აღიარებული სიყვარული
და უცებ ვხედავ, როგორ მოემართება ჩემსკენ, აბჯარ-იარაღ ასხმული, მაღალი მთასავით მამაკაცი. სისხლში, კვამლში, ტყვიებში, ხმაურში ნაცნობი სილუეტი შევნიშნე და ჩემში რაღაცამ გაანათა. იმედი ჩამესახა არა გადარჩენის, არამედ სიმარტოვიდან თავის დაღწევის. მტვერისგან ჩაპრესილი თვალები რამდენიმეჯერ ამოვისრისე, ხომ არ მეჩვენებათქო და უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე მუხლიდან ავმდგარიყავი. ავმდგარიყავი და კვლავ ძლიერად მომეჩვენებინა თავი. მხეცივით იყო აფოფრილი, ყოველი მხირდან საფრთხეს ელოდა და თითქოს ამ საფრთხისთვის მზად იყო. მამაკაცი მძიმედ მოდიოდა, მხედავადა და ვერ მამჩნევდა. თვალები ჰაერში გაეშტერებინა და დაულეველ სივრცეში იყურებოდა. ომმა ნაადრევად დააბერა ვაჟკაცი. ამ საშინელ განუკითხაობაში ვხედავდი სილუეტს, რომლის იმედი მომეცა. უკანასკნელ ძალას ფეხი დავაჭირე და წამოვდექი. ისიც მოვიდა ჩემთან და ვითომც არ ვყოფილიყავი ისე დაყარა ჩემს გვერდით იარაღი. ეტყობა სადმე ჯირკს ეძებდა, არათუ გადახურულ ფარდულს. სიტყვის ითქმელად ვუყურებდი და ველოდი ჩემს სახელს დაიძახებდა. ხომ არ მეშლება? არა ის არის, ვიცანი, რა თქმა უნდა ვიცანი. მილიონ კაცში გამოვარჩევ მის თვალებს. ოთხი წელი არ მყავდა ნანახი იქნებ ვერც კი მიცნო. როგორ მჭირებოდა ახლა ვეცანი და გაეღიმა ჩემთვის. ეს იქნებოდა ნიშანი რომ არ ვარ მარტო, რომ ამ ცოდვილ მიწაზე ჩემსავით დაიარება ვიღაც ნაცნობი, მაგრამ იმ განსხვავებით რომ ის მხლებელს არ ეძებს. და მაიმედებს მხოლოდ მე არ დავრჩი იარაღიანი. ის მაინც მონოტონურად, მაგრამ რობოტივით მოქმედებდა და მე კვლავ ზედაც არ მიყურებდა. მთელი ცხოვრება ჯარისკაცი იყო. მეგონა გაუმკლავდებოდა, ეტყობა ვერ შეძლო, ომმა ნაადრევად დააბერა. შემეშინდა, მის სახეზე მღელვარების ნატამალიც ვერ შევნიშნე, სახე ცივ სისხლიანისა გახდომოდა. მის მოძრაობას თვალს ვადევნებდი. კვლავ არ მიყურებდა, ავი გახდომოდა მზერა და როცა კი დავაპირე მეკითხა მიცნო თუ არა, (არ შეიძლება არ ვეცნე) სისხლი შევნიშნე ყელთან და გული შემეკუმშა. -ერეკლე -დავუძახე მორიდებით დაბალ ხმაზე. ის კვლავ იარაღის გაწმენდით იყო გართული -ერეკლე -ახლა ჩემი ხმა უფრო ცივი და ხმამაღალი იყო. -აქ სისხლი გაქვს, -ვუთხარი შეშინებულმა, რადგან ისე ცივად შემომხედა გულო გამისკდა. მინდოდა მის ყელზე საყელო გადამეწია და სისხლდენი წყარო მენახა, მაგრამ როგორც ყოველთვის მასთან მიახლოვებას ვერ ვბედავდი და ჩემს ყელზე ვანახე მონიშნული ადგილი. ხელი მოისვა კისრის მარჯვენა მხარეს, ნელა თითქოს კოღოს ნაკბენს ნახულობდა. -ჩემი არ არის -ჩაილაპარაკა, დამამშვიდა მისი აზრით, ან საკურ თავს უთხრა. ჩემს არსებობას მაინც ვერ გრძნობდა. ყველაფერი დამავიწყდა, გაგანია ომი, პაპანაქენა სიცხე, მტვერი და ხმაური, მინდოდა ამ მკაცრი გამომეტყველების მიღმა მყოფ კაცის გულში ჩაკვრა, მაგრამ როგორც ყოველთის თვალებს ვერ ვუსწორებდი, მრცხვენოდა მისი. როგორ მინდოდა ვეცნე, ან გაეხსნეებინა ვინ ვიყავი, ან ეღიარებინა მაინც. იქვე ჩამოჯა, ბიჯგად იარაღი გამოიყენა და მიწას გაუსწორა თვალი, მე კი ვიდექი ასე მოწყალედ და ჯიუტას დავცქეროდი თავზე. -დაჯექი- მითხრა ხმადაბლა, როგორც ყოველთვის ახლაც არ ამოუხედია. იარაღს ხელი დავავლე და მისწინ დავჯექი. მინდოდა თვალებში ჩამეხედა. ახლა უკვე გაბედულად მაგრამ თავს მაინც არ სწევდა ზემოთ. ვფიქრობდი : არ აინტერებეს როგორ აღმოვჩნდი ომში? ალბათ ააფერი აღარ აინტერესებს, არც მე, არც საკუთარი თავი. დიდხანს ვერ გაძლო მჯდომარემ, ფეხზე წამოდგა და შებარბაცდა, ხმასთან ერთად მის ხებეზე წითელი ლაქა გაჩნდა. სანაწევროდ წამოდგა ფეხზე. -ერეკლე -ვიღრიალე და ფეხზე წამოვვფრინდი ჩემს იარაღიანად. წრეზე ვტირალებდი და ბრმად ვისროდი ტყვიებს, და გავჩერდი მაშინ როც ძირს დაეცა გონმიბნედილი, დაეცა და თითქო მიწა ინძრა. მოცელილივით დავეგდე მის გვერდით და ჭკუა დავკარგე. მკერდთან წითელი ლაქა ისე მოსჩანდა, როგორც ბუხარში გავარვარებული ცეცხლი. გაგიკვირდებათ და იღიმოდა, თვალებში მიყურებდა და თან მიღიმოდა გესმით? -მარიამ -დამიძახა გაცინებულმა. და მეც გამეღიმა, რა მაცინებდა მაგრამ მაინც გამეღიმა. და მე დავიწყე, რომ გადავარჩენდი, რომ არ მოკვდებოდა და პირობაც მივეცი ამის. -რამდენი ხანი ველოდი ამას, მარიამ ძვირფასო- და ღიმილით დახუჭა თვალები. ვეცი სახეში, შევუმოწმე სუნთქვა და გაქრა, გაქრა როგორც ჩემი იმედი წლების წინ მასთან დაკავშირებით. დავუკოცნე თვალები, სახე, მაგრამ ვერ იგრძნო ან არ იგრძნო. იქნებ დაისვენა, განეშოშა ამ ქვეყნიურ სატანჯველს. ვეებერთელა ჯარისკაცმაც ვერ გაუძლო უთანასწორო ბრძოლას, უაზრო ომს და მოკვდა. და მაშინ გავიგე მისი გრძნობები, როცა მისი სული ღმერთმა მიიბარა. განუტევა სული ჩემს მკლავებში. იქ დამთავრდა ჩემი სიოცხლე, მაგრამ არ დამთავრდა ომი. ამ საშინელ განუკითხაობაში ვხედავდი სილუეტს, რომლის იმედი მომეცა. და ვიყავით ერთად მე და ის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.