შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა III თავი


29-07-2017, 20:00
ავტორი Bu...
ნანახია 2 651

ჩამოცხა.. თუ მე მცხელა? ერთ წუთიანი პაუზის შემდეგ ლექტორი საუბარს აგრძელებს. ყურადღებას აღარ მაქცევს, ჩემსკენ შემთხვევით გამოხედვისას მიბღვერს. რა უნდა ვერ გავიგე. ახალი იდეა აქვს. უნდა ეს ლექცია ერთმანეთის გაცნობას დავუთმოთ.
-პირველ რიგში მჯდომარე მწვანე თვალებავ, გაგვეცანი,- ეს მე მითხრა? სიბნელეა და ნეტავ ჩემი თვალები სად დაინახა. დავიბენი. ფეხზე უნდა ავდგე? მოდი ავდგები.
-სოფიო თაბაგარი, სასიამოვნოა,- დავჯექი. ნეტავ კიდევ უნდა მეთქვა რამე?
-მხოლოდ სახელით შემოიფარგლები?
-დიახ.
-გასაგებია,- კარგად ვერ გავარჩიე, მაგრამ მგონი გაეღიმა. რა საყვარელი ღიმილი ჰქონია,- სხვებსაც ველოდები. გაგვეცანით, მწვანე თვალებას გვერდზე მჯდომო.
-მარიამ დვალი, არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი.
-ყველანი ესეთი უხეშები ხართ? კარგით, როგორც ჩანს ჩემი წიბადადება არ მოგეწონათ. განვაგრძოთ ლექცია,- აშკარად გავაბრაზეთ, ვერ ვიტყვი რომ ლექცია მოსაწყენი იყო. პირიქით გავერთე და ამ სფერომ უფრო დამაიბტერესა. მადლობა ჩემს სიმპათიურ ლექტორს. სიმართლე რომ ვთქვა, მისი ცისფერი თვალების გარდა არაფერი არ მაინტერესებდა. ღმერთო, სოფიო რა გჭირს. შენ ხომ ასეთი არ ხარ. მაგრამ მისი თვალები ისეთი ზღვის ფერია. და აი ლექციაც დამთავრდა, მე კი წასვლა არ მინდა. კარს ვუახლოვდები, უეცრად ლექტორი მეძახის:
-მწვანე თვალებავ, თუ შეიძლება ცოტა ხანს შეგაყოვნებ,- ყველანი გადიან, ვრჩებით მე და ის. ღმერთო ეს თვალები....- სოფიო ხომ?
-დიახ.
-მინდა დაიმახსოვრო, რომ ჭირვეული ბავშვები არ მიყვარს.
-ეს ნამიოკად მივიღო?
-არა, მინდა რომ იცოდე, უკვე დიდი გოგო ხარ და ჭირვეულობა არ შეგშვენის,- მიახლოვდება, ზედმეტადაც კი. უკვე ჩემს წინ დგას და ზღვისფერი თვალებით მომშტერებია. ერთადერთი რასაც აკეთებს ჩემი სურნელის შეგრძნებაა. თვალებს ხუჭავს, თითქოს რაღაცას იცსენებს. შემდეგ ისევ ახელს და მზერით მაბრუებს.- შეგიძლია გავიდე, სოფიო,- მეჩვენება, თუ ჩემს სახელს განსაკუთრებულად წარმოთქვამს. ამდენს ვეღარ ვუძლებ და ჩქარი ნაბიჯებით გავდივარ. ლექციები კიდევ მაქვს მაგრამ არ მინდა დარჩენა. ოთახში ჩაკეტვა და ლექტორზე ფიქრი მიშველის, მაგრამ მარიამი მოდის ჩემსკენ და გაქცევის საშუალებას არ მაძლევს:
-რაო ლექტორმა რა მინდაო,-მიღიმის, როგორ შემიძლია მასზე გავბრაზდე,- ამბობენ ძალიან მკაცრიაო, ხომ არ შეგაშინა?
-ამმ.. არა საერთოდ, რაღაც აინტერესებდა და ეგრევე გამომიშვა,- არ ვიცოდი სხვა რა მეთქვა, მე თვითონ არ ვიცი რა მოხდა ან რა უნდოდა. - მარიამ, წამო გავისეირნოთ.
-დიდი სიამოვნებით, ჩანთას ავიღებ,- წავიდა და უკვე თხუთმეტი წუთია ველოდები, ნუთუ მომატყუა. დერეფანში მარტო ვარ და აქეთ-იქით დავდივარ.
-მწვანე თვალებავ,- მესმის ზურგს უკან, ვტრიალდები და რას ვხედავ, ჩემი ზღვისფერი თვალები მომშტერებია.
-ლექტორო..
-სალაპარაკო გვაქვს..
-გისმენთ.
-აქ არა, სოფიო, წამომყევი.
-უკაცრავად, მაგრამ ჩემს მეგობარს ველოდები.
-სოფიო, რამდენს მალაპარაკებ! წამომყევი.
-ვერა, ლექტორო.
-უგჰ. ბავშვობაშიც ესეთი იყავი. ერთს რომ გეტყოდი არ გესმოდა,- ხელი ჩამავლო და რასაც ჰქვია წამათრია თავისი მანქანისკენ, ჩამსვა და ღვედიც თვითონ შემიკრა. გონს ვერ მოვედი და როცა გამოვფხიზლდი უკვე გვიანი იყო.



№1 სტუმარი Guest bubu

momewona dzalian

 


№2 სტუმარი uhuu

dzaaan momcons

 


№3 სტუმარი Guest lika

au rogor momwons shemdegi tavi male dade raa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent