შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყის საიდუმლოება (თავი მეშვიდე)


4-08-2017, 17:46
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 1 864

აგვისტოს ბოლოც დადგა, მოახლოვდა უნივერსიტეტის დაწყების დღეც. ბარგი ჩაალაგეს და მოემზადნენ მეორე დღეს წასასვლელად.
უმძიმდა სარას მოხუცების დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. სხვანაირად ვერ მიაღწევდა დასახულ მიზნებს.
ოცდახცრა აგვისტოც გათენდა. ანასტასიამ მამამისის მანქანით მოაკითხა. მეზობლებთან დამშვიდობების და რჩევა დარიგების მოსმენის შემდეგ დაადგნენ თბილისისკენ მიმავალ გზას.
გზაში ენა არ გაუჩერებია ტასოს, ყველაფერზე ლაპარაკობდა.
ორ საათში უკვე თბილისში იმყოფებოდნენ და ბარგი აჰქონდათ სახლში, ბოლო სართულზე.
ტასოს მამამ რომ დააბინავა გოგოები, დაემშვიდობათ და უკან დაბრუნდა.
სარამ მარტო დატოვა მეგობარი და თავის ოთახში შეიკეტა. ცოტა არ იყოს ნერვიულობდა ხვალინდელ დღეზე. მის ცხოვრებაში ახალი, გასხვავებული ხანა იწყებოდა.
იოაკიმეზე ფიქრები არ სცილდებოდა, მაგრამ თავის გაქნევით იშორებდა მტკივნეულ აზრებს.
დილით როგორც კი გაიღვიძა პირველად საათს დახედა, რომელიც გვერდით ტუმბოზე ედო. ასე სჩვევია, როდესაც იმ დღეს რაღაც მისთვის მნიშვნელოვანი ხდებოდა ვერასდროს ვერ იძინებდა. ახლაც მზის სხივები სჭრის თვალებს და ადრე ჭყეტავს თვალებს.
ფეხზე წამოდგა, დილის გამამხნევებელი ვარჯიშები გააკეთა. წყალი დაადგა გასაცხელებლად. ტასოსთან მივიდა გასაღვიძებლად, როგორც ყოველთვის დედოფალს სხვის გარეშე გაღვიძება გაუჭირდა.
- ტასო.. ტასოო.. გაიღვიძეე.. - მხრებზე ხელი მოჰკიდა და შეაჯანჯღარა. თან ეცინებოდა მის მოჭმუხნულ სახეზე, როდესაც მაშინ იღებდა რაღაც რომ არ სიამოვნებდა. ტუჩები საყვარლად მოპრუწა და გვერდით გადატრიალება სცადა. - გაიღვიძე გოგო დაგვაგვიანდება..
- ჰაა? სად ? როგორ ? - საწოლში წამოჯდა დაფეთებული და აქეთ-იქით ყურება დაიწყო. სარამ სიცილი ვეღარ შეიკავა და აკისკისდა.
- სასწავლებელში ტასიკო, სასწავლებელში.
- საზიზღარი ხარ რა.. - ბალიში გაუქანა. მანაც თავის დახრით უშველა თავს და ოთახის კარები გაიკეტა.
ნივთები აიღო და სააბაზანოში შეიკეტა, სანამ ტასო დაასწრებდა.
როგორც კი გამოვიდა, მაშინვე გამზადებულ ტანისამოს დასტაცა ხელი და ნათელ ოთახში, პირდაპირ სპეციალურად კედელში გამოყვანილ სარკის წინ ჩამოდგა.
რასაც ვერ დავუკარგავთ, ჩამოსხმული ტანი და ლამაზი მოყვანილობის სახეა. მზესაც კი ეცილება ისეთი ლაღი და კეთილი გამომეტყველება აქვს. შეიძლება ნაზი და წყნარი ჩანდეს, მაგრამ ნუ მოგატყუებთ მისი გარეგნობა, თუ გაბრაზდა მტრისას. მეოთხე მსოფლიო ომის გამოწვევაც კი შეუძლია. ახლაც სარკის წინ დგას და ყოველი მხრიდან ათვალიერებს საკუთარ თავს და ტანზე მომჯდარ, სხეულზე გამოკვეთილ მუქი ფერის ჯინსის შარვალზეხელებს ისვამს. გარდატეხის ასაკში არასოდეს მოსოწნდა საკუთარი თავი, ყოველთვის პიულობდა რაღაც ნაკლს. არადა ყველა მასზე იყო ყურებამდე შეყვარებული. სკოლაში რომ შეაბიჯებდნენ მეგობრები, ყველას ყურადღებას იქცევდნენ. ახლაც საკუთარ თავს გაღიმებული შესცქეროდა, წუნს ვერ შოულობდა.
- ნეტავ ეს ჯინსია ლამაზი, თუ მე ვარ სილამაზის ქალღმერთივით, აფროდიტესავით მშვენება. - საკუთარ თავზე გადაიკისკისა და გადაიცვა ტოპი, რომელიც კარგად გამოჰკვეთდა მის სიმდიდრეებს. - ნეტავ ვინ იქნება ჩემი არესი ?! - თვალებს ჭუტავს, ხელი კი ნიკაპთან მიაქვს, ფიქრის იმიტაციას აკეთებს.
სახეზე ოდნავ გადაისვა მაკიაჟი და წელამდე ცეცხლისფრად მნათობ თმაზე ხელი ჩამოისვა. ჭაობისფერი თვალებისთვის არაფერი მიუმატებია, რადგან არ საჭიროებდა.
სარკიდან თმა გაბუნძგლულ ტასოს ხედავს და სიცილი უტყდება.
- რას დამცინი ჰა ?! - ენას უყოფს და სააბაზანოში შედის.
სარა, ყავას ამზადებს და ტასოს გამოსვლას ელოდება. ისიც არ აყოვნებს, თმის მშრალებით გამოდის. ტანსაცმელს იღებს და მზადებას იწყებს. ტანზე გამოყვანილ, მუხლებს აცდენილ შავ, წელზე ამოღებულ სადა კაბას იცვამს. ფეხზე ბასანოჩკებს იცვამს.
- დედიკო, მამიკო, ეს რა გოგო შემქმენით ?! გიყოჩაღიათ და ოფლი დაგიღვრიათ ! - სარკის წინ ბზრიალდება, თან მამალივით გაჯგიმული იქებს თავს. შემდეგ მეგობარს უყურებს და გამამხნევებლად ეუბნება. - ჰო რა იყო, შენც არა გიშავს რა.. - ორივეს ეცინებათ.
თმებს კულულებად იყრის ზურგზე, სადა მაკიაჟს იკეთებს და დივანზე ჯდება.
- ფუ, გაციებულა ყავა..
- იმდენი ხანი იტრიალე, წინ და უკან, რომ ყავამ გაციებაც მოასწო.. - ენა გამოუყო.
- კაი წავედით, გზაში თხუთმეტი წუთი მაინც გვინდა.
ჩანთები აიღეს და სახლი დატოვეს. გაემზადნენ და ფეხით გაუყვნენ უნივერსიტეტამდე მისასვლელ ქუჩას. გზაში დიდი დრო არ დასჭირვებიათ. თხუთმეტ წუთში უკვე ეზოში იდგნენ და გაოცებულები შეჰყურებდნენ ბავშვებს.
- აუ, თავი ,, ქაჯთა’’ სამეფოში მგონია. რა აურზაურია, თავი სამგორის ბაზრობაზე ხომ არ ჰგონიათ ?! იმედია ყოველი დღე ასე არ იქნება, თორე გავაფრენ. - პატარა, კურნოსა ცხვირი ზევით აპრიხა. მალინისფერი ტუჩები კი საყვარლად დაბრიცა.
- კაი რა, აბა რა გეგონა ?! დღეს თან პირველი დღეა და გაურკვევლობაა.. - თვალებს ატრიალებს.
- კაი, მე წავალ აუდიტორიის ნომერს გავიგებ სადაც უნდა შევიდეთ პირველ ლექციაზე. შენ აქ იყავი და მალე მოვალ. - თავს უქნევს თანხმობის ნიშნად და იქვე მდგარ სკამზე ჯდება.
ტასო შენობაში შედის და მალე ყველაფერს არკვევს. ლიპტს არ ელოდება და ფეხით უყვება კიბეებს, თან ტელეფონის ეკრანს დასცქერის. სანამ დარეფანში გავა, რაღაც ძლიერს ეხეთქება. წამოკივლებასღა ასწრებს და იატაკზე ეცემა. გონებაში ფიქრობს ,,ალბათ კედელს შევეხეთქე, თორემ ასეთი მაგარი რა შეიძლება იყოს’’ . ნატკენ ცხვირს ხელით იზელს, თვალებს ნელა და მძიმედ ახელს . შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი ხვდება, რომელიც ირონიული მზერით ზევიდან დაჰყურებს. თვალების მის უნაკლო სახეზე უშტერდება. ოდნავ მოშვებულ წვერში, მარწყვისფრად ეტყობა გამოყვანილი ტუჩები. ნერწყვის დიდ გორგალს ყლაპავს.
,, რა სიმპატიურია გოგოსაც კი შეშურდება’’ , გონებაში აზრი უვლის და სულელივით ეღიმება.
- როდესაც დადიხართ წინ უნდა იყუროთ ! დიდი გოგო ხართ და ელემენტარული უნდა გესმოდეთ ! - ჩაიქირქილა და ტუჩის კუთხე ჩატეხა, გოგონას გამომეტყველებაზე.
- აა.. დიახ, უბრალოდ ვერ შეგამჩნიეთ.. - დააბნია მამაკაცის ტონმა.
- მეც ეგ გითხარი ზუსტად.. ტელეფონში არ უნდა იყურო როდესაც წინ მიდიხარ ! - გვერდი აუარა და დატოვა გაშტერებული ტასო.
- იდიოტი, რეგვენი, ქათამი.. ეს მასწავლის მე ჭკუას ?! აყენება არც კი შემომთავაზა.. - ძლივს წამოდგა ფეხზე და ნატკენი საჯდომი გაიფერთხა.
შენობა დატოვა და სარასთან მივიდა. გაუკვირდა მეგობრის ასეთი სახით დანახვა.
- რა მოხდა გოგო?
- ის.. ის.. იდიოტი..
- ვინ გოგო, ვისზე ამბობ?
- მე ვიცი რომ ?! ვიღაცას შევეჯახე. ისეთი მაგარი გულმეკრდი ჰქონდა, მეგონა კედელს შევასკდი. წონასწორობა დავკარგე და წავიქეცი. მერე იმ ხისთავიანმა იორონიულად დამიწყო საუბარი, წამოყენება არც კი შემომთავაზა ისე ამიარა გვერდით და დამტოვა ასე. - სარამ სიცილი ვეღარ შეიკავა და აკისკისდა. ამ დროს ისეთი საყვარელი იყო ყველას ყურადღება მიიქცია.
- მე.. მე დამცინი ?! აქ არ ვიყოთ მე ვიცი რასაც გიზავდი.. - შეუბღვირა და შენობაში შევიდა, სარაც უკან გაჰყვა. აუდიტორია მოძებნეს და შიგნით შევიდნენ.
ყველა ერთმანეთში ლაპარაკობდა და ეცნობიდნენ ერთმანეთს. გოგოებიც ჩაებნენ პოლემიკაში და გაიცნეს ყველა. მართალია ჯერ სახელებს ვერ იმახსოვრებდნენ, მაგრამ მოსწონდათ ჯგუფი.
კარები გაიღო, ყველას ყურადღება იქით იყო მიპყრობილი. მხოლოდ ტასო ჩასცქეროდა ტელეფონს და არ იყო დაინტერესებული მისი ვინაობით.
- მოგესალმებით, მე თქვენი ლექტორი ვიქნები თორნიკე კანდელაკი ! იმედია კარგად გავუგებთ ერთმანეთს და არც ერთი მხარე დარჩება უკმაყოფილო.
ნაცნობი ხმის გაგონებაზე თვალები ჭყიტა გოგონამ და გაოცებულმა შეხედა ხმის პატრონს. მათი სახეები ერთმანეთს შეხვდნენ, ბიჭის ირონიულ გამომეტყველებაზე უარესად მოეშალა ნერვები.
- ის.. ის.. - სარას მუჯლუგუნი გაჰკრა.
- რა იყო ?
- ის ხისთავიანია, წეღან რომ გიყვებოდი..
- ოჰო, შეხედეთ რა სიმპატიურია.. - სიცილით უთხრა მეგობარს.
- სიმპატიური კი არა, გომბეშოს გამომეტყველება აქვს. - ჩაიბურდღუნა.
იმ დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. დღის განრიგი გააცნეს ლექტორებმა. სახლში მალე დაბრუნდნენ. ტასო მთელი დღე ჯუჯღუნებდა, სარა კი მოთმინებით იტანდა სიტუაციას. მის გამო ადრე შეიკეტა ოთახში და დაიძინა.
დილით ადრე გამოეღვიძა ანასტასიას. ისედაც მთელი ღამე კარგად არ ეძინა. სულ მამაკაცის ირონიულად მომზიმარი სახე ედგა თვალ წინ. ლოგინიდან თმის შეკვრით წამოდგა. ფეხები ჩუსტებში შეყო. შიშველ სხეულზე ხალათი შემოიკრა, ქამარი დაუდევრად შეიკრა და ოთახის გავლით აივანზე გავიდა. ორ საათზე ჰქონდათ ლექცია, ამიტომ დრო უხვად ჰქონდათ ამიტომ არ ჩქარობდა.
არასდროს აწუხებდა კომპლექსები, თავისუფლადაც ხშირად იცვამდა. მაგრამ , ახლა ისეთ პოზაში იჯდა, კიდევ კაი ბოლო სართულზე ცხოვრობდნენ და საბედნიეროდ გვერდითა მეზობელიც არ ჩანდა.
ხალათი ბოლომდე ჰქონდა მოშიშვლებული, ტანზე კი შიგნით მხოლოდ ქვედა საცვალი ეცვა.
მოაჯირზე აწყობილი, გრძელი, სწორი ფეხები ისე მადისამღძვრელად მოუჩანდა. კაცს რომ დაენახა მართლა ოჰოო..
- მეც კარგად ვარ იო, გუშინ ჩავატარე პირველი ლექცია.. შენ რას შვები? როდის აპირებ მნახო? - ნაცნობი ხმის გაგონებისას, კისერი გვერდით მიაბრუნა და ხმის ადრესატი, როდესაც დაინახა სახეზე ცისარტყელამ გადაურბინა.
თორნიკემ როდესაც გვერდით გაიხედა და თან თავისი სტუდენტი ასეთ ფორმაში დაინახა. ამას დაემატა რომ დილა იყო, თან ახალგაღვიძებულზე. ყველაფერი ყალყზე დაუდგა, თქვენ არ ვიცი რა წარმოიდგინეთ ან გაიფიქრეთ, მაგრამ ყველაფერში ყველაფერი იგულისხმება. ყავა ყელში გადაცდა, თვალები ჩაუწითლდა და ხველება აუტყდა.
- თქვენ ?! - მის სახეზე უნდოდა კარგად ეცინა. მაგრამ, ახლად შემუშავებული ,, სამაგიერო გადავუხადოთ თავდაჯერებულ იდიოტს’’ გეგმის განხორცილება დაიწყო. ფეხები უფრო გამომწვევად გაშალა.
- მე კი არა, შენ? და საერთოდ ჰაა ? - აფორიაქებულმა იკითხა და ტელეფონი ხელიდან ჩაუსრიალდა. არ გეგონოთ ვაჟიშვილივით დაემართა, უბრალოდ რაღაც უხილავი ძაფებით გადაეცემოდა მისგან მუხტები.
- რა იყო ცუდი სიზმარი ნახე ? -ირონიულად ჩაიქირქილა.
- არა, იმდენად ცუდი ხედი იშლება ჩემს წინ, რომ უსიამოვნო შეგრძნებამ შემომიტია. - სახის დამშვიდება სცადა.
- რას მეუბნები.. მაგრამ , მე უფრო სხვა რამ მგონია.. - თვალი ჩაუკრა.
- ჰმ, მე არ ვიცი რა გგონია შენს ბავშურ წარმოსახვაში, ან რა გინდა რომ იყო. მაგრამ, მე კი ვიცი რომ პატარა ბავშვები არ მომწონს, თან სხეულის ფორმებითაც არ გამოირჩევი. - არც მან დააკლო. რაღაცის თქმას აპირებდა ტასო, მაგრამ ამ დროს სარა გამოვიდა, ორი ფინჯანი ყავით ხელში.
- გოგო რანაირად ზიხარ.. - გაფართოვებული თვალებით შეხედა. - ვინმემ არ დაგინახოს. გვიან შეამჩნია გვერდით მდგომი ლექტორი და უხერხულობის დასაფარად გაიღიმა. - გამარჯობათ..
- გამარჯობა - მამაკაციც მიესალმა და ოთახში შებრუნდა.
- გოგო, არ გრცხვენია რა პოზაში იჯექი ?! ის ხომ ჩვენი ლექტორია. - გაოგნებული უყურებდა, უდარდელ მდგომარეობაში მყოფ მეგობარს.
- თავი დამანებე რა.. - შეუღრინა.
სარა, თავის ოთახში გავიდა და ლოგინზე წამოწვა. იოაკიმე, ამოუტივდივტა და გრძნობებიც განუახლდა. თავს აიძულებდა მასზე არ ეფიქრა. მაგრამ თავიდან ვერ იდგებდა. გული, საშინლად სტკიოდა, ორი თვეა თითქმის რაც არ ენახა.
ფიქრებში გართულს დრო გაეპარა. საათს რომ შეხედა უკვე პირველი საათი სრულდებოდა. გაშლილი, წითელი კაბა გადაიცვა, ფეხზე კედები მოირგო. თმა კოსად აიწია და მისაღებში გავიდა.
ტასო, ნერვებ მოშლილი მოემზადა. ტანზე ტოპი მოირგო, ზევიდან კი შავი კომბინიზონი შორტი გადაიცვა და ესპადრელებიც მოირგო ფეხებზე.
თმა კოსად შეიკრა, უბრალოდ მაკიაჟი და მზად იყო. სარასთან გავიდა მისაღებში, ჩანთები გადაიკიდეს და სახლის კარები გაიხურეს.

იმედია მოგეონებათ ^_^
გამიზიარეთ თქვენი აზრიი ^_^



№1 სტუმარი GIRL

dzalian momwons es motxroba momwons taso da tornike, moutmenlad veli rodis shexvdebian ertmanets sara da ioakime, tu moaxerxeb iqneba tavebis zoma gazardo, motxrobas rom vkitxulob ar minda rom damtavrdes, imedia shemdeg tavs male dadeb

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

GIRL
dzalian momwons es motxroba momwons taso da tornike, moutmenlad veli rodis shexvdebian ertmanets sara da ioakime, tu moaxerxeb iqneba tavebis zoma gazardo, motxrobas rom vkitxulob ar minda rom damtavrdes, imedia shemdeg tavs male dadeb

მუზა მეტის საშუალებას არ მაძლევს, დროც არ მაქვს რომ ვწეროო.. ხვალ ალბათ საღამოსთვის იქნება, ან შეიძება ადრეც კი. ძალიან მიხარია, რომ მოგწონს. heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

მიყვარხარ მე შენ, რადგან ისეთი კარგი ისტორია არის მე რომ მიყვარს.თან ეს თორნიკე რომ გაიჩითა ლექტორად.უფ იოაკიმე როდის ნახავს სარას ერთი სული მაქვს.კარგი ხარ
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი Guest nuki

rogor miyvars es istoria

 


№5 სტუმარი Guest sofi

shemdegi tavi sadaa ?

 


№6 სტუმარი Guest cicqna

au ra magaria, amati shexvedra mainteresebs dzaan male dade ra

 


№7  offline წევრი მეამბოხე ^^

მუზა გამექცა, ხვალ ყველანაირად ვეცდები მოვიყვანო :დ ^_^

 


№8 სტუმარი Guest cicqna

axal tavs ratom agar deb ?

 


№9  offline წევრი მეამბოხე ^^

Guest cicqna
axal tavs ratom agar deb ?

აქ ერთი ისტორი დავდე სრულად, იმდენად დამმუხტე ცუდი აურით მუზა გამექცა anguished იმედია მალე მოვა და დავწერ heart_eyes ბოდიშ რომ გალოდინებთ

 


№10 სტუმარი Guest cicqna

თამაკო
Guest cicqna
axal tavs ratom agar deb ?

აქ ერთი ისტორი დავდე სრულად, იმდენად დამმუხტე ცუდი აურით მუზა გამექცა anguished იმედია მალე მოვა და დავწერ heart_eyes ბოდიშ რომ გალოდინებთ

imediamale dagibrundeba muza da isev ise kargad gaagrdzeleb rogorc daiwye

 


№11 სტუმარი N10A

momewona, imedia gaagrdzeleb da bolomde daamtavreb am motxrobas, ase dzaan nu agvianeb shemdeg tavs, adrekargi iyo xshirad debdi

 


№12 სტუმარი Guest cicqna

rogor agvianeb axal tavs

 


№13 სტუმარი Tika

Me-8 tavs rodis dadeb momewona dzalian

 


№14 სტუმარი Guest lili

au gtxov dade ra axali tavi dzalian momwons sheni motxroba shen kide dzalian agvianeb, ar gawyvito wera da ase ar miatovo es motxroba rogorme dade axali tavi

 


№15  offline წევრი მეამბოხე ^^

ძალიან, ძალიან, დიდ ბოდიშს ვიხდი დაგვაინებისთვის worried მაგრამ, კპირდებით აუცილებლად გავაგრძელებ..

 


№16 სტუმარი lazy girl

ratom agar agrdzeleb ?

 


№17 სტუმარი llllll

gaagrdzele raaa dzalian gtxov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent