შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ სიტყვები ზედმეტია (მერვე თავი)


8-08-2017, 18:06
ავტორი meilin
ნანახია 2 264

მია ზღვა, მია ზღვა, ადექი, ზღვა გელოდება. ძლივსძლიობით წამოვწიე საკუთარი თავი საწოლიდან და დარეტიანებულმა სააბაზანოსკენ ავიღე გეზი. ფაქტობრივად თვალდახუჭულმა შევაღე კარი და თვალების გახელა უკვე მოშვებულმა წყალმა მაიძულა. ნელა მიმოვიხედე და ზურგშექცევით მდგარი დედიშობილა ალექსანდრე დავინახე. ფსიქოლოგიიდან ვიცოდი, რომ რაიმე შოკისმომგვრელის დანახვაზე ადამიანს სამნაირი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს. პირველი - უკანმოუხედავად გაქცევა, მეორე- საბრძოლო მზადყოფნა და მესამე- ადგილზე გაქვავება. მაშინ მივხვდი რომელს ვფლობდი მე. ადგილზე გაშეშებული ალექსანდრეს მივაშტერდი. ძლიერი ხელებით, თმა უკან გადაიწია კისრამდე ჩავიდა და განიერ მხრებს დაუწყო ცაცუნი. ამ დროს შემობრუნდა და გაოცებული სახე წამში სატანის მაცდურმა ღიმილმა ჩაანაცვლა. კაბინის კარი გააღო და მკითხა.
- შემიძლია ცოტა ხნით მარტო დავრჩე ? გაფართოებული თვალებით ავხედ-დავხედე, რის შემდეგაც ჩემი ისედაც დიდი ზომის თვალები კიდევ უფრო გაიზარდა. დავითის ქანდაკებასავით დამდგარიყო და უზომო კმაყოფილებით ანთებოდა თვალები, რომლებიც, სახის სისველის გამო უფრო მეტად გამოჰკვეთოდა.
- ააამ... - ავხედ-ჩავხედე.. - ხოო...
- მაშინ გელოდები, ორაზროვნად მითხრა, თითქოს თან გასვლას მთავაზობდა, თან დარჩენას. როგორც იქნა მომხდარი ჩემმა ტვინმა საუკუნის შემდეგ გადახარშა, ელვის სისწრაფით გამოვვარდი სააბაზანოდან და კარს მივეყუდე. თვალწინ მისი სხეული მედგა, თავი რამდენჯერმე გავაქნიე. რა ჯანდაბაზე ფიქრობ მია ?? ამ დროს დემეტრემ გამოიარა ყავის ჭიქით ხელში და წარბაწეულმა შემათვალიერა.
- ოჰოოო.. უკვე ?? თან ჩაიხითხითა.
- დემეტრეე !!!!
- რააა არ მეგონა ასე სწრაფად თუუ.. ანუ ხოხვდები..
- ეს ის არ არის რაც შენ გგონია. დავახეთქე სერიალის გაცვეთილი ფრაზა.
- მისმინე მია, ზოგადად როცა მაგას ამბობეხოლმე, ზუსტად ის არის რაც გონიათ. ოთახიდან მათე გამოვიდა.
- სახელური გიომ გააფუჭა, თან შემათვალიერა - მაგრამ მგონი აღარ არის თქმა საჭირო. გვერდულად ჩაიღიმა და გაიარა.
- გადაებით ერთმანეთს, ორი იდიოტი. ამ დროს კარი, რომელზეც მიყუდებული ვიყავი ალექსანდრემ გამოაღო და ინერციით პირდაპირ მის ხელებში აღმოვჩნდი. „უკმაყოფილოდ“ ამოისუნთქა, ზემოთ აიხედა და ნიშნის მოგებით მითხრა.
- კართან რატომ მელოდები ? საძინებელი მეორე სართულზეა, კმაყოფილებას ვერ მალავდა. სწრაფად გავსწორდი და მექანიკურად შევათვალიერე. უნდა ვაღიარო, პირსახოცის გარეშე ბევრად კარგი დასანახი იყო.
- კარგი, მიდი დატკბი. მხრებში გაიმართა და მედიდურად გადმომხედა ზემოდან.
- არაფერი დამინახავს, ოდნავ გამეღიმა.
- ალბათ მაგიტომ გაგირბის თვალები კამათლებივით აქეთ-იქით და ვერ გამოდიხარ შოკიდან. პლიუს ამას, კართან მელოდები და ატეხილი ბიზონივით ქშინავ. თან ირონიულად ჩაიცინა.
- ვიმედოვნებდი, რომ რამეს დავინახავდი და კართან ჩემს რიგს ველოდები. სწრაფად შევედი სააბაზანოში.
- ეგ მაინც არ ხსნის რატომ გშინავ ბიზონივით და თვალის კუნთებს ვერ აკონტროლებ.
- იქნებ გახვიდე.
- კარგი იქნებოდა ეგ შენ გაგეთვალისწინებინა ხოლმე.
- უკმაყოფილო არ ჩანდი.
- არც შენ.
- ალექსანდრე ! გადი !
- კარი ჩაკეტე არავინ შემოგივარდეს. სიცილით მიპასუხა და კარი გაიხურა. ღრმად ამოვისუნთქე. „სამაგიეროდ გამოფხიზლებაზე საზრუნავი აღარ გაქვს, ზოგი ჭირი მარგებელიაო“. ამ დროს კარი ალექსმა შემოაღო და თავი შემოყო.
- მე მეგონა უკვე დატბორე აქაურობა.
- გააფრინეე ?? რას აკეთებ, იქნებ შიშველი ვდგავარ.
- ჩემს შემთხვევაში მაგას არ შეუჩერებიხარ, ახლა მიხვდები რას ვგრძნობდი. კარი გაიხურა და გავიდა. უკან სწრაფად მივყევი კარი გამოვარე და მივაძახე.
- თვითკმაყოფილებას გრძნობდი და კარი ძალით არ შემომიღია.
- არც ძალით დამდგარხარ სამი საათი ჩემს სათვალიერებლად., უბრალოდ მე ვარ ასეთი თვალისმომჭრელი.
- თვალისმომჭრელი კიარა იდიოტი ხარ. და კარი მივაჯახუნე
- შენ კიდე იდიოტოფილი.
სწრაფად მოვწესრიგდი და ზღვისკენ ავიღე გეზი. გიო და მათე და ნჯუცა მზეს ეფიცხებოდნენ, დემეტრე და ალექსანდრე წყალში 2 წლის ბავშვებივით რაღაცას თამაშობდნენ. ზღვაში შევვარდი და კარგა ხნის შემდეგ ამოვყვინთე. დემეტრე უკვე პლაჟზე ასულიყო. ალექსანდრე მომიახლოვდა, წელზე ხელი შემომხვია და თავისკენ მომქაჩა.
- ფრთხილად იყავი მედუზები არიან, უკეთესი იქნება თუ პლაჟთან ახლოს მიხვალ. მისმა შეხებამ აზროვნების უნარი წამართვა.
- მოდი შევეჯიბროთ.
- მე რომ გითხრა სირბილში შევეჯიბროთთქო სამართლიანი იქნება ?
- მარა შენ ბიჭი ხარ, უფრო სწრაფად გაცურავ.
- შენ რა, სექსისტი ხარ ?
- იცი რო წააგებ
- ხოდა ტყუილად რატო უნდა დავხარჯო ძალა და ენერგია. წამის მეასედში ხელში ამიტაცა მხარზე კარტოფილის ტომარასვით გადამიკიდა.
- აბა მიდი ახლა გაცურე.
- ალექსანდრეე ! ავფართხალდი. გაიღიმა და ქვემოთ ჩამომსვა. მაგ დროს მომენტით ვისარგებლე და ფეხები წელზე შემოვხვიე. ალექსანდრემ თბილად შემომხედა და გამიღიმა.
- სულ გაიყინე, ტანზე დაგბურძგლა..- იმიტო არა რო გავიყინე შე იდიოტო. ზურგზე შემოვახტი.
- ავიდეთ. სახლამდე ზურგით მატარა. მისაღებში დამსვა, პირსახოცი მომიტანა და თმა ამიბურძგნა. მზურნველი, გულწრფელი თვალებით მიყურებდა. გულში ვფიქრობდი რა დაეტაკამეთქი, მით უმეტეს იმის შემდეგ, რაც გამოვიარეთ.
- მადლობა. თბილად გავუღიმე. ხელები ლოყებზე მომკიდა, თვალებში ჩამხედა, გვედითი ფანჯრიდან შემომავალი სხივი პირდაპირ ვნებით ანთებულ თვალებზე ეცემოდა. ემოციური ანთებისგან მკერდი და ყელი ალისფრად აენთო. მიუხედავად იმისა, რომ არ მეხებოდა მაინც ვგრძნობდი მისი სხეულის სიმხურვალეს. ლოყაზე მოკიდებული ერთი ხელი თმაში შემიცურა, მეორე წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა, წარბები შეკრა და გაცხოველებული ეტაკა ჩემს ტუჩებს. ეს იყო ჩემი გულის გაჩერება, სუნთქვის შეწყვეტა, სიკვდილი და თავიდან დაბადება. მეგონა, რომ დრო გაჩერდა, ყველაფერმა არსებობა შეწყვიტა. მარჯვენა ხელის სულ უფროდაუფრო მიჭერდა ხელს, თითქოს ცდილობდა ჩემი სხეული შესისხლხორცებოდა, ხელები ქვემოთ ჩააცურა, ჩემი ფეხები წელზე შემოიხვია და პირდაპირ საძინებლისკენ გამაქანა. ლოგინზე დამაწვინა. განრისხებულ ტიტანს ჰგავდა, რომელიც სადაცაა უბრალო მოკვდავს დასჯის. ყელზე მომკიდა ხელი, რომელიც ნელ-ნელა ქვემოთ ჩააცურა, ჩემს საცურაო კოსტუმს მოკიდა და შუაზე გადაგლიჯა. მთელი სხეულით მომეკრო, ყელში ხარბად მკოცნიდა, ერთი ხელით ჩემი თმა ეჭირა, მეორეს კი გველივით მისრიალებდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. ფეხები მჭიდროდ შემოვხვიე, ხელი თმაში შევუცურე და შეძლებისდაგვარად მივეკარი. ასეთი ადრენალინისა და ენერგიის მოზღვავება ჩემს ცხოვრებაში პირველად განვიცადე. ძალიან მარტივად იმსხვერპლა ჩემი ქალწულობაც და მკაცრი დამოკიდებულება სექსისადმი. ნელ-ნელა მშვიდდებოდა, როგორც სისხლმოწყურებული მხეცი, წარმატებული ნადირობის შემდეგ. თავი მის მკერდზე მედო და ორი წლის ბავშვივით ვიყავი მასზე მიკრობილი. ისევ უჩვეულო მზრუნველობით მიყურებდა, მიღიმოდა და ცალი ხელით ჩემს თმას ეთამაშებოდა.
- არ მეგონა ამას ვინმეს თუ ვეტყოდი, ეს აქამდე არ მომხდარა და არც არავის გაუგონია ჩემგან .. მიყვარხარ მია. მითხრა და ძლიერად ჩამეხუტა, თითქოს თავისი ჯავშნის სუსტი წერტილი მანახა და ახლა უმწეოდ იდგა ჩემ წინაშე მთლიანად ჩემზე მონდობილი. შოკისგან არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ხელები ძლიერად მოვხვიე და თავი მის ყელში ჩავრგე. ბედნიერებისგან ცრემლები წამომცვივდა. სიცილით შემომხედა.
- რა გატირებს.
- მ. მეც მიყვარხარ. თავი გაიქნია და ამოიოხრა იმ მშობელივით, რომელსაც პატარამ ახლახან სრული დეგენერატობა უთხრა.
- წამო დაბლა ჩავიდეთ რაღაცას გაგიკეთებ. სამზარეულოში ჩამიყვანა.- ვიცი ახლა ამის სეზონი არაა, მაგრამ მოგეწონება. წინ ცხელი შოკოლადი დამიდგა. სკამიდან წამოვდექი, ალექსანდრესთან მივედი, კალთაში ჩავუჯექი და შემოვეხვიე, თავი მის ყელში ჩავრგე. ძლიერად ჩამიხუტა და მომეფერა.
- აუცილებელი იყო, რომ ჩემი ნერვები მოგეწამლა ?
- ისე ნუ იქცევი, თითქოს ეგ არ არის მთავარი მიზეზი, რატომაც ხარ ჩემთან. კმაყოფილმა ჩაიღიმა.
- რა სისულელეს ამბობ, ვის ესიამოვნება სიცოცხლის გამწარება.
- ფსიქიკურად მაზოხისტს.
- მერე მე არ ვარ მაზოხისტი.
- გიჟი არასდროს აღიარებს რომ გიჟია. გამეცინა, წამოვდექი და ჩემი ადგილი დავიკავე, თან ჭიქა ავიღე.
- მე მიყვარს ცხელი სასმელები, ნებისმიერ სეზონზე.
- შენ გიყვარს ცხელი ალექსანდრე ნებისმიერ სეზონზე. მისი პასუხი და ცხელი შოკოლადის გადაცდომა ერთი იყო. ხველება ამიტყდა.
- ეგ თუ ალექსანდრემ გაგიკეთა აჯობებს სასწრაფოდ ინტოქსიკაცია გაიკეთო, ხოხედავ უკვე იხრჩობი. ოთახში დემეტრე შემოვიდა, უკან ბავშვები მოყვნენ. ორივეს სარკასტული სახით გადმოგვხედა, გვერდულად ჩაიღიმა, ალექსანდრეს თვალი ჩაუკრა და ოთახში ავიდა. ალექსანდრემ დემეს თვალი გააყოლა თან ჩაილაპარაკა.
- მექსიკური კერძივითაა, მწარეა, მაგრამ გემრიელი.
გარეთ გასასვლელად ვემზადებოდი, ოთახში ნუცა შემოვიდა.
- მია, ორი წუთით გცალია ?
- რა თქმა უნდა. ნუცასსკენ მივბრუნდი.
- რაღაც უნდა გითხრა. მომიახლოვდა.
- გისმენ, ხო მშვიდობაა ? ლოგინზე ჩამოვჯექი.
- ალექსანდრეს ეხება. გულმა ცუდი მიგრძნო.
- გისმენ..
- რაც გავიცანით იქიდან მოყოლებული მომწონს. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, სახიდან ფერი გადამივიდა. ტყუილად არ ამბობენ ბედნიერება დიდხანს არ გრძელდებაო. თავი საშინლად ვიგრძენი, ხან ნუცაზე ვბრაზობდი ხან საკუთარ თავზე, რომ აქამდე ვერ შევამჩნიე, თავს დამნაშავედაც ვგრძნობდი, მით უმეტეს მომხდარის შემდეგ. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ან როგორ უნდა მოვქცეულიყავი..



№1  offline წევრი D-I-A-N-A

ნუცას ატანა არ მაქვს ! მთლიანობაში კი ისტორია ძალიან მომწონს , ძალიან მინდა რომ ალექსანდრე და მია ერთად იყვნენ <3 მომწონს შენი წერის მანერა - ერთ თავს აწმყოს რომ უთმობ ერთს კი წარსულს <3 ველი შემდეგ თავს <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

თურმე რეები ხდებოდაა აქ. ძალიან მაგარი გოგო ხარ, წერ ძალიაან კარგად, მოხიბლული ვარ შენით❤❤

 


№3 სტუმარი Guest ანა

თურმე მოსახდენი უკვე მომხდარა და აბა წინა თავში, აწმყო დროში რატომ ეუბნებოდა უკანასკნელი ქალი რომ იყო ქვეყანაზე შენთან არ დავწვებოდიო?

 


№4  offline წევრი meilin

Guest ანა
თურმე მოსახდენი უკვე მომხდარა და აბა წინა თავში, აწმყო დროში რატომ ეუბნებოდა უკანასკნელი ქალი რომ იყო ქვეყანაზე შენთან არ დავწვებოდიო?

es rac moxda warsul droshia da magis mere bevri raghac sheicvala da magas momaval tavebshi gaigebt

 


№5 სტუმარი MAL

აღარ იქნება გაგრძელება? მგონია რომ უბრალო მიზეზით არ შეწყვეტილა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent