შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური პატარძალი -თავიII-


4-08-2017, 07:36
ნანახია 6 796

სოსო ოთახიდან გავიდა თუ არა ნინას მრისხანე თვალებს გადავეყარე.
_რა?_მხრები ავიჩეჩე და მაგიდიდან წითელი ვაშლი ავიღე.
_რაო ნიკამ?
_ხომ გითხარი, სხვა შემიყვარდაო…_ვაშლი ხმაურიანად ჩავკბიჩე.
_როდის?
_არ ვიცი, ხვალ საღამოს მოვალ და აგიხსნიო.
_შენი ბრალია._ჩაილაპარაკა მან და ყავა მოსვა.
_უკაცრავად?!_ისე შევიყვირე რომ ლუკმა გადამცდა და ხველება ამიტყდა.
_7 წელია ერთად ხართ და სექსი არ გქონიათ._მშვიდი ტონით გააგრძელა საუბარი._არც პატარა გოგო ხარ რომ ადრე ყოფილიყო, არც ძველმოდური აზროვნება გაქვს და არც ისე ყოფილა სქამე რომ ნიკასგან მიტოვების საშიშროება ყოფილიყო. რომელი კაცი მოიცდის 7 წელი სექსის გარეშე? იპოვა ალბათ ვინმე და წავიდა…_ცოტახანს სიჩუმე ჩამოვარდა._ცუდად არ გამიგო… უბრალოდ ვცდილობ ვცდილობ ნიკას მხრიდან დაგანახო სიტუაცია.
_არ ვიცი ნინა…_ვაშლი გვერდით გადავდე და თავი ხელებში ჩავრგე._ვერ ავხსნი რატომ, მაგრამ ქორწილამდე არ ვიყავი მზად მასთან დასაწოლად.
_სამაგიეროდ სოსოსთან დაწექი…_ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა ბაგეებზე.
_ეს სხვა საქმეა._ცოტა არ იყოს ბრაზი შემეპარა._შენ იმის გამო ხომ არ მაკრიტიკებ შენ ძმასთან რომ ვიწექი?
_არა, რა თქმა უნდა. იმიტომ გაკრიტიკებ რომ უცნობს ჩაუგორდი საწოლში.
_ნინა!_ხმაწართმეულმა წარმოვთქვი._ნიკა დამშორდა! საშინლად ვიყავი!
_ბევრჯერ გიჩხუბიათ შენ და ნიკას…
_მიმატოვა! სხის გამო!
_სხვა დროსაც უღალატია, მაგრამ აპატიე…
_სხვა დროს უბრალოდ სურვილი იყო და ახლა მითხრა რომ შეუყვარდა… ვიღაც კახპაში გამცვალა და შენ მას ამართლებ._გაბრაზებული წამოვხტი ფეხზე.
_არავის არ ვამართლებ._ნინა ისევ მშვიდად იყო._ან საიდან მოიტანე რომ კახპაში გაგცვალა? იქნებ მშვენიერი გოგოა და მაგიტომაც შეუყვარდა.
_არ მესმის შენი ნინა…_გაკვირვებულმა გავხედე._წავედი._ხელი ჩავიქნიე და კარისკენ გავემართე.
_მედალს ორი მხარე აქვს ინგა…_მომაძახა მან.
_როგორ ახერხებ ასე ამიშალო ნერვები?_ღია კარიდან გავხედე._თუმცა რა მიკვირს, შენ და შენს ძმას ერთი სისხლი გაქვთ, ენაც შესაბამისად ერთნაირად შხამიანი გაქვთ!
_ნახევარძმა!_შემისწორა მან.
სადარბაზოში გავვარდი. აღარაფერი მქონდა სათქმელი.
მე და ნინა მეორე კლასიდან ვმეგიობრობთ და ასეთი “კინკლაობები” ხშირად მოგვდიოდა. ის სულ ასეთი მშვიდი იყო, ამბობდა იმას რაც უნდოდა და არ აინტერესებდა რამდენად მტკენდა გულს. მე კი სულ ასე იოლად ვფეთქდებოდი და გავრბოდი. თუმცა ჩვენი მეგობრობის საიდუმლოება ჩემს გულმავიწყობაში იყო. წყენა რამდენიმე საათში მავიწყდებოდა ხოლმე, ნინაც სწორედ ამ დროს მირეკავდა და ისე “ვჭუკჭუკებდით” თითქოს ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ გვეთქვას ერთმანეთისთვის ცხოვრებაში.
სახლში მისულმა მაშინვე სააბაზანოს მივაშურე. ჩემი გაჩეჩილი თმები როგორმე უნდა მომერჯულებინა. თუმცა სიმართლე ის იყო რომ ვცდილობდი ყურადღება გადამეტანა და წინა დღესა თუ ღამეზე ნაკლები მეფიქრა.
ერთსაათიანი სააბაზანოში ნებივრობის შემდეგ როგორც იქნა გამოვაღწიე საძინებელში. მერე ზედმეტი ფიქრის გარეშე გავხსენი “ფეისბუქი” და მგონი მთელი ჩემი არსებობის მანძილზე პირველად დავწერე სტატუსი.
“ქორწილი აღარ იქნება. მოგვიანებით, დაწვრილებით აგიხსნით ყველაფერს. არ მომწეროთ!!”
მიუხედავად ჩემი თხოვნისა თუ უფრო ბრძანებისა უამრავი მესიჯი მომივიდა ინბოქსში. მეც ავდექი და საერთოდ გავაუქმე გვერდი.
ზოგადად ძალიან იოლად ვიღებდი გადაწყვეტილებებს. მთავარია გული რას მეტყოდა. ამიტომაც აღმოვჩნდი წინა ღამით იქ სადაც აღმოვჩნდი. თუმცა ამის შესახებაც მივიღე გადაწყვეტილება რომ სამუდამოდ ამომეშალა სოსოსთან გატარებული წუთები თავიდან. მითუმეტეს ნინას აშკარად ეტყობოდა რომ არ ესიამოვნა ეს ფაქტი და არ ვაპირებდი რომ სოსოს გამო საუკეთესო მეგობარი დამეკარგა.
საწოლზე მოშვებული ვიწექი, ის იყო უნდა ჩამძინებოდა რომ კარზე ზარის ხმა გაისმა და მერე მოყვა ხმამაღალი კაკუნი.
_მოვდივარ!_დავიძახე გაბრაზებულმა. უცებ გადავიცვი მაიკა, შორტები ამოვიცვი და კარის გასაღებად გავვარდი.
_გააღე ინგა!_გაისმა დედაჩემის ხმა.
_ჯანდაბა…_ჩავილაპარაკე ჩემთვის და კარი გამოვაღე._რამ გაგახსენა შვილი?_თვალები გადავატრიალე.
_ნიკა დაგშორდა?_ქოთქოთით შემოვიდა სახლში._რამე აწყენინე? ისევ გააბრაზე?
_აუუ…_ავწუწუნდი._გეხვეწები ახლა არ გამბურღო. თანაც არ გიფიქრია რომ იქნებ მე დავშორდი?
_ეგრე თუა ნამდვილად შემომაკვდები! რა ქონდა შენი დასაწუნი?
_აუ დედა შემეშვი და წადი რა!_მისაღებში გადავინაცვლე და დივანში ჩავეშვი._სახლიდან ხომ იმიტომ წამოვედი რომ ჩემ ცხოვრებაში ზედმეტად ერეოდი, ახლა აქ უნდა ჩამიტარო სცენები?
_უზრდელი ხარ!_დაასკვნა მან._ალბათ ნიკასაც ეუზრდელე, გაბრაზდა და მიგატოვა.
_ჰო დედა. მიმატოვა! მი-მა-ტო-ვა!!! კმაყოფილი ხარ?
_ვიცოდი რომ მიგატოვებდა! აბა შენნაირს ვინ გაუძლებს…_თავში შემოირტყა ხელები._ცოტა ადრე მაინც დაგშორებოდა… რამდენი ფული დახარჯა ამ ქორწილის საქმეებში… მარტო რესტორანში დატოვა 1000 დოლარი წინასწარ…_ჯავრობდა დედა.
მისგან ასეთი საქციელი ნამდვილად არ მიკვირდა. მასაც და მამასაც ჩემი უფროსი და უფრო უყვარდათ. ეკა უფრთო ანგელოზი იყო, მე კი… მე არც არავინ არ ვიყავი. თავიდან ვნერვიულობდი ამ ფაქტზე, მაგრამ როცა მივხვდი ნერვიულობით ვერაფერს გამოვასწორებდი, სახლიდან წამოვედი და ერთ ოთახიანი ბინა ვიგირავე 2 წლით. ჩემი სახლიდან წამოსვლაზე ერთი ამბავი ატყდა. “მშობლები გძულს, არ გინდა რომ სიბერეში მოუარო” და ა.შ. მაგრამ ეკა რომ წავიდა სახლიდან “აბა რა, დიდი გოგოა და თავისი პირადი სივრცე სჭირდება”_თი შეხვდნენ ფაქტს. ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლებოდა ასეთი გამგები ყოფილიყვნენ მის მიმართ და ასეთი არაადექვატური ჩემს მიმართ. მაგრამ სამწუხაროდ მშობლებს არ ირჩევენ.

კარზე ისევ კაკუნის ხმა გაისმა. ქოთქოთში გართულს დედაჩემს არც შეუნიშნავს როგორ გამოვედი მისაღებიდან. კარი გამოვაღე და ვინ შემრჩა?
დიახ, დიახ. სოსო!
_შენ აქ რა გინდა?_დავსვი ყველაზე ლოგიკური კითხვა.
_ეს დაგრჩა!_ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა და ცხვირწინ ჩემი წითელი ბიუსჰალტერი ამიფრიალა.
_შენ ხომ არ შეიშალე!_დავიჩურჩლე და შეშლილი თვალებით გავხედე._მომეცი!_ მინდოდა წამრთვა ბიუსჰალტერი მაგრამ ხელი ისე მაღლა ასწია რომ ვერაფრით მივწვდი.
_მაკოცე და მოგცემ._გამიღმა ისევ.
_ინგა სად წახვედი?_დაიძახა დედამ და ნელი ნაბიჯებით გამოემართა კარისკენ.
_დედაჩემი მოდის, მომეცი!_დავაშინე სოსო.
_მაკოცემეთქი._საჩვენებელი თითი ლოყაზე მიიდო და ჩემსკენ გადმოიხარა.
წამიერად გავიაზრე რა მხოდებოდა ეს ბიუსჰალტერი დედაჩემს რომ დაენახა და სასწრაფოდა ფეხისწვერებზე ავიწიე. ის იყო ლოყაზე უნდა მეკოცნა, სოსომ თავი შემოაბრუნდა და მისი ტუჩები შემაგება.
_იდიოტო!_გაბრაზებისგან მთლიანად დავიძაბე.
სოსომ კმაყოფილი სახით გამომიწოდა ბიუსჰალტერი. ხელი დავავლე ჩემს ავლადიდებას და იქვე ფეხსაცმელების კარადაში შევაგდე.
_გამარჯობა!_სერიოზული ტონით წარმოთქვა სოსომ როდესაც დედა შენიშნა.
_გაგიმარჯოს?!_თუმცა დედაჩემის ტონით თუ ვიმსჯელებდით კი არ მიესალმა ჰკითხა “შენ ვინ ჯანდაბა ხარო”.
_დედა ეს სოსოა, ნინას ძმა._სხვათაშორის ჩავილაპარაკე.
_სოსო?_დედამ სავარაუდოდ თავის ტვინში ჩაბეჭდილ არქივს გადახედა და როდესაც ყველა წვრილმანი ამოქექა ღიმილით ჰკითხა._როდის დაბრუნდი?
_გუშინ._მიუგო სოსომ და სახლში შემოვიდა.
_მეგონა გეჩქარებოდა._კბილების კრაჭუნით მივაძახე სოსოს.
_არაა. საიდან მოიტანე?_გამიღიმა და მისაღებისკენ ისე თამამად გაემართა გეგონებოდა ყოველდღე სახლში მყოლოდა.
კარი ხმაურიანად მივხურე და მხრებჩამოყრილი გავყევი დედას და სოსოს.
დედა, რა თქმა უნდა ვერ მოისვენებდა სანამ მთელი 10 წლის ისტორიას დაწვრილებით არ მოაყოლებდა სოსოს. გვერდით მიუსკუპტა და ნელ-ნელა შეაპარა კითხვები.
თავიდან, გახურების მიზნით იოლი კითხვები მიაყარა: როგორ ხარ? მშობლები როგორ არიან? დედაშენი ისევ საბერძნეთშია?
შემდეგ უკვე კითხვების სირთულემ იმატა: სად იყავი ეს 10 წელი? რას საქმიანობდი? სწავლობდი? მუშაობდი?
საბოლოოდ კი სირთულემ პიკს მიაღწია.
_ცოლის მოყვანას ხომ არ აპირებ?_ღიმილით ჩაეკითხა დედა.
_ჯერ არა._ჩაეცინა სოსოს და მერე რატომღაც მე გამომხედა.
_წავალ ყავას მოვადუღებ._მისი მზერა ოსტატურად ავირიდე და ფეღზე წამოვხტი.
თუმცა ვინ გაცადა. ტელეფონზე მესიჯი მომივიდა.
“5 წუთში შენთან ვარ.”
ნიკასგან იყო.
ხელები ამიკანკალდა და დაბნეულობა ვიგრძენი. მერე ერთიანად გათეთრებული შევედი მისაღებში და დედას და სოსოს ვთხოვე საძნებელში შესულიყვნენ და მანამ არ გამოსულიყვნენ სანამ ნიკა არ წავიდოდა.
წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. დედას იდეალური შანსი მიეცა დეტალურად მოესმინა თუ რატომ მიმატოვა ნიკამ. სოსოს გამომეტყველება შეეცვალა, ხმის ამოუღებლად დამიქნია თავი და დედას გაყვა.
როგორც ყოველთვის ნიკამ თავის პუნქტუალურობას არ უღალატა და ზუსტად 5 წუთში დარეკა ზარი კარზე.
_შემოდი!_დავიძახე მისაღებიდან.
კარი ნელა შემოაღო და მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა ოთახში. ცოტახანს ხმის ამოუღებლად მიყურა, მერე ჩაახველა და იქვე დივანზე ჩამოჯდა.
_ჩემ კრედიტ ბარათს რა უყავი?_გაეცინა მას._სამაგიერო გადამიხადე?
_არა, უბრალოდ გულის გადაყოლება მინდოდა და რამდენიმე სასმელი შევუკვეთე._მხრები ავიჩეჩე.
_4000 ლარის სასმელი?_სახიდან ღიმილი ჩამოშორდა.
_მთელი კლუბი დავპატიჟე…_სხვათაშორის ჩავილაპარაკე.
_შენ ხომ არ შეიშალე?_ხმას საგრძნობლად აუწია_ხომ იცი ეგ კრედიტი რაშიც მჭირდებოდა.
_ჰო, მახსოვს._ისევ მშიდად ვსაუბრობდი._ცუდია ფეხსაცმელის მაღაზიას რომ ვეღარ გახსნი. რა უნდა უყო ისე იმ 600 წყვილ ფეხსაცმელს?_ხელოვნურად დადარდიანებულმა ვიკითხე.
_ამას არ გაპატიებ იცოდე!_საჩვენებელი თითით დამემუქრა.
_ამის სათქმელად მოხვედი?_ამჯერად მე ავუწიე ხმას._კრედიტ ბარათი რომ არა, ალბათ არც შეიწუხებდი თავს.
_აქ იმიტომ ვაპირებდი მოსვლას რომ შენთვის ამეხსა მიზეზი…
_თუ რატომ მიღალატე ვიღაც კახპასთან?_დავასრულე მისი წინადადება.
_არ არის კახპა._გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა._პირიქით, კარგი ადამიანია და იმედი მაქვს არ შეეცდები რამე დაუშავო.
_მე?_ისტერიულად გამეცინა._მეტი საქმე არ მაქვს ეგეთ ადამიანს თავს გავუტოლებ.
_ინანებს ამ სიტყვებს ინგა._წამოხტა ფეღზე.
_ეს მუქარა რა საჭიროა? თუ რამის ტრ*აკი გაქვს ადექი და შეასრულე!_მეც მას მივბაძე და ფეღზე წამოვდექი._თუმცა შენ მარტო ღალატი შეგიძლია. მალე მაგ კახპასაც მიატოვებ და ახალს მონახავ.
_სამი წელია ერთად ვართ._წარმოთქვა ხმამაღლა და წამის მეასედში გაიაზრა რომ ზედმეტი მოუვიდა.
_რა თქვი?_ძლივს წამოვილუღლუღე. მთელ სხეულში ძალა წამერთდა.
_ნუ გაგიჟდები ახლა…_შედარებით მშვიდად განაგრძო მან._თავიდან უბრალოდ სექსი იყო, მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მერე დავშორდი და სწორედ მაშინ გითხარი რომ დრო იყო დავქორწინებულიყავით. რამდენიმე დღეში ისევ შევხვდი და მივხვდი რომ ის მიყვარდა.
_ნაგავი ხარ!_დავიყვირე ბოლო ხმაზე. თვალებიდან ცრემლები წამსკდა.
_სიტყვები შეარჩიე!_მანაც დაიბღავლა._შენი ბრალია! ბევრჯერ შემოგთავაზე ჩემთან ყოფნა, მაგრამ ბრილიანტის ბეჭდის და საქორწილო მოწმობის გარეშე არაფრის მოსმენა არ გინდოდა. უკვე ხელის გადახვევაც კი მეშნოდა. შენ თავს დააბრალე რომ მიგატოვე. შენ თავს დააბრალე რომ სხვამ შემაყვარა თავი. მე ნურაფერში დამადანაშაულებ…_ბღაოდა იგი._და თუ შეიძლება მეტი ქალურობა გამოიჩინე და ქაჯივით ჩემს კრედიტ ბარათებს ნუ მიახტები, ნურცე “ფეისბუქზე” გამოაგვეყნებ რაღაც მოგონილ ზღპრებს ჩემზე თორემ…
_თორემ რა?_საძინებლიდან გამოვარდნილმა სოსოს ხმამ გააწყვეტინა ღრიალი ნიკას.
სოსო პასუხსაც არ დალოდებია, თავისი გიგანტური ხელი მოიქნია და პირდაპირ ცხვირში უთავაზა ნიკას, თანაც იმდენად ძლიერად რომ ნიკა ძირს გაიშხლართა.
მე დამუჯებული ვუყურებდი ნიკას გაოცებიგან სავსე თვალებს, რომლებიც შეშინებული მისჩერებოდნენ სოსოს. დედაც ჩემსავით დამუნჯებული აკვირდებოდა ამ სიტუაციას.
სოსო ძირს დაიხარა, მაისურში სწვდა ნიკას და ფეღზე წამოაყენა. ხმის ამოუღებლად გაათრია კარამდე და მოისროლა სახლიდან.
_ეს რა ნაგავი ყოფილა!_დაიწყო დედაჩემმა._რა სულელი ვარ, თავიდანვე როგორ ვერ შევატყე. კიდევ კარგი თავის შეკავება გასწავლე…
“თავის შეკავებაო” რომ გავიგონე უნებურად გავაპარე თვალი სოსოკენ და გავიფიქრე კარგად ვერ გისწავლებიამეთქი.
სოსო ღრმად სუნთქავდა. ხმას კი ისევ არ იღებდა. თუმცა არც მე ვიყავი უკეთეს დღეში. სხეული გამყინვოდა. ვცდილობდი მომხდარის გააზრებას მაგრამ ძალიან რთული იყო. უფრო არ ვიგებდი ვიდრე ვერ ვიგებდი იმას რაც ნიკამ მითხრა. როგორ შეიძლება სამი წელი ადამიანი ტყუილში აცხოვრო და საბოლოოდ მაინც ის დაადანაშაულო?
_სწორად მოიქეცი შვილო._დედაჩემის ხმამ გამომაფხიზლა._მამამისი რომ აქ ყოფილიყო ისიც იგევს იზამდა._დედას გაეღიმა.
_მამა რომელსაც 1 წელია არც კი მოუკითხივარ…_ჩავილაპარაკე ჩემთვის.
_ინგა!_შეიცხადა ჩვეულებრისამებრ დედაჩემმა.
_დედა, ახლა არა… წადი, გთხოვ._მშვიდად წარმოვთქვი და დივანზე ჩამოვჯექი.
_მართალი ხარ._მგონი ცხოვრებაში პირველად გავიგე მისგან ეს სიტყვები ჩემი მიმართულებით.
მეტი აღარაფერი უთქვამს. ჩანთა გადაიკიდა, სოსოს ღიმილით დაემშვიდობა და წავიდა.
დედა გავიდა თუ არა თავი ხელის გულებში ჩავრგე და ტირილი ამივარდა.
_ინგა…_დაიჩურჩულა სოსომ და გვერდით მომიჯდა._იმედია იმ ს*რის გამო არ ტირი… არ გეკადრება.
_ნიკას გამო არ ვტირი._სლუკუნით წარმოვთვქვი და ჩაწითლებული თვალებით ავხედე._იმაზე მეტირება რომ მეგონა ჭკვიანი ვიყავი და ვერავინ მომატყებდა.…
_მერე გეკითხა ჩემთვის, 10 წლის წინათაც კი ვიცოდი სულელი რომ იყავი…_გამიღმა მან.
_იდიოტო!_გამეცინა მეც და ხელი მივარტყი მხარზე.
_ჰო რაიყო? აბა რომელი დალაგებული მაკოცებდა მე?
_ლუკა მეგონე…
_მასკები რომ მოვიხსენით?
_პირველი კოცნის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი._თავის მართლებას მოვყევი.
_და მეორე დღეს აციმციმებული თვალებით ვინ მიყურებდა?
_ეგ საიდან მოიტანე?_ცალი წარბი ზემოთ ავქაჩე.
_მაგ მოციმციმე, მწვანე თვალებმა ბევრჯერ შემახსენეს თავი, ასე რომ არც კი ეცადო იუარო._თვალი ჩამიკრა.
ცალყბად გამეცინა… მერე დივნის საზურგეს მივაწექი და შევეცადე 10 წლით უკან დავბრუნებულიყავი.
_რატომ წახვედი?_ვკითხე მოულოდნელად.
_მაკას ვჭრდებოდი._მოკლედ მომიჭრა.
მაკა სოსოს დედა იყო, რომელიც რაც თავი მახსოვს სულ საბერძნეთში ცხოვრობდა.
ნინას და სოსოს ურთიერთობა საკმაოდ მშვიდობიანი იყო იმას თუ გავითვალისწინებდით რომ სხვადასხვა დედის შვილები იყვნენ. პლიუს კიდევ იმასაც რომ ელენეს, ნინას დედას და მაკას საშინლად არ მოსწონდათ ერთმანეთი, ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი სოსოს 10 წლიანი გადაკარგვისა, თანაც ისე რომ მამას საერთოდ არ დალაპარაკებია. მხოლოდ ნინას დაურეკა რამდენჯერმე და ძალიან ოფიციალურად მოიკითხა.

იმ საღამოს გვიანობამდე ვისაუბრეთ მე და სოსომ. გავიხსენეთ ძველი ამბები. განსაკუთრებით კარგად ახსოვდა კარნავლის შემდგომი ერთი კვირა და როგორც თვითონ აიჩემა ჩემი მოციმციმე თვალები. თუმცა ამ თემას შეგნებულად და ოსტატურად ვარიდებდი თავს და დეტალურად ვახსენებდი როგორ გვაწვალებდა მე და ნინას.
_მეძინება._გადაღლილმა ჩავილაპარაკე ბოლოს.
_პირდაპირ გეთქვა წადიო._სიცილით მითხრა და ფეღზე წამოდგა.
_პირდაპირ უზრდელურად გამომივიდოდა._ენა გადმოვუგდე.
_არც კი უარყობ რომ თავი მოგაბეზრე?_შეტევაზე გადმოვიდა.
_რომ ვუარყო რა აზრი აქვს? როცა ვიტყუები ხმა მიკანკალებს და მაშინვე შეამჩნევდი.
_მაგას დავიმახსოვრებ._გამიცინა და ზურგი მაქცია._არ გამაცილებ?
_გასასვლელი გზა დაგავიწყდა?_თვალები გადავატრიალე და ზანტად ავედევნე უკან.
_არც გასასვლელი გზა დამვიწყებია და არ მოსასვლელი…_ორაზროვნად მითხრა და კარი გამოაღო._დროებით.
_დროებით._ეშმაკურად გავუღიმე.
გარეთ გავიდა თუ არა კარი მივუხურე და მისაღებში დავბრუნდი. მერე ფანჯარასთან მივირბინე, ფარდა საჩვენებელი თითით ოდნავ გამოვწიე და ქუჩაში მიმავალ სოსოს გადავხედე. მანამდე ვუყურე სანამ ქუჩის ბოლოს არ გადაუხვია. ღრმად ჩვისუნთქე, საძინებელში გავედი და მოწყვეტით დავეცი საწოლზე. ემოციებისგან გადაღლილი მალევე გავითიშე…


____________
დავბრუნდი როგორც იქნა, აუცილებელი სააქმეები გამომიჩნდა და უნდა მაპატიოთ, ვერაფრით ვერ მოვიცალე. იმედია ახალი თავი მოგეწონებათ.
რაც შეეხება სახელებს, გადავწყვიტე არ შემეცვალა. ჩემ წარმოსახვაში სხვა სახელები ვერანაირად ვერ ჩაჯდა. იმედია ეს არ გახდება მიზეზი იმისა რომ კითხვა შეწყვიტოთ.
კიდევ იმედია რომ ეს თავიც ისევე მოგეწონებათ როგორც წინა.
დიდი მადლობა წინასწარ და ძალიან გთხოვთ თქვენი ემოციები, აზრები და შენიშვნები დააფიქსიროთ. ძალიან მეხმარება ისტორიის განვიტარებაში.
:*****



№1 სტუმარი Guest bubu

კარგია მომწონს

 


№2  offline წევრი mia15

ძალიან კარგია და იმედია მალე დადებ.ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი Tiko

ძალიან კარგია.სხვას რას უსმენ შენ როგორც გინდა ისე დაწერე.მთავარია აზრიანი იყოს.თუ გინდა ჯემალი და მაყვალა დაარქვი (ვხუმრობ).ეს შენი ნაწარმოებია .

 


№4 სტუმარი Nini

Dzalian kargia gaagrdzele .ar daagvianoo

 


№5 სტუმარი Guest shadow

სოსო და ინგა ჯდება და სხვა სახელები არა?
მაგის დას თუ ნინა დაარქვი და ყოფილს ნიკა? :დდდ
მე პირადად ვერ ავღვიქვავ ვერც ერთს ახალგაზრდებად რაღაც სხვაგან მივდივარ ალბად ფანტაზია არ მივარგაბ:დდ
მე ვწყვეტ კითხვას, წარმატებები <3

 


№6 სტუმარი Guest ანა

ფ ე "ხ" ი. შესაბამისად, ფე'ხ'ზე და არა ფე'ღ'ზე!
სახელების გამო თავის მართლება დიდი სისულელე მგონია. სრული უფლება გაქვს რაც გინდა ის დაარქვა.თან, ყელშია ამოსული ვაჩე-ვაკო და დადა-დუდა.

 


№7  offline წევრი ლილიტიი

ერთი შვილი სულ დაჩაგრული და საწყალი, რომ გამოგყავთ ძალიან მეზედმეტება ხოლმე
ეკა კარგი გოგო ინგა ცუდი
სულ ეგრეა ძირითადად ყველგან :D
მე ძალინ მომწონს, ძალიან სწორად და ჩამოყალიბებულად წერ.
მაგრამ ნიკას ვეთანხმები რთულია ეგრე ცხოვრება, სექსი მთავარი თუ არა აუცილებელი მაინც არის ამდენი ხნის წყვილის ურთიერთობაში და არ მიმაჩნია, რომ არაასწორია უბრალოდ ცუდი ფორმით გამოხატა ეს არასწორობა.
სახელებზე მეც ყველას მსგავსი რეაქცია მაქვს, კაი რა ინგა და სოსო ://
გელოდებიიი

 


№8 სტუმარი ))

Auu kargii iyo male daderaaa

 


№9  offline წევრი nini sabauri

ძალიან საინტერესოდ წერ, სასიამოვნოა კითხვა.
სახელები ისეთია რომ მათი ახალგაზრდებად აღქმა მიჭირს მაგრამ იმედია შევეჩვევი<3<3
გელოდები<<3

 


№10 სტუმარი ფერადთვალება

მართალია ყველანაირი უფლება გაქვს, მაგრამ ამ ახალგაზრდობაში ვინმეს ინგა ერქვას ან სოსო რაღაც ზედმეტად უჩვეულოა ;დდდ თან მეორეხარისხოვან პერსონაჟებს მშვენიერი სახელები აქვთ ;დდ
იქნებ თუნდაც დათა სცადო, დიდად რო ვთქვა პოპულარული სახელო არის-თქო მოგატყუებ, ზუსტადაც მაგიტომ იქნებ ჩაჯდეს ამ სოსოს მაგივრად ;დდ
და ამ ინგას მაგივრად იქნებ ანამარია გეცადა, რაც გაწერია ;დდ თან მოუხდება ასეთი ტიპის გოგონას სახელი ანამარია.
ნუ ეს ჩემი აზრია შეიძლება შენ არ მოგეწონოს და ამას პატივს ვცემ მარა ამ სახელებზე არჩევანი რატო შეაჩერე ბოდიში და ვერ ვხვდები ;დდ

 


№11 სტუმარი ))

Ratomgac mgonia rom daqaltan ugalata nikam Inga's ...

 


ძალიან მიხარია რომ ისტორია (ასე თუ ისე) მოგწონთ. რაც შეეხება სახელებს ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი პატივისცემით გთხოვთ რომ შეეცადოთ და მეორეხარისხოვან თემად გახადოთ.
ძალიან მეშინია თქვენი დაკარგვის, ჩემი მკითხველი ფაიფურის თოჯინასავითაა ჩემთვის რომელსაც ძალიან ფრთხილად უნდა მოეპყრო. ძალიან მიყვარს ყოველ თქვენგანი რადგან დამიჯერეთ დიდ ბედნიერებას მანიჭებთ. იმედია გამიგებთ :** მადლობთ კიდრვ ერთხელ !!

 


№13  offline წევრი qeti.ii

კარგი იყო,წარმატებები და ველი შემდეგ თავს.

 


პ.ს. ინგასაც ვიცნობ და სოსოსაც ჩემი ასაკისას (20 წლის) :დ ალბათ ამიტომ ჩაჯდა ჩემს გონებაში.

Guest ანა
ფ ე "ხ" ი. შესაბამისად, ფე'ხ'ზე და არა ფე'ღ'ზე!
სახელების გამო თავის მართლება დიდი სისულელე მგონია. სრული უფლება გაქვს რაც გინდა ის დაარქვა.თან, ყელშია ამოსული ვაჩე-ვაკო და დადა-დუდა.

მადლობა ჩემო კარგო შენიშვნისთვის, ეგ "გაპარული" შეცდდომაა :დ მეორედ კარგად ავაკვირდები :***

 


№15 სტუმარი sofo

Iseti shegrdzneba mrcheba titqos daqalia is gogo nikam vis gulistvisac miatovaa

 


№16 სტუმარი Guest mimi

da chvenzetu piqrob da chventvis wer shecvale saxelebi eseti kargi istoriaa da amdeni kaci gexvewebit ro sheucvalo am xalxs saxeli tore gvgonia 50 wlisebi. ai nagdad sosod axalgazrda simpatiur mamakacs ver avgviqvav da me mapatiet )))
gevedrot tu ra gavaketot ro ubralod saxelebi gamocvalo arc me wavikitxav ise imito ro ar momwons da mkitxvels dakargav. kargad

 


Guest mimi
da chvenzetu piqrob da chventvis wer shecvale saxelebi eseti kargi istoriaa da amdeni kaci gexvewebit ro sheucvalo am xalxs saxeli tore gvgonia 50 wlisebi. ai nagdad sosod axalgazrda simpatiur mamakacs ver avgviqvav da me mapatiet )))
gevedrot tu ra gavaketot ro ubralod saxelebi gamocvalo arc me wavikitxav ise imito ro ar momwons da mkitxvels dakargav. kargad

დავფიქრდები კიდევ ერთხელ. ამ კუთხით არ შემიხედავს. მადლობ რომ აზრი დააფიქსირე :*

ჰო მართლა, სურათი დამატებას ვცდილობ ისტორიის ბოლოში და არანაირად არ გამომდის. ხომ არ იცით ვინმემ?

 


№18 სტუმარი Guest Grafo

შენ რომ ამ ისტორიაში სახელები შეცვალო, ჩათვალე ავტორად არ ვარგიხარ. მართლა ოღონდ:)))). შენ თვითონ არ უნდა გინდოდეს ისეთი მკითხველი, რომელიც სოსო-თი და ვაკოთი განსაზღვრავს ადამიანის რაობას!

 


თავს მოვიკლავ, ოღონდ ჯერ სოუციდურ ჩანახატს დავდებ აქ და მერე მთელი ცხოვრება იმაზე იფიქრებთ ასეთი ახალგაზრდა გოგო როგორ გასწირეთ :დ
ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა ორ ცეცხლშუა ვიწვ უკვე. გადაგებია რომ ყველას თქვენი ინდივიდუალური აზრო გაქვთ, მაგრამ რამდენიმე წამით ჩემი მხრიდანაც შეხედეთ სიტუაციას.
არცერთის "მხარის" დაგაკრგვა არ მინდა.

 


№20 სტუმარი liziko

gogo ram mogapiqrebina tavidanve egeti saxelebi :DddD
shecvale bevri gtxovt ro shecvalo da aucileblad gavagrdzelebt kitxvas imito ro umagresad wer martla <3

 


№21  offline წევრი tamuna.s

ნიკა ნამდვილი არაკაცია. არანაირად არ ვეთანხმები იმ აზრს რომ რადგან სექსი არ ქონდათ იმიტომ უღალატა. ნიკამ იმიტომ უღალატა რომ არ უყვარდა და აქ სექსი არაფერ შუაშია, რომც ქონოდათ მაშინაც უღალატებდა, იმიტომ რომ ინგას მიმართ სიყვარულს კიარა ელემენტარულ პატივისცემის გრძნობაც არ აქვს. იმდენად სულმდაბალი ადამიანია რომ ამდენი წელი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა და თამაშობდა შეყვარებული საქმროს როლს. თუ მასთან ყოფნა აღარ უნდოდა, ვინ აძალებდა მაინცდამაინც კიდევ უფრო მეტად უნდა დაემცირებინა და გული ეტკინა ინგასთის და ქორწილამდე ერთი კვირით ადრე უნდა ეთქვა რომ სხვა უყვარდა?
რაც შეეხება სახელებს, ეს შენი ისტორიაა და გინდა სოსოს დაარქმევ და გინდა დურმიშხანს. ადამიანი თუ პერსონაჟს და ისტორიას სახელის მიხედვით აფასებს, მაშინ ეს მათი პრობლემაა და შენ ასეთი მკითხველის დაკარგვაზე არ უნდა ინერვიულო. ჩემი ძმის მეგობარსაც ქვია სოსო, რომელიც ზესიმპატიურია და რომელსაც გოგოები ბუზებივით ახვევია და არც ერთ გოგოს დაუწუნებია სახელის გამო. ბიჭი რომ მოგეწონოთ სახელის გულისთვის დაიწუნებთ? არც სოსო და არც ინგა ისეთი სახელები არ არის რომ ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვიოს, ყოფილა ისეთი ისტორიაც რომლის სახელი არც მე მომწონებია, მაგრამ პერსონაჟი იმდენად მომწონებია და შემყვარებია რომ მისი სახელი ჩემთვის მეასეხარისხოვანი გამხდარა. ვისაც არ გინდათ ნუ წაიკითხავთ ხალხო და ავტორს ნუ აყენებს უხერხულ მდგომარეობაში. მისი ისტორიაა და თავისი გადასაწყვეტია რას დაარქმევს პერსონაჯებს.

 


№22  offline აქტიური მკითხველი grafo

მე საერთოდ არ მესმის, რა "ორ ცეცხლზე" არის ლაპარაკი. რა შენს ახლობელს სოსო ერქვას და მე რომ ვთქვა, ფუ სოსო რა სახელიამეთქი ან ინგა , ამ ახლობელს ჩამოშორდები?!
საერთოდ, დაიკიდე და გაატარე ეს თემა.

 


№23 სტუმარი Drogons

ეგრე არ ხდება რა )) როცა ჩვენთვის წერს და ჩვენი სიამოვნებისთვის ქმნის ნაწერს და პირველ თავში გვეკითხება რა არ მოგწონთ მითხარითო და ათასი კაცი უბრალოდ ვთხოვთ, რომ უკეთესად აღვიქვათ გამოცვალოს სახელები, რადგან ძალიან მოგვწონს ისტორია კარგად წერს და მომავალშიც სერიოზულად თუ მიუდგება წიგნის გამოცემას გაითვალისწინოს მკითხველის ასაკიც და აზროვნებაც.
არც მე მომწონს ვაჩე და ანდრე
მაგრამ რამდენი ნორმალური საცელია
დავითი თუნდაც, ანა თუნდაც არაა საჭირო ეს დუდუ, ლუკა, სალი, მარი მაგრამ ინგას და სოსოს ბევრი სახელი სჯობს.
ამას უბრალოდ გთხოვთ. გიმეორებ მომავალში, დარწმუნებული ვარ ბევრს მიახწევ ისე კარგად წერ და გაითვალისწონე შენი მკითხველი აუცილებლად ხოლმე, დანარჩენი შენ იცი

 


№24  offline წევრი PARVENU

Mkvleli logikit rato modzraobt gamagebina... Anka, natka, aleqsandre, demetre, niako lukandro da ambebi unda erqvas maincdamainc personajs? Ra logikaa ver vxvdebi. Avtori wers imas rac unda da modis gamo ver shecvlida imas razec dgeebi fiqrobda albat.
Nikas rac sheexeba, martalia seqsis pontshio... Lijbi seqsi qondet anu da vso ertgulia bolomde ara? Bichebma ro tqvan aseti ragac kide xo da gogoebi ra pontshi azrovnebt ase gamarkvia. Imis shishit saqmeom ar migalatoso shenive survilis sawinaagmdegod fexebi unda gadaushalot?!
Me momwons, were ise rogorc shen ginda.
--------------------
Parvenu

 


№25 სტუმარი Guest bubu

სიმართლე გითხრა ჩემთვის სახელებს მნისვნელობა არ აქვს მთავარი ისაა რომ ძალიან მაგარი ისტორიაა მომწონს სოსოს და ინგას წყვილი, ყველას ის სახელი ვერ ერქმევა რომელიც სედარებით გავრცელებულია

 


№26  offline წევრი tatalia

7 წელი ტიპს რო არ მისცემ მოგედება ობი ;))
ეგ ერთი და მეორე კიდე შენნაირი აზროვნებით რო იბადებიან ზუსტად მაგიტოა რომ 1 წლის მერე სიყვარული აღარ გააჩნია წყვილს და 30 წლის ცოლ-ქმარს სხვაასხვა საწოლში სძინავს და ამბობენ გვიყვარს ერთმანეთიო :))))
არავინ გყავს ალბად და ვერ ხვდები ურთიერთობის არსს და დანიშნულებას, რომ სექსი ყველაფერი თუ არა ბევრი რამ მაინც არის ურთიერთონაში და როცა ვნება და გრძნობა ქრება როცა შენს საყვარელ ქალს/კაცს არ უნდიხარ იქ მერე ყველაფერი ხუნდება და უფერულდება, ამიტომ არავინ თქვას რომ ნიკა რაღაც მხრივ მართალი არ არის :))))
ყველას ნუ ეკიდებით და თქვენი აზრის სწორად გადმოცემა ისწავლეთ და არა აგდებული ტონით ბო ზები გამოიყვანა ტიპმა ყველა ვინც სწორად აზროვნებს მხოლოდ იმიტომ რომ სექსი არ გქონია არასდროს ;((
ოჰ ღმერთო...
ყველას კარგი სახელი ვერ დაარქვა კიდე მშობელმა და დღესაც ქვიათ ნუგზარი და იზოლდა ხალხს.
მაგრამ როცა წერ და შეგიძლია კარგი სახელები აარჩიო...
ხო პროსტა ვერც მე ავღვიქვავ სოსოს და ინგას :დ
თუმცა ნებაა შენია რას იზავ, ამის გამო არ შევწყვეტ კითხვას, წარმატებები შენ და გაძლება :)

 


№27  offline აქტიური მკითხველი grafo

ქალი, რომელსაც 7 წელი შეყვარებული ჰყავს და ხელის გადახვევას ვერ გაცდა,სასწრაფოდ სჭირდრლება მაღალკვალიფიციური სექსოლოგის დახმარება.
ნიკას საქციელს ღალატი არ ჰქვია. აღარ უნდა ხე ქალი და სხვასთან არის. თან, არ საუმალავს

 


№28  offline წევრი PARVENU

Ertia roca urtiertobashi ragac cvlileba aucilebelia da meore roca seqszea urtiertoba damokidebuli mxolod.
Komunistkas iarliyis mikvramde wakitxulis gaazrebaa sachiro.
--------------------
Parvenu

 


გაძლება ნამდვილად მჭირდება :დ
ძალიან მომწონს როდესაც პერსონაჟებს აკრიტიკებთ და არა მათ სახელებს :დ

მოკლედ, ვიფიქრე, ვიფიქრე, ვიფიქრე, ვიფიქრე და ტვინი გადამეწვა. ყველა თქვანგანი თავის მხრივ მართალია.
მეც მქონია შემთხვევა ისტორია მომწონებია, მაგრამ სახელი არა (თუმცა კითხვა არ მიმიტოვებია).
რას ვიტყოდი მე რომ თქვენს ადგილზე ვიყო? - უბრალოდ ავტორს ვურჩევდი სახელები არ შეეცვალა რადგან ეს მისი ისტორიაა და უნდა ჰყავდეს ისეთი პერსონაჟები, ისეთი სახელებით როგორც მის წარმოსახვშია.
თუმცა ფაქტი ძალიან ჯიუტია!!!
ფაქტი: როდესაც ადამიანი აქვეყნებს თავის ნაშროსმ (არ აქვს ნიშნელობა რა სახის) ეს უკვე პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს იმას რომ ხალხის აზრი აინტერესებს ამ ნაშრომთან დაკავშირებით.
მეც, რა თქმა უნდა დაუფიქრებლად ვაღიარებ რომ ამ ისტორიას მკითხველისთის ვწერ, რათა მიიღონ სიამოვნება და შემდეგ ამსიამოვნების სიტყვებით გადმოცემით, მე მომანიჭნ სიამოვნება.
მოკლედ ძალიან ჯაჭვური სიტუაციაა :დდ
უმეტესმა თქვენგანმა საკმაოდ კორექტულად და დალაგებულად გამოხატა თავისი აზრი და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ზოგმა ძალიან აგრესიულად (სამწუხაროდ).
ვიცი რომ ორად არის აზრი გაყოფილი და მიუხედავად იმისა რომ უმრავლესობას არანაირად არ ვეთანხმები, იქედან გამომდინარე რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის გადავწყვიტე სახელები შევცვალო (ირეკლი და მარიამი).
ძალიან დიდი ბოდიში მათ ვისაც იმედებს გავუცრუებ ამ ნაბიჯით. 100%_ით ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მივდივარ, მაგრამ მინდა ამ ბეწვის ხიდზე გავლა.
ძალიან გთხოვთ უხეშბას ნუ გამოიჩენთ. არ მინდა წერის სურვილი დამეკარგოს. თქვენი აზრი კი ნამდვილად უნდა დააფიქსიროთ, ამას ვერც და არც აგიკრძალავთ.
კიდევ უამრავი რამის თქმა მინდა, მაგრამ არ მინდა თავი მოგაბეზროთ.
იმედია გამიგებთ და გაიგებთ ჩემს გადაწყვეტილებას.

 


№30  offline აქტიური მკითხველი grafo

საქალბატონე ელენე, თუ იარლიყის მოკერებაში მე მგულისხმობთ, მსგავსი არაფერი არსად მიხსენებია. ურთიერთობა სექსზე რამდენად არის დამოკიდებული ესეც მაღალ კვალიფიციურ გინეკოლოგთანაა გასარკვევი!

მე პირადად, ავტორის გადაწყვეტილების მერე ინტერესი დავკარგე ისტორიისადმი: 1. ძალიან ვის რა ჰქვია(შინაარსი მაიბტეტესებს ხოლმე. 2. ეს იმას ნიშნავს რომ, ავტორის საკუთარი აზრის დაცვა არ შეუძლია და 3. ამ გადაწყვეტილებით ძალიან, ძალიან ბევრ აადამიანს ვინც ამ სახელს ატარებს შეურაცხყოფა მიაყენა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent