თბილისს სიყვარული და შიში მართავს ! (4 თავი)
პასუხს აღარ დაველოდე ისე გამოვედი და მანქანისკენ წავედი. სწრაფად ჩავჯექი და თათიას გამოსვლას დაველოდე. დიდხანს არც დამჭირვებია ცდა, მალევე გამოჩნდნენ ის და დემეტრე ბატონი. თათია სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა, დემეტრე კი ირონიული სახით იცდიდა. -წავედით? შევხედე თათიას -გოგო სირცხვილია რანაირად იქცევი? მისაყვედურა დაქალმა. -კიდე მე რანაირად ვიქცევი? გაბრაზებულმა შევხედე. -დემეტრესთან ერთად წამოვალ მე, წამოდიო და ცუდად გამოვა..... ტუჩის კვნეტით მითხრა. -კარგი კარგი ამოვიოხრე და მანქანისკენ წამოსულ დემეტრეს გაღიზიანებულმა დავიბღვირე. -წავედით? ჩემთვის არც შემოუხედავს ისე კითხა თათიას. დაქალმა ჯერ მე შემომხედა, რომ დარწმუნდა არაფერს გავაფუჭებდი თავი დაუქნია. დემეტრე ჩემი მანქანის გვერდით მდგომ ჯიპში ჩაჯდა, ნუ რა თქმა უნდა მას შემდეგ რაც თათიას ჯენტლმენურად გაუღო კარი. მის მანქანას გავუსწორდი, შუშა ჩამოვწიე და აგდებული ღიმილით შევხედე ბურდულს. -იმედია დაქალს მთელს მომიყვან. ამის თქმა იყო და მანქანა ადგილს ელვის სისწრაფით მოვწყვიტე. სარკიდან ვუყურებდი დემეტრეც უკან მომყვებოდა და სიჩქარეს უმატა. ცოტა ვიცელქოთ გავიფიქრე, სიჩქარეს კიდევ უფრო მოვუმატე, დიდი სისწრაფით მივდიოდი თბილისის ქუჩებში და ბურდულის მანქანაც უკან მომყვებოდა. გზაჯვარედინზე ვიყავი როდესაც მარჯვნიდან დიდი სატვირთო მანქანა გამოვიდა, ჯანდაბა რადროს ეს იყო. იმის მაგივრად რომ სიჩქარე შემენელებინა, და დამეცადა როდის გაივლიდა კიდევ უფრო დავაწექი გაზის პედალს და მაქსიმალურად სწრაფად წავედი.სულ ცოტაც და დამარტყავდა მაგრამ ვერ მივართვი ბოლო წამს გამოვძვერი სატვირთოსა და დენის ბოძს შორის.სწრაფად გავაგრძელე სიარული დემეტრეს მანქანა ჯერ არ ჩანდა,მალე მაკდონალდსთანაც ვიქნებოდი და ჩემი მუცელი რომელიც უკვე მლანძღავდა ჰამბურგერსა და ფრის შეახრამუნებდა.მანქანა გავაჩერე და გადავედი თუ არა მაშინვე ნახევარქათამამაც მოაყენა მანქანა ზუსტად ჩემს გვერდით.თათია სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და წაშლილი სახით მკითხა -სულ გაგიჟდი შენ ხო?ლამის დაგეჯახა იცი?ცოცხალი ვერ გადარჩებოდი შე არანორმალურო გული გამისკდა.ბოლოს ამოისუნთქა და ჩამეხუტა -რასულელიხარ.გამეცინადა ჩავეხუტე -ეს სულ ასეთი სერიოზულია? ფხუკუნით ვანიშნე ნახევარქათამასკენ -მგონი კი. თათიამაც გაიცინა ჩუმად -წამო სრაფად ძალიან მშია.დაქალს მოვშორდი და შესასვლელისკენ წავედი -რა ეტყობა ეხა ამას,რომ ოცდაოთხი საათი ჭამს და მგონი მეტი არაფერზე ფიქრობს. ჩაიცინა თათიამ და ისიც უკან გამომყვა -გავიგონე. -არაუშავს სიმართლე მწარეა.ლოყაზე მიჩქმიტა და გამისწრო ნახევარქათამამ -ნეტა შენ რა იცი რო ტლიკინებ აქ.გაბრაზებული ავედევნე უკან -ბოლო ნახეევარსაათში მივხვდი.ირონიულად გამიღიმა -წავალ მე ვიყიდი,ანა შენ იგივე რაც ყოველთვის არა?ეშმაკურად გაეცინა თათიას -კი კი.მე წავალ თავისუფალ ადგილს ვიპოვი -მეც წამოვალ.თათიას გაყვა ნახევარქათამა -დავიჯერო ასე ვაშინებ? ჩემს ფიქრებზე გამეცინა და თავისუფალი ოთხ კაციანი მაგიდისკენ წავედი. ერთი მაგიდის მოშორებით ორი გოგო იჯდა ნამეტანი გადაპრანჭულები.ერთ-ერთს წითელი პომადა ისე სასწაულად ესვა გული შემიწუხდა რომ შევხედე -გეშელათ.გაცისკროვანებული სახით შევხედე მაგიდასთან მოახლოვებულ თათიას და ქათამნახევარს. -იქნებ ცოტახანს მაინც გაგაჩუმოს ცინიკურად გამიღიმა გაუცინარმა ხელმწიფემ და საჭმელი წინ დამიდო -ვაიმე ჩემი ბუსუსუნები.ბედნიერმა შევხედე ორ ჰამბურგერს და ქათამნახევრის რეპლიკა დავაიგნორე.თათია გვერდით მომიჯდა ბურდული კი წინ ,ზუსტად ამ დროს დაბრუნდა ის წითელპომადიანი გოგონა და ჩვენგან ზურგით დაჯდა.დემეტრეს შეცვლილი სახის დანახვისას გაკვირვებულმა შევხედე.ისედაც სერიოზული სახე კიდევ უფრო დაუსეროზულდა და ხელი ისე მიიტანა თავტან ტიტქოს ვინმეს ემალებოდა.რა ემალება უიმე,ეს ვინმეს დაემალოს?გამეცინა მაგრამ რომ დავფიქრდი,ჩემი გონებამახვილობის წყალობით რამდენიმე რაღაც ერთმანეთთან დავაკავშირე და მივხვდი სულაც არ იყო სისულელე ის აზრი რომ დემეტრე ზუსტად ამ გოგოს ემალებოდა. -რამოხდა დემეტრე?ძალიან სერიოზული სახიტ ვკითხე ყოველგვარი ირონიის გარეშე.თათიამაც და ნახევარქათამამაც გაკვირვებულებმა შემომხედეს,არადა წამის წინ გაცხარებით საუბრობდნენ ჯანხოთელის საქმეზე. -რას გულისხმობ?დაინტერესებულმა მკითხა -აი რავიიცი ისეთი სახე გაქვს თიტქოს საფრთხობელა გიზის გვერდით.ნამიოკი ჩავურტყი და ვითომც არაფერი უცოდველი სახით შევხედე.ისეთი გამომეტყველება ქონდა მემეგონა ეხლა ადგება და გამგლიჯავსთქო -და კიდევ ისე იქცევი თითქოს ვინმეს ემალები .გავაგრძელე და ეშმაკურად გავუღიმე -იცი ცუდი საქციელია ნაცნობი რომ გხვდება და არც კი ესალმები,შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ არ უნდა გეშლებოდეს ასეთები -ამიტომ...ხმადაბლა დავიწყე....-დემეტრე ბურდულოო.. აი მისი სახელი კი ისეთი ტონით წარმოვთქვი იმ გოგოს,რომ გაეგო და ჩემი იმედები ნამდვილად გამართლდა,გოგო დემეტრეს სახელის და გვარის გაგონებისას სწრაფად მოტრიალდა ჩვენსკენ და გაბრწყინებული თვალებით შეედა დემეტრეს რომელმაც ტუჩების მოძრაობით მანიშნა "ვერ გადამირჩებიო" -ვაიმე დემეტრეეეეეე. შეჰკივლა ძალით დაწვრილებული ხმით და ტუჩები უშნოდ დაბრიცა."ვაი შენს პატრონს" გავიფიქრე გულში და ბურდულის სახეს შევხედე რომელიც სასაცილოდ იჭყანებოდა და ცდილობდა სიცილის იმიტაცია გაეკეთებინა. -გამარჯობა თიკა .უხერხულად გაიღიმა და კეფაზე ხელი მოისვა ნერვიულად -აუ დემე როგორ მომენატრე პროსტა იციიიი?სკამიდან წამოხტა და დემეტრეს წინ აეტუზა.საწყალიიი "დემე" ლამის ძუ**ები ტავზე დაალააგა ამიტომ მასაც წამოდგომა მოუწია . -აი ნაწკას კითხე პროსტა ,გეფიცები მე შენ ისევ მიყვარხარ დემე .შენს გარდა არავინ მჭირდება გთხოვ დამიბრუნდი .სასაცილოდ წელავდა სიტყვებს თან ცდილობდა ნახევარქათამასთან უფრო ახლოს მდგარიყო.მეკი უკვე სიცილისგან მუცელიმტკიოდა.გარშემო ხალხიც გაოცებული აკვირდებოდა ამ სცენას .დემეტრეს კი ისეთი ტანჯული სახე ქონდა ცოტა შემეცოდა კიდეც. -გეფიცები აღარასდროს გიღალატებ დემე მაპატიე და დამიბრუნდი,ნაწკამ იცის მთელი ღამეები ვტირივარ მართლა მიყვარხარ დამიბრუნდი. სიცილისგან უკვე ძალიან ცუდად ვიყავი თათიაც კი ვერ იკავებდა თავს და ფხუკუნებდა.ბოლოს ძალიან რომ დავიღალე ამ ტყლარჭი გოგოს ისტერიკებით,ბურდულიც შემეცოდა ნელა წამოვდექი სკამიდან .დენეტრემ ისეთი სახით შემომხედა აშკარად ეგონა კიდევ რამის გაკეთებას ვაპირებდი .დენეტრეს გვერდით ამოვუდექი და მომდევნო თავის შესაცოდებელი სიტყვა შევაწყვეტინე წითელპომადიანს -გოგონიიი!! მივმრთე მკაცრად, ცოტა გაოცებულა შემომხედა -ეხლა კარგად მომისმინედა დაიმახსოვრე რასაც გეტყვი გასაგებია?!მიკვირდა თავს როგორ ვიკავებდი რომ არ გამცინებოდა, დაბნეულმა "შეყვარებულმა" გოგომ თავი დამიქნია -არმაინტერესებს წარსულში რა ხედებოდა და ვინ იყავი შენ მისთვის.მაგრამ ახლა.... გავჩერდი და ჩემზე ერთი თავით მაღალ ბიჭს"სიყვარულით" სავსე თვალებით" შევხედე -დემე ჩემი შეყვარებულია. ერთმანეთი ძალინ გვიყვარს და ბედნიერები ვართ.მას ჩემს გარდა არავინ სჭირდება,ჩემზე ჭკუა ეკეტება და სხვისკენ არასდროს გაიხედავს.ამიტომ გირჩევნია ამის შემდეგ მის სიახლოვეს არ დაგინახო თორემ მეორედ ასე წყნარად აღად დაგელაპარაკები.ეხლა კი შეგიძლია აექდან მოუსვა აქედან და აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა!მკაცრად და აუღელვებლად ვლაპარაკობდი და გოგოს სახეზე კი გულში ვხითხითებდი.დემნა როდესაც მიხვდა რათამაშსაც ვთამაშობდი წელზე მომხვია ხელი და ძლიერად მიმიხუტა.თათია კი გაოცებული უყურებდა ამ სანახაობას.გოგომ ერთი ტუჩები მოპრუწა და უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა.როგორც კი თვალს მიეფარა მაშინვე მოვიშორე დემეტრეს ხელი და ჩემს ადგილად დავბრუნდი. -აღიარე რომ მშვენიერი მსახიობი ვიქნებოდი და გადაგარჩინე კიდეც, თორემ ალბათცოლად მოყვანასაც გთხოვდა .სიცილი დავიწყე -არ გეყვირა ჩემი სახელი ბოლო ხმაზე და არც მსახიობობა მოგიწევდა.დაბღვერილმა შემომხედა -საერთოდ ვერმაფასებ ნახევარქათამა რა.ვაიმე ეს რა ვთქვი უფსსსს. წამომცდა -მოიცა რა დამიძახე? გაფართოვებული თვალებით შემომხედა -რადააა ძალიან გემრიელია ეს ჰამბურგერითქო. უდარდელი სახით მიმოვიხედე აქეთ იქით -ბედი შენი რომ საქმეზე მაქვს სალაპარაკო თორემ ნახევარქათამა ვინაა განახებდი მეშენ. დამიბღვირა და თათიასთან ლაპარაკი დაიწყო ჩუმად ვუსმენდი მათ საუბარს და საქმესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ყურადღებით ვიბეჭდავდი გონებაში.ბევრი ლაპარაკის შემდეგ როგორც იქნა დაამთავრეს -ანუ ყველაფერი გადაწყდა .კმაყოფილმა ჩაილაპარაკა დემეტრემ -დიან ყველაფერი დემეტრე ,მხოლოდ შენს ძმაკაცს უნდა დაელაპარაკო რომ ადამიანურად მოიქცეს და ყველაფერი კიდევ ერთხელ მომიყვეს დეტალებში თუ რათქმაუნდა თუ სურს რომ ციხეს თავი დააღწიოს. საქმიანი ტონით მიმართა თათიამ -ყველაფერს მოვაგვარებ არჩილთან . -კარგი მაშინ წავიდეთ უკვე არა ? გავახსენდი მეც თათიას და შემომხედა -ხო თუ დაამთავრეთ წავიდეთ .მხრები ავიჩეჩე -წავიდეთ.სამივე წამოვდექით და გასასვლელისკენ წავედით დემეტრე თათიას დაემშვიდობა მეკი მხოლოდ შემომხედა და ირონიულად გამიღიმა აც მე დავაკელი ჩემი ღიმილის ნახვის სიამოვნება და არანაკლებ ირონიულად გავუღიმე . ************************ სახლში როგორც კი მივედით დივანზე დავეხეთქე და თავი ბალიშებში ჩავრგე -ძალიან დავიღალე. ამოიწუწუნა თათიამ მას შემდგე რაც თავისი კაკუნები გაიხადა -რატოარ დაიღლებოდი დე იმხელა ქუსლებზე იდექი .გამეცინა -არა მხოლოდ მაგიტომ არა გოგო, აი იმ ბიჭთან შეხვედრამაც ძალიან გამოფიტა და საერთოდ შენ რეები გააკეთე მგონი სულ გააგიჟე დემეტრე. -კიდე მე გავაგიჟე რანაირად მელაპარაკებოდა ქათამნახევარი ეგ . -ვაიმე ვაიმე აი შენი გამოსწორება არ იქნება . -გოგო უკვე გვიანია მოდი გადავივლებ და დავწვები კარგი ? -ხო მეც გადავივლებ და დავიძინებ. -კაი კუკუ მოდი გაკოცო და ავალ .თათიასთან მივბობღდი ლოყაზე ვაკოცე და კიბეებზე ზლაზვნით ავედი.ჩემი ოთახის კარი შევაღე და მაშინვე სააბაზანოს მივაშურე. გრილი წყალი მოვუშვი და დღევანდელ დღეს გონებაში თვალი გადავავლე.ისე კი მართლა ძალიან ვიხალისე იმ გოგოს და დემეტრეს სახეებზე. დემეტრეს გახსენებისას უნებურად გამეღიმა .მხოლოდ ახლა მივხვდი რომ ეს ჩვენი დემეტრე ისეთი სიმტათიური იყო მართლაც ნებისმიერ გოგოს შეაბავდა,მაგრამ არა მე! სწრაფად გამოვედი მოვწესრიგდი ჩემი მაიმუნებიანი პიჟამა ჩავიცვი და საწოლში შევწექი. დიდხანს ვერ მოვისვენე თითქოს აფორიაქებული ვიყავი ,მაგრამ ასეთი დღის შემდეგ რა გასაკვირია. ამ ფიქრებში ვიყავი და ისე უცებ გავითიშე ვერც გავიგე . გამარჯობათ ბავშვებოო. გვააპატიეთ პატარა თავებისთვის მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ყოველდღე ვდებთ იმედია ძალიან არ გაგვინაწყენდებით.გთხოვთ გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება ამ ისტორიისადმი კრიტიკასაც მივიღებთ რაიმე თუ არ მოგწონთ დაწერეთ და შევეცდებით აუცილებლად გავითვალისწინოთ თქვენი აზრი და შეცდომები გამოვასწოროთ, მაგრამ რატომღაც რამოდენიმე ადამიანის გარდა საერთოდ არავინ აქტიურობს .თუ არ მოგწონთ ისტორია ალბათ აღარც ღირს გაგრძელება არა? რაცშეეხება დემეტრეს სახელს არ გეგონოთ რომ დემეტრე და დემნა შემთხვევით ირევა დემნა დემეტრეს შემოკლებული ვარიანტია და ამიტომ ხან ერთს ეძახიან ხან მეორეს. დაბოლოს მთელი გულით ველით თქვენ კომენტარებს. სიყვარულით თქვენი დუდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.