შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავად შემაყვარე თავი(18 თავი)


28-07-2017, 13:39
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 1 934

ესეც თვრამეტი ძვირფასებო..

18------------------------------------------


საათ ნახევარი ელოდნენ ოპერაციის დასრულებას.ბოლოს კი საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა.ყველანი გარს შემოერტყნენ ექიმს და კითხვები მიაყარეს
-დაწყნარდით.-ექიმმა ხელები ასწია-ყველაფერი კარგადაა-გემ შვებით ამოისუნთქა.სალი და ლილე ერთმანეთს გადაეხვივნენ.
-მაგრამ სიბრთხილეა საჭირო.საქმე თავთან გვაქვს ამიტომ მისი განერვიულება არ შეიძლება.მანამდე კი გონზე უნდა მოვიდეს კარგი იქნება თუ სანამ ასეთ მდგომარეობაშია ესაუბრებით ამით გონზე მოსვლას ხელს შევუწყობთ. ახლაკი დაელოდეთ მალე გამოიყვანენ.
-წავალ რამეს მოვიტან თორემ უკვე რამდენი ხანია არავის უჭამია.-თქვა სანდრომ და კლინიკიდან გამოვიდა.
ნინი საკაცით გამოიყვანეს და პალატაში დააბრუნეს თავი შეხვეული ჰქონდა და გრძელი თმა სახვევში მოჰყოლოდა.პალატაში ჯერ სალი შევიდა ნინის გვედით დაჯდა და მას შეხედა
-იცი ნინ..-დაიწყო სალიმ-ვერასოდეს წარმომედგინა რომ ასე გნახავდი.უბრალოდ ვერ ვიჯერებ რომ ასეთ რამ მოგივიდა.მახსოვს ერთხელ სკოლაში წასასვლელად გამოგიარე და შენ სკამზე იჯექი და ტიროდი წაიქეცი და მუხლი გადაიხეხე...მაშინ გავიცინე მაგრამ გზაში ვდარდობდი და ვერ ავიტანე რომ გვერდით არ მყავდი ის ცოტახანიც ვერ ავიტანე.და ახლა გთხოვ მალე დამიბრუნდი თორემ დიდხანს ვერ გავძლებ...
სალი პალატიდან გამოვიდა და ლილეს შეხედა
-მიდი..
ლილე პალატაში შევიდა და კარი დახურა.ნინისთან მივიდა და ხელი ხელზე მოკიდა
-ეს რა ხდება ნინ..ჯანდაბა მე არ ვიცოდი..მაპატიე ნინ შენთან მაშინვე ვერ მოვედი..ნინ გახსოვს როგორ გვენატრებოდა ერთმანეთი როცა ვერ ვნახულობდით.შენ სალი გყავდა და ორივე მელოდით ახლა მებდა სალი გელოდებით ნი...ახლა გავალ მეორედ გონზე უნდა დამხვდე.
ლილე გარეთ გამოვიდა და გეგასთა მივიდა
-შედი გეგა..ვიცი გელოდება
გეგა ოთახში შევიდა ნინისთან დაიხარა და შუბლზე აკოცა.
-ჩემო გოგო-გეგა სკამზე ჩამოჯდა და ნინის ხელი ტუჩებთან მიიტანა-ჩემო ერთადერთო ეს რა დაგმართე.ნინ რომ დაგინახე მაშინ მივხვდი ჩემთვის ვინ იყავი.შენსგარდა ჩემთვის არავინ და არაფერი არსებობს ვიცი რომ ამის გჯერა.მაპატიე სიხარულო.არმინდოდა შენც შეგხებოდნენ.გონზე უნდა მოხვიდე უნდა მომისმინო ნინი..
გეგა ფეხზე ადგა და გარეთ გამოიხედა
-სალი..ლილე სახლში წადით ცოტა დაისვნეთ დ.მე აქ ვიქნები
-არა გეგა...
-მისმინეთ მაინც აქ უნდა ვიყო ამიტომ წადით და ნინის ნივთები მოიტანეთ სანდრო წაგიყვანთ.
გოგოები გეგას დაემორჩილენ და სანდროსთან ერთად გარეთ გამოვიდნენ.
გეგა იკას და ლუკას მიუახლოვდა
-რაც მოვილაპარაკეთ იმას გავაკეთებთ.თქვენ წადით იმ საქმეზე და დამირეკეთ დანარჩენი მერე გავაკეთოთ
-კარგი წავალთ.რამე გინდა?-ჰკითხა ლუკამ
-არა.რაც მინდა იმედია მოვაგვარებთ-გეგამ ღრმად ამოისუნთქა
-აუცილებლად.სულ მალე ნახავ როგორ უკეთებენ ჟორდანიას ბორკილებს-იკამ გეგას თვალი ჩაუკრა.გეგამ თავი დააქნია და პალატაში შებრუნდა.სკამზე ჩამოჯდა და ნინის შეხედა
-ჯიუტო.აქ ვიქნები სანამ არ გაიღვიძებ მანამ გელაპარაკები...
გეგა საუბრობდა,საუბრობდა მხოლოდ ნიჯიზე და მასზე.საუბრობდა დაუღალავად არ იღლებოდა ნინის ელაპარაკებოდა მისი ხელი ეჭირა და ზოგჯერ ჩერდებოდა და მის სახეს უყურებდა.გამთენიისას გეგას ნინის ხელი ჩაებღუჯა და მასზე თავი ედო.უცებ სახეზე მოძრაობა იგრძნო.გულმა ბაგაბუგი ატეხა.ნუთუ..ნუთუ ეს მართლა ისაა რაც ჰგონია.თავი წამოწია და ნინის ამოძრავებულ თითს სიხარულით მიაჩერდა.
ნინის შეხედა ნელნელა გაახილა თვალები და უაზროდ გააცეცა.გეგა ფეხზე წამოვარდა.ნინიმ მას შეხედა.
-გეგა..-ძლივს ამოილუღლუღა და თვალები დახუჭა,თუმცა ცრემლმა მაინც გამოაღწია და გეგას ხელზე ჩამოცურდა.გეგამ შუბლზე აკოცა
-ჩემო ერთადერთო..ახლავე მოვალ
გარეთ გამოვარდა და ექიმს დაუძახა.ნინის ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა სახეზე.გეგამ სალის დაურეკა და ამბავი ამცნო.გახარებული გოგონები ოც წოთში კლინიკაში გაჩნდნენ.
ექიმმა გეგა გარეთ გამოუშვა და ცოტახნის შემდეგ გამოვიდა.
-პაციენტს ნერვული შეტევა დაემართა.ეს დაუშვებელია ამიტომ ეს უნდა ავარიდოთ.ბატონო გეგა როცა თქვენ შედიხართ პაციენტი ნერვიულობს.კარგი უქნება თუ თავს შეიკავებთ სანამ გამოკეთდება.
გეგა სკამზე დაჯდა და თავი კედელს მიაყრდნო.
-თქვენ შედით.მე აქ ვიქნები.როცა გამოკეთდება მერე დაველაპკები.-გეგამ გოგონებს შეხედა-ოღონდ მიხედეთ.
პალატაში სალის და ლილეს გამოჩენამ ნინის ღიმილი მოჰგვარა.
გოგონები მას ჩაეხუტნენ და კითხვები მიაყარეს
-ნი როგორ ხარ?
-რამე გტკივა?
-დაწყნარდით კარგად ვარ-სუსტად გაიღიმა ნინიმ
-ნინ..გახსოვს რა მოხდა?-ბრთხილად დაიწყო სალიმ
ნინიმ თავი დახარა-კი მახსოვს სამწუხაროდ.
-არ მინდა ძალა დაგატანო მაგრამ ამის არ გჯერა ჰომ?-ლილემ ნინის შეხედა.ნინიმ თავი ასწია და აცრემლებული თვალები ფანჯრისკენ მიაბრუნა.
-რისი?იმის რომ გეგას საცოლე ჰყავს?არა...რათქმაუნდა არა...მაგრამ ეს ყველაფერი მე ასე უნდა გამეგო?
-მართალი ხარ.მაგრამ ყველაფერი მოგვარდება...გეგა თავად აგიხსნის ნინ...-სალიმ ხელი მხარზე მოუთათუნა.
-ახლა სადაა?-ნინიმ ცრემლები მოიწმინდა.
-შენი აზრით?კართან დგას.-ლილემ გაიღიმა.
-არვიცი როცა ვხედავ ყველაფერი მახსენდება და....
-დაწყნარდი ნინი.როცა გამოკეთდები მერე ისაუბრებთ.გეგას შენთვის ბევრი რამ აქვს სათქმელი და უმდა მოუსმინო ნინ..
-ჰო საყვარელო თუ არ მოუსმენ ამას ცუდი შედეგი მოჰყვება ამიტომ..
ნინიმ თავი დაუქნია.
-კარგი.ოღონდ გთხოვთ მიხედეთ.ვიცი აქედან არ წავა.რამე ჭამოს კარგი?
-დამშვიდდი საყვარელო.მივხედავთ.იცი.მთელი ღამე აქ იყო.თვალებზე ეტყობა არ სძინებია გელოდებოდა...რახან შენ კარგად ხარ ისიც კარგადაა.
ნინიმ გაიღიმა და კარს გახედა უცებ იგრძნო გეგას სიახლოვე და საოცარი სიმშვიდე იგრძნო.
ლილე გარეთ გამოვიდა როცა გეგა ტელეფონზე საუბრობდა.
-ჰო..ძალიან კარგი..იმ ტიპს ელაპარაკე?...ანუ თანახმაა!..-გეგა შემობრუნდა და ლილე დაინახა-კარგი მერე დაგირეკავ.
ლილე გეგას მიუახლოვდა
-გეგა..კიდევ რამე მოხდა?
-არა.არაფერია..ნინი როგორაა?
-კარგად.შენზე დარდობს!-ლილემ თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.გეგამ გაიღიმა და თავი დახარა.-ამიტომ რამე შეჭამე..-ლილემ გეგას საჭმელი გადასცა.
-კარგი...მე უნდა გავიდე ცოტახნით და მალე მოვალ.
-კარგი..-ლილემ გეგასტვალი გააყოლა და იკას დაურეკა.ტელეფონი არავინ აიღო და ლილე პალატაში შევიდა.
ნინიმ ლილეს ქვემოდან ამოხედა და კითხვის გამომეტყველება მიაბყრო.
-ყველაფერი რიგზეა..-ლილემ გაიღიმა და სალის გახედა,რაღაც ანიშნა და სალი მას მიუახლოვდა.
-მისმინე გეგა გავიდა.რაღაც ისე არაა.არც იკა მპადუხობს.სანდროსთან დარეკვა სცადე?
-კი წეღან მაგრამ არაფერი..-ლილემ ღრმად ამოისთქა.და ნინისთან დაჯდა.
საღამო ხანს პალატაში ექიმი შემოვიდა და ნინი გასინჯა.
-ხვალ გაგწერთ მაგრამ უნდა დაგვპირდე რომ თავს მოუვლი
-არ ინერვიულოთ ექიმო.ჩვემ მივხედავთ!-სალი ნინის მოეხვია.ნინისაეცინა და სალის ხელი მოკიდა.
ექიმმა პალატა დატოვა.
სალი პალატიდა წყლის მოსატანად გამოვიდა.სკამზეგეგა და სანდრო დაინახა.სანდრო სალის მოეხვია.
-რა ხდება სად იყავი?
-საქმე გვქონდა..როგორაა?
-ხვალ წერენ.
-რაა?-გეგას სახე გაუბრწყინდა.-სერიოზულად?ასე მალე?ღმერთო მადლობა..
სალიმ და სანდრომ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ.
-ჰო იცინეთ იცინეთ..ხვალ დაველაპარაკები.ყველაფერს გაიგებს!-გეგამ თავი ასწია-გაიგებს არა?-წარმოსთქვა ჩუმათ.
სალი გეგას მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო.
-აბა რა..ხომ იცი რომ შენი სჯერა.უბრალოდ ყველაფერი რომ სცოდნონდა...
-ჰო ვიცი.
სალიმ თავი დაუქნია.
-მე წყალს მოვიტან.
სანდრო გეგას გვერდით დაჯდა და მას შეხედა.
-ყველაფერი მოგვარდება გეგა მერეკი ამ ამბავს დავაგვირგვინებთ ისე როგორც საჭიროა.
გეგამ სანდროს გამოხედა
-თქვენ რო არ მყავდეთ რა იქნებოდა..შენ,ლუკა,იკა,ნინი..თქვენს გარეშე როგორ ვიქნებოდი.
სანდროს გაეღიმა
-ამაზე არ მიფიქრია.პრინციპში არც მინდა ამიტომ გაჩუმდი და დატკბი.ყველას კიარ ყავს ასეთი ხალხი!-ბოლო სიტყბები სიცილით დაამატა.გეგას გაეცინა და მხარი მოკრა სანდროს
-ჰო აბა რა!
დერეფანში სალი გამოჩნდა და მათ შეხედა
-რა ხდება?რა გაცინებთ?
-არაფერი..წყალი შეუტანე თორემ დაიხრჩო გოგო!-გეგას კვლავ სიცილი აუტყდა
-აჰამ!-სალიმ წარბი ასწია-კარგი ერთი!
სალი პალატაში შევიდა.
-რა ხდება?ხარხარი ისმის მანდედან..-იკითხა ნინიმ
-ძმაკაცებს რაღაც უხარიათ.
-რავიცი ხვალინდელი დღე ხომარა..-ლილემ ნინის შეხედა და ცნობისმოყვარედ იკითხა.
ნინის გაეღიმა და კარს შეხედა.იგი გაურკვევლობას მოეცვა.ბრაზობდა იმის გამო რომ ყველაფერი ადრევე არ გაიგო თუმცა ერთი წამითაც არ დაუჯერებია შეთხზული ამბავი გეგაზე.ეს იმიტომ რომ მისი ბოლომდე სჯეროდა და იცნობდა მას.
ისე,რომ არცკი იყო დარწმუნებული თავისთავს თუ იცნობდა ასე.მისი დანახვისას ნერვული შეტევა დაემართა თუმცა ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა იმის მიუხედავად რომ იცოდა ნახვისთანავე ვერ მოეხვეოდა.ბრაზი ეკიდებოდა მაგრამ ვერც არკვევდა რატომ.ხვდებოდა გეგა ბრალი არაფერი იყო მაგრამ ვერ იტანდა რომ ეს დაუმალა.თავს ვერაფერს უხერხებდა კლავდა მონატრება.მუდამ კარს მიჩერებოდა იცოდა მის მიღმა გეგა ელოდებოდა და ეს ამშვიდებდა.,,რა უცნაურია სიყვარული-ფიქრობდა იგი და ეღიმებოდა-უაზროდ გენატრება მაშინაც როცა რამე გაწყენინა..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent