აქ სიტყვები ზედმეტია (მეშვიდე თავი)
როგორც ყოველთვის, ახლაც ფეხი ფეხზე გადაედო. წელში გამართული, არისტოკრატივით იჯდა, დინჯად აზავებდა ყავაში შაქარს და სარკასტული სახით შემომცქეროდა. რა თქმა უნდა, ეს მათე იყო. - იცი ერთხელ შენი დამსახურებით მაზიანი მოვიგე. - მერე ? წარბაწევით შემომხედა. - აი ზუსტად მაგაზე, რო მიმიკას არ შეიცვლიდი. - მაგარია, თვალები გადააბრიალა. - შენ ხო კაცი ვერ გაგაღიმებს.. ნუუუ.. გიოს გავხედე. ამის გარდა. თვალი ჩავუკარი და წამოვდექი. - აჰაა, ფინჯანი ელეგანტურად აიღო. - უიმეე, წავედი მე, გნახავთ მერე. გიოს დავემშვიოდებე და ბარიდან გამოვედი. უკვე შებინდებულიყო, ცა ამ დროს ყველაზე ლამაზიახოლჯმე, უცნაური, იდუმალი ფერებით შემოსილი. მანქანას ნელა, დინჯად ვატარებდი, ლამპიონები ერთმანეთს ენაცვლებოდა. მათ ცქერაში ვიყავი გართული იმ საღამოსაც, როდესაც ჩემი ყურადღება 2 ბიჭის ხმამაღალმა საუბარმა მიიქცია. მოშორებით გავჩერდი და ორივეს დავაკვირდი, ერთ-ერთი ალექსანდრე იყო. ის-ის იყო მათკენ ნაბიჯის გადადგმას ვაპირებდი, როდესაც ალექსანდრემ ეს ბიჭი მაისურით დაითრია, თავისკენ სწრაფად მოქაჩა და მუშტი ისეთი ძალით ჩაარტყა, რომ ის ბიჭი ინერციით უკან გადავარდა. სასწრაფოდ გავიქეცი, იმის შიშით, რო მათი მუშტი-კრივი არ გაგრძელებულიყო შუაში ჩავხტი და ალექსანდრეს წინ დავუდექი. - რას აკეთებ, გაგიჟდი ? გამწარებული სახით შემომხედა და ალისფერი თვალები შემომანათა, რომელიც ახლა ნამდვილად ცეცხლის ალივით უბრიალებდა. - ნუ ერევი იქ, სადაც შენი ადგილი არაა. - ალექსანდრე, დამშვიდდი, ხელი მკლავზე შევახე. მძიმედ ამოისუნთქა, თვალები დახუჭა და ზემოთ აიხედა. ცდილობდა მღელვარება ოდნავ მაინც ჩაეცხრო, სიმწრისგან ყველა კუნთი დასჭიმვოდა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, როგორ დამემშვიდებინა. ფრთხილად მივუახლოვდი, ხელი მკლავიდან წელზე გადავუტანე და ძალიან ნელა მოვეხვიე. ხელები სწრაფად შემომხვია, თავისკენ მიმწია და თავი ყელში ჩამირგა. ყოველი მისი მძიმე ამოსუნთქვისას ტანზე ეკალი მაყრიდა. შეძლებისდაგვარად ძლიერად შემოვხიე ხელები და მივეკარი. ალექსანდრეს სიმხურვალე მეც გადმომედო, გულმა არანორმალური სისწრაფით დამიწყო ძგერა, არ მინდოდა, რომ ეს წამი დასრულებულიყო, არ მინდოდა, რომ ხელიდან გამეშვა, მზად ვიყავი, რომ უსასრულოდ ვმდგარიყავი მის წინ, ასე.. ჩახუტებული. - წამო.. წავიდეთ. ენას ძლივს ვატრიალებდი აღელვებისგან. და ვცდილობდი თვალებში არ ჩამეხედა. შედარებით დამშვიდებულმა დამხედა და ოდნავ გამიღიმა. უკვე წასვლას ვაპირებდით, რომ უნებურად გავიხედე იმისკენ, ვინც რამდენიმე წამის წინ ალექსანდრეს მუშტი იგემა და თვალები შუბლზე ამივიდა. ალექსანდრეს შევხედე. - ეს..ეს.. ეს ის არ არის ?? მაშინ..კლუბში.. ალექსანდრე ხმის ამოუღებლად მიტრიალდა და „რეზკად“ გამომქაჩა. მე ფეხებაბლანდული მივყვებოდი, თან უკან ვიყურებოდი. - ეს ის ბიჭია წინაზე კლუბში რო მელაპარაკებოდა. (თუმცა ეგ არ იყო მხოლოდ ლაპარაკი, ეგ არასასიამოვნო ლაპარაკი იყო მისი მხრიდან) რატო იჩხუბე ? ისეთი სახით შემომხედა, ენა მუცელში ჩამივარდა. რამდენიმე წამი ხმა არ ამომიღია, შემდეგ ამოვისუნთქე. - წამო სადმე წავიდეთ. მორიდებულად ვკითხე. - დღეს არ გეყო ? მშვიდად შემომხედა. - არა, არ მეყო. გადავწყვიტე გულწრფელი ვყოფილიყავი. - კარგი მაშინ ფეხით გავისეირნოთ. იმისდამიუხედავად, რომ სიარული დიდად არ მეხალისებოდა, მასთან ერთად ალბათ მწვერვალების დალაშქვრაზეც თანახმა ვიქნებოდი. ალექსანდრე მედიდურად, თავდაჯერებული, სერიოზული სახით მიაბიჯებდა. მღელვარება ბოლომდე ვერ ჩაეცხრო. - ეს რატომ გააკეთე ? - რა გავაკეთე ?! - რატომ იჩხუბე - ჩემს საქმეებში ნუ ჩაერევი და დაკითხვას ნუ მიწყობ, რასაც საჭიროდ ჩავთვლი ისედაც გეტყვი. ცეცხლისფერი თვალები შემომანათა. უნებლიედ მის ხელს შევეხე და თითები თითებში ნაზად გადავუხლართე. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, ალბათ თანაგრძნობის ან მადლიერების, ან უბრალოდ მისი სიახლოვე მინდოდა. თითები მომიჭირა ისე, რომ არ შემოუხედავს. მეჭირა მისი ხელი და ვგრძნობდი მის შინაგან სამყაროს, მის სიძლიერეს, თავგანწირვასა და ერთგულებას, რომელსაც ზოგადად არ ამჟღავნებდა. ხანგრძლივი სეირნობის შემდეგ სახლამდე მიმაცილა. კართან დავდექი და თვალებში შევხედე. - მადლობა. მადლობას მხოლოდ მიცილებისთვის არ ვუხდიდი და ეს აშკარა იყო. პასუხად მხოლოდ გამიღიმა და წავიდა. წარსულის ფიქრებიდან მობილურის ზარმა გამომაფხიზლა. - ხო მარიამ. - ვერ დაიჯერებ რა მოხდა. ბინის გასაღები დავკარგე და ვერ შევდივარ, სახლში ხარ ? - დაიცა, შენ... სად ხარ ? მარიამი ჩემი დაქალია, სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფებოდა. - კარი გააღე. ენა მუცელში ჩამივარდა. ელვის სისწრაფით წამოხვტი და კარი უცბად გავაღე, წინ არავინ დამხვდა, მაგრამ წამში გვერდით მიმალული მარიამი გამოხტა, თავზარი დამცა და ბოროტი სიცილით თავაწეულმა ოთახში შემოაბიჯა. შოკირებული, შეშინებული, გახარებული და გაბრაზებული ზურგზე შევახტი და მთელი ძალით ჩავეხუტე. საძინებელში ქოშინით შემათრია და ლოგინზე დამაგდო, ენთუზიაზმის პიკზე იმყოფებოდა და ანთებული თვალებით მეხუტებოდა. - შე დეგენერატო, რატომ არ მითხარი რო ჩამოდიოდი. მის აქ ყოფნას კიდევ ვერ ვიჯერებდი. მარიამი ის იყო, ვინც ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. - ორივემ ვიცოდით, რომ ამას ვერ გამოვტოვებდი, კბილებდაკრეჭილმა შემომხედა, სიცილისგან პირი ლამის გახეოდა. - იდიოტი ხარ. - მითხარი აბა რა ხდება, რა გამოვტოვე. ამოვისუნთქე. - სიმართლეე გითხრა კარგი არაფერი გამოგიტოვებია. ყველაფერი დეტალურად გამომკითხა, იმის მერე რაც კოკაკოლა მიირთვა. ალექსანდრეს „საგმირო“ საქმეების მოსმენის შემდეგ ღრმად ამოისუნთქა, წარბები მოჭმუხნა და ყბა ოდნავ მოღრიცა. განსაკუთრებულ აგრესიას ნუცას მიმართ გამოხატავდა იმის გამო. - რას მიკეთებს მაგის თვალწინ რომ გამცირებს ? და საერთოდ რამდენის უფლებას აძლევს თავს ეგ პირუტყვი ? - ნუცა ვერ შეეწინააღმდეგება. - მე არ მოვითხოვ მაგისგან ალექსანდრეს დამარცხებას, მე ვგულისხმობ თანადგომას როცა დაქალს უმცირებენ. შეილება ვერ მოერიოს მარა მცდელობა უნდა ჰქონდეს და ნუ ამართლებ. - კარგი არ გვინდა ეს თემა, მომიყევი შენკენ რა ხდება. - თემის გადატანას ალბათ ვერასდროს გადაეჩვევი. შემიძლია თავი მოგაჩვენო რომ ვერ ვამჩნევ მაგრამ არ მოგაჩვენებ. ისწავლე თვალებში ჩახედო შენს პრობლემებს. წინააღმდეგობებს ვერ გადალახავ თუ მაგაზე საუბარიც არ გინდა. ხვალიდან ყველაფერი შეიცვლება. არ გვინდა იმაზე ლაპარაკი ჩემკენ რა ხდება და მერამდენეათასე ბიჭი გამოვიცვალე. გულიანად გამეცინა. - შენ არასდროს შეიცვლები. - მე არ ვიცვლები, მე ვვითარდები. წავედი ახლა მე გადავივლო და დავიძინო. მარიამი ჩემგან რადიკალურად განსხვავდებოდა, უფრო პირდაპირი, ფეთქებადი, აქტიური, ფაქტობრივად ალექსანდრეს მდედრობითი სქესის ვერსიაა. ასე რომ ვთქვათ, ერთმანეთს ვავსებდით. გადავწყვიტე მარიამი ბავშვებისთვის გამეცნო და მეორე დღეს ყველა ბარში შევკრიბე. რა თქმა უნდა, დააგვიანა მეტი ეფექტისთვის. თავაწეული და თავდაჯერებული შემოვიდა, ჩაფხუტით ხელში. წამით ალექსანდრეს გავხედე, შეუმჩნევლად ჩაეღიმა. სავარაუდოდ იფიქრა, რომ კიდევ ერთი ოილი ლუკმაა, რომელსაც დესერტად მიაყოლებდა. - გაიცანით ეს მარიამია, ჩემი დაქალი. - ეს ნუცა, ალექსანდრე, დემეტრე, მათე და გიორგი. მათ ადგილებს ქრონოლოგიურად მივყევი. - სასიამოვნოა, ყველამ ერთხმად აღნიშნა. - ჩემთვისაც, თან ვისკის ჭიქა აიღო, ნელა მოსვა და წარბაწეულმა ალექსანდრეს გახედა. ღიმილი ვერ შევიკავე, საინტერესო იქნებოდა ორი ალექსანდრეს შეტაკების ნახვა, ოღონდ მეორე ალექსანდრე მარიამის სახით. ალექსმაც ღიმილით უპასუხა „შე საცოდაო“ სახით. - ნუცამ გადაწყვიტა, რომ დიდი ჭაღი უნდა ლამაზი განათებით, და შემომხედა. სანამ ვუპასუხებდი იქამდე მარიამმა დამასწრო. - ნუცას უთხარი დიდი ჭაღი ლამაზი განათებით სახლში დაკიდოს და თავის დროზე ჩამოყალიბდეს რა უნდა და რა არა. ფეხმძიმე ქალივით ხან ერთს ისვრის და ხან მეორეს. ნუუ, თუ რამე მოასწარით მაშინ მითხარით და ვიფიქრებ, რომ ეგ მაგ მდგომარეობაში ჩვეულებრივია. სიცილი ვერ შევიკავე. ნუცამ ალექსანდრეს გადახედა, გიორგიმ გაოცებით შეხედა მათეს, დემეტრემ კი წარბაწევით შეხედა მარიამს, სახეზე წარწერით „ვაა, ყოჩაღ“ - მისი ქორწილია და მინდა, რომ ყველაფერი იდეალური იყოს, შენ კიდე შურიან შინაბერას გავხარ იმის გამო, რომ შენი თანატოლი ყველა გათხოვილია და შენ არავინ გთხოულობს. - თუ ასე ძალიან გინდა , რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც მას, მაშინ თითონ გაუკეთე ყველაფერი რაც უნდა, ადვილია სხვის ხარჯზე საცოლის გახარება არა ? თან ვისკის ჭიქა აიღო. და კიდევ, მირჩევნია საერთოდ არ გავთვხოვდე ვიდრე შურისძიებით დაბოღმილმა გავაკეთო ეგ. - მია ჭაღს ხომ გააკეთებ ? ისევ მე შემომხედა ალექსანდრემ. - მე გავაკეთებ, იმას, რაზეც პასუხისმგებელი ვარ. ჭაღის ჩამოკიდება ჩემს მოვალეობებში არ შედის, მითუმტეს იმის შემდეგ, რაც ნუცას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. - ისიც კი არ შეგიძლია დაქალისთვის ეგ გააკეთო, ბოლობოლო მისთვის ყველაზე ბედნიერი დღეა. შენ კიდე მოვალეობებზე მელაპარაკები, მეგობრის გამო შუაზე გავიხეოდი. ამ დროს მარიამმა სახეში ვისკი შეასხა. - მშვიდად, თორე შემდეგში ჭიქაც მოყვება, შემდეგ ნუცას მიუბრუნდა. - არ აპირებ ხმის ამოღებას, როცა შენს დაქალს ასე ელაპარაკებიან ? მიას ადგილზე ჩამოვკიდებდი მაგ ჭაღს და ზედ ჩამოგკიდებდი შენ თოკით. ამის შემდეგ იმით დაკმაყოფილდები რასაც გააკეთებს. ხელი მომკიდა და ამაყენა. ალექსანდრემ ვისკი ენით აილოკა ტუჩებზე და მარიამს დამცინავად გახედა. გარეთ სწრაფად გავედით. - მუდამ მზადყოფნაში ხარ. სიგარეტი ამოიღო და კმაყოფილი სახით გააბოლა. - ხომ გითხარი ხვალიდან ყველაფერი შეიცვლებამეთქი. - მადლობელი ვარ, მარა არმინდა რო ვიღაცის გამო შეცვალოს რაღაც, მინდა რომ თვითონ მიხვდეს. - თუ თვითონ ვერ ხვდება, უნდა მიახვედრო.ნამდვილი ქველმოქმედი ვარ. - კიიი ნამდვილად ახლოს ხართ, წარბის აწევით გავხედე. ჩემკენ მოიწია და ჩაფხუტი დამაფარა. - წავედით. თავი გავაქნიე და უკან შემოვუჯექი, ხელები შემოვხვიე და თავი ზურგზე მივადე. - მიხარია რომ აქ ხარ. - მუხლზე ხერხემლით გადავიმტვრევ ყველას, ვინც გაწყენინებს. გამეცინა. - შემთხვევით ხარ გოგოდ დაბადებული. - მეც სულ მაგას არ ვამბობ ? მოტოციკლი დაქოქა და ადგილს სინათლის სიჩქარით მოწყდა. დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, სამწუხაროდ ეს პერიოდი ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.