე . ახლა აქ რომ დავრჩე ჩახუთულობისგან მოვკვდები.
ამ დროს ის ლამაზი კაბა გამახსენდა. ავდექი, გავემზადე,ფული ავიღე და კოჭლობით წავედი მაღაზიისკენ.მივედი მაგრამ ის კაბა იქ აღარ დამხვდა. კონსულტანტს რუსულად ვკითხე იმ კაბის ამბავი და მითხრა რომ დღეს გაყიდულა.
ძალიან მეწყინა,მაგრამ რას ვიზამდი. არადა ცოტა ადრე რომ მოვსულიყავი... ყველაფერი მაქსიმეს და ლიზას ბრალია.უნდა არტყმევინოს კაცმა ერთმანეთზე თავები.
წავედი და სხვა მაღაზიებში ვნახე რაღაცეები,რაც მომეწონა. ავდექი და ვიყიდე ყველაფერი, რაც კი მომეწონა.სახლში დაღლილი მოვედი.ისევ წერილი დამხვდა კარებზე:
,,სასეირნოდ ვართ მე და ნიკუშა. გასაღები დაბლა მისაღებში დავტოვე. ვიცი ახლა 25 სართულის ისევ ჩავლა დაგეზარება,მაგრამ არაუშავს.ლიფტს ააქვს სასიარულო შენ კი არა. ხოდა ჩადი და ამოიტანე გასაღები! დროებით!’’
აუ ახლა კიდევ გასაღებისთვის ჩასვლა.აუუუ...
მივედი, ლიფტი გამოვიძახე და როდესაც შევედი,ის იყო კარი იკეტებოდა, რომ ვიღაცამ ხელი შემოყო და ლიფტის კარი ისევ გაიღო...გაიღო და შემეფეთა მაქსიმე... ხმა არ ამომიღია. დავაჭირე პირველ სართულს და დავიძარით. უცებ რაღაც ხმა იყო და ლიფტი გაჩერდა...ოდნავ შეცბუნებულმა მაქსიმეს გავხედე,მაგრამ ის იღიმოდა...

P.S. დღეისთვის მალე დავდე! ^_^ იმედი მაქვს მოგეწონებათ! <3 მყვარხართ! <3



№1  offline აქტიური მკითხველი Yagami

უუუუ მალე დადე შემდეგი*-*

 


№2  offline წევრი Lily Morgan

Yagami
უუუუ მალე დადე შემდეგი*-*

ვეცდები! ^_^ <3

 


რა ნერვებს მიშლიან ნეტა იცოდნენ rage შენ კიდე საოცრება ხარ heart_eyes

 


№4  offline წევრი Lily Morgan

უბრალო ადამიანი
რა ნერვებს მიშლიან ნეტა იცოდნენ rage შენ კიდე საოცრება ხარ heart_eyes

nervebis moshla mere naxe shen! :Ddd udidesii madlobaaa! <3 ^_^ <3

 


№5 სტუმარი stumari :D

Magaria. Moutmenlad velodebi shemdeg tavs :)

 


№6  offline წევრი Lily Morgan

stumari :D
Magaria. Moutmenlad velodebi shemdeg tavs :)

madlobaa ^_^ <3 dges davdeb axal tavs <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent