25-ე კადრი
გორელივით შუა გზაზე დამდგარხარ ნეტავ საიდან წამოვიდა ეს ფრაზა ? აუცილებლად უნდა დავგუგლო თუმცა აშკარად შეუფერებელი დროა . სულ არვარ გორელი მაგრამ კი ვდგავარ უკვე ერთი საათია ბოძივით ტრასაზე და მარშუტს ველოდები უკვე მერამდენედ ვუჩალიჩებ ჩემს თავს ნუ ხარ ასეთი გულუბრყვილო შვილო. მამაჩემის სიტყვებმა გამიელვა თავში რომელსაც დღეში სულ მინიმუმ ოცჯერ ვისმენდი და კიდევ ერთხელ გავხედე თითქოს უსასრულო გზას რომელზეც მანქანაც კი არ ჩანდა . რა უსამართლოა ცხოვრება ჯერ კიდევ გუშინ დედაჩემი მეჯდა თავთან და თმას მვარცხნიდა ახლა რომ მხედავდეს ალბათ ორ საათიან ლექციას წამიკითხავდა თემაზე : როგორ არ უნდა ვენდო ყველას. ზუსტად ორი კვირის წინ მობილურის ეკრანზე სანატრელი შეტყობინება მომივიდა და დამიფასდა 12 წლიანი შრომა - დედაა მამაა გილოცავთ სტუდენტის მშობლები ხართ -გენაცვალოს დედამ ჩემო ლამაზო გილოცავ ჩემო პატარა - მოდი მამას სიამყევ ჩემი ყოჩაღი გოგო ხარ -ელენეს დაურეკე და უთხარი ხომ იცი როგორ ნერვიულობდა ენაცვალოს დეიდა სულ ცოტახნაში ლეპტოპის ეკრანზე ჩემი დეიდაშვილის უსაყვარლესი სახე გამოჩნდა - ელეე მომილოცეე ჩავაბარეე -ვაიმეეეეე რა მაგარიაა თაიკოოოო ესეიგი ოთახს ვამზადებ უკვე აკივლდა წამებში - ბავშვი არ გააღვიძო გოგო მანდ შენ ნუ კივიხარ -ისედაც დროა უკვე -ასე ძაანაც ნუ გიხარია ჯერ არ გადაწყვეტილა ვუშვებ თუ არა აროხროხდა მამაჩემი და ყავა მოსვა - რაა ?? - ნუ წაგეშალა სახე შვილო გეხუმრება დამამშვიდა დედამ - როგორ ხარ ასეთი გულუბრყვილო თაია -დავით ჯორჯაძე რატომ მიხეთქვ გულს? დავუბღვირე მამას რომელიც სულ მაცუცურაკებს -მომაქციეთ ყურადღება მეც აქ ვარ ალაპარაკდა "კომპიუტერი" -გისმენთ დედამ მამა გააცილა და გვერდი დამიმშვენა - როდის აპირებ ჩამოსვლას - სექტემბრამდე დიდი დროა ელე - დიდ დროს განახებ მე შენ დეი უთხარი რამე - რა ვუთხრა გოგო ასე ადრე ხომ არ ჩამოვა წინ ორი თვეა დამეთანხმა დედაჩემიც - მამაც არ გამომიშვებს ელეე -მაგას მე და ზუკა მოვაგვარებთ შენ გინდოდეს მთავარია ბევრი თუ ცოტა ლაპარაკის მერე მართლაც ყველაფერი მოგვარდა. სიძემ და დეიდაშვილმა კარგად იმუშავეს მამაჩემზე. სანამ უნივერსიტეტში წავა ქალაქს ხომ უნდა გაეცნოსო ათასი საბუთია მისატანიო ცოდოაო პირდაპირ უნივერსიტეტში ხომ ვერ ვუკრავთ თავსო, ზუკას დაბადებისდღე ახლოვდებაო მოკლედ იმდენი ქნეს საკუთარი ხელით ჩამილაგეს ერთადერთ შვილს ბარგი და გამამზადეს წასასვლელად ის კი არა ბატონმა ჯორჯაძემ ბანკის ანგარიში ბლომად ფულით გამივსო და საღამოს როცა დედა თმას მვარცხნიდა ხელში მომაჩეჩა - ეს რა არის მა? - მთაწმინდის პარკის ბარათი -აუ რა მაგარიაა ყველაფერზე დავჯდებიიი წამოვხტი და მაგრად მოვეხვიე - თაიკო ბანკის ბარათია და ანგარიშზე ფულია ჩემგან საჩუქრად. ქეშად არ მოგეცი რომ არ დაკარგო როდემდე უნ.. - უნდა იყო ასეთი გულუბრყვილო?? დავამთავრე მამას ფრაზა და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე ის ღამე ძლივს გავლიე. სულ ცოტა მეძინა კიდეც, დილით მაღვიძარამ რვაზე დარეკა მოვწესრიგდი ოთახს ბოლოჯერ მოვავლე თვალი და ქვევით ჩავედი -გაიღვიძე მამი? - დიდი ხანია უკვე შენ გელოდები მალე წავიდეთ თორე სამსახურში დამაგვიანდება შენ სადგურამდე მიგიყვან დედასთან დამშვიდობება ძალიან გამიჭირდა ცრემლები ხელის გულებით მოვიწმინდე და გზას გავხედე - მამი თუ არ გინდა არ წახვიდე შენი სამყოფი ფული ხომ იცი სულ გექნება - ეგრე მიცნობ ესე ადვილად დავნებდე მა? - ჭკვიანად იყავი იქ იცოდე თორეე აი ეგ ლურჯ ზოლები რო გაქვს მაგ თმებში დაგაძრობ - არასდროს არ შეგარცხვენ ხო იციი? - ვიცი და იმიტომაც გიშვებ - მოვედით მარა ჯერ არ არიან მოსულები ცხრას ოცი აკლია მაა -არადა მე სამსახურში მეჩქარება - მე აქ დაველოდები შენ წადი -აი ეს ფული აიღე ბევრი არაა მარა გზაში გეყოფა თბილისში რო ჩახვალ ბარათიდან მოხსნი რაც არ უნდა მოხდეს დამირეკე იცოდე კიდევ ერთხელ ჩავეხუტე უსაყვარლეს მამას და მანქანიდან გადმოვედი ხუთი წუთი ვიჯექი მომცრო ჩემოდანზე და ტრანსპორტს ველოდი მგზავრებიც შემომეტნენ ტელეფონიდან თავი რომ ამოვწიე წინ ეტლში მჯდომი ბიჭი დამიდგა რომელიც მოწყალებას ითხოვდა ჯიბეები მოვიქექე და მხოლოდ სამგზავრო ფული აღმომაჩნდა უარი ვუთხარი ისე ჩამწყდა გული უკან დავედევნე და ოც ლარიანი გავუწოდე გაოცდა მადლობა გადამიხადა და სწრაფად მოსცილდა იქაურობას ბიჭის სახემ გამახარა მაგრამ ახლა ისღა დამრჩენოდა მარშუტკით წავსულიყავი რომელიც აქედან მოშორებით ჩერდება ჩემოდანს ხელი დავავლე და გზას გავუყევი ყურსასმენებში მეფე მეფობდა და სულაც აღარ მაწუხებდა ჩემოდნის ბორბლების ხმა. ქუჩას დავუყევი და სასწაულის მომსწრეც გავხდი მაღაზიიდან ეტლით მოსიარულე ბიჭია ლუდის ქილით ხელში გამოვიდა წინ ისე ჩამიარა ვერც მიცნო გზა გადაკვეთა და თავის ეტლში მოწყვეტით ჩაეშვა ტვინში სისხლი ჩამექცა ისე გავბრაზდი გაშეშებული ვიდექი და ხმაც ვერ ამოვიღე ისე წაგორდა. ოცი წუთის მერე მივაღწიე გაჩერებამდე და დავინახე როგორ დაიძრა თეთრი "მარშუტკა" -ფუუ ამის ახლა სამი საათი უნდა ველოდო მუხლებზე ხელები დავიწყვე და სირბილით დაღლილმა სული მოვითქვი სწორედ აქედან დაიწყო ჩემი ისტორიაც ივლისის მზემ მაგრად რომ დააჭირა მხოლოდ მაშინ მოვიმარჯვე ტელეფონი მამასთან დასარეკად მაგრამ მივხვდი თავიდანვე ასე რომ დამეწყო და პირველივე თავისუფლების საათებში დახმარება მეთხოვა ვეღარასდროს ვეღირსებოდი სახლიდან ცხვირის გაყოფას. კარგ ზაგარს მაინც მივიღებთქო ერთი კი ვიფიქრე ტელეფონი ჯიბეში ჩავიბრუნე და მზეს მივეფიცხე -აქ რას აკეთებ ჯორჯაძე ჩამესმა ხმა და სკამიდან შეშინებული წამოვხტი მზეს თვალი მოეჭრა და ცალი თვალით მოჭუტულმა ძლივს ვიცანი ჩემი კლასელი - ოხ მიქელაძე უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები მიქელა კი არა სიცოცხლის ანგელოზი ხარ შენ -სად მიდიხარ გოგო ამ დილა უთენია - თბილისში მიგყევარ გიგი თბილისში წამოვიყვირე და მანქანაში ჩავუხტი - მე არ მეკითხები სად მივდივარ ? - დაძარი მანქანა და წადი შენი ჭირიმე ისე მცხელა ვკვდები ლაგოდეხიდან თბილისამდე 2 საათი მოუნდა გიგი სიარულს - აქ ბანკეტამდე ვრჩები და თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე იცოდე თაი - შენ რო არ ყოფილიყავი მართლა არ ვიცი რა მეშველებოდა - ყველა საკონტროლო რაც კი გადამიწერია ანაზღაურებულია ესეიგი ახარხარდა ვაჟბატონი და შუქნიშანზე გაჩერდა ელენემ ალბათ ოცჯერ მაინც დამირეკა გზაში სადმე შეგხვდებიო - გოგო იჯექი სახში სად უნდა იარო ბავშვით - ზუკას ვეტყვი და ცოტა ხანს დაეთხოვება შეგხვდებით სადგურზე - არ მინდოდა რო მეთქვა მარა არ ისვენებ ჩემი კლასელი შემხვდა და მანქანით მოვდივარ დაიჩემა სახლამდე მიგიყვანო - კარგი გელოდები მაშინ ფრთხიალდ იარეთ დროებით - მიდი და დედას არ უთხრა თუ დარეკავს იცოდე - გი არც შენ არ თქვა არაფერი რაა მამას რომ ნახავ -არაფერს ვიტყვი თაი მარა იცოდე აღარავის ესე ადვილად აღარ ენდო აქ სულ სხვა სამყაროა - დაგავიწყდა რომ ათ წლამდე აქ ვცხოვრობდი მიქელ? -მაშინ ბავშვი იყავი ეხლა სხვა დროა და თავს მიხედე კიდევ უამრავი გაფრთხილება მოვისმინე და სახლის კარსაც მივადექი საიდანაც ელენე გამოვარდა ბავშვით ხელში კივილით და სიხარულით ჩამეკრა გულში და ძლივსღა შეამჩნია გიგი რომელმაც ჩემოდანი საბარგულიდან ამოიღო და მალევე დაგვტოვა სულ ორ წუთში ულამაზესი სახლის მისაღებში ვიჯექი და ევას ვეთამაშებოდი ელე კი ცივ ყავას აკეთებდა. - ზუკა როდის მოვა? გავძახე სამზარეულოში - ექვსის მერე შეიძლება ადრეც - რა უბედურებაა ზაფხულშიც ამუშავებენ? -ხოო მენეჯერები სულ მუშაობენ გაიცინა და ყავა წინ დამიდო - აბა მოყევი რა ხდება ახალი თაი - რა მაქვს მოსაყოლი ლამრიკოს გოგო მეორედ გათხოვდა გაბაშვილებმა და დობორჯგინიძეებმა იჩხუბეს ამაზე საინტერესო არაფერი ხდება მუდამ ნაცრისფერ ლაგოდეხში ეხლა და ეხლა ჩამოდიოდნენ დამსვენებლები და მე აქეთ გამომაქცუნე -ძალიანაც კარგი ვქენი დავიჯერო აქაურობა არ მოგენატრა ? - სიმართლე რომ ვთქვა კიიი - ადი ეხლა შენ შენს ოთახში და დაისვენე დაღლილი ხარ გეტყობა სამი- ოთხი დღე ისე გავიდა ვერც შევნიშნე სულ მოვიარეთ თბილისი ზუკა სულ გვასეირნებდა და გვართობდა საერთოდ არ გამიჭირდა მშობლების გარეშე ისე მექცეოდნენ ორივე. ერთდღესაც ჩვეულებრივზე ადრე გამეღვიძა და სამზარეულოს მივაშურე - დილამშვიდობისა ცოლის დავ რამ გაგაღვიძა ესე ადრე - დილამშვიდობისა როგორ მოხდა შენ სამსახურში არ ხარ ? - დღეს შაბათია პრინცესა დაგავიწყდა ? - უიი დამავიწყდა, გაიწიე თორე ყველაფერი დასვარე ზუკა ავხარხარდი რომ დავინახე როგორ ცდილობდა ყავის გაკეთებას და მივეშველე - აბა რას ქოთქოთებთ დილიდან. ბარის სკამზე ჩამოჯდა ელენე - გაიღვიძე ჩემო დედოფალო? თაიამ ყავის მოდუღების მეთოდები დამიწუნა - ყავა კი არა არც კი ვიცი დღეს რა გავაკეთო - ეგ ჩემზე იყოს წამოვიყვირე გახარებულმა - უნდა დაგვწამლოს ამ ლურჯამ ამან ახარხარდა ზუკა და ლურჯი თმა მომქაჩა - შენ არ გაჭმევ არაფერს და მიყურე შოორიდან - არ იჩხუბოთ მე შევჭამ ყველაფერს ზუკას ყავა მოსვა ელენემ და აჩეჩილი თმა აიკოსა - ბიჭები მოდიან დღეს და სადმე გაგასეირნებთ გოგოებო - რა კარგი ბიჭი ხარ ზუ უკვე ერთი თვეა სადმე გასვლას ვნატრობ - წადით ზევით იჟღურტულეთ და დამითმეთ სამზარეულო თან ბავშვი მარტოა გავყარე ორივე და საქმეს შევუდექი ვაჩე ბუნტური - მითხარი რო კვდები და იმიტო მაღვიძებ თორე ვერ გადარჩები ზურა - კიდე გძინავს ტო? - მეძინა თავი ძლივს წამოყო და ტანი მძიმედ აზიდა საწოლიდან - დღეს გელოდები იცოდე უეჭველი საქმეები და სამსახური არ გამაგონო შაბათია და იკაც გამოვა მერე სადმე წავიდეთ თან ნათლულს მოენატრე - ისედაც გამოვიდოდი რას წამომახტუნე -მიდი რახან ადექი ეხლავე გამო - ტვინი ნუ წამიღე გამოვალ ხოო საათს დავხედე და შავი პრიალა საბანი გადავიძრე პირდაპირ აბაზანაში შევვარდი საათნახევარში უკვე ზურას კართან ვიდექი და უკვე მესამედ ვრეკავდი ზარს - როგორ ხარ ელენე ? - კარგად მოდი ვაჩე მაგიდას ვაწყობ ზუსტად დროზე მოხვედიი - ლელა წურწუმიას ღამის სიჩუმე ? თქვენთან 90იანები დაბრუნდა? ჩაიცინა ვაჩემ - ჩემი დეიდაშვილი ჩამოვიდა და ბავშვს ართობს - ნათლულს ნუ მიბანძებთ ავედი ვუშველო - შენ რაღაც დღეს კარგ ხასიათზე ხარ მომეგება ზურა - უფრო კარგზეც ვიქნებოდი რო არ გაგეღვიძებინე კიბეები ავიარე და საძინებლის კართან გავშეშდი ტელევიზორის წინ ევასთან ერთად არც ისე მაღალი გამხდარი თეთრ სარაფანში გამოწყობილი გოგონა ცეკვავდა ზურგით იდგა და მხრებზე აწეული შავი თმიდან ლურჯად შეღებილი კულული ჩამოვარდნოდა ისეთ საოცარ ცეკვას ცეკვავდა კინაღამ სიცილით გავიგუდე ხტუნაობდნენ და მღეროდნენ თითქოს ორივე ტოლები არიანო ევამ დამინახა და ჩემსკენ გამოიქცა ფეხებზე მომეხვია მე კი თვალს ვერ ვწყვეტდი სასაცილოდ მოცეკვავე სიფრიფანა სხეულს თეთრ კაბაზე უთვალავი ალუბლები ეხატა და ხტუნაობდა მერე ბავში რომ ვერ დაინახა მობრუნდა და ჩემს დანახვაზე შიშით ძირს გაიშხლართა თაია სამზარეულოში რამდენ ხანს ვიყავი არ ვიცი ბევრი რამე კი გავაკეთე მექსიკური, ბრინჯი ჩინურად და დესერტად მარწვის პანაკოტა მოგართვით ყველაფერი მაგიდაზე დავაწყვე და ელენე და ზუკა გაოცებულები დავტოვე - სად მოასწარი გოგო ამდენი ასე მალე - ჯერ სად ხართ წავედი მე ევას უნდა ვეთამაშო კიბეები ავირბინე და ევასთან შევედი - პატარა ქალბატონო აბა რა ვითამაშოთ ? -კარაოკე რაა თაიი - წამო მაშინ ჩემთან გავიდეთ ზუსტად ათ წუთში ისე ხმამაღლა გვქონდა ჩართული პირველივე შემხვედრი სიმღერა არავისი აღარ გვესმოდა გავასულელე ბავშვი ისე ვცეკვავდი ისიც ამყვა და ისეთ ხასიათზე დავდექი ფრთები შემესხა ვმღეროდი და ვცეკვავდი ევა რომ გვერძე ვერ დავინახე უკან მივბრუნდი და ვიღაც ტიპი იდგა კარში მხარით მიყრდნობილი სირცხვილით ისე სწრაფად გავჩერდი თავი ვეღარ დავიმორჩილე და ნოხივით ძირს გავიშალე მე კი კინაღამ განვისვენე თუმცა ევაკო და უცნობი ძალიან გავამხიარულე მალევე მოვარდა უცხო სხეული და ხელი გამომიწოდა მეც ჩემი ხელი შევაგებე და წამში მის წინ აღმოვჩნდი ერთი თავით მაღალი იყო ჩემზე და შავი თვალებით მომჩერებოდა -ლელა? - არა თაია ტუჩის კუთხე ჩატეხა და ხელი კიდევ ერთხელ გამომიწოდა - ვაჩე , ვაჩე ბუნტური ახლაღა მივხვდი რომ მომღერალზე მკითხა მე კი სულელივით ჩემი სახელი ვუთხარი სირცხვილით ისე ამეწვა კანი უეჭველი გავწითლდი კიდევ ერთხელ გამიღიმა და ზურგი მაქცია ევა ხელში აიტაცა და ოთახიდან გავიდა კიდევ რამდენიმე ხანი გავჩერდი ოთახში და ქვევით დავეშვი მაგიდასთან ელენე ზუკა ვაჩე და კიდევ ერთი უცნობი ისხდნენ - სად ხარ შენ გელოდებით ლურჯა - დედას ველაპარაკე ვიცრუე და სკამზე ზუსტად მის პირდაპირ დავჯექი -არ გაგვაცნობ ამ ცისარტყელა გოგოს ? გაცინა უცნობმა - უი სულ დამავიწყდა ბიჭებო - ეს თაიაა ჩემი დეიდაშვილი , ეს კი ირაკლიამუდამ მხიარული ჩვენი ევაკოს ნათლია - ძალინ სასიამოვნოა გამოწვდილ ხელზე მეამბორა ირაკლი - ეს ვაჩეა მუდამ სერიოზული ასევე ევას ნათლია მოკლედ სამი მუშკეტერი არიან თაი გაიცინა ელენემ - გავიცანით უკვე ჩვენ ერთმანეთი ხო ? გამიღიმა ვაჩემ მე კი წვენი გადამცდა და კინაღამ სული განუტევე -კიი კიი ზევით გავიცანი თვალწინ დამიდგა როგორ დავენარცხე ძირს და უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა - ხოდა ძაან კაი ეხლა ის მოვიფიქროთ დღეს სად წავალთ ჩაგვერთო ზუკა - კლუბში წავიდეთ წამოაყენა იდეა ირაკლიმ - მე არ მცალია დღეს სამწუხაროდ ტელეფონიდან თავი ამოყო ბუნტურმა - შენ ოდესმე დადე ეგ ტელეფონი ბიჭო სულ მუშაობა არ გამიგია - მართლა ვერ მოვახერხებ შეხვედრა მაქვს - ვიცი მე რა შეხვედრაც გაქ და არ გადადო ძმა მხარი გაკრა იკამ - ნუ ხართ ცუღლუტები თქვენ - მე რა შუაში ვარ ელე მე მოვდივარ ეს მიდის საცუღლუტოდ - ამას არ უსმინო ელე თქვენ წადით გაერთეთ. ოქროს ხელები გაქვს ესეთი ჯერ არაფერი მიჭამია - ჩემი დამსახურება არაა თაიკომ გააკეთა ყველაფერი - კულინარიაშიც კარგი ხარ ესეიგი თვალი თვალში გამიყარა კიდევ ერთხელ ვიგრძენი სირცხვილი და ძალიან ხმადაბლა მოვიხადე მადლობა შიგადაშიგ ვგრძნობდი დაჟინებულ თვალებს და მოღეღილ კაბას ვისწორებდი - მართლა მაგარი ხელი გქონია როგორ გააკეთე ესეთი გემრიელობები მე არასდროს არ გამომდის ესეთი გაიცინა ირაკლიმ - დაგიწერ რეცეპტს გულწრფელად გამახარა მისმა შექებამ -პრაქტიკაში გვასწავლე მერე ,ისევ არ ჩუმდებოდა ბუნტური კიდევ უამრავი კომენტარი მოვისმინე ჩემი მისამართით და რომ ვეღარ მოვითმინე თავის ტკივილი მოვიმიზეზე და ზევით ავედი საწოლზე რომ დავემხე მხოლოდ მაშინღა მოვეგე გონს რატო დავიბენი და შევირცხვინე თავი თითქოს შიშველი დამინახა დიდი ამბავი ვცეკვავდი რა საჭირო იყო ამდენი ნამიოკი ან როდის აქეთ ვერ ვუბრუნებ პასუხს ვინმეს ვინაა ესეთი რო ჩემი მუდამ კარგი ხასიათი წამიხდინოს ჩემი თავთან ჯუჯღუნში ვერც მივხვდი როდის ჩამეძინა. - თაიკო გაიღვიძე რაა რამდენი ხანია გძინავს არ გაგიარა თავის ტკივილმა ? - დიდი ხანია მძინავს ელეე ? წამოვიზლაზნე საწოლიდან - უკვე შვიდი დაიწყო გაემზადე და წავიდეთ სადმე დაახლოებით ორ საათში რბილი საწოლიდან ხმაურში და ქაოსში აღმოვჩნდი პატარა მაგიდა დავიკავეთ და სასმელები შევუკვეთეთ ყველა კარგად ვერთობოდით მალე ზუკას ძველი ნაცნობები შემოგვიერთდნენ და უფრო გავხალისდით მეც თითქოს მომეხსნა დილის მერე მოყოლილი დაძაბულობა მაგრამ მხოლოდ მანამ სანამ კარში ბატონი ვაჩე არ შემობრძანდა ძალიან მაღალ ქერასთან ერთად რომელსაც ალბათ მე პირადად მკერდამდეც ვერ მივწვდებოდი - აბა რას შვებით (ვაჩე) - ვერ გაძელი უჩვენოდ? (ზუკა) - მოვედი და ნატალია მოვიყვანეე -ჰაიიი მოგვესალმა გოგონაც და წინ დამიჯდა ბატონ ბუნტურთან ერთად ესეც შენი ხანმოკლე სიმშვიდე თაია.თუმცა რატომ უნდა ჩავიშხამო საღამო ერთი სრული დღეც არ გასულა რაც ვიცნობ. ფიქრებისგან თავი გავინთავისუფლე და ჩემს გვერძე მჯდომ ზუკას ნაცნობს ილიკოს რომელიც გაუჩერებლად მიყვებოდა თავის მოგზაურობებზე საუბარში ავყევი, ვხედავდი და ვგრძნობდი კიდევაც როგორ მბურღავდა ორი წყვილი თვალი. ზუკა და ვაჩე თვალს არ მაშორებდნენ მუდამ მხიარული ირაკლი კი უკრაინელების გაცნობით ისე იყო დაკავებული სხვა არაფერი ადარდებდა. -ხომ არ ვიცეკვოთ ლურჯა? დამიქაჩა თვალები და ხელი გამომიწოდა ზუკამ ელენეს გაოცებულმა გავხედე და მანაც თვალებით მანიშნა ადექიო ილიამ საუბარი შეწყვიტა და გაგვატარა . - თაიკო არ მინდა რამე გეწყინოს მაგრამ არ მომწონს ამ ბიჭს რომ ელეპარაკები - შენი მეგობარი არაა თან უბრალოდ რაღაცეებს მიყვებოდა - ჩემო პატარა არც ისე ახლო მეგობარია რომ ასე დაგიახლოვდეს მოდი სახლში წავიდეთ არ გინდა? - არა არა ელეს ძან უნდოდა განტვირთვა ხმას აღარ გავცემ საერთოდ - ისედაც წავიდოდა უკვე - შენ რა იცი გამეცინა უცებ - ვაჩე მოაგვარებდა - კარგი მე საპირფარეშოში შევალ და მალე მოვალ. ვაჩე უამრავი გოგო მინახავს თუმცა ასეთი უცნაური გრძნობა არავის მიმართ არ გამჩენია თითქოს ორი ადამიანია, ბავშვივით ცელქი, მხიარული ,პირდაპირი და დაბნეული .ზრდასრული ქალივით გაწონასწორებული ულამაზესი სხეულითა და ფორმებით. მაგიდასთან ვისხედით და ჩემი თავი დავიჭირე რომ არ მინდოდა რამე სხვისთვის შემეხედა გულში ჩემს მუდამ ხმაურიან ტელეფონს დავხედე რომელიც ჯიბრზე გაჩუმებულიყო ამჯერად უაზროდ ჩავაშტერდი ტელეფონს თუმცა მაინც მომიწია საუბარში ჩართვა. - მე საქმე მაქვს და ვერ წამოვალ დაბეჯითებით ვუარყავი კლუბში წასვლის იდეა და საქმეები მოვიმიზეზე რომელიც თურმე მართლაც მქონდა ეს კი ირაკლის კომენტარმა გამახსენა. დიდხანს ვერ შევიკავე თავი და მაინც გამექცა თვალები მისკენ იჯდა და მიირთმევდა ლოყები გაწითლებული ჰქონდა ჩანდა რაღაცაზე ღელავდა ულამაზეს მკერდზე გულის ფორმის კულონი ეკიდა თუმცა მე კულონზე მეტად აშკარად სხვა რამემ მომხიბლა და ასეთი ცუდი ფიქრების გამო ჩემს თავს გავუბრაზდი ჩემი მზერა მასაც აშკარად არ გამოპარვია,შეუმჩნეველი მოძრაობით აიწია კაბა და თითქოს მეც მიხსნა და საკუთარი თავიც თავი მტკივაო და მაგიდიდან წამოდგა მექანიკურად ვიყავი ჩართული საუბარში თვალები კი მის გარუჯულ ფეხებს ავაყოლე კიიბეზე. ჩემს თავზე გამწარებული მალევე წამოვედი და ჩემს "საქმეს" ნატალიას დავურეკე - როგორ ხარ სიცოცხლეე - კარგად ნატა დღეს რომელზე ამომივლი - ახლა ზუსტად სახლიდან გამოვდივარ სალონიდან პირდაპირ შენთან მოვაალ - კარგი გელოდები დაახლოებით ორ საათში მართლაც მესტუმრა ქალბატონი და პირდაპირ ტუჩებზე დამაკვდა - აბა როგორაა ჩემი პრინცი - კარგად ვარ მოდი დაჯექი - კაცის გზა კუჭზე გადის ჰოდაააა.. - არ თქვა ეხლა კულინარიაში უნდა ვცადო ბედიო თორემ გავგიჟდები დღეს ისედაც თავბრუსდამხვევი კერძები ვჭამე - არა ღადააოობ kfs ამოვიტანეეე - kFS კი არა მთელი პეკინი ამოგიზიდია რა ამბავი პარკებია - ცოტა ვიშოპინგეე რაა რა მოხდა თქვა და თავის მწვანე სალათს ხუფი მოხადა - ცოტა ვისაუბრეთ მერე კი საძინებლისკენ ავიღეთ გეზი ნატალიმ კარგად იცოდა ჩვენი ურთიერთობის სტატუსი ლოგინს არ სცდებოდა მინდოდა მოვფერებოდი და ჩემი ხორციელი სურვილები დამეკმაყოფილებინა - ძალიან მომენატრე ჩამჩურჩულა პერანგის ღილებს წაეტანა და ყურებზე კბილები მომდო არაფერი მითქვამს ისე მივაწვინე საწოლზე და ზემოდან მოვექეცი ყველაფერი კარგად იყო მანამ სანამ თვალი დავხუჭე და ის სახე ამომიტივტივდა რომელიც აშკარად არ უნდა გამხსენებოდა მითუმეტეს საწოლში ნატასთან. ფიქრებმა ყველა ვნება წაშალა გვერძე გადავწექი და მაისური უკან დავუბრუნე - რა გჭირს ვაჩე - არაფერია დღეს რაღაც ხასიათზე არ ვარ - გასაგებია ნაწყენი წამოხტა საწოლიდან და მაისური შორტზე გადაიცვა რომელიც არც კი გაუხდია - სხვა გამოჩნდა? - რა სისულელეებს ამბობ, უბრალოდ დავიღალეთქო - გასაგებია მე წავედი - არ წახვიდე კლუბში წაგიყვან - გინდა რომ დანაშაული გამოისყიდოო ? ტუჩებ გამობურცულმა მითხრა და გვერდით მომიჯდა - მინდა რომ ვნახო ინსტიქტურად ჩავილაპარაკე ჩემთვის და აბაზანაში შევედი ერთ საათში მართლაც კლუბში შევედით თვალებით მაგიდას ვეძებდი და პირველი ვინც დავინახე თაია იყო შავი მიმზიდველი კაბა ეცვა და მხრებამდე თმა ჩამოეშალა -ვერ გაძელი უჩვენოდ ? მომეგებნენ ბიჭები - მოვედი და ნატალია მოგიყვანეთ დავჯექი პირდაპირ მის წინ და წამში მეცა ილიას მზერა რომელიც ურცხვად ათვალიერებდა ელენესთან მოსაუბრე სხეულს სასიამოვნო დროს ატარებდნენ ყველა თუმცა მე და ზუკას აშკარად ერთი სადარდებელი გვაერთიანებდა სულ ცოტა მეკლდა აფეთქებამდე რომ ზუკა წამოდგა და თაიკო ვითომ საცეკვაოდ წაიყვანა მე კი ილიას მივუჯექი გვერდით - აბა ილია რაშია საქმე გოგო მოგეწონა ? - ხო მაგარი გოგოა არაა? გამეკრიჭა სულელივით - ხოდა თუ არ გინდა მაგარი მუშტი დააგემოვნო აახვიე აქედან არ იცი ვის ეჩალიჩო და ვის არაა ? - არ ვეჩალიჩები მართლა მომეწონა - საქმრო ყავს მაგ გოგოს და დავაი ეხლა აქედან სანამ შეგიძლია ორ წუთში მხოლოდ ზუკა დაბრუნდა მაგიდასთან - სადაა თაია თითქოს ჩემი სათქმელი წაიკითხაო ელენემ - საპირფარეშოშია მოვა ეხლა. წავიდა ის ახ..? - რატო დავრჩით მარტოო ?? ტელეფონიდან თავი ამოყო ნატამ რომელსაც არავინ უპასუხა ზუკამ ელე საცეკვაოდ წაიყვანა და მე და ნატალი მართლაც მარტო დავრჩით - წამო რა ვიცეკვოთ - ნატა ხომ გითხარი დაღ... დავინახე როგორ მოჰყვებოდა ვიღაც უკან და სიტყვა გამიწყდა სავარაუდოდ ცეკვას ეხვეწებოდა თითქოს სისხლი გამეყინა ისე წამოვვარდი მივედი და უცნობს ხელი ვკარი თაია კი გარეთ გამოვიყვანე - რა ხდება მკითხა შეშინებულმა - ძალიან გთხოვვ ისტერიკები არ მომიწყო ასეთი ადგილები არ შეგეფერება -შენს შეყვარებულს შეეფერება ? მომაშტერდა და გონება დამიცარიელდა რა მეპასუხა არც კი ვიცოდი რით ამეხსნა რომ ნატალი შიგნით მარტო დავტოვე და მას გამოვეკიდე გონს მაშინ მოვედი როცა უკვე ზურგით მედგა და მიდიოდა წამოვეწიე და მკლავში წავწვდი - აქ დარჩი დანარჩენებსაც ვეტყვი და წავიდეთ - არ მინდა ჩემს გამო ელენემ გართობაზე უარი თქვას თუ შეგიძლია სახლში წამიყვანე უხმოდ მივედით მანქანამდე და უკვე გზაში ვიყავით ტელეფინი რომ ახმაურდა - ხო ზურა - სად ხართ ბიჭო ნატა გეძებს - საქმე გამომიჩნდა ძალიან საჩქარო და ბარემ თაიაც დავიმგზავრე - დამელოდე და მე მივიყვან თაიკოს თუ გეჩქარება - არა არა გაერთეთ თქვენ და თუ შეგიძლია ნატა დატოვე სახლში - კარგი ძმაო ცოტა ხანს კიდევ დავრჩებით მაშინ გზას ვუყურებდი თუმცა ისიც არ გამომრჩენია მოკლე კაბას ქვევით როგორ ექაჩებოდა. ნერვიულად ისრესდა თითებს და ფანჯრიდან იყურებოდა - რამდენი წლის ხარ თაია ისევ მე მომიწია სიტუაციის განმუხტვა - 19 - ჯერ პატარა ხარ - ნუთუ ასეთი მოხუცი ხარ რომ ჩემი ასაკი ასე გეპატარავება ნიშნისმოგებით მკითხა ისე რომ წამითაც არ მოუშორებია თვალი ფანჯრისთვის - პასუხებიც რა კარგი გაქვს ? -კიდევ რა მაქვს კარგი ძლივს გამოიხედა და დამაბნია კიდეც თავისი პირდაპირობით - ჯერჯერობით ცეკვაში და კულინარიაში შემიძლია შეგაფასო, მერე შეგხედავ კიდევ... - ხომ არ ფიქრობ რომ ერთი დღისთვის ესეც საკმარისია - მაგაში გეთანხმები წინ დიდი დროა გზა საკმაოდ მოკლე იყო ამიტომ მალევე მივედით სახლამდე მანაც უხმოდ დატოვა ჩემი მანქანა და სალონში რაღაც უცნაური სურნელი. სახლში რომ დავბრუნდი შხაპი მივიღე და დასაძინებლად მოვეწყე სულ ცოტა ერთი საათი ვეცადე ჩაძინებას თუმცა სულ ტყუილად. ლეპტოპი ავიღე და სოციალურ ქსელში დავრეგისტრირდი მალევე მივაგენი სასურველს და მისი ფოტოების თვალიერებას შევუდექი ისევე აქტიურად იცვლიდა თმის ფერს როგორც მე მაგალითად მაისურებს. ყველგან როგორი მხიარული და მოუსვენარია ჩემთან მთლიანად იცვლება .ფოტოები რომ ჩავამთავრე ვიდეოებზე გადავედი სადაც აღმოვაჩინე რომ საოცრად მღერის და ცეკვავს ქართულს და სპორტულ ცეკვებსაც ძნელი იქნება გამომრჩეს მისი ტანი და მისი სურვილი როცა მას ვუყურებ. მუსიკალური გემოვნება ჩაცმულობა სტილი ერთ ღამეში ყველაფერი გავიგე მასზე და უკვე დილით თაიას სიმღერების ფონზე ჩამეძინა არც ეს ბედნიერება გაგრძელდა დიდხანს ტელეფონის ზარმა მთელი სახლი ააფორიაქა - გისმენთ - ვაჩე ელენე ვარ - ხო ელე გისმენ ხომ მშვიდობაა - კი, კი მისმინე ხომ იცი ხვალ ზურას დაბადების დღეა და მინდა სიურპრიზი მოვუწყო - ხოო როგორ არა ვიცი რაშიც მეტყვი იმაში დაგეხმარები - ჯერ ზუსტად არ ვიცი რა უნდა ვქნა ამიტო დღეს რუსთაველზე ჩვენს კაფეში შევხვდეთ - ეხლა მე სამსახურში უნდა წავიდე და ხუთი საათისთვის ვიქნები რძალო - კარგი ვაჩე მაშინ დროებით მთელი ორი დღის დასვენება ამოვინაზღაურე იმდენი საქმე დამხვდა ოფისში უკვე ხუთი იყო დაწყებული ელენე რომ გამახსენდა და სწრაფად წავედი კაფისკენ თუმცა ჯერ არ იყო მოსული და მაგიდას მივუჯექი რომელიც პირდაპირ რუსთაველს გასცქეროდა საათს დავხედე ზუსტად ხუთს აჩვენებდა ისე გავერთე ბოშების ფანჯრიდან ყურებით ძლივს შევამჩნიე როგორ გაიღო კარი და შავ ყვავილებიან კაბაში იმავე ფერის კედებიანმა თაიამ შემოაბიჯა სათვალე მოიხსნა და რომ დამინახა ისე გამიღიმა ცოტა გამიკვირდა - აბაა როგორ ხაარ შემოსძახა აღფრთოვანებულმა და წინ დამისკუპდა - ცოტა დაღლილი შეენ ? -მეც დაღლილი ვარ და საშინლად მშია -დღეს რაღაც სხვანაირი ხარ - რანაირი - კარგ ხასიათზე - ჰოო აღარ ვარ ნაწყენი შენზე - შენ რა იყავიი ?? ვკითხე გაოცებუlმა და მის ბავშურობაზე გამეცინა - არ უნდა ვყოფილიყავი ? დასჯილი ბავშვივით რომ გამომაქციე იქიდან ? -ელენე რატომ არ მოვიდა? თემა სასწრაფოდ შევცვალე - ახლა ველაპარაკე ძიძას დაუგვიანია და მალე გამოვა მე უნივერსიტეტიდან ჩამოვედი პირდაპირ - სამხატვროში სწავლობ? ვკითხე და ყავა მოვსვი - კიი დიზაინზე უფრო სწორედ ჯერ არ ვსწავლობ წელს ჩავაბარე და რეგისტრაციიდან მოვდივარ - ეს არ ვიცოდი - სხვა ბევრი რამე იცი? ისე გულიანად გადაიკისკისა მეც გამეღიმა - იმდენი რამდენიც საჭირო იყო ჩემს ამ მდგომარეობამდე მისვლისთვის - რაზე ამბობ ვერ ვხვდები - გაატარე შეუკვეთე რაც გინდა - მეგრული ხაჭაპური ფრი და ბანანის წვენი მინდა მიმტანს გაუღიმა და ლურჯი თმები ხელის ერთი მოძრაობით კუდად შეიკრა - სამწუხაროდ არ გვაქვს ბანანის წვენი სხვა რამეს ხომ არ ინებებთ - არა სხვა წვენი არ მინდა ტუჩები საყვარლად მობრიცა და მიმტანს მადლობა გადაუხადა - მეგონა სალათს აიღებდი - ვერ გაიგე ? გიჟივით მშია - ერთ ნაჭერსაც არ მაჭმევ ? ვკითხე სერიოზულად - შანსი არ გაქვს შენთვის სხვა შეუკვეთე ნუ გენანება ენა გამომიყო და მაგიდაზე თითების ბრახუნი განაგრძო - ახლავე დავბრუნდები ვუთხარი და კაფე დავტოვე. ზუსტად ათი წუთში უკან ვბრუნდებოდი ადგილზე რომ გავიყინე იჯდა ქალბატონი შუა ქუჩაში ბარბიულზე და ორ ბოშასთან ერთად ხაჭაპურს მიირთმევდა თან ისე იცინოდა მთელს ქალაქს ესმოდა ალბათ. -არ შემოხვალ დედა ტერეზა ვკითხე ღიმილით და ბანანის წვენი დავანახე ისიც "მეგობრებს'" გამოემშვიდობა და უკან გამომყვა ორ წუთში ისევ მაგიდასთან ვისხედით - ძალიან საყვარელი ხარ მადლობაა წვენი ისე გემრიელად მოსვა მომინდა კიდევ უამრავჯერ მენახა ეს მომენტი ტელეფონის ზარმა ისევ მომიყვანა გონს - ხო ელენე - ვაჩე ბოდიში რაა ძიძა ვერ მოდის და გთხოვთ რა თქვენ გამოდით სანამ ზურა სახში არაა - კარგი კარგი არ იდარდო მოვალთ - რა ხდება გათიშვისთანავე მკითხა - არაფერი ძიძა არ მოდის და თქვენ მოდითო - კარგი წავიდეთ მაშინ ხელით რაღაცის ძებნა დაიწყო და სახე დაეძაბა - რამე დაკარგე თაია? - ჩანთა აღარ მაქვს უეჭველი ბოშებმა მომპარეს - რამე სერიოზული გედო ? -ტელეფონი და რამდენიმე საბუთი -არ იდარდო კარგი ? თუ გინდა წავალ და მოვძებნი - არა არა არ ღირს სახლში წავიდეთ ელენე არ ვალოდინოთ მანქანაში ისევ მე მომიწია დუმილის დარღვევა - რატომ გახვედი გარეთ - ფანჯრიდან მიყურებდნენ და შემეცოდნენ ისე სწრაფად წამოსცვივდა თვალებიდან ცრემლები კარგად ვერ გავიაზრე რა მოხდა და სწრაფად გადავედი გზიდან - არ იტირო რა აქ არა რა არ მანახო როგორ ტირი გეხვეწები ტო. - ელენეს არ უთხრა რაც მოხდა ამოისლუკუნა და აცრემლებულმა ამომხედა - ტელეფონის გამო ტირი ? - იცი მერამდენედ გამიცრუეს ადმიანებმა იმედი ? ყველაფერი რომ მოგიყვე დამცინებ ისეთი სულელი ვარ მამაჩემმა ფული ბარათზე გამომატანა წარმოიდგინე როგორ არ მენდობა უარესად აქვითინდა თავი ვეღარ შევიკავე და ჩავეხუტე ალბათ ათი წუთი მაინც ვისხედით დახუთულ მანქანაში მაგრამ ხელის გამოძრავება ვერ გავბედე შუშის ჩამოსაწევად, არ მინდოდა გაწეულიყო და ვიჯექი ასე მანამ სანამ თვითონ არ წამოყო და არ შემომანათა ოდნავ დაწითლებული თვალები - აბა ასე როგორ შეიძლება სულ დამასველე ნახე ვცადე მისი გამხიარულება და ოდნავ გაიღიმა კიდევაც - მაპატიე - შენ ის მითხარი რა ტუშს ხმარობ ადვილად ამოვა ლაქა პერანგიდან ? - გააჩნია შენ რა ფხვნილს ხმარობ ისე გულიანად გაიცინა მომინდა მთელი დღე მარტო მისთვის მეყურებინა თუმცა მანქანა დავძარი და სახლისკენ წავედით. - ესეიგი რა ხდება ელენე პირდაპირ მაგიდაზე ჩამოჯდა და გეგმის გაცნობას შეუდგა - ხვალ შენს აგარაკზე კოჯორში ვიკრიბებით ყველა და ირაკლის ამოყავს ზურა მთელი დღე არავინ ვულოცავთ და საღამოს სიურპრიზიიი წამოიყვირა აჟიტირებულმა და ტაში შემოკრა - მე და თაიამ ჯერ ერთმანეთს გადავხედეთ მერე ელენეს შევაშტერდით და თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ - ამისთვის გვარბენინე? - თითქმის კიი მაგრამ კიდევ ბევრი დეტალია დილიდან გვინდა სახლის გასაღები და იქ რას ვიზამთ ისიც მოსაფიქრებელია - მომისმინეთ გოგოებო გამოვედი სიტყვით, გასაღებით და რითიც გინდათ იმით მე მოგამარაგებთ მაგრამ იცოდეთ ხვალ შეხვედრა მაქვს და მე გვიან ვიქნები ეხლა წავალ და გასაღებს გამოგიტანთ დანარჩენი თქვენზეა მივხვდი კიდევ რო გავჩერებულიყავი უამრავ საზრუნავს გამიჩენდნენ და სწრაფად გავეცალე იქაურობას თაია - ელეეე ჩემი და ევაკოს სარეცხი გაირეცხა და სად გავაშრო? ავძახე მეორე სართულზე - უკან ეზოში თაიი და რაც არ დაეტევა აბაზანის საშრობზეე არ დააყოვნა პასუხმაც და დიდი სათლით ხელში გავედი უკან ბაღში სარეცხს ვფენდი და თან მუსიკა ჩავრთე ისე ავყევი ვერც გავიაზრე და კარგადაც ვერთობოდი რომ არა პატარა ბრჭყვიალა ყუთი რომელიც უკნიდან სახესთან ამაფარეს ისე შემეშინდა თავი ვერ შევიკავე და ძირს აღმოვჩნდებოდი რომ არა ვაჩეს ძლიერი ხელები. ისეთ პოზაში ვიდექით თითქოს ახლახანს დავასრულეთ ცეკვა კისერი მისმა სუნთქვამ ამიწვა და წამში გამასწორა მკერდზე ავეკარი და ხელი ისევ ისე მაგრად ჩაეჭიდა თვალებში ჩავშტერებოდი და არ მინდოდა წელზე ქამარივით შემორტყმული ხელები გაეშვა თუმცა სწრაფად მოვეგე გონს და გავეცალე - მერამდენედ უნდა შემაშინო ? გავიცინე ნერვიულად - მანამდე სანამ ესე ცეკვას არ შეწყვეტ გასაღები მოგიტანე გამომართვი - მადლობა -ზუკა სახლშია ? - კი ცოტა ხნის წინ მოვიდა და ვახშმობს ზურგი მაქცია და მალევე შემოტრიალდა - სულ დამავიწყდა ეს შენია - რა არის ? - რომ წავალ მერე გახსენი კიდევ ერთხელ მობრუნდა ამჯერად უკვე სახლის კუთხიდან. ისე გამიღიმა მე რომ მიყვარს და დამცინავად მომაძახა - კარგი ბიუსჰალტერია კინაღამ სირცხვილით მოკვიდი როცა ეს მითხრა და ჩემს გაფენილ სარეცხზე მიმნიშნა მაგრამ არ შევიმჩნიე და ჩემი საქმე გავაგრძელე. როცა ადგილი აღარ მეყო აბაზანაში შევედი უკვე ყველაფერი მოწესრიგებული მქონდა უკან უნდა გამოვსულიყავი კარი გაიღო და ვაჩე შემოვიდა - ყველგან შენ ხარ ? - ახლავე გავალ უკვე კართან ვიდექი ხელით რომ გამაჩერა სახე თმაში ჩამირგო და გამატარა ქვევით აღარ გავჩერებულვარ იმდენად დამაბნია მისმა ქცევებმა ოთახში ავედი და რომ დავინახე მანქანა როგორ გავიდა ეზოდან მხოლოდ მაშინ გავხსენი ყუთი - აიფონ7 მგონი ზედმეტია ადამიანისთვის რომელსაც ორი დღეა იცნობ გავაგზავნე მესიჯი ტელეფონში ერთადერთ ჩაწერილ ნომერზე - საჭესთან ვარ ცოტა ხანში მოგწერ იყო პასუხი. შემდეგმა მესიჯმა კი ნახევარ საათში გაანათა ჩემი ტელეფონი - აბა რა პრეტენზიები გაქვს პატარა ქალბატონო - დაბრუნდი - მოგენატრე ? - უკან წაიღე ტელეფონი - თუ არ გინდა ძალიან მაწყენინო ეგ სისულელე მეორედ არ თქვა - მართლა ძალიან მცხვენია - რისი შენი საცვლები რომ ვნახე იმის თუ უკვე მეორედ რომ გიხსენი დაცემისგან იმის - კარგი არ გიხდება დუმილი აღარ გაგახსენებ გპირდები დილის შვიდ საათამდე უაზრო საუბარი გავაბით ყველა იმ თემას შევეხეთ რომელიც გაგვახსენდა ბოლო მესიჯი რომ გავგზავნე პასუხი აღარ მახსოვს ისე ჩამეძინა ორი საათის შემდეგ ელენე და ევა დამახტნენ თავზე - გაიღვიძეეე - ცოტა ხანიც დავიძინებ რაა ელეე - დაგაძინებ მე შენ კოჯორში მივდივართ ადექი ნახევარ საათში მოვა ტაქსი ჯერ ევაკო წავიყვანოთ ზუკას დედასთან და მერე იქ ავიდეთ . -ტელეფონს დავხედე უკვე ცხრა იყო (მაგარია თითქმის ორი საათი მეძინა) -ჩაგეძინა მზეთუნახავო ? - მშვიდი ძილი გავხსენი მესიჯებიც რომელსაც ღამე ვეღარ ვუპასუხე და ღიმილიანმა განვაგრძე გამოფხიზლება გზაშიც არ მომიკლია ძილი მხოლოდ ყავამ და ბუშტების ბერვამ მოახერხა ჩემი გამოფხიზლება ყველაფერს რომ მოვრჩით მაგიდაც გავშალეთ და სახლიც მოვრთეთ სწორედ მაშინ დარეკა ირაკლიმ რომელმაც გვამცნო რომ უკვე მოდიოდნენ სტუმრებიც შემოგვემატნენ და ორ საათში სახში ქაოსი ატყდა - ეს რეები გიქნიათ გიჟებოო?? გაოცებული იდგა ზურა და ტორტზე სანთლებს აქრობდა ნახევარ საათში ისეთი ქეიფი დაიწყო თავი ამსკდა არც ვაჩე ჩანდა და არც ჩემი ხასიათი. სახლი დავტოვე და ბაღში გავედი ისე გამიხარდა ჰამაკი რომ დავინახე სირბილით მივედი და ჩავჯექიю ტელეფონი ამოვიღე და დედაჩემს დავურეკე რამდენ ხანს ვისაუბრეთ არც ვიცი -კარგი დედა ნორმალურად მაცვია ხომ გითხარიი? გკოცნიი. დავასრულე საუბარი და ბოხმა ხმამ ცოტა შემაშინა - გენატრება? - შენ სულ რატომ მაშინებ ? - ბოდიში არ მინდოდა გამიღიმა და წინ ამესვეტა - ტყუილები არ გიხდება' - რა მოგატყუე - მე არა დედა მოატყუე - არ მომიტყუებია დავამშვიდე. ამ სიცხეში ჟაკეტს ხომ არ ჩავიცვამ - მგონი დედას შენი მოკლე კაბები არ მოსწონს თვალებით ჩემს სარაფანზე მანიშნა რომელიც არც ისე სახარბიელოდ იყო აწეული ჰამაკში ჟდომისგან სწრაფად წამოვხტი და კაბა შევისწორე სახეზე ცეცხლი წამეკიდა უხერხულობისგან. მხოლოდ ახლა შევამჩნიე მისი ჩაცმულობა კლასიკურად გამოწყობილიყო ხელზე ერთი შეხედვით მძიმე ვერცხლისფერი საათი ეკეთა რამდენიმე სამაჯურთან ერთად საჩვენებელი და შუა თითებით ჩემი ლურჯი კულული ხელებში მოიქცია ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა და მეც თითქოს გონს მოვედი გვერდი ავუარე და მეც და თმაც ხელიდან გამოვეცალეთ რამდენიმე ნაბიჯი მქონდა გადადგმული უკან შევბრუნდი ისევ მიყურებდა - ჩემი კაბის კრიტიკას ჯობს შენ თავს მიხედო ისე გამოწყობილხარ თითქოს პარლამენტში ხარ ენა გამოვუყავი და სწრაფად განვაგრძე სვლა სახლისკენ - ბავშვო მხოლოდ ეს სიტყვა მომაძახა და სახლის კარი მოვიკეტე . ათ წუთში უკან მომყვა და მაგიდას მოუჯდა სუფრა დასასრულს უახლოვდებოდა მე სამზარეულოდან მიქელაძეს ვწერდი და გულიანად ვიცინოდი - დაქალია? ისევ ნაცნობი ბოხი ხმა - არა მეგობარი - შეყვარებული გყოლია თაია ? - რაშუაშია - გეკითხები - დავუშვათ მყოლია მერე ? - არაფერი ისე გეკითხები -იქნებ მყავს და არა მყოლია რა იცი -რადგან წარსულში გეკითხები ესეიგი აწმყო ვიცი -ვაჩე სულ რატომ მაბნევ - რატომ იბნევი? ბარის იქიდან მელაპარაკებოდა და ისეთი მშვიდი იყო როგორც არასდროს პრინციპში კარგია თუ იბნევი - რატომ? გავიცინე უნებურად და ნერვიულად მოვიკვნიტე ტუჩი - ეგრე ნუ შვები დენდარტყმულივით შებრუნდა უკან და სამზარეულო დატოვა ზუსტად ჩემს წინ იჯდა და ამ ყაყანში და სიცილში ხმადაბლა მელაპარაკებოდა - მიზანი მიღწეულია - რა მიზანი ?ისევ გამეღიმა - მესიჯობა შეწყვიტე ტელეფონი უკვე ხუთჯერ განათდა და ყურადღებას არ აქცევ - მერე ? -უკვე გითხარი მიზანი მიღწეულია თვითონაც გაეღიმა -ანუ გინდოდა აღარ მემესიჯა ? ტელეფონმა დაურეკა და ჩემი კითხვა უპასუხოდ დარჩა. დიდი ფანჯრიდან ვხედავდი აქეთ იქეთ დადიოდა შავ თმაში რამდენჯერმე ხელი შეიცურა სიგარეტის მოწევაც მოასწრო დანარჩენებმა კი კარგად გამოთრობა - ტყუილად გიჭირავს ეგ ტელეფონი ვიცი არავის წერ და მთელი ნახევარი საათია ფანჯრიდან მაკვირდები - გიჟი ხარ ? გულიანად გავიცინე და ლიმონათი მოვსვი - გიჟი არა მართალი ვარ - არამგონია -ესენი ძალიან მთვრალები არიან და მგონი დროა დავშალო სანამ ჩხუბში არ გადაეზარდათ ეს უაზრო კამათი - მხოლოდ ახლა მივაქციე ყურადღება მაგიდის დანარჩენ წევრებს რომლებიც მართლაც კამათობდნენ ჩემთვის გაურკვეველ საკითხზე - თაია ელენე გაიყვანე და გადი ცოტა ხანში გამოდით კარგი ?? აღარც შევეწინააღმდეგე ისე მოვიმიზეზე "საქმე " და ელენე გავიყვანე ათ წუთში უკან შევედით და მხოლოდ ირაკლი ირაკლის მეგობარი ბიჭი ვაჩე და ზუკა დაგვხვდნენ - ეს დღეც ასე უნდა დაგვესრულებინა? ძლივს სადღაც წამოვედი აბუზღუნდა ელენე - გპირდები რო ამ ზაფხულს არ დაგტოვებ თბილისში და სამი კვირით წაგიყვან სადაც გინდა - ერთად წავიდეთ რა გვრიტებოო წამოაყენა იდეა ირაკლიმ და კითხვისნიშნიანი თვალებით გადმოგვხედა - ჩემი სახლი შემიძლია დაგითმოთ ქობულეთში თქვა იკას მეგობარმა - აუუუ ხო რაა წავიდეთ ყველააა .აცეტდა ელენიკოც - შენ უეჭველი არ წამოხვალ მარა მაინც გკითხავ ვაჩე გადახედა და ახარხარდა -ერთი ამათ უყურეთ ჩამოეძინათ სკამებზე ღამე არ გეძინათ ? დაგვცინა ორივეს - დავიღალეთ დღეს და მაგიტომ ვიმართლე თავი და ოსტატურად დავაიგნორე ვაჩეს ეშმაკური ჩაცინება - არა რატო არ წამოვალ ბატონო ირაკლი თემის შეცვლა სცადა ვაჩემაც - ნუ შენ არც გეკითხები თაი კვლავ განაგრძობდა გამოკითხვას ირაკლი - არადა უნდა მკითხო ბანკეტი მაქვს მე მალე და ვერ წამოვალ - ბანკეტი ? თითქოს საოცრება ვთქვიო ისეთი სახით იკითხა თუმცა წამში შეცვალა მზერა როცა მიხვდა ოდნავ ხმამაღლა გამოუვიდა შეკითხვის დასმა ხმადაბლა განაგრძო ხოდა მეც ერთი კვირა მცალია და იქიდან მე წამოგიყვან რა პრობლემაა - არანაირი პრობლემა არაა ტაში შემოჰკრა ელენემაც და ორი დღის შემდეგ დილით ადრე წამომაგდო - ადექი მივდივართ თაი - ისედაც გვიან დავიძინე ელე -ვის ემესიჯები ხოლმე ერთი მაცოდინა რაა ჩაიცინა და საბანი გადამაძრო მის გახსენებაზე სწრაფად წამოვდექი საწოლიდან ტელეფონს დავხედე და უკანასკნელი უპასუხო მესიჯები გავხსენი - ტკბილი ძილი მშვენიერო კიდევ ჩამეძინა გავიფიქრე და ელენეს გავხედე დიდ სარკესთან მაკიაჟს იკეთებდა - ზუკა სადაა ხმა არ ისმის - ევაკო წაიყვანა დედამისთან. უკვე მოვასადაცაა ვაჩე და ირაკლი ქვევით არიან და ყავას მიირთმევენ მეც ეზოში გავალ სარდაფს შევამოწმებ და ჩამოდი შენც ხუთ წუთში უკვე კიბეებზე ჩავდიოდი ვაჩე როგორც ყოველთვის ტელეფონზე განიხილავდა რაღაც საბუთებს ირაკლი მესიჯობდა და თან ფეხბურთს აკვირდებოდა რომ დამინახეს ირაკლი მხოლოდ ხელის დაქნევით და ჰაეროვანი კოცნით შემოიფარგლა ვაჩემ კი სწრაფად დაასრულა საუბარი ტელეფონი მაგიდაზე დადო ამათვალიერა და ყავა მოსვა. - დილამშვიდობისა ორივეეს, ჩვეული ღიმილი ავიკარი მთელი ტანით მაგიდაზე თითქმის გადავწექი და ვაჩეს ყავა ჩემსკენ მოვიზიდე - ქურდიც ხარ თურმე ყველაფერთან ერთად მითხრა და ისე შემომხედა კინაღამ ყავა გადამცდა -ყავის ? - კიდევ არის რაღაცეები მაგრამ ეხლა არ ჩამოვთვლი - თქვი თქვი ნუ გერიდება გამომწვევად ვკითხე და პასუხის მოლოდინში ლოყას ხელები შევუყუდე - მაგალითად ძილის და თუ გინდა კიდევ გავაგრძელებ - გინდა ყავა დაგიბრუნო ? სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე ესღა ვუთხარი და გავიცინე - დამიჯერე კიდევ ბევრჯერ მოვასწრებ შენი ყავის მოპარვას და ბარი-ბარში ვიქნებით - გეგონოს ენა გამოვუყავი ყავის ჭიქა ავიღე და სამზარეულოში ვაპირებდი გატანას მს გვერდით რომ ჩავიარე ხელი მაჯაში წამავლო და ოდნავ თავისკენ დამქაჩა ყურებთან მომიტანა ტუჩები - ძილსაც კიდევ ბევრჯერ მოგპარავ დავიბენი გავწითლდი და სამზარეულოს შევაფარე თავი ძალიან მალე ზუკა და ელენე შემოვიდნენ სახლში - თაია სადაა? იკითხა ზუკამ - სამზარეულოში იმალება გავიგე ვაჩეს დამცინავი ხმა - არ ვიმალები წამალი დავლიე - ირაკლი აქ ხარ თუ ტელეფონი ჩამოგართვა ? ზურგზე ხელი დაარტყა მეგობარს და პასუხი მაინც ვერ მიიღო - დაანებე თავი ეგრე ზის უკვე ნახევარი საათია გამწარებული მესიჯობს ბევრი რამეც გამოტოვა ისე გაიცინა და გამომხედა კინაღამ სკამი ვესროლე - აბა წავედიით? მოულოდნელად ტახტიდან წამოხტა მდუმარე სხეული და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა. - რადგან დაგვიბრუნდი წავედით გაიცინა ზუკამ და ელენიკოს ხელი გადახვია - მე წინ ვჯდები იცოდეთ სიტყვით გამოვედი - შენი მგზავრობის ამბავი რო ვიცი სხვანაირად არც შეიძლება გამიცინა ელენემ - რა გენაღვლება ვაჩემ მე საჭესთან ვერ დავჯდები უძილო ვარო და მე დამჩაგრა - მეთვითონ დავჯდები ნუ წუწუნებ თქვა და კარისკენ წავიდა ჩვენც მას მივყევით და გრძელ გზას დავადექით მთელი გზა ვგრძნობდი გამოპარებულ მზერებს ვმღეროდით და ვიცინოდით ძალიან ბევრს ტელეფონის ვიბრაციამ რომ შემაკრთო სიმღერას სწრაფად ჩავუწიე და ტელეფონს ვუპასუხე ვაჩე მთელი ღამე ვწერდით ერთმანეთს და გამთენიისას ბოლო მესიჯზე რომ პასუხი არ მომივიდა მივხვდი ჩაეძინა და მალევე მეც მივბაძე სულ სამი საათიც არ გავიდა მაღვიძარამ რომ გამომაფხიზლა აბაზანის მერე ცოტა გონს მოვედი სახლი დავტოვე და იკას გავუარე - ბიჭო სად ხარ ამდენ ხანს. მისაყვედურა და მანქანაში ჩამიხტა - არ მეძინა მთელი ღამე - რას აკეთებდი აბა ნატალი გყავდა ? - არა რაა ნატალი ვმუშაობდი და შენ დაჯექი დღეს საჭესთან - აუუ იმენა ეგ არ გეთქვა რაა ვიმესიჯე სამ საათამდე - ნუ წუწუნებ შვიდზე დავიძინე ... ელენეს მოდუღებულ ყავას ვსვამდი და სამსახურის საქმეებს ტელეფონით ვაგვარებდი კიბეებზე რომ დაეშვა მოკლე შორტი ეცვა ყვითელი მაისური და თმიდან ლურჯი კულულები მოეშორებინა სწრაფად გავთიშე ტელეფონი და თვალი ვერ მოვწყივტე ისე მოვსვი ყავა - დილამშვიდობისა მოგვახალა ორივეს ჩემს წინ დაჯდა მაგიდაზე ისე გადმოწვა ვერც მიხვდა მკერდი ისე გამოუჩნდა კინაღამ ნერწყვმა დამახრჩო ჩემი ყავა თავისკენ მიიჩოჩა და გემრიელად მოსვა ბევრი არ გვისაუბრია მალევე ზუკა მოვიდა. რომ გავიგე ქალბატონი თაია წინ ჯდებოდა ვერ მოვიკელი მის გვერდით ჯდომის სიამოვნება და ირაკლიც გავახარე გზაშიც არ წყვეტდა ჩემს გაოცებას ისე იცინოდა მინდოდა მხოლოდ მისი სახისთვის მეყურებინა ბევრი იმღერეს გოგოებმა და ირაკლიმ თუმცა თაიას ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა -გისმენთ - კარგად შენ როგორ ხარ - გზაში ვართ არ იდარდო ჩემო სიცოცხლე ცოტა არ იყოს და დამძაბა ამ სიტყვებმა -კიი კი ნუ გეშინია რომ ჩავალ აუცილებლად დაგირეკავ - მეც მომენატრე მიყვარხაარ ბოლო სიტყვებზე ვიფიქრე რომ მანქანას საჭე მოსძვრებოდა ისე გავბრაზდი იმ მომენტში მარტო რომ ვყოფილიყავით აუცილებლად გამოვლანძღავდი თაიას მაგრამ რისთვის ისიც არ ვიცი ყველაფრის ხალისი წამში გაქრა და გრძელი გზა როგორ გავლიე არც კი მახსოვს შუა დღე იყო რომ ჩავედით ირაკლის ორსართულიან სახლში ისე გადავნაწილდით ყველას სხვადასხვა ოთახი გვერგო ისეთი დაღლილები ვიყავით შორს წასვლის თავი აღარ გვქონდა და სახლშივე ვისადილეთ თაია როგორც ყოველთვის მხიარულობდა ირაკლი და ზუკა გემრიელად ილუკმებოდნენ არც ვიცი რატომ მაღიზიანებდა მისი საოცარი სიცილი რომ ვეღარ გავუძელი ავდექი და საძინებელში ავედი შხაპი მივიღე და ისე დამეძინა ფიქრიც ვერ მოვასწარი. თვალი რომ გავახილე უკვე ბინდდებოდა სახლის დერეფანში გავედი და სიწყნარემ სწრაფად მომახვედრა რომ სახლში მარტო ვიყავი ეზოში პატარა ბუნგალოში დავჯექი და ცივი სასმელი მოვსვი უკნიდან კი მალევე ამეფარა პატარა ხელები - თაია რას შვები? - როგორ მიხვდი რომ მე ვიყავი ? ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა და წინ დამიჯდა ისე მიყურებდა წამით დამავიწყდა კიდევაც რომ გაბრაზებული ვიყავი - რატომ ხარ სახლში - რატომაც შენ - ვინმეზე ხარ გაბრაზებული და მაგიტომ ? - ეგ რა შუაშია შენ ხარ ? მკითხა დაბნეულმა - კი ვარ - მომიყევი თუ გინდა ეს თქვა და ტელეფონი ზუკას ზარმა გაანათა - გაიღვიძე ვაჩე ? - ხო გავიღვიძე სად ხართ - ბარში ვართ და გამოდით თქვენც თაიას თუ ღვიძავს - კარგი დაგველოდეთ მაშინ. დავასრულე საუბარი და მაგიდიდან წამოვდექი - სად მიდიხარ ? - ბარში გველოდებიან არ წამოხვალ? - მგონი საუბარი არ დაგვიმთავრებია - რომ მოვალთ მერე ვილაპარაკოთ თაია გველოდებიან - კარგი ათ წუთში კარებთან მოვალ ზუსტად თორმეთ წუთში სრულიად შეცვლილი გამოვიდა კართან და თითები თვალებთან ამიტკაცუნა - არ წავიდეთ ვაჩე ? - კი კი წავიდეთ მოკლე შორტი გამოეცვალა და ბზინვარე მოტკეციცი კაბით შეეცვალა ჯინსის ქურთუკი და კაბისფერი შავი კედები ეცვა დატალღუილი თმა მხრებზე ეყარა და წინ მიაბიჯებდა - მანქანით აპირებ წასვლას ? - სხვა ალტერნატივას მთავაზობ? - ფეხით გავისეირნოთ ზღვაც არ გვინახავს ჯერ და სანაპიროს გავუყვეთ ქუჩა გადავკვეთეთ და არც ისე კარგად განათებულ პლიაჟს ჩავუყევით პატარა ბავშვივით ხტუნვა დაიწყო ზღვის დანახვაზე და პირდაპირ წყლისკენ გაიჭრა - თაია აქეთ მოდი წყალში აპირებ სიარულს? გავძახე ოდნავ ხმამაღლა - აქ მოდი ნუ გეშინია არ დადნები გადაიკისკისა და კვლავ ზურგი მაქცია წამითგავჩერდი, ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ მსგავსი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ჯერ არსად მყავდა ნანახი გამორჩეულად ლამაზი იყო მისი მუდამ სხვადასხვა ფერის თმა,პატარა ულამაზესი თხელი სხეული, საოცარი ჯერარ ნაგრძნობი სურნელის მქონე კანი რომელსაც ზოგჯერ ჩემი დედამიწიდან მოსროლა შეეძლო სადღაც ძალიან შორს. - არ მოდიხარ ვაჩე ? გზა ხმაურიანი განათებული მხარისკენ განაგრძო და მალევე მივაგენით ჩვენს მეგობრებსაც რომლებიც ძალიან კარგად ერთობოდნენ საღამო მშვენივრად მიდიოდა რომ შევატყვე ქალბატონმა უკვე ორი ჭიქა საკმაოდ ძლიერი სასმელი დალია სანამ საცეეკვაოდ იყო მიმტანს შტროხის ბოთლი კოქტეილით შევაცვლევინე და საცეკვაოდ წასულმა გოგოები ვერც კი მიხვდნენ უკან მობრუნებულებმა რა დალიეს ჩემი გეგმა ცოტა დაგვიანებული იყო უკვე საკმაოდ მთვრალი თაია საოცრად გრძნობდა თავს. ზუკა და ელენე ისეთი მთვრალები იყვნენ გამოსაფხიზლებლად სასეირნოთ გადაწყვიტეს წასვლა თაია რომელიც ისეთ ხასიათზე გახლდათ ბარს თავზე იმხობდა მე და ირაკლის ჩაგვაბარეს ირაკლი კი მშვენიერი ბათუმელი გოგოს სახლის მოსანახულებლად წავიდა და დავრჩით მხოლოდ ჩვენ. ზუსტად ერთი საათი ვცდილობდი თაიკო ბარიდან წამომეყვანა უამრავი მამაკაცის ყურადღებას ვამჩნევდი მის მიმართ და ეს უფრო მაგიჟებდა იქამდე სანამ ნაყინს და ღამის ზღვაზე გათევას არ დავპირდი არ გამომყვა. ქვიშიან სანაპიროს ფეხშიშველები მივუყვებოდით და თავი ფილმში მეგონა. ხმას არ იღებდა ჩუმად მიდიოდა შიგადაშიგ ზღვის ტალღები წამოეწეოდა ხოლმე და ფეხებს კოჭებამდე უფარავდა. -ნაყინს ახლავე მიყიდი ხო? დაარღვია სიჩუმე - ახლა გინდა? - კიი რაა შემომანათა თვალები. და ზუსტად ათ წუთში მართლაც ეჭირა ორი ნაყინი და რიგ-რიგობით მიირთმევდა ქვიშაში ვიჯექით ორივე და სიბნელეს გავყურებდით სიჩუმე თაიამ დაარღვია - მითხარი რომ მელოდებოდი და გენატრებოდი ზღვაო მითხარი დაიჩურჩულა მე კი გაოცების მიუხედავად ხმა არ ამომიღია - შენც გაიგე ? - რა თაია - მიპასუხა - ტალღის ხმაზე მეუბნები? - ჰო - რა გიპასუხა მომენატრეო ? - შენ არ გჯერა რომ ზღვასაც შეუძლია საუბარი ხო? - მომისმინე წავიდეთ სახლში და ხვალ გავაგრძლოთ ეს მეტად საინტერესო დიალოგი - უკვე მეორედ წყვეტ საუბარს - გპირდები აღარ ვიზამ - მითხარი რატომ იყავი გაბრაზებული - ახლა არააქვს მნიშვნელობა თაია სამი საათია უკვე - მთელი ღამე წინ გვაქვს - დღეს მანქანაში ვის ელაპარაკე ასე ? ის კითხვა დავსვი რაც მთელი დღეა მღრღნის ისე სწრაფად შემოატრიალა თავი კითხვის დასრულება ვერ მოვასწარი ერთი წუთი მიყურა ისე რომ ხმაც კი არ ამოუღია მერე გაიცინა და ისეთი კითხვა დამისვა ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა - ვინ ვარ შენთვის ვაჩე ? - კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ - მამაჩემს, მამაჩემს ველაპარაკე სწრაფად წამოდგა და გზისკენ წავიდა მეც წამოვდექი და შენობებისკენ მიმავალ სხეულს მხოლოდ ეს ვუთხარი - ოცდამეხუთე კადრი ხარ თაია ოცდამეხუთე დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია, უფრო სწორად ამიტვირთავს. თითქოს უსტიმულოდ ვწერდი ძალიან მომენატრა თქვენი კომენტარების კითხვა. მთლიანად ატვირთვას ვარჩიე ასე დამედო ჯერ არ დამისრულებია და იმედია თქვენ იქნებით ამის სტიმული, რაც შეეხება ისტორიას შეიძლება ბევრი ვერ მიხვდეს ამ ისტორიის აზრს მაგრამ ბოლოს ავხსნი უცნაურ სახელს. მომენატრეთ და ველი თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.