შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩხუბით დაწყებული სიყვარული !


31-07-2017, 00:15
ავტორი თათუშა
ნანახია 1 874

ნია– ალო
დედა– ნიაკო დე მე ვარ.სად ხარ? ჩახვედი ბათუმში? როგორი ამინდია?
ნია– კარგად ვარ.კი ჩავედი და წვიმს.საშინელ ხასიათზე ვარ.მერე დაგირეკავ...
დედა– კარგი დე კარგად.
ნიამ მობილური გამორთო.ნია 16 წლის მაღალი შავგვრემანი გოგო იყო.თბილისიდან ბათუმში ჩამოვიდა 1 თვით დასასვენებლად.
ნიამ კალენდარზე მოინიშნა იმ დღის რიცხვი 25 ივლისი.მისი დაბადების დღიდან 5 დღე გასულიყო და მობილურზე მაინც მისდიოდა მისალოცი ესემესები.ნიამ ამოიღო ნოუთბუქი და სკაიპში შევიდა."ვაიმე სანდრო შემოვიდა.რა მივწერო? იქნებ ჯობს დაველოდო თვითონ რას მომწერს?არა მე მივწერ" ნიამ მიწერა: „ სანდრო როგორ ხარ?" – „კარგად" –„მეც.რა ხდება ახალი?" –„არაფერი.ეხლა არ მცალია"ნიამ გაიგო ნამიოკი და სკაიპიდან გავიდა.ნაწყენი დაეხეთქა ბალიშზე და mp3 ჩართო.ნიამ თავის დაქალს–ლიზის მიწერა მესიჯი:"ლიზი დღეს ჩავედი ბათუმში.საშინლად წვიმს.ხო იცი ჩემი ხასიათი ესეთ დროს ჯობია არავინ შემაწუხოს  გოგ სანდროს მივწერე და მომახალა არ მცალიაო ვიტირე... შენ როგორ ხარ? რა ხდება ახალი?!" ნიამ მობილური მოისროლა და წამოჯდა.გარეთ აღარ წვიმდა.მაგრამ მოღრუბლული იყო.ამ დროს ნიამ ბავშვების ყიჟინი გაიგო და გადაიხედა.მართლაც 6–7 წლის ბავშვების გროვა თამაშობდა ეზოში. ნიამ ფანჯრიდან გადაიხედა და ბავშვებს უთხრა გაჩუმდითო აგრამ ვის ესმოდა?! ნიამ ახლა უყვირა ბავშვებს მაგრამ უშედეგოდ.ამჯერად გაბრაზებული გოგონა ძირს ჩავიდა და ერთერთი ბავშვი ხელით დაიჭირა და ვინ იცის რას უზამდა რომ არა: –ბავშვს ხელი გაუშვი
ნია– შენ რა გინდა? გიცნობ?
–არა და ბავშვს ხელი გაუშვითქო
ნია– მაგ „ბავშვმა" ტვინი წაიღო არ გაჩუმებულა.
–გეთხოვა
ნია–ვთხოვე მაგრამ რად გინდა?ვინ მომისმინა?
–ხო ცუდია რო არ გისმენენ მაგრამ ცემა გამოსავალი არ არის.
ნია–შენ ვინ გეკითხება?
–ადი ზევით და გამოიცვალე.თვალებიც მოიბანე ტუშით გაქვს დასვრილი.
ნია–მე რასაც მინდა იმას ვიზამ და ეგ შენი საქმე არაა.
–რატომ იკბინები?
ნი– მშია
–ხოდა კაფეში გპატიჟებ აუცილებლად მოდი გთხოვ.სანამ ვინმე შეგიჭამია.
ნია გაიბუსხა და ნომეში ავიდა.ბიჭმა გაიცინა ნიას სახის დანახვაზე.ბავშვები გააფრთხილა ჩუმად ითამაშეთ და დეიდას თხოვნას ყურადღება მიაქციეთ ხოლმეო. ამ დროს ნია ოთახში ფიქრობდა რა ჩაეცვა."წითელი კაბა რომ ჩავიცვა მერე ის ბიჭი იფიქრებს მეპრანჭებაო ხოდა ჯინსის ბრიჯებს და შავ ზედას ჩავიცვამ.და კეტებს" ნია სარკეში ჩაიხედა და კმაყოფილი ჩავიდა ეზოში.ის ბიჭი ზუსტად ისე დახვდა როგორიც დატოვა ნიამ.ბიჭს გაეღიმა უფრო სწორად შეეცადა სიცილი შეეკავებინა.ნიამ შეამჩნია და კითხა:
ნია–აჰა რას ხედავ სასაცილოს? არ მოგეწონა ჩემი სტილი? აბა რას ელოდი საღამოს გრძელ კაბას?
–არა მაგრამ კეტებს სანაპიროზე არ ველოდი 
ბიჭმა ხმამაღლა გაიცინა.კაფეში შევიდნენ.ეს კაფე სანაპიროს პირდაპირ იდგა და ზღვა კარგად ჩანდა.ამიტომ ბიჭმა კუთხეში დაჯავშნა ადგილი რომ უკეთესი „ხედი" ყოფილიყო. ნია დაჯდა თუ არა ოფიციანტმა მიირბინა მათთან.
ოფიციანტი–რას ინებებთ?
ბიჭმა ნია გადახედა.
ნია–ყავა და ნაყინი
ოფიციანტი–ცივი ყავა ალბათ ხომ?
ნია–არა.
ბიჭმა პირზე ხელი აიფარა.და სიცილი ვეღარ შეიკავა როცა დაინახა შეშინებული ოფიციანტის და ნიას გაბრაზებული სახეები.ნიამ მკაცრად გადმოხედა.
ბიჭი–მეც ნაყინი მინდა კარამელით ოღონდ და რაიმე კოქტეილი.
ოფიციანტმა ამოისუთქა.და გავარდა.
ნია–რა იყო იქ სასაცილო?
–ის რომ შეაშინე ოფიციანტი 
ნია– ღირსი იყო.
–ცხელი ყავა ზაფხულში,კეტები კიდევ რით გამაკვირვებ?
ნია–ნუ დამცინი რა...
–ჩემი სახელი არ გაინტერესებს?
–არა
–მოდი მაინც გეტყვი–ლევანი მქვია.
–აჰა
–შენ რა გქვია?
–ნია
–სად ცხოვრობ?
–სახლში
–სერიოზულად
–ვაჟაზე.შენ?
–მე შანხაის ბაღთან.
–ვა მანდ ჩემი შეყვა... მეგობარი ცხოვრობს სანდრო
–რა გვარია?
–სიგუა
–ჰო? ჩემი ძმაკაცია
–აა
–შენი შეყვარებულია?
–არა არა
–აბა?
–უბრალოდ მეგობარი
–ნწ წეღან სხვა რაღაცა უნდა გეთქვა.
–არაფერი
–რატომ მიმალავ? მე მეგონა შენს ასაკში ეგეთები აღარ იყო?! რამდენის ხარ?
–16
–მეც და ნუ დამიმალავ გთხოვ
–კარგი უბრალოდ მომწონს
–გიყვარს
–ხო.და ნებისმიერ მეტოქეს მოვკლავ 
ლევანმა ორაზროვნად ამოიოხრა.ამ დროს ოფიციანტმა მოიტანა შეკვეთა.
ნია–რა მოხდა?
ლევანი– არაფერი
ნია– აბა ჩვენს ასაკში დამალვები აღარ არისო...? ვალდებული არ ვიყავი მეთქვა ის...
ლევანი– კარგი.სანდრო ჩემი დის შეყვარებულია. 
ნია–ხო? არაუშვს 
ნაძალადევად გაიღიმა ნიამ აგრამ მიხვდა რომ ტირილს ვერ შეიკავებდა და მუცლის ტკივილი მოიმიზეზა,კაფედან გაიქცა.
ლევანი–ნია დაიცადე ახლა მოიტანეს შეკვეთა არ გინდა?
ნია არ მობრუნდა.უკვე ტიროდა.ლევანიმ ფული მაგიდაზე დააგდო დანიას გაეკიდა.
ლევანი–ნია რა გჭირს?
ნიამ ნაბიჯებს უმატა.მაგრამ ლევანი დაეწია ხელი ჩაავლო და მოატრიალა.
ლევანი–ტირი?
ნია–ხო
ლევანი– ვიცი რატომაც.დაგეხმარები
ნია–არ მჭირდება...
ლევანი– რატომ?
ნიამ გაიფიქრა"იმიტომ რომ შენმა დამ გააფუჭა ყველაფერი"
მაგრამ ნიამ სხვა რაღაც უპასუხა–იმიტომ რომ შენ ჩემთვის არაფერს წარმოადგენ.
ლევანიმ ხელი გაუშვა ნიას.სწრაფად მოიშორა და წავიდა.
ნია ნოერში შევიდა და წამოწვა გვიანი იყო მაგრამ არ ეძინებოდა.მაინც ჩაეძინა ბოლოს.მეორე დილას ბავშვების ხმაურმა გააღვიძა. უკვე მოთმინების ფიალა ავსებოდა და წყალი გადაასხა ბავშვებს.მაგრამ წყალი იქვე მდგომ ლევანის დაესხა.ნიამ სასწრაფოდ ჩაირბინა კიბე ლევანთან მივიდა.
ნია–მაპატიე შენთვის არ მინდოდა.
ლევანი ჩუმად მიდიოდა.
ნია–და იმ სიტყვებისთვისაც ბოდიში.გული გატკინე ვიცი მაგრამ მაშინ საშინლად გულნატკენი ვიყავი მეც.
ლევანი–მე გული არ მტკენია.ან რა იყო სატკენი? ჩვენ ერთმანეთისთვის არაფერს წარმოვადგენთ.ყოველ ს შემთხვევაში შენ ჩემთვის არავინ ხარ.
ნია გაშეშდა.ლევანი კი წავიდა.მაგრამ გზაში ინანა და მობრუნდა მაგრამ ნია აღარ იყო .
ლევანი სანაპიროზე გავიდა და დაჯდა.ამ დროს ძნაკაცი მიადგა.
ნიკა–ლევან მოდი ე ფრენბურთი ვეთამაშოთ აქაურებს.რომ ტრაბახობენ ვერავინ გვიგებსო.
ლევანი–არა ძმაო ეხლა არ შემიძლია.
ნიკა– კაი ძმობას გაფიცებ რა მიდი მიდიი მიდიიი
ლევანი წამოდგა.ზედა გაიხადა და მოემზადა. ნიკამ კმაყოფილმა ჩაიცინა.თამაში დაიწყეს მაგრამ ამ დროს ლევანი ვიღაცას დაეჯახა და ქვიშაში ამოსვარა.ბიჭები იცინოდნენვიღაც გოგო იყო და იმას ეუბნებოდნენ მოგეწონა ბანაობაო?! ლევანიმ გაიღიმა მაგრა სახე შეეცვალა როცა ნია ამოიცნო იმ გოგოში.ნიკას თავში წამოარტყს ბიჭებს შეუბღვირა და ნიას გაეკიდა. ნია სწრაფად მიდიოდა ოღონდ სახლში არა.სანაპიროს ზოლს მიყვებოდა.ტალღები ფეხებს უსველებდა.ლევანი დაეწია და ხელი რომ მოკიდა შემთხვევით ნია ჩავარდა წყალში.ზღვა აღელვებული იყო და ნია მალე შეითრია.გოგომ ყვირილი დაიწყო ცურვა არ ვიციო და ლევანი შეშინებული ჩახტა წყალში.მაგრამ ნიამ ლევანი წყალში ჩააყურყუმელავა.როცა ლევანმა ამოყვინთე ნიამ უთხრა: 4 წელი ვიარე ცურვაზე 
ლევანი–ნია მაპატიე იმ სიტყვებისთვის.მართლა სამაგიეროს გადახდის მიზნით გითხარი ის.ნიამ გაიღიმა და უპასუხა–ვიცი და მე იმიტომ გითხარი რომ შენზე ვბრაზობდი თითქოს სენი ბრალი იყოს სანდროს რომ შეყვარებული ყავს.  ლევანი და ნია ნაპირზე გამოვიდნენ და დასხდნენ.საღამომდე იქ ისხდენ და შემდეგ ლევანმა მიაცილა ნია ნომრამდე და თვითონაც სახლში წავიდა.ნიამ გამოიცვალა სველი ტანსაცმელი და პირველად ჩაეძინა დაწოლის თანავე.



ბიჭი–არ მაქვს უფლება გითხრათ,ვფიქრობ წერილში ეწერება 
ნიამ გამოართვა თაიგული და ბიჭს კარები მიუხურა.ამოიღო წერილი და წაიკითხა:
„ ნია ალბათ გაინტერესებს ვინ გამოგიგზავნა და ჩემი აზრით ხვდები.მოდი დღეს ჩამოდი კაფეში 8–ის ნახევარზე და გაიგებ ვინ ვარ 
ნია მოემზადა და ჩავიდა.იქ ლევანი დახვდა.შეატყო რომ ნერვიულობდა.ნია მივიდა ლევანთან და კითხა: თაიგული შენ გამომიგზავნე?
ლევანი– ხო ოგეწონა? :)
ნია–კი მაგრამ ვერ გამიგია რას ნიშნავს ეს?
ლევანი– იცი ვფიქრობ რომ მოახერხე სანდროს დავიწყება და თუ ასეა მაშინ რატომ არ...
ნიამ შეაწყვეტინა.
ნია– რას ქვია დავივიწყე?სანდროს ვერასდროს დავივიწყებ იცი რატომ?იმიტომ რომ არაფერს მატყუებს.
ლევანი– მერე ე რა მოგატყუე?
ნია– რა? ყველაფერი... შენ არც და გყავს და შესაბამისად არც სანდროს ლოვეა შენი და...
ლევანი დაიბნა.–ვინ გითხრა?
ნია– რა მნიშვნელობა აქვს?
ლევანი– დიდი.
ნია– კარგი გუშინ ღამე სანდროს ვკითხე შენზე იცნობთქო? კიო მითხრა ჩემი ძმაკაციაო.მერე ვკითხე მაგის დასთქო? მიპასუხა და არ ყავსო....
იცრუა ნიამ.უბრალოდ არ უნდოდა ეღიარებინა რომ დილას ადრე მასზე კითხულობდა ფეისბუქზე და ნახა რო დედისერთაა.
ლევანი–მაპატიეე მაგრამ...
ნია გაიქცა.ლევანი არც გაკიდებია იცოდა ვერაფერს იზამდა ხოდა დარჩა.ერთი კვირა არც უნახავთ ერთმანეთი.ნიას თითქმის სულ ეძინა.კვირას ზარმა გააღვიძა : ვინ ჯანდაბა ხარ? იყვირა ნიამ. უკაცრავად თუ შეიძლება კარი გამიღეთ–იყო პასუხი.ნიამ კარი გაუღო და ვიღაცამ წერილი გაუწოდა.ნიამ გამოგლიჯა ხელიდან წერილი და დაეხეთქა საწოლზე.გახსნა კონვერტი და თან ბრაზობდა: ერთი რომელი საუკუნეა იცის? რა დროს წერილებია მობილური რისთვის არსებობს ან სკაიპი :@. მერე ნია დამშვიდდა და კითხვა დაიწყო: "ნია არ ვიცი გითხრა თუ არა ვინ ვარ, იცი უბრალოდ მიყვარხარ" ნია გაბრაზდა "ვითომ არ ვიცი ვინც ხარ" კაფეში ჩავიდა და ლევანს ეცა: ეს ნაგლეჯები შენთვის დაიტოვე მე არ მიყვარხარ" ლევანი გაშტერდა წერილი წაიკითხა და გადაიხარხარა: ეს ჩემი მოწერილი არაა და ვინ გითხრა რომ მიყვარხარ? ნია პირდაფჩენილი იდგა: გეყო ხუმრობები დავიღალე–არ დაიბნა ნია.
ლევანი–არა მართლა ჩემ თავს ვფიცავარ რომ მე არ მომიწერია.ნია გაწითლდა და გავიდა.ლევანი ჯერ კიდევ იცინოდა.ნია სახლში ავარდა.ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა თვალებიდან.თავის თავზე ბრაზობდა.მერე უცებ დაფიქრდა ნეტა ვინ გამოუგზავნიდა იმ წერილს თავიდან სანდრო ეგონა მაგრამ სანდრო იმდენად უხეში იყო რომ ვერც იფიქრებდა.მერე ეზოში რომ ჩამოვიდა ესემესი მოუვიდა: "შენთან ძალიან ახლოს ვარ მიმოიხედე" ნიამ გაიხედა და იქ ბევრნი იდგნენ მობილური ორს ეჭირა ხელში მათთან მივიდა პირველმა არც შეხედა მეორემ კი რც აწვალა უთხრა ჩემი მესიჯი მიიღეო?!გოგომ თავი დაუქნია მერე კითხა:
ნია– რო არ გიცნობ?
ბიჭი–მერე რა?.. მე 3 კვირაა გიყურებ და მომეწონე... კი არადა შემიყვარდი.
ნია– მე არ გიცნობ და არ მიყვარხარ.
ნია დაფიქრდა და მიხვდა რომ შეეძლო ლევანისთვის სამაგიეროს გადახდა და ბიჭს უთხრა:
ნია– რა გქვია? მეც მომეწონე
ბიჭი–გიორგი
ნია–გიო ? მე ნია
გიო–ვიცი
ნიას გაეცინა უცებ ლევანი გამოჩნდა და მათკენ წამოვიდა.
ნია ბიჭს ჩაეხუტა.ბიჭი გაგიჟდა ლევანი გაბრუდა.ნიამ სასწრაფოდ მოიშორა ბიჭი და ნომერში ავიდა.
ნია 2 დღე ისევ ჩაიკეტა ბოლოს აღარც ჭამდა დეპრესიაში იყო.ლევანიმ გაიგო ეს ამბავი,გიომაც და ორივემ გადაწყვიტეს რომ მისულიყვნენ ნიასთნ.ნომერთან ერთმანეთს შეხვდნენ.ლევანი– აქ რა აკეთებ?
გიო– ნიასთან მივდივარ
ლევანიმ მწარედ გაიცინა.
ლევანი– დაბრუნდი მე მივხედავ ნიას
გიო– არა შენ დაბრუნდი
ლევანი– ნიასთვის არაფერს წარმოადგენ წადი
გიო– არც შენ
ლევანი– მე მეგობარი ვარ იო– მეც
ლევანი წყობიდან გამოვიდა.გიოს მშვიდმა საუბარმა დაღალა ნიამ გაიგო უცებ ლევანის ყვირილი "გაეთრიე"
და მიხვდა რაც შეიძლება მომხდარიყო ხოდა ძლივსძლივობით წამოდგა და ბიჭებს დაუძახა მაგრა ლევანს აღარაფერი ესმოდა.თავში სისხლი აუვარდა,თვალები ჩაუწითლდა და გიოს მივარდა,ერთმანეთს გამეტებით ურტყამდნენ,ცხადი იყო ლევანი აჯობებდა.ორივეს ზედა შემოეფლითა.ნია გარეთ გამოვიდა და ბიჭები გააჩერა.გიო ცუდად იყო ძალიან და საავადმყოფოში გააგზავნეს ლევანი კი ნიამ შეიყვანა ოთახში.ნია დასისხლიანებული ადგილები მოწმინდა ლევანის და ამოიოხრა.ლევანმა წყნარად გახედა. თაფლისფერ თვალებში დიდი გრძნობა იმალებოდა..ნია ცუდად იყო და დაწვა.
ლევანი– ნია ჭამე.
ნია– არ მშია
ლევანი– 2 დღეა მშიერი ხარ.გთხოვ ჩემი ხათრით.
ნიამ ხაჭაპური აიღო.
ნია– რატომ იჩხუბეთ?
ლევანიმ არ უპასუხა.
ნიამ კითხვა გაუმეორა.ლევანიმ ნერვიულად ჩაახველა და დაიწყო:
იმ დღეს როცა შენ გაიგე რომ და არ მყავდა,და გაიქეცი ჩემს გამოკიდებას აზრი არ ექნებოდა.მერე წერილი მიიღე გიოსგან მე გეგონე და მითხარი რომ არ გიყვარვარ.როცა გაიგე რომ გიო იყო წერილის ავტორი ჩაეხუტე და ამის მერე როგორ არ მეეჭვიანა გიოზე?! თან არ გეწყინოს მაგრამ არ მეგონა ეგეთი გემოვნება თუ გქონდა.
ნია აქამდე ჩუმად ჭამდა მერე კი უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ დაღლილი იყო და ჩაეძინა.ლევანიმ ხელზე აკოცა,საბანი გადააფარა და ჩუმად გავიდა...



მეორე დილით ნია ლევანს სიყვარულში გამოუტყდა და დაქორწინება გადატყვიტეს.მალე ქორწილიც გაიმართა ნია და ლევანი საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ.ჯერ პარიზის მონახულებას აპირებდნენ , მერე კი ლონდონს ეწვეოდნენ.მათ ძალიან კარგი დრო ატარენ პარიზში ,მაგრამ ლონდონში გამგზავრებისას მათი თვითმფრინავი ჩამოვარდა და ლევანი მძიმედ დაშავდა.ექმიმებს განცხადებით სავარაუდოდ ვეღარ გაივლიდა მაგრამ ისინი იმედს არ კარგავდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ლევანის გადასარჩენად .2თვის შემდეგ ლევანმა თვალი გაახილა მაგრამ ამნეზია ჰქონდა.ვერავის სცნობდა ,ნიასაც კი.სამდენიმე კვირაში ის საქართველოში გადმოიყვანეს და ოპერაცია გაუკეთეს რაც წარმატებით დასრულდა ,მაგრამ მის გონებას თითქმის არაფერი შველოდა.ნია სასოწარკვეთილი იყო , მაგრამ იმედს არ კარგავდა.რამდენიმე კვირით მონასტერში წავიდა და ღმერთს სთხოვდა ლევანის გადარჩენას.ავარიიდან 6 თვის შემდეგ ლევანს მოულოდნელად გონება დაუბრუნდა.გაიხსენა ყველაფერი რაც მანამდე ხდებოდა მის ცხოვრებაში.ნია უბედნიერესი იყო ,ღმერთმა მას ისევ დაუბრუნა სიყვარული.ამჟამად მათ 2 გოგონა ჰყავთ და ბედნიერად ცხოვრობენ :*




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent