შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარე შეურიგდა დედამიწას


8-08-2017, 02:18
ავტორი PrincessM
ნანახია 1 144

საოცარი ღამე იყო, თითქოს მთვარე გაიბუტა და სადღაც დაემალა დედამიწას. წვიმდა, თითქოს ჩა წამოწვა, ღამეც ასეთი ბნელი არასდროს ყოფილა... ქუჩაში მივაბიჯებდი, დაუნდობელი, ჩქარი სვლით მივაპობდი ნიაღვარს. გული გამალებით მიცემდა, ვგრძნობდი რაღაც სასწაულებრივი რომ უნდა მომხდარიყო, მივდიოდი და ვფიქრობდი, თავში უამრავი აზრი მომდიოდა. ვფიქრებდი ცხოვრების ამაოებაზე, სიყვარულზე, რომელიც არასდროს განმიცდია, ვფიქრობდი მეგობრებზე, რომლებიც არასდროს მყოლია, ვფიქრობდი ოცნებებზე, რომლებსაც მთელი ცხოვრებაა ვუფრთხილდები და საიდუმლო განძივით დაცულად ვინახავ გულში. ვფიქრობდი, ვფიქრობდი ყველაფერზე, რაზე ფიქრიც შეუძლია მარტოსულ ადამიანს, რომელსაც არასდროს გაუგია ცხოვრების ხიბლი და არასდროს დამტკბარა იმ სიტკბოებით, რასაც ბედნიერება ჰქვია. 18წლის გოგონა, რომელსაც ამ ქვეყნად არავინ ყავს მოხუცი ბებიას და პატარა დის გარდა. გული გამალებით მიცემდა და სუნთვაც გამიხშირდა, მთელი გრძნობები ყელში ბურთად დამიგროვდა და ცრემლებმა თავისი გზა იპოვეს, იპოვეს გზა და ამოხეთქეს თვალებიდან. წვიმდა, წვიმდა მაგრამ როგორ.. წვიმდა დაუნდობლად, სახეზე ცრემლები და წვიმის წვეთები ერთნაირად მეღვრებოდა. ვეღარაფერს ვამჩნევდი, ყველაფერი დაბურულიყო, ბნელი ღამე იყო, თავი წყვდიადის სამეფოში მეგონა, უეცრად გონებიდან ყველა აზრი გაიფანტა და დაცარიელდა, უკვე აღარაფფერზე ვფიქრობდი, აღარც ვტიროდი, მხოლოდ მივდიოდი, მივდიოდი ჩქარა, ლამის გავრბოდი.. დიახ გავრბოდი, მხოლოდ ჩემი გულისცემა მესმოდა, ვერაფერს ვხედავდი...

თვალები მძიმედ გავახილე და რას ვხედავ. შეშინებული წამოვფრინდი საწოლიდან, სად ვარ? რა მოხდა? ჩემს თავს ისტერიკულად ვუსმევდი კითხვებს, ღმერთო ჩემო ვის საწოლში მეძინა ან საერთოდ ვის სახლში ვარ? ტანზე დავიხედე და რას ვხედავ.. დიდი, თეთრი მაისური მაცვია. ღმერთო ჩემო რა მოხდა?? ვისი მაისური მაცვია? ჩემი ტანსაცმელი სად არის? ან საერთოდ.... ვაიმეე ვინ გამხადაა და ვინ ჩამაწვინა საწოლში. საძინებლიდან შეშინებულმა ჯერ მხოლოდ თავი გამოვყავი, შემდეგ ტანი და დამფრთხალი ჩავედი კიბეზე. სამზარეულოში გავედი და რას ვხედავ, ვიღაც უცხო მამაკაცი საუზმეს ამზადებს. შეშინებულს სუნთქვა შემეკრა, შემოტრიალდა და სიმკაცრე შერეული სერიოზული ხმით მკითხა:
-რატომ ადექი? უდნა იწვე
გაოცებისგან თვალები გამიფართოცდა, ისეთი სიმპატიური იყო, ისეთი ლამაზი ხმა ქონდა.
*რაა? რატომ ავდექი? უნდა ვიწვე? საერთოდ რა მოხდა? ვინ ხარ? აქ რა მინდა? მომიტაცე?? გაოცებული, თaნ შეშინებული ხმით, ნერვიულად ავლაპარაკდი, კითხვები მივაყარე.
ის ისევ სერიოზული იყო, ოდნავ მობეზრებული სახე მიიღო და საუზმის მზადება დაასრულა.
-მზად არის, შეგიძლია ისაუზმო.
*არაფერსაც არ ვისაუზმებ სანამ არ მეტყვი ვინ ხარ და აქ როგორ მოვხვდი
-როგორ მოხვდი და ალალ ბედზე რომ დადიხარ ქუჩაში, თანაც შუა ღამეს. სახლში ვბრუნდებოდი მანქანით, უეცრად გზაზე გადმოირბინე, თვალთხედვა არ იყო და დაგეჯახე, საბედნიეროდ ნელა მოვდიოდი ამინდის გამო. საავადმყოფო ძლაინ შორს იყო, თანაც ასეთ ამინდში არვიცოდი როდის მივაღწევდით და სახლში წამოგიყვანე. საერთოდ რა გინდოდა იმ შუა ღამეს ქუჩაში?



№1 სტუმარი ლილი

კოლის ვივიანა წავიკითხე და დამაინტერესა და ესეც წავიკითხე, ძალიან კარგად წერ და იმედია ვიხილავ გაგრძელებას.
გეტყობა, რომ ნიჭიერი ხარ. არ შეწყვიტო წერა. წარმატებები <3

მმ როდის გააგრძელებ. დამაინტერესა სიუჟეტმა და ველი გაგრძელებას. მითუმეტეს რომ ახალი ხარ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent