შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრულის დასაწყისი (2)


5-08-2017, 19:01
ავტორი An Uka
ნანახია 1 189

დაფიქრებულხართ ოდესმე იმაზე თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თითოეულ ადამიანს რომ პატარა მოწყობილობის პუტლი ჰქონოდა, რომლის საშუალებითაც შეძლებდა დროის უკან დაბრუნებას, დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და იმის გაკეთებას რაც ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლიდა, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამაზე ყოველდღე ვფიქრობ, წარმოიდგინეთ რამდენი ბედნიერი ადამიანი ივლიდა ქუჩაში, რამდენი არ იტირებდა ღამით, ჩუმად, ისე, რომ მშობლებს არ შეემჩნია, რამდენი გამოუსწორებელი შეცდომა გამოწორდებოდა,მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობ ისეთ რეალობაში, რომელშიც დაშვებულ შეცდომებზე მწარედ ვაგებთ პასუხს,სასტიკი ცხოვრება არავის არ ინდობს და ყველას ანადგურებს, ვისზეც ხელი მიუწვდება, ხალხს ბედნიერებას ართმევს, მაგრამ, ყველაზე დიდი უბედურება ისაა,რომ ჩვენ, ადამიანები, ამ ყველაფერს ვეჩვევით და უფლებას ვაძლევთ ცხოვრებას, რომ წაგვართვას ყველაფერი ძვირფასი და ამის შემდეგ მის დასაბრუნებლადაც კი არაფერს ვაკეთებთ. სუსტები ვართ, ამდენი საუკუნის მანძილზეც კი ვერ ვისწავლეთ ელემენტარული რაღაცეები, რომ ცხოვრება გავიმარტივოთ ვერ ვისწავლეთ პატიება, მიტევება, სიმართლის თქმა და რაც მთავარია სიყვარულის შენარჩუნება, თითქოს ჩვენი ხელით, ლამაზ სასაჩუქრე პარკში ვუფუთავთ ჩვენ ბედნიერებას ცხოვრებას და ვაძლევთ მას უფლებას წაიღოს ის. ვერ ვივიწყებთ სიამაყეს და ამპარტავნებას და ამის გამო ვკარგავთ ჩვენ საყვარელ ადამიანებს, მათ რომლებსაც ერთ დროს ვაღმერთებდით, გვიყვარდა, მათ გარშე არც ერთი წამის გატარება არ შეგვეძლო დღეს კი ისინი უცხონი არიან ჩვენთვის. და მაინც..... დაფიქრებულხართ რა სასტიკია ცხოვრება? დაფიქრებულხართ რამდენი რამ დაგვიკარგავს მის გამო? და მაინც.... ყველაფრის მიუხედავად ყოველ დილით ვიღვიძებთ, ვსაუზმობთ, სახლიდან გასვლის წინ ვიღებ წინა საღამოს კართან დატოვებულ ბედნიერი ადამიანის ნიღაბს და კვლავ ვაბრუნებთ სახეზე , გავდივართ გარეთ და ხალხიც იჯერებს რომ შენ ცხოვრებაში ყველაფერიი კარგადაა და ბედნიერი ხარ. სახლში მოსვლის დროს ისევ კართან ტოვებ მას და ნიღბისთვის განკუთვნილი ადგილს მლაშე სითხე იკავებს, რომელიც ბოლო წლებია შენი ერთგული მეგობარია და არც ერთ საღამოს არ გღალატობს, იხსენებ წარსულს და წვრილი ნევსებივით გჩხვლეტს გულში გრძნობა, რომელიც დიდიხანია თან დაგყვება, გტკივა ის რომ სიამაყემ გაჯობა, გტკივა ის რომ ცხოვრებამ დაგამარცხა, რომ ერთი დაეცი და იმდენად სუსტი იყავი რომ წამოდგომაც ვერ მოახერხე სიძულვილს გრძნობ საკუთარი თავი მიმართ, რომ დანებდი, რომ უფლება მიეცი წასულიყო..... ******* დილით ემილი ტელეფონის ზარმა გააღვიძა, დიახ სწორედ ის ახალგაზრდა მწერალი აწუხებდა მასზე და დემეტრეზე რომ სურდა დაწერა და ბევრი თხოვნის შემდგე დაითანხმა კიდეც. -ძალიან ცოტა დრო მაქვს და იქნებ მალე დავიწყოთ (ემილი) -კი კი ახლავე, იცით მე ყველაფერი თავიდან მაინტერესებს, დაწვრილებით თითოეული დეტალი. -ანუ წარსულში დაბრუნებას მთხოვთ? -კი კი ზაუსტად ეს მინდა შეგიძლიათ გაიხსენოთ ის დღე პირველად რომ ნახეთ? -ზუსტად 4 წლის წინ.... რადგან ასე გსურთ მოგვიწევს ერთად დავბრუნდეთ წარსულში ***** 2013 წლის 17 ივლისი -ემილი აეთრიე დროზე დაგვაგვიანდა უნივერსიტეტში -შენ მგონი აქ მართლა დედაჩემმა გამოგგზავნა რომ ყოველდილით ასე დამჩხაოდე -მიდი მიდი დროზე დღეს ხომ არ დაგავიწყდა ჩვენი ნიკუშა რომ ბრუნდება? -კაი რა, რა დამავიწყდა ჩემი ბიჭი, ვაიმე რამდენიახანია არ მინახავს სად ვიკრიბებით? -ჩვენ კაფეში, და 3 დღეში ხო გახსოვს ბათუმში მივდივართ ყველა ერთად თან დღეს ბოლო გამოცდაა და სწავლაც მორჩა.. უი მართლა ის იცი ვიღაც რომ მოყავს თან? -ნიკას? გუშინ ველაპარაკე და არაფერი უთქვამს ვინ მოყავს? -ვაჩემ თქვა, რომ მივალთ ვნახავთ უნივერსიტეტის შემდეგ ვაჩემ გამოგვიარა, ხო დამავიწყდა მეთქვა მე და ნინა სამედიცინოზე ვსწავლობდით. -როგორ არიან ჩემი პრინცესები? როგორც ყოველთვის თბილად გადაეხვია ვაჩე ორივეს სამეგობროში სულ ხუთნი ვიყავით ვაჩე, ნიკა, მე, ნიანა (რომელთან ერთადაც ვცხოვრობ) და ლინდა. ჩვენ ხუთეულს თითქმის მთელი თბილისი იცნობს თავისი სიგიჟითა და არანორმალურობით, ნიკა კი,რომელსაც ველოდებით 6 თვე იყო სასწავლებლად წასული და როგორც იქნა გვიბრუნდება -ვაჩეე.. გავიგეთ ნიკასთან ერთად ვიგაც მოდისო და ვინაა? -აა კი დემეტრე, სანამ თქვენ გაგიცნობდით ის მანამ წავიდა გერმანიაში და ამიტომ არ გახსოვთ ალბათ ჩვენი ძმაა რა. კაფეში ნიკა მისვლამ დიდი ხმაური გამოიწვია მთელი სამეგობრო ეხუტებოდა გოგოები ტიროდნენ კიდეც ისე მოენატრათ.მაგრამ, ამ არეულობაში კი ორმა თვალის წყვილმა მაინც იპოვა ერთმანეთი და დემეტრესა და ემილის მზერა ერთმანეთს შეეჯახა დიახ დიახ ზუსტად ამ შეხედვიდან დაიწყო ყველაფერი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent