შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყის საიდუმლოება (თავი მესამე)


29-07-2017, 20:40
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 1 611

არსაიდან მხსნელად იოაკიმე გამოჩნდა, ცხენს წინ გადაუდგა და გაურკვეველი ჟესტით გაჩერება უბრძანა. მანაც თითქოს გაიგონა მისი ნათქვამი, წამსვე შედგა ორ ფეხზე. ღმერთივით გადმოჰყურებდა ზევიდან, თან ხმამაღლა ჭიხვინებდა. მის ხმას ექოსავით უბრუნებდათ მთა.
- სარა, სარა, ხომ კარგად ხარ ? - შეშინებული ჩნდება მასთან გიორგი.
- ძალიან მტკივა, ძალიან.. - ცრემლებს ვერ იკავებს.
- სად გტკივა? - ტასოც იმუხლება მასთან და ტირილს იწყებს.
- აი - კოჭზე ანიშნებს - არა - შეშინებული აჩერებს გიორგის - ხელი არ შემახო - ამოისლუკუნა.
- მაჩვენე აბა - მასთან იო იმუხლება და ნაზად თითებს დაატარებს ნატკენ ადგილზე, სარაც იყუჩება. - აქ გტკივა? - კვლავ ადებს თითებს, გოგონას კი მთელ ტანში ჯერ არ განცდილი ჟრუანტელი უვლის. ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებს, მხოლოდ თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
- მყესი ექნება დაჭიმული, სიარულს ვერ შეძლებს. - სარას ეგონა, ხელში აიყვანდა და სახლში წაიყვანდა. მაგრამ, ის ფეხზე წამოდგა. გულის სიღრმეში იმედები გაუცრუვდა და ეწყინა კიდეც, მიზეზს თვითონაც ვერ ხვდებოდა.
გიორგი, მივიდა და ხელში აიყვანა. სახლისკენ წავიდა, სხვებიც მას გაჰყვნენ.
ფეხი უწითლდებოდა და გასიებასაც იწყებდა. აუტანელი ტკივილი აწუხებდა, თან ამასთან ერთად რაღაც ამოუცნობი გრძნობა, ან იქნებ წყენაც კი ყელში ბურთივით ეჩხირებოდა.
თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა. მამაკაცის მხარზე კრუსუნებდა, თან ცრემლებისგან მაისურს უსველებდა.
- ძალიან გტკივა? - შეწუხებული სახით დაჰყურებს გიორგი.
- კი.. - ძლივს ამოილაპარაკა.
იმდენად სწრაფად მიჰყავდა, რამდენიმე წუთში სახლში იმყოფებოდნენ. წინ მიმავალმა იომ გაუღოთ კარები და სახლში შეატარა.
ტახტზე დასვა , ამ მომენტში სამზარეულოდან ბებია გამოდიოდა. ნამტირალევი, რომ დაინახა მასთან გაჩნდა და ფეხის დანახვაზე ქალს გული შეუწუხდა.
- ვაიჰ, შვილო ეს რა მოგსვლია?! - თავში ხელები წაიშინა, როგორც მოხუცებს სჩვევია. შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა. - ამხელა ვირ კაცებს, გოგოსთვის ვერ მოგივლიათ?! - ისედაც შეწუხებულმა ბავშვებმა ვერაფერი ვერ უპასუხეს.
- ნუ ღელავ ბებო, არც ისე ცუდათაა საქმე. - მოხუცის დამშვიდებას და გაღიმებას ცდილობს.
ტახტზე მოხერხებულად ჯდება და ნატკენ კოჭზე თითებს დაატარებს. ტკივილმა შეაწუხა, სახე მოეჭმუხნა და თვალები ცრემლებით აევსო. თავი შეიკავა არ უნდოდა ბავშვები უფრო აეღელვებინა.
- ისევ ძალიან გტკივა? - შორიდან ეკითხება იოაკიმე. ცივი, მაგრამ სითბო მაინც კრთება მის ხმაში.
- კი - თავს უქნევს.
- ბებო, ცივი წყალი და ტილო მინდა, ძველ მეთოდს მივმართოთ. ცივი საფენები ტემპერატურას გაანეიტრალებს. აქ სხვანაირად ვერ ვუშველით.
- ნინი, ცივი წყალი სამზარეულოშია, მე ტილოს მოვიტან. - ფაცხაფუცხით გადის ოთახიდან და მალევე ბრუნდება უკან. ნინისაც წყლით სავსე თასი მოაქვს.
მამაკაცი გვერდით უჯდება, მის ფეხს მუხლებზე იდებს.
- მტკივაა.. - ამოიკრუსუნა, აგრძნობინა რომ ხელი გაეშვა და სცადა ფეხის აღება.
- ვიცი, უნდა მოითმინო.. სხვანაირად ვერ შევძლებ ჩემი საქმის გაკეთებას. - სერიოზული ხმით წარმოსთქვა.
ნაჭერს წყალში ასველებს, თითებით ოდნავ წურავს და ნატკენ კოჭზე ფრთხილად ადებს. მის სახეზე მამაკაცს გული უწუხდება, მაგრამ არ იმჩნევს. ცივი, არაფრის მთქმელი სახით დაჰყურებს. არც გოგონაა კარგ მდგომარეობაში, მის შეხებაზე შინაგანად ფორიაქდება და გული უკანკალებს.
სხეულიდან წამოსული ტემპერატურა, ნაჭერს მალე ათბობს, ამიტომ პროცედურას კვლავ იმეორებს.
- ისევ ისე ძლიერ გტკივა თუ? - საფენს აცილებს და წრიული მოძრაობით უზელს შესიებულ ადგილს. გოგონას ყოველ მის შეხებაზე ელეთმელეთი ემართება, ჭიანჭველების არმია იწყებს მოძრაობას სხეულის თითოეულ ნაწილზე.
- წეღანდელთან შედარებით, აღარ მაწუხებს იმდენად.. - ტირილისგან გულ ამომჯდარმა ამოისლუკუნა.
- შვილო, სჯობს ძველი მეთოდით შევუხვიოთ, ხომ იცი ძველი ხალხი ბრძენები იყვნენ ხალხურ მედიცინაში. მალე მოურჩენს ფეხს და ხვალ უკვე გაივლის. ახლავე მოვიტან საჭირო იგრედიეტებს. - ბებო სამზარეულოში გადის და დატვირთული უკან მალე ბრუნდება. - ესეც კვერცხი, ცოტა ფქვილი და სპირტი. ერთმანეთში ავურევ და ნატკენ ადგილზე დაადებ, მერე კი შეუხვევ. - მითითებას პირნათლად ასრულებს. არეულ მასას ნაჭერზე უსვამს და კოჭზე ადებს, შემდგომ კი ბინტით უხვევს. ფრთხილი მოძრაობით ფეხს დივანზე ადებინებს.
- ესეც ასე, მალე გაგივლის, რომ გათხოვდები არაფერი აღარ გემახსოვრება. - ირონიულად ეუბნება და თვალს უკრავს.
- მადლობა ყველაფრისთვის.. - გაბრაზებულმა ამოიბურტყუნა.
- არაფერს, ბავშვებს ხშირად ემართებათ ასეთი ამბები.. - არ ანებებდა, ირონიას თავს. - მაგრამ, მეორედ ასეთი ინციდენტის დროს გვერდით უნდა გადახვიდე და არა უკან სვლა დაიწყო. არც ისე პატარა ხარ, ამდენი რომ არ გესმოდეს! - მკაცრად ამოილაპარაკა, გოგონამ ვერაფრის თქმა მოახერხა. მხოლოდ წარბ აწეულმა გახედა.
- ბებო, მოგიკვდეს შენ, მგონი როგორ შეგეშინდა. - ნაამბობით გაოცებულმა და შეშინებულმა ქალმა, გვერდიდან მიიხუტა.
- ნუ ღელავ ბებო, ყველაფერმა ჩაიარა, ამ ჯელტმენის მეშვეობით.. - მანაც ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე. ამაზე კი იოს გულით გაეღიმა.
- კარგი ბებო, მე წავალ რამეს მოგიმზადებთ.
- ჩვენც წამოვალთ მოგეხმარებით - გოგოებიც მიჰყვებიან უკან.
- ჩემი წასვლის დროა, დროებით..
- სად მიდიხარ ტო, იყავი ვჭამოთ.. - გიორგიმ შეაჩერა.
- მადლობა არ მინდა, საღამოს შემოგივლით. - სარას შეხედა და გასასვლელისკენ წავიდა.
საღამოს იოაკიმე კვლავ ესტუმრათ, ისე შეეჩვივნენ უხაროდათ მისი მისვლა.
- საღამომშვიდობის ბავშვებო - ყველას ესალმება და სარასკენ ბრუნდება. - ფეხი როგორ გაქვს? - უდარდელი ხმით ეკითხება, თითქოს პასუხი მისთვის უმნიშვნელო ყოფილიყოს. არადა როგორ ნერვიულობდა, მისი ტკივილი მასაც ტანჯავდა.
- მადლობა, უმნიშვნელოდღა მაწუხებს.. - ისე სცემს პასუხს არც უყურებს, ცეცხლისკენ აქვს სახე მიტრიალებული.
ბიჭებმა კოცონის ანთება შესთავაზეს გოგოებს , ისინიც სიამოვნებით დასთანხმდნენ. მათ ცეცხლი ააგუზგუზეს, გოგოებმა კი ცხელი სასმელი მიიტანეს.
კოცონს გარშემო შემოუსხდნენ, ყვებოდნენ სხვადასხვა ისტორიებს, ლექსებს და მღეროდნენ ხევსურულ სიმღერებს.
სარას, თავისდა უნებურად იოსკენ გაურბის მზერა. თვითონაც არ იცის რატომ სიამოვნებს მისი ყურება, მის ზღვასავით ლურჯ, ვარსკვლავივით მოკაშკაშე თვალებში ჩაძირვა. თავს ვერ აკონტროლებს, გონება ერთს კარნახობს, გული კი მეორეს.
მამაკაციც ამჩნევს მის მზერას და ისიც თვალს არ აშორებს.
გოგონასთვის მისი ყურება ლაზერის წითელი სხივივითაა, რომელიც უწვავს სხეულის თითოეულ მონაკვეთს, რომელსაც მისწვდება.
ამ დროს ბიჭის თვალებში, რომ ჩაეხედა კარგად შეამჩნევდა, მათში გამჩდარ ჭინკებს. რომლებიც აჭარულის მელოდიაზე განდაგანას ცეკვავდნენ.
დრო მალე გადის, გოგოებს ძილი ერევათ და წუწუნით ბიჭებსაც აიძულებენ დასაძნებლად წასვლას.
- ძილინებისა.. - ყველას ემშვიდობება, მზერა კი სარასკენ გადააქვს. - იმედია ხვალ უკეთესად იქნები. - წამით აჩერებს მზერას და შემდეგ ტრიალდება და უკან მოუხედავათ ტოვებს ეზოს.
დილით ტკივილი აღარ აწუხებს. სიარულს ახერხებს სხვების დაუხმარებლად.
დღევანდელი გეგმის გადადებას ითხოვენ ბავშვები. მაგრამ, სარა უარზეა ჩემს გამო ყველაფერი არ უნდა ჩაშალოთო. ბოლოს მაინც თავისი გააქვს და ბავშვებს უშვებს კოშკების მოსანახულებლად. ბებოც მეზობელ სოფელში წავიდა, ახლობლის მოსანახულებლად და სულ მარტო დარჩა სახლში.
სახლში მარტო ყოფნა ბეზრდება და ეზოში გადის. ჰამაკამდე კოჭლობით მიდის და შიგ წვება. თვალებს ხუჭავს და ირინდება, უყვარს მარტო ყოფნა და სიმშვიდე, თან ასეთ გარემოში.
- გამარჯობა - ხმა აკრთობს და თვალებს ახელს.
- გაგიმარჯოს - ხმის პატრონის დანახვის შემდგომ კვლავ ხუჭავს თვალებს. აგრძნობინებს არ სურს მასთან ბაასი.
- მარტო ხარ? - მის ქცევას აიგნორებს.
- ხო, სხვები დასათვალიერებლად წავიდნენ.
- არ გეშინია, აქ მარტო ყოფნის? - მის ხმაში ეშმაკობამ გაიჟღერა.
- არა, რისი უნდა მეშინოდეს? - მტკიცე ხმით პასუხობს.
- უცხოების.
- არ მეშინია!
- ჩემიც არ გეშინია?! - ცივი, ირონიული ტემრით ეკითხება.
- უნდა მეშინოდეს?! - საუბრით მობეზრებული, თვალებს ახელს და მზერას უსწორებს.
- შეიძლება, უნდა გეშინოდეს კიდეც! - ორაზროვნად უპასუხა, თან ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- ჯერ არ მაქვს მიზეზი, თან არა მგონი ორი დღის შემდეგ კიდევ შევხდეთ ერთმანეთს. - იორონიულად გაიჟღერა გოგონას ხმამ. აგრძნობინა, რომ მისთვის დაფიქრების საგანს არ წარმოადგენდა.
- არავინ არ იცის მომავალი რას გვიმზადებს .. - თვალი ჩაუკრა და წასვლას აპირებდა, როდესაც ბავშვები შემოლაგდნენ ეზოში.
- სტუმარი გვყოლია - უღიმის ტასო - გამარჯობა.
- გამარჯობა - ისიც უღიმის.
- შენ რატომ ადექი?! - გიორგიმ შეუღრინა.
- სახლში მარტო ყოფნა მომწყინდა და სუფთა ჰაერზე გამოვედი.. მყუდროება კი ამ ვაჟბატონმა დამირღვია.. - ამზერად შეხედა. - ძალიან მშია, მიდით რამე მოამზადეთ რა.. - სიცილით ეუბნება და ენას უყოფს.
- არის უფროსო, ყველაფერი ისე იქნება როგორც თქვენ ინებებთ.. - სიცილით ეუბნებიან ისინიც. - ოღონდ ძაანაც ნუ გაბლატავდები, ეს დროებითია. - თვალს უპაჭუნებს ნინი და სახლში შედიან.
- ბავშვებოო - სიტყვას აწევს საბა - გარეთ გავშალოთ სუფრა, სუფთა ჰაერზე გაასწორებს ქეიფი.
- კაი.. - მათაც გამოსძახეს.
სანამ ბიჭები საუბრობდნენ და ლაზღანდარაობდნენ, გოგონებმა სუფრა გაშალეს.
სარას მზერა იოაკიმეს გრძელ, სწორ და თხელ თითებზე უშტერდება.
- სარა, ხვალ სიარულს შეძლებ? - მისკენ ბრუნდება გიორგი. გოგონა იმდენად არის გართული თავის ფიქრებში, რომ არაფერი არ ესმის. მამაკაცის ირონიულმა ჩაცინებამ მოიყვანა გონს და გაბრაზებულმა შეხედა. მიხვდა რომ მას დასცინოდა.
- ჰა.. რაა? რამე მკითხე? - დაბნეული გამომეტყველებით შეაცქერდა ბიჭებს. მის სახეზე ყველას გაეცინა.
- დედამიწას იყავი გაცდენილი? ხვალ თუ შეძლებ წამოსვლას გუდანის ჯვრის სანახავადთქო? - სიცილით უმეორებს კითხვას გიორგი.
- აჰ, კი წამოვალ. ხომ იცი როგორ მინდა მონახულება და დათვალიერება. - სახე გაბადრული პასუხობს.
ამასობაში ბებიაც დაბრუნდა და ერთად ისადილეს. ბავშვებმა ერთად აალაგეს სუფრა.
სუფთა ჰაერზე ყოფნაში, უეცარი ამინდის შეცვლა უშლით ხელს.
ბებია ბუხარს ანთებს და შემცივნებულები ყველა მის გარშემო თავსდებიან. ამინდის არევასთან ერთად ტემპერატურაც ეცემა.
- როდის ბრუნდებით უკან? - ბებო მოწყენილი ეკითხება.
- ორ დღეში გვიწევს წასვლა, გამოცდები გვიახლოვდება და მომზადება გვჭირდება.
- ეჰ, ცუდია შვილო, თქვენ შემოიტანეთ ჩემს გულში სიხარული. სახლი კი აახმაურეთ და სიცოცხლე დაუბრუნეთ. - მოხუცს ცრემლები მოადგა თვალებზე.
- ნუ ღელავ ბებო, აუცილებლად გესტუმრებით ხოლმე, რათქმაუნდა თუ მიგვიღებ. - მასთან მიდის სარა და გვერდიდან ეხუტება, თან ცდილობს გაამხიარულოს.
- რასამბობ შვილო, როგორთუ თუ მიგიღებთ.. რატომ არ გამიწყრება ღმერთი, თქვენი ჩამოსვლა თუ არ გამაბედნიერებს. - თვითონაც ხვევს ხელს და ლოყებს უკოცნის.
ბავშვები დასაძინებლად წამოიშალნენ. იოც დაემშვიდობათ და წავიდა სახლში.
უეცრად ამინდი ირევა, ელავს, ისე ძლიერ ქუხავს, რომ წამიერად ოთახს ანათებს. გრუხუნიც მოჰყვება და წვიმის წვეთების ძლიერი ხმა.
ჭექა- ქუხილი კვლავ მეორდება, ამ ჯერად უფრო ძლიერად და ხმამაღლა. სარას შეშინებული ეღვიძება, წამიერად ვიღაცის ჩრდილს აწყდება. თვალებს ახამხამებს, ელვა კვლავ ანათებს ოთახს ამჯერად იქ არავინ იმყოფება. ჩამოსვლის დღიდან გრძნობს, ძილში ვიღაცის მზერას, მაგრამ გამოღვიძებისას არავინ ხვდება. ამიტომ უბრალოდ ჰალუცინაციებს აბრალებს.
ბავშობიდან ძალიან უყვარს ასეთი ამინდი. პლედს იღებს, ფეხებს თბილ ჩუსტებში ყოფს და ოთახიდან ჩუმად გადის. მისაღები გაიარა და გარეთ გავიდა.
გარეთ გასულის წვიმის და მიწის სპეციფიკური სუნი ცხვირზე ელამუნება. საყვარელ სურნელს ღრმად ისუნთქავს და ფილტვებს ივსებს.
პლედს ძლიერ იხვევს და ნეტარებისგან წამიერად თვალბს ხუჭავს. გახელისას ვიღაცის სხეულს აწყდება, რომელიც შორიდან უყურებს. თვალები ცეცხლისფრად უბრწყინავს, რომელიც წვავს. თვალებს ახამხამებს, ელვა კვლავ ანათებს გარემოს და იმ ადგილას არავინ აღარ ჩანს. მობეზრებულად თავს აქნევს.
როგორც კი სურნელი იფანტება, სახლში ბრუნდება. შემცივნებული ლოგინში წვება და თავზე საბანს იფარებს.
წვიმის ხმაურში კვლავ ტკბილად ეძინება. წვიმის წვეთების ხმა რაფაზე, იავნანასავით ჩაესმის.
დილით მზის სხვივები აღვიძებს და ეღიმება. საბანს იხდის, ფანჯარასთან მიირბინა და ბედნიერმა მოწმენდილ ცას ყურება დაუწყო. გუშინდელი გეგმების შეცვლა არ მოუწევდათ ამინდის გამო.
გრძელ, დათბილულ ჟაკეტს იცმევს. თბილ მოსასხამსაც აყოლებს და ოთახს ტოვებს. მის გარდა სახლში არავინ იმყოფებოდა, ყველას ეძინა. არც ბებო არ ჩანდა.
გაუხარდა კიდეც, უყვარდა დილის სიმშვიდე და ყავის დალევა.
სამზარეულოში შევიდა, ყავა მოიმზადა და აგიზგიზებულ ბუხართან, ხალიჩაზე მოკალათდა. თავი დივნის საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა.
- დილა მშვიდობისა სარა! - სიმშვიდის უეცარი დარღვევა ისე აკრთობს, გული ჩიტის დაღლილი გულივით უფრთხიალდება. ცხელი ყავა კი რამის ზედ გადაიქცია.
- შენ.. შენ აქ როგორ გაჩნდი?! წეღან არავინ იმყოფებოდა ჩემს გარდა, არც კარების გაღების ხმა გამიგია. - შეშინებული ეკითხება.
- მაპატიე, არ მინდოდა შენი შეშინება. ბებიას ვეხმარებოდი საქმეში, რაღაც გამომატანა და სამზარეულოში შევიტანე.
- კარგი, მე მაპატიე ასეთი რეაქციისთვის. უბრალოდ არავინ არ იყო სახლში და ამიტომ ცოტა არ იყოს, შენი გამოჩენის შემეშინდა. - დაბნეულმა ამოილაპარაკა.
- არაუშავს. - სარას სახეზე ეღიმება. გოგონა მოზრდილი და მუქი წვერის მიუხედავად მაინც ამჩნევს, ღიმილისას ლოყა რომ ეჩხვლიტება. ამ დროს ისეთი საყვარელია უნებურად მასაც ეღიმება. - კარგი, მე წავალ.
- გაგაცილებ. - წამოდგომას აპირებდა, როდესაც ხელის მოძრაობით შეაჩერა.
- არ მინდა იყავი.
ნელ-ნელა ყველას ეღვიძება და ოთახიდან გამოდიან. ემზადებიან და სახლს ტოვებენ. გიორგიმ ნაცნობებისგან ცხენები ითხოვა. გუდანის ჯვარამდე ათი კილომეტრზე მეტია, ამიტომ ფეხით სიარული ნაწვიმარზე გაუჭირდებოდათ.
- რა ლამაზია.. ეს ის ცხენია ხომ, ჩემი შეშინება რომ შეძლო?! - ეცინება, ახლოს მიდის და სახეზე ეფერება.
- კი, ეგ ცხენია შიში, რომ გვაჭამა ყველას და დაგვიხეთქა გულები. - გიორგისაც ეცინება.
- ხოდა მე მეკუთვნის, მარტო მინდა რომ დავჯდე და კამათს აზრი არ აქვს დამერწმუნეთ..- მტკიცე ხმით იძახის.
- კარგი, კარგი ხელები ამიწევია დაბრძანდი. - მასთან მივიდა და დაჯდომაში დაეხმარა.
ყველანი მოთავსდნენ წყვილებად, მხოლოდ სარა იჯდა წყვილის გარეშე.
- წინ ჩემო ყორნისფერო ბედაურო, წინ .. - ცხენს ფერდებზე უჭერს ფეხებს და ნაზი სიარული მალე გადადის თავისუფალ ნავარდში.
ორ საათი უნდებიან ადგილამდე მისვლას. ერთად ჩერდებიან ცხენები, ხის ტოტებზე აბავენ ბედაურებს. თვითონ კი გაოცებულები და აღფრთოვანებულები ათვალიერებენ ყველაფერს.
სარასთვის ეს ადგილი სამოთხესთან ასოცირდებოდა.
კლდის პირას დგება, ხელებს შლის, გულმკერდს წინ წევს, თვალებს ძლიერ ხუჭავს. თითქოს გაფრენა და ცაში აჭრა სწადიაო.
- საოცარი ადგილია ხომ?! - ცივ ხმას გამოჰყავს ოცნებებიდან. გაოცებული ახელს თვალებს და მის თვალებს აწყდება. რომელიც უფრო ჩამუქებულა და მათში წარმოქმნილ ნაპერწკლებს შეამჩნევდით.
- კი, ნამდვილად! დედამიწაზე არსებული სამოთხეა, რომელშიც ყველა ადამიანს შეუძლია ყოფნა..
- დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ, მთელი ცხოვრება. - არანაკლებ ნასიამოვნები ხმით ამოილაპარაკა ანასტასიამ.
- კარგი რა ტასო, მთელი ცხოვრება აქ ვერ გაძლებ..
- რატომ ვითომ ?! - უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები.
- იმიტომ რომ ვერ დათმობ შენს გეგმებს, შენს მომავალს..
- და შენ დათმობ? - წარბაწევით შეეკითხა.
- არა, რათქმაუნდა არ დავთმობ! - მკაცრად წარმოსთქვა სიტყვები, ეჭვს რომ ვერავინ შეიტანდა. - არ დავთმობ ჩემს ოცნებებს და მიზნებს, რის გამოც ამდენი ხანია ვიბრძვი! ყველაფერს წყალში არ ჩავყრი! დასასვენებლად მშვენიერი ადგილია, რამდენიმე თვე ზაფხულში დიდი სიამოვნებით გავატარაბ. მაგრამ, მთელი ცხოვრება აქ ვერ ვიცხოვრებ. აი, სიბერეში კი რატომაც არა..
- კარგი რაა.. რა უჟმური ხარ. აქ ხომ სამოთხეა, სუფთა ჰაერი, ბუნება, ნატურალური საკვები და მეორე ნახევარი, რომელიც ყველაფერს გირჩევნია. - ოცნებებში წასულმა ამოიკრუსუნა.
- დაეშვი დედამიწაზე.. ყველაფერმა იცის მობეზრება, მათ შორის ასეთმა ცხოვრებამ. შემდეგ ასეთი სიყვარულიც უფერულდება და ქრება. რჩება მხოლოდ პასუხისგებლობა, რომელიც წყვილი გრძნობს. თან მე ისეთი სიყვარული არ მჭირდება და არ მწამს, რომლის გამოც რამის დათმობა მომიწევს ან დამჭირდება. - არ ეპუება მეგობარს.
- შენ რას ფიქრობ იოაკიმე, ეთანხმები მას ?!
- ვიცხოვრებდი თუ არა აქ ?!
- დიახ - თავს უქნევს.
- არა ტასო, შენ კი გეთანხმები. - სარას სმენა ეძაბება, მთელი სხეული ზამბარასავით ეჭიმება. მაგრამ, თავს ძალას ატანს და მისკენ არ იხედება, მწვანეში ჩაფლულ ხედს გასცქერის.
- სიყვარულთან დაკავშირებით თუ?
- კი, სიყვარულთან დაკავშირებით. როდესაც ვინმე შემიყვარდება, მან უნდა შეძლოს ისეთი მიმიღოს როგორიც ვარ. იქ წამომყვეს სადაც მე წავალ. ჩემი ნაწილი იყოს.. თუ საჭირო იქნება ,,ჯოჯოხეთშიც’’ უნდა წამოვიდეს ჩემთან ერთად, გინდათ იცოდეს ძლიერ ცეცხლში დავიწვებით.. - დინჯად და აუღელვებად წარმოსთქვა სიტყვები და ამ ხნის განმავლობაში თვალი არ მოუცილებია გოგონასთვის.
სარას თითოეული სიტყვა გულს ხვდებოდა, კუბიდონის გასროლილი ისარივით. თითქოს მისთვის ყოფილიყო თითოეული სიტყვა თუ წინადადება გამიზნული და მიზანშიც ხვდებოდა.
მისკენ იხედაბა და აწყდება, ყინულივით ცივ მზერას. რომელიც მთელ სხეულს ედება და ჟრუანტელს იწვევს. გამყინავ თვალებს, რომელშიც ყველაფერი იკითხება.
გოგონა ვეღარ უძლებს და ფორიაქდება. გული გამალებით უცემს, უკან ბრუნდება და თავის ბედაურთან მიდის. ზედ ჯდება და ადგილიდან წყვეტს.
სხვები სურათების გადაღებით და თვალიერებით არიან გართულნი და ვერ ამჩნევენ სარას გაუჩინარებას. იოაკიმეც ჩართეს და ვერც მან შეამჩნია.
წასვლის დრო როდესაც დადგა და ყველანი შეიკრიბნენ, მაშინღა მოიკითხეს სარა. ყველგან მოძებნეს, მაგრამ არც ის და არც მისი ცხენი არსად იყვნენ.


იმედია მოგეწონებათ, ვცდილობ ის გამომივიდეს რაც გეგმაში მაქვს..
ჩემთვის თითოეული კომენტარი მნიშვნელოვანია, კარგიც და ცუდიც.
ნუ დაინანებთ, გამიზიარეთ თქვენი აზრი, რა მოგწონთ რა არ მოგწონთ.
მიყვარხართ თითოეული, ვინც კითხულობთ.



№1  offline წევრი მეამბოხე ^^

Salo123
ძალიან კარგია. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ❤

მიხარია თუ მოგწონს heart_eyes

 


№2 აქტიური მკითხველი La-Na

იმედია სარას არაფერი მოუვა,როგორ მაინტერესებს ჩვენი იოაკიმე რა არსებაა,ან ვინ,ნუ როგორც არის smirk რაღაც ზებუნებრივ ძალებს რომ ფლობს ეგ კარგად გამოჩნდა პირველ თავში და უკვე ვეღარ ვითმენ ისე მინდა ყველაფერი გავიგო,მაგრამ ლოდინსაც აქვს ხიბლი smiley wink ველი ახალ თავს ტკბილო kissing_heart
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი მეამბოხე ^^

La-Na
იმედია სარას არაფერი მოუვა,როგორ მაინტერესებს ჩვენი იოაკიმე რა არსებაა,ან ვინ,ნუ როგორც არის smirk რაღაც ზებუნებრივ ძალებს რომ ფლობს ეგ კარგად გამოჩნდა პირველ თავში და უკვე ვეღარ ვითმენ ისე მინდა ყველაფერი გავიგო,მაგრამ ლოდინსაც აქვს ხიბლი smiley wink ველი ახალ თავს ტკბილო kissing_heart

მალე გამოჩნდება :დ როგორ მიხარია შენი თითოეული კომენტარი heart_eyes

 


№4 სტუმარი Guest bubu

rogor dzalian momwons es motxroba da ra shesanishnavia es gogo da es bichi, imedia saras ioakime ipovis, male dade shemdegi tavi

 


№5 სტუმარი Guest სოფო

ძალიან მომწონს კარგია ასე განაგრძე

 


№6  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest სოფო
ძალიან მომწონს კარგია ასე განაგრძე

მადლობა დიდიი heart_eyes

Guest bubu
rogor dzalian momwons es motxroba da ra shesanishnavia es gogo da es bichi, imedia saras ioakime ipovis, male dade shemdegi tavi

მიხარიიააა, თან როგორ <3 kissing_heart

Salo123
თამაკო
Salo123
ძალიან კარგია. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ❤

მიხარია თუ მოგწონს heart_eyes

მომწონს რომელია

მაბედნიერებ შენი სიტყვებით;დ kissing_heart და სტიმულს მმატებ :დ

 


№7 სტუმარი Guest lika

dzalian magari motxrobaa, absoluturad yvelaferi momwons am motxrobashi yovel dge dado xolme iqneb tu moaxerxeb da ar gvalodino

 


№8  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest lika
dzalian magari motxrobaa, absoluturad yvelaferi momwons am motxrobashi yovel dge dado xolme iqneb tu moaxerxeb da ar gvalodino

მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის heart_eyes ყოველ დღე ვერ შეგპირდებით, მაგრამ ვედები ძალიან არ დავაგვიანო heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent