შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 27


19-08-2015, 22:58
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 304

რომ გავიღვიძე შუა დღე იყო.თავი მისკდებოდა.ოთახი ცარიელი იყო,ამიტომ ბავშვების მოსაძებნად დერეფანში გავედი.შორს წასვლა არ დამჭირვებია.ფრანცისკო აქვე იყო.მივედი და გვერდით მივუჯექი.ჩიკომ კალთაში ჩამიდო თავი.
-ძალიან ცუდად ვარ.დაიკვნესა ბიჭმა.
-აბა რა გეგონა?ბოთლი არ გაგიგდია ხელიდან მთელი ღამე.ბიჭმა ხმამაღლა გაიცინა.მერე წამოიწია და ნიკაპზე ნაზად წამკბინა.
-რამე სისულელეც ხომ არ გავაკეთე.
-ისედაც სულ სისულელეებს არ აკეთებ.
-მართლა?გაიკვირვა ბიჭმა.
-მართალი ხარ. დასერიოზულდა.მაგრამ არ ვიცი რატომ.
-წამო ცოტა გავიაროთ,თმა გაიჩეჩა ბიჭმა.უხმოდ დავუქნიე თავი.ბიჭმა ხელი ძლიერად მომიჭირა და ეზოსკენ წამიყვანა.

ჩიკო
დერეფანი ჩაბნელებული.და ცარიელი იყო.გოგო ჩემს გვედით მოდიოდა და გამალებით იკვნეტდა ტუჩებს.სხვისი არ ვიცი,ზოგს არ მოსწონს მსგავსი რამეები.მაგრამ ჩემთვის ძალიან სექსუალური იყო. ისე მომინდა მის სისხლისფერ,სქელ ტუჩებს დავწაფებოდი,რომ სურვილი მოსვენებას არ მაძლევდა.დიდხანს ვითმინე,მაგრამ თავი ვერ მოვთოკე,ჩემსკენ მოვიზიდე და ვაკოცე...

პირველივე შეხებაზე ტანზე ეკალმა დამაყარა. წინააღმდეგობა არ გამიწევია.ცალი ხელი თმაში შევუცურე და ნაზად დავქაჩე.რაზეც კვნესა აღმოხდა.ძლიერად და ვნებიანად მკოცნიდა,მკბენდა, ნელ-ნელა კონტროლს ვკარგავდი. ნიკაპზე გადაინაცვლა.იქიდან კი ტუჩები კისერზე ჩაასრიალა და კანი ტუჩებს შორის მოიქცია.მერე ლავიწებზე გადავიდა და ნელა და ნაზად მკოცნიდა.ყოველ შეხებაზე უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებდი.თმაში ისე ვქაჩავდი,ლამის სკალპი ავაცალე. ჩიკო საკმაოდ გამოცდილი იყო.ყველაფერს კარგად და სასიამოვნოდ აკეთებდა. არ მინდოდა გაჩერებულიყო.სიამოვნებისგან კანი მეწვოდა,მაგრამ არ მინდოდა ამ ეტაპზე უფრო შორს წავსულიყავით.ხელით ვცადე გამეწია,მაგრამ სულ ტყუილად.ბიჭმა ისევ ტუჩებში მაკოცა,მაგრამ ამჯერად უფრო ნაზად და მოკლედ.მომშორდა და ჩემს გვერდით კედელს მიეყრდნო და სუნთქვა წესრიგში მოიყვანა.
თავი წესრიგში მოვიყვანეთ და ეზოსკენ წავედით.
-ახლა უკეთესად ვარ.ღიმილით გადმომხედა ბიჭმა.
-შენ კი მგონი ისევ სუსტად ხარ.სწორად შენიშნა ჩიკომ.არ შეგეშინდეს ჰაერზე მალე გამოფხიზლდები.
-ოთახში მინდა წასვლა.პატარა ბავშვივით ჭირვეულად განვაცხადე მე,ჩიკო ჩემმა საქციელმა ძალიან გაამხიარულა.
-კარგი როგორც გინდა.სიცილით მიპასუხა ბიჭმა.მაშინ მე ნიკთან ერთად წავალ ჰოგსმიდში.
-კარგი.უძლურად ვუპასუხე მე.თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი.ალბათ დასალევის ბრალი იყო.
ჩიკომ ოთახამდე მიმაცილა და თავის ძმასთან წავიდა.მე კი გამოძინება გადავწყვიტე.ოთახი ცარიელი იყო.ალბათ ყველა გამოსაფხიზლებლად წავიდა.

დიდხანს არ მძინებია.საშინელმა სიცხემ გამაღვიძა.მეგონა ვინმემ ცეცხლი წამიკიდა.მივხვდი რომ მაღალი სიცხე მქონდა.ძალა მივიკრიბე და მადამ პომფრისთან წავედი.ვგრძნობდი,როგორ მეკეცებოდა მუხლები.კიბეების ჩავლას თითქმის საათი მოვანდომე,დერეფანს გავყევი მაგრამ ვგრძნობდი რომ მეტი აღარ შემეძლო და კედელს მივეყრდენი.მალფოი და მისი გოგოც იქ იდგნენ.როგორ არ მინდოდა იმ ძუკნას ასეთ დღეში ვენახე.მაგრამ ვხედავდი როგორ ართობდა ეს ფაქტი.

დავინახე მალფოი რომ მოშორდა გოგოს და ჩემსკენ წამოვიდა.კედელს მოვშორდი,რომ გზა გამეგრძელებინა.
-რა ფერი გადევს?ჩემს წინ აისვეტა ბიჭი.
-მგონი ცუდად ვარ.მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.მალფოიმ ფრთხილად ამიყვანა ხელში და საავადმყოფოს ფლიგელისკენ წამიყვანა.ის გოგო ლამის გაგიჟდა ამის დანახვაზე,მაგრამ მალფოიმ რაღაც დაისისინა და მაშინვე თავიდან მოიშორა.
-ნუ გაშინია,ყველაფერი კარგად იქნება. ჩურჩულებდა ბიჭი.
მადამ პომფრიმ საზიზღარი წამალი დამალევინა და საწოლში ჩამაწვინა.მალფოი შორიდან მადევნებდა თვალს,მაგრამ მე ყურადღება არ მიმიქცევია.ეს არ უშველიდა,მაინც არ ვაპათიებდი. ქალმა ოთახი დატოვა თუ არა მალფოიმ დრო იხელთა და გვერდით მომისკუპდა.თავზე ხელი გადამისვა.
-როგორ მომნატრებიხარ.
-უხეშად მოვიშორე მისი ხელი.-არ გეგონოს რომ ამით რამეს მიაღწევ.ბიჭმა ამოიხვნეშა.
-კარგი როგორც გინდა.მისმა სიმშვიდემ გამაკვირვა.კიდევ რამდენიმე წუთი იჯდა და მიყურებდა.
-მაგრამ იცოდე რომ ძველებურად მიყვარხარ.
ამის გაგონებაზე გულში რაღაც ჩამწყდა,მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.

გვიან ღამით ჯინი მოვიდა.ძლივს სუნთქავდა.
-შენ არაფერი გაგიგია რა უდარდელად წევხარ.
-მთელი საღამოა აქ ვარ და საიდან გავიგებდი.გავიკვირვე მე.
-მალფოიმ და იმ გოგომ შუა დერეფანში ატეხეს ჩხუბი,მალფოიმ ყველას თვალწინ მიახალა:“როგორ იფიქრე რომ მიყვარდიო“.ნეტავ გენახა იმ გოგოს რა სახე ქონდა,გადაირეოფი.მომახარა წითურმა.
-მერე რა.არაფრის იმედი არ ჰქონდეს.დავიჯღანე მე.
-ხო.მომბაძა წითურმა.
მთელი ღამე ვფიქრობდი მალფოის სიტყვებზე.მერლინს ვფიცავ ორი ადამიანი ერთდროულად მიყვარს ახლა ნამდვილად შარში ვარ.ერთი მღალატობს მეორე კი თავს მევლება,ორივე ხომ არ მივატოვო...უცებ გავიფიქრე და ჩემს თავზე გამეცინა.ერთი მაგატი სახეები მანახა მაგ მომენტში.
-რა გაცინებს.უცებ მომესმა სიბნელიდან.შევკრთი.-არ შეგეშინდეს.ამ ფრაზაზე უკვე ვიცანი ნიკოს ხმა იყო.ნეტავ ამას რაღა უნდა...

პ.ს. მაპატიეთ პატარა თავისათვის,მაგრამ ისეთს გიმზადებთ რომ უკმაყოფილები არ დარჩებით.გამოთქვით თქვენი აზრით რა მოხედება?



№1  offline წევრი mariamii))

კარგია მაგრამ იცოდე ხვალვე დადეე ყოველ წამს ამ საიტზე ვიყავი ახალი თავის მოლოდინში :დ ხოოო მალფოისთან დატოვე რა love

 


№2  offline წევრი Khaleesi

ხოო საინტერესოა საინტერესო

 


№3  offline წევრი Queen ♛

ძალიან კარგია და ველოდები ხვალ აუცილებლად ახალ თავს იდევ აღარ დაიგვიანო რა გთხოვ და რათქმაუნდა დრაკოსტან დატოვე წარმატებები love

 


№4  offline წევრი nia^_^

Cota male dadeee.. vegar vitmenn raaa... moutmenliv velodebi axal tavs da imedia cota didic iqnebaa :*

 


№5  offline წევრი mariamii))

აუუუ რატო არ დებ დავიღალე ლოდინით :((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent