შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბლუანის სათამაშო (თავი 1)


25-07-2017, 00:07
ავტორი ადელაინი
ნანახია 5 494

ჩვეულებრივ ღია თაფლისფერი,სითბოთი გაჟღენთილი თვალები ჩამუქებოდა,გრძელი კულულები უწესრიგოდ ჩამოჰყროდა მხრებზე,მუხლებზე დავარდნილი,ხელებს დაყრდნობოდა,გრძნობდა თითებს შორის ტალახს,მაგრამ არც კი ცდილობდა განთავისუფლებულიყო,ტუჩემი ერთმანეთისთვის დაეშორებინა,რომ ღრმად ესუნთქა და როგორმე მოწოლილი სიბრაზე,შეემსუბუქებინა,
ცხოვრებაში პირველად გაკრთა მის "სიყვარულისფერ" თვალებში ზიზღი და საკუთარი თავის შეეშინდა.სძულდა ეს სკოლა,კლასელები,ნაცნობები,მასწავლებლები...სძულდა რადგან აქ სხვა წესები მოქმედებდა,სადაც ყველაფერს აქცევდნენ ყურადღებას გარდა სწავლისა.


* * *
ნუცა ბავშვობიდან გამოირჩეოდა,ეს თავიდანვე იცოდა გოგონამ და სძულდა საკუთარი სხეული,შავი ხუჭუჭა თმები,ღია თაფლისფერი,ნათელი თვალები,ვარდისფერი,მუდამ გაბუსხული ტუჩები, სხვები სილამაზით გამოარჩევდნენ,მაგრამ ნუცას სძულდა მისი ლამაზი გარეგნობა და დაზიანებული გული,ერჩივნა ნაკლებად ლამაზი ყოფილიყო და ჯანმრთელი... ბავშვობიდან ოცნებობდა ეთამაშა თანატოლებთან ერთად ერბინა,ლახტზე ეხტუნავა,მაგრამ გულის მანკით დაავადებულს მხოლოდ ის შეეძლო ფანჯარასთან მდგომს სევდიანი,წყლიანი თვალებით ემზირა თანატოლების მხიარულებისათვის,თავიდან ვერ აანალიზებდა,მაგრამ როგორც კი წამოიზარდა მაშინვე გააცნობიერა რომ ის არ გავდა სხვებს და საკუთარი სხეული,საკუთარი სიცოცხლე შესძულდა,დაკომპლექსდა და საკუთარ თავში ჩაიკეტა, სკოლაში სადაც ავტორიტეტი რატი ბაბლუანი და მისი სამეგობრო წრე იყო,ნუცასნაირი,უბრალო,მოკრძალებული,სადა და კომოლექსიანი გოგო,ნამდვილ დასაცინ ობიექტად იქცა,გოგონას უმოქმედობა კი "ბანდას" მეტად ახელებდა.

კომინიკაბელურობით არასდროს გამოირჩეოდა,საკუთარ ნაჭუჭში გამოკეტილს კი ვისთვისაც შეეძლო საკუთარი ფიქრების,ოცნებების,გეგმების განდობა,უსულო საგანი იყო,თავისი დღიური რომელიც საუკეთესო მეგობრად გაიხადა,გამუდმებით წერდა,ხატავდა და წლების განმავლობაში, ზუსტად ერთნაირი ბლოკნოტებით უკვე მთელი თარო აევსო კედელზე,ასე თამამად და არც კი ეშინოდა რომ მას მისი ოჯახის რომელიმე წევრი წაიკითხავდა,ენდობოდა საკუთარ ოჯახს და იგივეს მოითხოვდა მათგან,დავითის თვალისჩინი გახლდათ ნუცა,განსაკუთრებულად უყვარდა პატარა ქალიშვილი,ცდილობდა გაენებივრებინა,მაგრამ გოგონა ამის ნებას არასდროს რთავდა,ამაყობდნენ მშობლები მოკრძალებული,შვილით და ვერც კი წარმოედგინათ რა ტანჯვის გადატანა უხდებოდა გოგონას სკოლაში,მხოლოდ იმ თვისებების გამო,რის გამოც დავითი და მერი ასეთი ამაყი და ბედნიერი მშობლები გახლდათ.
* * * თავს დამცირებულად გრძნობდა, ერჩივნა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩაეტანა ვიდრე ამ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო დაბინდული თვალების მიუხედავად,მაინც ხედავდა მის წინ მდგომ გაცხარებულ გოგონას,ლამაზი ნაკვთების მიუხედავად იმ წამს შეუხედავადაც კი ჩათვალა ნუცამ იგი,თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა, მზერას ხან სკოლის უკან მდებარე სტადიონის შუაგულში,მუხლებზე დაგდებულ ნუცაზე გადაიტანდა,ხანაც გაფითრებული გოგონას უკან მდგომ დაქალებზე,თვალებით ანიშნა რაღაც მეგობრებს ნინომ და ქმედებამაც არ დააყოვნა.გოგონები სწრადად სწვდნენ ჯაყელს მკლავში,წამოაყენეს და ძლიერად გააკავეს,რომ ხელიდან არ დასხლტომოდათ

კმაყოფილი და ოდნავ ანერვიულებული ნინო,ადგილზე ტოკავდა,მოუთმენლობას და მრისხანებას მოეცვა,ზიზღნარევი მზერა მიაპყრო ჯაყელს და მშვიდად დაიწყო საუბარი,თანაც ისე რომ მზერა წამითაც არ მოუშორებია ნუცასთვის -ესეიგი შენ გადაწყვიტე ჩემი დიდი ხნის ნაგები ოცნების კოშკები თავზე დაგემხო ჩემთვის...
-მე არაფერი დამიშავებია-ამოილუღლუღა გოგონამ და ამაოდ შეეცადა გაკავებული მაჯების გათავისუფლებას -მთელმა სკოლამ იცის, რომ მე ნინო აბაშიძე დიდი ხანია ამ კონკურსისთვის ვემზადები და არავის მივცემ უფლებას,ხელი შემიშალოს თანაც ვინ?შენნაირმა უბადრუკმა,ყველაზე უჩინარმა გოგომ მთელს სკოლაში.
ნუცას უნდოდა გეპროტესტებინა,ეთქვა რომ მას სულაც არ უნდოდა კონკურსში მონაწილეობის მიღება და ეს მხოლოდ მასწავლებლების დაჟინებული თხოვნის ბრალი იყო,მაგრამ არ დასცალდა აბაშიძე წამში მასთან გაჩნდა და ისეთი სიძლიერით მოხვდა მოქნეული ხელი გოგონას თვალები დაუბნელდა,სისხლი აუდუღდა,დამცირებისა და ტკივილისაგან,ერჩივნა მიწა გასკდომოდა და ასე საცოდავ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო შესძულდა საკუთარი უსუსურობა...
_რა სისასტიკეა და როგორი მიმზიდველი ხარ როცა ბრაზობ ნინ -აწყლიანებული თვალები შეანათა ნუცამ ბიჭს და იცნო,ან როგორ ვერ იცნობდა სკოლაში ყველასთვის კარგად ნაცნობ ბაბლუანს,დაუფარავი ირონია იგრძნობოდა ბიჭის სიტყვებში,რატის ხმის გაგონებაზე გოგონებმა ხელი სწრაფად გაუშვეს ჯაყელს.
-გეყოფა რატი,არა ვარ ახლა ამის ხასიათზე,ეს უჩინარი არსება,ღმერთო ჩემო ეს,აი ეს აპირებს კონკურენცია გამიწიოს-საჩვენებელი თითით,სახეალეწილ ნუცაზე მიუთითა
-ეს რა საქმის გარჩევაა?-ირონიას არ იშურებდა ჯაყელი
-არა,ეს აუსრულებელი ოცნებებით მოფარფატე გოგონას სასტიკი დანარცხებაა მიწაზე-ნუცას არაფერ უთქვამს,ხელი დაავლო იქვე მიგდებულ ჩანთას,მხარი გაკრა სიბრაისგან წამოჭარხლებულ გოგონას და უკან არც კი მოუხედავს ისე დატოვა იქაურობა.



8 88
_ამას არ დავუშვებ!ამას არ ავუშვებ!-უკვე მერამდენედ იმეორებდა აბაშიძე, ბოლთას სცემდა და არაფრად აგდებდა ოთახში მყოფი მეგობრების დაჟინებულ მზერას
-გეყოფა რა ! თავბრუ დამეხვა-უკვე გაღიზიანებას გრძნობა ბაბლუანი
-არ შემიძლია,შენც ხომ იცი როგორ ველოდი ამ კონკურსს,ეს ჩემი შანსია,ჩემი შანსი იმა სმივაღწიო რასაც ბავშვობიდან ვგეგმავ
-ორივემ რომ მიიღოთ მონაწილეობა?-საუბარში ლიკა ჩაება და ისე სიამაყით გადახედა მეგობრებს თითქოს დიდი ხნის პრობლემა გადაჭრაო
-სულელო!მხოლოდ ერთს შეუძლია ჩვენი სკოლა წარადგინოსდა ეს ერთი აუცილებლად მე ვიქნები!
-ჰო მაგრამ ის გოგო?-სახე მოღრეცოდა ნიკას
-უნდა მოვიშოროთ!
-როგორ?
-იქნებ ვინმე ისეთს,აი მისთვის მნიშვნელოვანს ვთხოვოთ გადააფიქრებინოს კონკურსში მონაწილეობა.
-ჩვენ ეგეთს რომ არავის ვიცნობთ?
-მართალია ლიკუნ! მაგრამ… მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ის ვისაც ვიცნობთ გავხადოთ მისთვის მნიშვნელოვანი- თვალებში ჭინკები აუთამაშდა აბაშიძეს,მზაკვრულად ჩაიღიმა,ქერა თმა თითზე გამომწვევად დაიხვია და ბაბლუანს მიაშტერდა
-არ არსებობს!-თითქოს ჩაწვდაო გოგონას მზაკვრულ გეგმას,მომაბეზრებლად წაუსტვინა
-ძალიან მაგარი იდეაა,გენიოსი ხარ ნინჩო,თან ეგ ისეთი მარტოსული ჩანს ეგრევე გაასულელებს ჩვენი მოსიარულე ქარიზმა-გადაიკისკისა გოგონამ
-იმედია სირთულეების არ გეშინია რატი-გამომცდელად მიაჩერა ნიკა მეგობარს
-რათქმაუნდა არა-შეუბღვირა
-ვნახოთ,შენს განკარგულებაშია ოთხი თვე ძმაო!
8888

ვერ იჯერებდა ბაბლუნი,ეს გამოწვევა ყო,საშინელი თამაში აბსურდი,რატომ უნდა დაეხარჯა დრო,ნერვები და ძალისხმევა?მხოლოდ იმიტომ რომ აბაშიძის ახირება აესრულებინა? რატომ დასთანხმდა?რატომ უნდა გაეტარებინა დრო მისთვის სრულიად უინტერესო გოგონასთან,როგორ უნდა მოეხიბლა,არც კი იცოდა რა მოსწონდა გოგოს რომლის სახელიც კი არ იცოდა.მაგრამ ყველაფერს ქონდა ახსნა,რატი ბაბლუანი გააკეთებდა ამასა,ნინის გამო,მისი ბავშვობის სიყვარულს დაეხმარებოდა,არ უმტყუნებდა და ჩამოაშორებდა საცოდავ მეტოქეს



№1 სტუმარი Guest ninikoo

zalian saintereso iyo da velodebi gagrzelebas imedia male dadeb axal tavs <333

 


ველოდები და თან როგორრრ იმედია მალეიქნება შემდეგი blush

 


№3 სტუმარი Cisi KirKiTaDze

Auudzan momeconada icodeardaagviano velodebi sheemdeg taavs❤️❤️

 


№4 სტუმარი Teo

Momewona ardaagviano ra malle dade

 


№5  offline წევრი ადელაინი

ვაიიიმე ხალხნო მადლობა და აუცილებლად <3

 


№6 სტუმარი Nini

Tugindaa istoriakargadganvitardeschemiazrit am or personajs ertmaneti unda sheuyvardes da es gogo uaresad agar unda daitanjos da am incidentsi mere ufro unda gadzlierdes saiteresoo istoria da imedia yvelaferi kargad ganvitardeba warmatebebi

 


№7  offline წევრი ადელაინი

Nini
Tugindaa istoriakargadganvitardeschemiazrit am or personajs ertmaneti unda sheuyvardes da es gogo uaresad agar unda daitanjos da am incidentsi mere ufro unda gadzlierdes saiteresoo istoria da imedia yvelaferi kargad ganvitardeba warmatebebi

მადლობა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას <3 ;დ

 


№8 სტუმარი Dragons.

უბივერსიტეტის სტუდენტებზე, რომ დაგეწერა სჯობდა...
სკოლის მოსწავლეები ძალიან პატარები არიან იმედია 12 კლასელები მაინც არიან, მაგრამ არ მგონია ისე გიწერია, რომ 6 კლასელებზე დიდები არ იქნებიან)))
პირველი თავი ძალიან ბავშვური და სუსტია.

 


№9 სტუმარი Guest Shore

რა კარგია, რა კარგი. ძალიან საინტერესოა, თან კარგადაც წერ.

 


№10 სტუმარი Guest Lika

Ukve mmcons dzalian imedimaq ar daagviandeba shemdegs carmatebebi

 


№11 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№12  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

თავიდან რომ ვკითხულობდი ძალიან მომეწონა და საერთოდ სხვა შთაბეჭდილება შემექმნა მაგრამ ბოლოში რომ ჩავედი რაღაც ისე ვერიყო :/ ბაბლუანი უფრო სხვანაირი მეგონა ანუ უფრო ,,დიდის და ჭკვიანი ბიჭის'' შთაბეჭდილებას დატოვებდა და სხვანაირად მიუდგებოდა იქ მომხდარს, მაგრამ როგორც ჩანს სხვანაირად წაიყვანე მოთხრობა და გოგოების აჰყვა ...თანაც მართლაც ცოტა ბავშვურია წარმოდგენა შემექმნა თითქოს ბავშვები იყვნენო და იმედია შემდეგ თავში გამოასწორებ <3 წარმატებები <3 მთლიანობაში კაი ისტორია ჩანს და ველოდები მოვლენების განვითარებას და იმედია ცოტა გაზრდი პერსონაჟებს <3 :დ

 


№13  offline წევრი ადელაინი

ტკბილიწიწაკა
თავიდან რომ ვკითხულობდი ძალიან მომეწონა და საერთოდ სხვა შთაბეჭდილება შემექმნა მაგრამ ბოლოში რომ ჩავედი რაღაც ისე ვერიყო :/ ბაბლუანი უფრო სხვანაირი მეგონა ანუ უფრო ,,დიდის და ჭკვიანი ბიჭის'' შთაბეჭდილებას დატოვებდა და სხვანაირად მიუდგებოდა იქ მომხდარს, მაგრამ როგორც ჩანს სხვანაირად წაიყვანე მოთხრობა და გოგოების აჰყვა ...თანაც მართლაც ცოტა ბავშვურია წარმოდგენა შემექმნა თითქოს ბავშვები იყვნენო და იმედია შემდეგ თავში გამოასწორებ <3 წარმატებები <3 მთლიანობაში კაი ისტორია ჩანს და ველოდები მოვლენების განვითარებას და იმედია ცოტა გაზრდი პერსონაჟებს <3 :დ
რავიცი ვნახოტ

 


№14  offline აქტიური მკითხველი neneusi

ვაიიი...აი ემ სოუუუ დაინტრიგებბულიი :D ველოდები შემდეგს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent