შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემიდან შენამდე (ნაწილი 5)


29-07-2017, 01:18
ავტორი aNuGi
ნანახია 4 870

მთელი კვირა არ გამოჩენილა ის მანქანა და მეც მშვიდად დავაბიჯებდი ქუჩებში, დავდიოდი ფეხით, ვცდილობდი ქუჩები დამემახსოვრებინა, დათას ისევ ისე იშვიათად ვხედავდი, ლუკა კი ყოველთვის ჩვენთან ერთად დადიოდა, არ მინდოდა ვინმეს შეწუხება, მაგრამ გამუდმებით მიმეორებდა რომ ამით არ მაწუხებდა, პირიქით, მისთვის ბედნიერება იყო ჩემს სამსახურში ყოფნა.
მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ასე მალე აგვეწყო ურთიერთობა, ასე მალე დალაგებულიყო ყველაფერი და ჩემს ცხოვრებას მხოლოდ მისი თვალები დაკლებოდა.
როგორ მინდოდა,
როგორ მინდოდა წამით მაინც შემეხედა მის თვალებზე.
მეგრძნო, მისი ძლიერი ხელები მეგრძნო ჩემი სხეულის გარშემო, ისე ძლიერად შემოვხვეოდი, როგორც მაშინ სამხატვროში, პირველად.
ახლაც მახსოვს მისი შეხებისგან გამოწვეული ემოციები და ერთიანად ვიწვი.
მინდა,
ჩემი შავთვალება მინდა.
თვალებაცრემლიანებული ვიწექი საწოლზე და ისევ მასზე ვფიქრობდი.
მისი თვალები ყველა კუთხე კუნჭულში მელანდებოდა და სულში ისეთი სიძლიერით მწიწკნიდა რაღაც, აზროვნების უნარსაც კი მიკარგავდა.
მენატრებოდა, თან ისე მენატრებოდა რომ საკუთარ თავსაც ვერ ვუმხელდი, მეშინოდა რომ ერთ დღეს გავგიჟდებოდი, შევიშლებოდი და მივაკითხავდი.
ვიპოვიდი, გულის ცემით მივაგნებდი მის სახლს, მის თითებს, ტუჩებს, თვალებს..

***

რაც დრო გადიოდა სულ უფრო და უფრო ვიკეტებოდი საკუთარ თავში, თითქმის აღარ გავდიოდი გარეთ, მხოლოდ სამხატვროში დავდიოდი, ვარჯიშიც მივატოვე, ჭამაც, ლაპარაკიც..
ისეთი შეგრძნება მქონდა რომ დღითიდღე ვდნებოდი, ვქრებოდი და ვიკარგებოდი.
ვეღარ ვაზროვნებდი, ამოღამებული თვალებით ყველგან ვეძებდი, ყველას მას ვამსგავსებდი, ვცდილობდი მეგრძნო იქ, სადაც ის იყო.
მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ჟანგბადს, რომელსაც ვისუნთქავდი ტკივილი უფრო მიჰქონდა სხეულამდე, ვიდრე მისი სურნელი.
ისევ ისე ვიჯექი საღამოს, ფანჯარაზე, ყავით ხელში და გარეთ ვიყურებოდი, იმედი მქონდა რომ მოვიდოდა, მარგამ ყოველი ღამე იმედგაცრუებით სრულდებოდა.
ხმაურის გაგონებაზე რაფიდან ჩამოვხტი, კარებს მივუახლოვდი და ოდნავ გამოვაღე.
ნენე რაღაცაზე გაცხარებით ეკამათებოდა ვიღაცას, სმენა დავძაბე რომ როგორმე მომესმინა რას ამბობდა.
- აქ რას აკეთებ? მე შენ რა გაგაფრთხილე! არ გაბედო აქ მოსვლა მეთქი
- …
- გაფრთხილებ, საერთოდ ახლოს მოკარებული კი არა, აქ მოსული რომ დაგინახო, არ დაგინდობ იცოდე! რაც გაგიკეთეს ის არ გეყო?
- …
- მომისმინე გაეთრიე აქედან! გესმის გაეთრ.. - ფუ ამის გათიშა! - გაბრაზებულმა მიკრა ფეხი სკამს, ქურთუკს დაავლო ხელი და გარეთ გავარდა.
უკან გავეკიდე მაგრამ უკვე კიბეებზე ჩარბოდა, თან რაღაცას ბოლო ხმაზე ყვიროდა, ფანჯარას მივვარდი რომ როგორმე მეთქვა წამოვალ დაგეხმარები მეთქი, მაგრამ ის უკვე ვიღაც გოგოსთან იდგა და ხელებგაშლილი ურჩევდა საქმეს.
მინდოდა დამეძახა, მაგრამ ისეთი გაბრაზებული ჩანდა, მეშინოდა საერთოდ ხმის ამოღებისაც კი.
თან ისე ეჩხუბებოდა, ჩუმად და თან იმხელა აგრესიით შემეშინდა.
უკან გავბრუნდი და ტახტზე ჩამოვჯექი.
ვერაფრით ვერ მივხვდი როგორ მოვქცეულიყავი, ბოლოს მეც დავსტაცე ქურთუკს ხელი და ქვემოთ ჩავირბინე.
ნენე სადარბაზოში შემეჩეხა, ვარდისფერთმიანი კი ზურგით იდგა, ვცდილობდი მისი სახე დამენახა, მაგრამ არაფრით არ ბრუნდებოდა ჩემკენ.
ნენე ისეთი სახით მაკვირდებოდა, აშკარად მიხვდა რაც მაინტერესებდა, წარბებშეკრულმა დამავლო ხელი და კიბეებისკენ წამიყვანა.
უკან ვიხედებოდი, მაგრამ ის არც კი იძროდა ადგილიდან.
ბოლოჯერ რომ მივიხედე, თმები ჰქონდა გადაყრილი ერთ მხარეს და ზურგზე ამოღებულ კაბაში, კარგად ჩანდა უზარმაზარი მანდალა, დაბნეულმა ერთი შევათვალიერე და ნენემაც მოასწრო ჩემი ლიფტში შეგდება, სანამ ბოლომდე მობრუნდებოდა.

***

რამდენიმე წუთი გაშტერებული ვუყურებდი ლიფტის დახურულ კარს, მერე წარბებშეკრული მივუბრუნდი ღიღინში გართულ ნენეს და დავუღრინე.
- ვინ იყო?
- შენთვის საინტერესო არავინ! - მკვახედ მომიგო და ვიგრძენი როგორ ამელეწა სახე, მთელი ჩვენი 5 თვიანი თანაცხოვრების განმავლობაში, მსგავსი ტონით არასდროს მოუმართავს და წყენამ ერთიანად ამიწვა მთელი სხეული.
ტუჩებმოკუმული მივბრუნდი საპირისპირო მხარეს და ვიგრძენი როგორ ამიცრემლიანდა თვალები.
ისე გამოვედი ლიფტიდან, არც მიმიხედია უკან, სწრაფი ნაბიჯებით შევედი ჩემს ოთახში და კარი ჩავკეტე.
რა უნდა მეთქვა? ან რა უნდა მომეთხოვა? უხეშად ვერეოდი მის ცხოვრებაში, რა ჩემი საქმე იყო ვის ელაპარაკებოდა?! უბრალოდ, რაღაც ნაცნობი, ძალიან ნაცნობი დავინახე იმ გოგოში და სწორედ ეს მიბიძგებდა რომ ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა.
თითქოს ვიცოდი, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი ვინ შეიძლება ყოფილიყო, თანაც ისეთი ვისაც მეც ვიცნობდი და ნენეც.
ტელეფონის ზუზუნმა გამომაფხიზლა ფიქრებიდან, დათა მირეკავდა.
- ხო დათ, გისმენ - ძლივს ამოვიხავლე და ტელეფონს ძლიერად მოვუჭირე თითები.
- გამოხვალ?
- სად?
- ჩამო ქვემოთ, მოვალ 5 წუთში! - გამაფრთხილა და ტელეფონი გათიშა.
როგორც ყოველთვის უბრალო სარაფანა გადმოვიღე და გადავიცვი, ყოველგვარი მაკიაჟის და ზედმეტი ნივთების გარეშე გამოვედი გარეთ, უხმოდ გამოვიკეტე კარები და კიბეებზე დავეშვი.

***

- როგორ ხარ? - როგორც კი მანქანაში ჩავჯექი ჩემკენ გადმოიწია და ლოყაზე მაკოცა - ხო არის მშვიდობა? ტიროდი? - უეცრად აფორიაქდა და კითხვები მომაყარა, მის ნერვიულობაზე ჩამეღიმა.
- არაფერია მართლა, კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?
- მე კარგად, რამე ხო არ მოხდა? ვინმემ რამე თუ გითხრა არ დამიმალო იცოდე..
- რას ამბობ, მაგას როგორ დაგიმალავ - გავუცინე და თითები ნერვიულად ავხლართე ერთმანეთში.
- ის მანქანა ხო არ გინახავს?
- არა - შავი მანქანის გახსენებაზე უსიამოვნოდ გამცრა ტანში - ხომ არ გაგირკვევიათ ვინ იყო?
- არაა… - უცნაურად გაწელა სიტყვა და სიგარეტს მოუკიდა - თუ გამოჩნდება მითხარი ხო?
- გეტყვი!
- აკადემიაში რა ხდება?
- არაფერი ისეთი, რატომ არ დადიხარ?
- მე რა მინდა მანდ? - გაიკვირვა და ღრმა ნაპასი დაარტყა.
- რას ნიშნავს იქ რა გინდა, შენ აკადემიაში არ სწავლობ?
- აა, ჰო, კი! - გაეცინა - მეთქი რამე საქმე უნდა მქონოდა და მოკლედ დაი*იდე რა! - თავი გადააქნია და სივრცეს გაუსწორა თვალი - გენატრება?
- ვინ? - დავიბენი.
- აი ის, რას ეძახი?
- კარგი რა! - ხელი ავიქნიე და მანქანიდან გადასვლა ვცადე.
- ეე, რას მებუტები?! - მკლავში ჩამავლო ხელი და უკან დამაბრუნა - უბრალოდ მინდოდა გამეგო
- და რაში გაინტერესებს?
- ყურებით მოგითრევდი და აი აქ სადარბაზოსთან მივაჭედებდი - მის ნათქვამზე გამეცინა, მერე მასაც გაეღიმა და ბოლოს გიჟებივით ვიცინოდით.
- მოერეოდი? - თვალებმოჭუტული მივუბრუნდი.
- მოვერეოდი? ჰმ, როგორ არ მიცნობ?!
- არ გიცნობ ხო, ახლა გაიგე?
- გამიცნობ, დრო მოვა და - გაეცინა - მიდიხარ დღეს სადმე?
- კი, გვიან მაქვს ლექცია, შენ მომაკითხავ?
- ვერა
- ლუკა?
- არამგონია, საქმე გვაქვს, ტაქსის ფულს მოგცემს ნენე და ისე წადი სახლში ხო?
- აი ეგრე პატარა ბავშვივით რატო მელაპარაკები? - წარბები შევკარი - როგორმე მე თვითონაც მაქვს ფული!
- ეე, შენ რა ბუტია ხარ ტო - ხმამაღლა გაეცინა - კარგი, შენი ფულით წამოდი მაშინ სახლში!
- ავედი მე
- ადი ჰო, ადი - კიდევ ერთხელ გადმოიწია და ლოყაზე მაკოცა - ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ, ხომ არ დაივიწყებ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ?
- შენი აზრით?
- გასაგებია! - მანქანიდან გადმოვედი, იქამდე არ წავიდა, სანამ ლიფტის კარი არ დაიხურა, შემდეგ კი გავიგონე როგორი სიჩქარით მოწყვიტა მანქანა ადგილიდან.

***

ყურებამდე გაღიმებული შევედი ბინაში, ნენე მისაღებში დამხვდა ატუზული, წარბაწეული, ისეთი სახით მიყურებდა, თითქოს ყველაზე საშინელი დანაშაული მქონოდა ჩადენილი.
კარებთან ავიტუზე და ქვემოდან დავუწყე ყურება.
- სად იყავი?
- დათა ვნახე
- მე რატომ არ გამაფრთხილე?
- გაბრაზებული იყავი!
- ვიყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა გაგეფრთხილებინე!
- ბოდიში..
- ხო, რატომ არ მნახა დათამ? უფრო სწორად - დაიბნა - რატომ არ ამოვიდა?
- ეჩქარებოდა
- მე ბოდიში - ირონიულად გაიღიმა და სამზარეულოს დახლს დაეყრდნო იდაყვებით - მიდიხარ დღეს სადმე?
- კი აკადემიაში
- კარგი! - ღრმად ამოისუნთქა და ყავა მოსვა.
- ნენე რა გჭირს?
- არაფერი
- ნენე
- გისმენ? - ისევ წარბშეკრული მომაშტერდა, ღრმად ამოვისუნთქე და ფრთხილად შევაპარე.
- ნენე, შენ დათა..
- დათა რა შუაშია? - ეგრევე წამოენთო.
- კარგი, არაფერი - ხელები დანებების ნიშნად ავწიე და ოთახიდან გამოვედი, დღეს ნამდვილად მარცხენა ფეხზე იყო ამდგარი.

***

მშვიდად მივაბიჯებდი სასწავლებლისკენ, საშინლად მეზარებოდა იქ ჯდომა, მაგრამ ჩემთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი იყო თითოეული წვრილმანი, რასაც იქ მასწავლიდნენ.
იგივე გამომეტყველებით ვიჯექი ლექციაზეც, ჩვენი ლექტორი დიდი მონდომებით ხსნიდა, ჩრდილები როგორ უნდა დაგვეხატა, როგორ უნდა გამოგვეკვეთა, მაგრამ მე ფიქრებით ისევ შავთვალებასთან ვიყავი.
ვიჯექი ლექციაზე და მის თვალებს ვხატავდი, დღიურში, საიდანაც ყველა ფურცლიდან მისი თვალები მიმზერდა..
გაბრაზებული,
ბედნიერი,
გაბრწყინებული,
სიხარულით სავსე,
ნაწყენი,
სიყვარულით სავსე..
მისი თვალები, ყველაფრისმთქმელი და შეუცვლელი თვალები.
დღიური ხმაურით დავკეტე, აღარ შემეძლო უკვე ამის ატანა, ეს ყველაფერი ერთიანად მჭამდა შიგნიდან.
როგორ შეიძლებოდა ადამიანი ვერ დამევიწყებინა! მეხუთე თვე იწურებოდა, ზუსტად 153-ე დღე იყო მის გარეშე და მე შეშლილივით დავაბიჯებდი.
- ქალბატონო, მხოლოდ თვალების ხატვა არ გიშველის - ფიქრებიდან მომღიმარ ლექტორს გამოვყავარ, რომელიც თავზე მადგას, ირგვლივ ვიხედები და აუდიტორია ცარიელია.
- მე, მაპატიეთ - უხერხული ღიმილი მეკვრის სახეზე.
- იმისთვის რომ საყვარელი ადამიანი დახატო ბევრი დეტალის სწავლა გჭირდება, სრულყოფილი რომ გამოგივიდეს! ამიტომ ყურადღებით მომისმინე, თორემ ხო ხედავ - ჩემს დღიურს ბოლო ფურცელზე შლის ისევ და თითით მიმითითებს - აი აქ კუთხეში ჩრდილები არასწორია, ოდნავ მრგვალი უნდა იყოს და ნელნელა უნდა ღიავდებოდეს, შენი ჩრდილი კი ერთნაირად მიდის, საბოლოოდ კი ის არ გამოდის, რაც შენ გჭირდება!
- მე..
- ნიჭიერი რომ ხარ, ნიჭს განვითარება სჭირდება, მიმართულების მიცემა, თორემ ყველაფერს მიედ მოედება, საბოლოოდ კი არაფერი გამოვა, დამიჯერე, შენნაირი სტუდენტი ბევრი არ მყოლია, აქ ადამიანები მოდიან, ისინიც კი ვისაც ხატვასთან 1%-ც კი არ აქვთ საერთო, მაგრამ მონდომებით მეტსაც აღწევენ, ვიდრე შენ მიაღწევ ასეთი სწავლით! შეყვარებული რომ ხარ, უნდა ეცადო რომ მისთვის უკეთესი გახდე, უკან არ უნდა გხევდეს ეს გრძნობა! მისი წყალობით უნდა აღწევდე წარმატებას! - თავზე ხელი გადამისვა, თბილად გამიღიმა და ოთახიდან მძიმე ნაბიჯებით გავიდა.

***

გარეთ რომ გამოვედი, უკვე საკმაოდ იყო ჩამობნელებული, მიუხედავად დათას გაფრთხილებისა, მაინც ჩავისეირნე ფეხით სახლისკენ.
მივაბიჯებდი თან შენობებს ვათვალიერებდი, თითოეულ წერტილს ვაკვირდებოდი, ჩემთვის უკვე უცხო აღარ იყო ეს ქუჩები, იმდენად ნაცნობი და იმდენად ჩემი იყო, ზოგჯერ ისიც კი მავიწყდებოდა სად გავიზარდე.
ცხოვრება უკეთესობისკენ იყო და მეც წინ ვმდგამდი ნაბიჯებს, მეშინოდა მომავლის, მაგრამ დღევანდელი დღით საკმაოდ კმაყოფილი ვიყავი.
ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ ავცდი იმ ქუჩას, სადაც უნდა შემეხვია, გაუგებარი მიმართულებით დავდიოდი რამდენიმე წუთი, შემდეგ შუა ქუჩაში გავჩერდი და აქეთ-იქეთ დავიწყე ყურება დაბნეულმა.
ვერაფერი დავინახე ნაცნობი, შიშმა ერთიანად მომიცვა.
რა მოხდებოდა დამეჯერებინა დათაზე და ტაქსი გამომეძახა?!
ვცადე უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ ხელმოსაჭიდიც არაფერი მქონდა, სწორად მივდიოდი თუ არა, პირიქით რაც უფრო მეტ უცხო შენობას ვუყურებდი, მით უფრო ვიბნეოდი და მიპყრობდა შიში.
მივრბოდი, მაგრამ არ ვიცოდი სად, შიში უკვე საკმაოდ იყო ყველა უჯრედს მოდებული და ერთიანად მიფორიაქებდა სულს.
რა მეშველება?
სად წავიდე?
როგორ მოვიქცე?
ერთიანად აკანკალებული ვცდილობდი ტელეფონი ამომეღო ჩანთიდან მაგრამ ვერ ვახერხებდი, უბრალოდ ვერ ვპოულობდი.
სიბნელეში გამალებით ვიჩხრიკებოდი ჩანთაში, მაგრამ ვერ ვნახულობდი.
ნაბიჯების ხმა რომ გავიგე, მაშინ საერთოდ გავინაბე, შიშისგან ცრემლები წამსკდა და ჩანთა ხელიდან გამივარდა.
როგორც ჩანს უცნობმა შემამჩნია, სწრაფი ნაბიჯებით ვიხევდი უკან, მაგრამ ის ფეხდაფეხ მომყვებოდა, ბოლოს კედელს მივეკარი მთელი ძალით, თვალები დავხუჭე და საშინელების მოლოდინში ერთიანად გავინაბე.
- კარგად ხართ? - საშინელი სიჩუმე ვიღაცის ბოხმა ხმამ დაარღვია და შიშისგან შევხტი - კარგად ხართ? - კიდევ ერთხელ გამიმეორე და მხარზე შემეხო.
- ხელი გამიშვით! - გავიბრძოლე და ხელი მხრიდან ჩამოვაღებინე.
- ვინმემ რამე დაგიშავათ?
- არა!
- აბა ასე რამ შეგაშინათ?
- მე თქვენ არ გიცნობთ!
- მერე?
- მერე, აქ ამ სიბნელეში მარტო ვარ, დავიკარგე და თქვენი ნაბიჯების ხმა გავიგე, მე.. მე შემეშინდა და..
- დამშვიდდით, გახსოვთ რა ქუჩაზე ცხოვრობთ? ჩამოსული ხართ? - ოდნავ ირონია გაერია ხმაში უცნობს.
- სახელი არ მახსოვს ზუსტად, მე.. მხოლოდ აკადემიიდან ვიცოდი გზა სახლამდე, მაგრამ ფიქრებს შევყევი და..
- შეგიძლიათ ამიღწეროთ?
- დიახ, ჩემი კორპუსის წინ უზარმაზარი ბაღია, ბავშვები თამაშობენ ხშირად, ირგვლივ სულ კორპუსები და მაღაზიებია..
- ასე არის ძალიან ბევრ ადგილას, მოდი მაშინ ასე მოვიქცეთ, მე თქვენ პოლიციაში მიგიყვანთ და ისინი დაგეხმარებიან, კარგით?
- თქვენ ვინ ხართ, რატომ უნდა გენდოთ?
- უბრალოდ მენდეთ!
- არა!
- რატომ?
- ასე მითხრეს არავის ენდოო, მე თქვენ არ გიცნობთ და არ ვიცი რაზე ხართ წამსვლელი - გავჯიუტდი მე.
- და რამის დაშავება რომ მინდოდეს, აქ ვინ შემიშლიდა ხელს?
- არ ვიცი! - უფრო გავჯიუტდი და ხელები გადავიჯვარედინე.
რამოდენიმე წუთი ჩუმად იდგა, შემდეგ ტელეფონი აიღო და სადღაც დარეკა, რაღაც უთხრა და გათიშა.
- კარგით, დავიცადოთ! - თხუთმეტი წუთი ვიდექით უხმოდ, ვერც ვხედავდი მის სახეს, მაგრამ მისი მძიმე სუნთქვიდან გამომდინარე ვგრძნობდი რომ ახლოს იდგა.
რამდენიმე წამში კი სირენის ხმაც გავიგე და პოლიციის მანქანა პირდაპირ ჩვენს ფეხებთან გაჩერდა.
- მოგესალმებით! - უცნობმა მოკლედ აუხსნა სიტუაცია, შემდეგ კი ჩემთან ერთად დაიკავა ადგილი პოლიციის მანქანაში.
- რაღატო მომყვებით? - გაოცებული ვუყურებდი ჩემს გვერდით მჯდომს, რომელსაც საკმაოდ ლამაზი პროფილი ჰქონდა.
- თუ ვერ იპოვიან თქვენს საცხოვრებელ ადგილს, დაგეხმარებით!
- რატომ აკეთებთ ამას? მიზეზი?
- მიზეზი არ სჭირდება ამ ყველაფერს! - გაღიზიანებულმა გადმომხედა და თავი გააქნია.
განყოფილებაში რომ მივედით იქვე დამაჯინეს, ვიღაც ულვაშიანი მამაკაცის წინ და ისიც უცნაურ, დამაბნეველ კითხვებს მისვამდა.
ბევრ კითხვაზე პასუხი არ მქონდა და ეჭვისთვალით მათვალიერებდა ისიც.
ბოლოს ამდენი კითხვებისგან შეწუხებულმა უხერხულად შევიშმუშნე, უცნობი მიხვდა ჩემს რეაქციას, ულვაშიანს სთხოვა რომ ცოტახანში დაგვლაპარაკებოდა და ოთახიდან გამიყვანა.
- დამშვიდდი - წყალი მომაწოდა დაიქვე ჩამომაჯინა - ყველაფერი კარგად არის, ვიპოვით შენებს..
- მე არ ვიცი.. ეს როგორ დამემართა? ნენე გაგიჟდება - ცრემლმორეულმა ძლივს ჩავილაპარაკე და მუჭით ცრემლები მოვიწმინდე - იქნებ მეძებს?
- თუ გეძებს იპოვი აუცილებლად, დამშვიდდი! ნუ ნერვიულობ! - ჩემი ხელები მის თითებში მოიქცია და იმედიანი თვალებით გადმომხედა.
- ბოდიში, შეგაწუხე! - ფრთხილად გამოვაძვრინე ხელი და კისერზე ჩამოვისვი ნერვიულად.
- მე ნიკა, შენ?
- თაია
- სასიამოვნოა თაია!
- სახლში წადით, ალბათ გელოდებიან!
- და რას მეუბნებით, რომ მარტო დაგტოვოთ?
- თქვენობით ნუ მელაპარაკებით, თქვენზე უმცროსი ვარ
- შენ მემგონი ძალიან ბებერი გგონივარ - იწყინა ჩემი სიტყვები და გაბუსხული ჩამომიჯდა გვერდით.
- მაპატიე, უბრალოდ.. არც კი ვიცი რას ვლაპარაკობ, მაპატიე რა - მომლოდინე თვალებით მივაშტერდი, რამდენიმე წამი გაუნძრევლად იჯდა, შემდეგ ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა და ბოლოს ვეღარ მოითმინა, ხმამაღლა გაიცინა.
- კარგი ჰო, გაპატიე!
- ძალიან კარგი, მართლა აქ აპირებ ყოფნას მთელი ღამე?
- მთელი ღამე რატომ? რა იცი როდის მოვლენ შენს წასაყვანად!
- ნენე მარტო ვერაფერს გააწყობს, დათა და ლუკა კი გასულები არიან საქმეზე, ქალაქიდან! - ამოვიოხრე და თვალები მოვისრისე, ძილი მერეოდა ნელნელა.
- გიპოვიან, აუცილებლად გიპოვიან!
- იმედ.. - სიტყვის დასრულებაც ვერ მოვახერხე, უეცრად ჩვენს წინ კარი რომ გაგლიჯა ვიღაცამ და ისეთი სახით შემოვარდა, კინაღამ გული გამისკდა.
ფეხზე წამოვვარდი შეშინებული, დამფრთხალი ვუყურებდი იქამდე, სანამ არ გავიაზრე რომ შეშლილი სახით ჩვენს წინ შავთვალება იდგა.
თვალი გამიშტერდა, თვითონ სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ და მთელი ძალით ჩამიკრა გულში.
ნიკაპქვეშ ვგრძნობდი მის აცახცახებულ მხრებს, მხრებზე კი მისი თბილი თითები მეხვეოდა, ერთიანად აკანკალებული ძლიერად მიკრავდა გულში და თან რაღაცას ბუტბუტებდა, არაფერი მესმოდა.
ვგრძნობდი ჩემში რაღაც გრძნობა როგორ ბუყბუყებდა, ნელნელა იფურჩქნებოდა და მთელ სხეულს ედებოდა.
ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა, სიხარული, ბრაზი, წყენა, ბედნიერება, სიყვარული..
ყველაფერი თავისკენ მექაჩებოდა და ნაწილებად გახლეჩილი, მაინც ნათლად აღვიქვამდი მის ნატიფ თითებს, შიგადაშიგ უკან გამწევდა, ჩემს სახეს თითებს შორის მოიქცევდა და მეფერებოდა, რაღაცას მეუბნებოდა მაგრამ ჩემამდე არ მოდიოდა.
მონატრებისგან მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა, ყურები დახშული და მეტყველების უნარი წართმეული.
მხოლოდ ასე სანატრელ თვალებს ვხედავდი, აღვიქვამდი, შევიგრძნობდი..
მაგიჟებდა, მშლიდა მისი შეხება.
ჩემი შავთვალება.


***

მკერდზე ვყავდი მიხუტებოდი და თმებზე მეფერებოდა, ბურანიდან ნელნელა გამოვდიოდი, აღვიქვამდი ჩემს ირგვლივ მყოფ სამყაროს, რომელიც შენელებული კადრებივით მოძრაობდა გარშემო.
ვიბნეოდი, ვიკარგებოდი, ვფორიაქობდი..
ვერ ვხვდებოდი.
მერე მივხვდი, წყენამ ერთიანად რომ ამოფეთქა და კისერში წამიჭირა თითები.
ნათლად რომ ჩამესმა კარების გაღების და მოკეტვის ხმა.
მისი თვალები, მისი უმოქმედობა და ჩემი უიმედოობა.
ღამე გატარებული ღია ცის ქვეშ და უშავთვალებობა.
შევხტი, მისი ხელებიდან თავი გავინთავისუფლე, რამდენიმე წუთი თვალებში ვუყურებდი, ვაკვირდებოდი მის გამომეტყველებას, რომელიც წინანდელთან შედარებით უფრო დაწყნარებული იყო.
ღრმად ამოვისუნთქე, ყველა გრძნობას ვაიძულე რომ გაჩუმებულიყო, გაყინული, არაფრის მთქმელი თვალებით შევხედე.
- თაი
- აქ რა გინდა?


არ ვიცი რისი ღირსი ვარ თქვენგან, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, მართლა ვერაფრით ვახერხებდი დაწერას, თანაც ვაღიარებ მუზაც არ მიწყობდა ხელს არანაირად!
კიდევ გადატანას და მოთმენას, ვარჩიე ეს პატარა თავი დამედო დღეს.
ვეცდები რომ რაც შეიძლება მალე იყოს შემდეგი!
ველოდები კომენტარებს, იმედი მაქვს არ დამივიწყეთ და..
ძალიან ძალიან მიყვარხართ!
არ ვიცი, საერთოდ გამოდის თუ არა ისეთი, როგორიც უნდა იყოს..
დიდი მადლობა ყველას!



№1 სტუმარი Guest სხვანაირი დედამიწელი

ამ ისტორიის გამო დღეში რამდენჯერმე შემოვდიოდი და როგორც იქნა დადეე <3 ძალიან მომწონს და გთხოვ რაღაც ტრაგიკულად არ დაასრულო ..
მეც მყავდა ჩემი შავთვალება((... მაგრამ მოკვდა(

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე სიხარულო შენ როგორ უნდა დავივიწყოთ ჰა?კარგი იყო მართლა.ნენეს რა დაემართა საინტერესოა,ხომ არ ეჭვიანობს ვითომ.იმედია თაია უცებ არ აპატიებს შავთვალებას.ველი ახალ თავს და გამიხარდი ძალიან
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი aNuGi

Guest სხვანაირი დედამიწელი
ამ ისტორიის გამო დღეში რამდენჯერმე შემოვდიოდი და როგორც იქნა დადეე <3 ძალიან მომწონს და გთხოვ რაღაც ტრაგიკულად არ დაასრულო ..
მეც მყავდა ჩემი შავთვალება((... მაგრამ მოკვდა(

ვაიმე რას ამბობ((( ძალიან მეტკინა გული :(
ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ, ვეცდები იმედები არ გაგიცრუო <3

La-Na
ვაიმე სიხარულო შენ როგორ უნდა დავივიწყოთ ჰა?კარგი იყო მართლა.ნენეს რა დაემართა საინტერესოა,ხომ არ ეჭვიანობს ვითომ.იმედია თაია უცებ არ აპატიებს შავთვალებას.ველი ახალ თავს და გამიხარდი ძალიან

ჩემი თბილი! ძალიან ძალიან დიდი მადლობა! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№4 სტუმარი Guest Everything

anuki,exla gamovedi saabaZanodan da sanam shesuli vikavi vfiqrobdi neta taia ras shveb an avtori axal tavs tu dadebstqo da aha ise agixda kvelaferi.
exla vakbirdebi da vxvdebi rogori gazrdili xar istoriidan istoriamde. dzalian kargi iko, sashinlad mainteresebs shemdegi ❤️❤️
mikvarar uzomod ❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი mia15

როგორ გამიხარდა რომ დადე.ველოდე შემდეგ თავს.ძალიან მომწონს და კარგად დაასრულე

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან გამხიარდა შენი ნიკის დანახვა რააა აი ძალიან.
როგორც იქნა გამოჩნდა ჩვენი შავთვალება . ზალიან მაინტერესებს რას იზავ შემდეგ !!!

მოუთბენლად გელიიიი

 


№7 სტუმარი Tamo

dzalian momcons es istoria.....ramdeni xania velodebi imedia shemdeg tavze didxans ar gvalodineb...

 


№8  offline წევრი aNuGi

Guest Everything
anuki,exla gamovedi saabaZanodan da sanam shesuli vikavi vfiqrobdi neta taia ras shveb an avtori axal tavs tu dadebstqo da aha ise agixda kvelaferi.
exla vakbirdebi da vxvdebi rogori gazrdili xar istoriidan istoriamde. dzalian kargi iko, sashinlad mainteresebs shemdegi ❤️❤️
mikvarar uzomod ❤️❤️❤️❤️

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო! მეც ძალიან <3 <3 <3

Salo123
❤როგორ ველოდიი

დიდი მადლობა <3

mia15
როგორ გამიხარდა რომ დადე.ველოდე შემდეგ თავს.ძალიან მომწონს და კარგად დაასრულე

ძალიან დიდი მადლობა! <3 <3 <3

nawkas12345
ძალიან გამხიარდა შენი ნიკის დანახვა რააა აი ძალიან.
როგორც იქნა გამოჩნდა ჩვენი შავთვალება . ზალიან მაინტერესებს რას იზავ შემდეგ !!!

მოუთბენლად გელიიიი

უდიდესი მადლობა ჩემო კარგო! <3 გამახარე ძალიან <3

Tamo
dzalian momcons es istoria.....ramdeni xania velodebi imedia shemdeg tavze didxans ar gvalodineb...

ვეცდები რომ რაც შეიძლება მალე დავდო <3 <3 <3 მადლობა <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№9  offline წევრი aNuGi

Lollipop :))
უნდა გააწვალოს და აწამოს , როგორც მან აწვალა 5 თვე.
გაიგო სიმართლე და მიადგა ეხა.'
უნამუსო ესა


როცა მოიცლი მაშინ დადე, ოღონდ დადე და...
ველი მოუთმენლად

ძალიან დიდი მადლობა <3 ვეცდები იმედები არ გაგიცრუო! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

რააა??
ეს რა თავი იყო?
გაგიმართლა რომ დასრულებულ ვერსიას ვკითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent