Never miss a chance to dance(XVIII თავი)
მივედი აეროპორტში და უცებ რეკავს ტელეფონი. -გაბი,სად ჯანდაბაში მიდიხარ?–ლიზაა -აეროპორტში -და სად აპირებ წასვლას? -გერმანიაში. თქვენც ხომ იქ ჩადიხართ? -კი მაგრამ ჩვენ ხვალ მივფრინავთ! -მე დღესვე წავალ. ჩემი ზურა ნათლია მომენატრა და იქ დავრჩები.რომ ჩამოხვალ დამირეკე! -კაი. შენც რომ ჩახვალ მომწერე! -ვოქეი. გკოცნი! -მეც! გავუთიშე და ავედი თვითმფრინავში. * * * -გაბი! -ზურა ნათლია! გავვარდი და ჩავეხუტე ზურა ნათლიასაც და მის ცოლსაც. -გაბრიელა! ჩემო გოგო! როგორ გალამაზებულხარ! -როგორ ხართ? მომენატრეთ უზომოდ! -ჩვენც ძალიან მოგვენატრე! წამო წავიდეთ! -წავედით! * * * -შენ უფრო ადრე რატომ წამოხვედი.შენი ჯგუფი ხომ ხვალ მოდის? -ეს ერთი დღე ტყულა უნდა გამეტარებინა სასტუმროში და არ ჯობია ეს დრო თქვენთან ერთად გავატარო? -კი, ჩემო სიხარულო, როგორ არ ჯობია! მართლაც რა ლამაზია გერმანია. ულამაზესია! მერე აუცილებლად გავისეირნებ! * * * -ვაუ ნათლია! რა მაგარი სახლი გქონია! თან რამხელაა!აქ მაგარი სასტუმრო იქნება! -სხვათაშორის ვაპირებ! ნახევარი საქმე მოგვარებული მაქვს და მეორე ნახევარსაც რომ მოვაგვაებ გავხსნი აუცილებლად. შენი ჯგუფისთვის დავუშვებ გამონაკლის და გახსნამდე დავტოვებ აქ. -მივწერ თამუნა მასწს და ვნახოთ რას იტყვის. -კარგი ჩემო კარამელო! მანამდე შენ ოთახები დაიარე მეორეზე და პირველზე და აარჩიე რომელიც გინდოდეს! -კარგი ჩემო დრუნჩა! დროებით! ყველა ოთახი ერთმანეთზე ლამაზი იყო! მაგრამ საბოლოოდ მანსარდი ავარჩიე,რადგან იქაურობა საოცრებაა. კიბეებით რომ ახვალ ბოლო სართულზე ხელმარჯვნივ კარებია. ეს არის ჩემი ოთახი._________________ ხელმარხნივ კი ბარი აქვს მოწყობილი. იქით დივნები უდგას და ტელევიზორი. ფაქტიურად ეს სართული ჩემია. შევედი ოთახში, ტანსაცმელი ამოვალაგე, წყალი გადავივლე, შემდეგ ჩავიცვი და დაბლა ჩავირბინე. ზურას ცოლმა ქართული არ იცოდა, მე გერმანული და ამიტომ ინგლისურად ვესაუბრებოდით ერთმანეთს. -მანსარდი ჩემია–ვუთხარი სიცილით და თან ჩავეხუტე–მადლობა რომ ასე გიყვარვართ! -მადლობა შენ,რომ ამ დიდ და ცარიელ სახლში,ასე უცად შემოიტანე სიმხიარულე! რაც შეეხება მანსარდს,მთლიანად შენი იყოს,მაგრამ დღეს ან ხვალ ზურას უფროსი ჩამოდის და მგონი მანსარდი იმისთვის იყო განკუთვნილი. -გავარკვევ ზურასთან! -ოქეი! -ქალბატონებო,მე წავედი! -სად მიდიხარ ზურა ნათლია? -სამსახურში ჩემო ნამცხვარო! -აუუ! მეც წამოვალ და რამეში მოგეხმარები! -მმმ... კაი! გაგიმართლა კარამელო დღეს რაღაცეები მქვს ამოსაპრინტერებელი და მე ვერაფერი გავუგე იმ პრინტერს თუ რაცაა. -იესს!–გამეხარდა და ხტუნაობა დავიწყე. შემდეგ ნათლიამ თავის ცოლს უთხრა რაღაცა გერმანულად, მანაც ნაზად გაუღიმა,თავი დაუკრა და ხელი დაგვიქნია. ჩავჯექით მანქანაში და წავედით. მალე რაღაც დიდ შენობასთან გავჩერდით. გადმოვედით მანქანიდან და შენობაში შევედით. თითქმის ყველგან კომპიუტერები იდგა და ხალხიც გამწარებული მუშაობდა. ყველა შარვალ-კოსტუმებში იყო გამოწყობილი. ქალებიც ბლომად იყვნენ. ზოგს ქვედაბოლო ეცვა, ზოგს კი კლასიკური სტილის შარვალი. ნათლიაჩემიც კლასიკურად იყო გამოწყობილი შარვალ-კოსტუმში. აი მე კი კედები,ჯინსის შარვალი და გრძელი ზედა მეცვა. თავზე კი ქუდი მეხურა. ყველა გაშტერებული მიყურებდა. ალბათ ეუცხოათ ასეთი ჩაცმულობა. ნათლიაჩემს კი ყველა ესალმებოდა.კისერზე თოკგამობმული ბოჩოლასავით მივდევდი უკან ზურა ნათლიას. ბოლოს რაღაც კაბინეტთან მივედით და იქ შევედით ორივე. ვაუ! აი ამას ჰქვია კაბინეტი! -ეს შენი კაბინეტია ზურა ნათლია? -კი, ჩემი კაბინეტია! ხომ მოგწონს? -თანაც როგორ! -მე ამ კომპანიის მენეჯერი ვარ. ახლა რაღაც საბუთები მაქვს მოსაწესრიგებელი და მერე წავალთ. დღეს უფროსს ველოდებოით, მაგრამ მგონი დღეს გადაიდო მისი მოსვლა. შენ მანამდე რამე გააკეთე! -კი მაგრამ... ამ დროს ვიღაცამ დააკაკუნა კარზე და კაბინეტში 23წლამდე ბიჭი შემოვიდა. რაღაცის თქმას აპირებდა, რომ უცბად გაჩუმდა. შემომხედა და ფეხის ფრჩხილიდან, თმის ბოლო ღერამდე შემათვალიერა. შემდეგ კი გერმანულად ლაპარაკობდნენ რაღაცას და ვერაფერი გავიგე. ბოლოს მე მომიბრუნდა ის ბიჭი -ჰელოუ–ჰელოუ კი არა თუ გზნეყვე-მაი ნეიმ იზ ჯორჯ. (პირდაპირ ქართულ თარგმანს გავაგრძელებ ამის მერე). მეც გავეცანი და ხელი ჩამოვართვი. -სასიამოვნოა–მითხრა და ნაზად გამიღიმა.–გამო ცოტახანი თუ გინდა და დაპრინტერებაში მომეხმარე! ზურას გავხედე -მე თვითონ ვთხოვე. მიდი გაყევი ჩემო კარამელო და რომ იცოდე კარგი ბიჭია. -კაი რა ზურა ნათლია! -მიდი, მიდი! არ მოიწყენ მაინც! ავიღე ჩემი ტელეფონი და იმ ბიჭს გავყევი. დერეფნის ბოლოს კარი იყო და იქ შევედით. ოთახში არავინ იყო, მაგრამ ბევრი პრინტერები იდგა, კომპიუტერებითურთ. -გაბი, რამდენი წლის ხარ? -თითქმის 18, შენ? -22–ხომ ვთქვი 23წლამდე იქნებათქო. თავიდან მორიდებულად ვიყავი, მაგრამ იმდენად მხიარული ბიჭი იყო რომ მალევე დავუმეგობრდი. აი ისეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც ძალიან ცუდ ამბავსაც კი სასაცილოდ ყვებიან. ძალიან მხიარული იყო. ვაიმე როგორ ცივა...ეს ოთახი ნამდვილი საყინულეა. სანამ ის მუშაობდა, მე იქით-აქეთ დავდიოდი დიდის ამბით, იქნებ გავხურდეთქო. -გცივა?–მომიბრუნდა ეშმაკური ღიმილით. -თანაც როგორ! -ხო ამ ოთახში ცივა! გინდა გავხურდეთ? -მაინც როგორ? -დაჭერობანა ვითამაშოთ. -აქ? ამ შენობაში?-თვალები გავაფათოვე გაკვირვებისგან -ხო! უფროსი არ არის და არც მოვა დღეს, ასე რომ... -მაშინ იჭერ!-ხელი დავარტყი და გავიქეცი. მე თვითონაც არ ვიცოდი, სად მივრბოდი. ისე გავიქეცი, ალბათ სიარულითაც რომ გამეგრძელებინა სვლა , ვეღარ დამეწეოდა. მე მაინც მივრბოდი და ბოლოს ერთ-ერთი კარი გამოვაღე და იქ შევვარდი. ვაიმე მართლა როგორ დამცხა... იქვე წყლით სავსე დოქი და ჭიქა იდგა. მოვკიდე დოქს ხელი და გადავწყვიტე მისთვის შემესხა. ბევრი არა მარა, ნახევარი მაინც. ველოდე, ველოდე, ველოდე... და ალბათ ერთი ოცი წუთის მერე იღება კარი. მოვიმარჯვე დოქი და ეგრევე შევასხი. ამდენი არ მქონდა გეგმაში, მაგრამ შემთხვვით მომივიდა... -ეს რა ჯანდ...გაბი?! -მაქსიმე?!–უცბად ყველა გრძნობა ერთად მომაწვა და დარცხვენილი ბავშვივით ავიტუზე კედელთან. ის კი თავიდან ბოლომდე გაწუწული იდგა და გაბრაზებულ-გაკვირვებული სახით მიყურებდა.ისიც კი ვიფიქრე არ მეცეს და არ დამახრჩოს მეთქი. -აქ რა ჯანდაბას აკთებ? -მე...მე უბრალოდ...მე... -ამ დროს მის უკან მდგარი ხალხი შევნიშნე რომლებიც სიცილით კვდებოდნენ და ჩემდაუნებურად მეც გამეცინა. -რა გაცინ... -გაბი! ხომ გითხარი წყალი არ შემომასხათქო. ბოდიში ხომ მოგიხადე–ოთახში ჯორჯი შემოვარდა და რატომღაც ქართულად დამიწყო ლაპარაკი. -გიორგი?!–გაბრაზებული მაქსიმე ახლა ჯორჯს მიუბრუნდა.ჯორჯს თუ გიორგის?! მოიცა რა?! -ბოდიშით ბატონო მაქსიმე. ჩემი ბრალია! რაღაცაზე გამიბრაზდა და გამექცა, შემდეგ კი წყლით ხელში მელოდებოდა. ბოდიშს ვიხდი. აშკარად გაბრაზდა და უცბად თავში რაღაცამ დამკრა: შენ ხომ მას თავის დროზე ვიღაც გიორგიზე მოატყუე,რომელიც გერმანიაშია...ღმერთო რა დებილი ვარ! -ხომ იცით რომ სამსახურში თქვენი პირადი ცხოვრება არ განიხილება... -დიახ, დიახ ბოდიშს ვიხდი...–უთხრა გიორგიმ.–მეტი აღარ განმეორდება! -ვიცი რომ აღარ განმეორდება, რადგან გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან! -კი, მაგრამ...–თვალები გააფართოვა გიორგიმ -არავითარი მაგრამ...მიბრძანდი! განცხადება ნიკოლთან დაწერე და წაბრძანდი! ხმა ვეღარ ამოიღო ისე გავიდა ოთახიდან! -შენ ნორმალური თუ ხარ? რატომ გააგდე ის ადამიანი? -იმიტომ რომ ასეთი უპასუხისმგებლობა სამსახურში არ შეიძლება... -ის უბრალოდ...ისიც ადამიანია... და საერთოდ ვინ მოგცა ამის უფლება? ასეთი ვინ ხარ რომ ასე უბრალოდ გააგდე ეს ადამიანი? ხვალ უფროსი მოდის და მე თვითონ მოვახსენებ ყველაფერს–ცალყბად გაეღიმა, მაგრამ მაშინვე დასერიოზულდა. -შენი შეყვარებულის გამო ნუ ღელავ...ჭკვიანი ბიჭია და იშოვის სადმე სამსახურს. უცებ ისტერიული სიცილი ამიტყდა და კარებიდან გასვლას ვაპირებდი, რომ ზურა ნათლია შემოვიდა. -უფროსო ჩამოხვ...–და უცბად გადაავლო სიტუაციას თვალი. მაქსიმე სველია, მე კი დოქით ხელში და თან აცრემლიანებული თვალებით-აქ რა ხდება? გაბი რა ჩაიდინე? -თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?–იკითხა გაკვირვებულმა მაქსიმემ. -უფროსი?! ესეიგი შენ ხარ უფროსი?! ზურა ჩემი ნათლიაა... ის ჯორჯი თუ გიორგი დღეს გავიცანი! ზურამ დროებით მიაბარა ჩემი თავი და ეს ყველაფერი, წყლის შეწუწვა და ასე შემდეგ ჩემი დაწყებული იყო და არა მისი... შენ კი ის გააგდე... რა უსამართლო და უგულო ადამიანი ხარ!.. -გაბი გაჩერდი! მას ხომ არც კი იცნობ! -იმაზე კარგად ვიცნობ ვიდრე გგონია ზურა ნათლია!- და ოთახიდან გავვარდი. ჰაერი არ მყოფნიდა და ამიტომ აივანზე გავედი. გიორგიც იქ იყო. მივედი და გვერდით დავუდექი... -ესეიგი გიორგი არა? -კი ბატონო–გამომხედა ძალით მომღიმარმა–გერმანული რომ გცოდნოდა, გაიგებდი რომ მე ვთხოვე ნათლიაშენს შენთვის არ ეთქვა რომ ქართველი ვარ. კაი დრო გავატარე შენთან ერთად და ნამდვილად სასიამოვნოა შენნაირი კაი ადამიანის გაცნობა. -მადლობა რომ ყველაფერი შენ დაიბრალე, მაგრამ არ იყო საჭირო! ისე მრცხვენია! -რა პრობლემაა! მეგობრები აბა რისთვის არსებობენ! -არ მეგონა თუ ერთ საათში ასეთ მეგობარს შევიძენდი. -შენ წარმოიდგინე და არც მე! ორივეს გაგვეცინა... ამ დროს ვიღაც ქალი შემოვიდა და გიორგის რაღაც უთხრა გერმანულად...მასაც წამში გაუბრწყინდა თვალები... -უფროსი მიხმობს, წავედი! წავიდა და დავრჩი მარტო. თან ამ ხედით ვტკბებოდი.სადღაც 5წუთში გამოვარდა გიორგი და მაგრად ჩამეხუტა. -იმენა ჯიგარი ხარ! ასეთი რა უთხარი იმ ადამიანს?! -რა ხდება?! -დამაწინაურეს ერთგულებისთვის!–და გამეჯგიმა. P.S. ბოდიში ყველას დაგვიანებისთვის მაგრამ იმედია საინტერესო თავია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.