შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

carpe diem


31-07-2017, 01:41
ავტორი ვერა
ნანახია 1 210

ღამის სიჩუმეს შეშის ტკაცუნის ხმა არღვევს. სუსტად განათებულ ოთახში, ტყავის კომფორტულ სავარძელში მოკალათებული ახალგაზრდა, 35 წლამდე მამაკაცის სილუეტი იკვეთება. უზარმაზარი ბუხრის წინ უშიშრად, გაქვავებული სახით ზის და ჭიქა ვისკისთან ერთად იძირება უსასრულობის მორევში. ერთი შეხედვით, გეგონება ბუხართან თუ ახლოს მიხვალ გადაგყლაპავს და ისეთივე ფერფლად გაქცევს, როგორადაც ამ უზარმაზარ ხის მორებს. შეიძლება დაგაფრთხოს კიდეც კაცი, მაგრამ მამაკაცი თვალმოუშორებლად შესცქერის ცეცხლის ალს, თითქოს მომავლის სარკეს ხედავსო და სახეგაქვავებული მზერას ვერ წყვეტს. გამოკვეთილი ძლიერი ყბები, მუქ წარბებში ჩამჯდარი წყალივით თეთრი თვალები და უზადო სხეული, რომელიც ძვირიანი სამოსითაა დაფარული. დაუდევრად შეხსნილი პერანგიდან მოუჩანს ფართე მკერდი, აი ისეთი რომ გეგონება მთელს დედამიწას დაიტევს ზედო, ტუჩებზე ირონიული ღიმილი დასთამაშებს და ერთგვარი ცინიზმით თუ სიხარულით აღსავსე იხსენებს წინა ღამეს. აქ.. ზუატად ამ ადგილას... ის ორინი, გუშინ. თითქოს ახლაც მკაფიოდ ჩაესმის წვიმის ხმასთან შერეული ქალღმერთის კვნესა... მთელს ოთახს ვნების ოხშივარი ადიოდა, მცენარეები იშლებოდნენ და ორი არსება ზეციური სიამოვნებით დამთვრალი კვლავ და კვლავ ერთებოდა... მამაკაცი მოგონებების ჯაჭვს მოულოდნელად შეჭმუხნილი შუბლით წყვეტს... არც მისი თვალები ახსოვს... სიმართლე რომ ვთქვათ მობეზრდა კიდეც, ყველანი ერთნაირები არიან... ზედმეტად იოლად მოსაპოვებლები, მას კი თამაში უნდა, მოსწონს სირთულეები. სქელ, სისხლივით წითელ, ვნებიან ტუჩებზე ღიმილი ეფინება. ხვნეშით იკავებს მოსახერხებელ პოზას და კვლავ ფიქრს ეცემა.. უნდა აღიაროს ასეთი ქალი დიდი ხანია აღარ ყოლია.. ვნებისგან დაცვარულ სხეულზე გრძელი თმა მის თოვლივით თეთრ კანს ადგილ-ადგილ ეკრობოდა და კიდევ უფრო საოცად ხედს ქმნიდა, თითქოს მწველ ლავას გაეკვლიოს მის სხეულზე გზა. მისი მზერაც ასეთივე მწველი და გამომწვევი იყო. არადა ასეთი ვნებიანი არ ეგონა ეჰჰ.. დროა დაიძინოს, ხვალ ბევრი საქმე ელის წინ ცეცხლივით წითელ ვნებიან ტუჩებს ანცი ნაკადულივით ეალერსებოდა სასიამოვნოდ მწველი ქარვისფერი სითხე, თითქოს უსასრულობაში შესასვლელი კარის გაღებას ჰპირდებოდა ალერსის ობიეტს, ახალ აღოჩენებს სრულიად ახალ სამყაროს. ქალის ტუჩებივით მწველიდა სულისმხუთავი სითხის სულ რაღაც ერთი წვეთი.. ერთი წვეთი გპირდებოდა ამ ყვლაფერს.

მამაკაცი ხვნეშით დგება და საძინებლისკენ მიემართება. კოლიდორის გავლით უზარმაზარ ოთახში ხვდება და ისე იწყებს კედლების თვალიერებას თითქოს აქ პირველად იყოს. ყველაფერი ისეთი ცივი და ცარიელი ეჩვენება. დროა ოჯახი შექმნას, მომაბეზრებელია ყოველ ღამე სხვადასხვა ლამაზმანთან სექსი. თითქოს ეს ყველა მამაკაცის ოცნების იდეალური აღწერაა, თუმცა ლუჩიოს მობეზრდა,თითქოს ყველა ქალი ერთნაირია, აღარც მათი ვნებისგან შეცვლილი ხმის მოსმენა სიამოვნებს, აღარც მათი განწირული კვნესა ახალისებს. და რაც მთავარია.. თვალები..არც ერთი მათგანის თვალები არ ახსოვს. დედა ყოველთვის ეუბნებოდა რომ თვალები ადამიანის სულის სარკეა, ყველა მის ერთი ღამის პარტნიორს თითქოს ცარიელი თვალები ჰქონდა, ისინი მხოლოდ სექსისთვის გამოდგებოდნენ, მას კი გვერდით ჭკვიანი ქალი სჭირდება, აი ისეთი თვალებით რომ მონუსხავს.

ამ ფიქრებში ჩაეძინა იტალიელ ღმერთკაცს უზარმაზარ საწოლზე. მისი სხეული უსაზღვრო ძალას, თავდაჯერებულობას და სექსუალურობას ასხივებდა. ისეთი კაცია ლუჩიო ნებისმიერ ჩვენგანს ღამე, ძილის წინ,რომ მის რჩეულად წარმოუდგენია. სწორი ცხვირი, დაკუნთული სხეული, ვნებიანი წითელი ტუჩები და ბლანჟე. მის შავ წარბებში ჩამჯდარ თვალებს სხვანაირი სხივი აქვთ, აი ისეთი დაბადებიდან რომ ყველას ატყვევებს. უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა. არასდროს გამოირჩეოდა დიდი ემოციურობით და ბავშვობიდანვე იცოდა რომ მამამისის საქმეს უნდა ჩადგომოდა სათავეში, იქ კი ემოციურობა ნამდვილად არ გამოადგებოდა. მხოლოდ ღამით, როდესაც მის შთამომავლობის კვერთხზე ამაყად შემომჯდარი ქალბატონი გველივით იკლაკნებოდა და სიამოვნების მორევში იძირებოდა, მხოლოდ ამ დროს დაინახავდით ლუჩიოს თვალებში ემოციების ზღვას, თუკი პარტნიორი ძალიან კარგი გამოდგებოდა შეიძლება მისის ალისფერი ტუჩებიდან სიამოვნებისგან წამოსროლილი კვნესაც მოგესმინათ. აი ასეთია ლუჩიო აბატი, 33 წლის იტალიელი ღმერთკაცი.

**********


მზის სხივებს საძინებელ ოთახში შესვლას ლუჩიოს აღმზრდელი ნინა ასწრებს. ფუმფულა და კეთილი სიცილიელი ქალი, რომელიც ლუჩიოს ბავშვობიდან ზრდის. მონდომებით წევს მუქ ფარდებს და კიდევ ერტხელ წუწუნებს ოთახში გამეფებულ მუქ ტონებზე. ძვირფასი თეთრეული ოდნავ ირხევა, ლუჩიო მონდებით იფშვნიტავს თვალებს და ამთქნარებს. საუზმე როგორც ყოველთვის ადგილზეა. ამრეზით უყურებს მორთმეულ პროდუქტებს და ნინას ეპარება“

- ბუჰჰჰ - მოულოდნელობისგან ქალის ფაშფაშა სხეული ისე ხტება ჰაერში ნებისმმიერ ბალერინას შეშურდება ოთახს კი მამაკაცის სიცილის ხმა ავსებს, მხოლოდ ნინასთან შეუძლია იყოს ისეთვე ცელქი როგორიც 10 წლის ასაკში. ამ ფუმფულა ქალისგან უსაზღვრო სიყვარული და კეთლგანწყობა მოედინება და რაც მთავარია მისი თვალები, მისი თვალები ბავშვობის ტკბილ მოგონებებს უღვიძებს ლუჩიოს.
- ღმერთ ჩემო, ლუჩიო ! რამდენჯერ გაგაფრთხილე ნუ მაშინებ თრემ ერთხელაც ჩაგაკვდები ხელში
- კარგი რა ჩემო სულ ყველაზე გამხდარო, ჰომ იცი რომ არაფერი მოგივა!
- რაო?! მე შენ განახებ გამხდარს დამაცადე დაგეწიო, დამაცადე მეთქი !!!
ოთახი მხიარულმა ხმებმა აავსო და დღეც არაჩვეულებრივად დაიწყო. ლუჩიომ სიცილით მიირბინა სააბაზანოს კარამდე და მომზადებას შეუდგა. ცოტა ხანში უკვე ფორმაში იყო და კაბინეტისკენ მიემართებოდა ალესანდროს სანახავად.

- დილა მშვიდობისა ბატონო ლუჩიო - ოთახში შესვლისას გაისმა ალესანდროს ხმა
- დილა მშვიდობისა ალესანდრო, დღეს რა გვააქვს გეგმაში ?
- დილით ფიაკოების ოჯახს ვხვდებით, მცირე გაუგებრობაა საქონლის ახალ პარტიაასთან დაკავშირებით, შემდეგ რესტორანში გაქვთ ლანჩი დანიშნული ამერიკელ პარტნიორებთან, საღამოს კი მათტან ერთდ კონცერტს ესწრებით.
- დღეს არ გვქონია გადატვირთული დღე ალესანდრო, ჩაიცვი გავდივართ ვნახოთ რა უნდათ მაგ წურბელებს.
ფიაკოების ოჯახთან პრობლემა მარტივად მოგვარდა და ახალთ ახალი მერსედესი რესტორნისკენ დაიძრა.

- ამერიკელი პარტნიორებისთვის საჭირო საბუთები თან გაქვს?
- დიახ ბატონო ლუჩიო - უპასუხა ალესანდრომ და საბუთთების მოზრდილი გროვა დაანახა უფროსს.


უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრა იმდენად დამღლელი აღმოჩნდა, რომ ლუჩიოს კონცერტზე წასვლის არც ენერგია ჰქონდა და არც სურვილი თუმცა საქმეს ასე ჭირდებოდა და მოთმინებით მიუყვებოდა საკონცერტო დარბაზისკენ მიმავალ გზას. სახეზე ირონიულ ღიმილ აკრული ელოდა კონცერტის დაწყებას და აი ისიც, დადგა სანატრელი წამი. დარბაზი უცხო ჰანგების ჰარმონიულმა ჟღერადობამ აავსო და სცენაზე მოცეკვავეები შემოლაგდნენ, ლუჩიომ თვიდან ჩათვალა კიდეც რომ ეს საღამო ტყუილად დაკარგა და უკეთესი იქნებოდა ისევ წითურთმიანი ლამაზმანისთვის დაერეკა, როდესაც სცენაზე ის გამოჩნდა..

თითქოს შემოსრიალდა როგორც სამოთხის მაცდუნებელი გველი, სხარტი და ამავდროულად დახვეწილი მოძრაობების არხევდა სხეულს, მთელი დარბაზი ტრანზსში ჩავარდნილი უყურებდა მისი შავი თვალები ელვას, აი ისიც, ის ნაპერწკალ ირომელსაც ამდენ ქალში ეძებდა ლუჩიო თუმცა უშედეგოდ. დაჰიპნოზებული თვალს ვერ აცილებდა პანტერასავით მოქნილ და სამოთხის ვაშლივით დამღუპველ ქმნილებას თვალს და გონებაში უკვე აწყობდა გეგმას როგორ უნდა მიეღო ეს ქალი. დადრწმუნებულია რომ საწოლში საოცრება იქნება. კიდევ დიდხანს მისჩერებოდა აღფრთოვანებით და ფარული თაყვანისცემით ლუჩიო სცენაზე მოფარფატე ნიმფეტს. მისი ნება რომ ყოფილიყო სამუდამოდ აცეკვებდა მხოლოდ მისთვის. როდესაც მუსიკა დამთავრდა მაყურებელი ტანსიდან გამოერკვა და დარბაზი მქუხარე აპლოდისმენტების ხმამ აავსო. ნამდვილად არ იყო ცუდი იდეა აქ წამოსვლა, ჯობს ალესანდრო მალე იპოვოს, სასწრაფოდ უნდა შეხვდეს ამ საოცარ ქმნილებას და რაც შეიძლება მალე წაიყვანოს თავისთან. თითქოს ლუჩიოს ფიქრები გაიგონაო, აესანდრო დაბარებულივით აესვეტა წინ
- სასწრაფოდ იმ მოცეკვავესთან უნდა მოვხვდე
- გასაგებია ბატონო ლუჩიო - მამაკაცმა ტელეფონი ამოიღო და ვიღაცას მოთმინებით დაუწყო ახსნა თუ რა სურდა, სულ რაღაც ორი წუთის შემდეგ ორი უნაკლო მამაკაცის სილუეტი მიუყვებოდა ვიწრო დერეფანს, გზას რომელიც ერთ-ერთი მათგანისთვის საბედისწერო აღმოჩნდებოდა.

თითქოს უსასრულოდ გაიწელა გასახდელის კარებამდე დარჩენილი რამდენიმე მეტრი, მამაკაცს უკმაყოფილებისგან შუბლი შეეჭმუხნა და აჩქარებული ნაბიჯით უახლოვდებოდა სასურველ კარს, ალესანდრო კარის გვერდით დადგა ხოლო ლუჩიომ კარზე დააკაკუნა და პასუხს მოთმინებით დაელოდა. მოულოდნელად გასახდელის კარი გაიღო და გამოქცეული გოგონა უცხო მამაკაცის სხეულს შეეჯახა

-აუ, ცხვირი მეტკინა რაუბედურებაა რაა - დაიწყო გოგონამ ქართულად ლუჩიო კი დაბნეული უყურებდა და ვერ ხვდებოდა გოგონას სიტყვების მნიშვენლობას

- გამარჯობათ მშვენიერო ქალბატონო, მე ლუჩიო აბატი ვარ - დაიწყო მან ინგლისურად- თქვენი ცეკვით მოხიბლული დავრჩი და მინდა რომ სავახშმოდ დაგპატიჟოთ - სათქმელი დაამთავრა თუ არა ბაგე მომაჯადოებელმა ღიმილმა გაუპო, გოგონას აშკარად ეტყობოდა დაბნეულობა, თუმცა არც აცია არც აცხელა ისე მიახალა:
- მაპატიეთ მაგრამ უარი უნდა გითხრათ - ლუჩიოს სახეზე წამიერი შოკი აისახა თუმცა თავი მალევე აიყვანა ხელში და ბაგე ირონიულმა ღმილმა გაუპო - თქვენ ვერ გამიგეთ, mia bella, ეს თხოვნა არ იყო, თქვენ ადგებით გამოიცვლით, ჩემი მარჯვენა ხელი ალესანდრო დაგელოდებათ და მოგაცილებთ ჩემს მანქანამე, შემდეგ კი სასიამოვნო საღამოს გავატარებთ ძალიან კარგ რესტორანში.
- არა ეს თქვენ ვერ გამიგეთ ბატონო... ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მე არსად არ ვაპირებ წამოსვლას
- მაგასაც ვნახავთ - ამოთქვა მამაკაცმა ისე რომ სახიდან ირონიულიღიმილი არ მოშორებია, ალესანდროს თავით რაღაც ანიშნა და გასასვლელისკენ დაიძრა



№1  offline წევრი ვერა

მოგესალმებით, ეს ჩემი პირველი ისტორიაა და მოუთმენლად ველი თქვენს კრიტიკას და შენიშნვებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent