Lunae Lumen #6
*** ხანდახან, ჩვენს ცხოვრებაში ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც არ ველოდებით. თითქოს, ჩვენს გალაქტიკაში ასტეროიდივით ან მეტეორივით ან, ღმერთო არ ვიცი, უსწრაფესად შემოიჭრებიან და თავს დაიმკვიდრებენ ზედმეტი წვალების გარეშე. იქნებიან ის ადამიანებიც, რომლებიც დიდი ზარ-ზეიმით შემოვლენ ჩვენს ცხოვრებაში და ასე ზარ-ზეიმით დაგვტოვებენ. იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ჩუმად შემოიპარებიან, ჩუმად აგირევენ ყველაფერს და მხოლოდ მათი გაპარვის შემდეგ დაინახავ მთელ ამ არეულობას. მთავარია, მთელი ამ დროის მანძილზე იყოთ ის, რაც ხართ. იცვლება სიტუაცია, და არა პიროვნება. იცვლება გარემოება, და არა ადამიანი. იცვლება ცხოვრება, და არა ის, ვინც ამ ცხოვრებაში ცხოვრობს. თუმცა, არა. ადამიანები ყოველთვის იცვლებიან. *** -გაიღვიძე, სესი? რამე ხო არ გინდა? -სიწყნარე მინდა, ანდრე. ანდრე გავიდა და ჩემს ფიქრებთან მარტო დამტოვა. *** -ანდრე... -ჰო. -რაღაცას გკითხავ და არ გაბრაზდე, ჰო? ანდრემ თავი დამიქნია და ხელზე მაკოცა. ღრმა ჩავისუნთქე. -შენ თქვი... რომ ბევრი ადამიანი... -ჰო, სესი. ცრემლები ლოყაზე ჩამოცურდნენ. -იმ ბევრში... ბავშვებიც იყვნენ? ანდრე სკამიდან გიჟივით წამოხტა. -არა, არა, არა, არაარაარაარა სესილი! მეორედ ეგ არ თქვა! შეიძლება... ვიყავი კაცის მკვლელი, ნაგავი, ნაძირალა... მაგრამ, ბავშვის მკვლელი არასოდეს ვყოფილვარ... აღარასოდეს აღარ იფიქრო მაგაზე. ეგ აღარ იფიქრო ჩემზე... უნდა გაიგო, სესი! მე უბრალოდ... ს*რი ვიყავი! გზააბნეული ნაბი**არი! ახლა... როცა შენ გიყურებ, როგორ გიჭირს სუნთქვა, როგორ გატირებს ჩემი ყოველი სიტყვა... როგორ გეხლიჩება ყელი ღამე ტირილისგან და როგორ მაჩვენებ ხოლმე თავს დილით, თითქოს... უბრალოდ რამე სხვის ბრალია... მე ნაგავი ვარ, სესი. ფსიქოპათი. მაგრამ, სესი... ფსიქოპათებსაც სტკივათ. დაჟე, შეიძლება შენზე მეტადაც. ფსიქოპათებსაც აქვთ გრძნობები, სესი. ავადმყოფი ვარ. მაგრამ, ავადმყოფს შენზე მეტად სტკივა,სესი. გაიგე, გთხოვ. თავი დანანებით გააქნია. -თუმცა ეს როგორ უნდა გაიგო. ბოდიში. წავალ მე. *** და ისინი, ვინც მეტეორივით იჭრებიან შენს ცხოვრებაში, მათ ტკივილის მეტი არაფერი მოაქვთ. *** სულ ვფიქრობდი, რომ ძილზე კარგი არაფერი არსებულა და მასზე კარგი არასოდეს არაფერი არ იარსებებდა. შევცდი. ახლა უკვე მძულს თვალების დახუჭვა. როცა, ჰაერში მოფარფატე სხეულებს ვხედავ... მეზიზღება, უცებ რომ მშთანთქავს სიბნელე და იმ სიბნელეშიც რომ საფრთხეს ვხედავ. ,,შავი ჩემი საყვარელი ფერია. " იყო. აღარ არის. ახლა მეშინია. შავის მეშინია. გული მერევა, მის დანახვაზე. და... ხომ იცი, თვალებს რომ ხუჭავ და სანამ დაიძინებ... ჰო, რომ ბნელა. გულს მიხეთქავს იმ შავის დანახვა. ანდრეს შავებიც მიხეთქავენ გულს. მასზე შეხედვასაც კი ვერ ვბედავ. მეშინია. რა ვქნა? *** ღამის პირველი საათი იწყებოდა, ექიმმა ბოლო დამამვიდებელი რომ შეუშვა ჩემს ორგანიზმში. უფრო სწორად სცადა. ვაიძულე, არ გაეკეთებინა. ვუთხარი, რომ ჩემით მინდოდა დაძინება. მედდა ჩემმა მკაცრმა ტონმა დააბნია და ასეთივე დაბნეული სახით გაიტანა უზარმაზარი შპრიცი უკან. უკვე ჩალაგებულ ჩანთას ხელი დავტაცე და ფანჯრიდან პირდაპირ ვისკუპე. ლამის კოჭი გადატყდა შუაზე, მაგრამ, იმ მომენტში ეს სულ არ მაინტერესებდა. სად მივდიოდი? თქვენ გგონიათ, ვიცოდი? ჩემივე ფეხებმა მიმიყვანეს ჩემი უნივერსიტეტის შენობასთან. კუნთები მტკიოდა. ძალიან მტკიოდა. გულიც. მინის კედლის ნამსხვრევები ისევ მიწაზე ეყარა. როგორც ჩანს, პოლიციამ ეს ნამსხვრევები ვერანაირ სამხილად ვერ ჩათვალა. შენობაში შევედი და ჩანთა იქვე დავაგდე. ჩემს აუდიტორიაში ავბანცალდი და იქაურობა მოვათვალიერე. მაშინდელი სურათის გონებაში აღდგენა ვცადე. ,,მე მარჯვენა მხარეს სკამთან ვიჯექი. მარცხენა მინის კედელთან ბარბ... ბაბა იჯდა. " თუმცა, რაღა აზრი ჰქონდა ამ ყველაფრის გახსენებას. ჩემს ადგილს ნელა მივუახლოვდი. კედელი იატაკთან ახლოს, ღრმად იყო განგრეული. ნუთუ, ეს მე ვიყავი? სკამი გავასწორე და დავჯექი. მერხზე თავი დავდე და პირველად მთელი ამ დროის განმავლობაში, წესიერად დავხუჭე თვალები. სიბნელე აღარ მაწუხებდა. სიბნელეს ისედაც ვხედავდი. მარცხენა განგრეული მინის კედლის ზედა ნაწილიდან, სავსე მთვარე მიღიმოდა და ტკბილ ძილს მისურვებდა. შუა ძილში ვიყავი, სიცივე რომ ვიგრძენი ზურგზე. იცი, გონებაში რას ვხედავდი? ვარდნას. ვვარდებოდი. ვვარდებოდი. ვვარდებოდი. და არ ვეცემოდი. მთელი ძალით ვფართხალებდი. არ მინდოდა დაცემა. მეშინოდა, რომ ბაბასავით... ჰო მიხვდი. თვალები ზანტად გავახილე და ჩემს ფეხებთან ჩამუხლული ანდრე დავინახე. სახეზე შიში აღბეჭდვოდა. ისე შემეშინდა, სკამიდან გადავვარდი და გაუსაძლისად ავკანკალდი. ანდრემ ხოხვით დაიხია უკან. -არა... არ გეკარები. არ გეხები. არასოდეს არ მოგეკარები. თუ ეს ისაა, რაც შენ გინდა. ოღონდ, ნუ კანკალებ. სესი... არაფერი მესმოდა. ყურებს თითებით ვფარავდი. თვალები მაგრად მქონდა დახუჭული. ოთხივე კიდური მიკანკალებდა. სიმწრის ცრემლები მდიოდა თვალებიდან. როგორ მომაგნო... -სესი... ის მოვა. ახლა. ხმაური შემომესმა. ანდრე სასწრაფოდ გამოხოხდა ჩემთან და ოდნავ შემანჯღრია. -არა, არა... ჩშ... მერე მივხვდი. მე ვკიოდი. დაიხარა და მხარზე მაკოცა. ჰო, სულელურად. თავა გიჟივით ვაქნევდი. თუმცა, "ვით" რა შუაშია. -მე...ში...ნი...ააა... მთელი დარჩენილი ძალა და ენერგია ამოვაყოლე ამ სიტყვებს. ანდრემ უცებ მიმიკრა გულზე. -გახსოვს, რა გითხარი? პირველი ყოველთვის მე ვიქნები. შენ არაფერი მოგივა. შენ ჩემთან ხარ. *** გახსოვს, რომ ვამბობდი, სიკვდილის კი არა, არაფრის არ მეშინიაო? მეშინია. მე თვითდაჯერებული იდიოტი ვიყავი. ჰო, იდიოტი! რომელსაც ეგონა, რომ ამ სამყაროში რაიმეს შეცვლა შეეძლო. სინამდვილეში, მე მშიშარა ვარ. ლაჩარი. მეშინია სიკვდილის, სიბნელის, ლეტისი, ანდრესი, ყველასა და ყველაფრის. მაგრამ, უნდა მაპატიოთ. მე ადამიანი ვარ. და ბუნებრივია, რომ მეშინია. *** ღამე თეთრად გავათენეთ. მთელი ღამე ველოდი, როდის გავიგებდი, კარის ჩხაკუნს და მერე ისევ მოწითალო ნარინჯისფერს როგორ შევეჩეხებოდი. ნაცვლად ამისა, ვხედავდი მთვარეს. თოვლივით თეთრსა და სავსეს. სევდიანი თვალებით შეჰყურებდა მთვარეს ანდრე და შიგადაშიგ ოხრავდა. მერე ხელი გადამხვია. ჩუმად ამოიჩურჩულა. -Lunae Lumen. გაკვირვებული მივაჩერდი. -ანუ? -მთვარის შუქი. შენ ხარ ჩემი მთვარის შუქი. -შენ კიდე, ჩრდილივით ხარ. გამიღიმა. -ხედავ? ბუნებითაც ერთი ვართ. მე შენი განუყოფელი ნაწილი ვარ. ყველგან გამოგყვები. გამეცინა. -ერთ დღეს მოგბეზრდები. სახეზე მომაჩერდა. -არასოდეს მომბეზრდები. შენ ჩემთვის მუდამ ყველაზე მამაცი გოგო იქნები. -ეს არ ცვლის არაფერს. გამიღიმა და ლოყებზე მომეფერა. -ცდები, სესი. ეს ყველაფერს ცვლის. მე შენი ჩრდილი ვარ. იმ დაწყევლილი ღამიდან მოყოლებული, შენს აჩრდილად გადავიქეცი. ხომ ხვდები, რომ აღარ გაგიშვებ? თავი დავხარე. -ეს... დროებითია. -არა, არ არის. ეს შენც იცი, მორჩი შენივე თავის გასულელებას. სესი... თვალებში რატომ არასდროს არ მიყურებ? ალბათ ძალიან დამეტყო ანერვიულება ამ კითხვაზე. -მეშინია და იმიტომ. -ჩემი გეშინია? მე შეგაშინე? თვალებგაფართოებული ჩემს პასუხს გულისფანცქალით ელოდა. -არა, ანდრე. შენი თვალების მეშინია. მეშინია, რომ დავიკარგები. -მე არასოდეს გაგიშვებ, სესი. ეს დაიმახსოვრე. გამეღიმა. *** ჰომ გეუბნებოდი, იდიოტი ვართქო. ვიჯექი უამრავი კაცის სისხლში ხელგასვრილ ადამიანთან ჩახუტებული და ის მიხსნიდა, როგორ ახლოს ვიყავით ბუნებით ერთმანეთთან. იდიოტი ვარ, რადგან ვერ ვეწინააღმდეგები ანდრეს. მის თვალებს. მის ტუჩებს. მის აზრებს. იდიოტი ვარ. მაგრამ უნდა მაპატიოთ. მე ადამიანი ვარ, და ბუნებრივია, რომ იდიოტი ვარ. *** -შენთვის, ჩემი მოკვლა რომ დაევალებინათ, მომკლავდი? მოკლედ, რაღაცის თქმა მინდოდა. ძალიან მძიმე ემოციური პერიოდი მიდგას ამ მომენტში, მთელი დღე ადგილს ვერსად ვპოულობ. მეშინია თქმა მაგრამ... ჩემი მუზა გაიქცა. უნდა მოვაბრუნო. დამეხმარეთ, რა. თქვენი მარიკუნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.