ტყის საიდუმლოება (თავი მეექვსე)
როგორ უნდოდა გაჰყოლოდა, მაგრამ იცოდა მის გვერდით დაცული არ იქნებოდა. ვერ ჩააგდებდა საფრთხეში, საკუთარ თავს ვერ აპატიებდა. შორიდან უყურებდა შორს მიმავალს. იცოდა რომ აწყენინა, დაუმშვიდობებლად რომ გაუშვა. მთელი ღამე დარაჯობდა მის მშვიდ ძილს. ადრე რომ გეთქვათ ვიღაც შეგიყვარდება, ასეთ მცირე დროშიო, ალბათ ბევრს იცინებდა. ახლა კი საკუთარ თავზე ეცინება. თავი მიედო საქარე მინაზე, თვალები კი დაეხუჭა. ცრემლები თვალებზე ჰქონდა მომდგარი, მაგრამ ტირილის უფლებას არ აძლევდა თავს, ან რას ეტყოდა ბავშვებს. ნერვები ეშლებოდა, ყველაფერი არეული იყო მის გონებაში. ვერ გაერკვია რას გრძნობდა მამაკაცის მიმართ. რატო ტკიოდა ასე მისი ქცევა, ან იქნებ არც უნდოდა გამოტყდომოდა თავს. პირველივე ნახვისას მოაჯადოვა მისმა ფირუზისფერმა თვალებმა. სადაც გაჭრიახე თვალს შეეძლო სითბო წაგეკითხა, რაც კარგად იყო შენიღმული. გზაში დაღლილობისგან და მასზე ფიქრებში ჩაეძინა. როდესაც გააღვიძეს უკვე საყვარელ სოფელში იყო ჩასული. ერთი სული ჰქონდა ბებო-პაპას როდის ნახავდა და გულში ჩაიკრავდა. სკამზე ცმუკავდა უკვე, ვეღარ ისვენებდა. მძღოლმა სახლის კარებთან გაუჩერა მანქანა. ბავშვებს დაემშვიდობა და სახლისკენ გაიქცა. - ბებოო.. პაპა.. ბებოო.. ჩამოგივიდათ კალმით ნახატი შვილიშვილიი.. სად ხართ? - ყვირილით და სიცილით აიკლო ეზო. - ბებოს სიცოცხლე ჩამოსულა, ბებო გენაცვალოს. - ბოსტნიდან ბებო მორბოდა. - ჩემი სიქალულელი ვინაა ვინოო . - მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. თან ლოყები დაუკოცნა. - მასხარა ხარ რაა, ამხელა ქალი. - ბებოსაც გაეცინა, შვილიშვილის ცელქობაზე. - ხოო ბებიკო, საკალელი მასხარა ვარო. - პაპას სიცოცხლე ჩამოსულა, მოდი აქ ჩაგეხუტო. - ახლავე პაპიკოო. მოდი გულში ჩაგეკონო - მივიდა და ჩაეხუტა, თან წლებისგან დანაოჭებულ ლოყებზე აკოცა. - წამაით სახლში, რაფერ დამდგარხართ გარეთ. - დასცაცხანა პაპა-შვილიშვილს. - მოვდივართ შე ქალო, რაფრა გაახურე საქმე. - როგორ მიყვარხარ თქვენ ხომ არ იციით - სითბოთი ამოილაპარაკა და მოხუცებს სახლში შეჰყვა. - ბებო გშია ? - არა, ბეე, არ მშია. მხოლოდ ჩემს მონატრებულ საწოლთან მწყურია ჩახუტება. - ისეთი სიყვარულით და სითბოთი ამოილაპარაკა. გეგონებოდათ მასზე ყოფილიყოს დაქორწინებული. - რას ამბობ შვილო, ამხელა გზაზე რაფერ არ მოგშივდებოდა. - პაპა-შვილიშვილმა ერთმანეთს შეხედეს. თვალები გადაატრიალეს და ჩაიფხუკუნეს. - რა გაცინებთ რა, იმიტო დადიხარ გამხდარი თხასავით. - გაბრაზდა. - ოჰ, ბებო, ბებო, როგორ იცი ხოლმე რა.. - მასთან მიირბინა, ლოყები დაუკოცნა. კიდევ რომ არ დაეწყო ჯუჯღუნი ოთახში შეიკეტა. ტანსაცმელი მოიმზადა და სააბაზანოში შეიკატა. ცივმა წყალმა დაღლილობა მოუხსნა. ოთახში დაბრუნდა და ლოგინში შეწვა. ნამგზავრს მალე ჩაეძინა. საღამოს ტასომ წყლის დასხმით გააღვიძა. - ვაიმეე.. გული, რას აკეთებ გოგო ?! - ბალიში ესროლა და ყვირილი დაუწყო. - აბა რა გათხლაშულხარ ლუარსაბივითა - სიცილით მის ეუბნება და ნასროლ ბალიშს ესვრის. - თავი დამანებე რა მეძინება. - ჯუჯღუნით ეუბნება. - რაღა დროს ძილია გოგო, ახლა იღვიძეს დედა-ბუნება. - ოო, თავი დამანებეთქო.. - ძილის შებრუნებას აპირებდა, მაგრამ ტასომ ღუტუნი დაუწყო. - კაი, ჰოო, კაი, ავდგები .. - ჯუჯღუნით წამოდგა ფეხზე. - ცივი ყავა მინდა საშინლად, გავალ და გამოდი. - კაი.. - არ იყო არაფრის ხასიათზე. მაგრამ, იცოდა ტასოს ხასიათი, არ მოასვენებდა და მაინც იმას გააკეთებდა რაც მას სურდა. მოემზადა და მისაღებში გავიდა. - ბებო, პაპა, დალევთ ცივ ყავას ? - არა, შვილო რა დროს ცივი ყავაა, ნახე რომელი საათია. - როგორ იცი ხოლმე შე ქალო, ახლა არის დრო ცივი ყავის გაგრილდე. - ტასო ეხუმრებოდა როგორც ყოველთვის. - ეშმაკის კუდი ხარ რა. - სიცილით უთხრა. - კაი რა ელუკუნია ბებო, სიმართლეს ვღაღადებ მხოლოდ მე. - მასთან მივიდა და ლოყები დაუკოცნა. - მიდი შენ კიდევ რას ჩამომდგარხარ, ეზოში დამდგარი საფრთხობელასავით. - მის ნათქვამზე ყველას გაეცინა. სარა, სამზარეულოში გავიდა და ცივი ყავის მომზადებას შეუდგა. ნაყინი გადაანაწილა ორ ჭიქაში, ქაფიც გადაანაწილა და შოკოლადთან ერთად მისაღებში გაიტანა. - წამოდი გარეთ, ეზოში დავსხდეთ. გარეთ გავიდნენ და მუხის ქვეშ ჩამოსხდნენ. - მამამ, სახლი იყიდა კავკასიის უნივერსიტესთან ახლოს. სადაც მე და შენ ვიცხოვრებთ. - კაი რაა, ასე ხომ იცი ვერ შეგაწუხებთ.. - რაიოო.. რა გაიგონა ჩემმა დალოცვილმა ყურებმა. - შეშფოთებული სახე მიიღო. - ახლა თუ მოგცხე გვერდებში ნახავ შენ მერე შეწუხებას.. - გაბრაზებულმა შეუბღვირა. - ხო, რა იყო? ვიქირავებ ბინას, ყოველ დღე ერთად არ ვიქნებით ?! - სუსი, შენი ხმა არ გავიგო თორემ ავიფოფრები და მერე ვერავინ გამომგლეჯს შენს ხელს. გაგაპრტყელებ ელარჯივიით. ხომ იცი მამას მეორე ქალიშვილივით უყვარხარ და ეს რომ გაიგოს ძალიან ეწყინება. - კაი, ჰო, კაი. - დანებების ნიშნად ხელები ზევით აზიდა. - აუ, ნეტავ ერთ ფაკულტეტზე მოვხვდეთ, გავაცისკროვნებთ უნივერსიტეტს. როგორც ელიკო ბაბო იტყოდა, ორი თვალხატულა გოგო. მომავალი იურისტი გოგონები. - სიამაყით წარმოსთქვა. - სულ როგორ უნდა მასხრობდე გოგო. - მობეზრებულად აატრიალა თვალები. - კაი, რაა, ნუ ხარ უჟმური. - ენა გამოუყო. - შენ კიდევ ბავშვის ჭკუა გაქვს. - მანაც გამოუყო ენა და ერთმანეთზე გაეცინათ. ლაპარაკში გაიყვანეს საღამო. ღამე მასთან დარჩა, სარას თხოვნით და გვიან დაიძინეს. იხსენებდნენ ხევსურეთში გატარებულ მომენტებს. იოაკიმეზე ილაპარაკეს, მის გახსენებისას მონატრება მოეძალა გოგონას მაგრამ, არ შეიმჩნია. მალე განვლო გამოცდებამდე დარჩენილმა დღეებმა. ციებ-ცხელებაში იყვნენ ბავშვები. არ ეშინოდათ ტასოს და სარას, მაგრამ მაღალი ნიშნები უნდოდათ სკოლაშიც და უნივერსიტეტის გამოცდებშიც. ას პროცენტიანი გრანტით უნდოდათ მოხვედრილიყვნენ უნივერსიტეტში. მართლაც წარმატებით და მაღალი ქულებით ჩააბარეს სკოლის გამოცდები. ერთ კვირაში კი ეროვნული გამოცდები ჰქონდათ. წიგნებიდან თავებს არ ყოფდნენ. ანასტასიაც კი, აღარ იყო ხუმრობის ხასიათზე. ეროვნულების გამოცდების ჯერიც დადგა. ნერვიულობდნენ, კლასელები ერთმანეთს ამხნევებდნენ. ყველა ნერვიულობდა ერთმანეთზე. ერთი შეკრული ჯაჭვი იყო, მათი სახით. ყველა გამოცდები ჩააბარეს. ერთი სული ჰქონდათ პასუხები როდის მოვიდოდა. **** მაღალი, სიმპატიური მამაკაცი, მანქანიდან გადმოვიდა და წელში გამართული, არაჩვეულებრივი მოძრაობით გაემართა სასახლისკენ, რომელიც ტყის პირას მდებარეობდა. მის სახეზე მრისხანების, მის თვალებში კი სიცივის გარდა ვერაფერს დაინახავდით. თითქოს ზამთარს ჰქონდა დაბუდებული და გაზაფხულის სითბო მისგან შორს ყოფილიყოს. უბრძანა მანქანა წაეყვანათ, თვითონ კი ფეხით განაგრძო სვლა. უზარმაზარი ეზო მწვანით იყო მოსილი. ბილიკის ორივე მხარეს ფერადი, დაბალი ყვავილები ამშვენებდა და მწკრივად მიჰყვებოდა მარადმწვანე ბუჩქნარს. სასახლის კართან მსახურები შეეგებნენ და შეატყობინეს, ბატონი თორნიკეს იქ ყოფნა. ფართო კარები გაუღეს და შიგნით შეატარეს. ინტერესით ათვალიერებდა ყველაფერს. ზუსტად ის იყო რაც მას სჭირდებოდა. თანამედროვე, მაგრამ მაინც ძველებური შტრიხებით და დიზაინით. არც ზედმეტად გადატვირთული ავეჯით და არც ზედმეტი ფერებით. ყველაფერი მუქ ფერებში იყო, რაც მის ხასიათს ამშვენებდა. - გამარჯობა, ბატონო იოაკიმე. როგორ ბრძანდებით ?! - სარკასტულად ჩაილაპარაკა. - გაგიმარჯოს, ბატონო თორნიკე. კარგად გმადლობ, თავად როგორ გიკითხოთ ?! - გმადლობთ, მეც კარგად ვარ ! მაგრამ , ფრიად გაკვირვებული ვარ. - რატომ ?! - იცოდა საითაც მიჰყავდა მის მეგობარს საუბარი, მაგრამ თამაშში ჰყვებოდა. - რატომ ?! თითქმის ერთი წელია რაც არ შემხმიანებიხარ. არ ვიცოდი ცოცხალი იყავი თუ მკვდარი ! ნუთუ ასეთი უმნიშვნელო ადამიანი ვარ შენთვის ?! - ნაწყენმა ამოილაპარაკა და ფანჯარასთან მივიდა. უსასრულობას გასცქეროდა. - ვიცი დამნაშე ვარ და არაფერს ვიძახი, უბრალოდ ხომ იცი ჩემი ძმა ხარ ! იცი რატომაც ვიყავი წასული და გესმის კიდეც ჩემი.. - მესმის, მესმის ! მაგრამ, არამგონია მე რამეში ხელი შემეშალა.. - ნაღვლიანად ამოილაპარაკა. - კარგი ! მოვრჩეთ ამაზე ! წამოდი დავათვალიეროთ, შენი შერჩეული სასახლე ! - იცოდა დამნაშავე იყო მეგობართან. მაგრამ , ისიც იცოდა რომ ესმოდა მისი. სახლი დატოვეს და ეზოში გავიდნენ. ჩრდილოეთით დიდი აუზი იყო, სადაც წყალი ლივლივებდა და წყლის მცენარეების ჰქონდა თავი ამოყოფილი. სასახლეს გალავანივით აკრა გარშემო მაღალი ნაძვის ხეები. მსახურებს უხმეს ცხენები რომ შეეკაზმათ. მთელი ეზო მოიარეს და დაათვალიერეს ყველაფერი. მსახურებმა შეატყობინეს ცხენების მზადყოფნა და გარეთ გავიდნენ. იოაკიმესთვის ყორნისფერი ბედაური იყო გამზადებული. მას რომ შეხედა სარა, გაახსენდა და თვალები ჩაუმუქდა. მსახურთან გაჩნდა და კბილები კისერთან, ფეთქავ არტერიასთან ჩაასო. თითქოს ამით ცდილობდა თავისთვის შეეხსენებინა ურჩხული, რომ იყო და მის გვერდით ვერ იქნებოდა. თორნიკე, მიხვდა რომ მის მეგობარს უჭირდა. მასთან მივიდა და მხარზე ხელი მოუჭირა. მამაკაცი დამშვიდდა, შეშინებულ მსახურს თავისი სისხლი დაალევინა. თვალებში ჩახედა და ყველაფერი დაავიწყა. ცხენებს შემოახტნენ და ტყისკენ გასწიეს. - როგორ მოგწონს ჩემი შერჩეული სასახლე ? - საუბრის წამოწყება ცადა. - ძალიან, ის არის რაც მინდოდა, თან ქალაქთანაც ახლოსაა. - თითქოს არ უფიქრია რაც თქვა. - შენ ხომ არ აპირებ იქ წასვლას? - ეშმაკურად შეაპარა კითხვა. - აა, ჰოო, არ ვაპირებ, უბრალოდ ავღნიშნე. - თუ გაქვს მიზეზი იქ ჩასასვლელად.. - არა ! - რა ხდება? ვეღარ გცნობ. როდიდან სვამ ადამიანის სისხლის ? - დღეიდან, რატომაც არა ?! ჰო, თუმცა გული შეგტკივა შენც ხომ ადამიანი ხარ. - ირონიულად ჩაიქირქილა. - გეყოს ! თქვი რა ხდება შენს თავს ! მე შენი ძმაკაცი ვარ თუ არა, აღარ მესმის ! - გაბრაზებულმა შეუღრინა. მამაკაცს მის სახეზე გაეღიმა. - ის ხდება, რომ ვამპირობა ჩემი წყევლაა ! რომლისგანაც ვერ გავთავისუფლდები ! - ნეტავ ქალიშილივით ნუ წუწუნებ.. თქვი რა ხდება დაწვრილებით ! - თვალები აატრიალა. - ხევსურეთში გოგონა გავიცანი. რომელმაც მეც არ ვიცი როდის დაიკავა ჩემს გულში ადგილი, უზომოდ შემიყვარდა. მაგრამ, მის გვერდით ვერ ვიქნები, არ ვიმსახურებ. - უიმე, მე მეგონა სამყაროს აღსასრული დგებოდა. შენ კიდე რის გამო წუწუნებ ! არ თქვა ამის გამო დავყარე ფარხმალიო ! - თვალები ბუსავით დააკვესა. - ჩემს გვერდით მხოლოდ საფრთხეში იქნება ! შეიძლება მეც კი დავუშავო რამე ! - მეგობარს შეუღრინა. - აი, რაში ყოფილა საქმე. არ ხარ შენს გრძნობებში დარწმუნებული, თორემ უკან არ დაიხევდი. ცდილობდა მეგობარი გამოეწვია. - რომ მიყვარს, იმიტომ ვარ მისგან შორს ! - რომ გყვარებოდა არ დათმობდი და იმისიც არ შეგეშინდებოდა რომ რამეს დაუშავებდი ! - არ ეშვებოდა. - აზრი არ აქვს რა შენთან ლაპარაკს ! - ჩაიბურდღუნა და ცხენს ფერდებზე შემოსცხო. - მიდი, მიდი გაიქეცი.. - მანაც მიაძახა და გაეცინა. ***** გამოცდების პასუხები ნახეს და ბედნიერებისგან სარა და ანასტასია ერთმანეთს ეხვეოდნენ. - დღეს უნდა დავლიოთ, უარი არ მიიღება ! - გამოაცხადა ტასომ. - არის სერ ! - მარჯვენა ხელი საფეთქელთან მიიტინა და წელში გაიჭიმა. - ხოდა მასე ! მომწონს დამჯერი ახალგაზრდები. - სიცილით უთხრა. - წავალ სუფრას გავშლი ქალბატონო ტასიკო.. - იცოდა არ უყვარდა ასე დაძახება, მაგრამ სამზარეულოში შეასწრო სანამ რამეს გაუქანებდა. - კაი, დღეს კარგ ხასიათზე ვარ და გაპატიებ. არ გაგატყავებ როგორც ჩემი განსვენებული ცხვარუკა გაატყავა, იმ ხელებ დასამტვრევმა კაცმა. - სიცილით მიაძახა. სარამ ეზოში სუფრა გაშალა და გარშემო შემოუსხდნენ. - ამ ჭიქით მინდა ჩვენი წარმატების სადღეგრძელო შევსვა ! დაე წარმატებულ გზაზე გვევლოს ! ჰო,კიდევ ღმერთმა კარგი ბიჭებით დაგვსეტყვოს. - სიცილით დააბოლოვა სადღეგრძელო. - შენს პირს შაქარი . - სიცილში სარაც აჰყვა. იმდენი დალიეს, შემთვრალებმა სიმღერა დაიწყეს. მუსიკები ჩართეს და ერთმანეთს ეცეკვებოდნენ. შემდეგ რვიანების ხაზვით სახლში შევიდნენ და სადაც ადგილი ნახეს დაწვნენ. ბოდიში დაგვიანებისთვის.. უბრალოდ ვმუშაობ და ვერ ვახერხებ, მუზის მიუხედავათ წერას:დ მიყვარხართ ყველა. გამიაზიარეთ თქვენი აზრი, ველი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.