შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lunae Lumen


25-07-2017, 01:52
ავტორი Kalina
ნანახია 1 502

გონს რომ მოვედი, პირველი ანდრეს ხელი ვიგრძენი. მერე მისი თვალები დავინახე და თვალები ისევ დავხუჭე.
-სესი. ხომ კარგად ხარ?
-ანდრე... ის იყო ანდრე. მეშინია, ანდრე.
ანდრემ თვალები დახუჭა.
ხელზე ხანგრძლივად მაკოცა.
-რამე რომ მოგსვლოდა...
ჩემდაუნებურად გამეღიმა.
ვგიჟდებოდი, როცა ჩემდამი რაღაც გრძნობებს თავისდაუნებურად გამოხატავდა.
მაგიჟებდა.
-ანდრე არაფერი მომსვლია, მაგრამ... ის ორი გოგო... ღმერთო...
ანდრემ ხელის ზურგზე მაკოცა.
-ჩშ... სესი. ნუ ფიქრობ, გთხოვ. კარგად უნდა იყო. არა, როგორ არ უნდა იფიქრო.
იცი, დავინახე. ის ორი.
იცი, რა ვიგრძენი?
სიბრალული.
ჰაერში იკლაკნებოდნენ.
ჰაერშიც იბრძოდნენ.
და...
უცებ დაიშალნენ.

თავი გააქნია. და სახე ხელებში ჩარგო.
-ნეტა, მათი მშობლების სახეები არასოდეს არ დამენახა. ღამით ვერ დავიძინე, სესი. მთელი ღამე იმ კაცის სახე მედგა თვალწინ. ჩამქვრალი თვალებით... კაცის ტირილი აქამდე სამარცხვინოდ... ლაჩრობა მეგონა და... იცი, რა ცოტა დამაკლდა? იცი, როგორ ვიკავებდი თავს, მეც რომ არ მეტირა? მუშტებს ვკრავდი და კბილს კბილზე ვაჭერდი, სესი. ცხოვრებაში პირველად შემეშინდა, რო ადამიანი, რო იმ გოგოს მამა ჩემ წინ შეიშლებოდა. იცი, რას ყვიროდა? ვინ გადმოაგდოო. ეგონა, გადმოაგდეს. სულ დაშლილი იყო... მშობლებმა არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ... სხეულის რომელი ნაწილისთვის ეყურებინათ... სესი, რა ერქვა იმ გოგოს...
-მგონი ბარბარე... აკანკალებული ხმით ამოვილაპარაკე.
-ბაბას ეძახდა მამამისი. ბაბა, ადექი, წავიდეთო. დედამისი? ვერ ხვდებოდა. იმ კაცს უყვიროდა, ბაბა არ გამოსულა, კარგადაა, შიგნითააო. აი, ეხლა გამოვა და წავალთო. სესი, ეს რა იყო...
მისი ხელის ზურგს ნაზად ვეფერებოდი.
-ანდრე, მეშინია... მეშინია, რომ შემდეგი ჩვენ ვიქნებით.
-პირობას გაძლევ. გეფიცები... გთხოვ, დამამთავრებინე, ისედაც ხელით მიჭირავს ეხა ნერვები. რამე რომ მოხდეს... პირველი მე ვიქნები. შენ არ გაგიშვებ.
და თუ იმ გოგოს ვიპოვი...

კითხვის ნიშნის სახე შევაგებე.
სიმწრით ჩაეცინა.
-ჯერ არ გამოგონილა სიტყვები, რომელიც იმას აღწერს, რასაც მაგას ვუზამ. და თვალებში სულ იმ გოგოს მამის სახე მექნება. მისთვის მოვკლავ.
ცრემლები გადმომცვივდა.
-არა, ანდრე... მის გამო მკვლელი არ უნდა გახდე.
გაეცინა.
-მე ისედაც მკვლელი ვარ, სესი. მე... ფუ ამის.
-ანდრე, მითხარი.
-სესი... უნდა იცოდე. ვიცი, ახლა რა დროს ესაა, უბრალოდ... არ მინდა მოტყუვდე. ვგრძნობ, რომ უნდა გითხრა. მერე რა, რო შენი რეაქცია არ ვიცი.
-უნდა მითხრა.
მეშინოდა იმ სიტყვების, რომელიც უნდა ეთქვა.
სიგიჟემდე მეშინოდა.
-ანდრე...
-სესი... მე... მე ბევრი ადამიანი მომიკლავს.
გონება... გაითიშა.
თითქოს მთელი ეს დრო ხმას აღვიქვამდი.
და უცებ... დავყრუვდი.
რა საშინელებაა, არა? ბოლო სიტყვებად რომ ეს გესმის.
,,მე ბევრი ადამიანი მომიკლავს."
არადა, თითქოს ველოდი ამ სიტყვებს.
თითქოს კი არა, ველოდი.
ვიცოდი, რომ რაღაც მაგდაგვარი იქნებოდა.
აბა, ტყუილად ხომ არ ექნებოდა იმ დღეს...
არა.
ვაიმე, არა.
ღმერთო.
-ანდრე... ერთადერთ კითხვას გკითხავ. ერთადერთს.
ანდრემ ქვემოდან ამომხედა და თავი სუსტად დამიქნია.
-იმ ღამით...
-არა! არა, სესილი. გეფიცები, შენს თავს ვფიცავარ! იმ ღამით არავინ... იქ პირიქით... დასახმარებლად ვიყავი, სესი. ვიცოდი, რასაც აპირებდა.
ურეაქციოდ ვიჯექი.
მერე რა, რომ ჩემი თავი დაიფიცა.
მერე რა, რომ მართალი იყო.
შემძულდა, როცა თავის მართლება მოუწია.
მერე მივხვდი.
შარში ვიყავი.
-საიდან იცოდი, ანდრე? შენ თუ იმის ლაპარაკი ტელეფონზე გაიგე, იარაღი საიდან გქონდა?
-კარგი. ვატყობ, ამ თემას ვერ ავცდებით. მე პოლიციისთვის ვმუშაობ.
-ჰა?!
-ჰო. მოკლედ. ყველაფერი ძაან ადრე დაიწყო.
19 წლის რომ ვიყავი...
ფუ ამის... ეს როგორ უნდა გითხრა...
უნდა გახსოვდეს, რო ეს წარსულია. მე დღეს სულ სხვა ვარ.
-ანდრე, მეტყვი ყველაფერს.
-კრიმინალურ დაჯგუფებაში ვიყავი. სესი, გეფიცები...
-გააგრძელე.
-სესი...
-გააგრძელეთქო.
-ვმონაწილეობდი ძარცვაში, მკვლელობებში, ნარკოტიკების ყიდვაში, მოხმარებაში, გასაღებაში...
ეს გოგოც იმ დაჯგუფების წევრი იყო. თუმცა, ჩვენთან ერთად არსად დადიოდა. იმას, ასე ვთქვათ, უფრო სერიოზულ საქმეებზე აგზავნიდნენ. სესი, გახსოვს პრემიერის სიკვდილი?
მეორე შოკი.
თავბრუ დამეხვა.
სახს ხელებში როდის ჩავრგე, არ მახსოვს.
-ვიცი, სესი. ვიცი. აქამდე თავს ვიკატუნებდი... თითქოს არ ვიცნობდი... მინდოდა, მცოდნოდა, შენი ნდობა შეიძლებოდა თუ არა.
უნდა გამიგო, მე რა გარანტია მქონდა, რო შენ იმდღესვე პოლიციაში არ გაიქცეოდი და სხვანაირად არ მოყვებოდი ყველაფერს. გამიგე რა.
თავს ვუქნევდი.
მიუხედავად ყველაფრისა, მესმოდა რაღაცნაირად მისი.
-გააგრძელე.
-მოკლედ, ერთ წელიწადში პოლიციამ ძებნილებად გამოგვაცხადა. ერთ თვეში ვიღაც ტიპი მირეკავს და მეუბნება, რო შემიძლია იმ ტერორისტებთან შეერთება. რო მაგარ ფულს გავაკეთებ, რო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ვიცხოვრებ.
და იმ დღესვე მირეკავს პოლიცია, და მეუბნება, რო შემოთავაზება აქვთ. ტელეფონშივე მითხრეს, რომ ჩემზე ყველაფერი გაიგეს, რო იციან, როგორც ვისვრი, როგორც ვჩხუბობ და უნდათ, პოლიციას შევუერთდე.
-მერე?
ინტერესი მკლავდა და თითებს ჩემდაუნებურად ვიკვნეტდი.
-მერე, დიდხანს ვფიქრობდი და პოლიციაში წავედი.
მითხრეს, რო ორმაგი თამაში უნდა მეთამაშა.
ამიტო იმ ტერორისტებთან დამარეკვინეს და მათქმევინეს, რო თანახმა ვიყავი ყველაფერზე.
წესით იმ ღამით კლუბში პოლიციის დავალებით ვიყავი, როცა გაიგეს, იმ ღამით რაც უნდა მომხდარიყო.
ტუალეტში შემთხვევით შევედი. ამერია თუ რაღაც და იმ გოგოს შევეფეთე. გავიგონე ტელეფონზე რასაც ლაპარაკობდა, სესი და მივხვდი, რო იმ ღამით სერიოზული ამბები მოხდებოდა. რადგან ის გოგო იყო იქ.
სროლა ატყდა თუ არა, ის გოგო კაბინაში შევარდა და იმ წუთში ვეღარ დავინახე, ის ასაფეთქებელი როდის შეაგდო, ის სათვალიანი ბიჭი შემოვარდა.
მერე მე შევედი და მერე შემოვედი შენც, სესი. რომ დავინახე, რო არ გეშინოდა, ეგრევე დამაინტერესე.
მინდოდა, იმისიანი არ ყოფილიყავი.
მეგონა, კაბის შიგნით რამე იარაღს მალავდი და რომ არ დავეჭვებულიყავით, თავს მთვრალად გვაჩვენებდი.
ისეთი უცნაური პასუხები გქონდა, მეგონა, შენ იყავი. ბლეფი იყო, რო რამე, ყველა ტატუიანზე იეჭვებდა, შენ არავინ შემოგხედავდა.
აფეთქების დროს რო გაგვაფრთხილე, ცოტა დავეჭვდი, მარა, მერე პოლიციელს რო ჩემზე უთხარი, თითქოს დავრწმუნდი, რო შენ და ის გოგო მე მაბრალებდით ყველაფერს.
იმ ღამით მიხვდნენ ის ტერორისტები, სხვასთან რომ ვთანამშრომლობდი.
მაშინ მივხვდი, რომ სანდო იყავი. საავადმყოფოში.
ტირილი რომ დაიწყე, სესი, და რომ მკითხე რაში დამჭირდა.
მეგონა თამაშობდი, მაგრამ მერე... ის ტიპი შემოვიდა და ისეთ ისტერიკაში ჩავარდი, დავრწმუნდი, სესი. შენ მართლა ისეთი უცნაური ყოფილხარ.
გამეღიმა.
-შენ რამდენი გიფიქრია. უფფ... ანდრე, ბევრ რამეს კიდევ ვერ ვიგებ მაგრამ... თავი ძალიან მტკივა. ერთი დღისთვის ზედმეტი ინფორმაციაა. დანარჩენი მერე, ხო?
თავი ღიმილით დამიქნია.
-იცი რა ვქნათ? შენ დაიძინე და მე აქ ვიქნები.
გამეცინა.
-ოხ! რა მაგრად მოიფიქრე! სულ არ მიფიქრია მაგაზე!
გამიცინა.
-აფერისტო.
-უნამუსო.
-აბა ეხლა!
-ჰო კაი, ვიძინებ.

***
,,როგორც კი შიშის მოახლოებას იგრძნობთ, თავს დაესხით და დაუყოვნებლივ გაანადგურეთ. "



აუ, მიფრინავს მუზა და კუდით მიჭირავს...(ჩემს მუზას კუდი აქვს, იცოდით? :დდ)
ეს ისაა, რაც დავიჭირე და... ვნახოთ,
თუ არ გავფრინდით,
ერთხელ მაინც ხომ წაიკითხება.
თქვენი მარიკუნა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აიი ძაან მაგარია და ჩამითრია სერიოზუად.
გელოდები მოუთბენლად შემდეგი თავით!!!1

 


№2  offline წევრი Kalina

nawkas12345
აიი ძაან მაგარია და ჩამითრია სერიოზუად.
გელოდები მოუთბენლად შემდეგი თავით!!!1

დიდი მადლობა!♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline წევრი Kalina

Lollipop :))
არ მესმის ამ ისტორიას რატომ ჰყავს ასე ცოტა მკითხველი.
პირველმა თავმა მომხიბლა.
მომაჯადოვა.
დამაქლიავა
გამომალენჩა.
გრძნობებს ისე აღწერ მიკვირს
შეიძლება ბანალური ისტორია იყოს, მაგრამ იმდენად ხვეწავ რომ არ ჩანს.
ძაან მომწონს
ძაააან
შენი ერთგული მკითხველი ვარ უკვე :დ
წარმატებები ❤

უღრმესი მადლობა, მიხარია შენნაირი მკითხველების ყოლა!♥️
გრძნობებია ჩემი გასაღები...
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline მოდერი Eleniko13

მაპატიე,
რომ ჯერ ვერ ვკითხულობ.
პრაქტიკულად არ
შემიძლია,
ბევრი პრობლემა დამიგროვდა
და საერთოდ ვერ ვიცლი
ტელეფონთან
ახლოსაც კი ვერ მოვდივარ.
რომ დაასრულებ,
წავიკითხავ რა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5  offline წევრი Kalina

Eleniko13
მაპატიე,
რომ ჯერ ვერ ვკითხულობ.
პრაქტიკულად არ
შემიძლია,
ბევრი პრობლემა დამიგროვდა
და საერთოდ ვერ ვიცლი
ტელეფონთან
ახლოსაც კი ვერ მოვდივარ.
რომ დაასრულებ,
წავიკითხავ რა.

არაუშავს, ჩემო სიხარულო!♥️
როცა მოიცლი, მერე...
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№6 სტუმარი bhalh

აიიი ძალიან მომწოონს! ნეტა აქამდე რატოვერ მოვახერხე წაკითხვა იმედიმაქვს მაგ კუდს არასდროს გაუშვებ :D

 


№7  offline წევრი Kalina

bhalh
აიიი ძალიან მომწოონს! ნეტა აქამდე რატოვერ მოვახერხე წაკითხვა იმედიმაქვს მაგ კუდს არასდროს გაუშვებ :D

არადა გარბის, ლამის გამეშვას ხელი...
ვერც წერას ვერ ვასწრებ ამდენს:(
უღრმესი მადლობა, რომ მკითხულობ;)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent