"დესპოტი" ქმარი ( თავი 4 )
თავი 4 30 წლის შემდეგა ამბობენ რომ ქალს ვეღარ მოატუებ, რადგან უკვე ზუსტად იცის რა და როგორ უნდა. არ ვიცი ეს თეორემა მართალია თუ არა მაგრამ მე რომ ზუსტად მივხვდი რა მინდა მომავალში ეგ უკვე კარგად ვიცი. თათას სიტყვებმა „ თაი ფეხმძიმეთ ხარ, უკვე 6 კვირის“ ჩემი ცხოვრება კალაპოტში ჩასვა. ახლა უკვე ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ მომავალში. ჩემი პატარა აუცილებლად გაჩნდება. ის იქნება ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი ღერძი. მისით უნდა ვიცხოვრო და უსარგებლო ფიქრები და წარსულის მოგონებები ძველ ცხოვრებას გავატანო. არ ვიცი გამომივა კი? მაგრამ ცდას არ დავაკლებ. და ვიწყებ ზრუნვას ჩემს პატარას ჯანმრთელობაზე. ჩავაბარე ყველა ანალიზი და ახლა წუთი-წუთზე ველოდები პასუხებს რის შემდეგაც ულტრაბგერით გამოკვლევაზე წავალთ მე და თათა. ქალბატონი პედიატრს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უახლოესი 8 თვე ჩემს გარშემო იტრიალოს. კატეგორიულად გამაფრთხილა რომ ჩემთან გადმოდის საცხოვრებლად და არანაირი სულელური მიზეზი არ მიშველის რომ მისგან დავიხსნა თავი. სიმართლე გითხრათ არც გავჯიუჯებულვარ აღარ მინდა მარტო ვიყო. იმდენად დიდი ხანია ჩემზე არავინ ზრუნავს მეც მინდა გამოვცადო თუ როგორია როცა ვინმე გიფრთხილდება. აჰა ტაიფუნი სახელად თამარა უახლოვდება ჩემს კაბინეტს, მოქოთქოთებს და 50 მეტრშიც მისი ხმა ისმის. თვალებდახუჭული ველი როდის შემოგლიჯავს კარებს და აი ისიც უკვე ჩემს წინ სავარძელში უცნაურ პოზაში ზის, არც ფეხის მორთხმა რომ არ ქვია და არ ვიცი რა ჰქვია საერთოდ. დამავიწყდა მეთქვა ეს ქალბატონი ამ ბოლო დროს იოგითაა გატაცებული. სადღაც ხომ უნდა დახარჯოს მოზრვავებული ენერგია, კლუბებში ეგ ვეღარ დადის და მთლიანად გიგოზეა გადართული. - ქალბატონო ექიმო აქ თქვენი ანალიზის პასუხებია. აფრალებს თეთრი ფერის კონვერტს. - მერე რაო რა წერია მანდ ქალბატონო პედიატრო? არც მე ვაკლებ ირონიას.. - რაო და ქალბატონ მომავალ დედას ყველაფერი კარგად აქვს. და საერთოდაც კარგი გოგოაო.. მაგრამ არ უნდა რომ თქვას ეგ არსება ვისია მუცელში რომ ზისო? - ეს არსება არა, ბავშვია და ჩემია! !! ჩემია მარტო ჩემი... - მარტო თაია ბავშვი არ ჩაისახებოდა.. თუ რაიმე სამედიცინო ჩარევით არ მოახერხებდი რაშიდაც ღრმად ვარ დარწმუნებული. ასე რომ მაგ ბავშვს ყავს მამა და ან მიმხელ ან მე ჩემი გზებით ვეცდები გავარკვიო ეგ ამბავი. - მაინც როგორ? თავალებ დაწვრილებული ვუყურებ ჩემს დაქალს. - აი როგორ და ახლა დავრეკავ გიგოსთან მას და აწ უკვე ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გიორგი ჯიბუტს საერთო ნაცნობები ყავთ, ხო და რაღაცნაირად მოვახერხებ და მასთან მიღებაზე ჩავეწერები. მერე ერთი კარგად გამოვიპრანჭები. ეჭვი მეპარება მიცნობდეს მაგრამ ის აუცილებლად ეცოფინება ვინ ვარ რადგან ამდენი წელი შენს გარშემო ვტრიალებ და ეგ მაგას გამოუძიებელი არ დარჩებოდა. ხო და შევალ ამ მინისტრის კაბინეტში, ცოტას გავეპრანჭები ხო იცი მაგის გარეშე არ შემიძლია, დავჯდები მის წინ სავარჩელში. ის ყავას შემომთავაზებს და მეც დავთანხმდები, მერე 2ყავას შეუკვეთავს მის დიდმკერდა ან დიდტრაკა მდივანს. ჩვენ დაველოდებით ყავის მოტანა, მანამდე მე მის ლამაზი თვალებით დავტკბები, ნუ ახლა სხვა რაღაცეებიც კარგი აქვს მაგრამ ჩემთვის ეგ აღარ შეიძლება.. ხიხიაა. ხო და გაიღება კარები შემოვა ჩვენი სექსუალური მდივანი და მოგვიტანს 2 ყავას. ხო და ყავის ფინჯანს ხელში რომ აიღებს მაშინ დავსვამ საკაცობრიო მნიშვნელობის კითხვას. ბატონო მინისტრო თქვენი ყოფილი ცოლი ბავშვსე ელოდება და ხომ არ იცით მამა ვინა? ხო და სავარაუდოთ ის ყავა გადაცდება, პერანგიც დაესვრება და ხველებით შეიძლება კიდევაც მოიგუდოს. ახია მაგაზე.. ხო კარგი ნუ მიყურებ შეშინებული თვალებით არ დაიხრჩობა გადარჩება... - გიორგიმ არ უნდა გაიგოს ბავშვის შესახებ. დამდუღრულივით ვხტები სკამიდან. - რაღას დამადგმევინე ამხელა სცენარი თუ მაინც მეუბნებოდი? - და მოცელილივით დავეცი საცარძელში. ამ საზიზღარმა გოგომ მაინც ყველაფერი დამაფრქვევინა - არ მაინტერესებს თქვანი ვნებიანი თავგადასავლები. მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამ. როგორ აპირებ დაუმალო კაცს შენი ორსულობა რომელიც სადღაც შენს კორპუსში, შენს მეზობლად ცხოვრობს. არც ის გამიკვირდება რომ კარის მეზობელიც იყოს. - მაგაზე არ მიფიქრია. არ ვიცი ვიზამ რამეს. ჯერ მუცელი არ დამეტყობა და მერე არ ვიცი მოვიფიქრებ რამეს. ახლა მაგაზე ვერ ვფიქრობ. მარტო პატარაზე მეფიქრება.. მივაყარე უცებ და.....აი ის საიდან იცი გიორგის როგორი მდივანი ყავს? - ვაიმე ცუდათ ვარ! შენ მარტო ეგ გაიგე? და სიცილით ძირს ხოხავს თათა.. - კაი ხო.. სულ არ მაინტერესებს.. და გაბუტული მივემართები ეხოს გასაკეტებლად. ლალიკო ჩვენი ეხოსკოპისტია. შესანიშნავი ბუნჩულა და საყვარელი ქალბატონია. ტავისი ფუმფულა ხელებით მუცელზე გელს მისვამს და იწყებს ჩემი პატარას დათვალიერებას. - თაი ჯერ ძალიან პატარაა 6 კვირის. ამ დროისთვის ნორმალურად ვითარდება. კარგი კვება და გენოკოლოგის ყველა მითითების შესრულება, ეგაა შენი მოვალეობა ახალა და ყველაფერი კარგად იქნება. - გულის ცემა? - ახლავე მოგასმენინებ. - და ოთახში ჩემი პატარას სიცოცხლის დამადასტურებელი ხმები ისმის. ყველაფერს რომ მირჩევნია და შეუძლებელს რომ შევძლებ რომ მისმა გულმა დაუსრულებლად იფეთქოს. ჩემი და მისი შვილი, ნეტა როგორი იქნებოდა მისი ემოცია ხლა აქ რომ იყოს? მისი თვალებით დანახული ემოცია ყველაზე მეტად მჭირდება. მიუხედავა ამდენი ტკივილისა, 31 წლის მანძილზე არც ერთი ბედნიერი დღისა მინდა ეს კაცი ჩემი იყოს და რა ვქნა? ჩუმათ ვიშორებ ცრემლს და მუცელს ვისუფთავებს. ლალიკოს ვემშვიდობებით და კალიდორში გამოვდივართ. ნელი ნაბიჯებით მივიყვებით დერეფანს არც ერთი ხმას არ ვიღებს.... და უცებ: - თათა რას იტყვი დიდი შოკოლადის ნაყინზე? ბევრი თხილით და ნატეხი შოკოლადებით? - იყოს ნება შენი. იღიმის თათა. როგორცე ჩვენი დედოფალი ინებებს ისე იქნება ყველაფერი ჩემო მშვენიერო ბროწეულის ყვავილო. - ეს ბროწეულის ყვავილი რაღა? მეცინება - ალისფერი თმები, მწვანე თვალები, საოცარი ფორმები, თეთრი კანი და ამ მშვენიერებას რა ვუწოდო თუ არა ბროწეულის ყვავილი? ბროწეულივით რომ უნდა აფეთქდე და გაიფურჩქნო სწორედ ისეთი ხარ! - მორჩი მჭერმეტყველებას და წავედით. კაბინეტში შევიარე, თეთრი ხალათი საკიდზე დავკიდე, სამოსი შევისწორე ტელეფონი ავიღე და ლიფტისკენ გავემართე სადაც თათა მელოდა. შენი მანქანით წავიდეთ ხო? ახლა ტაქსის გამოძახება არ ღირს. მე მანქანა აღარ მყავს რაც გიორგის ბინა დავტოვე იქვე ჩავაბარე მანქანის გასაღებისც და ბინის შეძენის შემდეგ მანქანის შეძენა ვეღარ მოვახერხე. სავარაუდოთ მე და ჩემი პატარა უმანქანოოთ ვერ შევძლებთ. მომიწევს ავანსის აღება და ავტოს შეძენა. სანაყინეში უამრავი ხალხი ირეოდა. ამ ბოლო დროს მაქვს განცდა რომ ყველა მე მაკვირდება, არ ვიცი ალბათ ფეხმძიმობამ უფრო ემოციური გამხადა. ნაყინი მგონი ნორმაზე მეტის მომივიდა, ძალიან მეგემრიელა. მაგრამ რაღაც ცუდი შეგრძნება დამიტოვა. - თათ წავიდეთ რა რაღაც ვერ ვარ.. - ხომ არაფერი გტკივა? დაფეთებული მეკითხება თათა.. - არა.. უბრალოდ რაღაც... აუ არ ვიცი რა მჭირს სახლში წავალ და დავიძინებ. - შენ ხო არ დაგავიწყდა მე სად ვცხოვრობ? - არააააა.. სახლში წავალთ! და მე დავიძინებ შენ გიგო დაპატიჟე თუ გინდა... ოღონდ! ჭკვიანად.. თითს დემონსტრაციულად მაღლა ვწევ. - არის შეფ! ვიყოთ ჭკვიანად და შენი დივანი არ შევიწიროთ. - ნუ მაიმუნობ ამხელა ქალი როდის უნდა დაჭკვიანდე? - არასდროს არ დავჭკვიანდები, ყოველთვის ასეთი გადარეული ვიქნები ჩემო ფუმფულააა - არ ვარ მე ფუმფულა.. - ხარ თან ისეთი გემრიელი... უჰ.. კამფეტ! - რა გეშველება შენ.. დავიღუპე. ამბობენ ბავშვი რომ ინძრევა ვისაც დაინახავ იმას ემგვანებაო და შენ თუ 8 თვე 24 საათი ჩემს გვერდში იტრიალებ, რა გამოდის შენ უნდა დაგემგნოს? არა... არ მინდაა!! - პრეტენზია არ მაქვს, მამამისმა იტრიალოს მე სულ გავქრები.. - ნუ მაჭერ მაზოლზე წიხლს თამარა.. ამ კამათში სახლამდეც მივაღწიეთ, მე აქ ჩამოვალ შენ დააყენე მანქანა და შესასვლელთან დაგელოდები. ეზოში ისევ ის სამი დიდი შავი ჯიპი დგას ჩაბურული მინებით, მანქანებთან 2 შეიარაღებული დაცვა დგას, 2 სადარბაზოს შესასვლელს იცავ, ნეტა რა ხდება? ნელი ნაბიჯებით მივიწევს კორპუსისკენ, თათაც გამოჩნდა, სადარბაზოში უნდა შევიდე და ტექსტი მომზადებული მაქვს რომ დაცვამ თუ არ გამატარა მოვახსენო რომ მეც აქ ვცხოვრეო და ნუ არღვევენ ცემს უფლებებს და ასე შემდეგ. უცებ ერთ ერთი მათგანი კარებს მიღებს და მომმართავს „მობრძანდით ქალბატონო თაია“ მე გაშტერებულს: რა იცის ამან მე ვინ ვარ? თათა ლიფტში მიკრავს თავს. 1.2.3.4.5. და უკვე ჩემს სართულზე ვარ. და ერთი დაცვა ჩემი ბინის მოპორდაპირე კარებს იცავს. თათს გადავხედე, მან წარბი ამიწია და მხრები აიჩეჩა და კარებში შემატარა. ნეტა ვინა ჩვენი მეზობელი? ვეკითხები თათას - არ ვიცი თაი, დაბნეული მპასუხობს ჩემი მეგობარი. - ალბათ ვინმე მაფიოზა, ბაბულიკა ტიპია, დიდ ოქროს ჯაჭვით კისერზე და ღიპიანი. აბა რა უბედურება ამდენი დაცვა? ან ამ კორპუსში რას ცხოვრობს ამდენი ფული თუ აქვს რა უნდა ამ სოროში? წავიდეს რა სადმე დიდ ვილაში იცხოვროს.. უჰ როგორ მაღიზიანებს ასეთი შტერი როჟები! - თათა დუმს და ჩაფიქრებულია და უცებს.... თაი!!! არ გიფიქრია რომ იქ ის ცხოვრობს. და ხელს მეზობელი ბინისკენ იშვერს. - ვი ის? ვერ ვხვდები მე - ის!!! რა გჭირს? - მაგას სახელი არ აქვს ? ის უამრავი ადამიანი შეიძლება იყოს... - გიორგი ადამიანო რა გჭირე? შენ ორსულად ხარ თუ ტვინი გამოგირეცხეს? - არაააა... რა გიორგი გადაირიე .. მკვდრის ფერ მედება მე! - რატო ვითომ? კაცი მინისტრია, ყავს დაცვა, ემსახურება სახელმწიფო მანქანა. და ცხოვრობს ლისზე.. - ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ. არაააა არ მინდა მაგაზე ფიქრია.. არ შემიძლია წავედი მე ვიბანავე... მანდ! ბინისკენ ვიშვერ ხელს ვიღაც წაშავო ტიპი ცხოვრობს ბევრი ფულით და დიდი ღიპით და არავითარი გიორგი... გაიგე რა გიორგი.. რა უნდა მაგას აქ.. არააააა... - როგორც გინდა! შენ ეგრე იფიქრე და ერთ დღეს რომ შემოგივლის აქ შენი მინისტრი მეზობელი მერე ნახე შენ.. იკრიჭება თათა და საძინებელში უჩინარდება. 2 კვირა მშვიდ გარემოში გავატარე. დავდივარ სამსახურში. დილით თათა სტაფილოს, ბროწეულის და სხვადასხვა ხილის წვენით დამდევს ოთახიდან ოთახში რასაც დიდი პროტესტის მერე ვსვამ. კვებით კარგად ვიკვებები . თითქმის ყველაფერ მივირთმევ მარტო საშინლად ვერ ვიტან შოკოლადს და ფორთოხალს.. გახსენებაზეც კი გული მერევა.. ჯერ ისეთი ძლიერი ტოქსიკოზი არ მაწუხებს. არც ღამე მეღვიძება რაიმეს სურვილებით. ჭკვიანად ვიქცევით მე და ჩემი ბაჭია! დღემდე ვერ გავარკვიე ვინაა ჩემი მეზობელი. ან რა დროს მიდის ან რა დროს მოდის, ვერც ერთხელ მოვკარი თვალი. 8 კვირის გავხდი ეხოზეც ვიყავი ისევ ყველაფერი ნორმის ფარგლებში აქვს პატატუნას და მეც. ცოტა კიდევ მოვიმატე და აიმიტომ მედა თათა საშოპინგოთაც ვიყავით უფრო თავისუფალი ტანსაცმელი შევიძინე. მაწუხებს ტანზე მომდგარი ქვედაბოლო და შარვლები. დაცვის ბიჭები ისევ ღიმილიანი სახეებით მხვდებიან და ქალბატონი თაიათი მომმართავენ. კიდევაც შემომთავაზეს თუ რამ მინდოდეს არ მომერიდოს და ნებისმიერ დროს ვთხოვო.. საღამოს თათა და გიგო სავახშმოდ გავუშვი. მე ჩემი ლამაზი კაბა-ხალათი ჩავიცვი, ისეთი თავისუფალი და ლამაზი რომ შეიძლებოდეს სამსახურშიც ჩავიცმევდი.. ძალიან კომფორტულია არსად არ მაჭერს და თავისუფლად დასრიალებს კანზე. რაღაც სამზარეულოში ფუსფუსის ხასიათზე ვარ. მთელი სახლი თავაბნელე. მარტო სამზარეულოს განათება დავტოვე, ჩავრთე მუსიკა და შევუდექი საქმეს. მაცივრიდან ბოსტნეული გამოვიღე. სალათას მოვამზადებ .. აბა ამ დროს სხვა რა ვჭამო? თან ყველაფერს ვჭრი წვრილ კუბებად და თან მუსიკის ჰანგებს ვყვები.სრული ნეტარებააა, მარტო სახლში , მშვიდათ ბაკეთო ის რაც გინდა. კარების საკეტის ხმა მესმის, თათა არ დაბრუნდებოდა 15 წუთის წინ წავიდა, გასაღებით აღებს ვირაც კარს და ისევ გასაღებითვე კეტავს. მე შიშით მთელი ძალით ვაფრინდები დანას. კალიდორიდან პირდაპირ სამზარეულოში შემოდის მიახლოვდება ჩემს გვერდზე ჩერდება და რომ მგონია რომ რამე უნად დამიშაოს, უცებ სტაფილოს ერთ ნაჭერს იღებს და გემრიელად აკრატუნებს. სწრაფად დანიანადვე ვბრუნდები და თვალები შუბლზე ამდის ჩემს მისაღებში, ჩემი ყოფილი ქმარი მშვიდი ნაბიჯებით დაბრძანდება. გასაღებს მაგიდაზე აგდებს, მერე პიჯაკს იხდის და სკამზე კიდებს, ჰალსტუხს ერთი ხელის მოსმით იცილებს და იქვე აგდებს მერე მაჯაზე საღილეებს იხსნის პერანგის მკლავებს იკეცავს. საკელოს ზედა ორ ღილს იხსნის. ტელეფონს ჯიბიდან იღებს და გასაღების გვერდზე დებს და იქვე სავარძელში ჯდება და მე მიყურებს. ვმუნჯდები ეს კაცი სამსახურიდან დაბრუნებულ ჩვეულებრივ ქმარს გავს, რომელიც თითქოს და არსად წასულა და ეს წლების არსად იყო დაკარგული. ასე არხეინად ზის და მაკვირდება. ხელის ტკივილს მოვყავარ გონს, სიმწრით დანას ისეთი ძლით ვაჭერ ხელს რომ თითები სულ გამილურჯდა, სწრაფდ ვუშვებ ხელს დანას და ლითონი ჟრიალით ეხელქება კერემიკის იატაკს, არანაირი ემოცია მის სახეზე, ქანდაკებასავით უტყვი სახით მიყურებს, მზერას ტანზე მავლებს, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ვგრძნობ მის მზერას და საოცრად მსიამოვნებს. თვალებში ვუყურებს ერთმანეთს არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, სამყარო გაჩერდა, ასეთი არ მინახავს. ოდნავ ჭაღარა შეპარვია, დაბალ წვერს ატარებს, შრამიც ისევე ამშვენებს, მომაკვდინებლად სიმპატიურია და მეც ჩემს გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებს. ამ კაცთან უძლური ვარ. არც თავმოყვარეობა მახსოვს და არც ის ვინ ვარ. მის ხელში მარიონეტივით ვარ, მთლანად მასზე ვარ მინდობილი. ოთახში გამეფებულს დაძაბულ გარემოს, მისი ხმა აპობს: - გამარჯობათ ქალბატონო თაია! მისი ხმაც კი უემოციოა მაგრამ ცოტა სიბრაზე შეპარულ ნოტებს მაინც ვიჭერ. - დუმილი.... - ხმას არ მცემთ? - აქ რა გინდა? როგორც იქნა ამოვიდგი ენა? - მე? იოცებს ის - ხო თქვენ.. აპა მე აქ ვცხოვრობ! ცოტა სითამამე მემატება. - ხო? აი მე ერთი ამბის სათქმელად გავისარჯე ამხელა გზეზე. ირონიული უხდება ტონი! - მითხარით და გთხოვთ დატოვოთ ჩემი სახლი. მე თქვენ არ გიცნობთ. - ხო? არ მიცნობ? საინტერესოა. კორგი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დგება და ჩემსკენ მოემართება, მისი შესაჩერებლად გაშვერილ ხელზე მაჯაში მაგრად მავლებს ხელს და მთელი ძლით მიჭერს ხელს, ისე რომ სიმწრით ცრემლები მცვივდება, მისკენ მქაჩავს და მასზე აკრულს ზემოდან დამცქერის. საშინლად განრისხებულია ბოროტად უელავს თავალები: - როდის უნდა გეთქვა რომ შვილს ველოდები? ცრის კბილებში. - მეტკინა, ამოვიკნავლე საცოდავად? - როდის უნდა გეთქვა? კბილებს ერთმანეთს აჭერს და მთელი ძალით ახლა წელზე მიჭერ ხელს? - არასდროს! ვუკივი მე! და ბოლოს რასაც ვხედავ მისი გაცოფებული თვალებია და მერე მის ტუჩებს ვგრძნობ ჩემსაზე და საერთოდ მავიწყდება ვინ ვარ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.