შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა თვალებში ჩაგხედე (8თავი)


24-07-2017, 14:42
ავტორი Ella29
ნანახია 1 397

12 ოქტომბერს მამა თბილისში ჩამოვიდა და მე და დედამ ყველაფერი ვუთხარით. არ ვიცოდი ამ ამბავს როგორ შეხვდებოდა და ყველაფერს შიშით ვყვებოდი. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა და მერე მამას გაეღიმა
- გაიზარდა ჩემი გოგო!- მერე მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა,- თუმცა გახსოვდეს ჩემთვის ყოველთვის პაწაწინა ემა იქნები.
- ვიცი, მა, - ძლიერად ჩავეხუტე.
რამდენიმე დღეში მამაჩემმა მე და დემე ვახშამზე დაგვპატიჟა და რა თქმა უნდა ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
- ესეიგი ბიზნესი არა? - მკითხა მამამ შინ დაბრუნებისას.
- ჰო, მამა.
- ძალიანაც კარგი, სანამ თვითონ წამოიწყებს რამეს ჩემთან დავასაქმებ, არ ჩანს ცუდი ბიჭი.
ბედნიერი ვიყავი ყველათი და ყველაფრით და ვატყობდი, რომ ჩემში ძველი, პოზიტიური და მხიარული ემა ბრუნდებოდა.
***
იმ დღეს უნივერსიტეტიდან გვიან გამოვედი გარეთ კი იკა იცდიდა. ხელი შორიდან დამიქნია.
- იკაა, აქ რატომ იცდი?
- იცი, ვიფიქრე ვნახავ და სადმე ვივახშმებთ-თქო, უარს არმივიღებ ჰოიცი?
- კარგი და სად წავიდეთ?
- აქვე ახლოს რესტორანია და შეგვიძლია იქ დავსხდეთ.
გზას ფეხით გავუყევით, სოფელში მომხდარი ათასი ამბავი გაიხსენა იკამ, როცა ამბავში დემეც ჩნდებოდა იმ ადგილს სწრაფად გადაივლიდა ხოლმე, თუმცა დემეტრეს სახელს უემოციოდ ამბობდა . მალე რესტორნამდეც მივედით.
- რას შეუკვეთავთ? -იკითხა ოფიციანტმა.
- შეუკვეთე რა შენ, -მივუბრუნდი იკას, მანაც სასწრაფოდ მისცა შეკვეთა და მომიბრუნდა.
- თვალნათლივ მახსოვს ისდღე სოფლიდან რო წამოხვედი, ისეთი განადგურებული ჩანდი.
- ჰო, მართალი ხარ.
- გახსოვს ჩვენი საუბრიდან რამე?
- მთლად კარგად არა.
- გასაგებია,- სიჩუმე ჩამოვარდა, მალე შეკვეთაც მოიტანეს და მშვიდად დავიწყეთ ჭამა. როცა დავასრულეთ მან ისევ განაგრძო.
- ემ, რაღაც უნდა გითხრა, - მაშინვე მივხვდი საქმე რაშიც იყო და საშინლად ავნერვიულდა, ხელები ამითრთოლდა და არვიცოდი რაუნდა მეთქვა ან გამეკეთებინა,- უბრალოდ არვიცი როგორ დავიწყო. გახსოვს წამოსვლის დღეს რო გითხარი მეგობარზე მეტი ხართქო?- გავჩუმდი არაფერი მითქვამს, თავჩაღუნული ვუსმენდი და ჩემთავზე ვბრაზობდი, ალბათ იკას იმაზე თბილად ვექცეოდი ვიდრე საჭირო იყო,და ახლა ამ ყველაფერის შედეგს ვხედავდი - კარგი , არ აქვს მნიშვნელობა გახსოვს თუ არა, უბრალოდ მინდა ახლა რასაც გეტყვი სწორად გაიგო.
- იკა...
- გთხოვ არშემაწყვეტინო, მოკლედ დიდიხანია ვფიქრობ როგორი ურთიერთობა მინდა მქონდეს შენთან, მეგობრული თუ?- ისევ გაჩუმდა, თავი ავწიე და თვალებში შევხედე, წამითად არ დაუხამხამებია თვალი ისე მიყურებდა,- მოკლედ ემა მიყვარხარ რა, - ამდროს ვეღარ მოვითმინე და ისევ ავტირდი, როგორც ყოველთვის მჩვევია ხოლმე, ვტიროდი... სიბრალულის და სიბრაზის ცრემლი ერთმანეთში ირეოდა, ვბრაზობდი ჩემთავზე, მებრალებოდა იკა,- დამალვას აზრი არ ქონდა.
- მაგრამ იკა, - ძლივს ვთქვი ეს ორი სიტყვა.
- დაწყნარდი, გთხოვ. მე არაფერს არგაძალებ, შემიძლია დროც მოგცე, ნებისმიერ რამეზე თანახმავარ, უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე. არშემეძლო ესგრძნობა ამდენხანს ჩუმად მეტარებინა, - მერე გაჩუმდა და მიყურებდა, მე კი ტირილს არვწყეტდი, პირიქით მის ასეთ დამოკიდებულებაზე ჩემდანი დანაშაულის გრძნობით ვივსებოდი და საერთოდ აღარ მინდოდა გაჩუმება.
- გინდა გარეთ გავიდეთ? დაწყნარდები და მერე გავაგრძელოთ, - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ადგომაში დამეხმარა და გარეთ გავედით.
როგორც კი ცივი ჰაერი და წვიმის წვეთები მომხვდა სახეზე მაშინვე გამოვფხიზლდი, გზას ისევ ფეხით გავუყევით და ცოტახანში დავწყნარდი. იკა ხმას არ იღებდა, არვიცი რაზე ფიქრობდა, შეიძლება პასუხი წინასწარ იცოდა.
- იკა, -დავიწყე ათრთოლებული ხმით, - ჰო იცი რაძალიან მიყვარხარ და რა ადგილი გიკავია ჩემცხოვრებაში. შენ არხარ ის ბიჭი ვისაც მე ვჭირდები, არვარ ის ვინც შენ გაგიგებს და შენნაირი პიროვნების ღირსი იქნება, - ისევ ტირილი ამივარდა, იკამ თავისკენ მიმატრიალა და ძლიერად მომხვია ხელები.
- დაწყნარდი, ძალიან გთხოვ. ჯობდა საერთოდ არმეთქვა, დამნაშავე ვარ მაპატიე.
- არა არა, დამნაშავე მე ვარ, ალბათ საჭიროზე კარგად გექცეოდი და შენც ადამიანი ხარ რა, თბილად მოქცევამ გაფიქრებინა რო...
- შანსი საერთოდ არ მაქვს?
- ვწუხვარ იკა.
- რატო? სხვა გიყვარს? - ხმა არ გამიცია, - კარგი მაშინ დუმილს თანხმობის ნიშნად მივიღებ, - ამდროს ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა, ნომერს დავხედე დემე რეკავდა და გავუთიშე, ის კი რეკვას არ წყვეტდა, - კი მაგრამ ვინაა? რატო არ პასუხობ?
- უარესად გეტკინება გული.
- ჯანდაბა, დემეა? - მუშტი შეკრა იკამ ,- შენ რა ის აირჩიე?- მითხრა გესლიანი ხმით, იმ დროს მის ხმაში ჩანდა ბრაზი, ბოღმა ,ზიზღი, იმედგაცრუება და სიყვარული. ვუყურებდი იკას ნატანჯ სახეს და ვგრძნობდი რო ნელ-ნელა მიჭირდა გამოხედვა, ფეხებში ძალა მერთმეოდა და უეცრად ყველაფერი დამთავრდა.ვიგრძენი რო რაღაც სველზე და მაგარზე დავვარდი და ბუნდოვნად მესმოდა იკას ხმაც,- ემ, გონს მოდი გთხოვ! ძალიან გთხოვ,- თუმცა რამდენიმე წამში ყველაფერი გაქრა.


იმედია მოგეწონებათ :))




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent