შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის იდიოტი , მე კი გიჟი (4 თავი)


31-07-2017, 15:40
ავტორი მიკი
ნანახია 1 847

ლიზასთნ წვეულებაზე ვერთობოდი , განსაკუთრებით მაშინ , როცა დოლიძეს სველ თმებს და მაიკას ვხედავდი . ერთადერთი რაც იყო უცნაური დოლიძე თვალს არ მაშორებდა მთელი საღამოს განმავლობაში მიყურებდა და რაც ყველაზე გასაკვირია თბილად მიღიმოდა , ისე კი არა როგორც მანამდე , ცინიკურად , არამედ პირიქით , თბილად , ისეთი ლამაზი ღმილით რომ მინდოდა თუ არა უნებლიედ მაინც მეც მეღიმებოდა .
-მართალია იდიოტია , მაგრამ ასევე ულამაზესი ღიმილის პატრონიცაა . ხმამაღლა წარმოვთქვი.
-რა თქვი? მკითხა ანიმ .
-არა , არფერი . აფორიაქებულმა ვუპასუხე და ცოტა "სპრაიტი" დავიმატე ჭიქაში .
ჩემდა გასაკვირად ის გავაკეთე რაც აქამდე არ გამიკეთებია და არც მეგონა რომ გავაკეთებდი , მე თვითონ მივედი დოლიძესთნ...
-რას მომშტერებიხარ და მიღიმი ? მკაცრი ტონით ვკითხე მე .
-ვხედავ , არც შენ იშურებ ჩემთვის ღიმილს , ნინი .
-ბოდიში , ალბათ ზედმეტი მომივიდა , არ უნდა გადამესხა შენთვის "სპრაიტი" თავზე ლუკა .
-არაუშავს , ხომ ვიცნომ ჩემს თვს არა ?! ვიცი , როგორი იდიოტიც ვარ ზოგჯერ , ასე რომ ალბატ მეტსაც ვიმსახურებდი .
-იცი რაა?! გეთნხმები...
-რაზე ? გაგვირვებით მკითხა .
-რომ მეტს იმსახურებდი , იდიოტი ხარ და მე რომ გიჟი ვარ მაგაშიც გეთანხმები . გამეცინა და თავი დაბლა დავხარე .
-კარგია რომ მეთანხმები . აღიარება უკვე ნახევარი საქმეა ; ესე იგი ჩვენ ნახევარი გზა უკვე გავიარეთ .

არ ვიცი როგორ ავხსნა მაგრამ , ამ სიტყვებზე გული გამითბა . "ჩვენ"-გულჩი ჩამრჩა მისი ნათქვამი ეს სიტყვა , მისი ნათქვამი სულ სხვანაირად ჟღერდა ...

გამეღიმა და თალებში ჩვხედე .
-კარგი ნახვამდის ... უნდა წავიდე უკვე გვიანია .
-მოიცა , გაგაცილებ . ჭიქა დადო და კარი გამიღო .
-ანის დავემშვიდობები და წავიდეთ .
-კარგი , გელი . მითხრა და გამიღიმა .

-ანი , წავედი მე , გაკოცე აბა ; ხვალამდეეე ...
-კარგი , სახლში რომ მიხვალ მომწერე .
-OKAY . მივაძახე სიცილით .

-აი მეც მოვედი .ვუთხარი ლუკას .
რა უცნაურია დოლიძეს ან იდიოტს რომ აღარ ვეძახი და მისთვისაც რომ ნინი ვარ და არა გიჟი როგორც მანამდე .
ამის გაფიქრებისას ჩამეცინა და კარიდან გავედი , ისიც უკან მომყვა .
მთელი გზა უხმოდ გავიარეთ .
-აი უკვე მოვედით ;უცნაური სევდიანი ხმით დავარღვიე სიჩუმე .
-გასაგებია . ღიმილით მიპასუხა მან .

შევხედე და დავინახე როგორ ეხამებოდა მისი ნაცრისფერი "ნიუბალანსები' მის ნაცრისფერ მაიკას და როგორ წევდნენ ისინი შავ ჯინსის შარვალს წინა პლანზე . მისი რბილი ნაცრისფერი , ლურჯში გადასული თვალები მატყვევებდა , მინდოდა კიდევ დიდი ხანი ვმდგარიყავით ესე , მაგრამ უცბად გამოვერკვიე ფიქრებიდან დავემშვიდობე და შევტრიალდი , თუმცა მისმა დაძახილმა შემაჩერა და მომაბრუნა .
-ნინი , იქნებ სადმე გავისეირნოთ ხვალ ?! მკითხა და ნაზად ჩაიღიმა ; აი ზუსტად ისე მთელი საღამო როგორც მიღიმოდა .

-არ ვცი , ვნახოტ. აგრესიულად ვუპასუხე , გავტრიალდი , შევჩერდი :იქნებ დავთნხმდემეთქი , მაგრამ ფეხი გადავადგი , ნაბიჯს ავუჩქარე და სახლში ავირბინე .

შევაღე თუ არა კარი დედა დამხვდა თავისი უაზრო კითხვებითდა ფრაზებით ; როგორ მომბეზრდა , დამღალა იმ ფაქტმა , რომ ჯერ კიდევ მავშვი ვგონივარ . უკვე 15 წლის ვარ და მაქვს უფლება მქონდეს ჩემი ცხოვრება .
გვერძე ჩავუარე ისე , რომ არაფერი ვუთხარი და ჩემს ოთახში შევაბიჟე . ანის მივწერე და მობილური საწოლზე დავაგდე და მეც გვერძე მივეგდე .

ვფიქრობდი , ვფიქრობდი , მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე ; უბრალოდ ვიწექი და ჭერზე ერთ წერტილს ვუყურებდი . ლუკა , ლუკა დოლიძე ; იქნებ დავთანხმდე და გავისეირნოთ , მაგრამ მგონი რომ ეს კარგი აზრი არ უნდა იყოს .დღეს ის შევამჩნიე ჩემში რაც არასდროს შემიმჩნევია , ვუყურებდი მას და არ ვფიქრობდი , რომ ეს ის ლუკა დოლიძე იყო რომელიც ამპარტავნობით , ცინიკოსობით და იდიოტიზმით გამოირჩევა ; არა , ეს ის ლუკა დოლიძე იყო რომელიც მშვიდი და თბილია .
რაც ყველაზე მეტად გასაკვირია მე მომწონს მისი ორივე მხარე ; მე მომწონს ცინიკური და თბილი ლუკა დოლიძე .
ოღონდაც სანამ რამეს გავაკეთებ კარგად უნდა დავფიქრდე და დავრწმუნდე , რომ ეს ცინიკური და თბილი ლუკა დოლიძე გულს არ მატკენს .
აი ასე ამაზე ფიქრში ჩამეძინა . დილით დედამ გამაღვიძა , წამიკითხა ლექცია რომ ტანსაცმლით არ უნდა მეძინოს და აუცილებლად უნდა ვიწვე საწოლში და არა საწოლზე , აი ამ დროს კი მე ის შევაჩერე და უკვე დაგროვილი , დიდი ხნსი დაგროვილი სიტყვები ვაჯახე :
-დედა , შემეშვი , არ ვარ 2წლის და როგორღაც გავარკვე როგორ უნდა მეძინოს . უკვე აღარ იცი რაზე მომცე შენიშვნა და სისულელებზე მელაპარაკები . არ არის აუცილებებლი მაკონტროლო , უკვე დიდი ვარ , მართლია არა შენხელა და არ ვიცი იმდენი რამდენიც შენ მაგრამ , საკმარისი ცოდნა და დამოუკიდებლობა გამაჩნია , რომ ჩემს თავს მივხედო ...
არ გეწყინოს მაგრამ დამღალა შენმა კონტროლმა და სწავლებამ , უკვე ზედმეტად მაკონტროლებ ... იცი? შენს გარეშეც ვიცი , რომ სწავლა აუცილებელია , მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს და არ მინდა რაიმე გამოვტოვო , ვერთობი , მიხარია , მეგობარი მყავს და შენ ცდილობ რომ ეს ჩმიშხამო ? ძლივს ცხოვრებაში ერთხელ ბედნიერი ვარ , რომ ახალ სკოლაში გადმოვედი , ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება , ხოდა გთხოვ ნუ მაკრიტიკებ და გიხაროდეს , რომ შენი შვილი ბედნიერია .ეს ვთქვი , ამოვისუნთქე და მის პასუხს დაველოდე , მაგრამ ჩემს და გასაკვირად პასუხად უზარმაზარი ტექსტი არ მიმიღია.
-კარგი . თქვა , ნამცხვრის ნაჭერი მომაწოდა , ლოაზე მაკოცა და გამიღიმა.
მეც გავუღიმე , კარისკენ წავედი , გავაღე და სკოლისკენ ავიღე გეზი .
შევედი თუ არა სკოლაში ანი მომვარდა :
-აბა ? გაგაცილა? რაო? რა გითხრა ?! მომაყარა ისე რომ ძლივს სუნთქავდა , მორბოდა , რომ ჩემთვის დაკითხვა მოეწყო .
მე გამეცინა და ვუპასუხე ;
-არაფერი ანი , გამაცილა დავემშვიდობე და სახლში ავედი .
-ააა , კარგი , გასაგებიააა . წამო მაშინ კლასში , თორემ ქართული მოგვკლავს .

კლასისკენ მიმავალს , როცა ანი უკვე კლასში შევარდა მე კი კარისკენ მივდიოდი შემომეჩეხა ის ; ლუკა დოლიძე .
-ვააა! შემომეჩეხე და არ წამაქციე?! - პროგრესია . ვუთხარი ცინიკურად .
-ხო ! პროგრესია , გეთანხმები. აი ეს კალამი შენ , აიღე , შენი წინა კალამი ხომ მე შევიწირე , გახსოვს?
-კი მახსოვს . ვუთხარი , გავუღიმე და გამოვართვი .
მანაც გამიღიმა და კლასისკენ წავიდა . დერეფნის იქითა ბოლოში.



№1 სტუმარი ∆∆∆

კარგიაა ძალიან, ოღონდ ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე

 


№2  offline წევრი მიკი

∆∆∆
კარგიაა ძალიან, ოღონდ ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე

ვეცდები , ძალიან მიხარია რომ მოგეწონა

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

"15 წლის ვარ და მაქვს უფლება ჩემი ცხოვრება მქონდეს" სერიოზულად?! კაი რა..... 15 წლის დიდი გგონია?!

 


№4 სტუმარი anyy

ასაკით უფრო დიდი რომ იყოს კეთესი იქნებიდა.
თავები გაზარდა და უფრო მეეტიი ინტრიგა და სიუჟეტი ჩართე

 


№5  offline წევრი მიკი

ანი ანი
"15 წლის ვარ და მაქვს უფლება ჩემი ცხოვრება მქონდეს" სერიოზულად?! კაი რა..... 15 წლის დიდი გგონია?!

გასაგებია შენი გაოცება , მაგრამ მე მგონი 15 წელი არც ისე ცოტაა ... თუმცა რაღაც მხრივ ნამდვილად გეთანხმები ... ზუსტად იმიტომ დავწერე რომ ნელ-ნელა ეს სიუჟერი განვითარდეს და გოგონა მიხვდეს რომ ყველაფერი არც ისე იოლადაა

anyy
ასაკით უფრო დიდი რომ იყოს კეთესი იქნებიდა.
თავები გაზარდა და უფრო მეეტიი ინტრიგა და სიუჟეტი ჩართე

ვეცდები ყველანაირად ... და რაც შეეხება აააკს , ნუ იდარდებთ ყველაფერი კარგად გაგრძელდება და გოგონა კიდევ ბევრ რამეს მიხვდება

ანი ანი
"15 წლის ვარ და მაქვს უფლება ჩემი ცხოვრება მქონდეს" სერიოზულად?! კაი რა..... 15 წლის დიდი გგონია?!

და კიდევ , გოგონამ განავრცო შემდეგ თავისი სათქმელი , აღიარა და გაიაზრა ... ასე რომ ნუ გავაკრიტიკებთ პერსონაჟს უსამართლოდ ... (ისევე როგორც მე ნუ გამაკრიტიკებთ იმის გამო რომ პერსონაჟი 15 წლისაა)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent