შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დესპოტი" ქმარი ( თავი 2 )


25-07-2017, 15:57
ავტორი elebabi
ნანახია 4 251

თავი 2

თეთრი ნისლი ტრიალებს ჩემს გარშემო. ყელში მიჭერს და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს, ვგრძნობ როგორ მეფარება შუბლი ცივი ოფლით და შინაგანი კანკალი მიტანს. თითების ბალიშებით ვეხები. მისი სხეულიდან წამოსულ სითბოს გონს მოვყავარ, თითები თავისით დასრიელებე ოდნავ ჭაღარა შეპარულ თმებში, ვეხები მის შრამს, შემდეგ ცხვირს, ვპოულობ მის დიდ და აბურდულ წვერში მის თბილ ტუჩებს....
• თაია...
• გონს ჩემი ასისტენტის ხმას მოვყავარ, მომენტალურად ქრება თეთრი ნისლი ჩემს გარშემო, ვწყნარდები და ახლა ზუსტად ვიცი რომ შეუძლებელი უნდა შევძლო, მისის სითბო ისევ უნდა შევიგრძნო.
• თაია.. დროა დავიწყოთ, ყოველი წუთი ძვირფასია.
და შემდეგი 4 საათი და 20 წუთი თითქოს ამოვჭერი ჩემი ცხოვრებიდან, გამოვრთე ყველა ემოცია და დაპროგრამებულ რობოტად ვიქეცი.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ვზივარ ჩემს კაბინეტში და ერთ წერტილს მივშტერებიბვარ, ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა იმისა რა იქნება ახლა. რა უნდა ვქნათ 9 წლის შემდეგ, ან როგორია ის? იქნებ და შეიცვალა უფრო გაცივდა, ან პირიქით... მინდა ჩემს დახატულ სამყაროში მარტო მე და ის ვიყოთ, თუნდაც ისევ ისეთი ოღონდ იყოს, იმდენად მინდა მეხებოდეს, მისგან გამოგზავნილ იმპულსებს ჩემთვის სასიცოცხო მნიშვნელობა აქვს.
ბეჭებზე მეხება ორი წვრილი ხელი და ღიმილი მიპობს სახეს, ჩემი გოგო მოვიდა რომ გამამხნეოს, თმებში მონოტონურად მეფერება :
• თაია როგორ ხარ, მითხარი რამე. თქვი რას გრძნობ ეცადე ემოცია გადმოცე და განთავისუფლდე. მას ახლა ძალიან ჭირდები ყველანაირად ჭირდები როგორც ცოლი, როგორც ექიმი და თუნდაც როგორც ქალი.
• მინდა ეს 9 წელი არ იყოს, ეს შეუძლებელია ხო? მაგრამ იქნებ რომ არა ეს წლები ვერც ვერასდროს მივმხვდარიყავი რამდენად შეუცვლელი და ძვირფასია ჩემთვის.
• არ ვიცი თაი, არ ვიცი! ვერ გეტყვი რა იქნება მომავალში მაგრამ, მჯერა რომ ადამიანია თავისი ბედის მწერალი და თქვენ ერთად შეგიძლიათ ბედნიერები იყოთ.
საუბარს გვაწყვეტინებს კაბინეტში შემოსული მამაკაცი რომელიც თავისი ვიზულით ძალიან გავს ვიღაცას მაგრამ ამ წუთს ვერაფრით ვიხსენებ ვის.
• გამარჯობათ! შეიძლება ქალბატონ თაიას მარტო გავესაუბრო?
• დიახ რა თქმა უნდა.
თათა დგება და უკანმოუხედავად ტოვებს კაბინეტს, მამაკაცი პიჯაკის ერთ ღილს იხსნის და ჩემს წინ სავარძელში ჯდება. გამჭოლი მზერით მაკვირდება და წამიერი პაუზის შემდეგ იწყებს საუბარს
• ქალბატონო თაია, მე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახლავართი ირაკლი კორინთელი, ალბათ გაინეტერესებს რატომ გაუკეთეთ მამაკაცს ოპერაცია სულ ცოტახნის წინ. რომელიც 9 წლის წინ თქვენს თვალ წინ დავკრძალეთ სამხედრო პატივით? დავაკმაყოფილებ თქვენს ცნობისმოყვარეობას და მოკლედ ვეცდები გაგარკვიოთ სიტუაციაში. გიორგი გარადა იმისა რომ მუშობდა ჩვენს სამინისტროში და ერთ ერთი დეპარტამენტი ებერა, ასევე იყო შშს-ს გასაიდუმლოებული სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის მეთაური და დღემდე ასეა და მაშინ ცხინვალში შესვლისას იქ განვითარებული სიტუაციიდან გამომდინარე ბიჭები იქ დარჩნენ, აუცილებელი იყო მათ იქ ოჯახები შეექმნათ და ადგილობრივები გამხდარიყვნენ . ამიტომ მისი წასვლის დღეს საიდუმლოთ მოხდა თქვენი განქორწინება, ისე რომ თქვენ ეს არ გაგიგიათ და გიორგიმ იქ შექმნა ოჯახი. არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა მისი ოსი ეროვნების მეღლე და 7 წლის გოგონა გარეთ ელოდებიან მათი ოჯახის უფროსის გამოჯანმრთელებას. 9 წელი თქვენ ოფიციალურ ქორწინებაში აღარ იმყოფებით და ქონება რომელსაც ფლობთ სინამდვილეში თქვენ სულაც არ გეკუთვნით. არ ვიცი თავად ბატონი გიორგი რას ფიქრობს ამ ყველაფერზე მაგრამ ის დღეიდან ქალაქში უნდა დარჩეს თავისი ოჯახით რადგან ის მის ქვეყანას ახლა აქ ჭირდება. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას და მის გამოჯანმრთელებამდე დაცალოთ ბინა. მადლობას მოგახსენებთ რომ დამითმეთ დრო. კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო თაია.
ღამის 3 საათზე ალბათ დაუღალავი ძებნის შემდეგ მიპოვა თათომ ქალაქის ბოლოში ერთე-ერთ პარკში და მასთან წამომიყვანა სახლში. არ ვიცი როგორ გამოვიარე ფეხით ამხელა გზა მაგრამ ფაქტია იქ აღმოვჩნდი როგორც თათომ მომიყვა, როცა საავადმყოფოს კალიდორში დამინახა ისეთი სახე გქონდა თითქოს მოჩვენება დაინახე, შენი თვალები ალბათ ცხოვრებაში არ დამავიწყდება.
რა მოხდა თაია, რა გითხრა იმ კაცმა ასეთი რომ ამდენი წლის მერე პირველად გხედავ ასე წყობიდან გამოსულს და განადგურებულს. იმის ნაცვლად რომ ბედნიერებით ბრწყინავდე, შენი საყვარელი კაცი კარგადა და მალე შენთან იქნება შენ თითქოს რამოდენიმე საათში გაქრი თაი.. დაპატარავდი.. რა გჭირს ადამიანო ამოიღე ხმა დამიყვირა თათომ, ალბათ პირველად ცხოვრებაში გამოვიდა წყობიდან და ისიც მე მიყვირა.
• რა გითხრა.. რა? რომ ჩემი ქმარი ჩემი ქმარია არაა? რომ მას ცოლი და შვილი ყავს? რა... რა... რა გითხრათ რა.. და ჩემს წინ დადებული ვისკის ჭიქა ბზრაილით გავუქანე იქვე მდგარ ვიტრინას და მტვრევისგან განცდილმა სიამოვნებამ ისე დამიბინდა გონება რომ რამოდენიმე წუთში ჩემს გარშემო ყველაფერი ნაომარ ველს გავდა ყველა შუშის და ბროლის ნივთ , რაც კი იმ ოთახში იყო დავლეწე და ახლა არაქათგამოცლილი ვაგდივარ ოთახის შუაგულში და ჩემი სიგიჟის მშვიდად მოცქერალ ჩემს საუკეთესო დაქალს ვუყურებ თვალებში.
• ყველაფერი გაგინადგურე და შენ მაინც მშვიდათ როგორ ხარ? ვეკითხები და თან ირონიულად ვიცი, განა მას დავცინი? არა საკუთარ თავს დავცინი
• შენ თუ დაგამშვიდებს შეგიძლია ეს სახლიც კი დაანგრიო და შემდეგ სხვა ადგილზე ააშენო ოღონდა გამოუშვი ეგ ემოცაი გარეთ, ვერ ხედავ რომ გკლავვს და განადგურებს?
• დუმილი, ისევ დუმილი. ისედაც არასდროს არ ვყოფილვარ დიდი მოსაუბრე მაგრამ ახლა ისე არ მინადა მოვყვე ის ყველაფერი რაც იმ კორინთელის მყრალი პირიდან მოვისმინე, ისე არ მინდა რომ სიკვდილი მირჩევნია. თათო მაპატიე რა ნუ მკითხავ ნურაფერს უბრალოდ ცოტა მაცალე, ვერ შეგპირდები რომ რამე დალაგდება მაგრამ იქნებ დავწყნარდე ცოტა.
• ნება შენია როგორც გინდა. მეუბნება ცოტა განაწყენებული ჩემი გოგო.
მეორე დღიდან დავიწყე მზადება. ვიპოვე პატარა კეთილმოწყობილი ბინა ლისზე, გავედი შვებულებაში, ჩემი მცირე დანაზოგოთ მოვიწყვე მყუდრო გარემო და ახლა ვზივარ აივანზე, მარტო, მოლოდინიც კი არ მაქვს რომ ვინმე მოვა, პირველად გავივლე გონებაში რომ შეიძლებოდა შვილი მყოლადა, მისი შვილი და მისაგან რამე ან ვინმე მაინც დამრჩენოდა. მარტო ვარ არავინ მყავს ჩემს და ძმებთან თავიდანვე ვერ ავაწყვე ურთიერთობა, დედა და მამა 3 წლის წინ დაიღუონენ თითმის ერთდროულად, ჩემს და-ძმებს ყოველთვის ჩემს ფულზე ეჭირათ თვალი, ვეცადე მათთვის თავი არ დამეზოგა და კარგი განათლება მიეღოთ მაგრამ არ გამოვიდა ისე როგორც მინდოდა ჩემი და სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვდა და მალევე გაშორდა ქმარს, ვერ ვეწყობით ერთმანეთსო და ეცადა ჩემთან გადმოსულიყო საცხოვრებლად , მაგრამ უარით გავისტუმრე რადგან მეგონა რომ თუ იმ ჰაერს სადაც ჩემი ქმრის სურნელი ჯერ კიდევ იდგა სხვა ვინმეც ჩაისუნთქავდა მალე გამოილეოდა. რა საასცილო ვარ არა? ჩემი მეორე და არ გათხოვდა , არც სწავლით მოუკლია თავი მამის სიკვდილის შემდეგ თამამად წარგვიდგინა მეგობარი მამაკაცი და დღემდე ავად თუ კარგად ერთად არიან, ყოველ შემთხვევაში თვითონ კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. ჩემმა ძმამ სკოლა დაამთავრა თუა არა , მაშინ გიორგი ჯერ კიდევ აქ იყო, მისი მეშვეობით მოახერხა და აგერ უკვე 11 წელია ესპანეთში ცხოვრეობს, არ ვიცი რას საქმიანობს მაგრამ იქ ქართველი გოგონა გაიცნო ისიც სამუშოდ წასული და ახალა 9 წლის მარაიმი ყავთ, ნახევრად ქართულ-ესპანურად მოლაპარაკე მარიამი საოცარი გოგოა და ძალიან მიყვარ მაგრამ რატომღაც არასდროს გამჩენის სურვილი მათათან წავსულიყავი, თითქოსდა არაფერი მიშლიდა ხელს არც ფინანსურად და არც ისე მაგრამ მაინც არ მელეოდა მიზეზი ჩემი ძმის შემოთავაზებებზე უარი მეთქვა. აი ახლა დავფიქრდი ხო არ წავიდე იქნებ ცოტა გულიც გადავაყოლო. შვებულებაში ვარ, ცოტა თანხა კიდევ დამრჩა. ტელეფონს ვიღებ და თათოს ვურეკავ:
• რას იტყვი ესპანეთში გასეირნებაზე?
• შენ???... ესპანეთში გინდა წასვლა?
• ხო რა არის რო? არ შეიძლება?
• არა კი შეიძლება მაგრამ.. ძალიან მაშინებ თაია, დანაღმული ველივით ხარ, თითქოს მშვიდათ, მაგრამ ერთი მიზეზიც და აფეთქდები და მეშინია ეგ აფეთქება დამღუპველი არ აღმოჩნდეს.
• მორჩი ახლა ფსიგოლოგობას და საბუთების გამზადებას შეუდეგი ორივესთვის მე ვერ ვაზროვნებ და არც მაქვს მისი თავი.
• არის შეფ! და ვგრძნობ როგორ მეკრიჭება ტელეფონში ჩემი ცელქი გოგო.

ტელეფონს ვთიშავ, ვდგები და სამზარეულოში ვინაცვლებ, ყავის აპარატს ვრთავ და ლეპტოპზე პირველივე სიმღერას ვრთავს. Lady Gaga - Million Reasons ჟღერს, მილიონი მიზეზი? არ ერთიც მეყოფა რომ გამოვცოცხლდე მაგრამ არც ერთი მიზაზე არ მაქვს და რა ჯანდაბას ვაკეთებ ამ სამყაროში? რა არის ჩემი ამ ქვეყნად მოვლინების მიზეზი ? არ ვიცი აღარეფერი არ ვიცი..... ყავას ვსამ ისე რო გემო და შეგრძნება იმისი რომ გამომაცოცხლებს ან ენერგიას დამიბრუნებს არა და არ მოდის, რა ვაკეთო? დასაძინებლად ვწვები, აღმოვაჩინე რომ ჩემი საძინებლის ჭერი ისევ სპილოსძვლისფერია და ისევ ვერ ვხედავ მის შავ თვალებს.
4 დღე დამჭირდა საბუთების მოსაწესრიგებლად და აი მე და ქალბატონი უკვე აეროპორტში ტრაპთან ვდგავართ, ემოცია რომ ქვეყანას ვტოვებ და ესპანეთში მივდივარ ნულამდეა დაყვანილი, სამაგიეროდ თათო ცქმუტავს და ერთი წამით არ ჩერდება.
ბოინგში ასვლისთანავე ძილის წამალს ვსვალ და ისე ეშვება თვითმფრინავი არაფერი გამიგია. თათო გამალებით მანჯღრევს რომ გონზე მომიყვანოს.
აეროპორტში ჩემი ძმა და პატარა ქალბატონი მხვდებიან, ემოცი რომელიც 11 წლის უნახავი ძმის ნახვის დროს განვიცადე ძნელია გადმოვცე, რომ მეგონა რომ არ მენატრებოდა თურმე საოცრად მაკლდა და 15 წუთი მის კისერში თავჩარგული ვტკბებოდი ასე ნაცნობი სურნელით, რაღაცით თითქოს მეგონა წამით რომ მამასაც კი ვეხუტებოდი მასთან ერთად. ბედნიერება როცა ხედავ შენს წინ თითქმის ორმეტრიანი კაცი დგას რომელიც შენი სისხლი დახორცია. მხედველობის არე მარიამის გამბაზებულმა გამოხედვამ დაიპყრო, ბრაზობს რომ არ მივაქციე ყურადღება პრინცესას. მარიამი რაღაცით მგავს ჩემსავით წითური და საოცრად თეთრი კანი აქვს, თავლები ალბათ დედის გამოყვა ზღვასავით ლურჯი. ძალია ლამაზია, არ მინდა მისმა სილამაზემ ჩამსავით დაღუპოს.
მალიორკაზე მივდივართ, მთელი გზა მარიამი ჩემზეა მოწებებული და მეც რაღაც ჯერ არ განცდილი გრძნობა მაქვს რომელსაც არ ვიცი რა დავარქვა. ჩემი ძმა ოჯახით მალიორკაზე, სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობს და თავისი პატარა ბიზნესი აქვს. ჩვენც უახლოესი 2 კვირა ამ არაჩვეულებრივ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გავატარებთ. ჩემი რძალი სალი შესანიშნავი პიროვნება, გულთბილი მიღებისა და მოკითხვის შემდეგ ოთახებში დაგვაბინავა. ძილი ვერ შევძელი მაგრამ ვეცადე გონება გამეთიშა და ცოტა ხანი დამესვენა მაგრამ ვერ ეგ მოვახერხე , ჩემი ფანჯრიდან არაჩვეულებრივი ხედია ოკენის, ღამით აქაურობა შესანიშნავი იქნება. ახლა უამრავი ადამიანი და ჩემთვის უჩვეულო გარემოა. მე ხომ მარად ვეძებ მატოობას და სიწყნარეს.
საღამო მშვიდათ ოჯახურ გარემოში გავატარეთ, მარიამმა და თათამ მოასწრეს და პლიაჟიც დალაშქრეს, მე ღამე ვაპირებ ვესტუმრო სანაპიროს, არ ვიცი რატომ მიზიდსავს ასე ღამის ოკენე. ჩემი რძალს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, ჩემი გაღიმებაც კი შეძლო და როგორც თათო ამბობს დიდი წინ გადადგმული ნაბიჟია ჩემი მხრიდან. ვივახშმეთ, მარიამი და ჩემი ძმა კომპიუტერულ თამაშებს ჩაუსხდნენ, სალი და მხიარული გოგო თათო რაღაცაზე გულიანათ იცინიან. სადღაც 11 საათია და მე ნელი ნაბიჯებით მივუყვები სანაპიროს. საოცრად მსიამოვნებს ცხელი ქვიშა ფეხებზე და უცებ როგორ აგრილებს ჩემს ტერფებს ოკენის ტალრები. 1 საათი ალბათ ასე ვიბოდაილე და დაღლილმა იქვე სანამპიროზე ჩამოვჯექი. უამრავი ვარსკვლავია ცაზე, ბავშვობა გამახსენდა ვარსკვლავებს რომ ვითვლიდი ხოლმე და დედა მიშლიდა მეჭეჭები გამოგივაო, მეჭეჭების რა მოგახსენოთ მაგრამ მუცელზე ერთმანეთის მიყოლებით მაქვს რამოდენიმე ხალი და მთლიანობაში ნამგალა მთვაეს მოგაგონებთ. ძალიან მიყვარდა როცა გიო კოცნით გაუყვებოდა ჩემს ხალებს... და ისევ ის კაცი.. კაცი რომელიც არც კი ვიცი არის კი მიწიერი თუ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია?
ზურგს მიწვავს სითბო რომელსაც ვიღაც ჩახუტებით განვიცდი, მომენტალურად ვფხიზლდები და ვცდილობ გავარკვიო ვინა? თითქოს ნაცნობია მაგრამ... მისკენ ვერ ვბრუნდები მუცელზე მოხვეული ძლიერი ხელი არ მაძლევს საშუალებას. ერთი ხელით ჩემი წელამდე თმა მარცხენა მხარეს გადააქვს და ყელს მიშიშვლებს, მერე სარაფანის ბრეტელს მიწევს და მკოცნის, საოცარი შეგრძნება.. რაც ძლიან დიდი ხანია არ განმიცდია. არ ვიცი ვინა მაგრამ არ მეშინია. თითქოს სიზმარში ვარ. არარიალური რამ ხდება ჩემს გარშემო მისკენ მაბრუნებს. სახეზე ვერ ვხედავ ბნელა, ხელით ვცდილობ შევიგრძნო მისი სახის ნაკვთები მაგრამ არ მაძლევს უფლებას, ჩემს ხელებს უკან ერთი ხელით მიკავებს და ქვიშზაზე მაწვენს, ზემოდან დამყურებს მთვარის შუქზე ჩემს სახეს და სხეულს კარგად ხედავს, მე კი მის სახეს ვერ ვარჩევს, ვხედავ მის განიერი ბეჭებს და გრუზა თმას, მისი სხეულის კონტურებს ვარჩევ თითქოს ნაცნობია.. მაგრამ ფიქრის საშუალებას არ მაძლევს ისე ეხება ჩემს ტუჩებს, ეხაბა და თავი ისე 17 წლის მგონია, რაღაც არნახული სიამოვნების ბურანში მახვევს, მისი ხელი რომელიც ჩემი ფეხიდან მოსრიელებს, ერთი ხელის მოსმით მიხსნის ბიკინს თოკს და ჩემი სარაფანის თასმასაც მარტივად ხსნის, მე მთელი ჩემი სიმშვენიერით ვარ მის წინაში, ისევ მიყურებს, თითქოს მიმახსოვრებს. და შემდეგ უამრავი სიამოვნების იმპულსი, და საკუთარი თვალით დანახული სულ სხა სამყარო, სამყარო სადაც მე და უცნობი ვართ ჩვენი ვნებებით, თუ ცოდვებით.
მზის სხივები მჭრიან თვალს. თვალს ვახელ ალბათ ძლიან ადრიანი დილაა რადგან ადამიანის ჭაჭანებაც არა. ვცდილობ აღვიდგინო მომხდარი ცხადი იყო თუ სიზმარი მაგრამ ჩემი ტანსაცმელი ისევ ჩემს ტანს ამშვენებს და მე ვფიქრობ უცნობი ჩემი სიზმრიდან გადმოსული ვნებიანი მამაკაცი იყო, ზედმეტად ცხადი იყო ჩემი სიზმარი იმისთვის რომ დავიჯერო მისი არარსებობა მაგრამ ალბათ ჩემს ქვეცნობიერს ასე სურს და მერც დარწმუნებული იმაში რომ არც არეფერი მომხდარა რიალურად სახლიში ვბრუნდები.





აი ესეც ჩემი მეორე თავი. ვიცი ბევრი გრამატიკული შეცდომები იქნება მაგრამ მომიტევეთ, ვცდილობ ემოცია რომელსაც ასე თვალნათლივ განვიცდი წერის დროს გადმოვცე. არ ვიცი რამდენად გამომდის მაგრამ გპორდებით რომ ამას დავასრულებ..



№1  offline წევრი თ.მ

ველი შემდეგ თავს❤❤❤❤❤❤

 


№2 სტუმარი Dragons.

რამდენი რამ გამოგისწორებია და შეგიცვლია, ძალიან კარგი გოგო ხარ <3
ყველაფერი გაგითვალისწინებია, ცოტა კიდე დაალაგე და ეცადე სათქმელი დიალოგებით გადმოსცე.
კიდევ იქნებ ტირე იხმარო საუბრის დროს.
- აი ასე.
გრამატიკულ შეცდომებს ვინ უტურებს ისეთი ცხელი და გრძნობებით დახუნძლული თავი იყო, ნამდვილად ვისიამოვნეე

 


№3 სტუმარი Nini

Ar meko vaime kidev mindaa dade male shemdegi tavi :-*

 


№4  offline წევრი elebabi

Nini
Ar meko vaime kidev mindaa dade male shemdegi tavi :-*

გამოგიტყდებით და ჩუმ-ჩუმად თავისუფალ დროს სამსახურში ვწერ და მეტი ვერ მოვახერხე.. შაბათ კვირას უფრო დიდს დავწერ და ორშაბათს მოგართმევთ..

 


№5 სტუმარი Guest Lia

Kargia momwons m
Momdevno tavs velodebi
Sulmoutqmelad
Arahveulebrivi xar

 


№6 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№7  offline მოდერი ენემი

აუუ რა კარგი იყო
შეცდომები? ალბათ იყო
არ დავინტერესებულვარ მაგით
შინაარსმა ჩამითრია,
ბოლოს რომ დასრულდა გამოვფხიზლდი
და
საოცარი ბრაზი ვიგრძენი
რატომ?
კიდევ მინდოდა და მიტომ sob sob sob sob sob
ველი მომდევნო თავს უფრო დიდს <3

 


№8  offline წევრი Firefly

საშინლად მომწონს
--------------------
M.T

 


№9 სტუმარი Nia

Chemi disi patibiscema tkven kalbatono Gaia dzalian momecona dzalian tkbilad emociurad gadmocemt kvelaper....velodebi momdevno tavs

 


№10  offline წევრი lamazmani

მომეწონა კარგი იყო უფრო საინტერესო ხდება და მომწონს ძალიან ველოდები ახალ თავს იმედია მალე გაირკვევა ყველაფერი❤❤❤

 


№11  offline წევრი Smiling girl

მომწონს კარგია ძალიან

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგია, მომწონს

 


№13 სტუმარი Fiqria burchuladze

ვაიმეე ვგიჯდები ისე წერ.ბავშვობაში არგეტყობოდა ასეთი ემოციები ჩემო ბეგემოწიკო.ჯრუანტელი მივლის ისეთი გრძნობით წერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent