შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსებობ რომ შეგიყვარო


29-07-2017, 00:42
ავტორი _INSANITY_
ნანახია 1 474

ისეთი დაღლილი ჩამოვედი ვერ გეტყვით, ფეხებს ვეღარც კი ვგრძნობ. ვსო! ლაშქრობა აღარ გამაგონოთ. აბაზანაში შევდივარ, წყალს ვივლებ და საყვარელ ფუმფულა საწოლზე ვწვები. ისისაა უნდა დამეძინოს ტელეფონირომ რეკავს. ეტყობა იგებენ ძილს რომ ვაპირებ და მაშინ ახსენდებათ ყველააფერი. ლიზა მირეკავს.
- ოჰ, რძალო შე ძველო და გამხდარო! როგორ გიკითხო?
- კარგად მულო. მოკლედ, მარუს რაღაც მნიშვენლოვანი უნდა გითხრა და სადმე დავსხდეთ რაა.
- ხო მშვიდობაა ლიზა?
- კი მარ მშვიდობაა. მიდი მალე გამოდი გთხოვ ვეღარ ვითმენ.
- კარგი კარგი მოვდივარ - რაც ხელში მომხვდება ვიტმასნი ტანზე და სწრაფად გავდივარ სახლიდან. თხუთმეტ წუთში უკვე კაფეში ვზივარ და ველოდები როდის გამხდის ლიზა ღირსს რომ მითხრას.
- ვაიმე ლიზა დამელია სული შე ქალო, ამოღერღე!!
- მარუს, ენა მაქვს ჩავარდნილი, ვერც მე ვიჯერებ, მოკლედ ორსულად ვარ.
- ჰაააა? ვაიმე ლიზააააა, ლუკამ იცის? გოგოა თუ ბიჭი? როდის გაიგე? - კითხვების კორეანტელს ვაყრი და ძლიერად ვეხუტები. წარმომიდგენია ლუკა რომ გაიგებს რა რექცია ექნება. მთელი ბავშვობა იძახდა, პირველი თუ ბიჭი მეყოლება კალათბურთელად გავზრდიო, აი თუ გოგო იყო მამიკოსი იქნება მხოლოდო.
- ლუკას დღეს ვეტყვი. ჯერ ძალიან პატარა ხარო ექიმმა და სქესს ვერ გეტყვითო. სამი კვირის ვარ მარიიიაამ - ამბობს და ცრემლად იღვრება. არა კი გამიგია ორულობისას ემოციური ხარო მაგრამ მაინც ცუდად მხვდება ცრემლები გულზე.
- კარგი ლიზუნა, ნუ ტირი, მიდი მიდი წადი მოემზადე შენ და გამიხარე ძმა.
საღამოს უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა. ლუკა ლიზას მუცელს არ შორდებოდა, დედაჩემი კიდე ყველას ურეკავდა ბებია ვხდებიო, მამაჩემმა ოცი წლის დაძველების ვისკი მაქვს და რომ დაიბადება უნდა გავხსნაო.
- ლიზა, ხვალვე წავიდეთ ჩემთან საავადმყოფოში და გინეკოლოგთან გავარკვიოთ ყველაფერი, ვერ ვენდობი მაგ შენს ექიმს.
- კარგი როგორც გინდათ - არა ეს ქალი ხომ ვერ ისვენებს რაა! აცადე გოგოს ამოსუნთქვა. გვიან მივდივარ სახლში და ელენეს რომ ვუყვები იმხელას კივის რომ ლამის თავზე დამამხოს ჭერი. ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ლუკა როგორც მე მეხმარებოდა ისე ელენეს. დედისერთაა და არ გვინდოდა ეგრძნო, რომ დედმამიშვილი არ ყავდა. თავი არ მქონდა დადებული ბალიშზე ეგრევე დამეძინა...
**************
„ხდება ხოლმე მელოდიასავით ამოიჩემებ ადამიანს და მზად ხარ მთელი ცხოვრება უსმინო’’

ნამდვილი სიყვარულის პირველი ნაბიჯი მიზიდულობაა. ამ დროს ორი ადამიანი პოულობს ბალანსს განსხვავებებსა და მსგავსებებს შორის. დიახ, სიყვარული ისეთივე რთულია როგორც ჩვენ გვგონია .
****************
- დამიანე დედი, მოდი სუფრასთან - მიხმობს დედაჩემი და ადგილზე მანიშნებს. როგორ არ მიყვარს ეს სანათესაო შეკრებები და ყველგან ერთი თემის განხილვა. რატომ არ გყავს ვინმე?
- დამიანე შვილო, კიდე არ გყავს არავინ? - დამჯდარი არ ვარ ზედ რომ მაფრინდება მთელი სანათესაო. ვიცოდი! რამე უნდა მოვიფიქრო თორემ ესენი მთელი საღამო არ გაჩერდებიან.
- დიახ როგორ არა, მყავს.
- მართლა დედი? ხო და თუ გყავს ადექი და ხვალ ანანოს დაბადების დღეში მოიყვანე, გაგვაცანი - აი სად დამერხა!
*****************
ყოველდღე მხვდებოდა უნივერსიტეტთან, სახლში სულ მას დავყავდი. მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა ჩვენი შხვედრები. გზაში დიდი დრო მქონდა რომ მთლიანად შემესწავლა. პიტნის სუნი აქვს, გრილი და ჰაეროვანი. ყველაფერს რასაც ეხება მისი სურნელი ასდის. მანქანის სალონს, წიგნებს და ჩემს კონსპეკტებსაც კი. ვგრძნობდი როგორი დაჟინებული მაკვირდებოდა უნივერსიტეტის ეზოში, თუმცა არასდროს მოდიოდა. ძმაკაცებთან იდგა და რაღაცაზე ლაპარაკობდა.
შაბათი დღე იყო, გვიანობამდე საწოლში ვიკოტრიალე, მე და მარიამი ხან ფილმს ვუყურებდით ხან კი ვჭორაობდით. ერთ თვეში ახალი წელია, და არდადეგები, მთავარი კონპონენტი ამ სეზონზე.
- აუ მარ ლიზას მუცელი ეტყობა ხო ცოტა?
- აუ კი ელე! ეგ კი არა იმდენს ჭამს რომ ჩემმა ძმამ ლამის მარკეტი გავხსნა სახლშიო, ხან რა სასწაულს მომთხოვს ხან რასო. ამ ლაპარაკში ვიყავით ტელეფონი რომ აწკრიალდა, დამიანე იყო.
- ხო დამიანე, გისმენ.
- ელენე, იმედია დღეს არაფერი გაქვს დაგეგმილი. სადღაც უნდა წავიდეთ.
- არა თავისუფალი ვარ, მოიცა და სად მივდივართ?
- ქვევით ვდგავარ, მოიცვი რამე და ჩამოდი. სწრაფად მოვისხი ქურთუკი და ქვევით ჩავედი. მანქანაში იჯდა და მელოდებოდა. გვერდზე მივუჯექი.
- როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- კარგად, მომისმინე ელენე, დღეს ჩემი დის დაბადების დღეა და მთხოვა დამეპატიჟე, ყველა კურსელი დაუპატიჟია. მოკლედ მოემზადე და საღამოს მოგაკითხავ.
- კარგი მაგრამ...
- შვიდზე.
მარიამი ასვლისთანავე ავაწიოკე, სწრფად ამირჩიე რა ჩავიცვა თქო, ბოლოს ისევ თავის გარდერობში მიაგნო წითელ, სადა კაბას და მითხრა იდეალური ვარიანტიაო. თმა ზევით ავიწიე და ორი კულული დავიტოვე მხოლოდ, მსუბუქი მაკიაჟი და უკვე მზად ვიყავი.
- ვაიმე ელენე როგორ გიხდება ეს კაბა! - გაკრეჭილი მიყურებს მარიამი და მეხუტება.
- მადლობა მაარუს.
უკვე შვიდი ხდება დამიანე რომ მირეკავს. ჩავდივარ და მანქანაში ვუჯდები, ხმას არ იღებს, გაშტერებული მიყურებს და ეღიმება.
- რა ლამაზი ხარ ქალბატონო - არც მიყურებს ისე მეუბნება და მუსიკას ბოლომდე უწვეს ხმას. ჩემი მადლობა აღარც კი ისმის ამ ხმაურში.
დიდ დაბაზში შევდივართ, ძალიან ბევრი ხალხია. მოულოდნელად შუახნის, საკმაოდ დახვწილად ჩაცმული ქალი გვიახლოვდება.
- დამიანე, მოხვედით? - ამის თქმა და დამიანეს ხელის მოკიდვა ერთი იყო. რა მოუვიდა ნეტავ? ვცადე ხელის გაშვება მაგრამ შენც არ მომიკვდე ისე მიჭერს, რომ ვერც კი ვინძრევი.
- ხო დედა მოვედით - რაო? დედაო? მოიცა ეს დედამისია? არა რა გამიკვირდა ასეთი სიმპატიური შვილი რომ გეყოლება შენ რაღა იქნები.
- არ გაგვაცნობ შენს გულისსწორს?- გვიერთდება ორი გამოპრანჭული ქალი. მოიცა ელენე! რა დროს გამოპრანჭვაა! გულისსწორიო? ვერაფერი გავიგე ქალბატონო ცოტა გასაგებად.
- ეს ელენეა - მიუთითებს ჩემზე - ეს დედაჩემი, ესენი კი ჩემი ახლო ნათესავები.
- სასიამოვნოა - ყველას ხელს ვართმევ და უკვე ვხვდები რომ მალე ამომასხვას. ვერ ვიგებ დამიანეს საქციელს, ვერც ჩემს რომელიმე კურსელს ვხედავ. ერთი სული მაქვს აქედან როდის წავალ. იუბილარს ვულოცავ და საჩუქარს ვუწვდი.
- მადლობა ელენე. ესეიგი შენ ხარ დამის გირლფრენდი. ყოჩაღ! გემოვნება ჰქონია ბიჭს.
აი ეს უკვე პიკი იყო. აივანზე გავედი და ვცდილობდი ყველაფერი დამელაგებინა. ესეიგი რა გამოდის, დამიანემ ყველას გააცნო ჩემი თავი შეყვარებულად, მეც მომატყუა და სხვებიც. უკვე ტირილი მინდება. ოხ ელენე! როგორ გაგასულელეს.
- მაპატიე ელენე.- ახლოს მოდის და ჩემს ხელს თავისაში იქცევს.
- არ შემეხო დამიანე გასაგებია? შენ მე ვინ გგონივარ? გგონია გამომიყენებ და უაზრო ტყუილში მიმაღებინებ მონაწილეობას?
- რა რამე არასწორად ვთქვი?
ახლოს მოდის. ისე ახლოს რომ უკვე მის სინთქვას ვგრძნობ სახეზე. მინდა ვეჩხუბო, გავლანძღო მაგრამ არა! ვერ ვმოძრაობ. აივანს ვცილდები და გარეთ გავდივარ, ვცდილობ ტაქსი გავაჩერო და მალე გავეცალო ამ ადგილს. მოულოდნელად ვიღაცას ხელში ავყავარ, ზურგზე მიგდებს და მიდის ჩემიანად.
- დამსვი დამიანე რას აკეთებ?!
- უნდა დაგიმტკიცო რომ არაფერი მომიტყუებია! - მოიცა რა? ხელებს ზურგზე ვუტყაპუნებ მაგრამ უშედეგოდ. მანქანაში მსვამს. კარებს კეტავს და ადგილს წყდება. ქალაქიდან გავდივართ.



№1  offline წევრი _INSANITY_

მეგობრებო ,ბოდიშს გიხდით ხარვეზებისთვის .მესამე თავი არა ეს .მეოთხეა ,ამიტომ არ დაიბნეთ .აუცილებლად დავდებ მესამეს .♥♥♥მიყვარხართ და იმედია მაპატიებთ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent