შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ გადავეყარეთ ასეთ იდიოტებს 12


2-08-2017, 12:18
ავტორი M-morieli
ნანახია 2 167

ლექსომ ბევრი ფიქრის შემდეგ მაინც დაკრიფა სოკოები და კალათში საგულდაგულოდ შეინახა ისე, რომ კარგი სოკოებისგან გაერჩია.
ბავშვებთან დაბრუნებულს ლიზი შემოეგება.
- რა მოგვიტანე ბოსს? -გაეკრიჭა ბავშვური ღიმილით.
-ლიზი სამსახურში არ ვართ და ბოსის დაძახება არ არის საჭირო.
-ვიცი, ვიხუმრე-გაეკრიჭა ისევ და კალათს დასწვდა.- მომეცი მე მივხედავ.-უთხრა და პასუხს აღარ დალოდებია ისე გამოსტაცა ხელიდან კალათი. ლექსომაც ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა ისე ქარიშხალივით დაატყდა თავზე და გაუჩინარდა.
ბავშვებს ფიჩხი მოეზიდათ და კოცონის დასანთებათ ემზადებოდნენ ლექსოც მათ შეუერთდა და ერთ საათში უკვე ყველანი კოცონის გარშემო ისხდნენ.
-ლიზია ლექსოს მოტანილი სოკო სად არის?-იკითხა კესომ სოკოს რომ შეაგვიანდა.
-უი თქმა დამავიწყდა. არ ვარგოდა ის სოკო და გადავყარე.
- რა ქენიიი?- ხმა ვერ გააკონტროლა ლექსომ.
-გადავყარე- ამოიკნავლა ლიზიმ. ლექსო მიხვდა ზედმეტი რომ მოუვიდა და ხმას დაუწია.
-ბოდიში უბრალოდ ბევრი ვიწვალე სოკოს მოსატანად დაა-ეს კი თქვა ხმამაღლა მაგრამ გულში ესმას იღბალს ლანძღავდა.
-კარგი არაუშავს დღს სხვა რამით დავნაყდრებით კიდევ კარგი სახლიდან წამოვიღეთ რაღაცეები-გაიკრიჭა ლაშა.
გოგონებმა მალევე გაშალეს პატარა პიკნიკისთვის დამახასიათებელი სუფრა და ბამშვებიც მალევე დანაყრდნენ.
-ახლა რა გავაკეთოთ?- იკითხა ლუკამ.
-მე რაღაც მაქვს- გაიკრიჭა ალექსი და ჩანთიდან ოთხი ბოთლი კონიაკი ამოიღო.
-ოჰოოო ამაზე დიდი საქმე ამ წუთას არაფერია ასე რომ ნუ ხართ უსაქმურები დროზე ჭიქები მოიმარჯვეთ- გამხიარულდა კესო.
ბავშვებიც კესოს ინსტრუქციას მიჰყვნენ და მალე დაიწყო სადღეგრძელოები.
-მეგობრებო არცერთ უბრალო თუ სადღესასწაულო სუფრაზე შეკრებილი საზოგადოება ისე არ იშლება ეს სადღეგრძელო რომ არ ითქვას და მოდით არც ჩვენ დავარღვიოთ ტრადიცია და...- სიტყვა ვერ დაასრულა იკამ.
- აპ აპ აპ ახლა დაასტოპე. არ გვინდა ახლა აქანე სიყვარულობია და მასეთი რაცხაები ალერგიას მაძლევს გადამეტებული სისულელეები.
- ჯერ ერთი სიყვარული სისულელე არ არის და მეორეც ზუსტად რომ ,,მასეთი რაცხაების'' დროა.-წაკბინა ლექსომ.
-ოჰ შენ რა სიყვარულით დამწვარი ყოფილხარ, ვინმემ წყალი გადაასხით სულ არ დაგვინახშირდეს.- ირონია არ დაიშურა ესმამ.
-გვეყოს და მაცადეთ. ამერია ასეთი სიტყვა მქონდა არადა მოფიქრებული- დანანებით ჩაიქნია ხელი იკამ.
-ხო შენ ისეთი გენიოსი ხარრ.-სიცილით თქვა კესომ.
-ზუსტადაც- ცხვირი სასაცილოდ აიბზუა იკამ.
- კარგით რაა ბანალურობაა- არ ცხრებოდა ესმა.
-სწორედ ბანალურობაში იმალება ბევრი ისეთი რამ რაც გვაბედნიერებს.- თვალი ჩაუკრა იკამ და თავისი აზრების დალაგება სცადა-მოდით ბავშვებო იმ წრფელ გრძნობას გაუმარჯოს, რომელსაც შეუძლია ფრთების გარეშე ცამდე აგვიყვანოს და ათას ვარსკვლავს შორის გვაფარფატოს. იმ გრძნობას გაუმარჯოს რომლის განცდის შემდეგ სხვა ყველაფერი გავიწყდება. იმ ადამიანს გაუმარჯოს ვისი დამსახურებითაც გვხვდა წილად ეს პატივი და უფლის ყველაზე დიდი საჩუქარი გამოგვაცდევინა. მართალია სიყვარული ყველაზე დიდი ბანალურობაა მაგრამ სწორედ ეს ბანალურობა გვასულდგმულებს და გვაძლევს სიცოცხლის საშუალებას. სიყვარულს და იმ ერთ ყველაზე საყვარელ ადამიანს გაუმარჯოს.- სიტყვა დაასრულა და თვალი კესოსკენ გააპარა, რომელსაც თავი ჩეხარა და ფიქრებით შორს წასულიყო.
-ოჰოო აი ეს მესმისს- გაეცინა ბაბის.
-მოდი გავაგრძელებ იკას სადღეგრძელოს-ფეხზე წამოიმართა ალექსი, რამაც ესმა გააკვირვა.
-ამანაც სყვარულის სადღეგრძელო უნდა თქვას?-საკუთარ თავს დაუსვა კითხვა.
-რატომაც არა მას ხომ სიგიჟემდე უყვარს ნენსი, რატომ არ უნდა თქვას.- მაშინვე უპასუხა ალტერეგომ და მერამდენედ მოუნდა მისთვის ენა ამოეძრო.
-მიუხდავად იმისა, რომ დიდად არ მეხერხება მსგავს თემებზე საუბარი ვთვლი, რომ მეც უნდა ვთქვა რამე. იკამ სიყვარული და ჩვენი მეორე ნახევრები დალოცა. მეც მინდა შევუერთდე მის სადღეგრძელოს და ყველა თქვენგანს გისურვოთ ამ ღვთიური გრძნობის გამოცდა. მინდა ყველა თქვენგანმა იპოვოთ ის მეორე ნახევარი, რომლის ძებნასაც ზოგი მთელ ცხოვრებას ანდომებს და ვერ პოულობს. ზოგს ცხვირ წინ ჰყავს და ვერ ხედავს, ზოგს კი ჰგონია რომ იპოვა მაგრამ მთელი ცხოვრება დანაკლოსს განიცდის. როცა მის გვერდით დგახარ მთელი არსებით ივსები და ხვდები რომ ის დაკარგული, ის სიცარიელე, რომელსაც ყოველთვის განოცდიდი უკანასკნელ კუნჭულანდე ამოივსო, ხოლო როცა მას შორდები სიცარიელე ორმაგად იზრდება შენში. მინდა იმ გრძნობას გაუმარჯოს რომლის დახმარებითაც ადამიანი ხდები, რომლის მეშვეობითაც ხვდები რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ადამიანს, რომელსაც რამდენი უარყოფითი მხარეც არ უნდა ჰქონდეს ჩვენ მხოლოდ დადებითს ვამჩნევთ, მისი სულელური გამოხტომების მიუხედავად მაინც სიგიჟემდე გვიყვარს და არ შეგვიძლია მისი ბავშვური თუ ქაჯური ქცევების გარეშე თუნდაც ერთი დღის გატარება. სხვა რა შემიძლია ვთქვა სიყავრულს და ჩვენს მეორე ნახევრებს გაუმარჯოს.- თქვა და მოუთმენლად გადაკრა სასმელი.
-ვიღაც ყურებამდეა შეყვარებული- წაიღიღნა ნენსიმ.
- ისე ამბობ თოთქოს სხვა უყვარდეს.- გადახედა ესმას.
- რას გულისხმობ?-ვერ მიხვდა ლექსო.
- არაფერი დაივიწყე- ხელი ჩაიქნია ესმამ.
- სიყვარულს გაუმარჯოს. იმ გრძნობას, რომელიც გვაიძულებს ღამეები ვათენოთ, და დღეც ისე ვიაროთ თითქოს სიზმარში ვართ, რომელიც გვაიძულებს ყოველგვარი მანძილის მიუხედავად ფიქრებით მის წინ ვტრიალებდეთ, მისი თვალები წარმოვიდგინოთ და ამ ილუზიის დროსაც მასში ჩავიძიროთ, იმ სიყვარულს გაილუმარჯოს რომელიც უთქმელი რჩება და ორივე მხარე ცალ-ცალკე იტანჯება. იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც ყოველგვარ მანძილს გადაგალახინებს, რომ მის სიახლოვეს იყო.- ალექსი უკვე სიტყვებსა ვეღარ აბამდა თავს. საკმაოდ შემთვრალს ემოციები მოსწოლოდა და სადაც იყო ამოხეთქავდა. მაგრამ სანამდეც შეძლებდა გაუძლებდა, გაჩერდებოდა და შეეგუებოდა ამჟამინდელ მის მდგომარეობას. რომ გეკითხათ, რატომ იკავებდა თავს და არ ეუბნებოდა ბაბის თავისი გრძნობების შესახებ ვერ გეტყოდათ. ან იქნებ ვერ კიარა არ იტყოდა? იქნებ გულის სიღრმეში იცოდა ამის მიზეზი? იქნებ ბაბიას პასუხი აშინებდა? იცოდა, დარწმუნებული იყო, რომ ბაბისგან შორს ვერ გაძლებდა, ხოლო თუ გრძნობებში გამოუტყდებოდა და მისგან უარს მიიღებდა ამის შემდეგ სწორედ ეს გზა რჩებოდა. უნდა წასულიყო შორს,იმდენად შორს რომ ბაბის აღარ გადაყროდა, ამას კი ვერ აიტანდა ვერ შეძლებდა, მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა ამიტომ ერჩივნა მასთან ახლოს ყოფილიყო თუმდაც შინაგანად დატანჯულიყო.
-კარგით რა ძაან დავიგრუზებით ახლა, ცოტა გავმხიარულდეთ- ფიქრებში გართული ბავშვები ლაშამ გამოაფხიზლა.
-მართალია ლაშა- თქვა ლუკამ და თავის ჩანთას დასწვდა.- ესმა რას იტყვი?- იკითხა და ჩანთიდან გიტარა ამოიღო.
- ეს სადღა იპოვე, რამდენი ხანია არ დამიკრავს- გაეცინა ესმას და გიტარა ხელში მოსინჯა.
-ხო და მაგიტო წამოვიღე ზუსტად მიდი რა ჩემს თავს გაფიცებ დაუკარი- მუდარის გამოსახატავად ყელი გამოიწელა.
-კარგი ხო- გაეცინა ესმას და გიტარა კარგად მოიმარჯვა.
მალევე გააპო ჰაერი "თბილი მთვარე"-ს მელოდიამ და ლიზის ჰარმონიული ხმის მეშვეობით მალე სიმღერაც დაიწყო. ყველა მონუსხული შეჰყურებდა ესმას, რომელიც მომაჯადოებლად უკრავდა, და ლიზის, რომელიც ასევე მომნუსხველად მღეროდა.
- აი ეს მესმის- ტაში შემოკრა ლაშამ სიმღერის დასასრულს.-სხვათაშიროს ლექსოც უკრავს და არა მარტო-გაეცინა მას.
- კაიიი - სიტყვა გაწელა ესმას.
-ხო უკრავს და მღერის კიდეც- ესმას დარწმუნებას ცდილობდა იკაც.
- მგონი ახლა ისტორიული წუთების მომსწრე გავხდები. ლუციფერი გიტარაზე დაუკრავს.- გადაუჩურჩულა ლუკას ესმამ როცა ლექსომ გიტარა გამოართვა და კარგად მოკალათდა. ოო აი ამას უკვე ესმა ნამდვილად აღარ ელოდა. ლექსო ისეთი სიმშვიდით უსვამდა თავის ნატიფ თითებს გიტარის სიმებზე. მოჯადოებული შესცქეროდა და მიუხედავად იმისა, რომ ლექსოს თავისებური ბარიტონი არემარეს ატკბობდა, ერთი სიტყვაც არ გაუგია მისი ნამღერიდან ისეთი გაკვირვებული შეჰყურებდა.
-აჰოო ყოჩაღ თქვენ- ტაში შემოკრეს ბავშვებმა, როცა ლექსომ სიმღერა დაამთავრა.
- კარგით ახლა. გვიანია უკვე დავიძინოთ რა.-გაიზმორა კესო და ცას ახედა სადაც მალე მზის სხივებიც ამოჭრებოდა. მისი გამოთვლებით ალბათ უკვე ხუთი საათი იქნებოდა. როგორ ვერ შეამჩნიეს უკვე თავზე დაათენდათ.
-ხო მართალი ხარ უკვე ძილის დროცაა- დაეთანხმა ბაბიც და ფეხზე წამოდგნენ.
ყველანი დასაძინებლად გაემართნენ მხოლოდ ლუკა დარჩა გარეთ და კოცონისგან მოშორებით, მოკალათდა და ფიქრებში ისე გაიხლართა ვერც კი შეამჩნია, როგორ მიუჯდა გვერდით ვიღაც.
- რაზე ჩაფიქრდი?-გაისმა გოგონას წკრიალა ხმა.
-ნენსიი? ვერ შეგამჩნიე როდის მოხვედი.- უცებ გამოერკვა ლუკა.
-მივხვდი. ზედმეტად ჩაფიქრებული იყავი.
-ხო. იცის ხოლმე- გაეღიმა ლუკას.
- და რაზე ფიქრობდი.
-ისეთი არაფერია- თავის არიდება სცადა ლუკამ.
-ისეთ არაფერზე ამდენს არ ფიქრობენ ლუკა.-თავს არ ანებებდა ნენსი.
-კარგი ხო ერთ გოგოზე ჩავფიქრდი- უსიამოვნოდ შეიშმუშნა ლუკა.
-ახლა არ მითხრა ამ ხუმრობა ხუმრობაში ესმა ართლა შემიყვარდაო- თვალები დაქაჩა ნენსიმ.
-არა რათქმაუნდა ესმა ჩემთვის დასავითაა.
-აბა ვინ არის?
- არ იცნობ.
-გიყვარს?.
- უცნაურია მაგრამ კი.
-უცნაური რატომ არის?.-ახლახანს გავიცანი.
-მერე რა სიყვარულისთვის დრო უბრალო ილუზიაა. როცა ნამდვილად გიყვარს დროის აღქმის უნარს კარგავ. ხოლო როცა ნამდვილ სიყვარულს ხვდები გგონია რომ უკვრ წლებია იცნობ.
-როგორც ჩანს გამოცდილი ხარ ამ საკითხში- ისევ გასცრა ლუკას.
-უფრო წიგნებს დავაბრალებდი- გაიცინა ნენსის.
-ანუ არასდროს გყვარებია?
-არა.
-არც მოგწონებია?.
-კი, მაგრამ იმდენად რომ სიყვარულში გადაზრდილიყო არავინ.
-ცუდია- თავისთვის დაიჩურჩულა ლუკამ, მაგრმა ნენსიმაც გაიგონა.
-კარგი. არ გინდა მითხრა ვინ არის ის გოგო?
-არა.
-ასე მტკიცე უარი რატომ?
- მას არ მოვწონვარ.
-იცის რომ გიყვარს?
- არა, საიდან? ხომ გითხარი ახლახანს გავიცანი.
--მაშინ რა იცი რომ მას არ მოსწონხარ.
-ხო ეგეც მართალია- თქვა ლუკამ და ფეხზე წამოდგა. ღვინისგან გათამამებულმა ნენსის ხელი დაავლო ფეხზე წამოაყენა და ახლოს მიიზიდა.
-ვიცი, რომ სისულელედ შეიძლება ჩათვალო. ისიც ვიცი რომ არასერიოზულად მიიღებ. მხოლოდ რამდენიმე დღეა გიცნობ, მარგამ როგორც შენ თქვი, როცა ნამდვილად შეხვდები შენს მეორე ნახევარს დ ამონათესავე სულს ისეთი შეგრძნება გექნება, რომ წლებია იცნობ, ზუსტად ასე ვარ მე. მოკლედ მიყვქრხარ- ამოიოხრა ლუკამ.
-მოიცა ის გოგო მე ვარ?- გაოცდა ნენსი თითქოს ვერ ხვდებოდა.
- არა რა შენ უბრალოდ რეპეტიცია გავიარე- თითქოს არაფერიო ისე უთხრა და ხელი მოადუნა. მაგრამ, როცა ნენსის გამწარებულ სახეს წააწყდა გაეცინა და ისევ მოუჭირა- აბა რაც აქ ვარ შენს გარდა ლამრო ბებო გავიცანი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი და მე დაოჯახებულ ქალებს არ ვეჩალიჩები გაეკრიჭა ისევ.
-რა იდიოტი ხარ. მაგრამ გაგიმართლა არც მე ვარ შენზე ნაკლები სულელი მეც მიყვარხარ- გადაიხარხადა ნენსიმ და ხელები მოხვია.
-ეგოგო ძლივსს - ამოიგმინა ლუკამ თითქოს ლოდი მოეხსნა მხრებიდან.- ხოდა ახლა მიდი აიკარი გუდა-ნაბადი გავდივართ.
-სად გავდივართ?- გაიოცა ნენსიმ.
-აქვე ეკლესიაა ჯვარი უნდა დავიწეროთ.
- შენ ხოარ გაჟრიალებს?- გაუკვირდა ნენსის.
-არა. მეც მიყვარხარ შენც გიყვარვარ. დარწმუნებული ვარ, რომ სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები ხო და ჯვარს ვიწერთ.
-დედა ორი გიჟი არ შეიძლება ერთად, კარგი ხო წავედით.
რამდენიმე წუთში ორივე ჩანთებ მოკიდებულები გარეთ იდგნენ.
-მოიცა მეჯვარეები გვჭირდება- უცებ გაახსენდა ნენსის.
-ეგ სულ დამავიწყდა მოიცა ესმას რომ არ ვითხრა გამტყავებს და ახლად შეუღლებულს დაგაქვრივებს- ამოიკნავლა ლუკამ.
-ხო მე კიდე ლექსოს უნდა ვუთხრა, მაგრამ ეგენი ვერ იქნებიან მეჯვარეები,ერთ-ერთი უნდა იყოს.
- ესმა შენ გააღვიძე მე ლაშას გავაღვიძებ ეგენი ყველაზე ფხიზლები არიან.
-კარგი ეგრე ჯობს.
-ესმა, ესმა გაიღვიძე ლუკას ქორწილში მეჯვარე არ უნდა იყოო?
- ნენსი ოინების ხასიათზე არ ვარ თავ.. მოიც არაა- ფეხზე წამოხტა ესმა.- რა ქორწილი რის მეჯვარე ხო კარგად ხართ.
-მე და ლუკა ერთად ვართ და ჯვარი უნდს დავიწეროთ. ლუკამ ემსას რომ არ ვუთხრა გამტყვაებსო და ადექი დროზე უნდა გავიპაროთ.
-ესენი გამაგიჟებენ მე.- თავში იტაკა ხელი ესმამ და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო.
როცა გარეთ გამივიდნენ ლუკა და ახალ გაღვიძებული ლაშაც გარეთ დახვდნენ.
- შენ ხოარ გახველებს რა ჯვრისწერა რას ბოთაობთ.. მოიცადე შენ ხო იმ ტირანს მიყვები მალე ცოლად?- გაახსენდა ესმას.
- ისაა. რა ქვია.. ეგ ჩვენ მოვიფიქრეთ- გაეკრიჭა ლუკა.
-რააა- წამოენთო ესმა.
-კარგი ახლა მუ დამაქვრივებ არ გავთხოვილვარ ჯერ- გაეკრიჭა ნენსი.
-დღეს გადამირჩი.-შეუბღვირა ლუკას.
-ამათ მთლად წყობრში ვერ აქვთ ტვინი ხოო?- გადაუჩურჩულა ლუკამ ესმას, როცა წასასვლელად მოემზადნენ.
-ტვინი სად აქვთ ჯერ ეგ დავადგინოთ- ამოიოხრა ესმამ და წყვილს უკან გაჰყვა.

ბოდიში დაგვიანებისთვის. ეს თავი ზედმეტად სულელური გამომივიდა მგონი. სადღეგრძელოებს რაც შეეხება ნუ გამკიცხავთ არ მეხერხება სიყვარულზე ბევრი საუბარი. კიდევ ერთხელ ბოდიში



ჰაიმეეე წარმომიდგენია დილით რა ამბები იქნება innocent joy

 


№2  offline წევრი M-morieli

უბრალო ადამიანი
ჰაიმეეე წარმომიდგენია დილით რა ამბები იქნება innocent joy

ნუ იტყვი :დ

 


№3  offline წევრი qeti.ii

კარგი იყო,პირდაპირი ვიქნები და გეტყვი რომ წინა თავები უკეთესი იყო,ვატყობ ისტორიას მალე დაამთავრებ,წარმატებები და აბა,გიცდი მალე დადე ახალი თავი❤❤❤

 


№4  offline წევრი M-morieli

qeti.ii
კარგი იყო,პირდაპირი ვიქნები და გეტყვი რომ წინა თავები უკეთესი იყო,ვატყობ ისტორიას მალე დაამთავრებ,წარმატებები და აბა,გიცდი მალე დადე ახალი თავი❤❤❤

მადლობა საყვარელო. არ შემიძლია არ დაგეთანხმო არც მე მინდოდა ასეთი თავი გამოსულიყო და მიტო ვაჭიანურებდი დადებასაც მარგამ რაც არის არის ვეცდები შემდეგი თავი უკეთესი გამოვიდეს ♡♡

 


№5 სტუმარი kusa13

ვაიმეე კაი იყო კაი მარა ამის მერე აღარ დააგვიანო თირე გამძვრა სულიიიიი ქალიოო :დდ <33

 


№6  offline წევრი M-morieli

kusa13
ვაიმეე კაი იყო კაი მარა ამის მერე აღარ დააგვიანო თირე გამძვრა სულიიიიი ქალიოო :დდ <33

:დ:დ:დ ვეცდები ყველანაირად :დ მადლობა რომ კითხულობ♡♡

 


№7 სტუმარი Guest Leluka

შემდეგს როდისდადებ?

 


№8  offline წევრი M-morieli

Guest Leluka
შემდეგს როდისდადებ?

ამ წუთას დავამატე ♡♡

 


№9 სტუმარი kusa13

აუ ვერ ვნახე რა შენთან შევდივარ და მიჩვემებს 13 სიახლე როგაქვს. მაგრამ არ მიგდებს ახაკ თავს :(
ke-sane
Guest Leluka
შემდეგს როდისდადებ?

ამ წუთას დავამატე ♡♡

 


№10  offline წევრი M-morieli

kusa13
აუ ვერ ვნახე რა შენთან შევდივარ და მიჩვემებს 13 სიახლე როგაქვს. მაგრამ არ მიგდებს ახაკ თავს :(
ke-sane
Guest Leluka
შემდეგს როდისდადებ?

ამ წუთას დავამატე ♡♡

ხო საიტი რატომღაც ძალიან გვიან მიდებს ისტორიებს ალბათ რამე შეფერხებაა :(

 


№11 სტუმარი Ani

Dzaan momwons magrad vxalisob ogond ver gavige ratom seucvale vikas saxeli ba ratom daarqvi kesane es meore tavia rac kesos edzaxi tu wer raa.. sxvyvelaferi momwons

 


№12  offline წევრი M-morieli

Ani
Dzaan momwons magrad vxalisob ogond ver gavige ratom seucvale vikas saxeli ba ratom daarqvi kesane es meore tavia rac kesos edzaxi tu wer raa.. sxvyvelaferi momwons

არა თავიდანვე კესო ერქვა უბრალოდ რატომღაც შემშლია სახელი და ახლა მივხვდი :( ჩემი შეცდომაა ვიცი
მადლობა რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent