რენესანსი (5)
მეორე დილით წასვლას რითი აპირებდა, ეგ თვითონაც არ იცოდა. თითქმის ერთ დღეს რომ მოანდომებდა თბილისში ჩასვლას, ეგ ფაქტი იყო. ერეკლეს ვერ სთხოვდა, დასასვენებლად ჩამოსულ სიძეს გართობას ვერ ჩაუშხამებდა. სანდროს ნორმალურად არც კი იცნობდა. იოანეს ხომ არც კი განიხილავდა. დილით ან ადრე უნდა წასულიყო, აგარაკიდან ცენტრამდე ფეხით, შემდეგ კი ავტობუსით, და თან ისე, რომ არავის დაენახა. ან კი ადგილიდან ფეხი არ მოეცვალა. არ უნდოდა ერეკლეს ენახა სახლიდან გამავალი ნია, თორემ არ დაუჯერებდა, გინდა თუ არა მე წაგიყვანო და ამის გამო ლიკა უფრო შეიძულებდა მის უმცროს დას. არც ეს აწყობდა და ბოლოს, მზემ გამოანათა თუ არა, პატარა ჩანთაში აუცილებლად საჭირო ნივთები ჩაიდო, დანარჩენი კი იქ დატოვა და იმ ბარათში, სადაც წერდა, რომ გადაუდებელი საქმის გამო წასვლა მოუწია და ამის გამო ძალიან წუხდა, ასევე მიუთითა რომ მისი ჩემოდანი მათ წამოეღოთ. აბა, ფეხით სანამდე ათრევდა. აგარაკიდან ცენტრამდე საკმაოდ შორი გზა იყო. -ყოველთვის რატომ გარბიხარ? -ჭიშკრიდან რომ გადიოდა, უეცრად ლიკას ხმა მოესმა. ყური ერთი კი „შეიბერტყა“, ხომ არ მომესმაო და შემდეგ, როდესაც დარწმუნდა, მისი უფროსი და უკვე მის წინ იდგა და მას ელაპარაკებოდა, ეჭვის ჭიამ სული გაუხვრიტა, ვკვდები და ვერ მეუბნებიანო! -არ გავრბივარ, -მაშინვე იუარა. ჭიშკარს მიეყრდნო და აცქმუტულმა ლამის ფეხების ჩუმ ბაკუნს მოჰყვა. დაინტერესდა, რატომ გამოჰყვა ლიკა, თან ასე ადრე. ეს მას არ სჩვეოდა, განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე. -კი, გარბიხარ. ყოველთვის გარბიხარ. -ირონიულად ჩაეცინა ლიკას. ლიკას ხმაში ირონია იყო, მაგრამ მასში ასევე რაღაც იყო, რისი ახსნაც ჯერჯერობით შეუძლებელი იყო. ჯინსის შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაელაგებინა. აბურდგნული თმებითა და უბრალო ბრეტელებიანი მაისურით იდგა ნიას წინ. არც ეს სჩვეოდა. ლიკა ყოველთვის მოწესრიგებული იყო. რომ არა მათი დაძაბული ურთიერთობა, ნია იფიქრებდა, უნდოდა დამწეოდა და მოწესრიგებაც კი გადაავიწყდაო... -იღბლიანი ხარ, ყოველთვის გეძლევა შანსი. შენი თითოეული დღე, გამოსწორების დღეა. თითქოს ცდილობ რომ ეს გააკეთო კიდევაც, მაგრამ არა, შენი მტკიცე ხასიათი უზარმაზარ ბარიერად გადაიქცა და შენივე აგებულ კედლებში გაიჭედე. ჩემი ერთი მკაცრი გამოხედვა და მორჩა, თითქოს დამარცხდი. ხელის ჩაქნევა იმდენად მარტივად და სწრაფად გჩვევია, ვფიქრობ, შენ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ. ახალგაზრდა და უკვე იმდენად ჩამოხმი, შენი სული ლამისაა ცაში აიჭრას. ერთ ნაბიჯს წინ როგორც კი გადადგამ, ხუთით უკან იხევ და საკუთარ თავს დარაბებს უკეტავ. -სანამ კიდევ რამეს იტყოდა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და ნიას შეხედა. ლეკვივით მოკუნტული იდგა და ისეთი თვალებით უყურებდა დას, ლამისაა ატირდებაო, მაგრამ ლიკამ მაინც შეამჩნია მის თვალებში გამკრთალი ყინულის ანარეკლი და სიმწრისგან ჩაეცინა. იცოდა, ვერაფერს გახდებოდა მასთან. -შენ ჩემი არ გჯერა და გინდა ახლა ამ მონოლოგისთვის ცრემლები დავღვარო, გითხრა, დაიკო, ვიცი, მართალი ხარ, ყოველთვის კუდამობზუებული გავრბივარ, იმიტომ, რომ მომავლის მეშინია, იმიტომ, რომ ბედის მეშინია, რომელიც ყოველთვის ჩემზე ერთი ნაბიჯით წინაა. გავრბივარ, იმიტომ, რომ გული მტკივა წარსულის შემხედვარე თუ იმიტომ, რომ შენი აგდებული საუბარი უსაფუძვლო არა, მაგრამ დაუმსახურებელი მიმაჩნია. ეს მე არ დამიმსახურებია. შეცდომა დავუში და ამის გამო პასუხი ვაგე კიდევაც, თან იმდენად მწარედ, რომ ვერც კი წარმოიდგენ რა გადავიტანე. მაშინ, როდესაც ლამის დაგიჩოქე და გევედრებოდი, ლიკა, ეს მე არ გამიკეთებია-მეთქი, იდექი,ზემოდან დამყურებდი და შემდეგ, ზურგი სამუდამოდ მაქციე. ლიკას მონოლოგისას არა, მაგრამ ახლა ნამდვილად ცოტა აკლდა პატარა გოგონას ტირილამდე. მთელი გულით საუბრობდა. ხელები მის დაუკითხავად მოძრაობდნენ ჰაერში. თითოეული სიტყვის წარმოთქმისას ნერწყვს ხმაურიანად ყლაპავდა და ცდილობდა თვალებში ჩამდგარი ცრემლი უკან გაეგზავნა. ლიკა კი იდგა და უსმენდა. პირველად უსმენდა მის დას. პირველად ესმოდა მისი, მაგრამ მაინც არ აპირებდა უკან დახევას. მხოლოდ ერეკლე კი არ იყო ნიას დაბრუნების მცდელობაში, ლიკაც არ აკლებდა, მაგრამ ის ისეთი უცნაური ხერხით ცდილობდა ამას... -სრული ნაგავივით მექცევი და ახლა ჩემ წინ დგახარ და მეუბნები, რომ გავრბივარ? მაშ, რა უნდა გავაკეთო? როგორ დავრჩე შენთან და მასთან ერთად? თქვენ ორი ყველაზე დიდი ეგოისტები ხართ, ვინც კი მყვარებია. -ეს იყო მისი ბოლო გულწრფელი სიტყვები, შემდეგ დას ზურგი აქცია და ჭიშკარს გასცდა, სანამ თვალთახედვიდან გაქრებოდა, გაჩერდა, -ჩვენი ასეთი საუბარი პირველი და უკანასკნელი იქნება და ვიმედოვნებ, რომ ჩვენშივე დარჩება. -თქვა თუ არა, რამდენიმე ნაბიჯიღა და გაქრა. ეზოში მარტო დარჩენილმა ლიკამ ხელები თმებში შეიცურა და მზერა ჭიშკარზე გაუჩერდა. ემოციების უდიდესი მოზღვავება იგრძნო. არ უნდა ეცადა ნიასთან დალაპარაკება, მაგრამ ჩუმად ყოფნაც აღარ შეეძო. რა აღარ სცადა, მართალია, ზედმეტად უცნაური და მკაცრი გზებით, მაგრამ მაინც სცადა. არეული ნაბიჯებით შევიდა სახლში. კედლის საათს რომ გახედა, შვიდი სრულდებოდა. უკვე სხვებიც გაიღვიძებდნენ, მანამდე კი ნერვები უნდა დაემშიდებინა, თორემ ისინი აუცილებლად შეამჩნევდნენ მის განწყობას. სამზარეულოში გავიდა, რა დროსაც ნიას მიერ დატოვებულ წერილს მოჰკრა თვალი. მიუახლოვდა. გახსნას არ აპირებდა. დაახლოებით იცოდა რაც იქნებოდა. მიზეზი, რომლის გამოც წასვლა მოუწია. გადაუდებელი საქმე ან რაღაც მსგავსი. საკუთარ დას იმაზე მეტად იცნობდა, ვიდრე წარმოდგენა იყო შესაძლებელი. ისიც იცოდა როგორ იტანჯებოდა დღეების მანძილზე, მაგრამ უნდოდა ნიას თვითონვე ესწავლა პრობლემების გადაჭრის გზები. სიტუაციას ძალით გადადგმული ნაბიჯი არ შველოდა. -დილა მშვიდობისა, საყვარელო, -სამზარეულოში შემოსული ერეკლე ლოყაზე კოცნით მიესალმა ცოლს, შემდეგ მაცივარს მიუახლოვდა და ცივი წყალი გამოიტანა. -დილა მშვიდობის, -ხრიწიანი ხმით მიესალმა ლიკა, რაც ერეკლეს არ გამოჰპარვია და მაშინევ შეეშვა წყლით სავსე ჭიქას და მას მიუახლოვდა. -რა მოხდა? - წარბებშეკრულმა ჰკითხა, შემდეგ თვალში ის წერილი მოხვდა, რომელიც ლიკას მუჭაში მოექცია. -ეს რა არის? -ნიამ დატოვა, -მაშინვე უპასუხა. დამალვა არც უცდია, ან რას გამოაპარებდა ერეკლეს. პასუხის გაგებისთანავე გაკვირვებამ მოიცვა ერეკლე. წერილი გამოართვა და გახსნა. -გადაუდებელი საქმე? -რიტორიკულად იკითხა. - და ფეხით წავიდა? იცოდა, იოანეს წაყვანას არ თხოვდა, არც სანდროს, ხოლო მისთვისაც რომ არ უთხოვია, ეგ ხომ ისედაც ფაქტი იყო. -ხო, დაახლოებით ნახევარი საათის წინ. არც ეს დაუმალავს ლიკას. -დავწევი და ჩავიყვან თბილისში, -ერეკლემ გასვლა დააპირა, მაგრამ ლიკამ მკლავზე ხელი მოჰკიდა და გააჩერა. -არ გინდა, სჯობს არ გაჰყვე. -იკამათეთ? -როგორც ყოველთვის. ვესაუბრე. მომისმინა. ბოლოს კი ყველაფერი დამაყარა. მითხრა, რომ მისი არ მჯერა, -ლამის ატირდა ლიკა. წლების განმავლობაში დაგროვებული ცრემლები კი ბოლოს მაინც ვერ შეიკავა და მეუღლის მკლავებში მწარედ აქვითინდა. პირველად გატყდა ლიკა ასე. დები ისეთი ძლიერები ჩანდნენ და სამწუხაროდ, მხოლოდ ჩანდნენ... სინამდვილეში ორივენი ისეთი სუსტი გულების იყვნენ, პატარაობიას ნემსის ჩხვლეტისაც კი ეშინოდათ. -დამშვიდდი საყვარელო, -ამშვიდებდა ერეკლე, -იქნებ ასეთი მიდგომა არ ვარგა, თვითონაც თქვი, რომ მას ჯერ კიდევ ჰგონია, რომ მისი არ გჯერა. -დღეს ვცადე ამეხსნა, მაგრამ შეტევაზე გადავიდა. ეს მისი მფარველობითი ფორმაა. -მისმინე, -ერეკლემ ლიკას სახე ხელებში მოიქცია, -ის შენი უმცროსი დაა და უნდა გააგებინო, რომ მისი გჯერა. -შემდეგ სახე დაუკოცნა. სველი თვალები ამოუმშრალა და შუბლზე კოცნით შემოიფარგლა. ვერაფერმა დაანგრია მათი ურთიერთობა. ვერავინ შეძლო მათი გაყრა. იმდენად ძიერ იყვნენ შეკრულნი... მაგრამ მაინც აკლდა ოჯახურ იდეალიას რაღაც, რაღაც კი არა, ვიღაც… საღამოს ცხრა საათი იყო ნია თბილისში რომ ჩავიდა. მგზავრობისაგან გადაღლილი დივანზე სრულ სიჩუმეში იწვა და მისი გონება სიცარიელეში დაკარგულიყო. არაფერზე ფიქრობდა. უბრალოდ ხედავდა სიცარიელეს და თითოეული ნაბიჯის გადადგმისას ეგონა უძირო ჭაში ვარდებოდა. საბედნიეროდ ტელეფონის ზარის ხმამ გამოაფხიზლა. სალომე იყო. -სად ხარ? -მისალმებაც კი არ აცადა, ისე ჰკითხა. -რამდენიმე საათის წინ ჩამოვედი, -დივანზე წამოჯდა და წინ გადაყრილი თმა ყურს უკან გადაიწია. -ე.ი. გცალია? -გააჩნია რისთვის, -კლუბში წასასვლელად, -თქვა თუ არა, სიხარულისაგან ტაში შემოჰკრა. -არა, -აღელვებულმა მაშინვე მოუჭრა, -მგზავრობამ დამღალა და ვერ წამოვალ. -მაშინვე მოიმიზეზა. -კი, მაგრამ -მაპატიე სალომე არც კი დაემშვიდობა ისე გაუთიშა. * კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა, მაშინვე შემოსვლის ნება დართო. -როგორ გამოვიყურები? -აჟიტირებულმა ჰკითხა უფროს დას და ადგილზე დატრიალდა. -ძალიან კარგად, -ღიმილით აუწია ცერა თითი, -მაგრამ, ნია, არ გირჩევნია დღეს აქ დარჩე? -რა მოხდა? -დას ორჭოფობა რომ შეატყო, წარბებშეკრული მიუჯდა გვერდით და ხელი ხელზე დაადო. -არ ვენდობი შენს მეგობრებს, -აღიარა ლიკამ. -ვიცი, მაგრამ იქ ერეკლეც იქნება, ამიტომ სანერვიულო არაფერი გაქვს. -თითქოს დაამშვიდა, მაგრამ ის კი არ იცოდა, სწორედ ამის გამო რომ ღელავდა ლიკა. ერეკლეს ენდობოდა, მაგრამ ნიას მეგობრები… ისინი ნამდვილი ეშმაკები იყვნენ და გრძნობდა, იმ ღამით რაღაც ცუდი, გარდაუვალი უნდა მომხდარიყო. -კარგი, -ბოლოს მაინც დანებდა და სცადა გაეღიმა. -კარგი, -თავი დაუქნია ნიამაც და მანქანის სიგნალის ხმა რომ გაიგო, დას ლოყაზე აკოცა და ოთახიდან სირბილით გავარდა. კლუბი მისი სტილი არ იყო, მაგრამ იმ ღამით თავს განსხვავებულად გრძნობდა. თითქოს სხვა ნია გამხდარიყო, ან უბრალოდ, თითქოს მისი ბოლო დღე იყო და სხვა ამპლუის მორგება სურდა ის კი ვიცოდი, ნიაც კი უცნაურად გრძნობდა თავს, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. დაივიწყა ყველაფერი, რაც ხელს უშლიდა გართობაში. არ უპასუხა ლიკას ზარებს. არ მოუსმინა ერთადერთი ნორმალური მეგობრის რჩევას, რომ არ დაელია და უბრალოდ, ბოლომდე გაერთო, ხოლო ეს გართობა რის ფასად დაუჯდა... ხო, ამას ახლა იმკის. * სალომესთვის უარი ასე მოჭრით არ უნდა ეთქვა, მაგრამ იცოდა, მეგობარი დააძალებდა და მასთან კამათის თავი კი არა, თვალებს ძლივს ახელდა. კლუბში წასვლა აღარასდროს არ აპირებდა. მხოლოდ მაშინ შეეძლოთ მისი იქ წაყვანა, თუ მოკლავდნენ, ან დასაძინებელი აბებით გათიშავნენ, რაც მთავარია, ცოცხალი თავით არა! სალომესთან საუბრის შემდეგ მოსვენება დაკარგა. დივანზე ვეღარ გაჩერდა. ხან წამოჯდა, ან წამოწვა, ხან წამოდგა და ოთახში სიარულს მოჰყვა, ტელევიზორიც კი ჩართო, იქნებ გული გადავაყოლოო, მაგრამ სახელი კლუბიც კი იმდენად ცუდად ასოცირდებოდა მასთან, რომ მისი ერთხელ ხსენებაც და მორჩა! სალომეზეც ღელავდა. არ უნდოდა მისი იქ წასვლა. იქნებ… -იქნებ, კლუბში არ წახვიდე და ჩემთან მოხვიდე, - ყურმილი აიღო თუ არა, მაშინვე მიაყარა, მაგრამ მუსიკების ხმა რომ გაიგო, დანებებულმა ამოიოხრა. -უკვე იქ ხარ... -ამ, ხო. რამე მოხდა? -არაფერი. უბრალოდ, თუ მოხვიდოდი, ფილმს ვუყურებდით, ან რაღაც მსგავსი, -ენის ბორძიკით საუბრობდა. ცდილობდა გარკვევით და ხმამაღლა ესაუბრა, რათა სალომეს ყურამდე მისი სიტყვები სწორად მისულიყო. -სხვა დროისთვის იყოს, კარგი? -კარგი. -და სანამ გათიშავდა, მოასწრო ეთქვა, თავს მიხედეო, შემდეგ კი ტელეფონი დივანზე მოისროლა, თვითონ კი სამზარეულოში გავიდა და მაცივრიდან ვისკის ბოთლი გამოიტანა. რა თქმა უნდა, დათვრომას არ აპირებდა, ოდნავ შეზარხოშება უნდოდა, ამიტომ ჭიქაზე სანახევროდ ჩამოასხა და იქვე, გაზქურას მიეყრდნო. იქნებ, საერთოდაც ჯობდა მართლა არ გაქცეულიყო. როდემდე აპირებდა ასე გაგრძელებას. როდემდე აპირებდა მალვასა და შიშში ცხოვრებას. იქნებ, ერთხელ და სამუდამოდ ეცადა ნანიჯის ისე გადადმა, რომ უკან დახევა არ დასჭირვებოდა. იქნებ, ოდესღაც შესძლებოდა წარსულის დავიწყება და იმ ცოდვების მონანიება, სინამდვილეში მას რომ არ ჩაუდენია. წვლილი, რა თქმა უნდა, მიუძღვოდა, მისი გულუბრყვილობა იმდენად ვრცელი იყო, რომ მთელ თბილისს მოსდებოდა და ყველა ცდილობდა ნდობა დაემსახურებინა. იმსახურებდნენ კიდევაც, ოღონდ იმდენად მარტივი გზებით, რომ მეტიც არ შეიძლებოდა! ერთი ჭიქა რომ ჩააცარიელა, ბოთლი მაშინვე მაცივარში დააბრუნა. როგორც უკვე ვთქვი, დათვრომა გეგმაში არ ჰქონდა. სურდა, ერთხელ მაინც გონება გაეწმინდა და თავი დამნაშავედ არ ეგრძნო. ცხოვრება იმდენად უსამართლოდ ექცეოდა, მხოლოდ ესღა თუ უშველიდა, მაგრამ ამ ერთმა წვეთმა ალკოჰოლმა ვერაფერი დააკლო, მიუხედავად იმისა, რომ სხვა დროს ეს ერთი წვეთიც კი ათრობდა. მეტიც, სევდა უფრო მეტად მოეძალა, იქვე, სკამზე ჩამოჯდა და თავი მაგიდაზე ჩამოდო. თავი ისე მარტოსულად იგრძნო… თითქოს მის ირგვლივ, ნელი სიმღერის ფონზე, სიჩუმეც კი უდასტურებდა ამას. ჩასჩურჩულებდნენ, რომ ის მარტო იყო და ვერასდროს, ვერავინ შეძლებდა იმ ხვრელების ამოვსებას, რომლებიც ბრძოლის დროს დაუტოვეს საჩუქრად. არც ლიკა გრძნობდა თავს კარგად. მისი მკაცრი გამომეტყველება აგარაკზე იოანეს მოსვლის წამიდან ჩამოსშლოდა და დაზე ღელავდა. -რა გჭირს შენ, ხომ კარგად ხარ? -მეგიმაც შეამჩნია მისი ხასიათი და მეგობარმა დანაღვლიანებული სახით ხელი მხარზე დაადო. -ლიკა, -კითხვაზე პასუხი რომ არ გასცა, ხმამაღლა უთხრა და გამოაფხიზლა. -ხო, არა, არაფერი, -ნაწყვეტ-ნაწყვეტ უპასუხა და დივნიდან წამოდგა. ერეკლე და იოანე სამზარეულოში იყვნენ გასულნი და გოგონებისთვის ვახშამს ამზადებდნენ. გამოსდიოდათ მზარეულობა, მაგრამ ძალიან იშვიათად თუ იხილავდით მათ სამზარეულოში. დღეს კი გოგონების და იმ იშვიათობის დღე იყო. სანდრო კი სააბაზანოში იყო შესული. -რატომ მოხვედი, ხომ იცოდი, რომ აქ ნიაც იქნებოდა, -მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ერეკლემ წამოიწყო. -არ ვიცოდი, -ოხვრით უპასუხა იოანემ და სანახევროდ დაჭრილ სტეიკს შეეშვა. -ის არასოდეს გადიოდა სახლიდან შორს, ხომ ხვდები და მე არ მეგონა მაინცდამაინც ახლა თუ გადაიფიქრებდა ამას. -და შენ იცი რატომაც არის ასე,-ორაზროვნად მიუგო ერეკლემ და ხელები წინსაფარზე შეიწმინდა, შემდეგ მოიხსნა და იქვე მიაგდო. -შენთან თავის გამართლებას არ ვაპირებ, -მტკივნეულ ადგილზე დაჭერამ, ჯაყელი დაძაბა. დანა მაგიდაზე დადო და ხელებით მაგიდასვე დაეყრდნო. მეგობართან ამაზე არასდროს უსაუბრია და ახლა, არც აპირებდა. წარსულის გახსენება ასე მარტივი და არც აუცილებელი იყო. მან იცოდა რას აკეთებდა და ამაში ხელს ვერავინ შეუშლიდა. თუნდაც ახლობლების ნერვებზე თამაში დასჭირვებოდა. -ვერც გაიმართლებ, -დარწმუნებით მოუჭრა სიძემ. იოანეს სიმწრისაგან ჩაეცინა. იცოდა, ამით მეგობრის თვალში რაღაც ხიბლს კარგავდა, მაგრამ არ შეეძლო იმის გაგრძელება, რაც ოდესღაც თავისი ნებით შეწყვიტა. -წიწაკა გაუკეთე? -მაშინვე შეცვალა თემა და სტეიკზე მიანიშნა. -არა, ახლა გავუკეთებ, -დაეჭვებით უპასუხა ერეკლემ, შემდეგ თავი მიანება და თავის საქმეს მიუბრუნდა. თავიდანვე იცოდა, რა შარში გაყო თავი, იოანეს ნიასთან ახლოს ყოფნის ნება რომ დართო, მაგრამ ახლა, მის ბავშვობის მეგობარს ვერავის გამო ფარდის მიღმა ვერ დატოვებდა. რაც უნდა მომხდარიყო, უკვე მოხდა და ახლა ამ თემის განხილვით, ვერავინ ვერაფერს დააბრუნებდა. -ვახშამიც მზადაა, -ომახიანად გასძახა სიძემ გოგოებს. ყველანი სუფრას რომ მიუსხდნენ, გოგოები ხან ბიჭების შექებით იყვნენ გართულნი, ხან კი კერძის დაგემოვნებით. ყველას ჰქონდა რაღაც საიდუმლო. ის კუნჭულები, რომლებიც დიდის ამბით ჩარაზეს. ისე, თითქოს ვერავის შეეძლო იქამდე მიღწევა, მაგრამ ის კი არ იცოდნენ, რომ ოდესღაც ვიღაც ისეთები გამოჩნდებოდნენ მათ ცხოვრებაში, რომლებიც იმდენად მამაცები და გონიერები აღმოჩნდებოდნენ, რომ გასაღებს უხმაუროდ გატეხდნენ და შიგნით დაგროვილ შავ სულებს გარეთ გამოდევნიდნენ. ყველას ჰქონდა გარკვეული დრო და მათი დროის დადგომისას აუცილებლად აგებდნენ პასუხს. ეს იქნებოდა, ნია, იოანე, ლიკა თუ ერეკლე. ყველას თავისი განსაზღვრული დრო ჰქონდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.