შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შრამიანი წარსული 2 ნაწილი 4 თავი


2-08-2017, 15:31
ავტორი Mari S
ნანახია 1 236

გვერდძე სასახლის დაცვამ ჩამიარა, მაგრამ ყურადღებაც კი არ მომაქციეს. ჰმ საინტერესოა....
სასახლისკენ ავიღე გეზი,სასახლის ბაღს ჩავუარე, როდესაც მსახურები შემხვდნენ, ერთ-ერთი ვიცანი, როცა აქ ვიყავი დავმეგობრდით კიდეც, აქაურ ამბებს მიყვებოდა ხოლმე, მეც პირდაპირ მისკენ დავიძარი
-როგორ ხარ სონ კიონ?
გვერდძე ჩამიარა, დამაიგნორა?! არა ის ასე არ იზამდა, რაღაც ისე არაა. ნელ-ნელა უკან ვიხევ, ხელები თვალების წინ წამოვწიე, კი მართლა ვარსებობ, დავიყვირე და ექოც დაბრუნდა, მაგრამ მაინც არაფერი, არავის შემოუხედავს. თავი ხელებში მოვიწციე და ქვემოთ დავიხედე. აი აქ ნამდვილად შიშისგამო დავიყვირე, ბუჩქში ვარ; ხო არ მოგსმეთ, ბუჩქში ვარ , ანუ გავაპე იგი, მოიცა მე რა მოჩვენება ვარ? სწრაფად გავიქეცი და საჯინიბოსკენ გავიქეცი, დიდი იმედი კი მქონდა რომ მეტკინებოდა როცა კედელს შევასკდებოდი, მაგრამ ჰოპ და შიგნით ვარ, მე მართლა მოჩვენება, მე რა მოკვდი? ბოლოს რა მოხდა? უბრალოდ დავიძნე. დაძაბე მარი გონება, დაძაბე, რაღაც მოხდა...... ხო, წიგნმა ბოლო წინადადება დამიწერა, მოიცა წიგნი სადაა. ის ხომ ხესთან დავტოვე. ჯობია სულ ხელით ვატარო, იქნებ უკან დამაბრუნოს. უკვე ჩემი ხეც გამოჩნდა და რას ვხედავ... ჩემი წიგნი მოსამსახურემ აიღო, ათვალიერებს, სიმწრით ვუყვირივარ
-გაუშვი ხელი, არ გადაშალო! არ ქნა?
თითქოს ჯინაზე, წიგნი გადაშალა, მე რა ვუთხაარი, საერთოდ გაიგო?! ნუ ხო მე ხომ მოჩვენება ვარ, ჯანდაბა!! მიწაზე დაეცა, გონება წაუვიდა? ვცდილობ პულსი გავუსინჯო, მაგრამ ... ჯანდაბა რატო მავიწყდება რომ არ შემიძლია?! გოგოს სხეულიდან თეთრი სხივი ამოვიდა. ის რა მოკვდა! რადგან წიგნი გადაშალა?! ეხლა უკვე სერიოზულად მეშინია. გოგოსთან ჩავიმუხლე და ტირილი დავიწყე, მეც მოვკვდი!! მეც ამ წიგნმა მომკლა? თან ალბათ დამწყევლა და ამიტომაც ჩამკეტა წარსულში???? რა ხდება, სახლში მინდა! დედასთან მინდა! მოიცა ეხლა თუ წარსულში ვარ, შემიძლია ჩემი დათო მოვძებნო, თუ ვერ შევეხები შევხედავ მაინც. ის ხომ მსახურებთან ერთადაა, ბიჭი მსახური არადროს მინახავს , მაგრამ უნდა მოვძებნო. სასახლეში შევდივარ, დავიარე ყველაფერი, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე. სასახლის დარბაზში შევდივარ, იქნებ იქ მაინც იყოს, რაც მეეჭვება მაგრამ რა იცი ; თვალები გამიდიდა, არ არსებობს, ის .. ის ცოცხალია! იმპერატორი, ჩემი მასკიანის მამა , ის ცოცხალია, კი მაგრამ როგრო?
წიგნი გადავშალე,მაგრამ არაფერი არაა ახალი.
-მეორე პრინცი მალე დაბრუნდება სასალეში?
-დიახ, იმპერატორო, 5 დღის სავალზეა
-დიდი ზეიმით უნდა დავხვდეთ, მსახურები გააფრთხილე რომ მიღება გვექნება და მოემზადონ
-როგროც თქვენ ინებებთ იმპერატორო, ახლა წავალ, თქვენო უმაღლესობავ
ეხლა სულმთლად დავიბენი, წარსულის წარსულში ვარ, თუ ამ წიგნს შეცვლა უნდა ისტორიის, მაშინ მოჩვენება რაღაზე ვარ?
ისევ ხესთან დავბურნდი და დავჯექი. ყველაფერი უნდა ავწონ დავწონო, ისეიგი ბოლოს წიგნმა მითხრა უნდა მოგეკლაო, ამიტომ წარსულში დამაბრუნდა როდესაც არ ვიცნობდი მას, მაგრამ ეხლა მოჩვენება ვარ, რომელსაც არაფაერი შეუძლია გარდა კედლებში გასვლისა.
წიგნზე ახალი წარწერა ჩნდება, ძლივს პატივი დამდო და ეხლა უნდა გამარკვიოს
,,სანამ მთვარე ზენიტში ავა, სისხლი კი კვლავ დაიღვრება, მაშინ და მხოლოდ მაშინ ხელი ასწიე როგროც მაშინ და აი ის რაც ოქროზე ძვირფასია და ფოლადზე მყარი და განგმირე გული მფეთქავი ხელში“
,, გგონია აქ ძალითა ხარ, მაგრამ ეს მხოლოდ ნებაა შენი, მე შენ მონა ვარ და მუდამ შენი მონა ვიქნები, მე მოგცემ ბიძგს და შენ აღასრულე რაც გულით გწადდა, ოდითგან სულით“
რა პოეტობა მომინდომა ამანაც, რა გავიგო მეტაფორებით და ეპითეტებით რომ მესაუბრები, ეხლა მიდი და არკვიე. რა არის ოქროზე ძვირფასი, ან კიდე რას ნიშნავს მე შენი მონა ვარ, გულით მწადდა? რა მასკიანის მოკვლა? არა ეს შეუძლებელია. ,,ხელი ასწიე როგროც მაშინ“, რას ნიშნავს??? ღმერთო კი არა და წიგნო მითხარი გასაგებად, დავიღალი, მართლადა დავიღალე. შენ კი ამბობ მონა ვარო მაგრამ რატომ მგონია რომ მე ვარ აქ თოჯინა და თამაშობს შენს დაკრულზე, აააააა აღარ შემიძლია!!!
დაღამდა, გათენდა, დაღამდა, გათენდა, დაღამდა, გათენდა, დაღამდა, გათენდა, დაღამდა, ქარი მოძრაობს, ადამიანები ჩქარა ენაცვლებიან ერთმანეთს, აჩქარებული კადრია, მოიცა ეხლა ამ წიგნმა რა გაადახვია დრო?? რამდენჯერ იყო, მოიცა დავითვალო, 4 ჯერ ამოიყვა მზე და 5 ჯერ დააღამა, ანუ ეხლა რა 5 დღე გავიდა ამ რამდენიმე წამში??? მოიცა ვეზირმა ხომ თქვა 5 დღის სავალზეა, ამ დამპალმა წიგნმა მასთან შეხვედრა დააჩქარა
ვიღაც მოდის, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ, მაინც ვერ მხედავენ და რაღა აზრი აქვს
-აქ რას აკეთებ?
მისი ხმაა, ეხ ხომ ჩემი მასკიანია, შენელებულ კადრში როგორც არის ისე ვტრიალდები, მოიცა მაშნაც ხომ ეს გავაკეთე
-მხედავ?
-ჩემი არ გეშინია? როგორ მელაპარაკები?
მაშინაც ეს სიტყვები მითხრა, მაგრამ მაშნ იმიტომ მითხრა რომ ბევრი ვეჭარტალე, ეხლა კიდე უპატივისმცელოდ რომ ველაპარაკები, მართლია ის ხომ ჯერ ამ მიცნობს
-ლამაზი ნიღაბია
ამ სიტყვებს ნამდვილად არ მოელოდა, თვალები გაუფართოვდა და ბოროტება ჩაუდგა თვალებში,მართლაც რომ სულის სარკეა თვალები, ამ მე კარგად ვიცნობ და მაგტომ ვხდები
დანა ამოიღო და ყელთან მომიტანა, რა დეჯავიუ მაქვს,, ეხლაც კანკალმა ამიტანა, მაგრამ ის უფრო მაინტერესებს მომკლავს, მაგრა პროვოცირება არ ღირს
-ვერ მომკლავ
-ხოო, და რა შემიშლის ხელს?-უფრო მჭიდროდ მომადო დანა ყელთან
-იმიტომ, რომ ბოროტი არ ხარ, შეიძლება ყველას ჰგონია რომ მონსტრი ხარ, მაგრამ მე არა, ვიცი რომ გულის სიღრმეში არ ხარ მონსტრი და შენც ჩვეულებრივი ადამიანი ხარ რომელსაც უნდა უნდა სუთბო იგრძნოს ხალხისგან
-შენ მე არ მიცნობ, არ იცი რაზე ვარ წამსვლელი
-ყველაფერს გააკეთებ რომ გადარჩე, ყველასაც მოკლავ თუ შენ სიცოცხლეს დაემუქრებიან, მაგრამ დაუცველ გოგოს არ მოკლავ მხოლოდ იმიდ გამო რომ გითხრა ლამაზი ნიღაბიაო
რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია, ალბათ შთაბეჭდილება მოვახდინე, ასე დარწმუნებული ვარ ჯერ არავინ დალაპარაკებია, ნელ-ნელა დანა ჩამოსწია და ყრუდ, თითქოს თავის თავის გასაგონად თქვა
-გაიქეცი
-რა?
-მეორედ აღარ გადამეყარო, თუ არა და ასე ადვილად ვერ გადამირჩები, ეხლა კიდე გაიქეცი და უკანაც კი არ მოიხედო.
ლამის პატარა ბავშვივით ავტირდე, ზუსტად იგივე სიტყვები, არ შეცვლილა, მე გვარბივარ როგორც მაშინ, მაგრამ წინასგან განსხვავებით იმიტომ კი არ გავბივარ რომ მეშინია, არამედ იმიტომ რომ მალევე შევხდე მას. ისევ საჯინიბოში წავედი და წიგნი გადავშალე, ჩვენი შეხვედრის ახალი სცენები გაჩნდა და ამას დამატებული წარწერა
,, ფხიზლად იყავი, ეს ყველაფერი არაა....“
ახალი ნახატი გაჩნდა, ჩემი მასკიანი სასხლის ქვედა სართულებში მიდის, დილეგში სადაც ოდესღაც მეც ვიყავი, ერთ მსახურ გოგოსთან მიდის, გეგმად მისი წამება აქვს დასახული, ერთ სცენას შემდეგი მოსდევს, თუ როგორ უმოწყალოდ სცემს ამ გოგოს და მხოლოდ ერთს ეკითხება ,, ვინ დაგავალა?“ საწყალი გოგო ძლივსღა სუნთქვას, ცივ წყალს ასხამს მასკიანი რომ გამოაფხიზლოს და გააგრძელოს დაკითხვა, ბოლოს კი კლავს, მარტივად დანა, ყელი, გადაჭრილი საძლე არტერია. მან ის გოგო მოკლა, რა გამოდის რომ მაშინაც გააკეთა ეს, როცა პირველად შევხვდით. ყველაფერი თვალებში ირევა და ყველაფერი ტრიალებს და ისევ ჩემს დროში აღმოჩნდი, დივანზე, საათს შევხედე და ღამის 4 საათია. აზრზე ვერ მოვდივარ, მას არასდროს უთქვამს რას აკეთებდა როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, ეხლა რომ გავიხსენო არასდროს ვიცოდი სად იყო და რას აკეთებდა, თითქოს მისი ცოლი ვიყო ისე ვლაპარაკობ, მაგრამ ეხლა ვხვდები რომ მის ცხოვრებაზე ჩემს იქით არასდროს არაფერი ვიცოდი


აბა ახალი ცხელ-ცხელი თავით მოვედი, იმედია მოგეონებათ, ველი თქვენ აზრს კომენტარებში



№1  offline მოდერი LurjTvala demoni

Ratomgac dzalian momwons es istOria pirveli tavidanve vkitxulob tumca chems azrs ar vafiqsirebdi dzalian magari gogo xar shen moutmenlad velodebi shemdeg tavs❤❤

 


№2  offline წევრი Mari S

Gogona rmigraciidan
Ratomgac dzalian momwons es istOria pirveli tavidanve vkitxulob tumca chems azrs ar vafiqsirebdi dzalian magari gogo xar shen moutmenlad velodebi shemdeg tavs❤❤

მადლობა რომ კითხულობ, ძალიან მსიამოვნებს კომანტარები რომ მხვდება, თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი lalka

kargia momwons cora ucnauri ki aris magram mainc.veli shemdeg tavs.

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Me dzalian momwons. Damaintrigaa :ddddd
Tan mwared dzalian'...

 


№5 სტუმარი Guest lola

ველი ახააალს <3 როგორც ყოველთვის ახლაც ინტერესი მკლავს რა მოხდება მაინც ვერაფერი გავიგე ამ წიგნს რა უნდა, მასკიანის მოკვლას რატომ ავალებს? იმედია გავიგებ მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent