დასასრულის დასაწყისი (1)
„ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი“,მაგრამ მათ შემთხვევაში ცხოვრებაც კი შეცდა, მასაც შეეშალა და ყველაზე უდროო დროს დასვა წერტილი და დაამთავრა. _იქნებ მითხრათ რამოხდა ასეთი? რა შეიცვალა? რაში ადანაშაულებთ ცხოვრებას? _და მაინც იქნებ თვითონ ნახოთ და გაიცნოთ მთავარი გმირები, მათ კითხეთ რატომ მისცეს ცხოვრებას უფლება, რომ მაშინ დაემთავრებინა ყველაფერი, როდესაც მოისურვებდა? _გთხოვთ!!! რამე მაინც გვითხარით რაიყო მიზეზი? მათ სიყვარულზე ხომ ნახევარი თბილისი ლაპარაკობდა? _ზედმეტად მოკლე ჭრილში განიხილავთ მათი სიყვარულის ისტორიას! ნახევარი თბილისი? ნამდვილად სასაცილოა. გესმით მაინც რას ნიშნავს სიგიჟე გაფრენამდე, იცით მაინც რას გრძნობს ადამიანი როცა სიყვარული საზღვრებს სცდება? ხო, არც მე არ ვიცი მისგან მსმენია, რომ სასწაული გრძნობაა, აი ისეთი ცამდე რომ აყევხარ, ფრთებს რომ გასხამს და მზად ხარ მასთან ერთად ყველაფერი აკეთო დიახ დიახ ზუსტად ამ სიტყვებით აღწერდა ხოლმე. იცით როგორი იყო მათი სიყვარული? უცნაური დიახ ზუსტი შესატყვისია, უცნაურები იყვნენ, უცნაურად გრძნობდნენ, უცნაურად უხაროდათ სწყინდათ და სიყვარულიც ასეთი ჰქონდათ უცნაური, ყველასგან განსხვავებული და მაინც, როგორც მათ შეეფერებოდათ გიჟური და თავგადასავლებით სავსე. -თქვენ ხო ორივეს იცნობდით? მაინც რაიყო დაშორების მიზეზი? -გთხოვთ ნუ ამბობთ ამ საშინელ სიტყვას დაშორება. არა არა მაინც არ მჯერა, შეუძლებელია ასე უბრალოდ დამთავრდეს, არ იქნება მართალი, დავიჯერო მართლა ასეთი უსამართლოა ცხოვრება? არა არა აღარ ახსენოთ ეს სიტყვა! -ის მაინც მომიყევით როგორ დაიწყო ყველაფერი? -რატო არ გესმით რომ არ შემიძლია? გირჩევთ მთავარ მოქმედ პერსონაჟს დაუკავშირდეთ. -მითხარით სად არიან ახლა? -ემილი თბილისშია დემეტრე კი კვლავ შვეიცარიაში -და არ აპირებს ჩამოსვლას? იქნებ რამე შეიცვალოს? იქნებ ყველაფერი მოგვარდეს? -იმედი მაქვს ხუმრობთ. ჩამოსვლას? ემილი და დემეტრე ერთ ქალაქში? ასე ახლოს ერთმანეთთან და ამავედროს ასე შორს ? უერთმანოთოდ? ცალ-ცალკე? არა არა გამორიცხულია. ხვდებით მაინც რაზე ვსაუბობთ ახლა? იცით ვის ეხება საქმე ? ხვდდებით მაინც რამხელა გრძნობაზე და ისტორიაზე ვსაუბრობთ?... და მაინც მე გირჩევთ ემილი ნახოთ...მასავით ვერავინ მოგიყვებათ და გადმოგცემთ ამ ზღაპრულ ისტორიას.. ჰმ მოიცათ ეს ამოშალეთ არანაირი ზღაპრული დამავიწყდა რომ ზღაპარს კარგი და ბედნიერი დასასრული აქვს,მათ ისტორიას კი... არა არა მოვრჩეთ. მე უბრალოდ გირჩევთ მოემზადეთ ამ ისტორიის მოსასმენათ, დამიჯერეთ არცისე მარტივი არ იქნება ეს. -და მაინც იქნებ ბოლოს, როგორც მათმა ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა საბოლოოდ რამე გვითხრათ. -კარგი, მაგრამ დამპირდი რომ წიგნს მანამ არ გამოსცემ სანამ ეს ისტორია ბოლომდე არ დამთავრდება.. -რას გულისხმობთ ბოლომდე დამთავრებაში? თქვენ უკვე ბევჯერ ახსენეთ მათი დაშორების ამბავი. -ნუ მაწყვეტინებთ! მე ჩემ სათქმელს ვამთავრებ უკვე, მაგრამ გთხოვთ ეს არ ჩიწეროთ უბრალოდ კარგად მომისმინეთ და დაიმახსოვრეთ, რადგან მგონია რომ წიგნის ბოლო მაინც ასეთი იქნება, შეუძლებელია ასე გაურკვევლად ყველაფრის დამთავრება, კიდევ ერთხელ გთხოვთ ემილისთან არ წამოგცდეთ, ჩვენ შორის დარჩეს და მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი არაა, მთავარი წინ გვაქვს და თქვენი წიგნი არავითარ შემთხვევაში არ დამთავრდება და-შორებით. მე ამის იმედი მაქვს და მაინც კიდევ ერთხელ გირჩევთ კარგად მოემზადოთ....
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.