შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაქირავებული მკველი


28-07-2017, 12:13
ავტორი Tekla99
ნანახია 1 818

სავაადმყოფოს ეზოში იყურებოდა და ხედავდა როგორ მოთქვამდა ქალი, საიდან ეშოვა ფული. იქვე ორი პატარა ბავშვი ჩამომსხდარიყო. ფეხები თავისით წავიდა იმ ქალისკენ.
-რა დაგემართათ? კითხა სარამ.
-შვილო მეუბნებიან რომჩემი შვილის გადასარჩენად ორასი ათასი დოლარი უნდა გადავიხადო ლარი უნდა გადავიხადო. მითხარი საიდან მოვიტანო? ყველაფერი რომ გავყიდო რაც გამაჩნია მაინც ვერ გავწვდები... ტირილს აგრძელებდა ქალი. ბავშვებს რა ვუთხრა? და ორ დანაღვლიანებულ ბავშვს შეხედა. სარას გაახსენდა რომ თან 50 000 ლარი ქონდა. ამოიღო და ქალს ხელში ჩაუდო.
-ბანკის ანგარიში მითხარით და დანარჩენს შემდეგ გადმოგირიცხავთ.
-არა შვილო არა ამდენი ფული როგორ გამოგართვათ.
-უბრალოდ ქენით სიკეთე და შანსი მომეცით ჩემი დანაშაულები გამოვისყიდო.
ქალმა სარა გულში ჩაიკრა და ახლა სიხარულის ტირილი აუტყდა. სარამ ისეთი სითბო იგრძნო, აკანკალდა. პირველად მაშინ მოუნდა უფასო საავადმყოფოს გახსნა. მის სიცოცხლეში მიზანი გაჩნდა. სიკეთის ძალა იგრზნო და ახლა თავს უძლეველად გრძნობდა. მერე მხარზე პატარა ხელის შეხება იგრძნო, გაიხედა და ულამაზეზ პატარა გოგოს თვალებს წააწყდა.
-მადლობა დეიდა. მადლობა? ეს ხომ მისთვის არავის უთქვამს,და მაიმც რა სასიამოვნო გრძნობა იყო როცა რაღაც კარგს აკეთებ. ახლა ქუჩაში მიდიოდა და სიცოცხლის მიზანიც ქონდა და ბედნოერებასაც გრძნობდა. ეგონა დაფრინავდა. ბანკში მიდიოდა და თავისი მშობლების სახლი ჩადო, ფული სრულად ეყოფოდა იმ გოგონას გამოჯანმრთელებას. შემდეგ კი ქალს გაუგზავნა. ერთი თვე დარჩენილი ფულით გაატარა,ხშირად ეხმარებოდა მათხოვრებს.მაგდონალდში ჭამდა,ფილმებს უყურებდა და უბრალოდ ცხოვრებისფან სიამოვნებას იღებდა. როგორ შეეძლო ამ გოგო ასე ლაღად გაეგრძელებინა ცხოვრება ამ ყველაფეის შემდეგ. საოცარი თვითაღდგენის ფუნქცია ქონდა, ზოგჯერ დაფიქრდებოდა მგონი ტერმინატორი ვარო. ნელ ნელა ზაფხულიც დადგა. სამსახურის ძებნა გადაწყვიტა. ინტერნეტში დაიწყო ძებნა და ვერაფერს წააწყდა ისეთს უმაღლესი განათლება რომ არ მოეთხოვათ. წამოდგა, ჩაიცვა რაც კი ნორმალური ქონდა და ტურისტული კომპანიისკენ გაემარართა. ბოლოსდაბოლოს მსოფლიოში ადგილი არიყო მას რომ არ ენახა, 5ენაზე საბრობდა და ყველა ქვეყნის ისტორიისა და კუკტურის შესახები ყველაფერი იცოდა. ჰოლში უთხრა გასაუბრებაზე ვარო, მაგრამ არ შეუშვეს.
-მაშინ აქ დაველოდები უფროს! მტკიცედ განუცხადა.
-როგოეც გინდათ მაგამ CV-ის გამოგზავნის გარეშე გასაუბრებაზე ვერ შეგიშვებთ.
ამდროს კომპანიის დამფუძნებელი შემოვიდა.
-გამარჯობათ ბატონო ილია. მაშნვე ფეხზე წამოდგა თანამშრომელი.
-უფროსი თქვენ ხართ?
-თქვენ კი გასაუბრებაზე ხართ მოსული არა? შეგიძლიათ კადრების განყოფილებას მიმართოთ.
-არა მე თქვენთან მინდა საუბარი.
-მე ძალიან დაკავებულივარ!
-დაგელოდებით. არ ეშვებოდა სარა. -სამსახური ძალიან მჭირდება.
-დღეს ჰავაიზე მივემგზავრები. გულის ჯიბიდან რაღაც ბარათი ამოიღო და გაუწოდა. -აი ამ სასტუმროში ორი თვე იქ ვიქნები. იქ შემხვდი და სამსაურში ყველა კრიტერიუმის გარეშე აგიყვან.
-ამ სასტუმროში ნამყიფივარ ღამე 200$ ღირს მე კი საჭმლის ფულიც არ მაქ! პრეტენზიით მიუგო სარამ.
-ამ კომპანიაში კი ხელფასი ძალიან ბევრი გექნება, ასერომ მოინდომე... ილია ყიფიანი იკითხე.
კაცმა ეს ყველაფერი იმიტომ უთხრა, რომ დარწმუნებული იყო ეს გოგო იქ ვერ ჩავიდოდა
-მძოლი მაიმც არ გჭირდებათ? ან დაცვა?
-შენ? თვალი შეავლო კაცმა გოგოს.
-ჰავაიზე შევხვდებით. კარგად ბრძანდებოდეთ! თავდაჯერებულმა მიუგო სარამ და ზუსტად იცოდა რომ აუცილებლად შეხვდებოდა. თავის პატარა, ჭუჭყიან ბინაში მივიდა და განცხადებებს ისევ გადაავლო თვალი. დაახლოებით ორი თვე ქონდა რომ ჰავაიზე ასამგზავრებლად ორი ათასი დოლარი მაინც
ეშოვა. განცხადება: ,,დამლაგებელი + საჭმლის მომზადება, სამუშაო ადგილზე ცხოვრებით, თვეში 800ლარი" ჰმ ჯერ ჯერობით მშვენიერია,გაიფიქრა სარამ. მერე თავისი სახლი მიალაგა და გასაქირავებლად დადო. შემდეგ დამლაგბლის თაობაზე დაწერილი განცხადების ავტორს დაურეკა და შეხვედრაზე შეთანხმდნენ. დაჩა იყო, ხუთი ძმაკაცი გადასულიყო დროებით, დასასვენებლად და დამლაგებელი სჭირდებოდათ. ახალგაზრდა გოგოს დანახვამ ყველა გაახარა, მაშინვე წამოვიდა რეპლიკები და კომენტარები, სარას ამისთვის დიდი ყურადღება არც მიუქცევია. ფული სჭირდებოდა და სხვა არაფერი ანაღვლებდა.
-მესაბა ვარ, ეს სოსოა, გიო, ზურა და ვახო. შენ? უთხრა ერთერთმა.
-მე სარა.
-მოდი დაჯექი და საქმეს მერეც მოასწრებ. უთხრა გიომ.
-მოგვიყევი შენზერამე. თქვა ზურამაც.
-მოსაყოლი არაფერი მაქ.
-კარგი როგორც გინდა. უთხრა ვახომ.
-სულ ასეთი უხასიათო ხარ? კითხა სოსომ.
-კი. ისევ უხეშად უპასუხა სარამ.
იმ დღეს ბევრი იმუშავა, სახლიც დაალაგა, ეზოც და საჭმელიც მოამზადა.
ერთიკვირა გავიდა რაც მათთამ მუშაობდა. მეორე საღამოს სოსო 16წლის ძმა ნახა როგორ ვარჯიშობდა იარაღის სროლაში, მაშინვე მასან მივიდა.
-რას აპირებ? კითხა ღიმილით სარამ.
-სპეცრაზმში ვაპირებ წასვლას ა რავიცი...
-შეიძლება? იარაღზე მიუთითა სარამ. 10დან 10ში გაარტყა სარამ.
-როგორ? გაოგნა ანდრო.
-შენზე პატარა ვიყაი ვარჯიში,რომ დავიწყე.გაგანდოთ საიდუმლო ბატონო ანდრია?
-გევედრებით. აყვა ანდროც.
-საიდუმლო მშრალ ვარჯიშშია. არაა საჭირო ტყვია ისროლო მთავარი იარაღი შეისწავლო, იგრძნო ყოველი შეხება,
-და ეს როგორ?
-ჯობია იარაღს ლულაზე ზემოდან მასრა ან რამე მსგავსი დაადო და სახლეტს თითი ისე გამოკრა, რომ არ ჩამოვარდეს... უხსნიდა სარა, ამდროს სოსომ მოუსწრო და გაეღიმა სარას ასეთ პროფესიონალიზმზე. ერთმანეთს გამოელაპარაკნენ და როგორც აღმოჩნდა სოსო რაღაცაზე ძალიან წუხდა.
-თუ გინდა მითხარი, იქნებ დაგეხმარო. გულწფელად უთხრა სარამ.
-არ ყოფილხარ ისეთი საშინელი როგორიც ჩანხარ ხოიცი.
როგორც სხვა ნათქვამებს,ისე არც ამას ქონდა სარასთვის მნიშვნელობა, ამიტომ კამათის დაწყებას არ აპირებდა. უბრალოდ რამდენიმე წამი უყურა სოსოს და მიტრიალდა.
-შვილს ველოდები მეკიდე არვიცი რა ვქნა. თქვა სწრაფად და დაძაბულად სოსომ.
-რ აუნდა ქნა და ის გოგო კიბიდან არ უნდა დააგორო!
-ანუ ... დაიბნა სოსო. -იმის თქმა გინდა, რომ აბორტის გაკეება არ უნდა ვუთხრა?
გაურკვევლად საუბრობდა სოსო.
-შენრ აბორტის შეთავაზებას აპირებდი?
-არა ჰო არვიცი.
-ახლა უნდა ადგე იმ გოგოსთან მიხვიდე და ყელაფერი უყიდო რაც ჭირდება,ისიც რაც არ ჭირდება და უბრალოდ უნდა. მუცელზე მოეფერო და დაელოდო როდის გაჩნდება შენი შვილი. ეცადე ყველანაირად შეუწყო ხელი, ბოლოსდაბოლოს ორივეს შვილი არაა?
-ხო მართალიხარ... წაიბუტბუტა, ფიქრში გართულმა, რომ შვილი ეყოლებოდა. მართლაც დაუჯერა სარას და იმ გოგოსთან წავიდა.
ერთხელაც,სამზარეულოდან გამოსულს, მისაღებში ლუკა დახვდა.
-ბიჭებო საჭმელი... სიტყვა შუაზე გაუწყდა სარას. ფერი დაკარგა და თავბრუ დაეხვა.
-გამარჯობა სარა! ნიშნის მოგებით უთხრა ლუკამ.
-გა მ არ ჯობ ა . ძლივს თქვა სარამ. ოთახიდან გასვლას აპირებდა როცა ლუკამ მკლავში ხელი სტაცა.
-ერთი წუთი შენთან სალაპარაკო მაქ.
-რაგინდა?
-დიტოს ვეძებ. ამ კითხვაზე ცივმა ოფლმა დაასხა სარას, არ უნდოდა დიმიტრის სიკვდილი, ის ხომ მისი ერთადერთი მეგობარი იყო...
-რაში გაინტერესებს?
-დაწყებული საქმე უნდა დავასრულო.
-მეზიზღები. გამწარებულმა გამოსცრა კბილებიდან სარამ. ერთი წამით მაინც ქონდა იმედი,რომ მისი აქ მოსვლის მიზეზი მნატრება იქნებოდა, მაგრამ შეცდა.
(ბიჭები, რომ მიხვდნენ საუბარი ძალიან პირადულში გადადიოდა, ოთახიდან შეუმჩნევლად გაიკრიფნენ)
-სარა გეყოფა! არ გინდა ვილაპარაკოთ?
-რაზე ლუკა? რა დაგბრჩენია?
-ჩვენ შვილზე სარა!
-რომელიც მოკალი? ცინიკურად შეავლო თვალი ლუკას.
-აი სწორედ მაგაზე!
-არა ლუკა არა არმინდა მე არაფრის მოსმენა, რა უნდა მითხრა? თავი უნდა იმართლო?
-არა უბრალოდ ბოდიშის მოხდა მინდოდა.
ამ ბოლო დროს ყველაფერი პირველად ხდებოდა სარას ცხოვრებაში. ესიამოვნა კიდეც ლუკას გულწრფელი ბოდიშის მოსმენა, მაგრამ არა ეს ტკივილს ვერ გაუყუჩებდა. სახე ისეთი ცივი ქონდა, როგორიც პირველი შეხვედრისას. ისევ ვერაფერს გრძნობდა, ისევ არ ადარდებდა მისი აზრი და ისევ დიტოთი დაიწყო საუბარი.
-ლუკა... დაიწყო მშვიდი ხმით. არ შეგიძლია ჩემი ცხოვრებიდან გაქრე?
-დავიჯერო არაფერს გრძნობ? არ მოგენატრე? ჩემზე არ ფიქრობ?
-როგორი არასწორი წარმოდგენა გქონია ჩემზე. მე ის გოგო არ ვარ ბავშვობაში ბარბებით, რომ თამაშობდნენ, მოზრდილოისას ყოველღამე თავის პრინცზე, რომ ოცნებობდნენ და ლამაზ სიტყვებზე ჭკუას რომ კარგავენ.
-ლამაზი სიტყვები არც მე მითქვამს შენთვის. ჩვენ ურთიერთობაზე არასდროს გვისაუბრია.
-შენ დიტოზე სალაპარაკოდ არ მოხვედი? ირონიულად უთხრა სარამ, რომ ეს რომანტიკული საუბარი შეეწყვიტა.
-რავიცი გინდა?
-მარტო ის მინდა რომ შემეშვა. ახლა უკვე ძალიან მკაცრი იყო სარა.
-ნახვამდის! შეუღრინა ლუკამ.
დაიღალა... აქ გაჩერება და სახლის დალაგება აღარ შეეძლო. ბიჭები, რომ შემოვიდნენ დივანზე იყო გადაწოლილი და სამყაროს გამოთიშოდა.
-სამსახურიდან მივდივარ! თქვა სარამ.
-კარგი... ყიყმანით თქვა სოსომ.
-მაგრამ რატომ? კითხვა ვახომ.
-მომბეზრდა?
-ჰავაიზე წასასვლელი ფული? იკითხაზურამ
-ბინას გავყიდი. უცებ გონება გაუნათდა სარას, -და საერთოდ ეს აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე? თავისთავს კითხა სარამ.
-რამდენი გჭირდება ჰავაიზე წასასლელად? კითხა სოსომ.
-2000$ მინიმუმ. ამოიოხრა სარამ. სოსო ადგა და ხუთწუთში უკან დაბრუნდა.
-ეს აიღე. უთხრა და კონვერტი გაუწოდა.
-რა? დაიბნა სარა.
-ჰავაის ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და 5000$. გეყოფა არა?
-არა... ანუ ? ახლა სარა ბუტბუტებდა დაბნეული.
-შენთან ვალში ვარ. დამიჯერე რო გეუბნები და გამომართვი.
-მადლობა. უთხა და მოეხვია.
-მაგრამ არ დამიმსახურებია. თუ გინდათ სანამ ახალ მოსამსახურეს იპოვით დავრჩები. შესთავაზა სარამ.
-არგვინდ წადი, ფრენა დღეს საღამოსაა.
ყველას დაემშვიდობა, შემდეგ ტანსაცმელიიყიდა,მაგრამ არამატელიალისტი იყო, მხოლოდ მოვალეობისთვის ყიდულობდა. ახლა ხომ სხვა ცხოვრებით უნდა ეცხოვრა. ჯერ ჯერობით მიზნის განსახორციელებლად ყველაფერი ხელს უწყობდა. აეროპორტში ლუკა დახვდა. მის დანახვაზე მუცელში რაღაც იგრძნო, მერე ააკანკალასავით, თვითონაც ვერ ხვდებოდა ეს რატომ ემართებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ და ლუკასაც იგივე ემართებოდა. საოცარ მიზიდულობას გრძნობდა ამ გოგოს მიმართ.
-აქ რა გინდა? კითხა სარამ.
-შენ სანახავად მოვედი.
-ხოდა ხო მნახე, ახლა გამატარე.
-ასე ნუ მეუხეშები.
-კაი. უთხა აგდებულად და ძალის გამოყენებით დააღწია ლუკას თავი.
-ჰავაიზე მეც მოვდივარ.
-კაი. იგიბენაირად გასცა პასუხი სარამ.
-დიდი ფრენის შემდეგ როგორც იქნა ჩავიდნენ. მთელი ფრენა ყურადღებას არ აქცევდა სარა ლუკას.
-ლუკა გეყოფა კუდში დევნა.გაბრაზებულმა უთხრა სარამ.
-უკაცავად მაგრამ თქვენ არავინ დაგდევთ. თავის ჭკუით გააღიზიანა სარა.
-მე სასტუმრო "Grandhotel" ში მივდივარ. უთხრა ლუკამ.
-მეც.
-ახლა ვიმ დამსდევს კუდში.
-შენ ხო არ უბერავ, წაოსვლამდე დავჯავშნე.
-სარა რატო გამირბიხარ? რატო არ გინდა ადამიქნურად დამელაპარაკო?
-ადამიანურად ადამიანებს ველაპარაკები! მკაცრად უთხრა სარამ.
-შენ ვიზე რას ამბობ... უთხრა ლუკამ და მაშინვე ინანა. ეს ხომ უკვე გაიარა, რამ ათქმევინა.
-მაინც ვერ ინელებ არა მკვლელთან რომ იწექი და საკმაოდ თბილი ურთიერთობა გქონდა? დაუსისინა სარამ. ლუკას პასუხს არცალოდებია ტაქსი გააჩერა და წავიდა.
სასტუმროში მისულმა მაშინვე ილია ყიფიანი იკითხა და მისი პენტჰაუსის ადგილსამყოფელიც მიასწავლეს.
კარები ერთმა სიმპატიურმა, შავგრემანმა ბიჭმა გაუღო.
-უკაცრავად ბატონ ილიას ვეძებ.
-გასულია, შეგიძლიათ დაელოდოთ.
-არა იყოს მერე მოვალ.
-სასტუმროში ძნელად თუ დაიჭერთ ასერომ თუ ნახვა გინდათ ჯობია დაელოდოთ.
-კარგი. დათანხმდა სარა.



№1  offline წევრი Tekla99

III თავია გამომრჩა სათაურშიიიი

 


№2 სტუმარი MJ

ვგიჟდები ამ ისტორიაზე. მაინტერესებს ლუკას მიმართ რას რძნობსს

 


№3 სტუმარი M

Au rato agar deb momdevno tavs :(

 


№4  offline წევრი Tekla99

M
Au rato agar deb momdevno tavs :(

Gavagrdzeleb ert or dgeshi aucileblad davdeb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent