ჭორფლებიანი და მე
ჭორფლებიანი და მე ბაბი -აუუ, კარგი რაა, იცი რა მტკივნეულიაა?! წუწუნებს მუდამ მოწუწუნე გუგა, რომელსაც ცოტა ხნის წინ სანდრო, ,,ჩემი ჭორფლებაინი’’ დაეჯახა -ნწ-პასუხობს სიცილით სანდრო ამ დროს საუბარში გამანეიტრალებელი აკა ერთვება -ჰეი, ჰეი , არ არის აუცილებელი ამდენ ხალხში სკანდალის მოწყობა. -საკნდალი? თვითონ დაიწყო!- არ ნებდება გუგა -პირიქით ხომ არ იყო?-არც ჭორფლებაინი თმობს ასპარეზს. მე ბაბი ვარ, წითური გოგონა რომელიც ჩუმად უსმენს სამი საუკეთესო მეგობრის ლაქლაქვს და თან facebook-ის ნიუსფიდზე დაბორიალობს. გუგა- ნევროზა, სანდრო (ჩემი ჭორფლებანი)-შარიანი, აკა- ნევროზასა და შარიანის გამანეიტრალებელი, მე-წითური. სანდრო, გუგა და აკა ჩემი სამი საუკეთესო მეგობარი. გოგონებს ვერ ვუგებ, არ მიყვარს შანელზე, პრადაზე და ახალ თმის სტილზე საუბარი. ეს ჩემი საქმე ნამდვილად არაა. ვხვდები რომ სანდროსა და გუგას კამათი კიდევ დიდხანს გაგრძელდება (როგორც ყოველთვის), ამიტომ ბამბის ნაყინის დახლისკენ მივდივარ. აკაც მიერთდება, როგორც ჩანს დაიღალა გამანეიტრალებლის როლის თამაშით. -სად მიდიხარ?-ისე მეკითხება თითქოს არ იცოდეს -შენი აზრით? -კოტონ ქენდი უნდა იყიდო?!-მეუბნება და თან იცინის. უკვე ყველა დავიღალეთ მისი ,,პერფექტ’’ ინგლისურით. -კი, ,,ბამბის ნაყინი’’ უნდა ვიყიდო- ვეუბნები და თან ენას ვუყოფ -აჰამ გასაგებია- გზას ჩემთან ერთად აგრძელებს და თან სტვენას იწყებს. -კარგი რაა, იცი რომ ვერ ვიტან -რას?- მეკითხება ვითომ გაკვირვებული ცხვირს ვიბზუებ და უკან ვბრუნდები, მინდა იფიქროს რომ გავებუტე. -კარგი რაა, ბაბიიი- აკაც ჩემსკენ მოდის. უკვე აღარ უსტვენს. იცის რომ ეს ხმა საშინლად მოქმედებს ჩემზე. -გაგებუტე- ვეუბნები ბავშვივით და თავს ვისაწ....ბ -კარგი ხო წამოდი, მე გიყიდი ,,კოტონ ქენდის’’. თვალები მინათდება და დაუბრკოლებლად მივყვები აკას ,,კოტონ ქენდის’’ დახლისკენ. -აუ ესენი კიდევ არ დაწყნარდნენ?! -მეუბნება და ,,ჩვენს ბიჭებზე’’ მანიშნებს. -აუ, ამათ რა დააწყნარებთ ............................................................................................... -აბა სად წავიდეთ?!- კითხულობს ჩემი ჭორფლებიანი. მასსა და გუგას შორის ტერიტორია უკვე განაღმულია. -მთაწმინიდაზე- ვამბობ სწრაფად -აუ კარგი რაა, რა გვინდა მთაწმინდაზე, ,,მაჭახელა’’-ში წავიდეთ- ისევ წუწუნებს სანდრო -აუუ, შენ სულ საჭმელზე როგორ უნდა ფიქრობდე?! -კარგი მოდი კენჭი ვყაროთ, ვინ ხართ მთაწმინდის მომხრე?- ვკითხულობ და საცოდავ მზერას ვაპყრობ ყველას გადაწყდა მთაწმინდაზე მივდივართ ................................................................................................... -საბაგიროზე ვინ მოდიხართ?!- ახლაღა ვამჩნევ რომ ჩემთან მხოლოდ სანდრო დარჩა -მე არა, სიმაღლის მეშინია-ვჩურჩულებ -კარგი რაა, წამოდი, ხომ იცი შიშის დასაძლევად მას თვალებში უნდა ჩახედო -არაა არ მინდა -გთხოვ- მეუბნება და საწყალი თვალებით მიყურებს -კარგი ხო, წავიდეთ- რა ვქნა, მის თვალებს ვერ ვუძლებ... არ შემიძლია უარი ვუთხრა -იეეს წავიდეთ- ჰაჰ, ბავშვივით იქცევა ..................................................................... -აბა, კარგია სიმაღლე?!- მეკითხება გაღიმებული, მე კი საბაგიროს სკამს ვარ ჩაფრენილი და გაფართოებული თვალებით ვუყურებ ჭორფლებიანს. -აჰაამ, ძაან -ვეუბნები ცინიკურად -მიყურე- მეუბნება და სკამიდან დგება -რაა?! -დამელოდე ხელში მიტატებს და აქეთ-იქით სიარულს იწყებს. -ჰეი რას აკეთებ?! მეშინიაა -სიმაღლის შიში უნდა დაგაძლევინო -და შენი აზრით ეს დამეხმარება?!- სარკასტული ღიმილი სახეზე მეყინება -აჰამ -კარგი რაა გაჩერდიიი -არააა- ყვირისბოლო ხმაზე, ნეტავ გარეთაც ისმის?! თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ეს ყველაზე ნაკლებად მანაღვლებს. ისე დადის აქეთ-იქით უკვე გული მერევა -რა მაგრად გაკლია იცი?! ნუ... მეც კი კარგად ვაფრენ მაგრამ ხომ არ ვაღიარებ?!- ვამბობ და სიცილს ვიწყებ. ისიც. -ნელ-ნელა მემსგავსები .................................................... კარზე ზარია... რა ხდება?! მგონი დღეს არავის ველოდებოდი, მაგრამ ისე მეც მაგარი სკლეროზა ვარ, შეიძება ველოდებოდი. შემოსასვლელის ჭუჭრუტანაში ვიხედები. აკა,სანდრო, გუგა და კატა... მოიცადე თავიდან... აკა, სანდრო, გუგა... კატა... კატა... არ არსებობს. კარებს სწრაფად ვაღებ. ბიჭებს ყურადღებას არც ვაქცევ ისე ამყავს ჩემი ფისუნია და გულში ვიკრავ -უკვე მიყვარხარ- ვეუბნები ისე თითქოს ესმოდეს -შენნაირი მოვიყვანე - მეუბნება სანდრო და იცინის -ეეე -რა იყო არ გიყვარს?! -კიი მიყვარს მაგრამ მე მაგისნაირი არ ვარ -ხარ -არ ვარ -ხარ -გაგებუტე -ჰეი, ხომ არ გაწუხებთ? გვშია აქ ხალხს- სტიქიებიდან აკას ხმას გამოვყავარ -იმას უკვე აღარ- იცინის სანდრო და სახეზე ნუთელაწასმულ გუგაზე მიგვითითებს ....................................... ჯანსაღი კრიტიკა მმისაღებია ჩემი პირველი ისტორია ფორლავის სამყაროში საინტერსო ამბები ამის შემდეგ დაიწყება ეს მხოლოდ პერსონაჟების გაცნობა იყო იმედია მიხვდით ვინ როგორია ^^ ემოციები გამოხატეთ თუ გინდათ რომ გაგრძელდეს ბაბისა და ჭორფლებიანის ისტორია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.