ძიძა თავი მეთოთხმეტე
ამ ამბიდან ორი კვირა გავიდა, მე ისევ ვზივარ და ველოდები, როდის გაახელს ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული თვალებს. ნელ-ნელა დადნა ჩემს თვალწინ, გაილია, თეთრი კანი კიდევ უფრო გაუმკრთალდა, ტუჩები გაულურჯდა, ლოყები ჩაუცვივდა. კიდევ რამოდენიმე დღე და აპარატიდან გამორთავდნენ. იმედი ყველას გადაწურული ჰქონდა ჩემ გარდა. მხოლოდ მე ვფიქრობდი, რომ მარტო არ დამტოვებდა, მაგრამ ხანდახან შინაგანი ხმა დამცინოდა, მეუბნებოდა, რომ სულელურ იმედებს ვებღაუჭებოდი. დღე და ღამე მისი ხელი მჭირა. საღამოს ძალიან დაღლილი ვიყავი. მისი ხელი ჩემს ტორში მოვიქციე, ნაზად მივეფერე. მომეჩვენა რომ მანაც ნაზად დამისვა თითები, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. რამოდენიმე წუთში ღონეგამოცლილს მიმძინა. ვგრძნობდი როგორ მომიჭირა ხელზე ზელი, უღუნოდ მაგრამ მაინც მომიჭირა. ელდა ნაკრავივით წამოვხტი. მონიტორს შევხედე, პულსი ნორმის ნუშნულამდე ადიოდა. ყური მივუგდე, სუნთქვაც გაუხშირდა. პალატა დავტოვე და ექიმის მოსაძებნად გავედი დერეფანში. რამდენიმე წუთიანი გამოკვლევის და დაკვირვების შემდეგ ექიმმა გაოცებით შემომხედა და მამცნო რომ მსგავსი სასწაული არასოდეს უნახავს. -ანუ გადარჩება. ნამტირალევი ხმით ვიკითხე. -გადარჩება, ორგანოებიც ნორმალურად უმუშავებს,სიარულსაც შეძლებს. ტყვია ხერხემალი არ დაუზიანებია, ამიტომ დამბლა მოსალოდნელი არაა, მაგრამ მე ამნეზიის მეშინია. შევხედოთ რომ გაიღვიძებს რას გვეტყვის. მოვლა დასჭირდება, მაგრამ როგორც ვხვდები ამის ახსნა არ დამჭირდება. საკმაოდ მზრუნველი და ყურადღებიანი ჩანხართ. გაიღიმა ექიმმა და სანამ პალატას დატოვებდა მთხოვა მეცნობებინა როცა გაიღვიძებდა.კართან ცოტა ხანს შეყოვნდა მივხვდი რომ რაღაცის კითხვას აპირებდა და თან ვერ ბედავდა. -თქვენი ვინ არის?-ბოლოს მაინც მკითხა გაუბედავად. -ჩემი შეყვარებულია. კაცმა თავი დამიქნია და ოთახი დატოვა. რამოდენიმე საათი ველოდე. ნელ-ნელა ახელდა თვალებს და ისევ ხუჭავდა. დაღლილობის ბრალი იყო. როგორც იქნა ჭყიტა თვალები. ნაზად და უღონოდ გაიზმორა. ისე თითქოს არაფერი მომხარა და არაფერი მოსვლია. თითქოს მხოლოდ დიდი ხნის ძილიდან, ახლაღა გაიღვიძა. პალატა მოათვალიერა გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით. მე კი სუნთქვაშეკრული ველოდებოდი როდის მომაქცევდა ყურადღებას და თუ მიცნობდა საერთოდ.ეს რამდენიმე წამი თითქოს საუკუნოდ გაიწელა. არაფერი მითქვამს არ მინდოდა შემეშინებინა, ან დამეძაბა. ოთახის თვალიერების შემდეგ, ჩემზე გადმოვიდა. ცოტა ხანს დამაკვირდა და ბოლოს უღიმღამოდ გამიღიმა. მივხვდი რომ მიცნო.მინდოდა გულში ჩამეკრა, მაგრამ არ შეიძლებოდა. ნელა წამოვწიე, ისიც ფაქიზად მომეყრდნო და უღონოდ დამისვა ხელები მხრებზე. ისეთი უმწეო იყო. ძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა. -რამდენი ხანია რაც ასე ვარ? -უკვე ორი კვირაა. თავს როგორ გრძნობ? -მშია, თავბრუ მეხვევა და გაორებულად ვხედავ, ძალა საერთოდ არ მაქვს.-ძლივს ამოილუღლუღა. ისეთი სუსტი იყო. მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა მთავარია რომ გაიღვიძა. -მაგას ეშველება. ხომ იცი რომ კარგ ხელში ხარ ცივ ნიავსაც არ მოგაკარებ. -ბავშვები როგორ არიან? -ბავშვებს რა უჭირთ, შენთან ყოველდღე მოდიოდნენ. ბევრს ნუ ილაპარაკებ არ დაგაიღალო. საჭმელს მოვიტან და მალე მოვალ.ბალიში გავუსწორე და ისე მივაწვინე. კარისკენ მიმავალს მზერა გამომაყოლა. ვხვდებოდი რომ ახლა ყველაფერი ჩემზე იყო. დიდი გამძლეობა, მზრუნველობა და სიყვარული უნდა გამომეჩინა მის მიმართ. ანა მთელი იმ დროაი მანძილზე, თითქოს არსად არ წავსულვარ, პალატაში ვტრიალებდი. მესმოდა ნიკო ყოველ წუთას როგორ მეხვეწებოდა რომ არ დამეტოვებინა, როგორ მეფერებოდა და მევლებოდა თავს, ერთი წუთითაც კი არ მტოვებდა.მთელი ძალით ვცდილობდი თვალები გამეხილა, გამოვფხიზლებულიყავი და მისი ტანჯვისთვის ბოლო მომეღო, მაგრამ არ გამომდიოდა. ყველაფერი მესმედა. მესმოდა როგორ მოდიოდნენ ბავშვები ყოველდღე და გაღვიძებას და მათთან დაბრუნებას მთხოვდნენ, როგორ იხსენებდა მარკო ჩვენს ერთად გატარებულ დროს. მინდოდა მეკივლა, მეღრიალა მაგრამ უძლური ვიყავი. არ მინდოდა სიკვდილი, არ მინდოდა, ადამიანები რომლებიც ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად გაჩდნენ და ასე შემაყვარეს თავი. ასე მიმეტივებინა. განსაკუთრებით ნიკოლა მებრალებოდა. ამიტომ თავს ძალა დავატანე და სიკვდის ხელიდან დავუსხლტი. სამ დღეში საავადმყოფოდან გამწერეს. შედარებით უკეთ ვიყავი ფერი დამიბრუნდა მაგრამ ძალიან გამხდარი ვიყავი, თითქმის ათი კილო მქონდა დაკლებული. ერთი თვე კალორიული საკვები უნდა მიმეღო და ცხიმის მარაგი შემევსო.ნიკომ თავისთან წამიყვანა და მაქსიმალურად ცდილობდა ჩემთვის კომფორტი და სიმყუდროვე შეექმნა. ნელ-ნელა ძვლებიც გამიმაგრდა და ცოტა ცოტას დავდიოდი კიდეც. ერთ კვირაში სამი კილო მოვიმატე, მაგრამ ჯერ კიდევ შორ ვიყავი საბოლოო შედიგასგან. ნიკო ყოველ ღამე ჩემს გვერდით იწვა და წიგნებს მიკითხავდა. მეც გატრუნული ვნებივრობდი მის მკლავებში. ნიკო ცივ ნიავსაც კი არ მაკარებდა.ფიზიკურად ნამდვილად მოვმჯობინდი მაგრამ ის დღე მაინც საშინელ ლაქად დარჩა ჩემს გონებაში. ყოველ ღამე კოშმარები მესიზმრებოდა.შეშინებულს მეღვიძებოდა და გაღვიძებული სოფიას აჩრდილს ვხედავდი ყველგან. აქამდე არც კი დავინტერესებულვარ რა ბედი ეწია მას. არც მაინტერესებდა ვცდილობდი მაქსიმალურად მშვიდად ვყოფილიყავი.კოშმარებმაც გაიარა.ნელ ნელა ძველი ანა გავხდი. ისეთივე ენერგიული და ხალისიანი. ახლა უფრო ბედნიერი ვიყავი. თითქმის თავიდან დავიბადე, უფრო მეტად დავაფასე სიცოცხლე.უფრო მეტად შევიყვარე ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით ნიკო, მთელი ცხოვრება რომ მეძებნა მსგავს ვერავის ვიპოვიდი. უკვე აპრილი იყო გარეთ მაინც დაუნდობლად წვიმდა.მე უკვე ენერგიით ვიყავი სავსე ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი გარეთ და სადმე გავისეირნებდი. ბედნიერი ვიყავი, რომ შემძლებოდა სიხარულით დავირბენდი აყვავებულ ქუჩებს.ნიკოლაც ბედნიერი იყო. ვხედავდო როგორ გამოუკეთდა ხასიათი. მის სახეზე დარდს ვეღარ ვამჩნევდი. მისი ლამაზი თვალები სევდას აღარ აფრქვევედა. ჩვენზეც უკვე ყველამ იცოდა. ზოგს უხაროდა, ზოგიც ამრეზით გვიყურებდა, მაგრამ ეს დიდად არცერთს არ გვადარდებდა. -ხვალ მინდა იმ ადგილას წავიდეთ, პირველად რომ მყავდი წაყვანილი.-მე თვალები გამინათდა. -მერე ის ქალი რა აზრისაა. -კაცს გაეცინა. -ჩემმა მომხიბვლელობამ კიდევ ერთხელ გაჭრა. თანაც იმდენად რომ მთელი ღამით დაგვტოვებენ და ვახშამსაც მოგვიმზადებენ-მე გაკვირვებისაგან თვალები შუბლზე ამივიდა. -დარწმინებული ხარ რომ იმ ქალს ელაპარაკე?-კაცმა გამიცინა. -კი აბსოლიტურად. -როგორ მოახერხე? -ეს საიდუმლოა მთავარია რომ შენ იქნები ბედნიერი.დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემზე მოუყვა, ნამდილი ეშმაკია... -დილით ადრე გამეღვიძა. ვერ მოვისვენე. ბავშვებს უკვე რამოდენიმე დღეა ჩემთან სძინავთ. ვივი სულ იმას გაიძახის :მეშინია კიდევ დიდხანს არ დაგეძინოსო.ამას რომ მეუბნება ტირილი მინდება. ფრთხილად გამოვძვერი საწოლიდან, შხაპი მივიღე და მოვწესრიგდი. ამ ამბების მერე პირველად გავდიოდი ქუჩაში. თან ძალიან მიხაროდა თან მეშინოდა, მაგრამ არ ვიცი რისი მეშინოდა. სოფიასი? ხალხის? იმ მშობლების რომლებმაც ეს ყველაფერი გაიგეს? მოკლედ აშკარად ჯერ კიდევ ვერ გადამეხარშა ეს ამბავი ბოლომდე. ალბათ კიდევ დიდი დრო დამჭირდებოდა რომ მსგავსი სულელური ფიქრებისაგან განვთავისუფლებულიყავი. ხანდახან მთელი ღამე მეღვიძა და უაზროდ ვტიროდი. მაქსიმალურად ვცდილობდი ნიკოლას არაფერი შეემჩნია, არ მინდოდა მისთვის კიდევ დამემატებინა სადარდებელი. ბავშვები გავაღვიძე, მავაწესრიგე, ვასაუზმე და სკოლისაკენ წავედით. მთელი გზა დაძაბული ვიყავი. სკოლაში მისვლა კი ნამდვილი კოშმარი იყო, ამჯერად მართლა ყველა მე მიყურებდა და ჩურჩულებდნენ. მხოლოდ მასწავლებელი მომესალმა და გამიღიმა მომიკითხა. იმდენად მესიამოვნა მისგან ეს ჟესტი ლამის ვიტირე.მომიყვა ლიზა როგორ მუშაობდა ამ დროის განმავლობაში, რაში ჰქონდა ჩამოჩენა და რაზე უნდა გვემუშავა. დაწვრილებით ამიხსნა ყველაფერი. მეც მოვინისნე მნისვნელოვანი პუნქტები მოვინიშნე და სკოლა სწრაფად დავტოვე. სახლისაკენ ფეხით წამოვესი. ჰაერში სასიამოვნო ყვავილების სურნელი ტრიალებდა. ხეები უკვე ამწვანებული იყო. ჩიტებიც გალობდნენ. ჩემი საყვარელი კაფისკენ ავიღე გეზი. ისევ იმ კუთხეში ჩამოვჯექი და ცხელ შოკოლადს დავუწყე წრუპვა. რამოდენიმე საატი იქ გავატარე მარტომ , წიგნის კითხვაში. რამოდენიმე სხვადასხვა ნამცხვარი ვჭამე. ნიკოლა ამის უპლებას არ მაძლევდა, მკაცრად მიკონტროლებდა თიტოეულ ლუკმას. მაგრამ ბავშვები მეხმარებოდნენ და ჩუმ ჩუმად ჩემს საყვარელ შოკოლადებს მაწვდიდნენ. საღამოს ნიკოლამ დამირეკა და მთხოვა მოვმზადებულიყავი. შავი წვრილ ბრეტელებიანი კაბა ცავიცვი. თმა ცხენის კუდივიტ შევიკარი, ფეხსაცმელები ამოვიცვი და იბეზე დავეშვი. კაცი ისე სიმპატიურად გამოიყურებოდა ლამის დავდნი. დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მივედით.მანქანა ვიწრო შესახვევთან გააჩერა.ისევ იმ პატარა ბილიკს ავუყევით, როგორც ადრე. კიბე სწრაფად ავიარეთ, სუსხიანი, მაგრამ ძალიან ლამაზი ღამე იყო. გზაში წამოწვიმა კიდეც. სასიამოვნო ღამეს მიწის სასიამოვნო სურნელი დაემატა.. კარი ისევ იმ ქალმა გაგვიღო. ამჯერად ღიმილით შეგვეგება. ნიკოლას გასაღებების ასხმა დაუტოვა და თვითონ სასახლისაკენ მოშორებით მდგონი პატარა სახლისაკენ გასწია. ამჯერა ჯოსკისაკენ წავედით. -სად მივდივართ. ვკითხე გაკვირვებულმა. -კოშკში ტელესკოპია,ვიცი ვარსკვლავების ნახვა რომ გინდოდა. -სიხარულისგან პირი დავაღე. რამოდენიმე საათი ვუყურეთ ვარსკვლავებს, ნიკო აშკარად პროფესიონალი იყო ამ საქმეში ზუსტად იცოდა. რომელ მხერეს რომელი ვარსკვლავი ჩანდა კარგად. მერე სავახშმოდ წავედით ულამაზესი მაგიდა იყო გაშლილი.ჭერი სულ მოხატული იყო. როგორც მისაღების ჭერი, რომელიც წინა ჯერზე ვნახეთ. საოცარი ატმოსფერო იყო. ამ გარემოში ჭამაზე როგორ უნდა გეფიქრა ვერ ვხვდებოდი. თითქმის მთელი საღამო აქეთ-იქით ყურებაში გავატარე. ნიკოლას ვეჯექი კალთაში, ნაზად მეფერებოდა და მკოცნიდა მხრებზე, ყელზე. მე კი ყველა მის შეხებაზე ტანზე ეკალი მაყრიდა. ვერც კი მივხვდი როგორ აღმოვჩნდით საწოლში. კაცი ნაზად მეფერებოდა, ჩემი მთელი სხეული მას მოეცვა. ნელა და რიტმულად ვმოძრაობდით. სიამოვნებისგან ლამის სული ამომძვრა. ნიკოლას მთელი ზურგი დავუკაწრე, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია, იმდენად იყო გართული..ცოტა ხანსი ორივეს ძალაგამოცლილებს ჩაგვეძინა... დილით ფერადმა შუქებმა გამაღვიძა. იქაურობა ულამაზესი იყო. ამაზე ლამაზ და ბედნიერ დილას არლბათ ვერასოდეს ვინარებდი.... მოკლედ მადლობა ყველას. პატარა თავებისთვის ბოდიში. მოვიხოდები და უფრო დიდ თავებსაც შეოგთავაზებთ. ისე ისტორის მიდის დასასრულისკენ. თქვენ როგორ დასასრულს ისურვებდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.