შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები ?! ...17...


27-07-2017, 21:17
ავტორი kethrine
ნანახია 2 033

თითქმის ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა, აღარ უარვყოფდი ალექსს, მაგრამ ვერც ისე ახლოს ვერ ვუშვებდი. არ მქონდა ჩემ თავთან გამარჯვების იმედი, მაგრამ ჯერ მაინც ვომობდი. ყოველდღე მოსვლას ვერ ახერხებდა, მაგრამ აუცილებლად მირეკავდა და მკითხულობდა. იმ საღამოზე არაფერი გვითქვამს არცერთს. ალბათ უფრო იმიტომ, რომ არ გვინდოდა უხერხულობა. ჩვენი ურთიერთობა სადღაც შუა ადგილზე გაჭედილ მოგონებებს გავდა, ვერც წინ მივიწევდით და ვერც ერთმანეთს ვთმობდით. მახსოვს ლელას და ნუგოს შეძახილებიც მაგრამ მე ჯერ ჩემი თავისთვის უნდა მეპატიებია. ხო... დამავიწყდა მეთქვა, რომ შესანიშნავი ადამიანი აღმოჩნდა ნუგო. ისეთი, ჩემს ლელას რომ შეეფერება და გულწრფელად მიხაროდა მისი გრძნობები. მალე ქორწილსაც გეგმავდნენ, მე კი ალბათ მეჯვარის მაგივრად სხვა ნებისმიერ სკამზე ვიჯდებოდი.
-ჩემი მეჯვარე ხომ იქნები?-ერთ საღამოს, მორიდებით დამიჯდა ლელა
-ლელ, არც ვიცი რა გითხრა. ხო იცი როგორ მინდა, მაგრამ ამხელა მუცლით...
-იზი, ჯერ 6თვის ხარ და არ გაქვს დიდი მუცელი, გთხოვ რა... სხვა არ მინდა. ასე ჩავთვლი რომ მაპატიებ
-რა უნდა გაპატიო? -სულ დავიბენი ისე ლაპარაკობდა
-ის რომ ვთხოვდები-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, ბურტყუნით ძლივს გავიგე სიტყვები
-რაო?- გააზრება გამიჭირდა რას ამბობდა-ვაიმე ლელა ნორმალური ხარ? ფიქრობ, შენი მშურს იმიტომ, რომ შენ თხოვდები და მე ისე ვაჩენ ბავშვს?-იმხელა ხმაზე ვყვიროდი, არც კარის ხმა გამიგია და არც ალექსის შემოსვლა - არ მიცნობ? -ცრემლები მომაწვა და გული მატკინა მისმა სიტყვებმა
-მაშინ გამომყევი მეჯვარედ გთხოვ. თუ უარს მეტყვი, წავალ და იმ შენს დარტყმულ ბიძაშვილს წამოვიყვან!-მოუთმენელი თვალებით შემომხედა და მივხვდი რომ მთელი ეს სპექტაკლი ჩემს დასაყოლოებლად გამართა.
-ხო და წადი!-მკაცრად მივახალე და სკამზე ჩამოვჯექი, თუმცა ჩემმა შეკავებულმა სიცილმა მხოლოდ რამდენიმე წამს გაჭრა.
-რაზე ჩხუბობთ?-ღიმილით მომოჯდა გვერდით ალექსი და ხელი ინსტიქტურად გამოწია მუცლისკენ. გამეღიმა და მესიამოვნა. ალექსის ხელის დადება და ჩემი პატარას მოძრაობა ერთი იყო. მოუთმენელი, აციმციმებული თვალებით შევხედეთ ერთმანეთს. გაუაზრებლად დავადე ჩემი ხელი მის ხელს, თითქოს მინდოდა უფრო კარგად ეგრძნო.
-ალექს უთხარი რომ წამოვიდეს, გთხოვ-აცრემლებული თვალებით ახლა მას მიმართა
-ლელაჩკა...აბა აკო, აკუნა და აკაკუნაო?-სიცილით მიუგო ალექსიმაც და კიდევ ერთხელ, გულიანად გამეცინა
-აუ კარგით რა... უფ... წავედი მე ჩემ ბიჭთან. თქვენ მაინც ვერაფერს გაგიგებთ-ჩაიბურტყუნა და გასასვლელისკენ დაიძრა.
-ჰეი ლელ- დავუძახე უკვე კართან მისულს, პასუხი არ გაუცია მაგრამ ვიცოდი მისმენდა-კაბას მე ვირჩევ ოღონდ!- ღიმილით გავსძახე და დაველოდე
-წავიდა მგონი-ყურში ჩამჩურჩულა ალექსიმ, მე კი უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე და მაშინვე ვიგრძენი ლელას ხელები ჩემს კისერზე
-ვაიმე შენ რა გოგო მყავხარ მე... როგორ მიყვარხარ-გემრიელად ჩამკოცნა და გაუჩინარდა.
-ჯობდა უარი გეთქვა- მკაცრი ხმა მოწვდა ჩემს სმენას და მეც გაკვირვებული მზერა მივაპყარი-ლიზის არ უნდა- თვალით, მუცელში მოძრავ პატარაზე მანიშნა.
დამავიწყდა ისიც მეთქვა რა ვიგრძენი ჩემი პატარა ანგელოზის, პირველი მოძრაობის შეგრძნებისას... ოთახში ვიყავი, გარდერობის დალაგებას მოვრჩი და წამოვწექი, წამოწოლა და შიგნიდან ნელი ბიძგი ერთი იყო. თავიდან მეგონა მომეჩვენა, მაგრამ გამეორებისას ზუსტად ვიცოდი ჩემი პატარას პირველი შესამჩნევი კონტაქტი იყო დედიკოსთან. ვერ გეტყვით რა ვიგრძენი, უბრალოდ ვერ ავხსი... იმდენად გავბედნიერდი, ემოციის კონტროლი მიჭირდა. ხელს უაზროდ ვისმევდი მუცელზე და ალბათ მეასეჯერ ვამბობდი "ჩემო სიცოცხლე"-ს. მას შემდეგ უფრო გააძლიერა დარტყმები... მე კი იმით უფრო ვიყავი ბედნიერი რომ ამის შეგრძნება შემეძლო.
ჩემი იყო... ჩემთან და ჩემში...
ვცდილობდი ემოციების კონტროლი შემძლებოდა. სხვა შემთხვევაში ალბათ პირველი ალექსის დავურეკავდი, მაგრამ ახლა თავი შევიკავე... ახლაც ვფიქრობ რომ სწორად მოვიქეცი. მაშინ ალექსი უარს არ ამბობდა ჩემს გამო...
ახლა კი...

ლელას მეჯვარე არ ვყოფილვარ, ერთადერთი მიზეზის გამო, ლელა უნდა ყოფილიყო ჩემი ლიზის ნათლია. ამიტომ საპატიო სტუმრის
სტატუსს დავჯერდი. კაბა ლელამ შემირჩია, ამას მაინც გავაკეთებ, თუ ჩემს ვვერდით არ იდგებიო... აღარ შევწინააღმდეგებივარ, შედეგად კი გრძელი,დაშვებული მუქი ლურჯი კაბა მივიღე, გულზე საკმაოდ ამოჭრილი.
-ლელა ეს რა არის გოგო, ჯერ ჩემს მუცელზე გაგიჟდებიან და მერე ეს ჩავიცვა?-შეწუხებულმა გავხედე, მისაღებში მჯდარ სამეულს
-შეხედეთ ახლა ცუდად აქვს? პრეტენზიები სახლში გენაცვალე რა, მე მომწონს! ჩემი ქორწილია და შენ არ გეკითხები!-თითი სასაცილოდ გამიბშიკა საჩვენებელი თითი- აუ მომწონს იზი რა გინდა რა. თან ჩემი ბურთი ნათლულიც კარგად ჩანს ამ კაბაში-ღიმილით მომიახლოვდა და ხელი გადამისვა ამობურცულ მუცელზე.
-იზი, სხვისი არ ვიცი მაგრამ მეც ლელას აზრს ვიზიარებ. მართლა გიხდება... ალექს არაფერს იტყვი?-შეკითხვით მიუბრუნდა ნუგო და მხარზე ხელი დაკრა, მე კი თვალი ჩამიკრა. სუნთქვა შემეკრა როცა მის მწველ თვალებს წავაწყდი, არაფერს ამბობდა... უბრალოდ მიყურებდა, მაკვირდებოდა. ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში უთქმელად შევბრუნდი. გაჭირვებით მივწვდი ელვას და გახსნას ვლამობდი. ცრემლები ბურთის გროვად მაწვებოდა და ნერვები მეშლებოდა. გულის სიღრმეში მინდოდა ალექს მოწონებოდა, მისი აზრი ყველაზე მეტად მადარდებდა და სწორედ ამიტომ მწყდებოდა გული...
ელვა დავქაჩე და ნახევრად გავიხსენი როცა ხელზე ხელის შეხება ვიგრძენი. შევკრთი მაგრამ მივხვდი ვინც იქნებოდა
-ლე.. არ გინდა რა, კარგად ვარ... არაუშავს. ხვალ წავალთ და გამოვცვლით-ვეცადე გამეღიმა, კაბას ხელი მოვკიდე, დაბლა უნდა დამექაჩა როცა უეცრად გამაჩერა
-არ ქნა!- მკაცრი ხმით მითხრა და თავისკენ ძლიერად მიმატრიალა. თვალები გამიფართოვდა, ვიგრძენი როგორ გავწითლდი. კაბას ვიხდიდი, მაშინ როცა არ დავინტერესებულვარ ვინ იყო ჩემთან ერთად ცარიელ ოთახში. მოშვებულ კაბის ნაჭერს ხელი დავსტაცე და გულზე ავიფარე.
-ძალიან ლამაზი ხარ იზი... ჩემი დუმილი გეწყინა? მაპატიე... უბრალოდ ხანდახან ძალიან ძნელია თავს მოვერიო...-ჩუმი ხმით მითხრა, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა... გაორებული დავჯექი საწოლის კიდეზე. ვერ გავიგე რას მეუბნეოდა, რას ნიშნავდა მისი თავის შეკავება. ჩემთან ყოფნა არ უნდოდა? უფრო აფორიაქებული დავტოვე ჩემი ოთახი. საბოლოოდ კი გამოვიდა ისე, რომ მე ის კაბა ჩავიცვი...
უკვე შერიგებული ვიყავი იმ აზრთან, რომ უამრავ ჩემ ნაცნობთან მომიწევდა შეხვედრა და მზად უნდა ვყოფილიყავი. არც შევმცდარვარ, ლელას და ჩემი საერთო სამეგობრო წრე მოვნახე და ძირითადად მათთან ერთად ვიყავი. მათ უკვე ასე თუ ისე იცოდნენ ჩემ შესახებ და ზედმეტი კითხვების კორიანტელს არ დამაყრიდნენ. სამაგიეროდ თვალებით მჭამდნენ "ჩემები" და რა თქმა უნდა ნინა...
ლელას ვუყურებდი და მისი ბედნიერებით ვტკბებოდი... უზომოდ მიხაროდა მისი აციმციმებული თვალები... ულამაზესი პატარძალი იყო... მაგრამ იმ დღიდან უკვე ჩემგან შორს იქნებოდა. ეს კი არ მინდოდა, სტუმარს ეჩვევი ადამიანი და წარმოიდგინეთ მე რას ვუგრძნობდი, ბავშვობიდან დღემდე მოყოლებული, ერთადერთ მეგობარზე, რომელიც და უფრო იყო ჩემი.
-იზი როგორ ხარ? -გვერდით დამიდგა ნინა და გაწელილად, მოჩვენებითი მზრუნველობით, ვითომ მომიკითხა. წითელი ტანზე მომდგარი, ზომაზე მოკლე კაბით, ნუ კარგად გამოიყურებოდა, ოღონდ პირის გაღებამდე
-გადასარევად ნინა... შენ?- მეც ღიმილი ავიკარი სახეზე
-ბავშვს ელოდები? გათხოვებაც მოასწარი თუ გაუფრთხილებელ ღამეს მოყვა საჩუქრად? -ამაზრზენეად ჩაიცინა და შამპანიურით სავსე ჭიქა მოიყუდა. გული მეტკინა, მიუხედავად იმის, რომ მისგან, არცერთ ნორმალურ სიტყვას არ ველოდი, მაინც მეწყინა. თვალები ძლიერად დავხუჭე და ვეცადე არ ავყოლოდი. უბრალოდ გავუცინე და გაცლა ვამჯობინე. მუცელუსკენ ხელი წამოიღო, მე კი ინსტიქტურად გავიწიე რამდენიმე ნაბიჯით უკან. თავი უარის ნიშნად გავუქნიე და ისევ "გავუღიმე"
- ცუდი აურისგან ვიცავ ნინა- ირონიულად წარმოვთქვი
-იზი ახლა უნდა ვიგებდეთ, რომ ორსულად ხარ?- გვერდით ამოუდგა "ბიცოლა" თავის საამაყო ქალიშვილს.
-რამე შეიცვლებოდა "ბიცო"? -ბოლო სიტყვები ირონიულად წარმოვთქვი და ვგრძნობდი უკვე მიჭირდა. ბოკალს დავწვდი და წითელი ღვინოით ნელა გავაჯერე სხეული. ერთი ჭიქა ნამდვილად მჭირდებოდა.
-ნინა რომ შენთან ყოფილიყო, ყურადღებას მოგაქცევდა. ამდენი ბიჭი ახვევია გარს, ხომ ხედავ მაგრამ ჩემი ნინა სწავლაზე ფიქრობს. შენც რომ ასე მოქცეულიყავი კარგი იქნებოდა- მზრუნველი ხმით დამიწყო თავის შვილის ქება. მათი წყალობით, ჩემში ელვის სისწრაფით დაგროვილი ემოციები, როგორმე უნდა გამომეშვა, თორემ ვგრძნობდი ცუდად გავხდებოდი. ნინას ყურადღების მისაქცევი რომ ვინმე გახდება, გავივლე გონებაში და ხმამაღლა, გულით გამეცინა.
-ნინას თქვენ მიაქციეთ ყურადღება მე კი აქამდე ჩემით ვიყავი და ახლა მითუმეტეს არავინ მჭირდებით. მყავს გვერდით ის ადამიანები ვისაც ვუყვარვარ და ვინც მეც მთელი გულით მიყვარს, სეიძლება სულ რამოდენიმე ადამიანია მაგრამ იმაზე გაცილებით მდიდარი გულით, ვიდრე თქვენ, ჩემი სისხლი და ხორცი-ამაყად მივმართე ნინას და კაბის ბოლოს ხელი მოვკიდე ოდნავ.
-ის მაინც თუ იცი ვინაა მაგის მამა? -ამაზრზენი მზერით დამხედა მუცელზე, მე კი თვალები ცრემლებით ამევსო. თავი დავხარე...
ვიგრძენი თუ არ გავეცლებოდი, მოთმინება გამომელეოდა, თავი გვერდით გადავხარე და ღრმად ამოვისუნთქე
-იზ სად დამეკარგე? -მოულოდნელად გავიგე ალექსის ხმა, წელზე ხელი შემიცურა და ჩემს გვერდით დადგა. შევკრთი... არ მეგონა თუ მოვიდოდა, მითუმეტეს ახლა. თვალებში შევხედე და თავი დავხარე, ზუსტად ვერ გეტყვით რას ვგრძნობდი. ის იყო ადამიანი რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად საჭირო იყო. თავს მაინც იღბლიანად ვთვლიდი, იმის გამო რომ ქონდა ნებისყოფა, თვალი დაეხუჭა ჩემს წინდაუხედაობაზე და ჩემთან ყოფილიყო. ჩემს წინ მდგარ დედა-შვილს ინტერესით გავხედე. იმაზე მეტი გაღიზიანება ვიგღძენი ნინას მიმართ, ვიდრე აქამდე, თვალებით ჭამდა ალექსს, მე კი ეგოისტურად არ მსიამოვნებდა.
-გამარჯობათ-თავაზიანად მიესალმა, ხელი ოდნავ მომიჭირა წელზე და ახლოს მიმწია.
-ჩვენ იზის ნათესავები ვართ, მე ნინა-საშინლად ფაიწელა მე კი "ნათესავის" გაგონებისას ირონიულად გამეცინა.
-სასიამოვნოა. ალექსანდრე!-მკაცრი ხმით მიუგო და ხელი ჩამოართვა ორივეს. შემდეგ კი მე მომიბრუნდა-იზ ხომ არაფერი გინდა?
-არა, გმადლობ-ოდნავ გავუღიმე და წასასვლელად მოვემზადეთ, როცა ნანამ გაგვაჩერა
-ალექსანდრე სწორედ ახლა ვეუბნეოდით იზის, რომ აჯობებდა ნინასთან ეცხოვრა, ჩემი გოგონა ძალიან სერიოზულია და ადვილად არავის ენდობა, იზისგან განსხვავებით-დაიწყო ისევ ხელახლა ნოტაციების კითხვა.
-რას გულისხმობთ ქალბატონო?- მომთხოვნად ჩაეძია, მე კი უკვე ჰაერი არ მყოფნიდა
-მის მდგომარეობას ჩემო კარგო. ცხრამეტი-ოცი წლის ასაკში რომ ბავშვს უმამოდ გაზრდი არაა ადვილი.-ვიტომ სინანულით გადააქნია თავი და ამდენი ხნის შეკავებულმა ნერვებმა, უკვე იფეთქეს
-გეყოფა ნანა, გეყოფა. როდის ერთხელ დაინტერესებულხართ ჩემით. თქვენი გასაზრდელი არ იქნება ჩემი პატარა და ამიტომ ნერვები დაიწყნარეთ. მამა არ ყავს? მერე...-კიდევ გავაგრძელებდი, ალექს რომ არ გავეჩერებინე
-ქალბატონო ნანა,გატყობთ ვერ მიცანით! რატომ გგონიათ რომ იზის ბავშვი უმამოდ გაიზრდება? აბა აქ რისთვის ვარ? ჩემს საყვარელ ადამიანზე და მითუმეტეს ჩემს სისხლზე უარს არასოდეს ვამბობ, თქვენგან განსხვავებით სერიოზულო ხალხი!-მკაცრად წარმოთქვა და უფრო ახლოს მიმიკრო. გული ყელში მქონდა გაჩხერილი. ცრემლები მომდიოდა და არც ვცდილობდი მომეშორებია.ამაყი ვიყავი, რომ გვერდით ალექსი მყავდა, მაგრამ ამავე დროს თავს საშინლად ვგრძნობდო, რადგან მისი სიტყვები სრული ჭეშმარიტება არ იყო.
-შეუძლებელია-გაკვირვებულმა წამოძახა ნინამ- შენ ექიმი არ ხარ? შენ ვერ იქნები იზისთან... ეს ამას არ იმსახურებს-დაუფიქრებლად წამოისროლა ის, რაც იმ წამს იფიქრა. წარბის აწევით გახედა ალექსმა, მე კი ისტერიული სიცილი დავიწყე
-რატომ ნინა? შენ ჩემზე კარგი ხარ და ალექსი შენს გვერდით უნდა იდგეს? შენ შენი ბიძაშვილი არ გინდა და სხვა გენდომება? ამაზრზენი ხარ-ბოლო სიტყვები კბილებში გამოვცერი და ალექს მხარზე დავადე ხელი
-წავიდეთ ალექს რა... დავიღალე უკვე-სერიოზულად მინდოდა იქიდან თავის დაღწევა
-კარგი, წავიდეთ იზი-თავზე მომკიდა ხელი, შუბლზე მაკოცა და ნეფე-დედოფლისკენ მანიშნა დავემშვუდობოთო, მეც თავი დავუქნიე და ასეც მოვიქეცით. ბოდიშიც კი მომიხადა ლელამ, რომ არ დამეპატიჟა ხომ იცი მთელს სოფელს მოსდებდნენ და თან არ გამოვიდოდაო. პასუხად უდარდელად გავუღიმე და შენობაც დავტოვეთ.
-ალექს! მაპატიე იქნებ შენ დარჩენა გინდოდა. არც დავფიქრებულვარ. მიდი წადი და მე ტაქსით წავალ. გთხოვ-მანქანასთან მისული მოვუტრიალდი
-იზი სულელობ. უშენოდ იქ რა მინდა?-ოდნავ გამიღიმა და ახლოს მოვიდა. სწორედ მაშინ ვიგრძენი ჩემი პატარას მოძრაობა და ხელი წავივლე მუცელზე, ალექსიმაც იგივე გაიმეორა. უცბად ავწიე თავი და მზერა რატომღაც ალექსის ზურგსუკან გამექცა. ნათლად დავინახე კარში მდგარი ნინა როგორ გვაკვირდებოდა.
-ნინა გვითვალთვალებს-ჩუმად ჩავილაპარაკე და ალექს შევხედე-წავიდეთ
-ხოო? -ისე მკითხა არც შეტრიალებულა უკან. ნელა გადამიწია თმები ყურზე და ნაზად მომეფერა სახეზე.
-რას ...
-არ თქვა! -უცბად გამაჩუმა, თეძოებზე ძლიერად მომკიდა ხელი და სხეულზე ამიკრო. თავბრუდახვეული ვერ ვხდებოდი რა გამეკეთებია, ხელები კანკალით დავადე მკერძე და ვნებამორეულ თვალებს ძლივს გავუსწორე მზერა.
-ალექს! არ გინდა... ნინას გამო არა...-ძლივს ვიბრუნებდი პირში ენას, სიტყვების სათქმელად. ნინას გულისთვისაც კი თანახმა ვიყავი ამ კოცნაზე მაგრამ რაღაც მაკავებდა
-ჩემი და შენი გულისთვის? ლიზისთვის?- ცალი ხელი კისერზე მომხვია და ყელისკენ ნელა დაუყვა. კითხვით სავსე თვალები მივაპყარი, მიმიხვდა... ნელა დაიხარა და ტუჩებთან ამოიჩურჩულა
-თუ არ მაკოცებ, ელამი გეყოლება -ოდნავ ეშმაკურად ჩაიცინა, უფრო ახლოს მიმწია და ტუჩებზე დამწვდა.კიდევ ერთხელ გადავეშვი უმისამართოდ. უცხო, მაგრამ საერთოდ მგრძნობიარე სამყაროში. თავიდან ჩემი გონება ჩემთან იყო, მაგრამ ალექსის მგრძნობიარე ტუჩებსჩემთან ერთად მანაც ვეღარ გაუძლო და დამტოვა. ხელი კისერზე შევუცურე და კოცნაში ავყევი, უფრო გათამამდა და კოცნაც გააღრმავა...თვალების გახელა და შეწინააღმდეგება მინდოდა, არა, უფრო ვფიქრობდი რომ უნდა გავჩერებულოყავი, მაგრამ სურვილს ვერ ვერწოდი, ვერ ვეწინააღმდეგებოდი. წელზე ძლიერად შემომხვია ხელი და მანქანისკენ მიბიძგა, ახლოს მიმიყვანა და ცალი ხელი კაბის გულისკენ წაიღო, ტუჩები კი კისერს ჩააყოლა. სიამოვნებისგან რამდენიმე ბგერა უნებლიედ მოწყდა ჩემს ბაგეს და ალექსიც გაჩერდა.
ვგრძნობდი არც მისთვის იყო ადვილი გაჩერება. ორივე ღრმად ვსუნთქავდით. დაბინდული თვალებით შევხედე, თავი დაეხარა, მე კი ისევ მის კისერზე მქონდა ხელები მოხვეული. ვეღარ გავუძელი, ჩემსკენ მოვიზიდე და ძლიერად ჩავეხუტე
-იზი... წამოდი სახლში გაგიყვან-ჩუმი ხმით ჩამჩურჩულა, რამდენიმე წუთის შემდეგ და მივხვდი, რომ სულ სხვა რამ მითხრა, ვიდრე ფიქრობდა. თავი ოდნავ დავუქნიე და სახლისკენ გავემართეთ ისე, რომ რესტორნის შესასვლელისკენ არცერთს აღარ გაგვიხედავს.


_______
მოვედი და იმედია მოგეწონებათ... მადლობები ბევრი და ბოდიშები უდიდესი.
მიყვარხართ და მიხარიხართ



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან მააგრი იყო რაა
არ ვიცი როგორ წარიმარტება ამათია ურთიერთოა მაგრამ ძალიან მომწონს ალექსანდრეს პერსონაჟი..
გელოდებიიი

 


№2  offline წევრი mia15

კარგი იყო.მომწონა ველოდები შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი kethrine

nawkas12345
ძალიან მააგრი იყო რაა
არ ვიცი როგორ წარიმარტება ამათია ურთიერთოა მაგრამ ძალიან მომწონს ალექსანდრეს პერსონაჟი..
გელოდებიიი

ნათი შენც მკითხულობ? არ გელოდი... გამეხარდი საშინლად ❤❤❤❤ მადლობა ჩემო კარგო უღრმესი... ვეცდები არ გაგიცრუო იმედები. მადლობა კიდევ ერთხელ

mia15
კარგი იყო.მომწონა ველოდები შემდეგ თავს

მია... ❤❤❤❤❤ პირველ რიგში მადლობა რომ მკითხულობ და მადლობა რომ აზრიც გამიზიარე. დედა რავა გამახარეთ თქვენ მე... მადლობა კიდევ ბევრი საყვარელო.
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე აქ რომ მყავდე კოცნით გაგგუდავდი.ეს რა მაგარი თავი იყო ქეთ.სასწაული გოგო მყავხარ რა.ვაიმეეეე კიდევ ემოციებში ვარ და რა ვთქვა არც კი ვიცი.და მა მუნ ჯეეეე.მაგარი ხარ შენ
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი kethrine

La-Na
ვაიმე აქ რომ მყავდე კოცნით გაგგუდავდი.ეს რა მაგარი თავი იყო ქეთ.სასწაული გოგო მყავხარ რა.ვაიმეეეე კიდევ ემოციებში ვარ და რა ვთქვა არც კი ვიცი.და მა მუნ ჯეეეე.მაგარი ხარ შენ

ჩემი ღიმილის, სიხარულის და სითბოს მიზეზი ხარ. როგორ მახარებ და მაბედნიერებ ხოლმე ლან... ჩემი გოგო, მადლობა უღრმესი ასეთი ტკბილი და თბილი სიტყვებისთვის. ჩემი პოზიტივი და სტიმული ხარ❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№6 სტუმარი No oon

Vaime rame tu moniyvand xasiatze ar megona .... Shen ro at myavde rq neshveleboda seriozulad? Icibra kargi iyo? Qi dzalian dzalian.... Ninas gavputav ertxelac raa ra ar asvenebs. Bogma eg........ Dzliivs davybit magtam calcalke rato vcxovtobt 3 wlis mere?

 


№7  offline წევრი kethrine

No oon
Vaime rame tu moniyvand xasiatze ar megona .... Shen ro at myavde rq neshveleboda seriozulad? Icibra kargi iyo? Qi dzalian dzalian.... Ninas gavputav ertxelac raa ra ar asvenebs. Bogma eg........ Dzliivs davybit magtam calcalke rato vcxovtobt 3 wlis mere?

ჩემი დაკვირვებული გოგო ხარ შენ... სულით და გულით მიხარია, თუ მასეთი სიტყვები დავიმსახურეთ მე და ჩემმა ისტორიამ. მადლობა კარგო უღრმესი. ისეთი გაბრწყინებული ვარ სიტყვები არ მყოფნის. ვნახოთ აბა მომავალში რა მოხდება... ისე კი ავღნიშნე მალე დამთავრდებათქო მაგრამ არ გამომდის მგონი მასე. არ მინდა მშრალი და მიფუჩეჩებული გამომივიდეს. მადლობა კიდევ ერთხელ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№8 სტუმარი Guest shorena

როდის დაიდებაშემდეგი?

 


№9  offline წევრი kethrine

Guest shorena
როდის დაიდებაშემდეგი?

ძალიან ძალიან ვეცდები რომ ხვალისთვის იყოს,თუმცა ვერაფერს შეგპირდები. არ მინდა დაგპირდეთ და მერე ტყუილი გამომივიდეს. მადლობა შორენა რომ მკითხულობ ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent