შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანშაინ (მე-5 თავი)


8-08-2017, 16:45
ავტორი new yorker
ნანახია 4 347

აწმყო-ყველაფერ იმისთვის, რასაც წარსულში ვერ მოვყვები.

* * *
არ ვიცი რა უნდა ვქნა.
ვდგავარ და ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად, ვკარგავ ძალას, უნარს, შესაძლებლობას.
ის არის, რა თქმა უნდა, ის არის, სხვა ვინ იქნება?!
ვდგავარ და ვკვდები.
არ ვიცი, როგორ იხსნება ანატომიურად ეს ფაქტი.
რამდენადაა შესაძლებელი რომ ასეთმა პატარა სიხარულმა, ასეთმა პატარა განცდამ გააკონტროლოს შენი ყველა ნერვი.
გახდე სრულიად უკონტროლო.
ვდგავარ და არ ვიცი ჩემ დილემას რა მოვუხერხო.
გეგმის მიხედვით, იქაურობას გავეცალო თუ დაველოდო.
აქ რისთვის ვარ?
არა, გულწრფელად მაინტერესებს, აქ რისთვის ვარ?
რატომ მოვედი?
იმიტომ რომ მომესმინა და ჩუმად წავსულიყავი?
მართლა ამიტომ მოვედი?
დარწმუნებული ვარ?
აქ რატომ ვარ?
ეს არ მინდოდა?
ხომ ეს მინდოდა?
და თუ ასე არ არის, სხვა-რა?
სხვა-რატომ?

ვდგავარ და დრო ძალიან სწრაფად გადის.
მაშინ როცა, ასეთ დროს, პირიქით, არასდროს მთავრდება წამები.
ვდგავარ და ჩემ ზურგს უკან ხალხის ხმაურს ვგრძნობ, ნელ-ნელა რომ ტოვებენ შენობას.
ვხვდები რომ თუ ახლა არ წავალ, მაშინ საკუთარ თავთან ვმარცხდები და ჩემი ეს წინასიტყვაობა, აქ მოსვლასთან დაკავშირებით უბრალოდ ჰაერია.
ჩემ სიტყვებს მატერია არ აქვს.
ჩემი ფიქრები მკრთალია.

ვდგავარ და იმაზე მეტად არ მინდა წასვლა, ვიდრე მანამდე და ეს შეგრძნება მთელ სხეულზე უფროდაუფრო სწრაფად მადებს ბორკილებს.

ვდგავარ და ვმარცხდები.

და ბოლოს, დავმარცხდი.
* * *
შენობის იმ მხარეს, სადაც ჟოლო მყავდა გაჩერებული, შედარებით სიმშვიდე იყო.
კვლავ იკავებდნენ მსმენელთა რიგებს ჩემი ნაცნობები.
კარი, რომელიც იქამდე არც კი შემიმჩნევია და რომელიც შენობის იმ მხარეს გამოდიოდა, სადაც მე ვიდექი ჩემ ჟოლოსთან ერთად, მოულოდნელად გამოაღო ვიღაცამ და სიცილით გამოვიდა რამდენიმე ადამიანი.
საერთოდ არ წარმოადგენდა დიდ სირთულეს მათ შორის აკას გამოცნობა და ამის შემდეგ მათი ჯგუფის მთლიანობაში აღქმა.
არ გამომპარვია აკას პირველი ნაბიჯი, რომელიც პირველ რიგში ჩემი იქ ყოფნის გადამოწმებას ემსახურებოდა და კმაყოფილი გამომეტყველება, რომლითაც ჩემს ყურებას არ წყვეტდა.

ღიმილი, ჩემი.
რომელიც ჩემდა უნებურად დამცდა ტუჩებიდან.

ჩემკენ წამოვიდა.

-სანშაინ -მეძახის შორიდან და მთელი კანი მეწვის. ხმა არ მაქვს. უფრო სწორად, ხმის ამოღების ძალა არ მაქვს. -რა მაგარი გოგო ხარ, რომ დამელოდე. -მითხრა და ჩვეული დისტანციით ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით გაჩერდა.
-ძალიან მომეწონა. -ვცადე თავი მეხსნა.
-რაც შენ მოისმინე, არაფერია. -იღიმოდა ისევ ის. -მალე წახვედი. -და გული სიმართლის ხსენებაზე გიჟივით ამიჩქარდა.
-ხო, არ ვიცი
-მე ვიცი -გამაწყვეტინა და ჟოლოს სადგამი ზემოთ აატრიალა -ეგ არ არის მნიშვნელოვანი. -ხელები საჭეს მოკიდა -მნიშვნელოვანია რომ მოხვედი -პაუზა -და მნიშვნელოვანია რომ დამელოდე. -გამიღიმა ისევ და მახეში გაბმულს სიწითლისგან სახეზე ცეცხლი წამეკიდა. -ასეა? -მკითხა და ჟოლო ნელა გაატარა.
-რას აკეთებ? -ისევ ვცადე თავი მეხსნა მე. თვითონ ცაში აიხედა და მერე მე გამომხედა.
-წვიმდება. მანქანით წავიდეთ.
-არა, იყოს, თან ჟოლო?!
-ჟოლო. -თქვა უფრო თავისთვის და ისევ გაეცინა. -ისე მომწონს ასეთი რომ ხარ. ჟოლოსაც წავიყვანთ, გვაქვს საბარგულში ადგილი.
-არა, მართლა არ მინდა. -ისევ ვიუარე მე და ჩვენს წინ გაჩერდა მანქანა, რომელიც გემს უფრო გავდა. საჭის მხრიდან გადმოვიდა ერთ-ერთი და საბარგული გახსნა.
ინსტრუმენტების გვერდით კოხტად მოათავსეს ჟოლო და საბარგული ჩემს დაუკითხავად დაკეტეს. საჭის გვერდით, კარი რევერანსით გამიხსნა აკამ
-გთხოვთ, სან -და როგორც ყოველთვის, გამიღიმა.

და თუ შეიძლება რომ ერთი და იგივე ჟესტი, ძალიან მოსაბეზრებელი იყოს, ეს ნამდვილად არ ეხება აკას ღიმილს.

მე ჯერ კიდევ იქ ვიდექი სადაც რამდენიმე წუთის წინ. უკანა სავარძლებიდან ჯგუფის სხვა წევრებიც მთხოვდნენ წამოსვლას. მათ შორის იყო ვიღაც იტალიელიც, რომელიც სავარაუდოდ იტალიურად მთხოვდა ამას.
-წამო რა -თავი მანქანისკენ გააქნია აკამ და წარბები თხოვნისთვის შეკრა.
-კარგი. -დავთანხმდი საკუთარ თავთან ბრძოლის მერე ძლივს და სწრაფად ჩავჯექი მანქანაში.
საჭესთან ამჯერად აკა დაჯდა და იქაურობა მალევე დავტოვეთ.
რიგ-რიგობით გამაცნო ყველა და თავს ვგრძნობდი ყველაზე უჩვეულოდ.
იმდენად, რამდენადაც ეს სიტუაცია გამოიყურება.
არ მჯეროდა მთელი ეს დრო.
არ მჯეროდა რომ ამ ვითარებაში მართლა აღმოვჩნდი და მისი მთავარი გმირი მართლა მე ვიყავი.
-ხომ ვთქვი. -მინისკენ მანიშნა აკამ და დავინახე როგორ გახშირდა წვიმის წვეთები.
მალევე გავჩერდით იმ სასტუმროსთან, სადაც რამდენიმე დღის წინ კუბურ აკას შევხვდი.
რამდენიმე წამში დაიცალა გემი, რომელშიც ჩვენ ვისხედით და მოლოდინით გადავხედე აკას.
-სად წავიდეთ? -მკითხა და მანქანა დაძრა.
-სახლში -ვუთხარი დაუფიქრებლად მე.
-ხო, ზუსტად მაგიტომ წამოგიყვანე რომ სახლში დაგტოვო, რა მაგარია, არა? -იცინოდა ის. მეც გამეცინა და მაშინვე გამომიკეთდა ხასიათი. ჩემი ეჭვებიც და ფიქრებიც სადღაც გაქრა. -ეგრე რა. ძლივს არ გაიცინე. ცოტაც და უკვე შემეშინდებოდა
-რისი? -ისევ მეცინებოდა მე.
-ასეთი სახით და პასუხებით რომ მომყვები ცოტა საშიშია, არა?
-არაა -გავწელე და თავი გადავაქნიე მე.
-და სად წავიდეთ, სახლში? -დაუბრუნდა ისევ კითხვას.
-არ ვიცი -მხრები ავიჩეჩე მე.
-რა ცვალებადი ხარ სან-შაინ -გამოკვეთა ჩემი სახელი და ეჭვი შემეპარა რომ ჩემი ოჯახის შესახებ ყველაფერი იცოდა.
-ასე რატომ მეძახი? -ვერ მოვითმინე და ვკითხე მე.
-ასე, როგორ?
-სან-შაინ.
-მომწონს ასე რომ გეძახი და თან... -შეწყვიტა პაუზით და სადღაც შევუხვიეთ.
-თან?
-არ გეტყვი! -მითხრა ღიმილით გადმომხედა.
-მითხარი! -ხვეწნასავით გამომივიდა მე.
-ნწ, არა! -თავი გადააქნია.
-რა წესია?! -გავბრაზდი მე.
-შენ ის მითხარი, კონცერტზე როგორ მოხვდი?
-არც მე გეტყვი! -სამაგიერო გადავუხადე მე.
-პრინციპში არც არის საჭირო, ისედაც ვიცოდი ჩემ სათვალთვალოდ რომ იყავი. სასტუმროშიც მაგიტომ არ მოხვედი? -და ამ სიტყვებზე თავიდან წამეკიდა ცეცხლი.
-ხომ გითხარი რომ ინტერვიუზე ვიყავი?!
-და შენც ჩათვალე რომ დაგიჯერე. -იცინოდა ისევ ის და მე უფრო მეტად მეშლებოდა ნერვები.
-ნუ დამიჯერე!
-ხო აბა, ჯერ სასტუმროში მომაკითხე, მერე ჩემ კონცერტზე და გინდა დამაჯერო რომ არაფერი იცოდი ჩემზე?
-სასტუმროში რომ მოვედი მართლა არაფერი ვიცოდი, რა! -მკაცრ ტონში ცოტა სისუსტე მერეოდა მე.
-ანუ დღეს უკვე იცოდი, გასაგებია -გამომიჭირა აკამ.
-დღეს კი. -ვაღიარე მე და მზერა წვიმიან მინაზე გადავიტანე.
-და დღეს საიდან გაიგე?
-გრძელი ამბავია.
-მერე რა, მაინტერესებს, თან ჯერ ვერ მოიფიქრე სად წავიდეთ, ამიტომ გრძელი გზა გვაქვს.
-არაფერი ისეთი, უბრალოდ იმ დღეს, ტერასაზე რომ შეგხვდი, დავუნახივართ ჩემ თანამშრომლებს, რომლებმაც იცოდნენ შენ შესახებ, მერე სასტუმროსთანაც. ეს კიდევ საკმარისია კარგი სკანდალის გამოსაცხობად.
-რა სკანდალი ეგაა?
-კაი რა, ჩემი და შენი ერთად ყოფნა, მართლა კარგი რეიტინგია.
-და რატომ? ვერ ვხვდები.
-რა რატომ, ვის არ აინტერესებს იტალიაში მოღვაწე წარმატებული ქართველი მუსიკოსის და... -და მივხვდი რომ არ უნდა დამეწყო ამაზე საუბარი.
-და?
-ნუ რა აზრი აქვს, ყველას დააინტერესებდა შენი პირადი ცხოვრება, მაშინვე ჩაყოფდნენ ცხვირს.
-დამიჯერე, აქამდეც ვუნახივარ ჟურნალისტებს სხვასთან ერთად, მაგრამ არ მოყოლია არც რეიტინგი და არც სკანდალი, რას მიმალავ? -ღიმილით გადმომხედა და თვალები დაიწვრილა.
-არაფერს-მეთქი, რა, ხომ ვთქვი?! ეხა შენი ჯერია!
-ჩემი ჯერი? -გაიკვრივა აკამ.
-ხო, უნდა მითხრა სანშაინს რატომ მეძახი.
-მაგას მერე გეტყვი, სხვა დროს.
-სხვა დროს არ მეტყვი, ახლა მეტყვი!
-და შენ როდის მეტყვი რომ ეკას შვილი ხარ?! -და ეკას ხსენებაზე ჩემს ფეხებთან ზღვამ იწყო ღელვა და სერიოზულად ვიფიქრე რომ ამ მანქანაში ჯდომა არანაკლებ საშიშროებას ქმნიდა. არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან შემეშინდა. შემეშინდა იმის რომ გამომიჭირა, რომ იცოდა, რომ ეკა ჩემ ირგვლივ მაინც ტრიალებდა, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, რომ მინდოდა ჩემს ოჯახზე არაფერი ცოდნოდა და ხელში დაჭერილი სადავეები ერთბაშად დავყარე.
-იცოდი? -ძლივს ამომყვა დარჩენილი ძალით ხმა და სავარძელში ჩავიფუშე.
-არა, მივხვდი.
-კაი რა, იცოდი! თან სან-შაინს მეძახდი! -ვცადე გამომეტეხა.
-სან-შაინს მაგიტომ არ გეძახდი, მაგრამ ახლა უკვე არსებობს ლოგიკური ბმა, შენსა და სანშაინს შორის.
-აბა, რას ნიშნავს მიხვდი? როგორ მიხვდი?
-მარტივად, მაგრამ მინდა იცოდე რომ ამას დღეს მივხვდი, მგონი ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს შენთვის -და მანქანა შენობასთან გააჩერა. -რამდენიმე დღის წინ ეკასთვის ბილეთის ძებნა რომ დაიწყეს, ნამდვილად არ ვიცოდი შენ თუ იყავი ამასთან რაიმე კავშირში. მაშინაც არ მიფიქრია შენი ჟოლო რომ დავინახე ტერასასთან, მაგრამ როცა ეკასთვის განკუთვნილ ბილეთზე შენ დაგინახე, -და ამ ფაქტზე ჩემს თვალწინ ცა ფერფლად იქცა. -თან რომ მითხარი მანქანაში რომ ჩვენი ერთად დანახვა რეიტინგია, თან სან - რომ გქვია, თან სანშაინზე რეაქცია რომ გაქვს?! ეს ყველაფერი ძალიან მარტივად წამებში ლაგდება თავში და ბოლოს, არც ისეთი რთულია ამის გაგება.
-ამას ნამდვილად არ ველოდი -ვთქვი გაოცებულმა და ემოცია სახეზე გადამეხატა.
-მაგრამ მაინც მინდა იცოდე და ძალიან მინდა რომ ასე უბრალოდ ჩემი ნათქვამი გჯეროდეს
-რისი? -არ ვაცადე დასრულება მე.
-იმის, რომ სანშაინს მაგიტომ არ გეძახდი.
და შემომხედა ყველაზე თბილი თვალებით.
-მჯერა. -მინდოდა რომ მეთქვა, როგორ მინდოდა რომ რაღაც კარგი მეთქვა ამ თვალებისთვის -მაგრამ მაშინ ის უნდა მითხრა, რატომ ?
-ხომ შევთანხმდით რომ მერე გეტყოდი. ასე არ იქნება კარგი. შენ ის მითხარი, იტალიაზე რა მოიფიქრე?
-რამდენი დღე დამრჩა მოსაფიქრებლად? -ვკითხე მე და ხასიათი საოცრად გამომიკეთდა.
-ათი, და მგონი უნდა შევცვალოთ რა, ცოტა ადრე უნდა მითხრა -გაიცინა და მანქანა დაძრა -და ეხლა არ მითხრა რომ ისევ ვერ მოიფიქრე სად წავიდეთ?
-მართლა არ ვიცი. -და ჩემი ტელეფონის ხმამ, ჩვენი დიალოგი დაუკითხავად შეწყვიტა. ეკა იყო.
ო, ღმერთო, კარგი რა ეკა! რა დროს ეკაა!
-ჰო ეკა.
დედაა მაინც. დილის 7ზეც და ღამის 3ზეც.
-სად ხა-არ? -მთქნარებით მითხრა.
-კონცერტზე ვიყავი, რა იყო?
-ეგ ვიცი, ნატაა ჩემთან, მარტო არ უნდა და დარეკე როდის მოდისო. -ზუზუნებდა ეკა. -როგორ მოგეწონა ისე?
-რავი, კაი იყო, რა -და აკას გადავხედე, სავარაუდოდ ისმოდა ეკას ხმაც, იმიტომ რომ ამ პასუხზე ძალიან გაეცინა და რაღაც მანიშნა, რაც ვერ გავიგე რას ნიშნავდა.
-ჰოდა გამოუარე და ერთად წადით, ან აქ დარჩით.
-არა სახლში წავალთ. -გადავწყვიტე მე.
-ესეც სახლია, ისე, რომ იცოდე -გამიბრაზდა ეკა და ყურმილი გათიშა.
ბუტია. გავიფიქრე ჩემთვის და ტელეფონი ისევ ჩანთაში ჩავდე.
-ისე, როგორ ახერხებ ამ კაბებით, ჟოლოს ტარებას. -და ისევ ისე დაუკითხავად ამათვალიერა.
-ჩვეულებრივად. -გავიპრანჭე მე და კაბა გავისწორე. -ძალიან კომფორტულია ჩემი ჟოლო.
-აუ როგორ მომწონს, წარმოდგენაც არ გაქვს ისე მომწონს ჟოლოს რომ ეძახი. -და ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა.
-მე მაქვს იდეა. -ვთქვი მე და ფანჯრებს გავხედე.
-როგორც იქნა, აბა? -ინტერესით შემომხედა აკამ.
-ჟოლოთი გავისეირნოთ -და ტუჩები მოუსვენრობისგან ამითამაშდა. -ჩემ სახლთან წავიდეთ და ჩემ ზღაპრებს მოგიყვები -ვთქვი და ბედნიერებისგან მეც გამიბრწყინდა თვალები, ვგრძნობდი.
-ზღაპრებს? -იცინოდა ისევ ის. -სანშაინ, და შენ მეკითხები ასე რატომ გეძახი? ვერ ხვდები?
-ვერა, მაგრამ არაუშავს, მე მინდა რომ ჟოლოთი გავისეირნოთ. -ჯიუტად ვთავაზობდი ისევ მე.
-და ვინ არის აქ წინააღმდეგი? -იქეთ-აქეთ გაიხედა და მანქანა დაძრა.

სიხარული არის როცა ჟოლო ჟოლოსფერ ისტორიებს ხატავს.

და ვუყვებოდი ჩემს ფიქრებზე ყველაფერს.
და საერთოდ არ მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ჩვენ არ გვქონდა საერთო წარსული, საერთო ისტორია.

მომწონდა ის გარემოება, რომელშიც ასე ვიცნობდით ერთმანეთს, ამ დოზით და ასე ზღაპრულად იწყებოდა ყველაფერი.

სასწაული არის ის, როცა რაღაცის გჯერა, იმედი არ გაქვს, მაგრამ მაინც ხდება.

ჟოლოსფერი ღამის კიდეს ერთად ყოფნა ქსოვდა.

ჩვენი კოცნა.

არც ერთ სიტყვას გავაკარებ ამ კადრს.
არც ერთ სიტყვას გავაკარებ კოცნას.

ვერაფერი მოერევა განცდას.
ვერაფერი მოერევა გრძნობას.




№1  offline წევრი eleneegelovani

როგორ ძალიან მიყვარხარ !! მოგეჯაჭვე და სხვისას ვეღარაფერს ვკითხულობ. ალბათ სკოლა რომ დაიწყება და შემეკითხებიან ზაფხულში რა წაიკითხეო შენი მოთხრობების ჩამოთვლას დავიწყებ :D მიყ ვარ ხარ!

 


№2 სტუმარი Guest მარიამი

ძალიან კარგი იყო ,ძალიან საინტერესო წყვილია და ველი შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი Guest TaTu

Usakvarlrsi xar eleniko <3

 


№4 სტუმარი ან

აუუუუუ უმაგრესი ვინმე ხარ

 


№5  offline წევრი მერილეინ^^

ვუაიმეე scream მაგარდ წერ ელენიკო ^^ დამსახურებულად გაქვს საიტზე ახალბედა მწერლის სტატუსი ^^ ადრე კიდევ ერთი ახლაბედა მწერლის მოთხრობებს ვკითხულობდი და იმის სტილი ისე მომწონდა მეგონა სხვას ვეღარ წავიკითხავდი მაგრამ... ახლა შენზე ვარ მასე ^^ <3 მივეჯაჭვე heart_eyes heart_eyes იმედია მალე დადებ შემდეგს ^^

 


№6  offline წევრი მერილეინ^^

როდის დადებ შემდეგს? relaxed

 


№7 სტუმარი ემი

ელენიკოო, მართლა სანშაინი ხარ შენ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent