შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაქირავებული მკვლელი II თავი


25-07-2017, 16:40
ავტორი Tekla99
ნანახია 1 959

სარა ის ქალი არ იყო ვინმესთვის დახმაება ეთხოვა და თავისი ტკიილი ენახებინა, მაგრამ ახლა რაღაც მართლა სერიოზული ხდებოდა.
გონს საწოლზე მოვიდა და რაც პირველი თქვა იყო:
-აბორტს არ გავიკეთებ!მტკიცე იყო მისი გადაწყვეტილება.
-რაა? ენა პირში ჩაუვარდა ლუკას.
-არაფერი! უნდა წავიდე. ამსახლის მისამართი მითხარი ტაქს გამოვიძახებ. სრულიად მშვიდად ლაპააკობდა სარა.
ლუკას არ უნდოდა თემის გაღრმავება რადგან ეგონა სარა ბოდავდა ან თუ მართალი იყო ეს მისი შვილი არ იქნებოდა. არა არა არა შვილი არ ეყოლებიდა ქალისგან რომელიც მკვლელია. სარა გარეთ გავარდა, როცა ლუკა აზრზე მოვიდა.
-სად მიდიხარ? დაუყვირა და ხელში სწვდა სარას.-ორსულად ხარ?
-გამიშვიი. ღონემიხდილმა უთხრა ლუკას.
ნერვები მოეშალა ლუკას და სარას სახე ხელებში მოიქცია. და მაინც რა ლამაზი იყო ეს ქალი... თვალები...ტუჩები... საოცრება იყო... მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დროარ იყო.
-ჩემი შვილი არ იქნება! მტკიცედ თქვა ლუკამ.
-ხო არიქნება... ეს სიტყვები ისეთი ირონიით წარმოთქვა სარამ ლუკა დაეჭვდა.
-ათას კაცთან დაძვრები და რაღა მაინცდამაინც ჩემი იქნება. ამ სიტყვებით უფრო თავისთავს არწმუნებდა ლუკა.უცებ სარას სახე შეეცვალა და უკმაყოფილო თვალები ლუკას მიაპყრო.
-ჩემი შვილი არ იქნება გესმის?! უკვე ღრიალზე გადასულიყო ლუკა.
-მისმინე! თქვა სრულიად წყნარი ტონით სარამ. -არ აქვს მნიშვნელობა... არაფერს გთხოვ უბრალოდ შემეშვი მე თვითონ მივხედავ ჩემ შვილს.
ჩემ შვილსო?? როგორ თუ "ჩემ შვილს" თუ მართლა ლუკას შვილიცა რატომ უნდა გაზარდოს მხოლოდ სარამ.
-როგორ შეგეშვა თუ ჩემ შვილს...
-ჩამოყალიბდი რა გინდა ლუკა. გაბრაზებულმა უთხრა სარამ.
-რაიცი რომ ჩემია?
აშკარად აღიზიანებდა ეს კითხვა სარას, თავი დახარა და იატაკზე ჩამოჯდა.
-შენთვის რამის მტკიცებას არ ვაპირებ. თქვა ეს სიტყვები თითქოს დიდი გამბედაობა დასჭირდა ამისთვის და მძიმედ ამოისუნთქა. - მე ძალიან დავიღალე... ეს სიტყვები ისე გულუბრყვილოდ თქვა, რომ ლუკას ერთი წუთით მართლა შეეცოდა. სარამ ხელი მუცელზე გადაისვა და სახეზე უდიდესი სითბო აღებეჭდა... იმ წუთას ლუკამ რაღაც იგრძნო, რაღაც ისეთი რაც დადებითისკენ იხრებოდა.
-სარა... დაიწღო მშვიდი და გაწონასწორებული ტონით ლუკამ. -უბრალოდ მაინტერესებს მართლა ჩემი შვილია თუ არა გპირდები რომც არ იყოს მაინც გვერდით დაგიდგები...
-შენი შვილია ლუკა... შენი შვილი... ტყუილი არ მჭირდება. შენგან არაფერს ვიხოვ გარდა იმისა რომ ხელი არ შემიშალო...
-არა შენ არ გესმის! მე მინდა შვილი... და თუ მართლა ჩემი შვილია მინდა ღირსეული მამა ვიყო.
-გინდა რომ წამართვა არაა? უეცრად წამოენთი სარა.
-არა დამშვიდდი არავინ გართმევს. წამებში ისეთი თბილი გახდა ლუკა რომ თვითონაც გაუკვირდა.
-ჩემი შვილი გაიგებს ვინვარ და ჩემი შერცხვება. დაუფიქრებლად და მოწენილად თქვა სარამ. თვალები ისეთი ნაღვლიანი და უსასრულო ქონდა. ლუკას გული უკვდებოდა.არარსად ჩანდა სარას ირონია და უგრძნობლობა. -მკლელების შვილები ხომ მკვლელები იზრდებიან. აგრძელებდა ნაღვლიან საუბარს.
-იმისთქმა გინდა რომ შენი მშობლები?
-ჰო. სწრაფად უპასუხა სარამ, თითქოს არ უნდოდა ბოლომდე დაესრულებინა წნადადება ლუკას, არუნდოდა რომ ეს მოესმინა. -ეს აქედან მოაშორე. კოკაინზე მიუთითა ლუკას. ლუკამაც ისე შეასრულა ბრძანება თითქოს სარას მონაყოფილიყო.
-მეგონა უშვილო ვიყავი. თქვა სარამ.
-ჰა? რატომ?
-ჩემნაირებს შვილები არუნდა უნდებოდეთ. ძალიან მეძინება. უცებ მიაბა მეორე წნადადებაც, რადგან ლუკა მის სიტყვებს არ ჩასძიებოდა.
-დაიძინე მე უნდა გავიდე და მალე მოვალ. თუ გეშინია შემიძლია დავრჩე. ამ სიტყვებზე სარას სიცილი აუტყდა. და საერთოდ ბოლოს როდის გაიცინა,უცებ გაჩერდა და სახე უმეტყველო გაუხდა. თითქოს საკუთარმა სიცილმა შეაშინა.
-არმეშინია... რისი უნდა მეშინოდეს... ვისი უნდა მეშინოდეს. ერთადერდი ვისიც მეშინია საკუთარი თავია და მისგან ვერავინ დამიცავს.
ლუკა გარეთ გავიდა. თოვდა. დეკემბრის შუარიცხვებიიყო მაგრამ ლუკას საერთოდ არ ციოდა. მისთავს ისეთი რამ ხდებოდა, ისეთი რომ სიცივის დრო ნამდვილად არ ქონდა. მთვარეს ახედა, ფიფქებმა დუნამეს სახე და უცებ დაფიქრდა საკუთარ შვილზე. იყო კი მართლა მისი შვილი? ან მზად იყო თუ არა მამობისთვის? არა. ორივე კითხვის პასუხად გული არას პასუხობდა. მაგრამ უნდოდა თუ არა შვილი ამაზე პასუხი არ იცოდა. მერე სარაზე გადაერთო, რას გრძნობდა? ასეთი არეული არასდროს ყოფილა. მას ხომ ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრება ქონდა. კარგი ოჯახი, კარგი სამსახური,მეგობრები... დროდადრო კი უწევდა ვიღაცეების ჩამოშორება, მაგრამ მისი აზრით სინდისი მაინც სუფთა ქონდა, სარასგან განსხვავებით. ისევ გესლიანმა ფიქრებმა გაუელვეს თავში. სახლში დაბრუნდა, საძინებელში სარას ეძინა, მოკუნტულიყო, დაპატარავებულიყო და თითქმის გამქრალიყო. კარი გამოხურა და ბუხრის წინ ჩამოჯდა. მთელი ღამე ფიქრში გაატარა, ან რა დააძინებდა. არა დილით აუცილებლად გამოტეხავდა სარას იმაში რომ ორსულად მისგან არიყო. რადაც არუნდა დაჯდომოდა, აღარ შეიბრალებდა, ეყო ამდენი რაც ეფერა... ამ ფიქრებში იყო გართული სარამ რო გამოაღო კარები.
-როგორხარ? კითხა ინტერესით და სულ დაავიწყდა ის პირობა რაც ცოტახნისწინ მისცა თავს.
-ეს არასდროს არავის უკითხავს. ღიმილით უთხრა სარამ, მაგრამ ეს არ იყო ირონიული ღიმილი,ეს იყო გულწრფელი,ნამდვილი ღიმილი.
-სარა მიპასუხე! ისე წანოიყვირა ლუკამ სარას შეეშინდა კიდეც.-რა იცი რომ ჩემი შვილია.
-ლუკა 3წელია არავისთან ვყოფილვარ.
-და როგორ დაგიჯერო? სიმწრით გამოსცრა კბილებში ლუკამ.
-ასე ძალიან გინდა იმ ისტორიის მოსმენა რაც ასე მანადგურებს? კარგი მაშინ მისმინე... ნერვიულად დადიოდა სარა და ყვებოდა:
-როცა ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ, ერთმა ოჯახის მეგობარმა იკისრა ჩემი მეურვეობა იმ იმედით რომ ჩემ ქონებას დაეპატრონებოდა, ისე მზრდიდა რომ ობლობა არ მიგვრძვნია... 9წელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში გავატარეთ ყველა ქვეყნის კულტურა შევისწავლე, უდიდესი განათლება მომცა, ჩემზე ისე ზრუნავდა, რომ მართლა მამად მიმაჩნა... ერთხელაც სახლში უგონოდ მთვრალი მოვიდა... არვიცი რა ეტაკა ეს არასდროს უცდია მაგრამ იმ დღეს რამდენჯერმე გააკეთა. ამისმერე ყოველდე იმეორებდა, მეკი ვთვრებოდი რომ არაფერი მეგრძნო და მართლაც ასე იყო, მეორედღეს არაფერი მახსოვდა... ცოტახანს გაჩუმებულები მიშტერებოდნენ ერთმანეთს მერე კი ისევ სარამ თქვა: -ჩემი პირველი მკვლელობა იყო... არვიცი შენთან რატომ დავწექი, უგონოდ მთვრალი ვიყავი და არაფერი მახსოვს, მაგრამ ის ზუსტად ვიცირომ შენგარდა არავისთან ვყოფილვარ. აშკარად იმოქმედა ლუკაზე ისტორიამ, თანაც ისეთი გულწრფელი იყო სარა შეუძლებელია არ დაგაჯერებინა მისთვის.
-თუ არ გჯერა მე ამის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. სახლში დამაბრუნე მხოლოდ ამას გთხოვ.
-წაგიყვან ოღონდ ჩემ სახლში. უთხრა ლუკამ და სარას პასუხს არცკიდალოედებია, რომ მანქანაში ჩასვა.
უზამაზარ სახლში მიიყვანა, სადაც მარტო ლუკა ცხოვრობდა.
-ეს საჭირო არაა. წაიჩურჩულა სარამ.
-არის. მოკლედ და მკაცრად მოუჭრა ლუკამ.
ერთი კვირა გავიდა რაც ლუკასთან ცხოვრობდა.
სარა ერთ ღამეს საშინელმა ხმაურმა გააღვიძა. ხმა სარდაფიდან მოდიოდა,მაშინვე იქით გაექანა. ლუკას ვიღაც უბედური დაეჭირა და უმოწყალოდ ურტყამდა. ცოტახანი გაშეშებული უყურებდა სარა, მერე კი უცებ აზრზე მოვიდა და ლუკას შეჩერება სცაა.
-გაჩერდი... გეყოფა... ლუკაა!! ბოლოს ყვირილზე გადავიდა სარა. ლუკას ხელი სტაცა და თავისკენ მიიტრიალა.
-ლუკა აზრზე მოდი! მძიმედ სუნთქავდა ლუკა, სისხლი უდუღდა და ტვინი უხურდა. ხელი მოხვია და მიიხუტა. თავზე ხელს უსმევდა და ჩურჩულებდა: -დამშვიდდი დამშვიდდი. შეეშვი გთხოვ,გაუშვი ამის ხათრით! და ხელი მუცელზე დაადებინა.
ლუკამ თავი აწია და ოთახიდან გავიდა. სარა კი ლუკას ნაცემ ბიჭს მიუბრუნდა და სისხლიანი სახე გაუწმინდა.
-ძალიან გტკივა? შეებრალა სარას.
-არაუშავს. უხეშად უპასუხა ბიჭმა.
მეორე საღამომდე ერთმანეთი აღარ უნახათ, საღამოს კი ეზოში შეხვდნენ. სარამ თვალის არიდება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
-სარა! დაუძახა შორიდან. -დამელოდე!
-რაგინდა?
-რატომ გამაჩერე?
-იმ ბიჭმა რა დაგიშავა?
-ცუდად მოიქცა!
-ცუდად?
-ხო ცუდად. შენთვის რა მნიშვნელობა ქონდა?
-ჩემთის არაფერი. მისთვის ქონდა.
-რაღაც დამიშავა და ამისთვის პასუხი აგო.
-იცი ჩემი მშობლების მკვლელი დღემდე ცოცხალია. რამდენჯერმე მივედი მის სახლთან...
-მაგრამ?
-მაგრამ შურისძიების მომხრე არ ვარ.
-სასაცილოა ამის შენგან მოსმენა.
-ხო მე ხომ ხალხს უმოწყალოდ ვკლავდი. ირონიაში აყვა ლუკას.
სარა თავისკენ მიწია. მერე ლოყაზე აკოცა, მერე ტუჩებსაც მისწვდა...
ლუკა გრძნობდა, რომ ამგოგოში რაღაცის შეცვლა მოახერხა ან პირიქით სარა
მოახერხა მისი შეცვლა.
ერთხელ სარამ გადაწყვიტა იმის გამხელა, რომ დიმიტრი არ მოუკლავს, ამან კი საშინლაად გააბრაზა ლუკა.
-როგორ გაბედე ძუკნავ!ლუკა პირდაპირ ყელში წვდა სარას, ერთი წამით დაგვიანებით, რომ გაეშვა ხელი სარა აუცილებლად მოკვდებოდა.
-იცი რა?! თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ იმიტომ რომ სწორად მოვიქეცი...
ძირს დაეხეთქა და ძლივს სუნთქავდა, როცა ლუკა ისევ ეცა და თავი კედელზე მიახეთქა. სარაც არ დანებდა და იქვე მდგარი ლარნაკი გადაარტყა. თავს აცდა, მაგრამ ზურგი დაუზიანა. საშინელ მრისხანებას შეეპყრო ლუკა.
-გეყოფაა! დაიყვირა სარამ, -ბოდიშს არ მოგიხდი გესმის?
-როგორ გაბედე? ღრიალებდა ლუკა, ახლა ისევ ისე სძულდა ეს ქალი როგორც პირველად. ყელში წაეჭირა და ხელის გაშვებას არ აპირებდა. სარამ იქვე მდებარე დანას წაავლო ხელი და ლუკას ხელზე წაკრა,
ამის შემდეგ რაც ახსოვს ის არის, რომ კიბეზე მიგორავდა.
-რახდება? წამოიყვირა შეშინებულმა და სწრაფად წამოიწია, მაგრამ ღონე მიხდილი ისევ საწოლზე დაეშვა. საავადმყოფოში იყო, ირგლივ ლუკა და მისი მეგოვრები იყვნენ.
-სარა უნდა ვილაპარაკოთ. ისეთი ტონით თქვა ლუკამ რომ სარა შეშინდა. ოთახიდან ყველა გავიდა და ლუკასთან მარტო დარჩა.
-რამოხდა? სარა გაფითრებულიყო.
-სარა გუშინ... შენ... სიტყვებს ძლივს აბამდა თავს ლუკა. აშკარად ღელავდა თან ძალიან ღელავდა. -შენ მუცელი მოგეშალა. ვერ წაემოიდენთ რამხელა დარტყმა იყო ეს სარასთვის. უნდოდა მომკვდარიყო, გამქრალიყო აორთქლებულიყო. უცებ რაღაც სითხემ გაიკვლია გზა მის ლოყებზე... ნამდვილი მდინარე იყო, მერე სისველე ყელშიც იგრძნო... მერე ისევ იმ ნისლში ამოყო თავიდა საბოლოოდ ლოყაზე სიმხურვალე იგრძნო. ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო აზრზე. რაღაც ჭამდა შიგნიდან, მკერდის შიგნითრაღაც სტკიოდა, გული... გული იყო... სასოწარკვეთილმა ლუკას შეხედა მერე მუცელზე დაიხედა მერე უსასრულობაში დაიწყო ცქერა.
-ერთადერთხელ გამიჩნდა სიცოცხლის სურვილი და ისიც მალევე გაქრა. როგორ შეიძლება ჩემ დამპალ სხეულში ისეთ სიკეთეს ეცხოვრა როგორიც ჩვენი შვილი იყო. ტკივილნარევი ხმით ამბობდა სარა.ტიროდა სარა და არამარტო სარა მის წინ მჯდარ ლუკას ცრემლები ახრჩობდა. თავი ხელებში ჩაერგო და სარას სიტყვებზე ნელ ნელა ტყდებოდა. მაგრამ ახლა ამისდრო არიყო. ახლა სარაზე უნდა ეზრუნა, ახლა ის იყო პირველი, ახლა სარა უნდა წამოეყენებინა ფეხზე.
- სარა დამშვიდდი. სარასთან მიახლოვება სცადა როცა სარამ კივილი მორთო.
-მომშორდი, გაეთრიე!! ნაგავოო!
ექიმმა დამამშვუდებელი გაუკეთა და ისე გაითიშა რომ ღამემდე ეძინა. ლუკა მთელი დღე მასთან იჯდა და მის ნატანჯს სახეს აკვირდებოდა, დაღლილს, დათრგნულს და უკვე შეშლილს. ისე დამძიმებოდა გული რომ ვეღარ უძლებდა. დასალევად წავიდა... თავს დამნაშავედაც კი გრძნობდა, რომ ასეთ დროს სარას ტოვებდა, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა,რომ მას ეძინა და ლუკას იქ ყოფნას აზრი არ ქონდა. ღამე თორმეტ საათზე მიიდა საავადმყოფოში და ექიმებმა მაშინ აღმოაჩინეს რომ სარა გაპარულიყო. პოლიცია, ტელევიზია, სამაშველო სამსახურო... ყველა ჩაერთო სარას ძებნაში. ლუკა გიჟს გავდა, ადგილს ვერ პოულობდა, მის დამშვიდებას ცდილობდნენ, მაგრამ შეუძლებელი იყო, მხეცს დამსგავსებოდა, იღრინებოდა და ხელებს იქნევდა. ამ წამს ნებისმიერს მიახრჩობდა ვინც რამე ისეთს იტყოდა რაც არ მოეწონებოდა.
სარა სად იყო...? სულმალე ნამდვილად აღმოჩნდებოდა ტალღების მკლავებში. უსასრულობაში გადაეშვებოდა და ფრენას დაიწყებდა.თვალები დახუჭა და მოაჯირზე ხელების გაშვება გადაწყვიტა, როცა ხმა მოესმა:
-ეს გამოსავალი არ არის.
გიჟის სიცილი აღმოხდა სარას. ტკივილმა გააპო მისი სხეული და ახლა ისე ეჩქარებოდა გაფრენა, რომ არ შეეძლო ვიღაცისთვის ესმინა.
-შენ რაიცი? ირონიულად კითხა სარამ და ახალგაზრდა მამაკაცი აათვალიერა.ამ ჟესით აგრძნობინა,რომ იმ ტკივილს ვერასდროს ჩასწვდებოდა რასაც სარა გრძნობდა. სარას თმა მხრებამდე გაზრდოდა, მთვარის შუქზეც კი ოქროსფრად ბზინავდა, ქარი უფრიალებდა საავადმყოფოს თეთრ ხალათს.
-უბრალოდ მითხარი რისთვის გავაგრძელო სიცოცხლე და გავჩერდები? კითხა სარამ, რადგან ამ მომენტში პასუხის მოსმენა მართლა სურდა.კაცმა პასუხის გაემა ვერ მოასწრო, რომ ხიდს მანქანამოადგა და სივრცეში ლუკას ღრიალი გაისმა:
-სარა... სარა რას აკეთებ?
მის დანახვაზე სარა შეკრთა და მოაჯირს ხელები გაუშვა. პირველი წამი სასიამოვნო იყო. მეორე წამს რაღაც შეიცვალა, აი მესამე წამს კი მიხვდა სიცოცხლის სურვილი იმაზე
მეტად ქონდა ვიდრე ოდესმე და სწორედ მაშინ იგრძნო როგორ შეერია მისი სხეული წყლის მასას. სიღრმეში ჩავიდა და მის ძარღვებში ძალამ იფეთქა. ხელები მოიქნია და მაღლა ამოყვინთა, ძლიერი იყო მდინარის ძალა მაგრამ ძლიერი იყო სარაც. სარამ იგრძნო როგორ მოხვია ვიღაცამ ხელი, ნუთუ სიკვდილი ითრევდა უფსკრულში...არა არა ეს არ უნდოდა... და ეს ლუკა იყო. ხო ნამდვილად ის იყო. მისი გადმოხტომისთანავე ლუკაც გადაეშვა საზარლად მჩქეფარე მდინარეში. ამის შემდეგ აღარაფერი ახსოვს სარას. ფსიქიატრიულში გაეღვიძა. ექიმთან შეხვედრა მოითხოვა.ექიმი ის ბიჭი იყო, ხიდზე რომ სცადა სარას შეჩერება, ფსიქიატრი ყოფილა. ერთი თვე იყო გამოკეტილი ფსიქიატრიულში. ეზიზღებოდა ლუკას ხსენება, მასზე არ ფიქრობდა,რომ ეფიქრა ალბათ შურისძიებას დაგეგმავდა. ამიტომ არ ფიქრობდა.სარა ძლიერი იყო, ყველაფრის მიუხედავად შეეძლო თავის გაკონტროლება. მაგრამ აქ გაჩერება აღარ შეეძლო, არც ის იცოდა სად უნდოდა ყოფნა მაგრამ ის კი იცოდა რომ აქ ნამდვილად არ უნდოდა.
დრო დადგა როცა სარა უნდა გაეწერათ.
-რას გრძნობ? ბოლოჯერ კითხა ექიმმა.
-სანამ მდინარე შთანთქავდა ჩემ სხეულს, შემეშინდა და სიცოცხლის სურილი ვიგრძენი... შემდეგ ბრძოლა დავიწყე და ახლა მე ცოცხალივარ.ცხოვრებაში პირველად მივიღე ის რაც მსურდა.
ფსიქიატრიულიდან თავის ძველ სახლში მივიდა და შენახული ფული აიღო. შემდეგ კი კლუბისკენ გაემართა.ქუჩაში მიმავალს, თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა... ძველ პროფესიას დაბრუნებოდა, რაღა დარჩენოდა ხალხის მოკვლის გარდა,მაგრამ იმ წუთას რაღაც ისეთი ნახა რამაც სამუდამოდ შეცვალა...



№1 სტუმარი MJ

dzan momcons saras personajii. Ar sheckvitoo!!

 


№2  offline წევრი Tekla99

MJ
dzan momcons saras personajii. Ar sheckvitoo!!

არაა არ შევწყვიტავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent